ახალი ამბები

აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, უკრაინისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდება შეერთებული შტატების უწყებებმა გაზაფხულზე დაიწყეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა 24 აპრილს, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მას ჰკითეს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბოლო კვირებში ფარულად გაუგზავნა. პატელის თქმით, ბაიდენმა ფარულად უბრძანა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, გაეგზავნათ ATACMS-ები უკრაინაში, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად თებერვალში. „მათ დაიწყეს მოძრაობა სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 12 მარტს," - აღნიშნა პატელმა. პატელის თქმით, უკრაინამ რაკეტები აპრილში მიიღო. მანამდე, Reuters-ი წერდა, რომ აშშ-მ გასულ კვირებში უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინელებმა უკვე ორჯერ გამოიყენეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, გადაცემული რაკეტების რაოდენობა არ დააზუსტა. წყაროს ინფორმაციით, რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რაკეტების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გაიგზავნა უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინა ვალდებულია, გამოიყენოს იარაღი მხოლოდ უკრაინის შიგნით და არა რუსეთში. „ზოგიერთი რაკეტა შედიოდა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს დაამტკიცა,“ აღნიშნა სალივანმა. Reuters-თან საუბარში წყარომ ასევე დაადასტურა, რომ 17 აპრილს ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე იერიში უკრაინელებმა სწორედ ATACMS-ებით მიიტანეს. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მეორედ, იარაღი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა. შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს კი, მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი აქვთ. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.  

ზელენსკი: ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ამ დღეებში ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობდა ყველა დონეზე, რათა ოპერატიულად “შეევსო ეს პაკეტი” სწორედ ისეთი იარაღით, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ. „ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ. ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ - ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ჩვენი შეთანხმება რეალიზებული იყოს ასი პროცენტით. მადლობა, ამერიკა!” - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. „მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა," - წერდა ასევე დღეს, ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო. ბაიდენმა კი, დახმარების პაკეტს, დღეს, 24 აპრილს მოაწერა ხელი.  

მეუფე ზენონი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,“ - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.“ „მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“, სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ (იხ. მუხლი 2.1). კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში თავსდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო, როგორც ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ოთხწლიანი პროცესის წარმმართველთაგანი (დასრულდა 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით), მოგახსენებთ: ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებული სუბიექტი ან წარმომადგენელი ფიზიკური პირი, სახელმწიფოს წინაშე იძენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის სტატუსს და ამ სტატუსით მოქმედებს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას. წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის. (იხ. კონსტიტუციური შეთანხმება. პრეამბულა; იხ. მუხლი 1. 1. იხ. მუხლი 1. 3 ). საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი განმარტავს - ,,რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ (იხ. მუხლი 1.1). რაც შეეხება გამჭირვალობის აუცილებლობას საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მიღმა. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის” მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავსძენ, სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ ვალდებულება, აწარმოონ მონიტორინგი საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ნებისმიერი ქვეყნიდან ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოსავლებზე. გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას. სტიგმატიზირების საფრთხე კანონი ძველ ბერძნულ სამყაროში აღმოცენდა და იგი მიმართულების საზომს წარმოადგენდა. თავდაპირველი ხელოვნების ნიმუშისგან ის შემდეგ თეორიად იქცა და ასე დამკვიდრდა ეს ცნება სამართლის ფურცლებში დადგენილი ნორმის წარმოსადგენად. ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი. სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. სტიგმა, დეფექტის აღბეჭდვასთან ასოცირდება და მისი სათავე ქრისტიანობამდელ სამყაროში იძიება. სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზაციისადმი მგრძობიერია ადამიანი და მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი. მისი აღქმა შესაბამის გავლენას ახდენს პიროვნების იდენტობაზე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებთან. რაც უფრო ცივილიზებულია გონება, სამართლის ნიმუშიც მით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, რადგან კანონი თავისუფლების პირმშოა ( სახელმწიფოსთვის თავისუფლების გაგების განსაზღვრება კონსტიტუციით დეკლარირებულია). კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ

