ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს

"კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი -  ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ამას ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. „ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლოების 88 პროცენტისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ. რეალურად, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინაზე საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოსაა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება ევროპის მთლიან უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა  

სალომე ზურაბიშვილი: იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას

ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში. ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა

იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სერჯო მატარელას თქმით, საქართველოს და იტალიას ორმხრივი ურთიერთობის საუკეთესო ისტორია აქვთ. ეს ურთიერთობა ისტორიულ მეგობრობას ემყარება და ის ყოველთვის ვითარდება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კი ამის დადასტურებაა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. სერჯო მატარელამ განაცხადა, რომ თბილისსა და რომს საერთო პოზიცია აქვთ, როდესაც საქმე ეხება ომის დაგმობას და ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას. „პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ 1992 წელს და გასულმა 30 წელმა გააღრმავა ჩვენს შორის ურთიერთობა. თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რაც გულისხმობს ომის დაგმობას, მშვიდობიან თანაარსებობას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარებას. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას უდიდესი გამოძახილი აქვს რეგიონში, რამაც კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოს და ევროპას შორის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ის ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ლოგიკურია, რომ მას სურს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა. სერჯო მატარელას თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ყველას ეხება, რადგან არსებული გამოწვევები ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. „შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას. ეს ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივი ურთიერთობა - ეკონომიკური, კულტურული, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით, შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ამ ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ურთიერთობების გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის. ასევე, მნიშნელოვანია არქეოლოგიური მისიების საქმიანობა“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა. საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინაშე უკრაინის პოზიციები გააძლიეროს - თეთრი სახლი

შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსული შეიარაღებული აგრესიის წინაშე უკრაინის პოზიციები გააძლიეროს. „ისინი [უკრაინელები] იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა. „ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის რეგიონში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ჯარების რაოდენობის გაზრდით და საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი საშუალებების დამატებით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები ბალტიის ქვეყნებში, ჯარების რაოდენობის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, შოლცი ეწვია NATO-ს ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია

ექსპორტის სრული შეჩერებისა და შიდა მოთხოვნის შემცირების გამო, რუსეთში, ადგილბრივ ტყვიის ქარხნებში ორთვიანი მარაგი დაგროვდა. ზოგიერთი ბიზნესი დახურვის პირასაა. ამის შესახებ რუსული მედია ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა ცნობილია, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირში მარტში პრაქტიკულად შეჩერდა. სანქციების ფონზე ლოჯისტიკასთან და ბანკთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთში წარმოება შემცირდა. 10 ივლისიდან კი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით ნედლი ტყვიის ექსპორტი ამ ბაზარზე ოფიციალურად იკრძალება. სხვა ქვეყნებში ტყვიის ექსპორტისთვის 2022 წლის 16 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით მწარმოებლებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვები ჯერ არ გაუციათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეჩერება უფრო მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა ომის დანაშაულის საპასუხო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებისა და ამ ქმედებების ბელარუსის მხრიდან მხარდაჭერის, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების ფონზე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება როგორც რუსეთის, ასევე ბელორუსის მიმართ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „პაკეტის საშუალებით, დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, ვაძლიერებთ შეზღუდვებს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ უფრო მეტ რუსულ ძირითად ბანკს ვთიშავთ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. ასევე სანქციებს ვუწესებთ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებელ პირებს და ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. სანქციების შეთანხმებული პაკეტი მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობების ეფექტიანად აღკვეთას ისახავს მიზნად. ნავთობი ევროკავშირმა რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი. გარდა ამისა, ბულგარეთი და ხორვატია ასევე ისარგებლებენ დროებითი გამონაკლისით რუსეთის ნედლი ნავთობისა და ვაკუუმური გაზოილის საზღვაო იმპორტთან დაკავშირებით. SWIFT-ის სისტემიდან რუსეთისა და ბელარუსის დამატებითი ბანკების გათიშვა ევროკავშირი SWIFT სისტემასთან დაკავშირებით არსებულ აკრძალვას დამატებით ავრცელებს რუსეთის სამ საკრედიტო ინსტიტუტზე - SWIFT-ის სისტემიდან ითიშება უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი; მაუწყებლობა ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. აღნიშნული სტრუქტურები რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტები უკრაინაში ინტერვენციის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, პროპაგანდის ჩათვლით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. ძირითადი უფლებების ქარტიის შესაბამისად, ეს ზომები ხელს არ შეუშლის ამ მედიასაშუალებებს და მათ თანამშრომლებს, ევროკავშირში მაუწყებლობის გარდა სხვა საქმიანობა განახორციელონ, მაგალითად კვლევა და ინტერვიუები. ექსპორტის შეზღუდვები ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. სიაში დამატებით შევლენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული ორგანიზაციები. ევროკავშირი ასევე გaაფართოვებს იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიების სიას, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას. აღნიშნულ სიაში შევა 80 დასახელების ქიმიკატი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის წარმოებისთვის. საკონსულტაციო მომსახურება ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკონსულტაციო მომსახურებას; ინდივიდუალური სიები გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა სანქციების დაწესება დამატებითი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ: ვინც პასუხისმგებელია ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე; სიაში ასევე შეყვანილია ის პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვანი ბიზნესმენებიის, ოლიგარქების ოჯახის წევრები და კრემლის ოფიციალური პირები, ასევე თავდაცვითი კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები. ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რუსეთში იძულებით გაყვანილი უკრაინელი პირების უსაფრთხო დაბრუნება. „ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. შესაბამისი სამართლებრივი აქტები ოფიციალურ ჟურნალში მალე გამოქვეყნდება.  

IDS ბორჯომი: სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაიწყო მედიაციის პროცესი, პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას

კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ „IDS ბორჯომი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა გაუგებარია პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია. კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას“, – აცხადებენ კომპანიაში. „IDS ბორჯომში“ განაცხადეს, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს „IDS ბორჯომი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ცნობისთვის, „IDS ბორჯომი საქართველოს" ერთ-ერთი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. პიკეტირების დროს აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ქარხნის ტერიტორიიდან არ გაეშვათ ავტობუსი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა.  ასევე წაიკითხეთ: „IDS ბორჯომი“ კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: მზად ვართ ღია დიალოგისთვის  

აგრესორის მიმართ ნებისმიერი დათმობა იქნება გზა ახალი ომისკენ - გაეროში უკრაინის ელჩი

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ გააკრიტიკა პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც უკრაინას ომის შეჩერების მიზნით რუსეთთან დათმობებზე წასვლას ურჩევენ. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კისლიცამ განაცხადა, რომ თუ ახლახან ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება, რუსეთი მათ განახლებული თავდასხმების ახალ დასაყრდენად გადააქცევს. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმეორებთ, რომ ნებისმიერი „დათმობა“, რომელსაც ზოგიერთი „კეთილმოსურნე“ ახლა გვირჩევს, იქნება მხოლოდ გზა ახალი ომისკენ. ძალადობის იგივე მასშტაბით და უფრო ახლოს ჩვენს საზღვრებთან“, - განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, პუტინის რუსეთი უნდა დამარცხდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ახლა ყველაზე მაღალ ფასს იხდის. „ხალხისთვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამოკიდებულია მარცვლეულის მარაგებზე ჩვენი რეგიონიდან. და, რუსეთის ხალხისთვისაც, რომელიც უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული ერების ოჯახს მისი „დეპუტინიზაციის“ შემდეგ“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების აქციის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლობის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეეცდებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.

ოპოზიციონერებზე თავდასხმის თემის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია, ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. `ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტებია ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია, რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა

დახვედრის ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას. ამასთან, ოფიციალური დახვედრის ცერემინიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიიის რესპუბლიკას დღეს ეწვია. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს იწყება  

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას დამატებითი ზომებით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიებისთვის, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მხარდაჭერის მეორე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. „რუსულმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის და გლობალური საზოგადოება ერთად იმუშავებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა დომინიკ რააბმა. პაკეტის თანახმად, სხვა მექანიზმებთან ერთად, პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, რომელიც განთავსებულია ჰააგაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ICC-ს შორის ინფორმაციის სწრაფ გაზიარებას უხელმძღვანელებს.  ამასთან, განხორციელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების უწყვეტი თავდაცვის ანალიზი და მონიტორინგი, ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულების დაცვის  ჩათვლი.  როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 952 PCR ტესტით. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.  

ჯანდაცვის მინისტრი მალდიველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის, სოციალური სერვისების მინისტრსა და განათლების მინისტრს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა სტუმრებს, სოციალური მიმართულებით სამინისტროს გამოცდილების გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ბავშვთა ზრუნვის, მოწყვლადი ჯგუფების, ძალადობის მსხვერპლი პირების დაცვის და შშმ პირთა სერვისებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ წარმატებას. უწყების ცნობით, დაგეგმილია დელეგაციის წევრების ვიზიტი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც ისინი იმ სერვისებს გაეცნობიან, რასაც სააგენტო მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს. ამასთან, შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ესწრებოდნენ.  

მელიტოპოლის მერი: რუსი სამხედროები თითქმის ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მელიტოპოლის თითქმის ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ, რადგან დამპყრობლებს უკრაინის არმიის შეტევის ეშინოდათ. „დამპყრობლებმა დატოვეს მელიტოპოლის რეგიონის თითქმის ყველა საგუშაგო. გმირი უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რაშისტებისგან დასახლებების გასათავისუფლებლად. რუსმა დამპყრობლებმა დაბლოკეს უკრაინული კომუნიკაციები და ინტერნეტი მელიტოპოლში", - აცხადებს ფედოროვი. ამასთან, მელიტოპოლის მერმა მიუთითა, რომ უახლოეს თვეებში ქალაქის დეოკუპაცია დასრულდება, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: პუტინის განცხადებები ცინიკური ხდება

"რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა​ „ტვიტერში“ დაწერა. „კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა, ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წერს CNN. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი „ესაა მორიგი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს უკრაინის მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი ნიკოლაევში", -აცხადებს ბორელი. მისი თქმით. ეს სარაკეტო დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ დაპირებებს რომ უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა გაჩნდებოდა. „დეზინფორმაცია, რომელსაც პუტინი ბრალდებების უარყოფისთვის ავრცელებს, სულ უფრო და უფრო ცინიკური ხდება“, - აღნიშნავს ბორელი. ნიკოლაევის მერის ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 4 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ხანძარი გაუჩნდა მარცვლეულისა და ფქვილის საწყობებს. ხანძრის ჩაქრობა 6 ივნისამდე გაგრძელდა. კვირას სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ ტერმინალი ცეცხლშია გახვეული. ნიკოლაევი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მარცვლეულის რეგიონის გვერდით მდებარეობს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

თურქეთში NATO-ს სამხედრო წვრთნები საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ NATO თურქეთში სამხედრო წვრთნებს 20-28 ივნისს ჩაატარებს. Ramstein Dust II-2022 (RADU II-22), NATO-ს მზადყოფნის წვრთნები, ქალაქ კონიაში, მე-3 მთავარ რეაქტიულ ბაზაზე ჩატარდება.  NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო სამინისტრომ აღნიშნა, რომ სწავლება საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება. NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს

"გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, რუსული ძალები აღმოსავლეთ რაიონების ოკუპაციას განაგრძობენ. „რუსეთის უფრო ვრცელი გეგმა, როგორც ჩანს, არის სევეროდონეცკის ტერიტორიის იზოლირება როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან.მაისში რუსეთმა პოპასნაიას სამხრეთით უპირატესობას მიაღწია, თუმცა მისი პროგრესი ამ მხარეში გასულ კვირას შეჩერდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი