უცხოეთი
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს
"ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აგვიხსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ ანალოგიურად მოქცევას, რადგან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები. ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინა უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: კიევში დიპლომატების ოჯახები უკრაინას დატოვებენ
ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა
„ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემიას ბოლო მოუღოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. „ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. COVID19 წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება. დაავადებები ენდემურია, რომელთა დინამიკის პროგნოზირება შესაძლებელია. ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა კლუგემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: კიევში დიპლომატების ოჯახები უკრაინას დატოვებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვირა საღამოს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის “რუსეთის ტაქტიკა და ტექნიკა”, რომლის განხორციელებასაც რუსეთი შეძლებს უკრაინის მთავრობის ძირის გამოსათხრელად. მაგრამ ამერიკა დიპლომატიას გააგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების იმედით. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. კვირასვე, გვიან საღამოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრძანება გასცა, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დიპლომატების ოჯახებმა სურვილისამებრ დატოვონ ქვეყანა. ბლინკენმა ცალკე კომენტარში დასძინა, რომ ეს ზომა არ არისს ევაკუაცია, რადგან საელშო და უკრარინაში მომუშავე დიპლომატები მუშაობას განაგძობენ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე: ჩვენ ამ ტაქტიკის შესახებ ვსაუბრობდით
მედია: სირიაში, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი
სირიის ქალაქ ჰასაქის ციხეზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ჯიჰადისტების ნაწილი საპატიმროდან გაიქცა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 84 ჯიჰადისტი, 45 ქურთი მებრძოლი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ღვაირანის ციხეში 3 500-მდე სავარაუდო ჯიჰადისტი და დაჯგუფების რამდენიმე ლიდერი იყო დაპატიმრებული. ამასთან, რამდენიმე ასეული ჯიჰადისტი ქურთებმა უკვე დააკავეს, თუმცა პატიმრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ. ქურთების უსაფრთხოების ძალებმა ციხე ალყაში მოაქციეს და მიმდებარე უბნებზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ.
აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა. „მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან
უცხოური მედია: "თალიბანის“ დელეგაცია ევროპაში ჩავიდა
„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა. მათივე ცნობით, თალიბების ჯგუფს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს. „დასავლეთის ბერკეტი „თალიბანზე“ არის თითქმის 10 მილიარდი დოლარი ავღანური ფული, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებშია შენახული“, – წერს მედია. ამასთან, „თალიბანის“ წევრები სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპული ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ასევე წაიკითხეთ: „თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა
ევროკავშირი აცხადებს, რომ ავღანეთში "მინიმალური ყოფნა" აღადგინა
ევროკავშირი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე აღადგინა თავისი „მინიმალური“ ყოფნა ავღანეთში, რომლის წინაშე მდგარმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გააღატაკა მილიონობით ავღანელი. ევროკავშირის საგარეო საკითხების სამსახურის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს თალიბების ხელისუფლების აღიარებას. ამასთან, თალიბების დელეგაცია ამ კვირის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით ჩავა ოსლოში, სადაც მოლაპარაკების გზით შეეცდება მიაღწიოს იმ ვითარების შემსუბუქებას, რასაც ნორვეგიის ხელისუფლებამ „სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ეს იქნება პირველი შემთხვევა მას მერე, რაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბების სამთავრობო დელეგაცია დასავლეთ ევროპას ესტუმრება. ასევე წაიკითხეთ: აშშ ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $308 მილიონს გამოუყოფს "რესპუბლიკელი“ კონგრესმენი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს
"ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს". ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, თებერვალში უკრაინას გადაეცემა საველე ჰოსპიტალი, რომლის თანადაფინანსებაც გერმანიის მხრიდან 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. „უკვე გადავეცით კიევს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები. ჩვენ ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს გერმანულ ჰოსპიტლებში. ასე რომ, ბერლინი კიევს მხარს უჭერს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის. ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება - ასეთია ფედერალური მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა ლამბრეხტმა. ასევე წაიკითხეთ: მედია: გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა
უცხოური მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს. მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, აღნიშნული წერილობითი პასუხი არ გასაჯაროვდეს, თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ კრემლმა შესაძლოა, ის მაინც გამოაქვეყნოს. ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წერილობით პასუხში საუბარი იქნება ამერიკის უსაფრთხოების შეთავაზებაზე და იქნება იმის დადასტურება, რომ ამერიკის ინტერესებში არის სურვილი დიალოგის გაგრძელებაზე. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს
აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა
აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა. უკრაინული მედია წერს. მათივე ცნობით, ეს არის $200-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი, რომელიც მანამდე უკრაინას ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოუყო. „ეს დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის უფლებისადმი, დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია უკრაინული საელჩოს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს
თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს. NATO-ს მომავალი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ. „წერილობით წარვადგენთ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს, თუ როგორ შეიძლება, რეალურად გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა, არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ ამერიკა, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ერთგულები არიან, მათ შორისაა ის რომ უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე
ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან
ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. "ეს დახმარება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა რუსეთის შესაძლო აგრესიის დროს. უკრაინაზე და მის გარშემო ზეწოლის პირობებში, ბალტიის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უპასუხონ უკრაინის საჭიროებას და გაუწიონ მას დამატებითი დახმარება თავდაცვის სფეროში", - ნათქვამია ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს მედია: გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს. 77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრება. ცნობისთვის, კლოდ გეანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია უნდა დავიკავოთ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ასევე გაუსვა ხაზი პოლონეთის მხარდაჭერას კიევისთვის. „პოლონეთი ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას მის პროდასავლურ მისწრაფებებში. რუსული მუქარის პირობებში, უკრაინისთვის მთავარია ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქმე აქვს ერთიან ფრონტთან, გამონაკლისის გარეშე. პოლონეთი უარყოფს გავლენის სფეროების კონცეფციას და მხარს უჭერს უკრაინის სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს
გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ნავთობსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინააღმდეგ, რუსეთის მომპოვებელი მრეწველობის და სულ მცირე სამი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ. კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად მხოლოდ კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს
ირლანდიამ COVID19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა
ირლანდიამ COVID19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, „ირლანდიამ „ომიკრონის“ შტორმი გადაიტანა, რაც, დიდწილად, ბუსტერ დოზების დამსახურებაა“. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებისა და ბარების საღამოს 8 საათზე დაკეტვა აღარ იქნება სავალდებულო, უქმდება მომხმარებლების მიერ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაც. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს
აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მათივე ცნობით, დიპლომატების ოჯახის წევრები მიიღებენ ბრძანებას ქვეყნის დატოვების შესახებ, საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის კი უკრაინაში დარჩენა ნებაყოფლობითი იქნება. ცნობისთვის, აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა
უცხოური მედია: გერმანიამ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემაზე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა
გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების შეიარაღების გადაცემას ბლოკავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, გერმანიამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკოს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება დაძაბულობას გაზრდის და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს გაართულებს. ამავე ცნობებით, ენტონი ბლინკენმა ბერლინმა ესტონეთს კიევში იარაღის ექსპორტის ნებართვა არ მისცა, მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინაში გასაგზავნად „მწვანე შუქი“ აუნთო. როგორც ცნობილია, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გაგზავნიან.
ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა
24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ქვეყნის ეროვნულისა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირის გადაწყვეტილება, რომელიც 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სასანქციო სიაში მოხვდა 24 კომპანია, რომელთა საქმიანობაც „უკავშირდება ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის უკანონო მშენებლობასა და ექსპლუატაციას, ანექსირებული ყირიმსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზებას და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებას. სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს შორისაა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ჩაიკა, რომელიც 2006-2020 წლებში რუსეთის გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს ბლინკენი კულებას: რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფი და მკაცრი პასუხი მოჰყვება
ენტონი ბლინკენი: ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს
"ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ. „ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება“, - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე