თეგი: გაზი

ნიდერლანდების მთავრობა საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რადგან უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდებას საფრთხეს უქმნის - Reuters-ი

ნიდერლანდების მთავრობა ცდილობს, შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა დაიცვას კრიტიკული ენერგორესურსები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, რამაც  შესაძლოა, დეფიციტი შექმნას გამოიწვევს, ამის შესახებ Reuters-ი იყტყობინება. ნიდერლანდები, რომელიც დიდწილად იყენებს გაზს გათბობისთვის, ელექტროენერგიისა და სამრეწველო წარმოებისთვის, ბუნებრივი აირის დაახლოებით 15%-ს რუსეთიდან, დანარჩენს კი ნორვეგიიდან იღებს. გაზის მიწოდების გეგმა პირველად 2019 წელს შემუშავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა გაზის ექსპორტს, წმინდა იმპორტიორი გახდა. ევროპა შიშობს, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციამ შეიძლება, გაზის მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს. მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების პარლამენტს გასულ კვირას განუცხადეს, რომ მარაგი საკმარისი იქნება ზამთრის გამოყენებისთვის, მაგრამ არა გრძელვადიანი დეფიციტის დროს. ნიდერლანდებში, ენერგიის თითქმის 40%-ის წარმოქმნა გაზზეა დამოკიდებული. 2020 წელს 45% გადავიდა ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, 28% შენობებისა და სახლების გათბობას, ხოლო 21% მრეწველობას ხმარდება.  

უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი ისტორიაში პირველად დაიწყო

უკრაინამ ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან გაზის იმპორტი უნგრულ FGSZ-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მანამდე ორ ქვეყანას შორის გაზის გადაცემის სისტემა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა - უკრაინიდან უნგრეთამდე. უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ, ტრანზიტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ მიმართულების გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, უზრუნველყონ LNG-ის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან. მხარეებს შორის შეთანხმება ყოველდღიურად უნგრეთიდან უკრაინაში 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სლოვაკეთიდან ხელმისაწვდომ დღიურ სიმძლავრესთან ერთად (27 მილიონი კუბური მეტრი), გაზის მთლიანი გარანტირებული სიმძლავრე უკრაინაში დღეში 35 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2022 წლის 30 სექტემბრამდე.  რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შემცირების ფონზე, უკრაინის GTS ოპერატორი თავის ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას განაგრძბს, რათა გააუმჯობესოს მარშრუტების შესაძლებლობები უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.

3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

„თბილისი ენერჯოს“ ცნობით, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე – სს ,,თი ბი სი ბანკს”, უზნაძის ქუჩაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდა, ნახეთ ბმულზე.

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, პირად ბლოგზე დაწერა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა.  „იმ მძიმე კრიზისის გამო, რომელსაც ჩვენ ამჟამად გავდივართ რუსეთთან, ეს გახდა არა მხოლოდ ფასის საკითხი, არამედ მიწოდების უსაფრთხოების საკითხიც. ენერგეტიკულ პოლიტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში: ევროკავშირის გაზის იმპორტის 40 პროცენტზე მეტი რუსეთიდან მოდის, ხოლო რუსეთის იმპორტის შემოსავლების 60 პროცენტი ევროკავშირზე. რუსეთიდან გაზის იმპორტის მთლიანი კოეფიციენტის შემცირებით, ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს არა მხოლოდ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში, არამედ ჩვენი სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირებაში“, – წერს ბორელი.

იაპონიამ აშშ-ის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს

იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს. ამასთან, წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.

უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. იტალიური მხარის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე რომსა და ბაქოს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. 28 თებერვალს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო ევროპისთვის თხევადი გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელ ალჟირს ეწვია, 5 მარტს კი, კატარს ეწვია. გარდა ამისა, 5 მარტს, პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ-სანისთან. 8 მარტს, ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას შეწყვეტს. რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დახუროს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი განაგრძობს რუსული ნავთობის აკრძალვას. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადამ რომ „რუსული ნავთობის უარყოფა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს გლობალურ ბაზარზე, რაც გამოიწვევს ბარელი ნავთობის ფასის გაორმაგებას და ღირებულების 300 დოლარამდე გაზრდას. 

ზელენსკი თემთა პალატას: ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ ჩვენ თავისუფლები ვიქნებით

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ოვაციებით შეხვდნენ. ვიდეოზარით ჩართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს.  „ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის", - მიმართა ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის ლიდერი მიმართავს დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. CNN-ის ცნობით, უკრაინელმა ლიდერმა ბრიტანელებს შექსპირის ჰამლეტიდან სტრიქონი გაახსენა. „ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა აბსოლუტურად არა. ახლა გასაგებია, ჩვენ თავისუფლები ვიქნებით. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და პარლამენტს სთხოვა, „გამკაცრდეს სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ, ასევე, აღიაროს რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა NATO-ს მიმართ მოთხოვნა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შესახებ და სთხოვა ბრიტანეთს, იპოვოს გზა „უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. „არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს, ცის დახურვაც კი არ შეუძლიათ. ასე რომ, საჭიროა ევროპის უსაფრთხოების აღდგენის ნულიდან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეაჩეროს

ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv

ესპანეთს, რომელიც ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ საცავსა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს ფლობს, შეუძლია, ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა, მისი შეზღუდული ურთიერთკავშირი დანარჩენ კონტინენტთან კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. 3,31 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით, პირველ ადგილზეა ესპანეთი, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 22%-ით, (2,09 მილიონი); საფრანგეთი (14% და 1,35 მილიონი), ბელგია (6% და 0,56 მილიონი) და იტალია (5% და 0,54 მილიონი). გამოცემა ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთი ასევე ლიდერობს რეგაზიფიკაციის სიმძლავრის მხრივ, რაც საშუალებას აძლევს მას, გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულ მიმდინარე კრიზისს უფრო მეტი გარანტიით, ვიდრე მისი მეზობლები, ყოველ შემთხვევაში, მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა საცავებისა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებისა, ქვეყნის კავშირი ალჟირთან, საიდანაც მისი გაზმომარაგების 90% მოდის, შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ცენტრალური ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივის შექმნაში. თუმცა საჭიროა უფრო მჭიდრო კავშირები ევროპულ ქსელთან, რათა ესპანეთმა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს  

თელავში, ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთმა წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.  აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მანქანაც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

„დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა - გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, - აღნიშნული განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „დიდი შვიდეულის“ ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, - აღნიშნა ჰაბეკმა.  „რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას. „იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ სიტუაციისთვის, დღეს დილით გამოვაცხადე ადრეული გაფრთხილება გაზის რეგულაციის შესაბამისად. ადრეული გაფრთხილება არის სამი შესაძლო ნაბიჯიდან პირველი და გულისხმობს სიტუაციის მონიტორინგს რეგულაციის შესაბამისად. სამინისტროში შეიქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უარი განაცხადეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. ასევე წაიკითხეთ: დიდი შვიდეულის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია შეწყვიტოს  

OMW Petrom-ი საქართველოს შავი ზღვის შელფში ნავთობისა და გაზის მოძიებას იწყებს

ავსტრიულ-რუმინული ენერგეტიკული კომპანია OMW Petrom-ი საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიებას იწყებს. პროექტის ბიუჯეტი $30 მილიონია.  ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ექსპერტული შეფასებით, საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკითხთან დაკავშირებით, კომპანია OMW Petrom-ის დელეგაციას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება. კომპანია OMV Petrom S.A შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე დაიწყებს. კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი  5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. ცნობისთვის, OMV Petrom-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილი კომპანიაა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტი - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, ავსტრიულ OMV-ს  $1.5 მლრდი დაუჯდა.  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე აღმოჩენილია და დამუშავებაში იმყოფება ნავთობის - 15 და გაზ-კონდენსატის 1 საბადო. ჯამურად ამ საბადოებიდან მოპოვებულია 28 მლნ. ტონაზე მეტი ნავთობი და 3 მლრდ მ3-ზე მეტი გაზი. დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებს შორის გაფორმებულია 24 ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა მოქმედებს 7 ნავთობკომპანია: “ნორიოს საოპერაციო კომპანია“; „ბლოკ ოფერეითინგ კომპანი“; ,,ქურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი“; „ენ-ვი-პი ჯორჯია“; „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინერინგ“; „ჯორჯია ქოალიშენ ენერჯი ლიმითედ“; „ოუ -ემ -ვი პეტრომი“.

Reuters-ი: რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში

რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა შეუწყვიტოს გაზის მიწოდება იმ ქვეყნებს, ვინც მის საფასურს რუბლში არ გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპასუხო რეაქციაა კრემლის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სანაცვლოდ. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს    

დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელეარხ „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა. "მყიდველები როგორც იხდიდნენ, ისევე გადაიხდიან ევროში იმ ერთეულებში, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული. თუმცა, ამასთან, საბოლოო გადახდა გამყიდველს, „გაზპრომს“ სწორედ რუბლებში მიეწოდება, ევროებით რუსული რუბლის შეძენის გზით“ , - განაცხადა პესკოვმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტმა რუსეთთან მიმართებით პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები აღიარა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში თავისი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები პირველად აღიარა. ამის შესახებ politico წერს.  „ჩემი ერთგულება Nord Stream 2 გაზსადენის მიმართ აშკარა შეცდომა იყო. ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა, რაზეც ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ. ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა მისი ქვეყნის საბოლოო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას მისი იმპერიული მანიის გამო - აქ მე, როგორც სხვები - შევცდით“, - განაცხადა შტაინმაიერმა. 22 თებერვალს გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზსადენი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს.  1207-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. გაზსადენის მშენებლობა 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა. ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს. ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ნიგერიისგან უფრო მეტი გაზი მიიღოს

ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. "რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროპული ქვეყნებისგან ნიგერიასთან გაზის მიწოდების თაობაზე თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო იზრდება. ნიგერია ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მეოთხე მიმწოდებელია. ნიგერიული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 40% სწორედ ევროპაზე მოდის". - ამბობს სამუელ ისოპი. ნიგერიის ნავთობკომპანია NNPC Ltd -ს გენერალური დირექტორი მალამ მელე ქიარი აცხადებს, რომ ნიგერია ევროკავშირთან თავის ისტორიულ ურთიერთობებს გააღრმავებს, ასევე შეეცდება თავისი ბიზნესის ფასი აწიოს და მსოფლიო ბაზარზე გაზის მიწოდება გაზარდოს. ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შემცირონ.  11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

ავსტრიის კანცლერი: ვლადიმერ პუტინმა განმიმარტა, რომ გაზის საფასურის ევროში გადახდა შესაძლებელია

ავსტრიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა, რომ გაზის საფასურის ევროში გადახდის გაგრძელება შესაძლებელია. კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ავსტრია, უნგრეთი და ბულგარეთი, დიდად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე და გაზის არმიწოდება ავსტრიაში მრეწველობას, ასევე, ოჯახებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. „მან [პუტინმა] ამიხსნა, რომ გადახდები შეიძლება, გაგრძელდეს ევროში“, - ციტირებს ნეჰამერს ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA. ნეჰამერი 9 აპრილს ეწვია უკრაინის დედაქალაქს, იმავე დღეს კი რუსეთში, პუტინს შეხვდა. ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისა და სტამბოლში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოსაზრებებს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან  უახლოეს მომავალში გაცვლის. რუსეთში ვიზიტის კრიტიკის საპასუხოდ კანცლერმა განაცხადა, რომ პირადად შეხვედრა სატელეფონო ზარებზე უფრო ეფექტიანია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ DW: გერმანია აცხადება, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა

სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

სომხეთმა, რომელიც ბუნებრივ გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, მომწოდებელთან ანგარიშსწორება აშშ დოლარის ნაცვლად რუსული რუბლით დაიწყო. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე შესყიდვა რუბლში განახორციელეს. „რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით შესაბამისი კურსის მიხედვით განხორციელდა. ფასწარმოება დოლარშია, მაგრამ გადახდა რუბლით ხორციელდება“, - განუცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რუსულ მედიას. 2021 წელს სომხეთმა რუსეთიდან $414 მილიონის ღირებულების ბუნებრივი გაზი და $270 მილიონის ნავთობპროდუქტები შეისყიდა. სომხეთის ხელისუფლება პირველია, რომელმაც რუსული გაზის რუბლში შესყიდვის შესახებ განაცხადა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  

Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის

ბრიტანეთი, შესაძლოა ევროპისთვის გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ამის შესახებ Reuters წერს. კომპანია National Grid ბრიტანეთიდან ევროპის მიმართულებით აპრილიდან სექტემბრამდე, გაზის ექსპორტის ზრდას ელოდება, რადგან ზამთრის დადგომამდე ევროპა გაზსაცავებში მარაგის შევსებას იწყებს. არის მოლოდინი, რომ წელს ევროპისთვის თხევადი გაზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. National Grid-ში მიაჩნიათ, რომ თხევადი გაზის ტრანზიტი ზაფხულში 6,4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5,1 მილიარდი კუბური მეტრი იყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

Bloomberg: იტალია მზადაა, რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვას

იტალია უარს იტყვის გაზის საფასურის კრემლის ახალი პირობებით რუბლში გადახდაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. „EU-ს წინასწარი შეფასებით, კრემლის პირობები ბლოკის სანქციების პირდაპირი დარღვევაა. იტალიის ხელისუფლება ელოდება, ვიდრე ბრიუსელი დაასრულებს იურიდიულ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს“, - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ. იტალიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ევროკომისიის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით. შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას უფრო მალე დააღწევს თავს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

იტალია გაზს კონგოდანაც მიიღებს

იტალიურმა ენერგოკომპანია ENI -მ კონგოს რესპუბლიკასთან ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. ამ დროისთვის იტალიის მოხმარების 38%-ს რუსული გაზი შეადგენს. ქვეყანა ცდილობს ამ რესურსის ჩანაცვლებას და ახალი კონტრაქტებით ამ მოცულობას გაანახევრებს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა ექსკლუზივი: იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე  

Reuters: გაზპრომს ევროპაში ექსპორტი 2022 წელს შესაძლოა, 1/3 -ით შეუმცირდეს

რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ამ ფაქტს „შანტაჟი“ უწოდა და თითქმის ერთხმასდ თქვა უარი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე“, - წერს სააგენტო. ანალიტიკოსების პროგნოზით, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში 2022 წელს დაახლოებით 40-45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება. 2021 წელს ევროპამ რუსეთისგან 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. „გაზპრომში“ ევროპაში რუსული გაზის სამომავლო პერსპექტივაზე ლაპარაკი არ სურთ. კომპანიამ Reuters კითხვებს არ უპასუხა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანია იყო, რომელმაც „გაზპრომისგან“ 45,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მეორეა იტალია [20,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი], მესამე კი ავსტრია [13,2 მილიარდი კუბური მეტრი]. ამ დროსთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე მხოლოდ უნგრეთია თანახმა.  რუსული ტრანსნაციონალური კომპანია „გაზპრომი“ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში გაზის ექსპორტის შემცირების შესახებ აცხადებს. კერძოდ, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას გაზის ექსპორტი 26,4%-ით შეუმცირდა და 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მონაცემი კომპანიის Telegram არხზეა ხელმისაწვდომი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

ნორვეგია გაზის მოპოვებას ზრდის

აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, ნორვეგია სიმძლავრეს ზრდის. მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველო ავრცელებს. ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაშია, ამიტომ ბოლო კვირებში მაქსიმალურად ცდილობს გაზის მიწოდება გაზარდოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ ევროპაში გაზზე გაჩენილი მოთხოვნის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განაცხადა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია Equinor-ს ტროლში, ოზებერგსა და ჰეიდრუნისაბადოს საბადოებზე ნედლეულის მოპოვებისა და ექსპორტის უფლება მისცა. ამასთან, Equinor-ი გეგმავს თხევადი გაზის საწარმოს გაშვებას ჰამერფესტში, მას შემდეგ, რაც იქ 2020 წელს ხანძარი მოხდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა

ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა, ამის შესახებ CNN-ს ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განუცხადა. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე გაამკაცრებს, ვიდრე ომი არ დასრულდება. მომავალ კვირას, ევროკავშირი გეგმავს სანქციების მე-6 პაკეტზე მსჯელობის დაწყებას. წინასწარი ინფორმაციით ლაპარაკია რუსული ნავთობის ემბარგოსა და რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვაზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

SOCAR: აზერბაიჯანი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის. SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ. რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას მოპოვება და აზერბაიჯანის მოთხოვნა განსაზღვრავს. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ბულგარეთის გაზის კომპანია Bulgargaz-ს აცნობა, რომ მიწოდებას 27 აპრილიდან შეუწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. უწყების ცნობით, ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფისთვის ხდება ზომების მიღება და გაზის მოხმარების შეზღუდვის საჭიროება არ დადგება. „ბულგარეთმა სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები და გაზის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხადა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. „თუმცა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ახალი ორეტაპიანი გადახდის პროცედურა (გადახდა სპეციალური ანგარიშებით Rosbanks - ES) არ შეესაბამება მოქმედ კონტრაქტს და მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ბულგარეთს,“- დასკვნა სამინისტრომ. მანამდე, პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

„გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა

პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. „PGNiG-მა მიიღო წერილი „გაზპრომისგან“ იამალის კონტრაქტით გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე. PGNiG-მა უარი თქვა რუსული გაზის მიწოდების საფასურის გადახდაზე რუბლებში სავალდებულო კონვერტაციით, წერს „ინტერფაქსი“, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით. „გაზპრომ ექსპორტი“ მიწოდებას 27 აპრილს მოსკოვის დროით 9:00 საათზე შეწყვეტს. რუსული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება შეჩერდება დროზდოვიჩის, ვისოკოეს, ტეტეროვკასა და კონდრატკის მიწოდებისა და მიღების პუნქტებით, ანუ რუსული გაზის პოლონეთში შესვლის ყველა პუნქტით. PGNiG-ის თქმით, მიწოდების შეჩერება არღვევს ხელშეკრულებას და კომპანია „გადადგამს შესაბამის ზომებს ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად“. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში PGNiG-ის მიერ იმპორტირებული გაზის 53% „გაზპრომმა“ მიაწოდა. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხებისთვის. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მიერ ამ მოთხოვნების შესრულება სანქციების დარღვევა იქნებოდა. 2019 წლის ნოემბერში PGNiG-მა აცნობა „გაზპრომს“ და „გაზპრომ ექსპორტს“, რომ არ აპირებდა გაზის შესყიდვის ხელშეკრულების განახლებას, რომელიც სრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლების სურვილით ახსნა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებით. ვარშავა ელოდება, რომ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდებას, ჩაანაცვლებს Baltic Pipe გაზსადენით, რომელიც ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან პოლონეთში გადაიტანს. მისი ექსპლუატაცია 2022 წლის პირველ ოქტომბერს იგეგმება.  მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი.  ასევე წაიკითხეთ  პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდას თქმით, „გაზპრომის“ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება. ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის. „პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზადაა მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, „გაზპრომმა“ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა „გაზპრომიდან“ უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა. ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება. 27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა  რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

Bloomberg: ოთხმა ევროპულმა კომპანიამ გაზის საფასური რუბლში გადაიხადა

Bloomberg-ის ცნობით,  ოთხმა ევროპელმა კომპანიამ რუსული გაზის მიწოდების საფასური რუბლში გადაიხადა. სავარაუდოდ, თუ სხვები უარს იტყვიან კრემლის მოთხოვნის შესრულებაზე, მაისის მეორე ნახევრამდე, რუსეთი მიწოდებას შეწყვეტს. რუსეთი გაზს ევროპის 23 ქვეყანას აწვდის. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ათმა ევროპულმა კომპანიამ გახსნა ანგარიშები Gazprombank-ში, რაც საჭიროა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდისთვის. 27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა  რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკვეთა რუსეთის ენერგორესურსების ყველაზე დიდი იმპორტიორები: გერმანია -   9,1 მილიარდი ევრო; იტალია - 6,9 მილიარდი ევრო; ჩინეთი - 6,7 მილიარდი ევრო; ნიდერლანდები - 5,9 მილიარდი ევრო; თურქეთი - 4,1 მილიარდი ევრო; საფრანგეთი - 3,8 მილიარდი ევრო; უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან ნახშირის იმპორტი 20%, ხოლო თხევადი გაზის იმპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ხოლო ევროკავშირმა მილსადენის გაზის შესყიდვები 10%-ით გაზარდა. ამასთან, ბოლო სამი კვირაა რუსული ნავთობის მიწოდება უცხოეთის პორტებში 20% -ით შემცირდა (იანვარ-თებერვალთან შედარებით). რუსეთი ახდენს იმ ტვირთების დივერსიფიკაციას, რომელზეც ევროპა უარს ამბობს.კერძოდ, შეინიშნება რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა ინდოეთში, ეგვიპტეში და სხვა საექსპორტო მიმართულებებზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს

გაზპრომი 2022 წელს 494,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ, კორპორაციული ჟურნალის კონცერნის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა TASS განუცხადა. თავის ტრადიციულ აპრილის ინტერვიუში მარკელოვი  წარმოების ოფიციალური გეგმის შესახებ ლაპარაკობს და ციფრებსაც ასახელებს. „წლის განმავლობაში, გეგმა შეიძლება რამდენჯერმე გადაიხედოს ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე“, - ამბობს მარკელოვი. 2021 წლის დასაწყისში „გაზპრომის“ მიერ გაზის მოპოვების გაცხადებული გეგმა 496,9 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ფაქტობრივი წარმოება 2021 წელს გაიზარდა 514,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ასევე წაიკითხეთ კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო

ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთ კავკასიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს. „ჩვენ ევროპას გაზით 2020 წლის ბოლოდან ვამარაგებთ გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გავლით და დღემდე, ამ დერეფნის გავლით მიწოდებამ 11 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულმა მონაკვეთმა, ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), იტალიას მიაწოდა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ფარავს მოთხოვნის დაახლოებით ცხრა პროცენტს, ხოლო 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს. მოთხოვნის 20 პროცენტი). ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ ინტერესს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანელი ექსპერტების შეფასებით, გაზის „სამხრეთ დერეფანი“ ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციასა და აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას კონტინენტზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დღეს გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გაფართოების პერსპექტივები დადებითადაა შეფასებული, რადგან ეს უზრუნველყოფს გაზის კონკურენტულ ფასებს ევროპაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა.  ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს

წლის ბოლომდე აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში შესაძლოა 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული დიალოგის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია, ენერგოტრანზიცია, ენერგოეფექტურობა, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის, მათ შორის წყალბადის, წარმოება და სხვა ექსპორტი. მწვანე ენერგია. მან ასევე ხაზი გაუსვა მდგრადი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს არა დივერსიფიკაციას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მწვანე გადასვლას შორის, არამედ მათ დაბალანსებულ ერთიანობაში. „ბუნებრივი გაზი და განახლებადი ენერგიის წყაროები იმოქმედებენ, როგორც ნახშირწყალბადების წარმოშობის ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროები, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ენერგომომარაგებას“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ SGC-მ მოკლე დროში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ენერგეტიკული კრიზისის დროს ევროპელ მომხმარებლებს უწყვეტი და მომგებიანი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფდა. „აზერბაიჯანი აპირებს განაგრძოს ენერგეტიკული მიმწოდებლის საიმედო როლის შესრულება როგორც რეგიონისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის. დღეისთვის TAP მილსადენით ევროპაში 11,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზია ტრანსპორტირებული. 2022 წლის იანვარ-აპრილში განხორციელდა 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის TAP-ით გადაზიდვა. აქედან 3,1 მილიარდი კუბური მეტრი დაეცა იტალიას, 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს და 0,1 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთს“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დეკარბონიზაციისა და „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის პროექტები ხორციელდება. „ბუნებრივი გაზის უზარმაზარ მარაგებთან ერთად, ჩვენმა განახლებადი ენერგიის პოტენციალი შექმნა დიდი შესაძლებლობები ევროკავშირთან ენერგეტიკული დიალოგის შემდგომი განვითარებისთვის. შავი ზღვის ფსკერზე ახალი წყალქვეშა საკაბელო გადამცემი ხაზების გაყვანა აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ექსპორტზე განახორციელოს აწარმოებდა „მწვანე“ ელექტროენერგიას ევროპისთვის“, - დაასკვნა ფარვიზ შაჰბაზოვმა.   შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა.  ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

„გაზპრომმა“ პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ პუტინის სანქციების გამო, პოლონეთის გავლით, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა. მონოპოლისტი კომპანია, ტრანზიტისთვის „იამალი-ევროპის“ გაზსადენს აღარ გამოიყენებს, ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია სანქციები, რომლებიც კომპანია EuRoPol GAZ-ს დაუწესდა. ეს კომპანია „იამალი-ევროპის“ გაზსადენის პოლონეთის მონაკვეთს ფლობს. გასულ თვეში, მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კომპანია აღარ გამოიყენებს აღნიშნულ გაზსადენს, რადგან მფლობელმა კომპანიამ კრემლის მოთხოვნა არ შეასრულა და გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადა. გაზსადენი „იამალი-ევროპა“ გადის რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის და გერმანის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპას რუსული გაზის მცირე ნაკადები მიეწოდება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამ გაზსადენის გამტარუნარიანობა შემცირდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს.  „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, - განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული.  ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო მაღალ ფასებში მოუწევთ“, - განაცხადა მინისტრმა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანია ცდილობს, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. 1-ელ მაისს გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა.  მანამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, თქვა, რომ გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს. ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

მარიო დრაგი: გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ევროკავშირში, რუსული გაზის მსხვილმა იმპორტიორმა, გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა. Bloomberg-ის ცნობით, გერმანულმა კომპანია Uniper SE-მ, რომელიც რუსული გაზის მსხვილი შემსყიდველია, განაცხადა, რომ რომ საწარმოს ახალი სქემით გადახდები არ განუხორციელებია, ვინაიდან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება. მანამდე Uniper-მა განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავე დროს, მისმა წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა კომპანიამ  რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“. რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ რუსული გაზის რუბლში შესყიდვას ისე, რომ სანქციები არ დაარღვიონ. "არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ისეთი ნაცრისფერი ზონაა", - თქვა დრაგიმ. DW - წერს, რომ ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე გამოთქმული პოზიციისგან. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: ”ჩვენი ახსნა ძალიან ნათელია: თუ ეს არ არის გათვალისწინებული კონტრაქტებით, მაშინ რუბლით გადახდა სანქციების დარღვევაა”. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. 

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის სფეროში

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 - ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წარმომადგენლობითი ფორუმი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას ამ დარგში. „ეს მიმართულება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ენერგოდამოუკიდებლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს ნავთობის და გაზის საკმაოდ სოლიდური რესურსები რომ აქვს, ეს დადასტურებულია წარსული გამოცდილებით - მე-20 საუკუნეში პიკზე საქართველო 3 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს მხოლოდ სამგორის ველზე მოიპოვებდა. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დღეს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულებით შევძლოთ ნავთობის მოპოვების გაზრდა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული, რომელიც საბადოს კვლევასაც ითვალისწინებს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გეოლოგიური კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე უშუალოდ ნავთობის მოპოვებას მოვახერხებთ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შევამციროთ გეოლოგიური და საინვესტიციო რისკები, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში.  ჩვენი იმედია საბოლოოდ, რომ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოვახერხებთ, საქართველომ სრულად დააკმაყოფილოს თავისი საჭიროება არსებული ნავთობის მოთხოვნის კუთხით და ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობით წვლილი შევიტანოთ ჩვენი გაზის მოხმარებაში, რაც მიმდინარე ლიცენზიების კვლევით სამუშაოებში საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წარმომადგენლობითი შეხვედრის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო. შეხვედრის მონაწილეების წინაშე მოხსენებები ასევე გააკეთეს მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და სსიპ ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.  შეხვედრაში მონაწილეობენ ისეთი მსხვილი რეგიონული კომპანიები, როგორიცაა OMV პეტრომი, რომელიც გეგმავს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის მარაგები დაიძიოს და შემდეგ დაამუშაოს, აგრეთვე Exonn, DMT, Block energy და სხვ. ფორუმი 14 მაისს დასრულდება.

ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს

ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღებას 1-ელი ივლისიდან შეძლებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პარასკევს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Trend TASS-ზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღება შეგვიძლია 1-ელი ივლისიდან, ეს მიწოდება არ არის დამოკიდებული საბერძნეთთან სისტემათაშორისი გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის პეტკოვმა ასევე განაცხადა, რომ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შეერთებული შტატებიდან ორი ტანკერისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ და გემების გადმოტვირთვის ადგილი იყო დაცული. „ამერიკული გაზი ასევე მიეწოდება ბულგარეთს, ყველაფერი შეთანხმებულია“, - დასძინა მან. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ირანმა რუსეთს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის რუკა გადასცა

ირანმა და რუსეთმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თეირანმა მოსკოვს „თანამშრომლობის ბარათი“ გადასცა. ამის შესახებ ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მთავრობის სამუშაო დღის წესრიგი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ხელმძღვანელობს, რუსულ კომპანიებთან და რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გზების განხილვას ითვალისწინებს. „მხარეებმა გამართეს მოლაპარაკებები და მიიღეს კარგი გადაწყვეტილებები, ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. რუსეთთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი და სრული რუკაც კი შემუშავდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს გადაეცათ“, - განაცხადა ჯალალიმ. „ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა 14 აპრილს. ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა. კონტექსტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. უკრაინა ახლა პრიორიტეტად თვლის რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს - ეს საკითხი ევროკავშირში აზრთასხვადასხვაობას იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა.  ეს არის პაკეტი, რომელმაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად უნდა აკრძალოს, თუმცა რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს. ირანის პოზიცია უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე ირანს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა არ ცნო დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, მას არ გაუკრიტიკებია უკაინაზე რუსეთის თავდასხმა და თავი შეიკავა გაეროს გენერალური ასამბლეაზე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ომის შედეგების შესაძლო გავლენებით შეშფოთებულია.   

ფინური ენერგოკომპანია: რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 მაისს შეწყდება

ფინური ენერგოკომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შაბათს, 21 მაისს, ფინური დროით 07:00 სთ-ზე შეწყდება. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ახლა შეჩერდება. თუმცა, ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და იმ პირობით, რომ არ იქნება შეფერხებები გაზის გადამცემ ქსელში, უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკა ვილიანენსმა. ცნობისთვის, ფინეთის მიერ მოხმარებული გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხდება, მაგრამ ბუნებრივი აირი ამ ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.  

რუსეთმა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.ოფიციალური ჰელსინკის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემა სრულ მზადყოფნაში იყო მსგავსი გადაწყვეტილებისთვის. მათივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვით ფინეთის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მთავრობამ უკვე მოიძია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები. შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.  ასევე წაიკითხეთ: ფინური ენერგოკომპანია: რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 მაისს შეწყდება  

Reuters: გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს

გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუსულ რუბლში გახსნის უფლება მისცეს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე. რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს „გაზპრომმა“ პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ეს საკითხი ევროკომისიასთან განიხილა და მიიღო განმარტებები, თუ როგორ უნდა იყიდონ რუსული გაზი ლეგალურად. Reuters-ის ცნობით, ბრიუსელმა გამოაქვეყნა ორი წერილობითი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსული გაზის შეძენა სანქციების დარღვევის გარეშე. მედიის წყაროების ცნობით, ბრიუსელის მიერ შეთავაზებული ლეგალური მარშრუტი ბუნდოვანია და კომპანიებს ურჩევენ არ გახსნან რუბლის ანგარიშები „გაზპრომბანკთან“. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ინსტრუქციები ბიზნესისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებს შეეძლებათ ბუნებრივი აირის შეძენა, ზოგს კი არა, საფრთხეს უქმნის ევროპის ერთიანობას რუსეთის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. 

Reuters: კატარს მიაჩნია, რომ გერმანიისთვის გაზის დიდი მოცულობის მიყიდვა სარისკოა

კატარი გეგმავს გაზის გაყიდვების დივერსიფიცირებას, რამაც შესაძლოა გერმანიის შესყიდვების ამბიცია შეზღუდოს. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურს. „მე არ მსურს გაზის მთელი წილი გერმანიას მივყიდო. თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ კატარის გაზი აღარ გამოიყენოს, ჩვენ მახეში ვართ“, - განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-კაბიმ. ამასთან აღნიშნა, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. შეგახსენებთ, რომ კატარის ემირმა ტამიმ ბინ ჰადამ ალ-ტანიმ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ კატარი თხევად ბუნებრივ აირს გერმანიას 2024 წლიდან მიაწვდის. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს მარტში, გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.  ცნობილია, რომ გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე. 

რუსეთი და სერბეთი გაზის მიწოდებაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - მედია

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, გაზის მიწოდების ახალ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ფასზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ყველა დეტალი გაზპრომთან იქნება შეთანხმებული“, - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს. სერბეთს 10-წლიანი კონტრაქტი რუსულ გაზპრომთან 31 მაისს ეწურება. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა შეუერთდეს ბლოკს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.  2008 წელს, ბალკანეთის ქვეყნის გაზისა და ნავთობის სექტორები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. „გაზპრომ ნეფტი“ და „გაზპრომი“ ქვეყნის ნავთობკომპანიის წილებს იზიარებენ.    

რუსეთი ნიდერლანდებს გაზის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 31 მაისიდან შეწყვეტს. მანამდე, კომპანია GasTerra-მ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა. „GasTerra-მ მიიღო გადაწყვეტილება არ შეასრულოს „გაზპრომის“ ცალმხრივი მოთხოვნა გაზის საფასურის გადახდაზე. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ საფასურის გადახდა რუბლში განხორციელდეს. ამის გამო, „გაზპრომი“ გაზის მოწოდებას 2022 წლის 31 მაისს შეგვიჩერებს“, - ნათქვამია ჰოლანდიური კომპანიის განცხადებაში. კომპანია ცალსახად აცხადებს, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლში არ დაფარავს, რადგან ეს შეიცავს ამ ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკებს. ნიდერლანდების მთლიან მოხმარებაში, რუსული გაზის წილი 15%-ია. გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყანა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აღარ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისი ენერჯი: 1-ლი ივლისიდან კომპანიებისთვის გაზის ტარიფი 25 თეთრით ძვირდება

თბილისი ენერჯის ცნობით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2022 წლის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება 25 თეთრით ძვირდება. კომპანიებისთვის ახლანდელი ტარიფი 1.10 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), პირველი ივლისიდან კი - 1.35 თეთრი გახდება (დღგ-ს ჩათვლით). თბილისი ენერჯი ემსახურება თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს არ შეეხება. "როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას  ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობისთვის, თბილისი ენერჯი დღემდე ცდილობდა, საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან თბილისი ენერჯისთვის კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება" - აცხადებს კომპანია.

ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ილჰამ ალიევი: კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა. აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC). დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური მნიშვნელობის პროექტებად იქცა. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი. „აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსებზე მოთხოვნამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. აზერბაიჯანი, როგორც პასუხისმგებელი ქვეყანა, ითვალისწინებს ამას და ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სირთულეებს განიცდიან“, - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს TAP-ის პოტენციალის გაფართოებაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრის გაფართოების შესაძლებლობა, რადგან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა იზრდება და არის გაფართოების პოტენციალიც და პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, დრო არ უნდა დავკარგოთ. არა მარტო TAP-ს, არამედ სამხრეთ კავკასიის მილსადენსაც და TANAP-საც სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

DW: ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. სააგენტო DW ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან კატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება. ამასთან, ბრეტონის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ევროკომისრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა ამის გაკეთებას გაზის გამოყენებით ცდილობს. „ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – განაცხადა ბრეტონმა. შეგახსენებთ, რომ დანიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.  

სერბეთი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

სერბეთი ინახავს სიმძლავრეს აზერბაიჯანიდან გაზის მისაღებად, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მისი თქმით, რუსეთი სერბეთს ყოველწლიურად აწვდის 2,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ქვეყნის გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. „განსხვავება ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უნგრეთის გაზის საწყობიდან, ნაწილობრივ ბანაცკი დვორის გაზსაცავიდან და მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით მივიღოთ გაზის დაახლოებით 40 პროცენტი. ძირითადად გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიმძლავრეების რეზერვის შესახებ იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდება ამ გაზსადენის მშენებლობა“, - განაცხადა მიხაილოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში

2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. „პლატოს“ პერიოდში.  

ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას საბადოდან გაზი თურქეთის მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.  მისი თქმით, პირველ ეტაპზე დღეში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გეგმავს საქარიას საბადოდან 2026 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. ამასთან, განაცხადა, რომ ანკარა ენერგეტიკას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად განიხილავს და არა როგორც „დაძაბულობისა და დაპირისპირების ასპარეზს“. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა მან თურქეთის მიერ შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენას ისტორიული მოვლენა უწოდა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიდა რესურსების ხარჯზე განხორციელდა. საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.  

ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს

საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა „ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიიღებს“, - განაცხადა პეტკოვმა. მისი თქმით, IGB უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ახალი წყაროებიდან, რაც მას ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილად აქცევს. გაზსადენის სატუმბი სიმძლავრე იქნება სამი მილიარდი კუბური მეტრი, შესაძლებელი იქნება გამტარუნარიანობის ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაცულია. ბულგარგაზთან გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე შაჰ-დენიზ-2-თან მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.

„გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება

რუსული მედიის ცნობით, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. Eni-ს ეცნობა 15%-იანი მიწოდების შეწყვეტის შესახებ, Uniper-ს მიწოდება 25%-ით შეუმცირდება. OMV-ს არ უთქვამს, რამდენად შემცირდება მარაგი, მაგრამ, Uniper-ის მსგავსად, თქვა, რომ მას სხვა წყაროებიდან შეუძლია გაზის ჩანაცვლება.  რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა 14 ივნისს გაზპრომმა Nord Stream 1-ზე გაზის ნაკადის 40%-ით დღეში დაგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირების შესახებ განაცხადა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაზპრომის გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი აზრით, ამ გზით რუსეთი ცდილობს ევროპის გაზის ბაზრის დესტაბილიზაციას და ფასების აწევას. 14 ივნისიდან 16 ივნისამდე გაზის ფასი მეგავატზე ამსტერდამის ბირჟაზე 97-დან თითქმის 130 ევრომდე გაიზარდა. RBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კომპანიები OMV, Eni და Uniper ადრე შეთანხმდნენ რუსული გაზის გადახდის ახალ სქემაზე, რომელიც გაზპრომბანკში ორი ანგარიშის (ვალუტა და რუბლი) გახსნას ითვალისწინებს.  

ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს

ევროპული ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი არიან ზამთრის პერიოდისთვის დარეზერვებული გაზი გამოიყენონ. ამის მიზეზია „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდების 40%-იანი შემცირება. ამის შესახებ, Bloomberg ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაზის ფიუჩერსებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში. „სამწუხაროა, რომ ფასის ზრდა მოხდა ჩატვირთვის პერიოდში“, - ამბობს უორენ პატერსონი, ING Groep NV-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ეს სახიფათოა ბაზრისთვის და ხელს შეუწყობს საწვავის მაღალ ფასებს. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას.  

გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს

გერმანია აცხადებს, რომ დამატებით ზომებს მიიღებს, რათა გარანტირებული იყოს ენერგომომარაგება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის მოხმარების შესამცირებლად, ნაკლები გაზი უნდა იყოს გამოყენებული, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტად უნდა გამოიყენონ.  ზომები მოიცავს გაზის მოხმარების შემცირებას ინდუსტრიასა და ელექტროენერგიის წარმოებაში. მთავრობა აცხადებს, რომ დამატებითი ზომები მოიცავს ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს და მეტი გაზი უნდა იყოს დარეზერვებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ყველაფერი „ნამდვილად დამძიმდება“. ამ ნაბიჯს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს.  

ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება

საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB), ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია ICGB AD აცხადებს. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს „ჩვენ დავიწყეთ გაზის რეალური ნაკადების სატესტო მიწოდება, თუმცა ეს არის კომერციული ექსპლუატაცია“, - აცხადებენ კომპანიაში. ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზი2“-ის საბადოდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ბულგარეთმა საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით გაზის ეს მოცულობა უნდა მიიღოს. გაზსადენის სიმძლავრეა 3 მილიარდი კუბური მეტრი, რაც შესაძლოა, 5 მილიარდამდე გაიზარდოს. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ

ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 2022 წლის პირველ მეოთხედში ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურია. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების დანახვა. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - „თბილისი ენერჯი“

„თბილისი ენერჯი“ იუწყება, რომ იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა „მეზობელმა გაზის სუნი იგრძნო სადარბაზოში და 114 დარეკა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაზის სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და გაზის დანადგარები მოხნილი იყო. ღიად დატოვებული რეზინის მილიდან კი გაზი ჟონავდა. რომ არა ყურადღებიანი მეზობლები კორპუსი დიდი ალბათობით აფეთქდებოდა. მადლობა კორპუსის მაცხოვრებლებს ვინც ოპერატიულად დაგვირეკა 114-ში და შემთხვევის შესახებ შეგვატყობინა. სტატისტიკურად გაზით აფეთქების შემთხვევები ყოველთვის ხდება ადამიანების უყურადღებობით, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.  

უზბეკეთმა შესაძლოა, 2025-2026 წლებში გაზის ექსპორტი შეაჩეროს

უზბეკეთმა შესაძლოა, გაზის ექსპორტზე მთლიანად უარი თქვას. ამის შესახებ „უზტრანსგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბეჰზოტ ნარმატოვმა განაცხადა. „შესაძლოა, უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი დარჩეს უზბეკეთში, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა. დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით - აბა, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება და დამატებითი ღირებულების ჯაჭვების შექმნა?“ - განაცხადა ნარმატოვმა და დასძინა, რომ ექსპორტი შესაძლოა 2025-2026 წლებში შეჩერდეს. ამ დროისთვის უზბეკეთში წარმოებული გაზის დაახლოებით 10% ჩინეთში ექსპორტირდება.  

ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

ლიტუვის სეიმმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა კანონიერად უზრუნველყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი ამრიგად, ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილებები ბუნებრივი გაზის კანონში. კანონს ემატება დებულება, რომელიც არეგულირებს, რომ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორს არ აქვს უფლება გაანაწილოს და/ან გამოიყენოს ტერმინალის სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ქვეყნებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოთხოვნა არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე. ცვლილებები სეიმის 123-მა წევრმა დაამტკიცა, ორმა თავი შეიკავა.  

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება. ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო „რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით",- ამის შესახებ Twitter-ზე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა დაწერა.  საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული LNG-ის მოცულობა თითქმის 4.5 მილიარდი კუბური მეტრს აღწევს, რაც  რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობაზე რამდენიმე მილიონით მეტია.  

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა  

ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ დროს როცა მსოფლიოში დაძაბული და რთული ვითარებაა. ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება ევროპაში სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერა. შედეგად, ევროპის ბაზარზე, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $1 600-ის ნიშნულს გადაცდა.  

თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს

თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა. ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის მილსადენით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების წლიური მოცულობა 10,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ორი ხაზის მთლიანმა გამტარუნარიანობამ 16,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. TANAP-ი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ევროპასთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა მოხდეს.  

ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდლობს. 

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვის გაზმომარაგება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩიუკამ განაცხადა, რომ საბერძნეთიდან ბულგარეთში ინტერკონექტორის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შეძლებს, უზრუნველყოს გაზის მიწოდება უკრაინასა და მოლდოვაში. ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა. „ინტერკონექტორი უზრუნველყოფს გაზის მიწოდებას როგორც ბულგარეთში, ასევე, რუმინეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას", - ხაზგასმით აღნიშნა ჩიუკაუმ.   

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის

აზერბაიჯანმა, 2022 წლის 6 თვეში, ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა. აზერბაიჯანიდან 2022 წლის 6 თვეში ევროპაში გაზის ექსპორტმა 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეაგინა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 4,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, საქართველოში კი 1,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამასთან, აზერბაიჯანიდან 2022 წლის იანვარ-ივნისში გაზის ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, აზერბაიჯანმა 15,1%-ით გაზარდა გაზის მოპოვება, რამაც 23,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა

საფრანგეთი რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის ემზადება - Reuters

საფრანგეთის მთავრობა რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ დღეს ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია. მისი მიწოდების დაახლოებით 17%, რუსეთიდან მოდის, საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე ზოგიერთი მისი მეზობელი, მაგრამ მთავრობა საგანგებო გეგმებს ამზადებს. „ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რეალური შესაძლებლობაა... და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.  

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება. მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია კომპანიის ცნობით, სამუშაოები 10 დღით გაგრძელდება და მიწოდება 21 ივლისს აღდგება, თუმცა დასავლეთში არსებობს ეჭვები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა გააჭიანუროს. თუმცა, მანამდე, ყოველწლიურ სამუშაოებს 10-12 დღე სჭირდებოდა და გაზის მიწოდება ყოველ ჯერზე დათქმულ დროს აღდგა. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა 14 ივნისს რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ ტურბინების დაბრუნება გააჭიანურა, რომელიც Simens-მა რემონტზე გადაიტანა. 10 ივლისს კანადის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მილსადენის შეკეთებული ტურბინის გადაცემას. რუსული „გაზპრომის“ მტკიცებით, კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა. გერმანული კომპანია Siemens Energy-ის ცნობით, კანადაში შეკეთებული გაზის მილსადენის ტურბინის ბერლინისთვის გადაცემა მისი საბოლოოდ რუსეთში ტრანსპორტირების პირველი ნაბიჯი იყო. კომპანიის ცნობით, ტურბინა რუსეთში მაქსიმალურად სწრაფად გაიგზავნება. უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.  

ანალენა ბერბოკი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაზის დეფიციტმა, საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ 11 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა იაპონიაში ვიზიტისას, კოლეგა ესიმასო ჰაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „თუ გვექნება ნაკლები ენერგია, გვექნება ნაკლები თბომომარაგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ რესურსების თანაბარი გადანაწილება მოხდეს“, - განაცხადა ბერბოკმა. ამასთან, მან უარყო მოთხოვნა, რომ ჯერ არ გამორთონ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური ქსელიდან. „რუსეთი არაპროგნოზირებადია, არა მხოლოდ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, არამედ ენერგომატარებლების მოწოდების შემთხვევაშიც არ იცავს წესებს“, - აღნიშნა ბერბოკმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

Eni: „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა

იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni-ის ცნობით, Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა „გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა", - ნათქვამია Eni-ის განცხადებაში. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს. „წლის უკანაკნელ თვეებში, მარაგების 90% აუცილებლად უნდა შევავსოთ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი ახალი მომწოდებლების რაოდენობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის რუსული მომწოდებლებისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებლები გავხდეთ, თუმცა 2022 წლის ზამთარი, ცოტა უფრო მეტად რთული იქნება", - თქვა ჩინგოლანიმ. იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.

ლატვიამ რუსული გაზის მომხმარება აკრძალა

ლატვიის სეიმმა მესამე მოსმენით ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვილილებები მიიღო, რომლითაც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება იკრძალება.  ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას. გაზის მარაგები, ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაწყობში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტომდე უნდა დაგროვდეს, რათა იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს. ლატვიის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსული გაზის ეტაპობრივი შეწყვეტა დაიწყო.  1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრულ ქვეყნებს“, რომელშიც შედის ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, გაზის მიწოდების საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის ექსპორტი შეჩერდება. მოსკოვის ამ პირობებზე უარი უკვე თქვეს პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა და ნიდერლანდებმა.  

ირანულმა NIOC-მა და „გაზპრომმა“ $40 მილიარდიანი მემორანდუმი გააფორმეს

ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მა  და რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ჰოჯასტეხმერმა და გაზპრომის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა დოკუმენტს ონლაინ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი.  მემორანდუმის თანახმად, „გაზპრომი“ ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება.  რუსული გაზის გიგანტი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში და სხვა სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში ჩაერთვება. ცნობილია, რომ ირანი რუსეთის შემდეგ გაზის წარმოებით მსოფლიოში მეორეა, მაგრამ აშშ-ს სანქციებმა თეირანში ინოვაციურ ტექნოლოგიაზე წვდომა და გაზის ექსპორტის განვითარება შეაფერხა.  

რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის შესახებ ქვეყნები გააფრთხილოს. Bloomberg-ის ცნობით, ამ ნაბიჯს დასჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა. ქვეყნების დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება გაზის მოხმარების სავალდებულო შემცირებას და აცხადებენ რომ ეროვნულ მთავრობებს უკვე აქვთ განხორციელებული საგანგებო გეგმები და შეამცირებენ მოთხოვნას. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ბუნებრივ გაზზე ნებაყოფლობითი შეზღუდვები საკმარისი არ იქნება. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.   

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა

რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“ - ით გერმანიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, რომელიც 11 ივლისს, ათი დღით „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურების“ მიზნით შეაჩერა. ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle გაზსადენის ოპერატორი კომპანიის, „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG-ს ინფორმაციით, მილსადენი ისევ 40%-იანი დატვირთვით იმუშავებს. დანარჩენ 60%-ს ევროპა რუსეთისგან ივნისის შუა რიცხვებიდან ვეღარ იღებს. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგია, რომ სანქციების გამო კანადამ „სიმენსის“ ტურბინები არ დაააბრუნა, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. გერმანიასთან მოლაპარაკების შედეგად, 17 ივლისს, კანადამ ტურბინები გერმანიაში გაგზავნა, თუმცა, „გაზპრომი“ აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღია. 19 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 ივლისისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის ტრანსპორტირება შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან შესაკეთებელია სხვა ტურბინაც.  გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა.  კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.  

ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან

ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ხელისუფლება, ევროკავშირის შეთავაზებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ, არ ეთანხმებიან.  ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „ხელისუფლება პრინციპში არ ეთანხმება ევროკომიისის წინადადებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე“, - განაცხადა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა იანის ეკონომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე.   ანალოგიურ მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ ესპანეთი და პორტუგალია.  პორტუგალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟოაო გალამბამ თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ევროკავშირის არაპროპორციულ და არამდგრად წინადადებას. მისი თქმით, წინადადება არ ითვალისწინებს ესპანეთისა და პორტუგალიის ჰიდროენერგეტიკულ საჭიროებებს. ამჟამინდელი გვალვის გამო ორივე ქვეყანა იძულებულია მეტი ელექტროენერგია აწარმოოს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ ასევე განაცხადა, რომ არ სურს მომხმარებლებს უკარნახოს გაზის მოხმარების შეზღუდვა. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.  

გერმანიის ვიცე-კანცლერი: Nord Stream 2-ის გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია

გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი", - თქვა ჰაბეკმა. გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ კარგად გაუძლო. „ჩვენ ვართ ძლიერი ქვეყანა, ადამიანებს შორის ძლიერი ურთიერთობებით... პუტინი დაინახავს, ​​რამდენად ძლიერები ვართ“.  შეგახსენებთ, ევროკომისიამ მოამზადა გაზის მოთხოვნის შემცირების გეგმა, რაც მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს. ცნობისთვის, Nord Stream 2-ის  1207-კილომეტრიანი გაზსადენი 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. გაზსადენი 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა. Nord Stream 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს.  

რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მცდელობისას, ევროპის ქვეყნებმა გაზის შესყიდვის წყაროების დივერსიფიკაციისთვის ძალისხმევა გააძლიერეს. სახელმწიფოები ცდილობდნენ რეზერვუარების ბუნებრივი აირით შევსებას და LNG-ის შეძენას. ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან ამასთან, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელისმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტა ვერ განხორციელდება მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროპას შესაძლოა, ზამთრის თვეებში მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნას. LNG-ის მიღების ტერმინალები ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში არსებობს. ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანია, რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი, გაზის იმპორტს მხოლოდ მილსადენებით ახორციელებს. LNG იმპორტისთვის სიმძლავრეები აქვს ესპანეთს, რაც დაახლოებით 70 მილიარდი კუბური მეტრია. თუმცა, ესპანეთის გაზის გადაცემის კავშირი ევროპის სხვა ქვეყნებთან ძალიან შეზღუდულია. მაგალითად, არ აქვს კავშირი საფრანგეთთან, რაც იმპორტირებული გაზის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას ხელს უშლის. გერმანიას შეუძლია გამოიყენოს LNG ტერმინალები ნიდერლანდებში, თუმცა ეს მის მოთხოვნას სრულად არ დააკმაყოფილებს. ბოლო 6 წელიწადში პირველად, ევროპამ აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიის ქვეყნებს გაუსწრო შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გერმანიაზე ზეწოლის ფონზე, ბერლინის დღის წესრიგში LNG მიმღები ტერმინალის მშენებლობის საკითხი დადგა, თუმცა მაშინ პროცესი ფინანსური მიზეზების გამო შეჩერდა. მოსკოვსა და კიევს შორის ომის შემდეგ ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა და გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის შესახებ განაცხადა. ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.  

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის. ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა. „ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.  

რუსეთიდან იმპორტის შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან გაზის იმპორტის გაზრდის საკითხს განიხილავს

რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდუინმა ნიგერიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ამ კვირაში აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა. „ევროკავშირს თხევადი ბუნებრივი აირის 14%-ს ნიგერიიდან შემოაქვს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმპორტი გაორმაგდეს“, - განუცხადა ბოლდუინმა Reuters-ს. ნიგერიაში ნავთობისა და გაზის წარმოებას გაზსადენებზე ქურდობა და ვანდალიზმი აფერხებს, რაც იწვევს იმას, რომ გაზის მწარმოებელმა Nigeria LNG Ltd-ის Bonnie Island-ის ტერმინალმა 60%-იანი სიმძლავრით იმუშაოს. თუმცა გაზსადენებზე მილსადენზე უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს. გასულ წელს, ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ბოლდუინის თქმით, ევროკავშირმა ნიგერიიდან 36 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი იყიდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. 18 ივნისს, ევროკომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.  

ირანი გაზის დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ იუწყება

სამხრეთ ირანში, „სპარსის გაზის საბადოს“ ჩრდილოეთით, გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა მალიქ შარიათი ნიასერმა განაცხადა. საქართველომ, თითქმის გააორმაგა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ირანიდან მისი თქმით, გაზის ახალ საბადოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, გაზის საბადოს მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.  ირანი მზადაა, მსოფლიოს საჭირო მოცულობის ნავთობი მიაწოდოს

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი.  „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი არ არის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით 10,236 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა, არც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,368 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. სამხრეთ კავკასიის გაზსადენით გაზის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში 22,3%-ზე მეტითაა გაზრდილი.  ზოგადად, 2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19,898 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტვირთა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია და 17,07 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.   

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ომს აწარმოებს, რაც ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტისთვის დამატებითი სტიმულია - ზელენსკი

„ევროპის შანტაჟი გაზით ყოველ თვე უფრო ძლიერდება. სახელმწიფო ტერორისტს ეს სჭირდება იმისთვის, რომ თითოეული ევროპელის ცხოვრება გაუარესდეს. ეს შეიძლება დამატებით სტიმულად განვიხილოთ, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უფრო წონიანი იყოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი, ასევე გამოეხმაურა „გაზპრომის“ განცხადებას „ჩრდილოეთ ნაკადი1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი მუქარა. დათმობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ამას კონტრაქტი ითვალისწინებს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ ევროპა ზამთრისთვის სათანადოდ ვერ მოემზადოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ესაა „გაზის ღია ომი“, რასაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. „რუსეთისთვის სულ ერთია როგორ იქნებიან ადამიანები გაზის გარეშე, ემუქრებათ თუ არა მათ შიმშილი დაბლოკილი პორტების გამო. ან როგორ გრძნობენ თავს ზამთრის სიცივეში ან ოკუპაციის გამო. ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმებია“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ დღეს Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება.  27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა.

კვიპროსი მზადაა, ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს

კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ  2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, მისი კუნძულოვანი მდებარეობის წყალობით, გაცილებით მეტს აწარმოებს ოფშორში. ამრიგად, 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ ერთი ჭაბურღილის ბურღვა ოფშორულ აფროდიტეს საბადოზე, რომლის მარაგი 125 მილიარდ კუბურ მეტრამდეა შეფასებული. სამუშაოები სრულად 2027 წლისთვის დასრულდება. „კვიპროსს ასევე სურს, ისარგებლოს ბერძნული ენერგეტიკული კომპანიის Energean Plc-ის გეგმით, რათა ააშენოს დაახლოებით 200 კილომეტრიანი მილსადენი მისი ოფშორული საბადოდან ისრაელში, ქალაქ ვასილიკოსამდე კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე“, - თქვა პილიდისმა. დაგეგმილია, რომ მილსადენმა წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი გაატაროს. კვიპროსი მოელის, რომ მისი მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება.  20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, გაზზე მოთხოვნა ყველა წევრმა სახელმწიფომ 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე შეამციროს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ, თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.  ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა   „ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, - განაცხადა მინისტრმა. გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთიდან მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება. ევროკომისიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისთვის ან მთლიანად ბლოკის ქსელისთვის გამონაკლისებს ითვალისწინებს.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.  20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს. 21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდა.   

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ერთი მეგავატ/საათის ღირებულებამ 223,85 ევრო შეადგინა.  ანალიტიკოსების შეფასებით, გაზის ფასის ზრდაზე გავლენა „გაზპრომის“ განცახდებამ მოახდინა. რუსული გაზის გიგანტმა განაცახდა, რომ 27 ივლისს, კიდევ ერთი ტურბინის გაჩერების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდების მაჩვენებელი 40%-დან 20%-მდე შემცირდება.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია  დღევანდელი ვაჭრობა ნიდერლანდების ვირტუალურ პლატფორმაზე 210,25 ევროს ნიშნულიდან გაიხსნა. 09:40 სააზე ბუნებრივი გაზის მეგავატ/საათის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და 223,85 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.   

ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს

ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა. „რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიღწეული მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე, რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯავად ოუჯიმ. მისი თქმით, რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნავთობსაბადოების დამუშავებასა და თხევადი გაზის პროექტების განხორციელებაზე. ასევე იგეგმება ნედლი ნავთობისა და გაზის ექსპორტი. „მე მჯერა, რომ ირანისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევითა და შესაძლებლობებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ენერგოგიგანტია, ბევრს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს ირანის ნაციონალურმა ნავთობკომპანია NIOC-მა და გაზპრომმა თეირანში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ბიუჯეტიც $40 მილიარდს შეადგენს.  

ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.  ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ.  26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.  „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული. ევროპის გაზსაცავების მონაცემები:  ქვეყანა გაზის მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი გაზსაცავის ტევადობა (მილიარდი კუბური მეტრი) შევსების მაჩვენებელი(%) ესპანეთი 32,1 3,5 75,6 ბელგია 18,4 0,92 71,4 რუმინეთი 11,7 3,38 55,1 უნგრეთი 10,6 6 49,2 ავსტრია 8,8 9 51 ჩეხეთი 8,8 3,68 77,7 პორტუგალია 5,9 0,37 99 საბერძნეთი 5,8 - გაზსაცავები არ აქვს სლოვაკეთი 4,9 3,96 68,3 ბულგარეთი 3 0,59 44,4 ხორვატია 3 0,53 47,9 დანია 2,8 0,93 85,6 ფინეთი 2,6 - გაზსაცავები არ აქვს ლიეტუვა 2,4 - გაზსაცავები არ აქვს შვედეთი 1,4 0,1 90,7 ლატვია 1,1 2 50,8

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება მარის ველაიათში ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს.  პირველად ბუნებრივი აირის მოპოვება „სერეპლის“ საბადოდან განხორციელდა, რომლის მშენებლობაც მარის ველაიათის სამხრეთით დასრულდა.   ჭაბურღილიდან მიღებული ბუნებრივი აირი არ შეიცავს წყალბადის სულფიდს და „სუფთაა“. ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 695 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 83 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, - თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა რუსეთიდან მიწოდებაზე უარის თქმის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები ივლისის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მომავალი ზამთრის სეზონისთვის გაზის მოხმარება ბოლო ხუთი წლის საშუალოდან 15%-ით შეამცირონ. ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ენერგიის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, უნგრეთმა და გერმანიამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.  

უკრაინაში ომის დაწყებიდან „გაზპრომმა“, გაზის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა

2022 წლის 6 თვეში, რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 262,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც (12%) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,8 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტმა 75,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,7%, 40 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია.   1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის ამასთან, შემცირებულია მოთხოვნა გაზსა და გაზის ტრანსპორტირების სისტემებზე შიდა ბაზარზე. კლებამ 2% (3 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინა.  

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 80%-დან 50%-მდე შეამცირა

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ მიმართულებით, პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს.  „გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „ჩვენი გაზის მარაგი საათში 50 ტერავატია, აუცილებელი 76 ტერავატიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან მარტში ავსტრიის მარაგი საათში 15 ტერავატს შეადგენდა“, - განაცხადა ნეჰამერმა.   ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 50%-ზე დაბალია, მანამდე ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის გაზსაცავში ქვეყნის მოხმარების წლიური მარაგის 55%-ია. ხელისუფლება გეგმავს, რომ გაზსაცავის მარაგი 80%-მდე შეავსოს. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ამის მიღწევა შესაძლებელია. 11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.   

საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს

საფრანგეთში განაცხადეს, რომ 1-ელ ნოემბრამდე, ქვეყნის გაზსაცავებს 100% შეავსებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, წერს Le Figaro. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაში მსხვილმა მოთამაშეებმა, მოხმარება უნდა შეამცირონ. კერძოდ საუბარია ადმინისტრაციაზე და ბიზნესკომპანიებზე.  26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.  „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.    

რუსეთმა ლატვიაში გაზის მიწოდება განაახლა

რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდება, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ინფორმაციას სისტემის ოპერატორი Conexus Baltic Grid (CBG) ადასტურებს.   ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება  რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ლატვიაში გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ ივლისში განაცხადა და მიზეზად შესყიდვის პირობების დარღვევა დაასახელა.  დღის მონაცემებით, რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდებამ საათში 43 393 მეგავატი შეადგინა. ამ დროისთვის გაზი ლატვიის ერთიან ბაზარს მიეწოდება და შესაძლებელია ფინეთში, ესტონეთსა და ლიტვაში ტრანსპორტირება.  ლატვია გეგმავს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსულ გაზზე უარი სრულად თქვას.  ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   

მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს - „მოლდოვაგაზი“

„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს.  „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით - ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, სხვა ფასების ფორმულა იქნება გამოყენებული, რის გამოც შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.    

ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზს აწვდის „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით

რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით, ტრანზიტით დღე-ღამეში 41,4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის რუსულ გაზს აწვდის უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით „სუჯას“ მილსადენით. 1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის 13 აგვისტოს მდგომარეობით დღე-ღამეში უკრაინის გავლით, ევროპაში 41,4 მილიონ კუბური მეტრი გაზი ტრანსპორტირდა. „გაზპრომის“ ცნობით, „სოხანოვკას“ გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე უკრაინული მხარის განაცხადი უარყოფილია.   

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც  სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის  ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის.  მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ახალი ესტაკადის და წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ „შიმალის ელექტროსადგურის“ ახალი წყალმიმღები კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს არა უცხოური, არამედ ადგილობრივი კომპანია, ამჟამად სამუშაოები ვადას ერთი თვით უსწრებს. ამდენად, 2023 წლის პირველ ნახევარში დიდი პროექტის დასრულება იგეგმება“, - აცხადებენ „აზერენერჯიში“.  

„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა

გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟებზე, ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს.  ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე $2 500-ზე მეტი, ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო ევროკავშირის სანქციების ფარგლებში არასოდეს ყოფილა განხილული, რუსეთმა ბლოკის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება დამოუკიდებლად დაიწყო. ამრიგად, ტრანზიტი უკრაინული GTS-ით და Nord Stream-ით საგრძნობლად დაეცა. რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს.  ივლისის ბოლოს, გაზის ფასი ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე $2300-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Siemens-ის ტურბინა შეწყვეტს მუშაობას, რის შედეგადაც 27 ივლისიდან Nord Stream 1-ით მიწოდება დღე-რამეში 33 მილიონ კუბურ მეტრს გაუტოლდა. რაც გაზსადენის სიმძლავრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.     

ევროკავშირმა მიწისქვეშა გაზსაცავები 75%-ით შეავსო

ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) 75%-ით შეივსო, ხოლო რუსეთიდან მიწოდება შეზღუდულ რეჟიმში გრძელდება. ივნისში ევროკავშირმა მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც საცავები 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე ბუნებრივი აიროთ მინიმუმ 80%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 90%-ით უნდა შეივსოს. საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.  

ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს. ჰრისტოვის თქმით, სამინისტრო გააგრძელებს გაზის იმ მოცულობის მოძიებას, რომელიც საკმარისი იქნება მთელი ზამთრის პერიოდისთვის. „მათ [აზერბაიჯანს] აქვთ გაზი და საკითხი ფასზეა. ძალისხმევა მიმართული იქნება საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის სისტემატიურ მიწოდებას კონკურენტულ ფასებში. ამ დროისთვის ჩვენ შეშფოთებული ვართ ფასების მუდმივი ზრდის ტენდენციით და არა მოცულობით, რადგან არის შეთავაზებები გაზის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.  

თურქმენეთმა მარაგების ზრდის კვალდაკვალ, ბუნებრივი აირის მოპოვების გეგმას გადააჭარბა

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში გაზის მოპოვების გეგმა, გადაჭარბებით შესრულდა.  თურქმენეთი ყაზახეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი შაჰიდ აბრდრახმანოვი აცხადებს. მისი თქმით, თურქმენეთში გაზის მოპოვების გეგმას 113,6% გადააჭარბეს, ხოლო თხევადი აირის მოპოვების გეგმა 115% შესრულდა.  ამასთან, თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის გეგმა 123,6% შესრულდა.   შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიაშია. თურქმენეთის გაზის მარაგები ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე 126 მილიარდი კუბური მეტრითაა გაზრდილი.    

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების დაძლევის მიზნით, თხევად გაზს კანადისგან იყიდის. ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა  ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს ტორონტოში გერმანულ-კანადურ ბიზნეს-კონფერენციაზე განაცხადა. „გერმანიის მიერ რუსულ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში, კანადა ჩვენი პარტნიორია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანადური LNG ამაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ციტირებს როიტერს შოლცს. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „კანადას აქვს ყველაფერი, რაც რუსეთს აქვს”, - თქვა შოლცმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არის დემოკრატია და საიმედო პარტნიორი. კანადამ და გერმანიამ ასევე გააფორმეს შეთანხმება, ბერლინისთვის კანადური წყალბადის საწვავის მიწოდების შესახებ.  

ევროპაში გაზის ფასმა $ 3 500-ის ნიშნულს გადააჭარბა - მედია

რუსული ენერგოგიანტის „გაზპრომის“ განცხადებების ფონზე, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი1“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ტექდადათვალიერებითვის გაჩერდება, ევროპაში გაზის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე $3 500 გადააჭარბა.  „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს ელექტროენერგიის ფასებმა საფრანგეთსა და გერმანიაში პარასკევს ახალ რეკორდს მიაღწია, რადგან რუსეთმა გათბობის სეზონის წინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. მანამდე ევროპაში გაზის გაცვლითი ფასი 1 მგვტ/სთ-ზე 315 ევროს აჭარბებდა, რაც ათას კუბურ მეტრზე 3300 დოლარზე მეტია.  

თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში მოპოვებული გაზის მოცულობამ 5,96 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქმენეთში მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მალაის, კერპიჩლის, ბოვრუდეშიკის გაზის საბადოებზე 18 ჭაბურღილი შეკეთდა. ამავდროულად, მაღალი წარმოების მაჩვენებლები მალაის საბადოზე გაზის კომპრესორული სადგურის ამოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.  

გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ.  ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. „ევროპაში პირველად გაერთიანდა ორი ქვეყანა და ასეთ მნიშვნელოვან ენერგოპროექტზე თანამშრომლობენ“, - განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.    

„გაზპრომმა“ საფრანგეთს გაზის მიწოდება კიდევ შეუმცირა

ფრანგული კომპანია Engie-ს ცნობით, რუსული „გაზპრომი“ საფრანგეთს, გაზის მიწოდებას 30 აგვისტოდან კიდევ უმცირებს. ამის მიზეზი მხარეებს შორის კონტრაქტის პირობებზე მომხდარი უთანხმოებაა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს  კომპანია აღნიშნავს, რომ მან უკვე დააგროვა გაზის საკმარისი მოცულობები მომხმარებლების მიწოდებისთვის და დანერგა მთელი რიგი შემარბილებელი ზომები რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში. ევროპაში გაზის ფასმა $ 3 500-ის ნიშნულს გადააჭარბა - მედია  გასული კვირის მდგომარეობით, საფრანგეთში გაზის საცავები 90%-ზე მეტი იყო შევსებული. ინდუსტრია თვლის, რომ ქვეყანას აქვს შანსი, ნოემბრის დასაწყისში სამიზნე 100%-ზე გავიდეს.  

ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზადაა. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან. 

ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა

Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა.  დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა  €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია.  ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ  ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.  კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.   

ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს

2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს, მათ შორის დიდმა ბრიტანეთის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 49%-ია. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს ინფორმაციას ევროპის ბაზარზე გაზის ექსპორტის მაჩვენებლების შემციების შესახებ, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი ავრცელებს“.  „წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება 48%-ით შეამცირეს, დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით - 49%-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა  

ევროკომისიის ხელმძღვანელმა დაასახელა სამი ნაბიჯი, რომლითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შემცირდება

ევროპა იღებს ზომებს, იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს და სანდო მომწოდებლებზე გადავიდეს, როგორიცაა აშშ, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადავიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები ან ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. სინამდვილეში, დღეს ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასანდო მიმწოდებელია და აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზარზე. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეასუსტეს რუსეთის გავლენა ეკონომიკაზე და კონტინენტზე. ამ კუთხით გადაიდგა სამი ნაბიჯი: პირველია მოთხოვნის შემცირება, მეორე - რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივი გაუქმება და მესამეა მასიური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზარზე. „ჩვენ ახლა ვაწყდებით ელექტროენერგიის ასტრონომიულ ფასებს შინამეურნეობებისა და კომპანიებისთვის. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ სხვადასხვა დაუყოვნებლივ ზომას“. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხუთი ღონისძიება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე 9 სექტემბერს განიხილება.    

Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ​​ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“. მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და საგადასახადო შემოსავლების სახით შესაძლოა, წელიწადში  400 მილიარდი რუბლი (6,6 მილიარდი დოლარის ექვივალენტი) დაკარგოს.  ახალი საექსპორტო ბაზრებით გაყიდვების მოცულობის დაკარგვის სრულად კომპენსირება, საშუალოვადიან პერიოდშიც კი შეუძლებელი იქნება. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის გამო, რუსული ლითონის მწარმოებლები წელიწადში დაახლოებით $5,7 მილიარდ დოლარს დაკარგავენ. „რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - წერს გამოცემა.   

ოლაფ შოლცი: გერმანია რუსული გაზის გარეშე, მომავალი ზამთრისთვის მზადაა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ზამთრის სეზონი გადალახოს, თუ რუსეთი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. შოლცის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიაში მომზადდა ტერმინალები თხევადი გაზის იმპორტისთვის, ნახშირზე მომუშავე სადგურები ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგურები სამხრეთში, 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება. „გაზი დავზოგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.  საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე.  კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  

ავსტრიის პრეზიდენტი: პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა, რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს მისი თქმით, პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს „არ ჩაერთოთ რუსეთის რეჟიმთან შეთანხმებაში და გამოდით იმ დამოკიდებულებიდან, რომელიც თქვენ თავად შექმენით“ და ამისთვის საჭიროა ინვესტიცია განახლებული ენერგიის წყაროებში და ენერგიის დაზოგვა, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს „ეს ადვილი არ არის და შრომას მოითხოვს. თუ ერთმანეთს კარგი ავსტრიული ტრადიციების მიხედვით დავეხმარებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ", - განაცხადა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა.  შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბელენს აქვს. გასულ კვირას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება“.  

