საზოგადოება

ბისმილა აიმაკი მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში მოკლეს

ავღანელი ჟურნალისტი ბისმილა აიმაკი, შეიარაღებული პირებებმა ცეცხლსასროლი იარაღით ავღანეთში, ღორის ცენტრალურ პროვინციაში მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი ბისმილა აიმაკი, სულ მცირე, მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში მოკლეს. გავრცელებული ინფრომაციით, აიმაკი ერთი თვის წინ გადაურჩა სიკვდილს. გამოცემის თანახმად, ინციდენტების უმეტესობა ნებისმიერი შეიარაღებული ჯგუფის მიერ შეიძლება ორგანიზებული, მაგრამ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მკვლელობების უმრავლესობაში თალიბები დაადანაშაულეს.

დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ გეჯუხიდან 7 კილომეტრში და ქალაქ დერბენტიდან 12 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე აღინიშნა.

ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს

გაერო-ს ინფორმაციით, ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში“ აცხადებენ, რომ ირანმა გაერო-ს ორგანიზაციას გეგმების შესახებ თავად აცნობა. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის გამდიდრება „ფორდოუს“ ბირთვულ ქარხანაში მოხდება, რომელიც მთებში მდებარეობს. გაეროს ატომური მეთვალყურეობის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დარღვევა. „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინფორმაციით, ირანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს, როდის გეგმავს ურანის გამდიდრების დაწყებას. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ირანმა ურანის გამდიდრების მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტა. შესაბამისი დადგენილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით, ირანი ვალდებული იყო, ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 4-პროცენტიან ზღვარზე შეენარჩუნებინა. ბირთვული ბომბის დასამზადებლად ურანის 90-პროცენტიანი გამდიდრებაა საჭირო.

2020 წელს მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ფრენების შემცირების მიუხედავად, 2020 წელს მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი, ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანია To70-ზე დაყრდნობით, ავრცელებს. 2020 წელს, საავიაციო სფეროში 40 ინციდენტი დაფიქსირდა, საიდანაც ხუთი ფატალური აღმოჩნდა და შემთხვევებს, ჯამში, 299 ადამიანი ემსხვერპლა. 2019 წელს 86 ინციდენტი აღწერეს, მათგან რვა დასრულდა ფატალურად და ჯამში, 257 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო კონცერტი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა

ახალი წლის ღამეს #2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო კონცერტი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაში ჩართვის სურვილი 14-მა ხელოვანმა გამოთქვა და მათ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა სხვადასხვა ნომრებით მიულოცეს. არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა საახალწლო თემაზე შესრულებული კომპოზიციები მოისმინეს, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც. ცნობისთვის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად, ბენდის თანხლებით აღნიშნავდნენ ხოლმე. წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების15 შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთი 33-ე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Newyorktimes ავრცელებს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ შტამით ინფიცირებული 15 ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. ამჟამად მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა და მათი კარანტინში გადაყვანა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული შემოწმების დროს, ვირუსი ბრიტანეტიდან დაბრუნებული ადამიანების გარდა, სხვას ადამიანებს არ დადასტურებია. „ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი 15 ადამიანს გამოუვლინდა. აღნიშნული პირები თურქეთში დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდნენ. დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში შემოსვლა დროებით შეჩერებულია“, - ეს განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა Twitter-ზე გაავრცელა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს რიცხვი 2 572-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.

300 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე, საქართველოში 912 კოვიდინფიცირებული პირი მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 91, იმერეთში - 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 24, იმერეთში - 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 56, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 142 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 2 338, იმერეთში - 3 173.

კოვიდინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 7, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 085, აჭარაში - 369, იმერეთში - 800. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 2 338, იმერეთში - 3 173.

კორონავირუსის კიდევ 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 981 ადამიანი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.

დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულებით, СOVID19-თან ბრძოლის ფარგლებში, სამუშაო ვიზებზე შეზღუდვა 2021 წლის მარტამდე იქნება ძალაში. თეთრი სახლის განცხადებით, ეს შეზღუდვა აშშ-ის მოსახლეობისთვის, პანდემიის დროს სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე დასაქმების ახალ შესაძლებლობას გააჩენს. აშშ-ში სამუშაო ვიზების შეზღუდვების შესახებ ბრძანებას დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში მოაწერა ხელი. კერძოდ, საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.

დონალდ ტრამპი 6 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 6 იანვარს ვაშინგტონში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. „6 იანვარს, 11:00 საათზე ვაშინგტონში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება. შევაჩეროთ არჩევნების მოპარვა!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა. როგორც ცნობილია, 6 იანვარს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს. მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ. წარმომადგენელთა პალატის ერთმა წევრმა და ერთმა სენატორმა პროტესტი წერილობითი ფორმით უნდა დააფიქსირონ. ამგვარი პროტესტის შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა შეჩერდება და კონგრესის ორივე პალატა აღნიშნულ საკითხს ცალკე განიხილავს და მას კენჭს უყრის. თუ აშშ-ის კონგრესის ერთი პალატა მაინც არ დაეთანხმება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, პროტესტი უარყოფილი იქნება. 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა. რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

შოტლანდიაში 2020 წელი მასშატაბური დრონების შოუთი გააცილეს

შოტლანდიაში, ედინბურგში, 2020 წელი მასშატაბური დრონების შოუთი გააცილეს. ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ზე Edinburgh's Hogmanay-ს გვერდზე გამოქვეყნდა. შოუ 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა. ჰაერში ერთდროულად 150 დრონი გადაადგილდებოდა.

3 იანვრიდან ფილიპინები აშშ-დან ჩამსვლელებისთვის საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, 3 იანვრიდან ფილიპინები აშშ-დან ჩამსვლელებისთვის საზღვრებს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს. ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 15 იანვრამდე იმოქმედებს და შეეხება ყველას, ვისაც ფილიპინებში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე, შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ექნება. იქამდე, 29 დეკემბერს, ოფიციალურმა მანილამ ქვეყანაში შესვლა 20 ქვეყნიდან აკრძალა. ეს ქვეყნებია იაპონია, ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლიბანი, ნიდერლანდები, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. ფილიპინების ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ გამოვლენილა და აღნიშნული აკრძალვით სურთ, მისი გავრცელების რისკი შეამცირონ.

საფრანგეთის 15 დეპარტამენტში 2 იანვრიდან კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 2 იანვრიდან საფრანგეთის 15 დეპარტამენტში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. - ინფორმაცის lefigaro.fr ავრცელებს. კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე შემდეგ დეპარტამენტებში იმოქმედებს: ზემო ალპები, ზღვისპირა ალპები, დუ, არდენი, ვოგეზი, მარნა, ზემო მარნა, მიორტი და მოზელი, მიოზი, ზემო სავოია, იურა, ბელფორის ტერიტორია, მოზელი, ნიევრი და სონა და ლუარა. „ვირუსი გავრცელებას განაგრძობს. ის ნაკლებად სწრაფად, ნაკლებად მძაფრად ცირკულირებს, ვიდრე ჩვენს მეზობელთა უმეტეს ნაწილში, მაგრამ ის მაინც ვრცელდება“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გარდა ამისა, გაბრიელ ატალის განცხადებით, 7 იანვრისთვის კულტურული დაწესებულებები არ გაიხსნება.

ინდოეთმა Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა

ინდოეთში, მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, გადაუდებელი მოხმარებისთვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა პირველად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურ დელის სურს, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს - აცხადებს სააგენტოს წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და ამ დრომდე, ოფიციალური განცხადებაც არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმაც დაამტკიცა.

რომის პაპი: დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს

„დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს." - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის მილოცვისას. რომის პაპს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქრონიკული რადიკულიტი დაუდგინეს, საახალწლო ღონისძიებას მაინც დაესწრო და საზოგადოებასაც მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პაპმა ხუთშაბათი საღამოსა და პარასკევი დილის წირვაზე დასწრება ვერ შეძლო. ვატიკანის ცნობით, მას ზურგისა და ფეხების ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მან დღეს ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ბიბლიოთეკიდან საზოგადოებას მიმართა. „დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს. გასული წლის მტკივნეულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით პანდემიამ, გვასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვების პრობლემებით დაინტერესება და მათი გაზიარება“ - განაცხადა პაპმა.

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვირუსის ახალი შტამი 23 წლის სტუდენტს დაუფიქსირდა, რომელიც ბრიტანეთიდან დაბრუნდა ჩინეთში. მას 14 დეკემბერს შანხაიში ჩაუტარდა კორონავირსუზე ტესტირება.

ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა

2021 წლის დადგომასთან ერთად ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. . პირველ იანვარს როტაციით, პორტუგალიამ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა კი შვედეთი გახდა. ლისაბონის უფლებამოსილების ვადა 6 თვეს გაგრძელდება. „ეს პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა პორტუგალიისთვის მიიღოს ესტაფეტა გერმანიისგან და კანცლერ ანგელა მერკელისგან“, - ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ Twitter-ზე დაწერა.

დიდმა ბრიტანეტმა ევროკავშირის შიდა ბაზარი და საბაჟო კავშირი დატოვა

პირველ იანვარს დიდმა ბრიტანეტმა ევროკავშირის შიდა ბაზარი და საბაჟო კავშირი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამასთან, დროებით ძალაში შევიდა ლონდონსა და ბრიუსელს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. გარდა ამისა, 1-ელ იანვარს დიდმა ბრიტანეთმა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში აშშ-სგან თავმჯდომარეობა გადაიბარა.