უცხოეთი

ადამ კიზინგერი: თუ ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ, განდევნოთ რუსული გავლენა მთავრობიდან, არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, საქართველოს ხელისუფლებაში რუსული გავლენების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ, მან Twitter-ზე დაწერა.  „ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენისა და მისი წარმომადგენლების განდევნას თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით“, - წერს კიზინგერი სოციალურ ქსელში.   

თურქეთში 23 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა

თურქეთის პროვინცია სამსუნში ავარია მოხდა, რომელის შედეგადაც ერთმანეთს 23 მანქანა შეეჯახა.  როგორც Trend-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილიდან საწვავის გაჟონვის გამო მოხდა, რამაც გზაზე მანქანების მოცურება გამოიწვია.  შემთხვევის შედეგად 23 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.  

უკრაინის პოლიციამ, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ 1100 სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის პოლიციამ გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ 1100 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლექსი სერგეევი ავრცელებს. „პოლიციამ აღძრა 1100 სისხლის სამართლის საქმე გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში კი 31000 საქმე ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე“, - აღნიშნა სერგეევმა. ხარკოვის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანის განცხადებით, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი დააკავეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბაშარ ხათაბ ღაზალ ალ-სუმეიდანის დაკავების შესახებ, (კოდური სახელით აბუ ზეიდი), განაცახდა.  ბალკანეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) წარმატებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ალ-სუმეიდანი, აბუბაქრ ალ-ბაღდადისა და აბდულა კარდაშის ლიკვიდაციის შემდეგ, ISIS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია.   

ხარკოვის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თვით ხარკოვში ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანი დაბომბვას იზიუმსკის რაიონში, ერთი - ჩუგუევსკში ემსხვერპლა. ხარკოვის რეგიონი, სადაც 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსული არმიის მიერ თითქმის ყოველდღიურად იბომბებ. აგვისტოს ბოლოს არსებული მონაცემებით, ხარკოვის რეგიონში 1100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თეირანში დაფუძნებულ კომპანია Safiran Airport Services-ს სანქციები დაუწესა.  აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ირანულ კომპანიას სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდა. აშშ-ს ცნობით, Safiran-ი „კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო ფრენებს ირანსა და რუსეთს შორის“, მათ შორის ირანული უპილოტო თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და პერსონალის ტრანსპორტირებას. აშშ ამტკიცებს, რომ შეკრებისა და ტესტირების შემდეგ, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსულ თვითმფრინავებთან ერთად ირანულ დრონებს იყენებდნენ.  „რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ არჩევანს აკეთებს, რათა გააგრძელოს თავისი არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენი უპრეცედენტო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის ფონზე,” - თქვა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა. ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაუწესა სანქციები თვითმფრინავების რამდენიმე ირანულ მწარმოებელს. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.   

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ - უკრაინის გენშტაბი

9 სექტემბრის დილის მოხსენებაში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხარკოვის რეგიონში შეტევის შესახებ ღია ტექსტით პირველად დაწერა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინული ქვედანაყოფები ორმოცდაათი კილომეტრით დაწინაურდნენ. „თავდაცვითი ძალები ხარკოვის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ. ოსტატური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, სამ დღეში თითქმის 50 კილომეტრით დაწინაურდნენ. დაზვერვის მონაცემებით, მტრის ცალკეული ნაწილებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციას ოლხოვატკასა და ბოროდოიარსკოეს დასახლებების რაიონებში“, - ნათქვამია ანგარიშში. ორი დასახლება მდებარეობს ქალაქ ბალაკლეასთან, რომელიც, უკრაინელი სამხედროების განცხადებებით, რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ფრონტის სხვა სექტორებთან დაკავშირებით გენერალური შტაბი ანგარიშში წერს, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინული შენაერთები აგრძელებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას, ხოლო სხვა ადგილებში დაბომბვა და საჰაერო იერიშები გრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოპერატიული სარდლობა: უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 60-მდე ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 60-მდე ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება. ზელენსკი: ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს “განადგურებულია Т-72 ტიპის ტანკი, 6 ერთეული ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალის 2 საცავი ბერისლავის რაიონში და საბორნე გადასასვლელი ნოვაია კახოვკაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ერმაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით შესრულებულია ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი: ფაქტია, რომ რუსეთი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო გახდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრასა და იმ თემებზე, რომლებიც მოლაპარაკებისას განიხილეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას უსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხი წამოჭრა. „როგორც ყოველთვის, ბატონ სახელმწიფო მდივანთან თემების ფართო სპექტრი განვიხილეთ - პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთქმედება ფინანსურ სფეროში - მაკროეკონომიკური მხარდაჭერა ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იარაღისა და საბრძოლო მასალით დახმარება. რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმო სწრაფი აღდგენის გეგმას და ზოგადად, რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის აღდგენას. მე დავაყენე საკითხი რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ფაქტია, რომ რუსეთი გახდა ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო მსოფლიოში. მსოფლიომ უნდა მიიღოს ცალსახა სიგნალი, რომ რუსული ტერორი არ იქნება დავიწყებული“, - განაცხადა ზელენსკიმ. ბლინკენი კიევში 8 სექტემბერს ჩავიდა. დღეს ის ბრიუსელს ეწვევა.  

ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფეა

BBC ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ წერს, რომ დედოფლის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა და მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ახლა გაერთიანებული სამეფოს მეფეა. „დედოფალი დიდ ბრიტანეთს და მონარქიას თაობების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მან მოიპოვა პატივისცემა და აღტაცება მთელ მსოფლიოში, მისი მოვალეობისადმი ერთგულებისათვის“, - წერს ბრიტანული მედია.  2022 წლის 8 სექტემბერს 1952 წელს დაწყებული ეპოქა დასრულდა. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. გარდაცვალებამდე ელისაბედ მეორე ბალმორალში (გაერთიანებული სამეფოს მონარქის რეზიდენცია შოტლანდიაში), სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ დედოფლის მდგომარობა შემაშფოთებელი იყო.  სიკვდილის წინ ელისაბედ მეორესთან იმყოფებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის იყო ბრინცი ჩარლზი.

ერმაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით შესრულებულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით არის შესრულებული, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად დასახელდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი ერმაკის და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ელჩი მაიკლ მაკფოლის თავმჯდომარეობით გაიმართა. ერმაკმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს და მიულოცა მათ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.  

ზელენსკი: ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებითად მოქმედებს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებით პატივს სცემენ HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს. სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელი სამხედროების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ამ იარაღისთვის. ზელენსკიმ და ბლინკენმა უკრაინისადმი აშშ-ის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.  

კიევი: უკრაინის არმიამ ბალაკლეაზე კონტროლი აღადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლებას ასახავს.  „ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ! გმადლობთ! ვამაყობ თქვენით! გაუფრთხილდით! გამარჯვებას! დიდება უკრაინას!", დაწერა ზელენსკიმ. ISW: უკრაინის სამხედრო ძალები ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ  

ზელენსკი: უკრაინის ძალებმა პირველი სექტემბრის შემდეგ, 1000კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს ათობით დასახლება რუსული ოკუპაციისგან, როგორც სამხრეთ ხერსონის ოლქში, ასევე ჩრდილოეთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში. ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა პირველი სექტემბრის შემდეგ, 1000კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლებას ასახავს.  „ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ! გმადლობთ! ვამაყობ თქვენით! გაუფრთხილდით! გამარჯვებას! დიდება უკრაინას!", დაწერა ზელენსკიმ.  

სეიმმა ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა

სეიმმა ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა. კანონს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. კანონი ადგენს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ეპარქიებით, კრებებითა და დაწესებულებებით სრულიად დამოუკიდებელია ლატვიის ფარგლებს გარეთ მოქმედი ეკლესიის ნებისმიერი ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები 5 სექტემბერს წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა, არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.  უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს. 

ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდეგ, ბრიუსელში ჩადის

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეხვდება. მდივანი ბლინკენი განიხილავს NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერას უკრაინისადმი და ალიანსის გრძელვადიან გეგმებს რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით. „მდივანი ბლინკენი დღეს უკრაინაში გაემგზავრა, 9 სექტემბერს კი, ბრიუსელში ჩავა. 8 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანი კევში ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრო კულებასთან შესახვედრად და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მტკიცე ერთგულება უკრაინის მიმართ. მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აპირებს, კონგრესს აცნობოს 2,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საგარეო სამხედრო დაფინანსების შესახებ (FMF), რათა გაძლიერდეს უკრაინისა და მისი მეზობლების უსაფრთხოება. ეს თანხა მოიცავს 1 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, დარჩენილი დახმარება ჩვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, ადმინისტრაციის ძალისხმევის მთავარი კომპონენტია, რათა განამტკიცოს ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობები, რომლებზეც გავლენას ახდენს უკრაინაში არსებული სიტუაცია, შეაკავონ და დაიცვან რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.  

Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ​​ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“. მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და საგადასახადო შემოსავლების სახით შესაძლოა, წელიწადში  400 მილიარდი რუბლი (6,6 მილიარდი დოლარის ექვივალენტი) დაკარგოს.  ახალი საექსპორტო ბაზრებით გაყიდვების მოცულობის დაკარგვის სრულად კომპენსირება, საშუალოვადიან პერიოდშიც კი შეუძლებელი იქნება. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის გამო, რუსული ლითონის მწარმოებლები წელიწადში დაახლოებით $5,7 მილიარდ დოლარს დაკარგავენ. „რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - წერს გამოცემა.   

ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ირპენსაც ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსი კულებამ განაცხადა. „ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგები უკრაინაში. მადლობელი ვარ ამ ვიზიტისთვის, რადგან ვერცერთი ფოტო ვერ გადმოსცემს ომის საშინელებას, რომელიც რუსებმა ჩაიდინეს კიევის რეგიონში“, - წერს კულება.  

რა დამატებით შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სია, რომლებიც უკრაინას 675 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების ახალი პაკეტის ფარგლებში მიეწოდება. აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა პენტაგონის განცხადებით, უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი „უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“. დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); ოთხი 105მმ-იანი ჰაუბიცა და 36000 საარტილერიო ტყვია დამატებითი მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტები (HARM) 100 დაჯავშნული მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV) მცირე იარაღის საბრძოლო მასალის 1,5 მილიონი ტყვია; 1000 155მმ-იანი დისტანციური ჯავშანტექნიკის ნაღმების (RAAM) სისტემები დამატებითი ყუმბარმტყორცნები და მცირე ზომის იარაღი 50 ჯავშანტექნიკა ღამის ხედვის მოწყობილობები და სხვა საველე აღჭურვილობა მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის იანვრიდან, უკრაინა უზრუნველყო დაახლოებით, 15,2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებით. 2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 17,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას და 14,5 მილიარდ დოლარზე მეტი - რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის დაწყებიდან. 

დიდი ბრიტანეთი სამხედრო ტვირთის გადასაზიდად უკრაინას 120 მანქანას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას,  ლოგისტიკური პრობლემების გადასაჭრელად 120-ზე მეტ მანქანას გადასცემს. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. სატვირთო პლატფორმები სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას დიდ მანძილზე გადაიტანენ. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ეს პლატფორმები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ფრონტის ხაზზე სამხედრო აღჭურვილობის სწრაფად მიღებაში დაეხმარება. მანამდე ბრიტანეთმა უკრაინას MLRS-ის სისტემები ან Stormer-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები გადასცა. დახმარების პაკეტში შედის სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც.