უცხოეთი

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი, ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის ყველაზე მომგებიანი მარშრუტია

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და ყველა ინსტრუმენტი, რომ გაზის საერთაშორისო ჰაბი გახდეს. ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა ფატიჰ დონმეზ თქმით, იმ ფონზე, როცა ბევრი მსოფლიო ენერგორესურსების დეფიციტსა და ლოგისტიკის სირთულეებს განიცდის, თურქეთის ენერგეტიკის სექტორში მხოლოდ დადებითი ტენდენცია შეინიშნება. შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს „თურქეთს აქვს ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობები, რომ აამოქმედოს ისეთი დიდი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა TANAP და Turkish Stream. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდების დაწყებასთან ერთად თურქეთის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ახალი მწარმოებელი ქვეყნებისა და მარშრუტების მოზიდვის მიზნით. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან მიმდინარეობს. თურქეთი არის ყველაზე მომგებიანი მარშრუტი ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის, რომელიც ფსონს დებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებაზე“, - განაცხადა დონმეზმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება  

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის აგრესიის დასაგმობად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იეგორ ჩერნევმა განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციას მხარი NATO-ს წევრმა 30-ვე ქვეყანამ დაუჭირა.  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ჩერნევის განცხადებით, რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეამ ასევე გაითვალისწინა უკრაინის წინადადებები იარაღის მიწოდებაზე და განიხილა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.   „ამ რეზოლუციის მიღება, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც დასავლეთის საპარლამენტო წრეების დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნების ხელისუფლებებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა იგორ ჩერნევმა.  ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.  

ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამასთან, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა. დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.   

IAEA-ს ცნობით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას

უკრაინა მცირედით გადაურჩა კატასტროფას მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, გაურკვეველია, რომელი მხარე იყო პასუხისმგებელი სულ მცირე, ათეულობით აფეთქებაზე. მანამდე, IAEA-ის დირექტორმა, რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ვისაც არ უნდა ესროლა სადგურისთვის, „გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი“. „ჩვენ ვსაუბრობთ მეტრებზე და არა კილომეტრებზე. ვინც ესროლა ქარხანას, მიდიოდა „უზარმაზარ რისკზე“ და ცეცხლს ეთამაშება. შემდეგ ჯერზე შეიძლება, აღარ გაგვიმართლოს“ ,- განაცხადა რაფაელ გროსიმ. IAEA-ს ცნობით, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა რუსული ტაქტიკაა, რომლის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და უკრაინელების გაყინვაა. შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსეთი და უკრაინა თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.    

ესპანეთი უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო ცენტრს გახსნის

ნოემბრის ბოლოს ესპანეთში უკრაინული ჯარების სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათს მადრიდში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა. ცენტრი ტოლედოში გაიხსნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის პოლიცია უკრაინაში უახლოეს კვირებში განთავსდება, რათა კიევს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს. ესპანელი ოფიცრები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლების დელეგაცია უკვე ჩავიდა კიევში, რათა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდეს. პირველ შეხვედრაზე ორმა ქვეყანამ თანამშრომლობის პირობები და განლაგების სფეროები გასანზღვრა.

პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა გერმანიის შეთავაზება, რომელიც პოლონეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას გულისხმობს. გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს სარაკეტო სისტემებს და დაეხმარება პოლონეთს საჰაერო პატრულირებაში. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან  სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 4100-ზე მეტი მონაწილე 74 ქვეყნიდან. Atomexpo 2009 წლიდან იმართება. Atomexpo არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის, სამთავრობო უწყებებისა და ბირთვული ინდუსტრიის საწარმოების მიერ ორგანიზებულ ღონისძებებს აწყობს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, მზად ვართ, ბიუჯეტიდან 150-დან 170 მილიონამდე ევრო გამოვყოთ პიტერ სიიარტოს პოზიციით, ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს და ზიანს მიაყენებს ევროპას. „უნგრეთის მთავრობა საჯაროდ უჭერს მხარს კრემლს და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე ბლოკავს ევროკავშირის დახმარებას კიევისთვის. 17 ნოემბერს, უნგრელმა დიპლომატმა ევროკავშირის ლიდერები ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა. ბუდაპეშტის რიტორიკა ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ, სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის მცხოვრებლებზე და ბლოკავს სუბსიდიებს ბრიუსელიდან. ამასთან დაკავშირებით, უნგრეთში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებებით უკმაყოფილება ცხადყო“, - წერს უკრაინული მედია Unian-ი. პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს

„უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს, - ამის სესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.  მისივე ცნობით, უნგრეთი მზად არის, უკრაინისთვის 150-დან 170 მილიონამდე ევრო ბიუჯეტიდან გამოყოს. „უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს", - განაცხადა ორბანმა. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტები NATO-ს წევრ ქვეყანაში, პოლონეთში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა, წერს The Guardian-ი. პოლონეთის მთავრობის სპიკერმა ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ლიდერები „კრიზისული სიტუაციის" გამო, საგანგებო შეხვედრას მართავენ. პოლონური მედია იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს ნაშუადღევს, მას შემდეგ, რაც ჭურვი უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა. დაზარალდა მეზობელი მოლდოვაც. რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. რუსეთის მიერ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვაა საჭირო. მისი განმარტებით, ეს აუცილებელია ენერგოსისტემის მუშაობის სტაბილიზაციისთვის. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის ნახევარი მაინც, 5 საათისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მსგავსი ცნობები მოდის ლვოვიდან, ჟიტომირიდან და დნიპროდან. კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ხარკოვსა და რივნეშიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 15 ნოემბრის თავდასხმის დროს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს უკრაინას 100-მდე რაკეტა ესროლეს, რაც 10 ოქტომბრის მასიური თავდასხმის დროს გაშვებულ რაკეტებზე მეტია ტერნოპოლის რეგიონის 90% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ხარკოვის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ  შევჩენკოვში რუსების დაბომბვის შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.  მისივე განცხადებით, რუსეთმა სარაკეტო შეტევა S-300 სისტემით განახორციელა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.  მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა. დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები.  

ახალმა ზელანდიამ, რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს, ასევე ნავთობისა და გაზის და ფოლადის სექტორის ზოგიერთ საწარმოს სანქციები დაუწესა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი ზელანდიის სანქციების მორიგი პაკეტი ვრცელდება რუსეთისა და ბელორუსიის 22 მოქალაქეზე, რომლებიც, ახალი ზელანდიის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უჭერენ მხარს. სანქციების ახალ სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და ბელორუსის პრეზიდენტის ცოლ-შვილი და თავად ალექსანდრე ლუკაშენკო. ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი და მეწარმე. გარდა ამისა, შემაკავებელი ზომები მიიღეს რუსული საწარმოების მიმართ, მათ შორის „რუსეთისთვის ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობის, ნავთობისა და გაზის, ფოლადის და ტრანსპორტის სექტორებში და რადარებისა და ელექტრონული აღჭურვილობის წარმოებაში“.  

ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ - ზელენსკი

ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა. „ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან. „იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება. იქ, სადაც აღვნიშნავთ უკრაინის გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში, რუსეთის გვერდის ავლით უნდა ააშენოს

ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან, რომელიც თავისი ურთიერთობების დივერსიფიკაციის მცდელობისას, რუსეთის გვერდის ავლით, რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობისთვის, ევროკავშირს სასურველ პარტნიორად ხედავს.  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.   „რადგან ჩვენი ცენტრალური აზიელი პარტნიორები ცდილობენ თავიანთი ურთიერთობების დივერსიფიკაციას, მათ სურთ ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში", - განაცხადა ბორელმა.  მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზია თამაშობდა მთავარ როლს, აკავშირებდა შორეულ აღმოსავლეთს ევროპასთან, რადგან „ტვირთები და იდეები „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ წინ და უკან მოგზაურობდნენ“.  „მაგრამ ურთიერთობები უნდა განვითარდეს და მუდმივად განახლდეს ახალი გარემოებების ფონზე. ახლა ცენტრალური აზია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური თვალსაზრისით მოვლენების ცენტრშია. აშკარაა, რომ რეგიონი ცდილობს ურთიერთობების დივერსიფიკაციას და ევროკავშირი განიხილება, როგორც სასურველი პარტნიორი“, - აცხადებს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი. მისივე თქმოთ, ცენტრალურ აზიაში ახალი დინამიკაა, თუმცა რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის როლი რეგიონში, კვლავ მნიშვნელოვანია. „ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები რეგიონთან და გამოიყენოს უზარმაზარი პოტენციალი ენერგეტიკული მარაგების, კრიტიკული ნედლეულისა და რუსეთისგან დამოუკიდებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნების კუთხით ე.წ. შუა დერეფნის ან ტრანსკასპიის დერეფნისკენ“, - განაცხადა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

იტალია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 2023 წელსაც განაგრძობს

იტალიის მთავრობა, უკრაინისთვის 2023 წელს იარაღის მიწოდების მიზნით, პარლამენტს ახალი კანონის მიღებას სთოვს.  ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.  „იტალიის მთავრობას შეუძლია ყოველ ჯერზე გაუგზავნოს დახმარება უკრაინას, პარლამენტის ნებართვის გარეშე, კანონის საფუძველზე, რომელის ვადაც წლის ბოლოს იწურება. თავდაცვის სამინისტრო მალე შემოგთავაზებთ იგივე ღონისძიების გახანგრძლივებას, რომელიც გაგრძელდება მთელი 2023 წლამდე”, - განუცხადა კროსეტომ გაზეთ Il Foglio-ს. გვიდო კროსეტო, იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ წევრია, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. „მმართველი კოალიციის ორი სხვა მთავარი წევრი, მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, უფრო ამბივალენტურები არიან, რადგან ორივეს ისტორიული კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - წერს იტალიური მედია.  

მედია: ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს

დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ხამძარი „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“ გამოიწვია.  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ნავთობის საცავის ტერიტორიაზე, ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო.  ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით 84 მეხანძრე აქრობდა. უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.  

ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია - ზელენსკი

აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომმიმართვისას განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს. „ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ტრამპი Twitter-ზე დაბრუნებას აღარ გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანგარიში, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე განბლოკეს, სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გეგმავს. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სოციალურ ქსელში მომხმარებლების ვარდნა და ძალიან ბევრი ყალბი ანგარიში", დაასახელა. ტრამპმა ყველა მხარდამჭერი, თავის სოციალურ ქსელში მიიწვია. „ქსელზე მომხმარებელთა წვდომა მზარდია და ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე Twitter-ი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, აღედგინა თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში. კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა და მილიარდერმა, პოლიტიკოსის ანგარიში განბლოკა.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა, დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, დამპყრობლების თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის, ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, პერვომაისკოეს, პოდგოროდნოიეს, სადავო, სტელმაჰოვკას და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს. „გასული დღის განმავლობაში მტერმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი დაბომბვა განახორციელა. რუსული სარაკეტო დარტყმის ქვეშ იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.  ვოლინსკის, პოლესკის და სივერსკის მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მტრის შემტევი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა. ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის გარკვეული ნაწილები აგრძელებენ დავალებების შესრულებას და რუსეთ-უკრაინის საზღვრზე საჩვენებელი და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებას. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებებზე, მტერი იცავს ადრე ოკუპირებულ ხაზებს. საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა, კერძოდ, ხარკოვის ოლქის დასახლებების კროხმალნოესა და ტაბაევკას რაიონებში; ლუგანსკის ოლქში მაკეევკა, ნევსკოე, ნოვოსელოვსკოე, პლოშჩადკა და სტელმახოვკა და დონეცკის ოლქში ბერესტოვოე. ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებებზე, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე ახდენს. ახორციელებს დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან. ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერი თავდაცვითია. კრივი როჰისა და ხერსონის მიმართულებით მტერი ახორციელებს პოზიციურ თავდაცვას, აუმჯობესებს საფორტიფიკაციო აღჭურვილობას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოწინავე ნაწილებისთვის. ჩვენი ჯარების პოზიციების გასარკვევად და საარტილერიო ცეცხლის გასწორების მიზნით, უპილოტო საფრენი აპარატი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას“, - ნათქვამია, უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.