სამართალი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებულუ ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

თბილისში, აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში შვიდი პირი დააკავეს. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნაძალადევის რაიონში, ი.გ.-ის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ორი მჭიდი და რვა ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზეა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული ლ.ც. თიანეთში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს. რაც შეეხება 1994 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ.ბ.-ს, იგი ამავე ბრალდებით დააკავეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ერთი ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა – ე.წ. „გეკო“. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.  

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულები, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ამხელდა დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა პროკურორმა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს, მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი „სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ „ქეისს" გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა“, - წერს დოროყაშვილი.  საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს მანამდე, სოციალურ ქსელში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.  „გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად“,- წერს აბაშიძე.  როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, „მსხვერპლი ქალის მონელების უფლებას“ არავის არ მისცემენ და ნელი დოროყაშვილის დაცვა გაგრძელდება.  ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, არ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დაზარალებულის შევიწროების ფაქტები. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ფაქტები. ასევე, არ დადასტურდა გენდერული ნიშნით დაზარალებულის კონტროლი, პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში (2018 წ) და საქართველოში (2019წ) განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვიანობას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდებშიც უტყუარად არ დადასტურდა პირის ბრალეულობა. 2020 წლის 21 მაისის, ე.წ. ავჭალის ეპიზოდში, ასევე არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა”,- აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი

ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი ეს იქნება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი მედიასთან, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას... მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა", - განაცხადა ბასილაშვილმა.  ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის სხდომაზე, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.

შსს-მ თაღლითობის ფაქტზე ტყიბულში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი.  

საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის“ ჯგუფის აკრძალული საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა: შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9; წითელი წიწაკა - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შპს „გემო“-ს და ი.მ. „შორენა კაპეტივაძე“-ს აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს. საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია. “სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად. სააგენტო, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში. 2019 წელს სააგენტოს მიერ გამოკვლეული 10 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა წითელი წიწაკის 9 ნიმუშში; 2020 წელს - 21 ნიმუშიდან აკრძალული საღებავები აღმოჩნდა 9 ნიმუშში; 2021 წელს გამოკვლეული 33 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა. კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები წითელი წიწაკის იმპორტისას. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროკურატურამ თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. "თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს შვიდ საათზე გამოცხადდება

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს 7 საათზე გამოცხადდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების განხილვას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, სადაც მოთხოვნილი აქვს სადავო ნორმების შეჩერება. სახალხო დამცველი, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარე, ამ დროისთვის, მის სამ კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს სადავო ნორმის შეჩერებას. "ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან 2, უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, 1684-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირთათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვას. #1724 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად. სახალხო დამცველის 1700-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითა: ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არა-ნებაყოფლობით მივლინების ვადები; ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები, რომ ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედმა მოსამართლეებმაც. თავის მხრივ, ამ სარჩელების საფუძვლიანობა გაიზიარა ვენეციის კომისიამაც", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს იწურება.  

ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სხვადასხვა ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ  ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში,  არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.       რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.  სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მერის წარმომადგენელმა, რომელიც საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019-2021 წლებში მუშაობდა, 2020 წელს შეადგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მამამისზე გაცემული იყო საგურამოში მდებარე 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, მცხეთის მერის წარმომადგენლის მამა 500 000 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა. "მცხეთის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) და სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის მამას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. ორივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ. პროკურატურა ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს. დღემდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 83 პირი, მათ შორის 6 საჯარო მოხელე და სახელმწიფოს 5 033 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა

„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რადგან, ჩემი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. ამით მოხდა მისი ინტერესების დარღვევა“, - ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის არ დაარღვევს მოსამართლისთვის მიცემულ პირობას და არ ისაუბრებს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. ამასთან, როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს.  ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა შუამდგომლობის სახით ცხრავე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატები ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა, დანაშაულის განმეორებასაც ჰქონოდა ადგილი. შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. მათ შორის კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიღიტაშვილიც, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს და ამავე კომპანიის ინსპექტორ დავით თუშიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. 2 კერძო ელექტროშემდუღებელს გიორგი გობეჯიშვილსა და ვალერი გობეჯიშვილს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისა და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.  

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. ბრალდებული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა. მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე, დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს. ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს "გვაქვსმოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული", - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძემ. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.