აზერბაიჯანმა 2022 წელს საქართველოში ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.     ფარვიზ შაჰბაზოვის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი გაზის ექსპორტი 23%-ით გაზარდა. მისი მონაცემებით, მთლიანობაში ევროპაში ქვეყნიდან 7,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. აქედან თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, აზერბაიჯანმა სულ 30,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 9,7%-ით მეტია. აქედან 14,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა.   

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა.   რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც - 38,8 პროცენტით (53,7 მლრდ კუბური მეტრით) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „გაზპრომი“ გაზს დადასტურებული შეკვეთების მიხედვით აწვდის. ამასთან, გაზის ექსპორტი ჩინეთში იზრდება Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტით. სექტემბერში მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიური კონტრაქტის რაოდენობას. „10 სექტემბერს დღიური ექსპორტის მოცულობის ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა“, - აცხადებენ კომპანიაში. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ევროპის UGSF-ებში გაზის მარაგი 58,4 მილიარდი კუბური მეტრით შეივსო.  2019/2020 წლების გატანის სეზონის დასაწყისში UGS-ის დაკავების დონის მისაღწევად, კომპანიებს მოუწევთ კიდევ 14 მილიარდი კუბური მეტრის ამოტუმბვა.   

ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა, რუსული გაზის 25%-ს რუბლში დაფარავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს პუტინის განცხადებით, თურქეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში ამოქმედდება და თურქეთი მარაგების 25%-ის საფასურს რუბლში დაფარავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივი გადახდაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლში უნდა იყიდოს.   

მედია: რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი. მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს. „ჩვენი მთლიანი მოხმარება არის 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრს ვაწარმოებდით, ახლა კი წარმოება დავიწყეთ შავ ზღვაში, რითაც ამ მოცულობას კიდევ 1 მილიარდი კუბური მეტრი ემატება. ჯერ კიდევ გვჭირდება 2 მილიარდი კუბური მეტრის შემოტანა, ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, ჩვენთვის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ ქვეყნის ხელისუფლებასთან. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როცა დასრულდება, შედეგებს გამოვაცხადებთ, “- განმარტა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ .  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

მოლდოვა გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - მაია სანდუ

მოლდოვა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ TV8-ს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განუცხადა. „გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის. გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასადაა ძნელა. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. შესაძლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ფასზეა დამოკიდებული, ”- განმარტა სანდუმ. მანამდე მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. „ჩვენ გვსურს გავაფორმოთ ხელშეკრულება გაზის იმპორტზე წელიწადში 1-დან 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დიაპაზონში“, - განაცხადა მან. სპინუს თქმით, მოლდოვას გაზის მარაგი 35 მილიონი კუბური მეტრს შეადგენს, ზამთარში ეს მოცულობა მაქსიმუმ ათი დღისთვის იქნება საკმარისი.  

თურქეთი რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე, შეთანხმებას ადასტურებს

რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლით გადახდის თემაზე კომენტირებისას, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში „თუ მიმწოდებლისა და მომხმარებლის ეროვნული ვალუტა არ არის დოლარი ან ევრო, ბუნებრივია, არის დამატებითი ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია კონვერტაციასთან. ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ფინანსური ხარჯები გადახდისას“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა მისი თქმით, კურსის სხვაობის გამო, ფინანსური ხარჯების პრობლემა ახალი არ არის. „უკვე 3-4 წელია, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე სხვა ქვეყნებიც გადავიდნენ. ამ სტრატეგიას აქვს დამატებითი სარგებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკების ჩართვა, რომლებიც განსაზღვრავენ ვალუტის კურსს და ხელს უწყობენ სახსრების გადარიცხვას“, - დასძინა დონმეზმა.  

ჩეხეთმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია მიიღო

ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია, აშშ-დან საზღვაო გზით ნიდერლანდებში ჩაიტანეს და LNG ტერმინალშია. გემი აშშ-დან ჰოლანდიის პორტ ემშაფენში 19 სექტემბერს ჩავიდა. წლის ბოლომდე იქ მხოლოდ თხევადი აირით დატვირთულ 9 გემი ჩავა. რვა გემიდან თითოეულმა 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა გადაზიდოს.  მცურავი ტერმინალით, ჩეხეთი, გაზის წლიური მოხმარების მესამედს მიიღებს, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს.  გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარებამ 9 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.  

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის

ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია.   ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, - განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა.  შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, საიდანაც 13,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იტალიამ მიიღო, რაც „ხელს უწყობს მთელი კონტინენტისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას“. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

იტალიური Eni ზამთარში, რუსული გაზის 50%-ზე მეტს ჩაანაცვლებს

იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni, ზამთარში რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ განაცხადა. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა „2022-2023 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას, 2023-2024 წლებში კი ეს მაჩვენებელი 80% იქნება, მაგრამ ამისთვის რეგაზიფიკატორებია საჭირო“, - განაცხადა დესკალზიმ. მისი თქმით, 2024 წლის ზამთრისთვის იტალიური კომპანია რუსული გაზის ჩანაცვლებას სრულად გეგმავს. დესკალზის თქმით, ალჟირიდან გაზის მიწოდება გარანტირებულია და დღეში 83-85 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.   

Reuters: ევროკავშირის ათი ქვეყანა რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას ემხრობა

ევროკავშირის ათი ქვეყანა რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას ემხრობა. შესაბამისი წერილი უკვე მზადაა და მალე ევროკომისიას გადაეცემა. ამის შესახებ Reuters რედაქტორების ხელთ არსებულ წერილის პროექტზე დაყრდნობით იუწყება. წერილში ქვეყნები სთხოვენ ევროკომისიას, პარასკევს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვიაზე განსახილველად, წინადადებები წარადგინოს. რის შემდეგაც, რაც შეიძლება მალე მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების შეტანა. წერილზე ხელმოწერთა შორისაა ბელგია, იტალია, პოლონეთი, მალტა და საბერძნეთი. წერილის პროექტი, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარ კადრი სიმსონის სახელზეა. ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ყველა საბითუმო ტრანზაქციის ფასის შეზღუდვას ითხოვენ. წერილზე მსჯელობა დღეს გაგრძელდა, რადგან მისი შინაარსი ცვლილებას ექვემდებარება.  

მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს

ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს. გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები,  ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი). ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო

ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.   

ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზსადენების - TANAP-ის (16 მილიარდიდან 32 მილიარდამდე) და TAP-ის (10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.  „სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული რუკა ხელახლა დახატა, კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ ის მხარეა, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფანი დაიწყო. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა სამხრეთის გაზის დერეფანი მომხმარებლებს გაზს ახალი მარშრუტით, მათ შორის ახალი წყაროდან აწვდის. მანამდე ერთადერთი წყარო იყო შაჰ-დენიზის გაზის საბადო, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. მაგრამ მალე წარმოება დაიწყება აზერბაიჯანის რამდენიმე სხვა გაზის საბადოზე, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ზრდას“, - განაცხადა ალიევმა.  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

მედია: ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა. „თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს. ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ალტერნატივაა. ამ დერეფნის მზარდი როლი ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე გააძლიერებს თურქეთის მისწრაფებებს რეგიონში, რომ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს“, - წერს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ გაზის მიწოდების ერთობლივი გეგმა წარმოადგინა

ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემის ეროვნული ოპერატორები, გაზსადენების ინტეგრირებული ქსელით ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით გამოვიდნენ. ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ Report-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუმინულმა კომპანია Transgaz-მა გამოაქვეყნა. „Bulgartransgaz, Transgaz, FGSZ და Eustream გეგმავენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გასაფართოებლად მათი არსებული ქსელებით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას“, - ნათქვამია ანგარიშში. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით თურქეთიდან და საბერძნეთიდან აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში წელიწადში ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის სწრაფად მიწოდებას.  

მატი მაასიკასი: ევროკავშირმა რუსული გაზის მოხმარება 40%-დან 9%-მდე შეამცირა

ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, რუსული გაზის მოხმარება mვეთრად შეამცირა, რადგან მიხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.  ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა „როდესაც შემოჭრა დაიწყო, ევროკავშირ ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან ყიდულობდა. ახლა ეს მონაცემი 9%-ია. ევროკავშირში მიხვდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი“, - განაცხადა დიპლომატმა. მატი მაასიკასის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ რუსული იმპორტის სრულად ჩანაცვლებას.  ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა  

აზერბაიჯანიდან ტრანზიტის შემდეგ ბულგარეთში გაზზე საბითუმო ფასი, მესამედით შემცირდა

საბერძნეთთან (IGB) ინტერკონექტორის გაშვების გამო, ბულგარეთში გაზის საბითუმო ფასი ერთბაშად 34%-ით დაეცა. იუწყება Trend სამშაბათს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიაზე (EWRC) დაყრდნობით.  ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა დაამტკიცა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი ოქტომბრისთვის 233,36 BGN (116,93 აშშ დოლარი/119,31 აშშ დოლარი/ევრო 119,31) მეგავატ საათზე, რაც წინა თვესთან შედარებით 34% ნაკლებია. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის შაჰდენიზ-2-ის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი მიიღოს. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე გაზსადენი წელიწადში სამი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. მეორე ეტაპზე, ბაზრის განვითარების მიხედვით, მილსადენის გამტარუნარიანობა შეიძლება 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს, რაც საკომპრესორო სადგურის დამატების შედეგად მოხდება. გაზის დაახლოებით ნახევარი - 1,57 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში - უკვე დაჯავშნილია (25 წლამდე) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით. დარჩენილი ხელმისაწვდომი სიმძლავრე აუქციონის გზით ორ წამყვან პლატფორმაზე - PRISMA-სა და RBG-ზე იქნება შემოთავაზებული.   

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს

ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-სა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ გაზის გადატუმბვას მიწისქვეშა საწყობებში (UGS). ამ დროისთვის UGS 90% სავსეა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის ზღვრის შემოღების საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას NATO-სა და შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში.  

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაში განაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანკარას გაზის დეფიციტის შესავსებად, მხარდაჭერის თხოვნით,” - გა აღნიშნ, რომ თუნაცხადა დონმეზმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.  „თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით თურქმენეთიდან. ჩვენ ასევე ღია ვართ ისრაელის გაზის ექსპორტისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია ერაყიდან“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.   

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.  აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში - 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა.  შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს

QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში. გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.   

თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს

ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა - ნარმანია

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება. „ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება. ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება.  შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.  

Bloomberg: სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა

სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში - 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ - 6,1 მილიონი ტონა.  „რუსული ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების მთლიანი შესყიდვები, გასულ თვეში $7,5 მილიარდამდე შემცირდა აგვისტოს რეკორდული - $8,4 მილიარდი დოლარიდან, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - $4,7 მილიარდს.  ამრიგად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შვიდ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებში $51 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა. 2021 წლის იმავე პერიოდში, ჩინეთმა რუსეთიდან $30 მილიარდის ენერგომატარებლები შეისყიდა“, - წერს Bloomberg.   

ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს

ანკარა, „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გავლით, რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება - 18,6 პროცენტით შეუმცირდა.  1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით ნაკლებია.  „გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, ჩინეთში, გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაიზარდა. მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას“, - ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.  

უნგრულმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად. ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სოკარსა და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს MOL-სა და MVM-ს შორის. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მიწოდებასა და სატრანსპორტო სიმძლავრეებში და კონკრეტული ვალდებულებები უნდა იყოს აღებული  არამხოლოდ უნგრეთის მხრიდან“, - განაცხადა ელჩმა.

თურქეთმა შესაძლოა, ახალი გაზსადენი ააშენოს

გაზის ჰაბის შექმნის ფარგლებში, თურქული ნაკადის გაფართოებისთვის, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი მილსადენი აშენდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ კალინმა განაცახდა.  აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი „ახლა ფუნქციონირებს „თურქული ნაკადი“, შესაძლოა, მისი გაძლერება და კიდევ ერთი გაზსადენის აშენება. ამის შემდეგ კი, შეიქმნება სრულიად ახალი ენერგეტიკული რუკა აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ, ჩრდილოთიდან-სამხრეთისკენ. ეს თუ მოხდება, მაშინ თურქეთი არ იქნება მხოლოდ გაზის სატრანზიტო ქვეყნა, არამედ აქ შესაძლებელი იქნება გაზის მარშრუტების განსაზღვრა “, -  განაცხადა კალინმა.  რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს - ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა.  მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის წახალისებისა და მხარდაჭერის ზომებზე.   

ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი თვის დასაწყისში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, აშხაბადში ვიზიტისას იგეგმება. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

ახლო მომავალში, მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახლო მომავალში მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. "დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს. მისივე განმარტებით, ფასის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.  

აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს

აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდან იგეგმება.  გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება.  აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.   

თურქეთი მზადაა, თურქმენული გაზი ტრანზიტით ევროპას მიაწოდოს

ანკარა მზადაა, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის ამის შესახებ თურქმენული მედია, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ იუწყება. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს მედიის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.  

აზერბაიჯანი დასავლეთ ბალკანეთში, გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend. „რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნისთვის უზარმაზარ დივერსიფიკაციას ნიშნავდეს“, -განაცხადა ელნურ სოლტანოვმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის REPower EU-ის გეგმაში და დოკუმენტში „ევროკავშირის გარე საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში ცვალებად სამყაროში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების ფარგლებში, წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანზიტია შესაძლებელი. მისივე თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფაში. დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, SGC-ის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.  

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.  

„გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის ერთადერთი მიმწოდებელის სტატუსი დაკარგა

მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის. ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი.  ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის. მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი მიწოდება დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფ მომხმარებლებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთმა მოლდოვაში გაზის ექსპორტი „იასი-უნგენის“ მილსადენით დაიწყო.  შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ კონტრაქტი ბულგარეთთან, ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობის შესახებ 27 ოქტომბერს გააფორმა.   

მედია: უზბეკეთმა რუსეთს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე უარი განუცხადა

უზბეკეთი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის წინადადებას „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის შესახებ არ ეთანხმება.  უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ჟორაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ თუნდაც გაზის ხელშეკრულება გაფორმდეს რუსულ მხარესთან, „ეს არ ნიშნავს ალიანსს“. მან განმარტა, რომ მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსული გაზის მიწოდებაზე ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ „ტექნიკური კონტრაქტი“. „სხვა ქვეყნებიდან გაზის შემოტანისას ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ მხოლოდ კომერციული კონტრაქტების საფუძველზე. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებზე გაზის სანაცვლოდ", - განაცხადა მირზამახმუდოვმა. აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქმედებების კოორდინაციასა და რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსული გაზის ტრანზიტს.  იმავე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დააყენა „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახურ მხარეს სასურველ შედეგამდე მისასვლელად „თემის შინაარსის გაგება“ სჭირდება.  

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის იანვარში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. (კასპიის ზღვაში დოსტლუკის საბადოს ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ). ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თანამშრომლობის მყარი პოტენციალი, რაც ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის.  

ტრანსადრეატიკული მილსადენის კონსორციუმი, სიმძლავრის გაზრდის 3 სცენარს განიხილავს

2020 წლის 31 დეკემბერს კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე ტრანსადრიატიკის გაზსადენით (TAP) 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიარა, აქედან თითქმის 16 მილიარდი კუბური მეტრი იტალიამ მიიღო. ამის შესახებ იტალიურ ეკონომიკურ გაზეთ "Il Sole 24 Ore"-თან ინტერვიუში TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა განაცხადა. „მხოლოდ 2022 წელს TAP-ით იტალიაში თითქმის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, რაც 2021 წელთან შედარებით 3 მილიარდი კუბური მეტრით მეტია“, - განაცხადა შიპატიმ. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პულიაში მდებარე Melendugno-ს მიმღებ ტერმინალში ყოველდღიურად 25-28 მილიონი კუბური მეტრი გაზი იტუმბება, რის შედეგადაც აზერბაიჯანი ალჟირის შემდეგ იტალიაში გაზის მეორე მთავარი მიმწოდებელი გახდა. „ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მძიმედ ვმუშაობდით გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რომლებიც გარანტიას იძლევა წელიწადში 10 მილიარდი კუბური კუბური მეტრის მიწოდებას 25 წლის განმავლობაში, საიდანაც 8 მილიარდი კუბური კუბური მეტრი არის იტალიისთვის, 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი საბერძნეთისთვის და 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი ბულგარეთისთვის. ამავდროულად, ჩვენ ასევე გავზარდეთ მოკლევადიანი სიმძლავრე, რამაც ევროპისთვის ამ კრიტიკულ მომენტში [ენერგეტიკული კრიზისი] ხელი შეუწყო მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას“, - განაცხადა ლუკა შიეპატმა.  აპრილში, სამთავრობო დელეგაციის ბაქოში ვიზიტისას, იტალიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ წამოაყენა მოთხოვნა, რომ იტალიას ნტრანსადრეატიკული მილსადენით, სულ მცირე 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დამატებითი ნაკადი მიეღი. „ჩვენ მივიღეთ ორჯერ მეტი გარანტია და დავიწყეთ მომზადება TAP-ის სიმძლავრის გაორმაგების პროექტისთვის, 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა შიპატიმ. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდას 40%-ით 11,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. TAP-ის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ - ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ - იტალიის ტერიტორიაზე გადის. TAP AG კონსორციუმი მილსადენის სიმძლავრის გაზრდის სამ სცენარს განიხილავს: თუ გაზის მიწოდება შეზღუდული მოცულობით მოხდება, მილსადენის დატვირთვა - 14,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ნაწილობრივი მიწოდებისას - 17,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე და სრული დატვირთვის შემთხვევაში ტრანსადრეატიკული მილსადენი  წელიწადსი 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში TAP-ის საშუალებით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.  

სურამში გაზის აფეთქების შედეგად, 24 წლის კაცი დაიღუპა

სურამში გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს, 24 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სურამში მშენებლობაზე მუშაობდა. "კოტეჯებს აშენებდა. გაზი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ბიჭი დაიღუპა“, - აცხადებენ ადგილობრივები.  

