ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკის ოლქში, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში, რუსეთის არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში, რუსეთის არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა", - ნათქვამია ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების 400 ჯარისკაცი გაანადგურეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს. ინფორმაციას UzDaily.uz ავრცელებს. „უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ირანის პორტ ჩაბაჰარის გავლით უნდა მოხდეს. ეს საკითხი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და უზბეკეთის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.  მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ უზბეკეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის იზრდება და მოკლევადიან პერსპექტივაში $1 მილიარდს შეადგენს. „მარშრუტის მიზანია ასევე უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის ფარგლებში, რომელიც წელიწადში 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს“, - წერს თურქმენეთის მედია წყაროზე დაყრდნობით.   

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ტურისტი დაიღუპა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ტურისტული მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილია, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  

კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ. "ამ დრომდე კალანდაძეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები გააუქმა

ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა გააუქმა. ამსი შესახებ მედია ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იერბოლ კარაშუკევმა მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა 5 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაწესდა.  19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა.  31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა.  მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა.

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის - ფარვიზ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40 პროცენტით გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა რუმინეთის საერთაშორისო გაზის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.  აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის „თუ გასულ წელს მიწოდების მოცულობამ 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს მიწოდება 40 პროცენტით გაიზრდება და თითქმის 11,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დიდი მოცულობით უზრუნველვყოთ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.  ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რაც ევროპას ენერგომომარაგების თვალსაზრისით შეექმნა“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

სენაკში, „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში სამხედრო ფიცი დადეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. "ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დამსაქმებლები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა რეზერვისტებს, დამსაქმებლებს და მერიის წარმომადგენლებს სიგელები და სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ 101-ე კადრირებული ბატალიონის დაზვერვის ოცეულმა საჩვენებელი ტაქტიკური დავალება განახორციელა. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში - ივანე ჩხაიძე

წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. “გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე- ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.  

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის

ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია.   ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, - განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა.  შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, საიდანაც 13,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იტალიამ მიიღო, რაც „ხელს უწყობს მთელი კონტინენტისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას“. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ქართულ ბაზარზე პურის ფასი მცირდება

ქართულ ბაზარზე პურის ფასი მცირდება. როგორც ცნობილია, კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები 10 თეთრით უკვე შეამცირა. ამასთან, პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ხორბლის ფასმა და შესაბამისად, ფქვილის ფასმაც დაიკლო. "ამ ფონზე მეპურეების მხრიდან გამოიკვეთა მზაობა, რომ პურის ფასმა, პირველადი მოთხოვნილების სეგმენტზე დაიწიოს", - აცხადებენ პურის მწარმოებელთა ასოციაციაში.  

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ.  მიხაილო პოდოლიაკი: რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო „რეფერენდუმი“ HIMARS-ს შეაჩერებს „რუსეთის ძალები ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხერსონში გაძლიერდა ადმინისტრაციული-პოლიტიკური რეჟიმი. მიმდინარეობს  სახლების შემოწმება და ფსიქოლოგიური ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.  ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ.  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.  შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.  

ქუთაისში, მარიუპოლიდან დევნილი რამდენიმე მოქალაქე გაქურდეს

ქუთაისში უკრაინელი, მარიუპოლიდან დევნილი რამდენიმე მოქალაქე გაქურდეს. როგორც ცნობილია, წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები. მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლი იმ დროს გაქურდეს, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.   

უზბეკეთი რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებას აჩერებს

უზბეკეთში რუსეთის საგადახდო სისტემის Mir-ის ბარათების სერვისი ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა. ამის შესახებ რესპუბლიკური გადამამუშავებელი ცენტრი UZCARD იტყობინება. თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს „UZCARD-ის გადახდის სისტემის მონაწილის მხრიდან აუცილებელ ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებით, 2022 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან აჩერებს Mir ბარათების მომსახურებას UZCARD PS-ის ინფრასტრუქტურაში და UZCARD 0-ის მუშაობას. მირმა ბარათები საზღვარგარეთ დააფიქსირა“, - ნათქვამია შეტყობინებაში. უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე UZCARD-Mir co-baged ბარათები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 56 060 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება "განადგურებულია 2254 ტანკი, 4796 ჯავშანტექნიკა, 1355 ერთეულ საარტილერიო სისტემა, 326 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემა, 170 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა, 254 საბრძოლო თვითმფრინავი, 219 ვერტმფრენი, 950 ერთეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატი", - ნათქვამია ინფორმაციაში. აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუმინეთი NATO-ს პროგრამის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და იორდანიას თავდაცვის გასაძლიერებლად $1,4 მილიონს გამოუყოფს

  რუმინეთი, NATO-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის (DCB) ფარგლებში, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და იორდანიის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად $1,4 მილიონს აშშ დოლარს გამოუყოფს. რუმინეთი სატრასტო ფონდიდან, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად $600 ათას დოლარს მოლდოვას, $400 000 უკრაინას, $300 000 საქართველოს და იორდანიას $100 000 გადასცემს. „გადაწყვეტილება შეესაბამება რუმინეთის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ინტერესებს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერის კუთხით“, - ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.  

სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ

სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.  სოსო გოგაშვილი: არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ. ამასთან, 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ასევე დაყადაღებულია გოგაშვილების უძრავი ქონებებიც, მათ შორის საცხოვრებელი სახლი. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს  

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანზე, იერიში მიიტანეს

  ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დონეცკის მხარეში, უკრაინის სამხედრო ძალები, ქალაქ ლიმანზე შტურმს ახორციელებენ. ქალაქი ლიმანი, რუსეთის არმიამ 2022 წლის მაისში დაიკავა. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. „თუმცა უკრაინა ახლა ზეწოლას ახდენს იმ ტერიტორიაზე, რომელზე კონტროლიც რუსეთისთვის თავისი მიზნების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი. მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.  

ისრაელის მედია: უკრაინამ დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო

ისრაელის გამოცემა Zman Yisrael იტყობინება, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, ისრაელის დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო. საჰაერო ძალების სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონები გაანადგურეს გამოცემის წყაროს თქმით, ამ სისტემების გაყიდვები პოლონეთის გავლით ხორციელდება, რადგან ისრაელს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვა აკრძალული აქვს. ისრაელი ანტიდრონების სისტემებს ღაზას, ლიბანისა და სირიის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოსაჩენად იყენებს.  „როგორც ჩანს, მთავრობა თვალს ხუჭავს გაყიდვაზე და გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს გარიგება მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რომლის ექსპორტიც კიევში, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს აუკრძალა“, -წერს ისრაელის მედია.  გამოცემის თანახმად, ამ სისტემების ექსპორტის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ გაყიდვა განხორციელდა პოლონეთში და, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ვარშავა შუამავალის ფუნქციას ასრულებდა კიევში იარაღის გადასატანად.   ისრაელი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია ანტიდრონის სისტემების დიზაინსა და წარმოებაში. ამ ტექნოლოგიების წარმოებაში მინიმუმ ექვსი კომპანიაა ჩართული, მათ შორის: IAI, Elbit Systems, MCTECH, Avnon Group და Spear-ი.   

დმიტრო კულება: შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებმამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „პროპაგანდისტული მარკებით“ სავსე გამოსვლის შემდეგ, გაეროს სესია მაშინვე დატოვა.  „მე შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - თქვა კულებამ. აღსანიშნავია, რომ ლავროვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნება, საათნახევრით დაიგვიანა. თავის გამოსვლაში ლავროვმა განაცხადა, რომ „უკრაინა საბოლოოდ გადაიქცა ნეონაცისტური ტიპის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. რუსმა დიპლომატმა აშშ-ის ვიზა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად მიიღო.