თეგი: ქუვეითი

ქუვეითში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო

ქუვეითის ემირმა შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა ახალი მთავრობის შექმნა თავის უფროს ვაჟს, შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს ანდო. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დადგენის შემდეგ, მინისტრები დასამტკიცებლად  სახელმწიფოს მეთაურს წარედგინება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო KUNA. შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს, ქუვეითის ემირის უფროსი ვაჟს, მანამდე ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.  

ქუვეითის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განაცხადა

ქუვეითის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) ხელმძღვანელმა აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-საბჰმა განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინც მაშაალ ალ-აჰმედ ალ-საბას გადადგომის შესახებ წერილით მიმართა. წინა მინისტრთა კაბინეტი 2020 წლის 14 დეკემბერს ქუვეითში საყოველთაო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ, 12 იანვარს, პრემიერმა პარლამენტთან უთანხმოების გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ემირას მიმართა. 18 იანვარს სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო კაბინეტის გადადგომის განაცხადი, მაგრამ მინისტრებს დაავალა მოვალეობები საამიროს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულონ.  

კულება: ქუვეითმა კარგად იცის, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ქუვეითს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ საკითხზე ის ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. „მე მადლობა გადავუხადე საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ სალემ ალ-საბას ქუვეითის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ქუვეითელმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათ კარგად ესმით ჩვენი. მე მოვიწვიე ქუვეითი, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. რამდენიმე დღის წინ, ქუვეითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას. ოფიციალური განცხადება ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ სალემ ალ-აბდულა ალ-ჯაბერ ალ-საბასა და უკრაინის ელჩის ქუვეითში ალექსანდრე ბალანუცას შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.  

ქუვეითის ნავთობკომპანიამ ნავთობის გაჟონვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქუვეითის ნავთობკომპანიამ ხმელეთზე ნავთობის გაჟონვის შემდეგ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. დაშავებულების შესახებ ცნობები ან წარმოების შეფერხება არ დაფიქსირებულა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დასავლეთში ნავთობის გაჟონვას  მოჰყვა, -  ნათქვამია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის განცხადებაში. „გაჟონვის შედეგად დაზიანებები არ მომხდარა და წარმოება არ დაზარალებულა“, - ციტირებს AFP კომპანიის სპიკერს კუსაი ალ-ამერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ტოქსიკური ორთქლი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ნავთობის გაჟონვა საცხოვრებელ უბნებში არ მომხდარა. „ჩვენი გუნდი ადგიულზეა გაჟონვის წყაროს დასადგენად და ინციდენტის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ალ-ამერმა. მან ნავთობის გაჟონვის ზუსტი მდებარეობა არ დააკონკრეტა. ქუვეითი ნავთობის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მთავრობის შემოსავლების თითქმის 90 პროცენტი ნავთობზე მოდის. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მთავარი წევრი დღე-ღამეში დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს აწარმოებს.  

ქუვეითის ამირა გარდაიცვალა

ქუვეითის მმართველი ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ქუვეითის ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ნოემბრის ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. შეიხი ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ქუვეითს 2020 წლიდან მართავდა. ქუვეითის ახალი ამირა შეიხი ნავაფის ნახევარძმა, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი გახდება.