საფრანგეთი ყაზახეთში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანის პროექტს განახორციელებს

ფრანგულ კომპანია Technip Energies N.V.-სა და ყაზახეთის ნაციონალური კომპანია QazaqQaz-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ყაზახეთში, კაშაგანის საბადოზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.  გაზის გადამამუშევებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. კომპანიები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (STC) QazaqGaz-ის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლების სფეროში. Technip Energies ასევე კონსულტაციას გაუწევს QazaqQaz-ს გაზის გადამუშავებასთან და ენერგეტიკულ გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერეს QazaqQaz-ის გამგეობის თავმჯდომარემ სანჯარ ჟარკეშოვმა და Technip Energies-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა მარკო ვილამ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის საფრანგეთში ვიზიტის დროს.  

ჩინეთი ცდილობს, რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს

ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. 2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი - ბარელზე $60 დააწესა. რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენის Power of Siberia-2-ის ასაშენებლად ემზადება. Power of Siberia - 2 გაზსადენის მშენებლობა სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება და მხოლოდ 2030 წლისთვის დასრულდება. რუსული გაზი ამ მილსადენით მონღოლეთის ტერიტორიიდან ჩინეთის ცენტრალურ ნაწილამდე გაივლის. ორი Power-Ciberia მილსადენის სრული ექსპლუატაციით, რუსული გაზის ექსპორტის მოცულობა ჩინეთში 88 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ეს მოცულობა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთს გაუგზავნის იმ გაზის ნახევარზე მეტს, რომელიც ევროპას კონფლიქტამდე მიჰყიდა. 2021 წელს რუსული გაზის წილი ჩინეთის იმპორტის კალათაში 10 პროცენტი იყო.   

აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა.  SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს.  „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2022 წლის 18 ივლისს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა

ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის „ლურჯი საწვავით“ მომარაგებაში.   

რუსეთმა გაზის მოპოვება 2022 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა

ბუნებრივი აირის მოპოვება რუსეთში 2022 წელს 18-20 პროცენტით და 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ტელეკომპანია Russia 24-თან (VGTRK) ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. „წლის ბოლოსთვის ნავთობის ინდუსტრიაში ჩვენ მივაღწევთ წარმოების მოცულობის ზრდასაც კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2 პროცენტით, 535 მლნ ტონამდე. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 5 პროცენტით მეტ ნავთობპროდუქტს, ვიდრე გასულ წელს. დიახ, გაზის ინდუსტრიაში წარმოების ნაწილობრივი ვარდნაა - დაახლოებით 18-20 პროცენტით, მიუხედავად ამისა, ჩვენი გაზის ინდუსტრია წელს გამოიმუშავებს 671 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - ეს ასევე დიდი მოცულობაა, საიდანაც დაახლოებით 470 მილიარდი კუბური მეტრი შიდა ბაზარზე გავა“, - განაცხადა ნოვაკმა. მან, რუსეთში გაზის წარმოების დინამიკის ვარდნა ევროპაში გაზის მოხმარების შემცირებით და Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დივერსიით ახსნა.  

სემეკი: ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის უცვლელი დარჩა

შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანიის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც. „დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე ტარიფების დადგენისას.'  

ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, - განაცხადა როზენ ჰრისტოვმა. „ბულგარეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთში LNG ტერმინალებზე მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის რეზერვის თაობაზე და BOTAŞ ქსელიდან გაზის გადატანაზე ბულგარეთის საზღვარზე“,- თქვა როზენ ჰრისტოვმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთს შეუძლია ნებისმიერი ტერმინალის გამოყენება თურქეთში და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებები გაფორმდება LNG სხვადასხვა მომწოდებლებთან.  ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  

რუმინეთი გახდება ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს

რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. „ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, -  ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას ევროპაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის სფეროში. „ოქტომბერში სოფიაში ამოქმედდა საბერძნეთი-ბულგარეთის გაზსადენი. 16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და რუმინულმა Romgas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუმინეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამრიგად, აზერბაიჯანი გაზს ევროპის მეოთხე სახელმწიფოს მიაწვდის“, - განაცახდა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.   

ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა

ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.  

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა - XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რიგ ქვეყნებში შეჩერდა რუსული გაზის ტრანზიტი, იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. გარდა ამისა, მილსადენის თითქმის ყველა ძირითადი მარშრუტი, რომლითაც რუსული გაზი ამარაგებს, გარკვეულწილად დაზარალდა. ახლა რუსული გაზი ევროპას მიეწოდება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის ერთ-ერთი პუნქტით და თურქეთის გავლით [უნგრეთსა და სერბეთამდე] „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ერთი ხაზით.  

პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა. დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება 2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ.  ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში. რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას იმ მოტივით, რომ მათ გაზის საფასური რუბლებში არ გადაიხადეს.  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

პირველი იანვრიდან, დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად შეაჩერა. „ჩვენ ვუკეტავთ პუტინს მისი უკანონო ომის დაფინანსების გზას და მხარს ვუჭერთ ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, საკუთარი დამოკიდებულების შემცირების გზაზე", - წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საკუთარ გვერდზე. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც სხვა ბევრმა ქვეყანამ, რუსული ენერგიის მოხმარება შეამცირა.  

აზერბაიჯანმა ტრანსადრეტიკული მილსადენით, რუმინეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

SOCAR-სა და რუმინულ კომპანია Romgaz S.A-ს შორის გასული წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან რუმინეთმა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა ხელშეკრულება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის გეგმურ ტრანსპორტირებას საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის გავლით (ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) კომოტინის (საბერძნეთი) გასასვლელი წერტილიდან), რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტს. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუმინეთისთვის, პირველ აპრილამდე 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.  შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს. თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს  

ბულგარეთი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იწყებს

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.  ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში მან აღნიშნა, რომ ბულგარეთი ასევე ემზადება რუმინეთთან მოლაპარაკებებისთვის გაზის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი 2026 წლის შემდეგ დაიწყება. ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს

ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის.  შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია. მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს 2023 წელს გერმანიას 1,5 მილიონი ტონა მიაწოდოს, მომავალში კი მიწოდების მოცულობა შეიძლება 7 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. მედიის ცნობით, ყაზახეთს ჯამში შეუძლია გერმანიას არაუმეტეს 3-7 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს, ნაცვლად 19-20 მილიონისა, რომელსაც რუსეთი გერმანიას ყოველწლიურად აწვდიდა.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ევროპაში „თურქეთის ნაკადითა“ და TANAP-ით

„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა. Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი. 2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „თურქული ნაკადი“ შედგება ორი განშტოებისგან, რომელთა საერთო სიმძლავრეა 31,5 მილიარდი კუბური მეტრია. თითოეული ხაზის სატუმბი სიმძლავრე შეადგენს 15,75 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში. ერთი ფილიალი მიემართება თურქეთისენ, მეორე კი გაზზე ევროპის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. მილსადენის 142-კილომეტრიანი ნაწილი თურქეთში, კიიიქოის ტერმინალიდან ბულგარეთში, ევროპისკენ მიეართება.  მილსადენი BOTAŞ-ისა და Gazprom-ის ერთობლივმა საპროექტო კომპანიამ TürkAkım Gaz Taşıma A.Ş ააშენა. გასულ წელს TANAP-მა, სამხრეთის გაზის დერეფნის „ხერხემალმა“ თურქეთს 5,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, ევროპას კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი. მთლიანობაში, გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყებიდან თურქეთში 20,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, ხოლო ევროპაში 19,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის. TANAP-ის მარშრუტი გადის თურქეთის 20 პროვინციაში, 67 რაიონსა და 600 სოფელში - არდაჰანის პროვინციის პოსოფის რაიონიდან ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონამდე, სადაც ის დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP). TANAP-ის სიგრძე 1850 კმ-ია. ბუნებრივი აირი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას მომავალ წელს მიეწოდება. TANAP-ში ინვესტიციებმა თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაზის პირველი ნაკადის მიწოდება TANAP-ით თურქეთისთვის 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო. მონაკვეთი ესქიშეჰირიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე ექსპლუატაციაში 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდა. ევროპისთვის გაზის მიწოდება, TAP-ის გაზსადენით 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. TANAP-ის პროექტში 51 პროცენტი ეკუთვნის „სამხრეთ გაზის დერეფანს“, 7 პროცენტი SOCAR Turkey Energy A.Ş-ს, SOCAR-ის შვილობილი კომპანიას, 30 პროცენტი BOTAŞ-ს და 12 პროცენტი BP-ს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებზე 2023 წელს სრულად იტყვის უარს. შესაძლოა, გამონაკლისი უნგრეთი აღმოჩნდეს

ამ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსების მოხმარებაზე უარს იტყვის გარდა უნგრეთისა, რომელიც შესაძლოა, „პოლიტიკური მიზეზების გამო“ გამონაკლისი აღმოჩნდეს. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ჩინეთზე და ეს უფრო მეტია, ვიდრე ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. ოქტომბრის დასაწყისში ბორელმა თქვა, რომ ევროპის ეკონომიკა რესტრუქტურიზაციის პროცესშია, რადგან ევროპული კეთილდღეობა აშენდა იაფფასიან რუსულ ენერგორესურსებზე. Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ევროკავშირი რუსეთში გაზის 40%-ს ყიდულობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8%-ზე ნაკლებია. 18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ სთხოვა ევროკავშირს, რომ მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციიდან გაზისა და ნავთობის მიწოდება შეენერჩუნებინა. მისი თქმით, უნგრეთს ენერგორესურსების მისაღებად ალტერნატიული წყარო არ აქვს. აგვისტოს ბოლოს უნგრეთმა „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება პირველი სექტემბრიდან დღეში დამატებით 5,8 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე. ოქტომბერში მხარეები შეთანხმდნენ „თურქეთის ნაკადის“ მეშვეობით მიწოდების გაზრდაზე.  

მონტენეგროს იონი-ადრიატიკის მილსადენი, შესაძლოა, ტრანსადრიატიკის გაზსადენს დაუკავშირდეს

მონტენეგრო ბარის პორტის გავლით, აზერბაიჯანულ გაზზე წვდომითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტის განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის წყაროების სტაბილურობასა და დივერსიფიკაციაში. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს მონტენეგროსა და მეზობელ ქვეყნებს, კასპიის რეგიონსა და დასავლეთ ევროპას შორის ხიდის როლი შეასრულონ. IAP-ის მარშრუტი ასევე გაივლის მონტენეგროს ტერიტორიაზე. შემოთავაზებული იონიურ-ადრიატიკის მილსადენი შესაძლია ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) დაუკავშურდეს, რათა გაზის ტრანსპორტირება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში განხორციელდეს. 516 კილომეტრიანი მილსადენი გაივლის ალბანეთს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და დასრულდება ხორვატიაში. მილსადენის გამტარუნარიანობა იქნება ხუთი მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. TAP-მა უკვე გააფორმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმები ამ პროექტის შემქმნელებთან, კერძოდ, [Plinacro (ხორვატია), BH-Gas (ბოსნია და ჰერცეგოვინა), GeoplinPlinovodi (სლოვენია),] ასევე მონტენეგროსა და ალბანეთის მთავრობებთან. შექმნილია TAP-ისა და IAP-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება კავშირის ტექნიკურ საკითხებზე შესათანხმებლად. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც 2027 წლისთვის ქვეყნიდან გაზის მიწოდების გაორმაგებას ითვალისწინებს.  

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ევროკომისიას, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების უზრუნველყოფას სთხოვს

ევროპაში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებისთვისინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ფულადი სახსრების მიღების მიზნით, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი ევროკომისიას მიმართავენ.  უნგრეთი და სერბეთი ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან მიქაილ ძაბბაროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბუდაპეშტში განაცხადა. „ბულგარელებთან, რუმინელებთან და სლოვაკებთან ერთად, ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, რომ პრიორიტეტულად გაუმკლავდეს ამ საკითხს და რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფინანსური დახმარება გაიღოს, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდისთვისაა აუცილებელი. მარშრუტი თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სიიარტომ. მედია: რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

რუმინეთი აზერბაიჯანისგან გაზის დამატებით მოცულობებს მიიღებს

დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა (SOCAR) და რუმინეთის კომპანოამ (Romgaz) აზერბაიჯანიდან რუმინეთში გაზის მიწოდებაზე ხეელშეკრულება გააფორმეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო დამატებითი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში. ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიები - რომგაზი და სოკარი ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ შეთანხმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ჩვენს ქვეყანაში დამატებითი გაზი შემოვა. ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ორივე პროექტი - სამხრეთის გაზის დერეფანი და წყალქვეშა კაბელი, რომელიც განხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის - ხელშესახებ წვლილს შეიტანს ევროკავშირში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ბატონ პრეზიდენტ ალიევთან“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.   

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40%-დან 8%-მდე შეამცირა

ევროპამ 2022 წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 40%-დან 8%-მდე შეძლო. ეს განცხადება დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ-კლერ ლეჟანდრმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „დღეს ჩვენ მხოლოდ 8%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო გასული წლის დასაწყისში ეს დამოკიდებულება 40%-ზე მეტი იყო“, - განაცხადა ლეჟანდერმა. „ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღრმა სტრატეგიული ცვლილება ევროპული ენერგეტიკული მიქსის სტრუქტურირებაში. ეს არის ცვლილება მომავლისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. მისივე თქმით, „იგივე გაკეთდა ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით“. „დღეს, ჩვენი შეფასებით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთმა ემბარგოს შედეგად ენერგეტიკის სექტორიდან $50 მილიარდი დაკარგა“, - განაცხადა ლეჟანდრმა.  

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირში ტრანსპორტირების მიზნით, ბუნებრივი აირი თავისუფალ გაზსაცავებში შეინახოს

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შესანახად თავისუფალი სიმძლავრეები უზრუნველყოს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „რამდენიმე თვეში დაიწყება ინექციების სეზონი, რადგან დღეს ევროკავშირის ქვეყნებში გაზსაცავების უმეტესობა შევსებულია, რაც ხელს უწყობს უკრაინის გაზსაცავების მიმართ ინტერესის ზრდას. ძირითადი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კერძოდ, ტრანსბალკანური გაზსადენის სიმძლავრეს. უკრაინის GTS ოპერატორისთვის ეს არის შესაძლებლობა, მოიზიდოს სერვისების ახალი მომხმარებლები“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მიკოლა კოლესნიკმა ბაქოში, სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დაინტერესებულია სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებითა და მზადაა თანამშრომლობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის ფარგლებში. კოლესნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინის სტრატეგიული ინტერესია, ევროკავშირთან, აშშ-სთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა, მათ შორის სამხრეთში რუსეთის ფედერაციის გავლენის შესუსტება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, უკრაინულმა გაზის შემნახველმა ოპერატორმა Ukrtransgaz-მა ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს ევროპული წესების შესაბამისად სერტიფიცირების მოთხოვნა წარუდგინა.  

ალიევი: გაზის ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია

„ჩვენი გაზის ექსპორტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია. ამიტომ, ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ევროპაში გაზის მიწოდებისთვის“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი ამჟამად მიეწოდება თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას.მისივე თქმით. რუმინეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყო. „ჩვენ ვაპირებთ, რომ უნგრეთს გაზი მიმდინარე წლის ბოლოს მივაწოდოთ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოლაპარაკებები ალბანეთის მთავრობასთან ალბანეთის გაზმომარაგების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სხვა ქვეყნები არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოგვმართეს“, - აღნიშნა ალიევმა.  

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას აპრილის ბოლოსთვის გეგმავს

შავი ზღვაში, საკარიას საბადოდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჩვენ მივყვებოდით გეგმას, მაგრამ მიწისძვრების გამო შეფერხება მოხდა. ჩვენ ვგეგმავთ მიწოდების დაწყებას აპრილის ბოლოს,” - განაცხადა დონმეზმა. საკარიას საბადო 2020 წელს აღმოაჩინეს. მისი რეზერვები დაახლოებით 400 მილიარდი კუბური მეტრს შეადგენს. მიწოდების დაწყების შემდეგ 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. შეგახსენებთ, გაზის ტრანსპორტირების დაწყების თარიღად თავდაპირველად მარტი სახელდებოდა.    

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. "75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ - კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა. 5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით. სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მედია: „გაზპრომი“ რუსული გაზის „თურქული ნაკადის“ გავლით მიწოდებას დროებით აჩერებს

რუსული გაზის მიწოდება თურქული ნაკადის გავლით 5 ივნისიდან 12 ივნისამდე დროებით შეჩერდა, ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი გაზსადენის ყოველწლიური სარეკონსტრუქციო სამუშაოა. ამავდროულად, რუსეთიდან გაზი თურქეთს კიდევ ერთი მილსადენის - ცისფერი ნაკადის გავლით მიეწოდება, რომლის შეკეთება მაისის მეორე ნახევარში დასრულდა. 2022 წელს თურქული ნაკადის გაზსადენის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაო 21-28 ივნისს ჩატარდა. რუსეთი გაზს თურქეთს შავი ზღვის გავლით ორი მილსადენით აწვდის. ცისფერი ნაკადი ექსპლუატაციაში შევიდა 2003 წლის დასაწყისში, მისი საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზია წელიწადში. თურქული ნაკადის მთლიანი სიმძლავრე 31,5 მილიარდი კუბური მეტრია, მისი ოპერირება 2020 წლის იანვარში დაიწყო.  

ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა

ნორვეგიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისცა უფლება ნავთობკომპანიებს, განავითარონ ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლისთვისაც ინვესტიციები აღემატება 200 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (18,51 მილიარდ დოლარს). ამის შესახებ Reuters-ი წერს. მთავრობა ამბობს, რომ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსები აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ის საჭირო იქნება ათწლეულების განმავლობაში. ნორვეგიის პარლამენტმა 2020 წელს შემოიღო დროებითი საგადასახადო შეღავათები, რათა ნავთობის სექტორში ინვესტიციები წაახალისოს. „ეს არის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი და სტაბილური შედეგის შენარჩუნებას ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან, ისევე, როგორც დასაქმების უზრუნველყოფას და სარგებლის მიღებას“, - განაცხადა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ტერჟე ასლანდმა.  

