საზოგადოება
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 404 ადამიანი დაინფიცირდა და 216 დაიღუპა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 493 657 -მდე გაიზარდა. რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში “კოვიდ 19”-ით კიდევ 216 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6358-ს მიაღწია. რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა რუსეთში 252 000-ს აჭარბებს.
COVID-19-ით სამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია. ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი კლინიკის თანამშრომელია ახალ ინფიცირებულებს შორის. „ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მიისვე ცნობით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.
რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 9200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 272 043-ს გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსით 119 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 537-ს მიაღწია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთში ვირუსისგან 63 166 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 206 340-ს შეადგენს.
ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა
ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა. ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა. ამ ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სოფელ გეტაში ზომები 15 მაისიდან გამკაცრდა. სოფელ მუშევანში ინფიცირებულთა რიცხვი, დღეს დადასტურებული ორი შემთხვევის გათვალისწინებით, უკვე 40-მდე გაიზარდა. ამ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 25 აპრილის შემდეგ მოქმედებს. საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 156 პირის საკვლევი მასალა. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 677 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID–19 ექვს პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი. ინფორმაციისთვის: 677 ინფიცირებული ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.