საზოგადოება

ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან თბილისში 469 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.

218 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108 ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.

ტრამპმა წლიურად პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს

დღეის მდგომარეობით, დონალდ ტრამპმა წლიურად, პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს. გარდა ამისა, მას სხვა სარგებელიც ეკუთხვნის. თუმცა, თუ მის იმპიჩმენტს სენატმა მხარი დაუჭირა, მაშინ ამ ყველაფერს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამერიკული კანონის მიხედვით, პენსიას არ იღებს ის პრეზიდენტი, ვისაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. თუ ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა, მაშინ ტრამპი პენსიის გარდა ისარგებლებს სამოგზაურო შეღავათებით, საოფისე სივრცით, თანამშრომლების ხელფასის უზრუველყოფას წლიურად $1 მილიონამდე. გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ფონდის მიხედვით, 2000 წლიდან ამერიკის ყოფილმა ოთხმა პრეზიდენტმა, რომლებიც ცოცხლები არიან, ჯამში $56 მილიონის ღირებულების სარგებელი მიიღეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარგებელი რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, ეს არის საოფისე ფართის ქირაობა, რომელზეც შეზღუდვები არაა. მაგალითად, გასულ წელს, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ ცალცალკე $500 000-ზე მეტი დახარჯეს ოფისის ქირაობაში. ჯიმი კარტერისთვის კი $118 000 დაიხარჯა. კიდევ ერთი სარგებელი, რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, არის ჯანმრთელობის დაზღვევა. თუმცა, ამისთვის პრეზიდენტს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ფედერალურ სამსახურში მინიმუმ ხუთი წელი, ასე რომ მას დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს, ისევე როგორც ვერ სარგებლობს ამ შეღავათით ჯიმი კარტერიც. CNN-ის განცხადებით, შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო პენსია არც არაფერს ნიშნავდეს, ის პრეზიდენტობის დროსაც ხელფასის აღებაზე უარს ამბობდა. ტრამპი და თეთრი სახლი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ის ყოველწლიურად საპრეზიდენტო ხელფასს $400 000 ოდენობით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს ურიცხავდა.

Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა

Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა. ამის შესახენ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 7 იანვარს, ჩინეთის საელჩოს ანგარიშით გამოქვეყნდა სტატუსი , სადაც ეწერა, რომ სამთავრობო პოლიტიკამ უიგურ ქალებს ემანსიპირება გაუწია და მათ "ბავშვის საცხობი დანადგარები" უწოდა. აღნიშნულლი სტატუსი კომპანიის სამომხმარებლო პოლიტიკას არღვედა - დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. ”ჩვენ გავაკეთეთ ზომები ამ Tweet- ზე დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ ჩვენი პოლიტიკის დარღვევისთვის,” - თქვა Twitter- ის სპიკერმა განცხადებაში. Twitter კრძალავს ”ადამიანთა ჯგუფის დეჰუმანიზაციას მათი რელიგიის, კასტის, ასაკის, ინვალიდობის, მძიმე დაავადების, ეროვნული წარმოშობის, რასის ან ეთნიკური ნიშნის საფუძველზე.” ამ დროისთვის სტატუსი წაშლილია. როგორც წესი, Twitter-ის სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევის გამო, მომხმარებლებს მისდით შეტყობინება, რომელშიც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია კონკრეტული ტვიტის წაშლას ითხოვს არგუმენტირებული მიზეზით, ხოლო თუ გონივრულ ვადაში მომხმარებელი თავად არ წაშლის პოსტს, მისი ანგარიში დროებით, ან გაურკვეველი ვადით იბლოკება.

აშშ-ში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ

"აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს" - განაცხადა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რა ხანგრძლივობის იქნება კარანტინი და როდის ამოქმედდება აღნიშნული ზომა. „ვირუსის ახალი შტამების ფონზე ახალ ზომებს ვაწესებთ იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თებერვალში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს შეიძლება გადააჭარბოს. „სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ვიდრე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. სავარაუდოდ, თებერვალში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ენტონი ფაუჩი: ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შევძლებ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კორონავირუსის პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „არ მინდა წარსულს დავუბრუნდე, მაგრამ ცხადია, რომ ნათქვამი იყო ისეთი რამ, როგორიცაა ჰიდროქსიქლოროქინი და ასე შემდეგ, რაც არასასიამოვნო იყო, ვინაიდან სამეცნიერო ფაქტებს არ ემყარებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ მსიამოვნებს პრეზიდენტისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს ისეთი რამ იყო, როდესაც ვერ გრძნობდი, რომ რეალურად შეიძლებოდა რამის თქმა, რასაც შემდეგ შედეგი არ მოჰყვებოდა“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ. როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, ის გრძნობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეუძლია საუბარი იმ თემებზე, რომელიც მის გამოცდილებას ეფუძნება.

ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ალ-ტაირანის მოედანზე, ქალაქის ბაზარში ორმა თვითმკვლელმა მოაწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. BBC-ის ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ბაღდადში.

The Guardian-ი: რუსეთი ეთნიკურ წმენდაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დამნაშავედ მიიჩნიეს

სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ The Guardian-ი სტატიას აქვეყნებს. სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, რუსეთი ეთნიკურად ქართველი მოსახლეების არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დამნაშავედ მიიჩნიეს. რუსეთი ომის პატიმრების წამებასა და ქართული სოფლებიდან მოსახლეობის განდევნაში დამნაშავედ ცნეს. ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხუთდღიანი ომიდან 13 წლის შემდეგ მიიღეს. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მამუკა ბახტაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძე სტრასბურგის პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "დღეს ისტორიული დღეა, გილოცავთ ამ გამარჯვებას!განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა ამ გამარჯვების მისაღწევად.ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს! ",- წერს ბახტაძე საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის აგრესიული სახე კიდევ ერთხელ დამტკიცდა

ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტრასბურგის გადაწყვეტილება ისტორიულ გამარჯვებად მოიხსენია. "გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე",ამბობს ღარიბაშვილი. "ეს დღე მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის", ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაში. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ბაღდადში ტერაქტისას სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში ორი აფეთქების დროს სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტერორისტებმა ტერაქტი ქალაქის ბაზარში მოაწყვეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბაღდადში ეს პირველი ტერაქტი იყო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია

დასავლეთ ინდოერთში, მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახბე ინფორმაცია Aljazeera ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაცით, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ”ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”, - განაცხადა ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა ადარ პუნავალამ. როგორც ცნობილია, ხანძარი არ შეხებია ადგილს, სადაც Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ.

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სპილოებზე სურათები დედამიწის სადამკვირვებლო სატელიტიდან არის გადაღებული, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან 600 კმ-ზე (372 მილი) მდებარეობს. როგორც ცნობილია, ერთ დღეში შესაძლებელია 5000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის კვლევა. გამოთვლა ხდება ალგორითმით, რომელსაც შეუძლია სპილოების ამოცნობა სხვადასხვა ზედაპირზე, ღია საძოვრებზე, ტყეებში და სხვა. მეცნიერებმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ადდო სპილოების ეროვნული პარკს გადახედეს. მკვლევრების თანახმად, ბუნების დამცველებს ცხოველთა დათვლა ურჩევნიათ თვითმფრინავებიდან, მაგრამ კოსმოსური თანამგზავრები შესაძლებლობას იძლევა ეს მოხდეს იქაც, სადაც საჰაერო ფოტოგრაფირება აკრძალულია. მკვლევრები აცხადებენ, რომ დაკვირვების ეს მეთოდი ბრაკონიერობასთან ბრძოლაშიც შეიძლება გამოიყენონ.

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებული პანიკა არავის უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deccanherald-ი ავრცელებს. „პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანჟელა სიმაუმ. სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა. „ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს“, - განაცხადა მარიანჟელა სიმაუმ.

პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა

პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. „გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მტკიცებულების სახით მოიპოვა მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს შრის გამართული საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელიც დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება“, - აღნიშნეს გამართულ ბრიფინგზე. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

ქართველ ჩოგბურთელ ზურა ტყემალაძეზე London Daily Post-ი სტატიას აქვეყნებს

ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელზე სტატიას ცნობილი ბრიტანული გამოცემა London Daily Post-ი აქვეყნებს. ზურაბ ტყემალაძემ პოპულარობა ჩოგბურთის სამყაროში თავისი გამორჩეული ნიჭის გამო მოიპოვა. ახალგაზრდა ჩოგბურთელს ATP რეიტინგში 540 ქულა აქვს, რაც 20 წლის სპორტსმენისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. მას გერმანიაში ბურგარდ რაიხმანი, დავით კვერნაძე და ნოდარ ითონიშვილი წრთვნიან. ახალგაზრდა ჩოგბურთელის დებიუტი 2020 წელს შედგა, როდესაც ის საქართველოს ATP-ის თასზე წარმოადგენდა. ტყემალაძე თავისი თამაშის გასაუმჯობესებლად გულმოდგინედ მუშაობს. მისთვის ყველაზე სამაგალითო სპორტსმენები ბენუა პერი და რაფაელ ნადალი არიან.

თამარ გაბუნია: ვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი და დეტალური მონიტორინგი დაწესდება

"ვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი და დეტალური მონიტორინგი დაწესდება" - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიას ვაქცინაციის გეგმის დეტალები გააცნო. „ყველა ვაქცინას და ფარმაცევტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები. ეს ჩამონათვალი მოჰყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად და ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება მკაცრი და დეტალური მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გაიდლაინი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა გასულ წელს, ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი, რამდენიმე, სფეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები გვერდითი მოვლენების შეფასების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში - ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა და ვაქცინაციის გეგმის დეტალები მედიას წარუდგინა. „ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი - ჯანმოს ან მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ უნდა იყოს აღიარებული. როგორ და სად მოხდება ვაქცინაცია - როგორც გითხარით, ტექნოლოგიურად, ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის გამართული, რომ ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს და პროცესი არ შეფერხდეს. მაგრამ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი - მინუს 80-იან ვაქცინას კომპლექსური ცივი ჯაჭვი სჭირდება და მისი მიწოდება რაიონულ დონეზე გართულება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჰოსპიტლები შეირჩა და უკვე მიმდინარეობს პერსონალის ინფორმირება, რათა ისინი მოემზადონ და ვაქცინაცია განხორციელდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც ცნობილია, მთავრობა მობილური ბრიგადების მობილიზების საკითხსაც განიხილავს, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იმ ბენეფიციარებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში იმყოფებიან. მისივე თქმით, დეტალურად არის გაწერილი, რამდენი ბრიგადა როგორ იმუშავებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის მოცვით სასურველ გეგმას მივაღწიოთ „თუ გადავალთ ფართომასშტაბიან მოცვაზე და რაიონულ და სოფლის დონეზე ვისაუბრებთ ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის. ჩვენს გეგმაშიც არის ეს განხილული, რაც იქნება უკვე იმ ეტაპზე, როდესაც დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას - უფრო მეორე კვარტლის შემდეგ, როდესაც პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და ორიდან რვა გრადუსამდე ვაქცინით გვექნება გაფართოებული შესაძლებლობა... ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.ტრენინგების პროცესი უკვე დასრულებულია და ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. როგორც ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაშია ნათქვამი, ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით. გეგმის თანახმად, გათვლები და მოცვის მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვის არის განსაზღვრული. პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფები და რიგითობა ასეთია: ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, ასაცრელი კონტინგენტი 46,420. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -65%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი. 75 ასაკის პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი. 65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი. ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი. 55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი. 18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი. ჯამში კი ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი. ჯამში საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს. დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.