ვარკეთილში 8 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში 16 200 აბონენტს გაზის მიწოდება გუშინ, 25 ივლისს ავარიულად შეუწყდა. ნაწილს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიწოდება. რადიო თავისუფლების ცნობით, ამ დროისთის გაზის მიწოდება აღდგა 8 ათასზე მეტი აბონენტისთვის. „თბილისის ენერჯი“ კოპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ გათიშვილის მიზეზი ჯავახეთის ქუჩაზე შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" წარმოებული სამუშაოს დროს მილსადენის დაზიანება გახდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაზი ყველა აბონენტს 26 ივლისს, 18:00 საათისთვის აღუდგება. გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა: კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ; კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 36-38-ის მიმდებარედ (ყოფ.სამხედრო ნაწილის შენობა), 10-1ს/დ; ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი); III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”); გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, შუამთის ქ. 28 (42ა)-ში მდებარე შოს ,,ტჯ ჯგუფი”-ს; ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის, მშენებლეთა დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ანდრია დადიანის (ნავთლუღ-კახეთის), ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩებზე, კახეთის ჩიხის, კახეთის გზ-ის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ოცნების სახლი”-ს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 7-ში (ვარკეთილის დასახლება, ნაკვ. 02/073) შპს ,,იეს მუსი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ვარკეთილის ზ/პლატოს II მ/რ, კორპ 1/10-ის მიმდებარედ ნაკ. 02/016-ში (საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 1, იმედა კახნიაშვილის ქ. 6) შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, გიორგი მელიქიშვილის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ეიმ ბილდინგი”-ს, ვარკეთილის II – კორპ. 1/10-ის მიმდებარედ – შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, შუამთის ქ. 3, 8, შუამთის ქ. 10ბ-ში (ნაკვ. 024/083) მდებარე შპს ,,იეს მუსი”-ს, შუამთის ქ. 15, ელდარის ქ. 12 (12-1, 12-2), 15; ვარკეთილის II მ/რ-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის, ნაკვ. 14/282-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის; ჯავახეთის ქ. 1, 2, 3, 3ა, 4, 5, 5ა, 6, 7, 7ა, 8, 9, 9ა, 10, 11, 29, 68, ჯავახეთის I შეს. 4ა, ჯავახეთის 1შ.1, 1შ.2, 1შ.3, 1შ.4, 1შ. 4ა, 1შ.5, 1შ.7, 1შ.9; ჯავახეთის II შეს. 1ა-ში მდებარე შპს ,,ბრიქსი ვარკეთილი”-ს; ჯავახეთის 2შ.6, 2შ.8, 2შ. 10, 2შ.12; ჯავახეთის ქუჩაზე, ნაკვ, 12/026-ში მდებარე შპს ,,შოანდე”-ს, ჯავახეთის 3შ.5, ჯავახეთის ქ. 58ა, (ჯავახეთის ქ. 18-20-22ა), 78; კახეთის გზ. 1, 7, 8, 10, 17, 19, 21, 36, 46, 48, 50; გ. ონაშვილის ქ. 9, კახეთის გზ. 44-ში (იგივე ზურაბ ჩაჩუას ქ. 4) მდებარე შპს ,,მადანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების; ვარკეთილის IV მ/რ - რიგი 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17; შინდისელი გმირის ქ. 6ა (იგივე აეროდრომის 1ქ.2გას.15), აეროდრომის დას. 2ქ. 4-6-ში მდებარე შპს ,,ბთჯ”-ის; ალ. წულუკიძის ქ. 15/17-19/17ა-ში (იგივე ძეგლევის ქ. 1) მდებარე შპს ,,ანდრია დეველოპმენტი”-ს, ალ. წულუკიძის ქ. 21-ში (იგივე ალ. წულუკიძის ქ. 4) მდებარე სს ,,ფეიქარი 95”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, აეროდრომის VIII ქ. 1-ში მდებარე შპს ,,სუხო”-ს; აეროდრომის XI ქ. 3 (11-3), კალოუბნის ქ. 4, 4ა, 7, 14, 44, ,,ა-ბ”; ხომლელის ქ. 2, 3, 3ა, 8, ,,დ”, ,,ჟ”; 29ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხომლელის II შ. 4ა, ხომლელის II შ. 4ბ, ვარკეთილის დასახლებაში, 3კვ. 8-ში (იგივე მასივი 3, კვ. მდებარე შპს ,,ინვესტ ჯორჯია”-ს საცხოვრებელი კორპუსის; III მასივის 1კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, III მასივის მე-4 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13; III მასივის მე-5 კვ-ში მდებარე კორპ. # 2, 3, 4; III მასივის მე-6 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 5, 7, 8, 9, 10, 12, 13, ვ97; III მასივის მე-7 კვ-ში მდებარე კორპ. # 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 15, 16, 17; III მასივის მე-8 კვ-ში მდებარე კორპ. #N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18; III მასივი, კვ. 6, კორპ. 5-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ანრი 2016”-ს, საცხენისის ქ. 12, ხომლელის ქ. 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ემ კუბი დეველოპმენტი”-ს, 17 შინდისელი გმირის, აეროდრომის 1ქ, 2ქ, 3ქ, 4ქ, 6ქ, აეროდრომის VII ქუჩის, VIII ქუჩის, IX ქუჩის, X ქუჩის, XI ქუჩის, XII ქუჩის, XIII ქუჩის, ზურაბ აბულაძის, ხომლელის, კალოუბნის, ზურაბ ჩაჩუას, კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, შუამთის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ დაწესებულებებსაც.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზის მიწოდება დროებით 12500 აბონენტს შეუწყდება

დიღმის მასივში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გაზის მიწოდება ხვალ დროებით 12500 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, დიღმის მასივში ტექსელის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ძველი გაზსადენიდან ქსელის სრულიად ახალ, პოლიეთილენის მილზე გადაერთება. აღნიშნული სამუშაოს გამო ხვალ, 15 აგვისტოს, 23:00 საათიდან 16 აგვისტოს 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 14ა, დიღმის მასივის II კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5ა, 5ბ, 6ა, 6ბ, 7ა, 7ბ, 8, 8ა, 9, 9ა, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, დიღმის მასივის III კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 1ბ, 2, 2ა, 3, 4, 5, 6ა, 6ბ, 6გ, 6ვ, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, რობაქიძის ქ. 7, 7-2, 7-3, 7-4, 7-5, 7-6, 7ა-6, დიღმის მასივის IV კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, დიღმის მასივის V კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 17-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მასივის VI კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 16-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22ა, 22ბ, 23, აკაკი ბაქრაძის ქ. 15, 16 (იგივე მარშალ გელოვანის გამზ. 1, 1-1ა), მარშალ გელოვანის გამზ. 53-ში მდებარე შპს „ცერერას“ საცხოვრებელი კორპუსის, გრიგოლ რობაქიძის ქ. 31-ში (დიღმის მასივის კვ. VI, ნაკვ. 28/017) მდებარე შპს „ნიუ გრუპს“, ახმეტელის ქ. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 1-ში მდებარე შპს „კარკასს“, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 3 (იგივე დიღმის მასივის III კვ. ატს-სა და რესტორან „ბაბილოს“ შორის), ევგენი მიქელაძის ქ. 9ა-ში მდებარე შპს „ბაუსტარი მმ“-ს, ევგენი მიქელაძის ქ. 11, მიქელაძის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და ავტოსადგომის მიმდებარედ) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე და აკ.ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „ვეფხვი“, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, შპს „პლაზა მენეჯმენტი“, ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“, შპს „ნიუ ტექნიკი“, შპს „მეგა პლაზა“, შპს „ენერჯი“, შპს „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, ვასილ ნინუა, შპს „აისლენდი“, შპს „222“, კონსტანტინე ნათიშვილი, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა, შპს „მტკვრისპირი“, შპს „ბი ემ სი გორგია“, მთავარანგელოზთა ეკლესია, შპს „იფქლი დიღომი“, საფეხბურთო კლუბი „დინამო“, შპს „ჯორჯია 444“, სს „მამული“, სკოლა # 140, შპს „ალმა“, ი.მ. დეა სესიტაშვილი, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო“, შპს „ჯითი გრუპი“, შპს „რომა-2010“. შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“, შპს „ელეგანსი“, შპს „სენდმონოპოლი“, შპს „ო-ეს-ბი გრუფი“, ნინო გრძელიშვილი, ფიზიკური პირი როლანდი ლომსაძე, შპს „თბილისის მწვანე სკოლა“, გოჩა კაკაურიძე, შპს V&S Brothers, დავით დუგლაძე, შპს „კახელები ბელიაშვილზე“, ლალი გოჩელაშვილი, სს „ფორ სიზ თრეიდინგი“, ი/მ გიორგი ლაგვილავა და სხვა,“  – აცხადებენ კომპანიაში. მისივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 16 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე დასრულდება.  

თბილისში, გაზზე კომერციული ტარიფი შემცირდა

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) აბონენტებს ბუნებრივი გაზის ტარიფი 11 თეთრით შეუმცირდათ. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე, 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. „შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) მომხმარებელს. აქვე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი კვლავ 0.539708 ლარია. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი,“ – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“  

საბერძნეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ზრდის

საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის შესახებ ევროსტატში, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურში აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. ივნისში იმპორტის შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა, იმპორტირებულია 174,6 მლნ კუბური მეტრი, მაისში 163 მლნ კუბურ მეტრთან შედარებით, რაც 7,1-პროცენტიანი ზრდაა.  2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან სულ 1,020 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიტანა. საბერძნეთის მთლიანმა ხარჯებმა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2023 წლის საწყის ექვს თვეში 523,8 მილიონ ევროს მიაღწია. თუმცა ეს თანხა ივნისში შემცირდა მაისში დახარჯულ 68,8 მილიონ ევროსთან შედარებით. იმავდროულად, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ აზერბაიჯანმა 24,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან 6,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) საბადოდანაა მოპოვებული, ხოლო 13,2 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ-დენიზის საბადოდან.  

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში მაგისტრალური გაზსადენებით 27 109,8 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით მეტია. სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, გაზის ტრანსპორტირების 53,8% სამხრეთ კავკასიის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში მილსადენით 14 589,9 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8,4%-იანი ზრდაა. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.  

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდას ელის

ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების შემდგომ გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ევროკომისიის კლიმატის მოქმედებისა და ენერგეტიკის სპიკერმა, ტიმ მაკფიმ ბრიფინგზე განაცხადა. „2022 წელს აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებამ ევროკავშირის იმპორტის 3 პროცენტი შეადგინა, 2021 წელს 2 პროცენტთან შედარებით. ჩვენ ველოდებით, რომ წელს ანალოგიურ დონეს მივაღწევთ. 2021 წელს ჩვენ მივიღეთ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი, ხოლო 2022 წელს - 11,3. ასე რომ, არის ზრდა. ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობას,“ - განაცხადა სპიკერმა. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით  აწარმოებს. პროექტის ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ გაზის მიწოდების მოცულობა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2027 წლისთვის ამჟამინდელი 10 მლრდ სმ-დან 20 მლრდ სმ-მდე.  

უკრაინა გათბობის სეზონისთვის მხოლოდ საკუთარ გაზს პირველად გამოიყენებს

უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, უკრაინას მომავალი გათბობის სეზონისთვის საკუთარი გაზი პირველად ექნება. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული გაზის მარაგი იზრდება. 2023 წელს „ნაფტოგაზმა“ რეკორდული რაოდენობის ჭაბურღილი აამოქმედა.  ჩვენ ამ ტენდენციას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ამ ზამთარს ვგეგმავთ საკუთარი გაზით გავათბოთ უკრაინა და ჩვენი გათვლები ამ შესაძლებლობას ადასტურებს,“ – ამბობს ეროვნული სააქციო საზოგადოება „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი, ოლექსი ჩერნიშოვი. სს UkrGasVydobuvannya (UGV) 2023 წელს ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდას 1 მილიარდი კუბური მეტრით, 13,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას ისახავს მიზნად. კომპანიამ 2022 წელს აწარმოა 12,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი (კომერციული საჭიროებისთვის), 3%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს.  

თურქეთი მოლდოვას დღეში 2 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

თურქეთი პირველი ოქტომბრიდან მოლდოვაში დღეში 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს დაიწყებს. იუწყება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu. სხვა დეტალები ჯერ არ სახელდება. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოქტომბრიდან თურქეთი რუმინეთს დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია BOTAS-მა შესაბამისი ხელშეკრულება რუმინულ ნავთობკომპანია OMV Petrom-თან გააფორმა. თურქეთმა ახელშეკრულებები ასევე, ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა.  

„გაზპრომის“ მიერ წარმოებული გაზის მოცულობა 25%-ით შემცირდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ მის მიერ გაზის მოპოვება 25%-ით შემცირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს. ომამდელ პერიოდთან შედარებით, მოცულობა თითქმის მესამედით არის შემცირებული - 2021 წლის იანვარ-ივნისში გაზპრომმა 260.8 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აწარმოა.   ერთმანთთან შედარებაშია მოყვანილი 2023 წლის პირველი ნახევარი და 2022 წლის პირველი ნახევარი. „გაზპრომმა“ გაზის წარმოების ვარდნაში „რიგი ქვეყნების მიერ „პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებების მიღება“ დაადანაშაულა. რეალურად კი, ამ გადაწყვეტილების მოტივი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმაა. კომპანიამ აღნიშნა, რომ გაზის მოხმარებაზე გავლენას ახდენს არასასეზონო თბილი ამინდი, ასევე „ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები“. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, „გაზპრომმა“ წარმოება 16%-ით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი (1992 წლიდან 1998 წლამდე), მხოლოდ 12%-ით შეამცირა. Bloomberg-ის შეფასებით, წლიურად წარმოებული დაახლოებით, 90 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მყიდველის გარეშე დარჩება.  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მიზნად დაისახა, თავი დაეღწია რუსულ გაზზე, ისევე როგორც სხვა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან. 

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა

მოლდოვა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს. Rueters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. „ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის,“ - განმარტა მინისტრმა. მინისტრის თქმით, რესპუბლიკამ გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მოპოვება ევროპულ ბაზარზე მისი შეძენით მოახერხა. „უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება უფრო დაბალ ფასად იმ ფორმულასთან შედარებით, რომელიც გათვალისწინებულია "გაზპრომთან" ხელშეკრულებაში,“ - აღნიშნა პარლიკოვმა. მოლდოვა კიევის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებს. მან არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.  

სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება

კომპანია „სოკარის" ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება. „3 ოქტომბერს აჭარის რეგიონში უხვი ნალექის გამო მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა. კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი.აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციოი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება 6 ოქტომბერს დილის 10 საათიდან ეტაპობრივად.კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები,“ - წერს კომპანია.  

მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 8000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 8000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მიზეზად აუცილებელ სარეაბილიტაცი სამუშაოს ასახელებს.  „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 6 ოქტომბრის 10:00 სთ-დან დაიწყება და 16:00 საათამდე დასრულდება. „ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, გაზის მიწოდების გაუმჯობესებისათვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების, მათ შორის გაზის მარეგულირებელი პუნქტის მოწესრიგების გამო, 5 ოქტომბრის 22:00 საათიდან გაზმომარაგება 8000-მდე აბონენტს შეუწყდება. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8, II ჩიხი ½1/2, 4, 7/8, 8, 8/9, III ჩიხი 1, ½1/2, 1/17, 10, 4/5, 25, 5, 7, 8, 8/9, 9, IV ჩიხი 1/6, 5, ახოსპირელის ქ. 3, 4, 5, 5/6, 6, 7, 9/8, 9, 3შეს. 9, 10, ახოსპირელის გას.3, 3/7, ჩიხი 2, ჩიხი 1/7, ჩიხი, კუფტინის ქ. 14-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ჭოველიძე-ბელინსკის, ძმ. ზუბალაშვილების, ძმ. კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, დავით თორაძის, მერაბ კოსტავას, ნიაღვრის ქ. 4, მთაწმინდის ქ. 12/14, ჭონქაძის ქ. 24, გერგეთის ქუჩის, შესახვევის (ახლ. ზ.დუმბაძის), მაყაშვილის ქ. 34, 36, რუსთაველის გამზ. 52, დ. ყიფიანის ქ. 29, 35 (მთაწმინდის ქ. 27), ვუკოლ ბერიძის ქ. 6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ. 29, 37, გოგებაშვილის III შეს. 3, იაკობ გოგებაშვილის III შეს. 4-ში (ნათია ბაშალეიშვილის ქ. 4), გრიბოედოვის ქ. 26, ვალერიან გუნიას, Dდანიელ ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისს, ჩიტაძის ქ. 10, 11, არსენას, ვ.ბერიძის, ალ. ჭავჭავაძის, მაჩაბლის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის (გ.ლორთქიფანიძის), დავითაშვილის (ამაღლების), პეტრე მელიქიშვილის გამზ. 10-ში მდებარე შპს ,,მ2 მელიქიშვილზე”, ზვიად გამსახურდიას სანაპირო 6, კოსტავას ქ. 43, 45, კოსტავას 1შ.9, კოსტავას 1შ.11ა, კოსტავას 2შ.10, კოსტავას 2შ.2/4, კოსტავას 2შ.3, კოსტავას 2შ.3კ, კოსტავას 2შ.5, კოსტავას 2შ.7, კოსტავას 2შ.9, მარჯვენა სანაპირო # 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ივანე თარხნიშვილის ქ. 2, პავლე ინგოროყვას ქ. 19, 17/9 აპრილის ქ. 5, კოსტავას I გას. 30-სა და კოსტავას I შ. 33 ვერის შესახვევის, კოსტავას ქუჩაზე, შესახვევებში, ჩიხებსა და გასავალში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შპს ,,ტანდემი”, იტალიის საელჩო, ზუბალაშვილების ქუჩაზე – უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შპს ,,ვილაჯეო”, შპს ,,ასტორია”, შპს ,,ბეტსი”, ი/მ ბადრი შალიკიანი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, სს ,,გუდვილი”, შპს ,,აჭარა გრუპი”, შპს ,,სითი ლოფტი”, წმ. Nნინოს სახ. ეკლესია, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი (კინოს სახლი), შპს ,,გურმანი VI”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, # 47 და #49-ე საჯარო სკოლები, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი, შპს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,მარიკა”-ს, შპს ,,გრატო მენეჯერს”, შპს ,,ჯორჯიან ფიტნეს გრუპს”, შპს ,,თრ თრეველს”, შპს ,,თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს”, ჯავახიშვილის ქ. 12-ში მდებარე მცირე კომერციულ ობიექტებს: შპს ,,გდ ფროფერთი”, შპს ,,გ.დ ჯგუფი”, შეცვლილი მომხმარებელს, თავისუფლების მოედანზე მდებარე ქ. თბილისის საკრებულოს, ლერმონტოვის ქ. 10-ში – შპს ,,ლერმონტს” (სასტუმრო), ლეონიძის ქ. 2-ში – ბიზნეს ცენტრს ლეონიძეზე, პუშკინის ქ. 1-3-ში - შპს ,,ვ.ვ.ვ.”-ს, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ კომიტეტს, შპს ,,ამარკორდს”, სსიპ ,,მწერალთა სახლს”, თავისუფლების ქ. 2-ში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, საქართველოს ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირს, გ. ტაბიძის ქ. 4-ში შპს ,,მაქრო ტურიზმს”, ბაგა ბაღი # 200, შპს ,,დიოსი”, შპს ,,ჯეოლუქსი”, შპს ,,ამორე”, ი/მ ჭანტურიძე კაფე-ბარი პალმები, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, სს ,,საგზაო კომპანია თბილისი”, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მარჯვენა სანაპირო 8-ში მდებარე შპს ,,კ.ბ.რ. კომპანია”-ს, მარჯვენა სანაპირო 10-ში მდებარე შპს ,,დიონისეს”-ს, კოსტავას I შ. 33-ში მდებარე ი. მ ნატო ნარიმანიშვილს, კოსტავას I შეს. 1-ში - შპს ,,სატივე“ (რესტორანი), კოსტავას შ. 37-ში მდებარე შპს ,,ენკა”, კოსტავას ქ. 37-39-ში მდებარე შპს ,,გრატო მენეჯერი”, კოსტავას ქ. 45-ში - შპს ,,ჰოტელ კოსტე”, შპს ,,სასტუმრო ევროპა”, ვერის ბაღის ტერიტორიაზე – ააიპ ,,ზევსი” (სპორტდარბაზი), მოქ. კასრაძის კომერციული ობიექტი, ჭადრაკის ფედერაცია, შპს ,,მეტროპული”, შპს ,,ბილიარდის კლუბი ვერა”, სს ,,ზირაათ ბანკი საქართველო”, შპს ,,ჯი_თი მთაწმინდა”-ს და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა 6 ოქტომბრის 10:00 სთ-იდან დაიწყება და 16:00 სთ-ამდე დასრულდება. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ეს სამუშაოები მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედია: მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს

მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს. მიზანი უკრაინაში გათბობის სეზონისთვის მომზადებაა. საგანგებო სიტუაციების რეგულირების კომისიამ გადაწყვეტილება 4 ოქტომბერს მიიღო, რაც უკრაინის საზღვარზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის (GTS) ოთხი სატრანზიტო პუნქტიდან ორზე გავრცელდება. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ უკრაინული მედიის ცნობით. კომისია აპირებს, რომ გაზის ტრანზიტისთვის მარშრუტი უფრო მიმზიდველი გახადოს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანამ რუსულ გაზზე უარი განაცხადა და ევროპიდან შეძენილი გაზის შენახვა უკრაინის მიწისქვეშა გაზის საცავებში დაიწყო. ამჟამად 400 მილიონი კუბური მეტრი ინახება მოლდოვასა და უკრაინაში. მოლდოვა დაახლოებით, 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 100%-იანი ფასდაკლებით გადაიტანს, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის მოხმარების მაჩვენებელი - 800-900 მილიონი კუბური მეტრი. მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა  

ზამთრის დადგომამდე უკრაინის გაზის მარაგები მიწისქვეშა საცავებში 16 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს - „ნაფტოგაზი“

უკრაინის სს „ნაფტოგაზი“ ელოდება, რომ ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირის მარაგი ქვეყნის მიწისქვეშა საცავებში 16 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ წელს უკრაინის მიერ წარმოებული ბუნებრივი აირის რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა. ოლექსი ჩერნიშოის თქმით, „ნაფტოგაზი“ ასევე მუშაობს თავისი ობიექტების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად.  უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, უკრაინას მომავალი გათბობის სეზონისთვის საკუთარი გაზი პირველად ექნება.  

საქართველოს დერეფნით 9 თვეში ყაზახეთის გაზის ტრანზიტი 23%-ით გაიზარდა

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალითა“ (მონაწილეობის 100% ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის ზღვის პორტით“ (100%-იანი წილების მართვის ექსკლუზიური უფლება), 2023 წლის 9 თვეში 2 მილიონ 570 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 86 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდულია 961 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი. საანგარიშო პერიოდში ყაზახური გაზის გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 135 ათასი ტონიდან 166 ათას ტონამდე გაიზარდა. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1 მილიონ 357 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სს „ყაზტრანსოილი“ საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით, საწარმოო აქტივებს უშუალოდ ფლობს და მართავს. BNT მომსახურებას ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების გადაზიდვასა და ამოტუმბვის საკუთარი ნავმისადგომების, მილსადენების და ტანკების გამოყენებით უზრუნველყოფს.  

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის წილი აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებაში 55%-ს შეადგენს

იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მაგისტრალური მილსადენებით, 32 მილიარდ 963,9 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაზიდა, რაც წლიურად, 4 პროცენტით მეტია. სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ათი თვის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის (სამხრეთ კავკასიის მილსადენი - SCPK) გავლით გატარებული გაზი მთლიანი ტრანსპორტირების 55,2 პროცენტს შეადგენს. ამ მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტი გასული წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, 6,6 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიარდ 209,8 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.  

"თბილისი ენერჯი": პირველი იანვრიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება

თბილისი ენერჯის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება. შესაბამის ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ მომწოდებლების მიერ, შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს. "შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიცთითქმის ნახევარმილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებომომხმარებელს. კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება. გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე," - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2022 წელს, მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

2022 წელს მთლიანობაში ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი,” - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის წყლით სისტემური მომარაგების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. „დახარჯულია მრავალი მილიონი ლარი, თუმცა მოსახლეობა კვლავ აწყდება ყოფით პრობლემებს. იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არსებობს 24/7 წყალმომარაგება, მოსახლეობა აგროვებს, ინახავს წყალს. რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა – ბევრ ქალაქსა და სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება შეზღუდულად, განრიგის მიხედვით. აღნიშნული გარემოება, უმრავლეს შემთხვევაში, გამოწვეულია მწყობრიდან გამოსული და მოძველებული ქსელით და, შესაბამისად, ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წყალმომარაგების სექტორში,” – ნათქვამია ანგარიშში. დედაქალაქში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული წყლის წყვეტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო წყალმომარაგების ქსელებზე მიმდინარე საავარიო/აღდგენითი და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები. ანაგრიშის მიხედვით, კომპანია უყურადღებოდ არ ტოვებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებს, თუმცა პრაქტიკული საქმეების შესწავლამ ცხადყო, რომ ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების დიდი ნაწილი ატარებს ერთჯერად ხასიათს, ანუ, პრობლემა გვარდება იმ მომენტისთვის და შესაძლებელია, გამეორდეს. ანაგრიშის მიხედვით, ენერგოომბუდსმენისთვის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საანგარიშო წლის განმავლობაში კომპანიის შესაბამის სამსახურებში დაფიქსირდა 2 4891 შეტყობინება  თბილისში წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით. „აღნიშნული რიცხვი ნათლად ასახავს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქის მოსახლეობა. ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, დღეში საშუალოდ 68 შეტყობინება დაფიქსირდა. წყალარინების გაუმართაობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაუყოვნებლივ, სწრაფ რეაგირებას. თუ რამდენად უმკლავდება კომპანია თავისი რესურსებით (წარმოდგენილი ინფორმაციით, 15 ბრიგადა, სამუშაოს სხვადასხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა შემადგენლობაში შედის 188 თანამშრომელი) პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, შეგვიძლია დავასკვნათ მომხმარებლების კმაყოფილების შეფასებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მაღალია,“- ნათქვამია ანაგარიშში.  

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 9%-ით გაზარდა - მინისტრი

აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. მისივე თქმით „ევროპაში ექსპორტირებულია 10,85 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 8,7 მილიარდი კუბური მეტრი, საქართველოში – 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. „ამ პერიოდის განმავლობაში TANAP-მა თურქეთს 5,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).  

თბილისში 12 250 აბონენტს გაზი შეუწყდა

თბილისში, დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კერძო კომპანიამ გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი მილი დააზიანა. გაზი არ მიეწოდება დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებისა და ათობით ქუჩაზე მცხოვრებ ასობით ოჯახს. გაზის მიწოდება 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში იგეგმება.  

იტალია აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის

იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა და მან 2023 წლის ოქტომბერში 881,2 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 800,5 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში იტალიის გაზის იმპორტმა აზერბაიჯანიდან, 7,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 4 მილიარდ ევროს აღემატება.  აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის.  

გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა - თბილისი ენერჯი

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება. „გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 7 იანვრის 23:45 საათიდან, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა მთისძირის, კახეთის გზატკ. 36, 36ა, 36ბ, 36ვ, უშაკოვის, ყვარელის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის, გეზათის, საბარგოს დასახლების, კაკაბეთის, კალანდაძის, კოპცოვის, მათიაშვილის, მესხეთის, მიქელაძის, ნავთლუღის დასახლების, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ონიანის, რატილის, სერგი დურმიშიძის, ტვიშის, ტოლენჯის, ყვარელის, ყარყარაშვილის, შერვაშიძის, სამხედრო დასახლების, წალენჯიხის, ხარაბაძის, ხაჩატურიანის, საბანაკოს დასახლების, საბანაკოს 1 ქუჩის და დასახლების, გუჯარეთის 1 და 2 ქუჩის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, კოტე ბაქრაძის, კაკაბეთის, გოჩა ყარყარაშვილის, ანდღულაძის, ზანდუკელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ნავთლუღის დასახლების, უზნაძის, ქობულაძის, შალვა მშველიძის, ჩოჩუას, ჯანელიძის, მესხეთის, კვაჭანტირაძის, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება მელაანის შეს. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს. კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ანდღულაძის ქ. 66, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16, გედევანიშვილის ქუჩას (1-დან 29-ის ჩათვლით), ჯორჯ ბუშის ქ. 60 (მელაანის ქ. 60), საბანაკოს დასახლების 1ქ. 2ქ, 3ქ, ყვარელის 2ჩ.3, 103, 107ბ, 109, დედოფლისწყაროს I შეს. 2, საინგილოს ქ. 5, ჩიხი 5, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3 (იგივე 3ზ), 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, ირბახის ქ. 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს. დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული საზკებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს ,,უნიქ სტეი ჰოტელს”, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულება და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ. ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2023 წელს TAP-ის გავლით, 11 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი ტრანსპორტირდა

ტრანსადრიატიკის მილსადენმა (TAP) 2023 წელს 11,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გადაზიდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია TAP AG-ზე დაყრდნობით. აქედან 1,39 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 0,67 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 9,37 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტიდა. გაზსადენმა ექსპლუატაციაში შესვლიდან სულ 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაზიდა. აქედან 1,83 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 3,03 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 25,9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტირდა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

თბილისში, ხვალ გაზმომარაგება 7800-მდე აბონენტს შეუწყდება - გაზის მიწოდება 29 იანვარს, 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აღდგება

თბილისის 7800-მდე აბონენტს გაზმომარაგება სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ვებგვერდზე ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ შპს „კორტების“ დაკვეთით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით კვირას, 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება პლატონ იოსელიანის ქ. 37, სულხან ნასიძის (ყოფ. ახალშენის) ქ. 23, 50, სიმონ ჩიქოვანის ქ. 6, 6ა, 20, 22, 24, 24ა, 30, 34, 36, 38, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძის ქ. 1, 1კ, 3, 5, 8, 22, 39, 40, ვიქტორ დოლიძის ქ. 45, 120, 120ა, 136, 46/ბალანჩივაძის ქ. 41, ლიხაურის ქ. 35, 45ა, 45ა/35ბ, იყალთოს ქ. 4, 44ბ/44ა, ტუსკიას ქ. 25, ქარელის ქ. 25, 26 (იყალთოს ქ. 1) ბახტრიონის ქ. 30, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის 1, 12, 12ა, 17, 18, 18ა, 18ბ, 18გ, 19, 20, 20ა, 22, 23, 27 კორპუსებისა და ფანასკერტელის ქ. 12-ის მიმდებარედ, ნაკვ. 4/22, პეკინის გამზ. 6, პეკინის შეს. 4, ახალშენის ქ. 11, 17ა, 40-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ზაურ ბოლქვაძის ქ. 1. 3, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, იონა ტუსკიას, იყალთოს, თამაზ ჭელიძის, ზურაბ ქაფიანიძის, კიტა ბუაჩიძის, ტეხურის, გურამ ბზვანელის, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე # 112-ე ბაგა-ბაღს, ჯვართამაღლების ეკლესიას, საჯარო სკოლა # 162-ს, შპს ,,ავერსი ფარმა აფთიაქს” # 165-ს და სხვა და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება აღდგება 29 იანვარს, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში,“  წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნაძალადევის რაიონში 17 000 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოების გამო 17 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 8 თებერვლის 23:00 საათიდან 9 თებერვლის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ცოტნე დადიანის ქ. 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ცოტნე დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, დავით გურამიშვილის გამზ. 1, ც. დადიანის ქ. 118, 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 207, 229, 259, 261, 263, 303, 305, 305ა, 307, 309, 313, 313ა, 315, 317, 319, 321, 323, 265-267/ზედაზენის ქ. 2 („ლ.დ. დეველოპმენტის“, შპს „კომფორტ პლიუსის“, შპს „მოდერნ დეველოპმენტის“, შპს „კონსოლის“, შპს „ჯოიფულის“, შპს „თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო“-ს, შპს „ლივინის“ საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს „სამშენებლო კომპანიის“, შპს „ბინექსის“ საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 63, 65-1, 65-2, 77, 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, ც.დადიანის II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 2, 3, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ეკა ბეჟანიშვილის, თმოგვის, კნოლევის, ილურიძის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, ქართლის, ღრმაღელის, ჭოლა ლომთათიძის, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, დიდი ჯიხაიშის, გიორგი სააკაძის, ჯავის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჩოდრიშვილის (ურიდიას), რაჭის, პეტრე გრუზინსკის, დომენტი ჟღენტის, კამალოვის (ლევან ქართლელიშვილის), იმერეთის, ზედაზენის, კონდოლის, კურნატოვის, კოკინაკის, ზაქარაიას, კალუჟინის, კახიანის, კოხრეიძის, სურგულაძის, სამღერეთის, ლიკანის, ლეჩხუმის, მესხიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მეჯვრისხევის, ნიკო მარის, ნოსტეს, ქებურიას, ცქიტიშვილის, წიკლაურის, წაღვერის, წრომის, სუმბათაშვილის, ხიმშიაშვილის, ჯანელიძის, ჭიჭინაძის, ხევსურეთის, შალვა ცინცაძის, უიარაღოს, ასკურავას (მახალდიანის), კისისხევის, ჩხიკვაძის, გომბორის, კოდალოს, კაჭრეთის, ლეჩხუმის, სართანიას, საჭილაოს, ლოტკინის ხევის, ხუდადოვის, გომარეთის, ახტალის, ენისელის, გულრიფშის, კიკნაძის, ზედა უბნის, ლისაშვილის, მაღაროს, პიონერის, მიქატაძის, ნოვოსიინსკის, წერონისის ქუჩებისა და შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს „ხვასტაგი“, 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს „ნიკორა“, შპს „ოაზისი“, შპს „არბო 2009“, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტი და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 თებერვალს 10:00 სთ-დან და დასრულება 22:00 საათისთვის. „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო. „აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 10%-ით ზრდის

2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).  

ჩეხეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა გაზი მოიხმარა

გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარება ყველაზე დაბალი იყო 1992 წლის შემდეგ. როგორც Cesky Radio იუწყება, ასეთი მონაცემები ენერგომარეგულირებელმა გამოაქვეყნა. 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მოხმარებამ 6,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც დაახლოებით, მეათედით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საყოფაცხოვრებო დანაზოგით იყო განპირობებული. გაზის ყველაზე დიდი წილი ჩეხეთში გერმანიის გავლით შევიდა. დაახლოებით 8% შეიძლება იყოს რუსული წარმოების გაზი. სააგენტომ ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებაც აღნიშნა. ეს დაკავშირებულია რესურსების გაძვირებასთან, რამაც ხალხში დაზოგვის სტიმულირება გამოიწვია. პორტუგალიამ 2023 წელსრეკორდული რაოდენობის მწვანე ელექტროენერგია გამოიმუშავა და გერმანიამ ასევე პირველად გამოიმუშავა ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მწვანე წყაროებიდან.  

თურქეთი სომალიში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიებას იწყებს

თურქეთმა სომალისთან ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შეთანხმება, მოიცავს სომალის სახმელეთო და საზღვაო ბლოკებში ნავთობის ძიებას, შეფასებას, განვითარებას და წარმოებას. „ამ შეთანხმებით ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებს სომალელი ხალხისთვის სომალის რესურსების მიტანის მიზნით. ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის სფეროში ახალი თანამშრომლობით გავაძლიეროთ თურქეთის ყოფნა აფრიკის რქაში,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა. „სომალის ოფშორულ საბადოებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიება, რომელიც ახლა უფრო ნავთობს ჰგავს, ძალიან მალე დაიწყება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენ გამოვავლინეთ. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ჩვენი სეისმური (საძიებო) ხომალდი იქ გავაგზავნოთ,“ - თქვა მინისტრმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. გარიგება მოიცავს სახმელეთო და საზღვაო პროექტებიდან ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას, გადამუშავებას, გაყიდვასა და მომსახურებას. თურქეთი ლიბიასთან თანამშრომლობითაც არი დაინტერესებული. „ჩვენ გვაინტერესებს ოფშორული საბადო ლიბიაში, მაგრამ სომალის განსაკუთრებით განვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა უახლოეს მომავალში სტამბოლში ბუნებრივი აირის სავაჭრო პლატფორმის გახსნას აპირებს. ეს ინიციატივა ენერგეტიკისა და კლიმატის ფორუმის დროს, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გაასაჯაროვა. „გაზპრომთან თანამშრომლობით ჩვენ ვმუშაობთ სტამბოლის ფინანსური ცენტრისთვის გაზის სავაჭრო პლატფორმის შექმნაზე, რომელიც, ვფიქრობთ, მალე შეიძლება, დაიწყოს,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა.