ეკონომიკა

ირანის ეროვნული ვალუტის კურსი ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა

ირანში, ეროვნული ვალუტის კურსმა აშშ დოლართან მიმართებით, კვლავ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. bonbast.com-ის ცნობით, ისლამურ რესპუბლიკაში ფინანსური ტრანზაქციების ისტორიაში პირველად, დოლარი თავისუფალ ბაზარზე 34 920 რიალად იყიდება. ევროს ფასმა 34 155 ათას რიალს გადააჭარბა. ირანის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ დადგნენ ვალუტის გაცვლის პუნქტებთან. ცენტრალურმა ბანკის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში მეწარმეებისა და მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდება.   

ევროკავშირი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ტექნოლოგიებში €3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ტექნოლოგიებში €3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.  ამ მიზნით, ევროკომისიამ „სუფთა ენერგიის“ ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მესამე კონკურსი გამოაცხადა.  კონკურსი ვადა 2023 წლის 16 მარტამდეა. პროექტების წარდგენა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისლანდიასა და ნორვეგიაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ.  „მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ დეკარბონიზაციის საერთო მიზნებზე, ინოვაციებზე სამრეწველო ელექტრიფიკაციასა და წყალბადის წარმოებაში, ასევე, სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე სამრეწველო წარმოებაში“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.  

„მარცვლეულის დერეფნით“ ერთ კვირაში, მილიონ ტონაზე მეტი სურსათის ექსპორტი განხორციელდა

გასულ კვირას უკრაინამ, მარცვლეულის დერეფნით 1,1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა. ამ დერეფნით ექსპორტზე, 309 ათასი ტონა ხორბალი გავიდა. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო იტყობინება, იუწყება Ukrinform. „მარცვლეულის დერეფნის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა ასეთია: უკრაინამ გაიტანა თითქმის 0,5 მილიონი ტონა სიმინდი და 309 ათასი ტონა ხორბალი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჯამური ტონაჟი კვირაში 1,1 მილიონი ტონაა“, - ნათქვამია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშში. მარცვლეულის დერეფნის ფარგლებში, საზღვაო გზით ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა. დიდი ოდესის პორტებიდან ჯამში 430 გემი გავიდა, აქედან 279 სიმინდითა და ხორბლით იყო დატვირთული.  ასევე წაიკითხეთ:  რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7491 ლარი გახდა

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7491 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.05 თეთრი შეადგინა."გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6760 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.49 თეთრი შეადგინა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1476 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0925 ლარი ეღირება.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 ნოემბრიდან შევა ძალაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია. "2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია. 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8%-ია. 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8%-ია. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. „საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა.ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 პროცენტი).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი).  

Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი იყო რუსეთის მხარე. Nord Stream AG-ს აქციების 51% ეკუთვნის „გაზპრომს“, რომელიც ორივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მფლობელია. ცალკე გამოძიებას ატარებენ ასევე შვედეთი, დანია და გერმანია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის გაზსადენი. ერთობლივი გამოძიების შესახებ ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე. „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ერთი მილი, მწყობრიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა.  ახლომდებარე ქვეყნების სამონიტორინგო სამსახურებმა სეისმური აქტიურობა დააფიქსირეს ავარიის რაიონში, რაც აფეთქებების ვარაუდის საშუალებას იძლევა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ გერმანიაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-იც რუსეთის გაზის ევროპაში ექსპორტისთვის აშენდა, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ამის შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში არ შესულა. ავარიის მომენტისთვის ევროპაში „გაზპრომის“ განცახდებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება, ტექნიკური მიზეზებით შეწყდა.  სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა

რუსეთში, ადგილობრივი წარმოების ახალი მსუბუქი ავტომობილების ბაზრის მოცულობა, 2022 წლის ოქტომბერში წლიურ ჭრილში 63,1%-ით შემცირდა და 43 308 ერთეული შეადგინა, რაც მიმდინარე წლის სექტემბერის მონაცემზე 2,5%-ით ნაკლებია. ბაზრის ლიდერი გასულ თვეში რუსული Lada იყო, რომლის გაყიდვების წილი ოქტომბერში 39,5%-მდე გაიზარდა. AtvoVAZ-ის მანქანების გაყიდვები წლიურად  24,1%-ით შემცირდა და 17 113 ათასი შეადგინა, ამავე დროს, 2022 წლის სექტემბერში, როგორც მანამდე ევროპული ბიზნესის ასოციაცია (AEB) იტყობინება, რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 20,641 Lada. გასულ თვეში ყველაზე პოპულარული მოდელი Lada Granta იყო – ამ მოდელის 10 978 მანქანა გაიყიდა. ოქტომბერში რუსეთში გაყიდვებში (4,316 ათასი მანქანა) მეორე ადგილი დაიკავა ჩინურმა ბრენდმა Haval-მა, რომელიც ყველაზე პოპულარული უცხოური ავტომობილი  გახდა. ხუთეულში ასევე შედის ჩინური Chery (3,838 ათასი ერთეული), სამხრეთ კორეული Kia (2,738 ათასი ერთეული) და Hyundai (2,72 ათასი ერთეული). 10 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 518 011 ათასი ახალი მანქანა კლება -59,6%-ია.  

იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით დაინტერესდნენ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ არველაძემ თბილისიში, ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმზე გამოსვლამდე მედიასთან განაცხადა.  ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია „ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოგისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებულნი. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითაც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ. ამასთან, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და  იაპონური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით, 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7676 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7309 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7491 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0182 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას "მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდებ , რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უნდა იყოს თებერვლის თვეში. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ჩვენ ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. ამავე დროს, მყარი არის ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს, ასევე საკმაოდ სწრაფად მოხდა ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების შემოსვლამაც თავისი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივთან დაახლოება, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს",- განაცხადა გვენეტაძემ. კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს  

ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

თანამედროვე პირობებსა და ახალ რელობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი იზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა SCO-ს წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.  თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, პერსპექტიული სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი კიდევ უფრო განვითარდება.  „აქტაუს პორტს აქვს საკმარისი პოტენციალი, იმისთვის, რომ ამ მარშრუტზე ჰაბი გახდეს. „ინდოეთი – სპარსეთის ყურის ქვეყნები – ირანი – ყაზახეთი – რუსეთი“. ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება თანამედროვე პირობებში ასევე იზრდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფისთვის. ამ მარშრუტის შესაძლებლობების გამოყენება და ტვირთების ტრანზიტის ერთობლივი ძალებით განხორციელება ტვირთების სტაბილურ მოცულობებსა და მდგრად გადაზიდვებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ალიჰან სმილოვმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეკორდული მოცულობა შეისყიდეს

მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, 2022 წლის მესამე კვარტალში, 1967 წლის შემდეგ პირველად, რეკორდული რაოდენობის ოქრო (399 ტონა) იყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. იუწყება Bloomberg-ი მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც სააგენტო წერს, წელს ოქროს ზოდების ფასზე ზეწოლა აშშ-ის ფედერალური ბანკის განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ მოახდინა, რამაც ინვესტორები აიძულა, ოქრო როგორც შემოსავლის მომტანი აქტივი, საბირჟო ვაჭრობის ფონდებში გაეყიდათ.  Bloomberg-ის ცნობით, ყველაზე მეტი ოქრო, თურქეთისა და ყატარის ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს. გარდა ამისა, იყო ასევე დაურეგისტრირებელი შესყიდვები დაწესებულებებიდან, რომლებიც WGC-ის მიხედვით, საერთო მონაცემის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. „ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რეგულარულად არ აქვეყნებენ მონაცემებს ოქროს შესყიდვების შესახებ“, - წერს Bloomberg-ი. „ყველა ოფიციალური დაწესებულება საჯაროდ არ აქვეყნებს ოქროს ფლობას ან ამას დაგვიანებით აკეთებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შემდგომი დაურეგისტრირებელი შესყიდვების შესაძლებლობა“, - ნათქვამია WGC-ის კვარტალურ ანგარიშში.  

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა

Forbes USA-მა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა.  13-მა სპორტსმენმა, მოცეკვავემ და ხელოვანმა, ყველაზე „მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების“ ამჟამინდელ რეიტინგში წელს რეკორდული $1,6 მილიარდი გამოიმუშავეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 72%-ით მეტია.  Forbes-ი ველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგს 2001 წლიდან აქვეყნებს.  სიის სათავეშია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი. ის 1973 წელს პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ 2022 წლის აგვისტოში $500 მილიონი Middle-Earth Enterprises-ის ბრენდის გაყიდვიდან „მიიღო“, რომლის მეშვეობითაც ვიდეო-თამაშებზე, საქონელზე და სხვა ინტელექტუალურ საკუთრების უფლებები იმართება. სავაჭრო ნიშანი შვედურმა ჰოლდინგმა Embracer-მა იყიდა, რომელიც კომპიუტერულ თამაშებზეა სპეციალიზებული. ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგში მეორეა, კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, რომელმაც 2022 წელს $400 მილიონი „გამოიმუშავა“ Coca-Cola-ს სპორტული სასმელების ბრენდის BodyArmor-ის წილის გაყიდვით.  როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი, კვლავ უაღრესად ძვირადღირებული ბრენდია. მომღერლის გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ მისი ქონება $110 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ თანხის ლომის წილი, გრეისლენდში ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვით მიიღეს. ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულმა ფილმმა „ელვისმა“ მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes USA წერს, რომ ზოგადად, „წარსულის მუსიკას“ ინვესტორები შემოსავლის საიმედო წყაროდ მიიჩნევენ. ამგვარად, მთლიანი შემოსავალიდან 1,6 მილიარდი დოლარიდან, რეიტინგის ცხრა მუსიკოსმა თითქმის 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის, დევიდ ბოუიმ $250 მილიონი, მაიკლ ჯექსონმა $75 მილიონი, Hallelujah სიმღერების ავტორმა, ლეონარდ კოენმა $55 მილიონი. რეიტინგის შედგენისას Forbes USA ეყრდნობოდა Luminate-ის, IMDbPro-ს, NPD BookScan-ის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს ინდუსტრიის ინსაიდერებთან. რეიტინგში შემოსავალი, 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდეა გათვალისწინებული.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7676 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7491 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7557 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული.  ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2022“ (OGT-2022) განაცხადა.  ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობას უხსნის.  

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება - 18,6 პროცენტით შეუმცირდა.  1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით ნაკლებია.  „გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, ჩინეთში, გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაიზარდა. მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას“, - ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.  

საქსტატი: 2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ფასი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა

2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 2.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.    შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები.   გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია.   ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.   შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.   აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 84% ით გაიზარდა და 190 მლნ დოლარამდე შეადგინა.

1 აშშ დოლარი 2.7754 ლარი გახდა

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7754 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.04 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7557 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1491 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2009 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ელი ნოემბრიდან შევა ძალაში.