24 აპრილს პარლამენტთან ე.წ. "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითებდა, რომ კრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

უკრაინა NATO-ს კიბერუსაფრთხოების უდიდეს წვრთნებში პირველად მონაწილეობს

მსოფლიოში უდიდეს კიბერუსაფრთხოების წვრთნებში  - Locked Shields 2024, რომელიც ესტონეთში NATO-ს ეგიდით ტარდება, უკრაინის წარმომადგენლები პირველად მონაწილეობენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კიბერუსაფრთხოების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდა (NCCC) იუწყება. მთლიანობაში, წვრთნებში 4000-მდე ექსპერტი 40-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. მათ დაევალებათ, დაიცვან პირობითი ქვეყნის ინფრასტრუქტურა რეალურთან მიახლოებულ პირობებში. „სხვადასხვა ქვეყნისა და პარტნიორების გაზრდილი ჩართულობა აჩვენებს Locked Shields 2024-ის გლობალურ მიღწევებსა და მნიშვნელობას, რაც ადასტურებს ამ წვრთნების მნიშვნელოვან როლს კიბერ თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში,“ - წერს NCCC. Locked Shields-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კიბერუსაფრთხოების სწავლება. წვრთნას NATO-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი ხელმძღვანელობს. 2023 წელს მასში 33 ქვეყანა მონაწილეობდა. უკრაინა NATO-ს კიბერცენტრს 2022 წლის მარტში შეუერთდა.

ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ყაზახეთის მთავარი და საიმედო პარტნიორი, ასევე, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ისტორიული და უნიკალური ორმხრივი დოკუმენტი ახალ იმპულსს მისცემს ასტანასა და ლონდონის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო კავშირებს და იმუშავებს მრავალი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

მეუფე ზენონი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,“ - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.“ „მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“, სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ (იხ. მუხლი 2.1). კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში თავსდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო, როგორც ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ოთხწლიანი პროცესის წარმმართველთაგანი (დასრულდა 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით), მოგახსენებთ: ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებული სუბიექტი ან წარმომადგენელი ფიზიკური პირი, სახელმწიფოს წინაშე იძენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის სტატუსს და ამ სტატუსით მოქმედებს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას. წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის. (იხ. კონსტიტუციური შეთანხმება. პრეამბულა; იხ. მუხლი 1. 1. იხ. მუხლი 1. 3 ). საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი განმარტავს - ,,რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ (იხ. მუხლი 1.1). რაც შეეხება გამჭირვალობის აუცილებლობას საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მიღმა. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის” მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავსძენ, სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ ვალდებულება, აწარმოონ მონიტორინგი საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ნებისმიერი ქვეყნიდან ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოსავლებზე. გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას. სტიგმატიზირების საფრთხე კანონი ძველ ბერძნულ სამყაროში აღმოცენდა და იგი მიმართულების საზომს წარმოადგენდა. თავდაპირველი ხელოვნების ნიმუშისგან ის შემდეგ თეორიად იქცა და ასე დამკვიდრდა ეს ცნება სამართლის ფურცლებში დადგენილი ნორმის წარმოსადგენად. ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი. სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. სტიგმა, დეფექტის აღბეჭდვასთან ასოცირდება და მისი სათავე ქრისტიანობამდელ სამყაროში იძიება. სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზაციისადმი მგრძობიერია ადამიანი და მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი. მისი აღქმა შესაბამის გავლენას ახდენს პიროვნების იდენტობაზე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებთან. რაც უფრო ცივილიზებულია გონება, სამართლის ნიმუშიც მით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, რადგან კანონი თავისუფლების პირმშოა ( სახელმწიფოსთვის თავისუფლების გაგების განსაზღვრება კონსტიტუციით დეკლარირებულია). კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა. გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებდა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით,“ განუცხადა მან მედიას. გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ მის საქმეზე პოლიტიზირებული განაჩენი გამოიტანა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღბნიშნა, რომ ის არ ნანობს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა 12 აპილს მიიღო. პრეზიდენტი შეწყალების აქტს ვერ გამოსცემდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო - მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო. მოსამართლემ ადვოკატებს განაჩენი დღეს გადასცა. პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღესვე გამოსცა.  

შსს: აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა

შსს მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება,“ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

აქციის მონაწილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 17-18 აპრილის ღამეს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად ცნო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ანდრო ჭელიძეზე იძალადეს. ორგანიზაციის ცნობით, 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, „ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.“ „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა მოწმის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

შსს განცხადებას ავრცელებს და „მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.“ „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ. ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!” მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. აქედან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე, უკვე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 6 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2024 წლის 3 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 ორგანიზატორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო. საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ეკონომიკა

შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ ოპერირება შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს

აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ შპს Middle Corridor Multimodal-მა შესაძლოა, ფუნქციონირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყოს, განუცხადა Report-ს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარიზ ალიევმა. გასულ წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზას შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფარიზ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეასრულებს ერთი ოპერატორის როლს შუა დერეფნის ფარგლებში, რომლის სათაო ოფისი ასტანაშია. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები  

ანალიტიკა

„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.  „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი.  „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.  

ევროკავშირი ანგარიშზე მუშაობს, რითაც შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს

ექსკლუზივი როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის კომენტარიდან ირკვევა, რომ ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში  - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ. ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაჩქარებლად, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი გაერო-თურქეთის შუამავლობით წამოწყებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან ცალმხრივად გავიდა.   ლიდერებმა აშშ-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, 2023 წლის 20 ოქტომბერს ვაშინგტონში, თავიანთ ერთობლივ განცხადებაში ცალსახად აღნიშნეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ „სოლიდარობის გზების“ მიზნების განხორციელებას, ეფექტიანობის გაზრდისა და ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად. აშშ-ის თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან კონსტანცაში, რუმინეთის უდიდეს საპორტო ქალაქში, შავი ზღვის სანაპიროზე, ამის კარგი მაგალითია. ევროკავშირმა შავ ზღვაში წამოიწყო მრავალფუნქციური საზღვაო ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან ევროკავშირის სააგენტოები სანაპირო დაცვის ფუნქციებით (Frontex - ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო; ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო, ევროპის მეთევზეობის კონტროლის სააგენტო), ზღვისპირა წევრი ქვეყნები და ასევე, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. ამ კონტექსტში, ქართველი ოფიციალური პირები მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობაზე დასაკვირვებლად. გარდა ამისა, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, საქართველოსთვის, შავი და კასპიის ზღვის I პროექტის და მისი ამჟამინდელი მემკვიდრის, შავი და კასპიის ზღვების II პროექტის მეშვეობით, რომელსაც ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს.  ევროკავშირი მუშაობს „შავი ზღვის სინერგიის“ (ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა, რედ.) შესრულების მე-4 ანგარიშზე. ეს ძალისხმევა დაგვეხმარება ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებაში, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ შეხედულებებზე, შავ ზღვაში თანამშრომლობის შესახებ. მთავარი საფუძველი აქ არის დაკავშირებადობის, ენერგიის, ციფრული ტრანსფორმაციის, ლურჯი ეკონომიკის, გარემოს დაცვის, მეთევზეობისა და საზღვაო უსაფრთხოების, მედეგობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები,“ ამბობს პიტერ სტანო Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია

აშშ-ს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის გაძლიერება სურს

აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე, გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ო’ბრაიენმა ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კოორდინაცია. როგორც აღინიშნა, კონკრეტული მოდელის შექმნაზე აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ მუშაობენ. ეს საკითხი მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან უკვე განიხილეს. ამერიკელმა დიპლომატმა მაშინ სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნავდა ბლინკენის თანაშემწე. „შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განმარტა ჯეიმს ო’ბრაიენმა. 26 იანვარს თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. „ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.“ როგორც ცნობილია, სომხეთი ახალ პარტიორებს უსაფრთხოების სფეროშიც ეძებს. ამ სფეროზე საუბრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. საგულისხმოა სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც. სურენ პაპიკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მან სწორედ საფრანგეთი და ინდოეთი გამოყო. უფრო ადრე კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან ჰქონდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. გასული წლის 3 სექტემბერს კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. აშშ-NATO-სომხეთი ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ NATO სომხეთისთვის კონკრეტული პროგრამის დასამტკიცებლად ემზადება. „სომხეთისადმი აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის, მე-12 სამშვიდობო ბრიგადის სწავლებას, ინსტიტუციური განვითარებისა და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით დახმარებას მოიცავს,“ - ამბობს საკითხის კომენტირებისას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ გამოაცხადა, რომ სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. მან აღნიშნა, რომ სომხეთთან ამბიციურ მიზნებზე მიმდინარეობს მუშაობა და იგეგმება ე.წ. მორგებული მხარდაჭერის დამტკიცება. აშშ ერევნის მისწრაფებას მიესალმა. „სომხეთი NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) დიდი ხნის მონაწილეა და მსახურობდა ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები ძლიერ PfP პროგრამას მხარს უჭერს და მიესალმება სომხეთის ინტერესს, გააღრმაოს მისი ეს მონაწილეობა,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარტნიორობა მშვიდობისათვის NATO-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ არის მიმართული. ეს პროგრამა 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით შემუშავდა. საქართველო მას 1994 წელს შეუერთდა. PfP მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, გაამყარონ ურთიერთობები NATO-სთან. პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და NATO-ს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.  

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. „ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.. რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. „ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

Europetime-ს აშშ-ის ევროპულ სარდლობაში (USEUCOM) განუცხადეს, რომ „საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში ჩართვის გზით.“ ამით აშშ-ის ევროპულ სარდლობაში უპასუხეს Europetime-ის შეკითხვას, რა კონტექსტში განიხილებოდა საქართველო და როგორ ფასდება ქვეყნის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მხრივ. საუბარია რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას მიეძღვნა. აშშ-ის ევროპულ სარდლობაში ხაზს უსვამენ, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს უსაფრთხოების სფეროში მტკიცე კავშირები აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს  თავდაცვის ძალებთან." „NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში მონაწილეობით, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით, რათა უზრუნველყოს ენერგეტიკული მარშრუტების დაცვა და გადაჭრას უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას. ეს პარტნიორობა NATO-სა და ევროპას სარგებელს მოუტანს, რადგან ის ეფუძნება სანდო პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საერთო ღირებულებების დაცვას რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში,“ - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობიდან Europetime-ისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიზნით, 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM), ელჩებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიები და შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული სტრატეგია ახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა და დაადასტურა, რომ აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „გონივრულად მოგვიწოდებდნენ, გვქონდეს უფრო ორიენტირებული შავი ზღვის სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და მე ამ კვირაშიც გავმართე შეხვედრა, რათა მესაუბრა იმაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამდენად, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“  ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, გათხევადებული გაზის (LNG) ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ როგორც ცნობილია, „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს ყველა აღნიშნული აქტორისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.“ თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დაადასტურა, რომ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შტატები საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. „ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სწორედ რუმინეთში გამართულ შეხვედრას მიუძღვნა. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

Europetime-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის პერსონა ნონგრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID/Georgia) განუცხადეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“ USAID მიმდინარე პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას. „USAID გაეცნო ამ განცხადებას. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება პარტნიორობას საქართველოსთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში პირველად 1992 წელს გააღო თავისი კარი და დაამყარა ძლიერი პარტნიორობა. „საერთო ჯამში, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან. USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ამბობს, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არ არის დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს. „მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია, მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს,” - ამბობს არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს.“ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების “ხელმძღვანელად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. უკრაინამ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიენიჭა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში