პოლიტიკა

გიორგი გახარია: ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების კუთხით საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია

"ეკონომიკურ კრისიზთან გამკლავების კუთხით, ასევე, კოვიდინფექციის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. "მიმდინარე წელს, გამოწვევების დროს, საქართველომ რამდენიმე რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით(OECD) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით." - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. პრემიერ მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "ეკონომიკურ კრისიზთან გამკლავების კუთხით, ასევე, კოვიდინფექციის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. მადლიერი ვართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ მხარდაჭერისთვის, რომლის დახმარებითაც ავამოქმედებთ სტრუქტურულ რეფორმებს, რათა 2021 წელს უზრუნველვყოთ ეკონომიკირი ზრდა." - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჯაფარიძე: 26 დეკემბერს ახალი "გირჩი" დაფუძნდება

„26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება", - განაცხადა პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ახალ პარტიას იგივეს სახელი და ლოგო ექნება და შესაბამისად, ქვეყანაში ორი გირჩი იქნება. „26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, ორი გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - განაცხადა ჯაფარიძემ. . ჯაფარიძის თქმით, „გირჩში" ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით „გირჩის" მეშვეობით დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, რომ პარტია "გირჩი" გაიყო. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა.

იაგო ხვიჩია: სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა შეცდომაა

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას აფასებს და არასერიოზულ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, „გირჩის“ პოზიციები არ შეცვლილა, ჯაფარიძის წასვლის შემდეგაც იგივე პოზიციაა პარტიაში. „ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ახალ პარტიას გააკეთებს და მალე ექნება ყრილობა. ამ წუთას „გირჩის„ სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ არ ავყვეთ არც ერთ იმ სპექტაკლს, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. ზურაბ ჯაფარიძე წავიდა „გირჩიდან“, მე მასზე ვერ ვიტყვი, რომ ის „გირჩი" არ არის, ამაზე მან თვითონ თქვა უარი. მე მგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიიდან წასვლით შეცდომა დაუშვა, ახლაც შეცდომას უშვებს იმით, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. შეიძლება, არც ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, თუ შევალთ ოპოზიციასთან ერთად მოხდება ეს, ცალკე გიჟები კი არ ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა კი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას წერს სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს ვინმეს, მისი პარტიიდან პარლამენტში შესვლა უნდოდა და თვითონ ამით უფრო მაგარი ოპოზიციონერი გამოჩნდა, რაც არასერიოზულია“, - განაცხადა „დღის კურიერის“ ეთერში იაგო ხვიჩიამ. „გირჩის“ თავმჯდომარის განცხადებით, მათ პარტიას ნამდვილი ბოიკოტი უნდა და არა ეს „პლასტმასის ბოიკოტი“. „ჩემზე მკაცრი ბოიკოტის მომხრე მე იქ არ მინახავს, ოღონდ თუ მართლა ბოიკოტს ვაპირებთ, გეგმა დამანახონ, ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ გეგმას ვნახულობ. მაგრამ თუ გეგმას არ ვნახულობ და არათანმიმდევრულობას ვხედავ, მაშინ ვაკრიტიკებ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. შეგახსენებთ, გირჩის ლიდერმა და საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის პარლამენტს დღეს მიმართა.

ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატის გაუქმება მოითხოვა

საპარლამენტო მანდატის გაუქმება "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს მოითხოვა. მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. „ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება, პირადად მე ვაპირებ ახლა აღვასრულო“,-აცხადებს ჯაფარიძე. ჯერ უცნობია იზიარებენ თუ არა ზურაბ ჯაფარიძის პოზიციას "გირჩის" დანარჩენი წარმომადგენლები. „გირჩის“, „მოქალაქეების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, მანდატების გაუქმება, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ 16 დეკემბერს მოითხოვა. ლეობორისტულმა პარტიამ 15 დეკემბერს. "გირჩის" ლიდერის პარლამენტში მისვლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარდგენილი ორი ახალი კანონპროექტი დაანონსა. კანონპროექტის თანახმად პარტიას რომლის წევრებსაც გააუქმდება საპარლამენტო მანდატები (რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან), სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანხმად, იგივე პარტიები ასევე ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩვენებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სახელწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს. „დაფინანსების შეწყვეტის გზით, მათ უნდათ, ოპოზიცია დათმობაზე წავიდეს, რაღაცეებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიებას ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორც აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი!“, - განაცხადა პარლამენტში მისვლამდე ზურაბ ჯაფარიძემ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ოპოზიცია პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტს არაკონსტიტუციურს და შანტაჟის ბერკეტს უწოდებს

ოპიზიციის წარმომადგენელები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ საკანონდებლო ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, რაც ოპოზიციას უფრო კონსოლიდირებულს გახდის. „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სახელწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს. „პირველ რიგში დაფინანსება „ქართული ოცნებას“ უნდა მოეხსნას. დაფინანსების შეწყვეტის გზით, მათ უნდათ, ოპოზიცია დათმობაზე წავიდეს, რაღაცეებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიებას ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორც აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი!“, - განაცხადა ჯაფარიძემ. “ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად სახიფათოს და არაკონსტიტუციურს უწოდებს. „უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო პოლიტიკურად - დამარცხებული ძალის ხმა. თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს, არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ეს კანონპროექტი კი არის ანტიკონსტიტუციური ბოდვა. მისი თქმით, ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილს „სტკივა თავისი გაყალბება“. ოპოზიციის გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული გახდება ოპოზიცია. „პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დეფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში”, - აცხადებს გიგი უგულავა. უგულავას პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილიც „თუ ჰგონიათ, რომ შეგვეშინდება დაფინანსების მოხსნის, სარეკლამო დროის გაუქმების და ამის გამო შევცვივდებით ახლა პარლამენტში, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცა ჩვენი იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ეხება და არანაირ ფულზე არ გაიცვლება ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ დააშანტაჟონ, დაემუქრონ ოპოზიციას, რაც ძალიან მწარედ შემოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, „ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი სალომე სამადაშვილი კი ამ ფაქტს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნას უკავშირებს. მისი თქმით, სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. კომიკურია, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა განახორციელა და ყოფილ პრეზიდენტს მოუწია პოლიტიკურ დევნილობაში წასვლა, დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ისევ ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო იმიტო, რომ სააკაშვილი სულ რომ არასდროს არც ერთ ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის რეალობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტში ინიცირებული ორი ახალი კანონპროექტი წარადგინა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ახალი კანონონპროექტით, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ ითვისებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირების სახით შევიდა საკანონმდებლო პროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმეგ არის მიმართული. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს. "ამ პროექტის მიხედვით პარტიას რომლის წევრებსაც გააუქმდება საპარლამენტო მანდატები (რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან), სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანხმად, იგივე პარტიები ასევე ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩვენებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორიელებელნ რადიკალური ოპციზიციური პარტების წარმომადგენლები და მათი ბულინგის და შანტაჟის ქვეშ მყოფი პარტიები, არის სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისკენ მიმართული ქმედება. რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამ გვარ რეაგირებას ითვალსიიწნებ კანონპროექტები რომელიც პარლამეტშია ინიცირებული და მომავალი კვირიდან დამტკიცდება", -განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. პარტიებს მიმართვის უკან გასაწვევად 7 დღის ვადა აქვთ. მანდატების გაუქმება ჯერ არ მოითხოვია შემდეგ პარტიებს : "გირჩს" ,"მოქალაქეებს" და "პატრიოტთა ალიანსს"

გიორგი გახარია: ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში

„ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც. ამის გათვალისწინებით, ახალ წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ისეთი რეკორდები მყარდება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც. ამის გათვალისწინებით, ახალ წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი აღდგენისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ სააკაშვილი: ვაშაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა, ის ბრწყინვალე დიპლომატია. პარტია უნდა გარდაიქმნას

" გრიგოლ ვაშაძეს ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და წასვლას აპირებდა. ის იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას" - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში. "გრიგოლ ვაშაძეს არა მარტო ჩემთვის, საჯაროდაც ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. გრიგოლ ვაშაძე იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ასეთი დიპლომატი ჩვენ იშვიათად გვყავს. ის მოვიდა პარტიაში მაშინ, როცა პარტია არ იყო პრივილეგირებული და ამისთვის მადლობის ღირსია. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლა არის საჭირო, ბრძოლა, რომელიც იქნება უფრო შემტევითი, უფრო შორს წამსვლელიც, ბევრად უფრო თავგანწირული და ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია გუშინ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ facebook გვერდზე გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია

სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში, აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია. რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციის ცნობით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რამდენიმე ათეული სამხედროტყვედ აიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ ნიკოლ ფაშინიანმა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა დაუდასტურეს. მათი ცნობით, სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ სოფელ ხცაბერდთან აიყვანეს. „ამჟამად თავდაცვის სამინისტრო არკვევს ვითარებას. მე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ პასუხისგებაში მიეცენ ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლები“, განაცხადა ჰარუთიუნიანმა. მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ქმით, „უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქვედანაყოფი, რომელშიც 60 სომეხი სამხედრო მოსამსახურე იყო.“ მედიის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილთა უმრავლესობა სომხეთის შირაქის ოლქის მაცხოვრებელია. სამხედროების ნათესავებმა გადაკეტეს გიუმრი-ერევნის დამაკავშირებელი ავტოტრასის მონაკვეთები. ისინი საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.

„გირჩის“, „მოქალაქეების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, მანდატების გაუქმება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა

სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. დეპუტატის მანდატები ოფიციალურად გააუქმეს პარტიებმა - „ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტია“ „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ . რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, მან პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლის მანდატი ჯამში 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვეს. ამ დრომდე სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საკანონმდებლო ორგანოსთვის, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ჯერ არ მიუმართავთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 დეპუტატი ჰყავს, „ევროპულ საქართველოს - 5, „სტრატეგია აღმაშენებელს “-4, „ლელოს“-4, „გირჩს“ - 4, „პატრიოტთა ალიანსს“- 4 „მოქალაქეებს“ - ორი , „ლეიბორისტულ პარტიას“ კი - ერთი. დეპუტატებს შვიდდღიანი ვადა აქვთ საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად და მიმართვების უკან გასაწვევად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

რას ითვალისწინებს რეზოლუცია, რომელსაც პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიიღებს

მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს, რომელიც ბიუროს, სავარაუდოდ, 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება. პარლამენტი შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას აპირებს. “საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით; ითვალისწინებს რა “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა; აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას; აღიარებს რა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად; აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს: 1) საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. 2) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის სრულყოფას, რათა უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. 3) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პლატფორმას თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო, როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, განამტკიცებს ტრადიციულ მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან - პოლიტიკური, უსაფრთხოების და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისათვის ზრუნვას. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გამოყენება და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, აგრეთვე ევროპასთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაფართოება. 4) საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თავდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება და საქართველოში ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა. 5) ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მიისწრაფვის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. 6) საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან გაწვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება. 7) საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. 8) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას. 9) საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. 10) საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას. 11) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას. 12) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას. 13) საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით. 14) საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს. „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია, სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, - განაცხადა პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ. იგივე განაცხადით უკვე მიმართეს პარლამენტს მოძრაობის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრებმა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას არ გეგმავს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია, რომ დრო იწურება და წარმატების მისაღწევად, მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაა საჭირო. "გუშინდელი საუბრის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მანდატებზე უარის თქმაზე დრო იწურება. ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელსაც მივყავართ გარკვეულ ლოგიკამდე, თუ რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მივდივართ თამაშის დასრულებამდე. ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე. მე მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. იქნება ეს კოვიდ 19-ის საკითხი თუ სხვა. ბევრი სიახლე არ მაქვს. მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება. გუშინ "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მე ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება

ცნობილია „სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება. კერძოდ, “ამნისტიის შესახებ“ პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170-ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა, 197-ე მუხლის (ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 197/1 მუხლით (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 203-ე მუხლის (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 2201 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 240/1 მუხლის (ელექტროან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 273/1 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 287/1 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული; დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და 211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაული. - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული; - უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს. ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით - კელი დეგნანი

„დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები ამაყად დგანან შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების გვერდით ერაყსა და ავღანეთში. "დიდი პატივია საქართველოს მხარდაჭერა ამ კეთილშობილ საქმეში და მრავალთა სულგრძელობისა და მხარდაჭერის წყალობით მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი პროექტის განვითარებას. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დემონსტრირებაა საქართველოს ერთგულებისა ვალდებულებისადმი, რომ ეს ვეტერანები არ უნდა იქნენ მივიწყებული და რომ ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ მათი სატარებელი არ არის. ეს დინამიური წამოწყებები ქართველ ხალხსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს უჩვენებს, რომ მათი მსახურება, ვინც ქვეყანას ემსახურა ერთობლივი პასუხისმგებლობაა" - ელჩი დეგნანი

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. მისივე განმარტებით, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. „ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც: 1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - დაზარალებულის თანხმობა; 2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა. 3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად“, - აღნიშნა სარჯველაძემ. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ინიციატივა ასევე ეხება ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა და იმ ადამიანებს, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. „საგანგებოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი სამი პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა. რაც შეეხება სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლები აღკვეთა, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას. ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით. რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებებიც. კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მას იხილავს საზოგადოება. როგორც აღინიშნა, ეს ინიციატივა წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში შევძლებთ, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული საზოგადოების უსაფრთხოებისა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები, რათა ამით შესაძლებელი გახდეს, რომ შევძლოთ სისხლის სამართლის ასევე ფუნდამენტური პრინციპის – ჰუმანიზმის აქტის განხორციელება ამ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია განსახილველი კანონპროექტით“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომლის განმარტებითაც, ამნისტიის კანონპროექტი სავარუდოდ, ასეულობით პატიმარს შეეხება.

არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით - ირანის პრეზიდენტი

არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰასან როუჰანის თქმით, აშშ-ში ყველაზე ურჩი და კანონის დამრღვევი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც მორალურ და ადამიანურ პრინციპებს მოკლებულია. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ტირანი, რომელიც არაფრის მიმართ არ გრძნობდა ვალდებულებას, ჩამოაგდეს. ამერიკელი ხალხის ხმა არის ხელშეკრულების ერთგულება და არა ხელშეკრულების დარღვევა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხის ნება შესრულდება. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველასთან, რომელთაც სურთ, აირჩიონ ურთიერთქმედების გზა“, - აღნიშნა როუჰანმა. როგორც ცნობილია, ირანი აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა 2018 წლიდან, როდესაც ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ შეთანხმებაში დაბრუნდება და მოხსნის სანქციებს, თუ ირანი შეასრულებს მის პირობებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს „დღეს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრები, რომლებიც ძალით იქნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად, უკვე პირადი განცხადებებით შედიან პარლამენტში. ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი და უკვე ჯერი იქნება პარლამენტზე, მიიღოს გადაწყვეტიელება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიულ პარლამენტად. სულ ყველა ვართ 36“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

ევროკავშირმა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა

2020 წლის 15 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვა. საქართველოს დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. ასოცირების კომიტეტზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასვხა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფირმაცია. ევროკავშირის მხარემ აღნიშნა ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც საქართველომ განახორციელა მრავალი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა ის საკითხები, რომელთა ირგვლივ მხარეები კვლავ გააგრძელებენ ერთიბლივ მუშაობას რეფორმების პროცესის გაძლიერებისთვის. აღსანიშნავია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდოამზე ევროკავშირის მხარემ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩატარდა თავისუფალ გარემოში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა იმუშაონ არჩევნებზე დაფიქისრებული ხარვეზების შემდგომი გამოსწორების მინიზნით. ევროკავშირის მხარემ გამოხატა მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საპარალემნტო სივრცეში წარმართვისა და და ხაზი გაუსვა პარალმენტის ეფექტიანი ფუნციონირების მნიშვენლობას. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის ანექსიური ნაბიჯები რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მხარეებმა აღნიშნეს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობა, ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების პროცესზეც. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა საკითხებზეც ისაუბრეს. კიდევ ერთხელ აღინიშა საქართველოს წვლილი ევროკავშირის სამხედრო მისიებში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მზაობას, გააგრძელოს ევროკავშირის მისიებში ჩართულობა. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხები, ისეთ სფეროებში როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხებზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა უსაფრთხიების საკითხებში. ევროკავშირმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, მათ შორის ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციის პერსპექტუვას. განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის სექტორულ თანამშრომლობის დღის წესრიგი, ისეთ მიმართულებებით, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. აღინიშნა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პროცესში და გამოიხატება ერთობლივ პროექტებში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების და გარემოს დაცვის სფეროებში. ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროკავშირისა და საქართველოს მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განვითარების ხედვები. კერძოდ აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, საფუძველი უნდა ჩაუყაროს პარტნიორობის ახალ სტრატეგიასა და ახალ მიზნებს, რომლებიც მასში მონაწილე თითოეული პარტნიორის - და განსაკუთრებით ასოცირებული პარტნიორების - მისწრაფებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს ასახავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერისტეტებში განათლების მიღების, ასევე ქართული უნივერსიტეტების ევროპულ უნივერსიტეტთა ქსელში ჩართვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედ უვიზო მიმოსვლაზე. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით. აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებათ ინფორმაცია ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის წესების შესახებ, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში. მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოცდილება. აღინიშნა ის აქტივობები, რომელსაც საქართველო ახორციელებს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა გამოყო კოვიდ-პანდემიასთან გამკლავების პროცესში. სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ევროკომისიამ და საქართველოს სამთავრობო უწყებებმა მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ, საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შინაგან საქმეთა პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვა უწყებების წარმომადგენლები. კომიტეტის შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის მოადგილემ და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ.

კახა კალაძე: შენობებში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ

"იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. "ეს არ იყო საცხოვრებელი სახლები, ეს იყო მშენებარე შენობა-ნაგებობები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები. იმ შენობებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცენული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული სახლები" - აღნიშნა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. თბილისის მერია აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ნაგებობის დემონტაჟი უკანონო მშენებლობებს უკავშირდება.