სამართალი

პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.  

კლინიკის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ექიმი: გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა

"გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა - მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი", - ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულმა ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა „შეშინება მინდოდა და კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა და მხარში მოხვდა, მისი მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა, კონდიციონერის პულტი არ მივეცი, რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა, მითხრა, ერთ კვირაში ახალ კონდიციონერს დაგიდგამო და ამაზე დაიწყო უშვერი სიტყვები. ამ ასაკის კაცს, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, იარაღს სახლში არ ვტოვებდი, მეშინოდა შვილიშვილების, სამსახურში ვინახავდი, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი. განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც დამალვა მიცდია, იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე და ვუჩვენე. დამნაშავედ ვცნობ თავს, მან მიბიძგა დანაშაულისკენ. პოლიციაშიც ნამყოფი არ ვარ, სპორტსმენი ვარ ძველი, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - განაცხადა ბეჟანიძემ. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.  

პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  06 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი “ Hyundai Elantra”-ს მარკის ა/მანქანით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.  

შსს-მ მეტრო „მარჯანიშვილთან“ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.  „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ არის გადაღებული და სადაც 2 პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული.  

შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.  ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.    

ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორს, გიორგი გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  „52 წლის კაცი კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შემოიყვანეს. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა. კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა სავარაუდოდ, კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

თბილისში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი, გიორგი გალდავა დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თანამშრომელმა ექიმმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. გიორგი გალდავას ოპერაცია უტარდება.  

შემოსავლების სამსახური: ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა

ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი (ვალუტა – აშშ დოლარი, რუბლი, ევრო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას” მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-მუხლის შესაბამისად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა

„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნიბით, საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინაგამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.  

უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. "ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- აცხადებს დაღუპული ბავშვის დედა მაია ინჯგიამ. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.   

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ამასთან, ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა შეეთავაზა, რასთან დაკავშირებითაც, მან თანხმობა განაცხადა.  ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. პროკურატურის ვერსიით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. "ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

ივლისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ივლისის თვეში 15861 კოლოფი და 36 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 167 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 5 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 80 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.  

იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას "Demaclenko" ავრცელებს. იტალიური კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. "საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის განკარგულებით საბოლოო ლეგიტიმაცია მიეცა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევებით ჩატარებულ განსაკუთრებით დიდი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანია შპს "ემ თი ეიმ" წარმართა. საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟს. აღნიშნული მიზნით, სავარაუდო კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან იგეგმებოდა 137,828,652.00 ლარის გადახდა, რაც დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 47 მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.სახელმწიფო შესყიდვის პროცესში უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა), ასევე იტალიური კომპანია "დემაკლენკოს“ უფლებები, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მონტაჟის სფეროში მსოფლიოში არის ცნობილი და საქართველოშიც აქვს განხორციელებული რამოდენიმე წარმატებული პროექტი.გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:1. „დემაკლენკომ“, კონკურენტ კომპანია ,,ტექნოალპინთან“ შედარებით, წარადგინა 45 მლნ ლარით იაფიანი შეთავაზება. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, გაურკვევლი და კანონით გაუთვალისწინებელი პროცედურით მოხდა ტექნოალპინის შეთავაზების შემცირება. შემცირების მიუხედავად, დემაკლენკოს შეთავაზება სახელმწიფო ბიუჯეტს მაინც ბევრად ნაკლები თანხა უჯდებოდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიად მაინც „ტექნოალპინი“ გამოცხადდა;2. „დემაკლენკოს“ აქტიურობამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა იძულებული გახადა შპს ,,ემ თი ეი“, საქართველოს მთავრობა და „ტექნოალპინი“ მთლიანობაში დაახლოებით 47 მილიონი ლარით შეემცირებინათ 137 მილიონ ლარიანი შესყიდვა;3. ცალსახაა სერიოზული გადაცდომები პროექტის მომზადების პერიოდში, რომლის ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად მთლიანად მოერგო კონკურენტ Technoalpin-ზე.4. 2018 წლიდან ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შესაბამისად, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ ჩატარდა არაკონკურენტული, არაგამჭვირვალე, დაჩქარებული შესყიდვა გამარტივებული წესით? შესყიდვის ეს ფორმა იმთავითვე ხომ არ იქნა დაგეგმილი კორუფციული სქემების გაადვილების მიზნით?5. აღნიშნული შესყიდვის პროცესში დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ყველა ძირითადი პრონციპი:ა) ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებუელბად განისაზღვრა ობიექტურ ღირებულებაზე 47 000 000 ლარით მეტი ფასი.ბ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება - ელექტრონული ტენდერის ნაცვლად ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა;გ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა - უპირატესობა მიენიჭა კომპანიას, რომელზეც იმთავითვე იქნა მორგებული შესყიდვის პირობები;დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა - შესყიდვის პროცედურა არ ჩატარდა საჯაროდ და გამჭვირვალედ.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია Demaclenko:1. სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვს შპს ,,ემ თი ეი“- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროთ 11 699 870 ლარის გადახდა;2. მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;3. წერილობითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს;4. მიმართავს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს;5. გამოიყენებს სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი უფლებების დასაცავად.კომპანია Demaclenko-ს ინტერესებს ,,კოჟორიძე და იურისტები“-ს ადვოკატები დაიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.  

თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქები, შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. „საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. გამოძიების პროცესში, ზემოაღნიშნული ობიექტებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით მედიკამენტი. დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი - წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ყალბი უკრაინული პასპორტით საფრანგეთში ბინადრობის მოწმობის აღება სცადა

საქართველოს მოქალაქემ ყალბი უკრაინული პასპორტით საფრანგეთში ბინადრობის მოწმობის აღება სცადა, იუწყება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ნიცაში გასულ კვირას მოხდა. 60 წლის კაცმა საფრანგეთში დროებითი ბინადრობის მოწმობის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართა. უკრაინის მოქალაქის პასპორტმა, რომელიც კაცმა წარადგინა, ეჭვი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, რის შემდეგაც მოქალაქე დააკავეს. დაკავებისას კაცმა აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეა და ყალბი დოკუმენტი 500 დოლარად შეიძინა. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთში კიბოს სამკურნალოდ ჩავიდა. დაკავებულს ოცდაათი დღის განმავლობაში საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება დაევალა.

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 524,94 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 154,61 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 42 154,61 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ უწყებაში.  

აშშ-მ $300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის თაღლითური სქემა გამოავლინა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა (SEC) $300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის თაღლითური სქემის შექმნისა და მისი მოქმედების ხელშეწყობისთვის 11 ადამიანს დააკისრა პასუხისმგებლობა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებულთა შორის იყო სქემის -  Forsage ოთხი დამფუძნებელი. ბოლოს არსებული ცნობებით, ისინი რუსეთში, საქართველოსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ. რეგულატორები ამტკიცებენ, რომ სქემის ამუშავება სულ მცირე 2020 წლის იანვარში დაიწყო. მათი თქმით, ვებგვერდ Forsage.io-ს შემქმნელებმა, სავარაუდოდ, თაღლითურად მოიპოვეს სახსრები მილიონობით საცალო ბაზრის ინვესტორებისგან აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ინვესტორები ტრანზაქციებს „ჭკვიანი კონტრაქტების“ საშუალებით ახორციელებდნენ.