თეგი: აშშ

ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე, - განაცხადა აშშ-სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.     „ამ კვირაში კიევში ჩავიდა აშშ-ის სამხედრო დახმარების სამი გზავნილი, რომელშიც ჯაველინის დამატებითი რაკეტები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, 283 ტონა საბრძოლო მასალა და არალეტალური აღჭურვილობა იყო უკრაინის ფრონტის მცველებისთვის.   მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მეტი დახმარების გაცემა. კონგრესს შევატყობინეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ხუთი მი-17 ვერტმფრენი გადავცეთ. დამატებით, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში განთავსებული 8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის გადასროლისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ NATO-ს საპასუხო ძალებს სწრაფად დავუჭიროთ მხარი თუ მოხდება მისი აქტივაცია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მოკავშირეთა აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.   ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას მკაცრი ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. ჩვენი საპასუხო ქმედებების ფარგლებში მზად ვართ, დავაწესოთ კონტროლი ექსპორტზე, რასაც გრძელვადიანი შედეგი ექნება და რუსეთს ააცილებს სტრატეგიული ამბიციების მისაღწევად საჭირო პროდუქტებს.   ვგეგმავთ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შედეგებთან გასამკლავებლად. ვდგამთ რა ნაბიჯებს, რომ გლობალური ენერგიის მიწოდება არ შეწყდეს - ესეც უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე.   ყველაფრის გათვალისწინებით, გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ქმედებებმა რუსეთის წინაშე არსებული არჩევანი უფრო ცხადი გახადა. ჩვენ წარმოვადგინეთ დიპლომატიური გზა. ჩვენ წარმოვადგინეთ მძიმე შედეგების წყება თუ რუსეთი დამატებით აგრესიას აირჩევს. ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მხარდაჭერა. და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ყოველმხრივ ერთიანნი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვრად წინსვლას და მზადებას. რუსეთს რჩება გზა, გადაწყვიტოს, როგორ გვიპასუხოს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ“, - სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.   რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.  

ვენდი შერმანის თქმით, შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის, მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის

შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა, გამოიყენოს ძალა უკრაინის წინააღმდეგ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის, მიუხედავად ზეწოლის კამპანიისა, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა. შერმანმა, რომელიც ამ თვის დასაწყისში შეხვდა რუს კოლეგას ვენაში, აღნიშნა, რომ პუტინის გეგმაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 4 პეკინის ზამთრის თამაშებმა, რომელსაც შეერთებული შტატები და რამდენიმე მოკავშირე ბოიკოტს უცხადებენ. შერმანმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის - „სრული შეჭრიდან“ დაწყებული, დამთავრებული „ჰიბრიდული თავდასხმებით ან დივერსიით, საბოტაჟით“. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.  

კელი დეგნანი: საზღვრის უფრო ეფექტიანად გაკონტროლების მიზნით, აშშ საქართველოს ერთგულად ეხმარება

აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს იმ სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაში, რომლის მეშვეობითან ხდება ქვეყნის საზღვარზე ტვირთისა და საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა და დაამატა, რომ შედეგად საზღვარი უფრო ეფექტიანად გაკონტროლდება და ქვეყნისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტანს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს. „საბაჟოს საერთაშორისო დღეს ამაზე უკეთ ვერ აღვნიშნავდით. გუშინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისადმი. აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს იმ სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაში, რომლის მეშვეობითან ხდება ქვეყნის საზღვარზე ტვირთისა და საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაზიარება. შედეგად საზღვარი უფრო ეფექტიანად გაკონტროლდება და ქვეყნისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტან“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.   

უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ დიპლომატიურ ძალისხმევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსებულ პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური წერილობითი პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

პენტაგონის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა

 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა. 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

ვიქტორია ნულანდის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ აღარ წაიწევს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს განაგრძობს გერმანელ მოკავშირეებთან. უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და მტკიცე პასუხს ჰპირდებიან. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განცხადა. „უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების კვირების შემდეგ, აშშ იწვევს უშიშროების საბჭოს ღია შეხვედრას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებებისა და უკრაინისა და ბელორუსის საზღვრებზე რუსეთის ჯარების მობილიზების“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი: რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

"რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ის ამას საჯაროდაც ამბობდა და ჩვენ თვეების განმავლობში ვსაუბრობდით ამის შესახებ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ემილი ჰორნმა. ცნობისთვის, 27 იანვარს, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შეგდა.

ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადები გააკრიტიკა.  „თუ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები ამის შემდეგ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან და გიჩნდება შეკითხვა: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს სურს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. „მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. NATO-ში არ ვართ? გვითხარით, რომ NATO-ში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ NATO-ში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს

"ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ იმყოფება აღნიშნულ ცერემონიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი 2020 წელს იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნავსადგურის პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ დღეს ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფება და საბოლოო შედეგს ხედავს. დეგნანმა დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო „პეის ჯგუფისათვის“, მთელი ქვეყნისთვის. „ძალიან მიხარია, რომ აშშ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (DFC) ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან", - განაცხადა დეგნანმა.

უცხოური მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს. მათი განცხადებით, ასეთი მცირე დეტალები რეალურად დიდ გავლენას ახდენს იმის შეფასებაზე, თუ რა დონეზეა მოსკოვის მზადყოფნა საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის. მათივე განმარტებით, თუ საბრძოლო ქმედებები ნამდვილად დაიწყო, სისხლის მარაგები დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.  

ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა

ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პასუხი ასახავს სერიოზულ დიპლომატიურ გზაზე წინსვლას, თუ რუსეთი აირჩევს მას და ასევე მოცემულია პრინციპული და პრაგმატული შეფასება მოსკოვის მიერ წამოჭრილი შეშფოთების შესახებ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „წერილობითი ფორმა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ზუსტნი ვართ და რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთან არის და ბურთი მათ მოედანზეა“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან საუბარს გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.  

რას სთავაზობს NATO რუსეთს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთს წერილობითი წინადადებები გადასცა. მან პუნქტობრივად განიხილა ის სფეროები, სადაც საჭიროა პროგრესის მიღწევა. მაგალითად, NATO-რუსეთის ურთიერთობები; ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის არსებული მდგომარეობა უკრაინასა და მის გარშემო; რისკის შემცირება, გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ რუსეთს „რაც შეიძლება მალე“. თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, რომლებსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეყრდნობა. „რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა NATO-სთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შესაბამისი ოფისების მუშაობა მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არსებული კომუნიკაციების არხები, რათა ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და შევამციროთ რისკები. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და მის გარშემო. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  მთელი ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც NATO-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.    

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაგზავნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს. „უახლოეს დროში ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს ქვეყნებში გავაგზავნი. მათი რიცხვი არც ისე დიდი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, 26 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის, ან NATO-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კელი დეგნანი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის

მოხარული ვართ, რომ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ვიმედოვნებთ, შეიქმნება მეტი შესაძლებლობა, რომ პორტი უფრო გაფართოვდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის უზარმაზარი წარმატების ისტორია საქართველოსთვის, ისევე როგორც აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის. „აშშ-მ მხარი დაუჭირა ამ პროექტს 50 მილიონი დოლარის სესხით საერთაშორისო განვითარების ფინანსური თანამშრომლობის მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ პროექტის გახსნას. პორტის აქციონერები არიან როგორც ქართველები, ასევე ამერიკელები და ეს მართლაც არის როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის წარმატება. გაფართოებულ პორტს აქვს ტვირთების მიღების გაორმაგებული შესაძლებლობა ამ ადგილას და ეს საქართველოსთვის არის დიდი შესაძლებლობა განახორციელოს მისი ამოცანა, გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საქმიანობის ეფექტური ცენტრი, ცენტრალური აზიიდან ჩაიტანოს საქონელი ევროპაში ფოთის პორტის გავლით", - განაცხადა კელი დეგნანიმ.

კელი დეგნანი: ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვუგზავნით მკაფიო გზავნილს რუსეთს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ელჩის შეფასებით, ეს არის დრო, როდესაც ქვეყნები რუსეთს მკაფიო კოორდინირებულ პასუხს უგზავნიან. „ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან, როდესაც უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჰკითხეს. ელჩს ასევე დაუშვეს შეკითხვა საქართველოს მხრიდან, რეზოლუციის სახით მხარდაჭერის საკითხზეც.  „მე არ მინახავს საბოლოო ტექსტი, თუმცა ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უკრაინას. „გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ მკაფიო იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და გადავლახავთ ამ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი მოსამართლეებს შეხვდა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქუთაისში რეგიონულ სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ქუთაისის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა, მოსამართლეებმა და სხვა თანამშრომლებმა რეგიონული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე. „ჩვენი ახალი კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონალურ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურიდიულ პროფესიონალებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ეს პარტნიორობა გულისხმობს ამ ადამიანებთან მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება სასამართლოების გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება. ელჩი კელი დეგნანი ეწვია ქუთაისის რეგიონალურ სასამართლოს, სადაც შეხვდა მოსამართლეებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმები და მოსამართლეების მხარდაჭერის გზები“, - თავის მხრივ აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის პროგრამის თანახმად, ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას, კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან; ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. ამავე თემაზე საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა

BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს „თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“.  იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე თვეს უკვე მეშვიდე გაშვება დაგმეს. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო რეგულარულად ეწინააღმდეგება აკრძალვას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავისი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს.  

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გამოცდა ფოტოებით დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 2017 წლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი რაკეტის გაშვების დროს არის გადაღებული. BBC-ს ცნობით, კოსმოსიდან გადაღებულ უჩვეულო სურათებში ნაჩვენებია კორეის ნახევარკუნძულის ნაწილები და მიმდებარე ტერიტორიები.  ფხენიანმა დაადასტურა, რომ გამოსცადა Hwasong-12 საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა (IRBM). მხოლოდ გასულ თვეში ფხენიანმა ჩაატარა რეკორდული რაოდენობის, შვიდი რაკეტა გაუშვა - ინტენსიური აქტივობა მკაცრად დაგმეს აშშ-მ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველო ამერიკული „ჯაველინების“ ახალ პარტიას შეისყიდის

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის JAVELIN-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. „როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის JAVELIN-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა JAVELIN-ს გამარტივებული წესით შეისყიდის. თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ JAVELIN-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის. მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვის Twitter-ზე გავრცელდა. „მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ - აღნიშნულია მინისტრის Twitter პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესს აცნობებს თავის განზრახვის შესახებ, მიანიჭოს კატარს, როგორც მთავარი, NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი.  ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია. კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტატუსი აშშ-სა და კატარს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას გამოხატავს. ბაჰრეინი და ქუვეითი ყურის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც NATO-ს არწევრებს შორის მთავარ მოკავშირეებად არიან დასახელებულნი.

კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან და ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც სისტემა მხოლოდ შეასუსტა

„სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ელჩმა მოუწოდა პარლამენტს, გამოიყენოს დრო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანების შესარჩევად, რომლებიც შეძლებენ ბალანსის უზრუნველყოფას და ზედამხედველობის ფუნქციის შეთავსებას, რაც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის. მან მადლობა გადაუხადა ლონდა თოლორაიას, მის მოადგილეებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელ გუნდს მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდნენ მოვალეობის შესრულებისას, დაეცვათ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. „ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. ის მნიშვნელოვანია მათ შორის იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებაში და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით. დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ მათ მოვალეობას იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დაკმაყოფილებული იყოს მათი საჭიროებები. როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს მოითხოვს ამ სამსახურებისგან გამბედაობას, თანმიმდევრულობას და მოითხოვს პროფესიონალიზმს, რადგან სამუშაო, რომელსაც ეს სამსახურები ასრულებენ, ძალიან ინტენსიურია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია, მათ შორის ისეთი სამსახურები, რომლებიც ასრულებენ ამ მნიშვნელოვან ზედამხედველობის ფუნქციას. ძალიან იმედგამაცრუებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, რომლის დროსაც შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო რეფორმები, რათა ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. უკანასკნელმა პროცესებმა აშკარა დემონსტრირება მოახდინა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო. ამ სამსახურის ორ ნაწილად გაყოფის შემთხვევაშიც კი იმედი გვაქვს, რომ ამ გუნდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო გაგრძელდება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის დაცვით. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. ჩემი აზრით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოიყენოს დრო და იპოვონ ნამდვილად კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები იმ ორი სააგენტოს ხელმძღვანელების პოზიციაზე, რომლებიც იქმნება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მეთვალყურეობას დიდი ინტერესით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალი სამსახურები შეძლებენ ბალანსის დაცვას და ზედამხედველობის როლის მორგებას, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

კელი დეგნანი: დროა, საქართველოში ყველა პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განააცხადა, რომ ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ელჩის თქმით, მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საქართველომ, რომელიც ემზადება ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, უნდა გააგრძელოს დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება. კელი დეგნანის თქმით, ეს არის ის, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება. „საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის და რომელიც მნიშვნელოვან მიღწევებს აყენებს რისკის ქვეშ. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას და სიმტკიცეს.  საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხე გრძელდება. ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებით. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამას ადასტურებს გამოკითხვებიც. ეს არის მიმართულება, რომლისკენაც წინსვლა სურს ამ ქვეყანას. შეერთებული შტატები მზადაა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.  

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილება

უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია, ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ ბაიდენი აპირებს ბრინკის წარდგენას. თავის მხრივ, CNN წერს ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დასტურს ელის. თავის მხრივ, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება არ მომხდარა უკრაინის მხრიდან და შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატი კიევს დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს.  ამასთან, CBS-ი იტყობინება, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. „არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, - აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 2018 წლის ოქტომბერში. სწორედ მისგან გახმაურდა მედიაში ეს ცნობა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ უარყოფ ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკეს. ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში, ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.

ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ყველა ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანისკენ მოუწოდა. „საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, მაგრამ მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე საფასური, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, - დაწერა თავის მხრივ ბლინკენმა Twitter-ზე. ეს პირველი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და NAT0-მ რუსეთს წერილობითი პასუხები გადასცეს. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რომ აშშ-მ და NATO-მ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს. პუტინის თქმით, მიღებულ წერილობით პასუხებს აანალიზებს ყურადღებით, თუმცა უკვე ცხადია, რომ რუსეთისთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. პუტინის თქმით, სამი ძირითადი საკითხი შემდეგ თემებს ეხება: NATO-ს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობისკენ დაბრუნება. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ჯონ ტეფტი: წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დღევანდელი სიტუაცია და განუწყვეტელი სპეკულაციები ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის პრელუდიას - საკმარისია ეს დასკვნების გასაკეთებლად? ამ კითხვას უპასუხა ჯონ ტეფტმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ის ამავე თანამდებობაზე მსახურობდა ლიეტუვაში, უკრაინასა და რუსეთშიც. „დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელორუსში, ბელორუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს... ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია... რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა“, - განაცხადა ჯონ ტეფტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან, რომ „რაც შეეხება ბელორუსს, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას სამხედრო გაძლიერებასთან დაკავშირებით ბელორუსში, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. რუსეთის მიერ ბელორუსში ჯარების შეყვანა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს ზრდა, როგორც მე ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, საფრთხეს უქმნის ბელორუსის სუვერენიტეტს; ის გარკვეულწილად ძირს უთხრის მის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბელორუსი რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის მოქმედი ფაქტორია. ამის მაგალითია ლუკაშენკოს რეჟიმის ორკესტრირებული მიგრანტთა კრიზისი და უდანაშაულო მიგრანტების იარაღად გამოყენება. რუსეთის ფედერაცია მკაფიოდ გავაფრთხილეთ იმ მძიმე ფასის შესახებ, რომლის გადახდა მოუწევს, თუ ეს პროცესი წინ წაიწევს. ბოლო დღეებში ჩვენ ასევე ავუხსენით ბელორუსს, რომ თუ ის საშუალებას მისცემს რუსეთს, მისი ტერიტორია გამოიყენოს უკრაინაზე თავდასხმისთვის, მას დაემუქრება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. თუ შეჭრა ბელორუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მუდმივად განლაგდებიან მათ ტერიტორიაზე, NATO-ს შეუძლია, გადახედოს ჩვენი ძალების პოზიციას ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები დაგეგმილია თებერვალში და მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ.

El Pais-ი: აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს

ესპანური გამოცემა El Pais-ი აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს აქვეყნებს, რომელშიც, აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს. ალიანსის მიერ გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან. ასევე, ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის მიმართულება სხვა ქვეყნის ჩარევის გარეშე. დოკუმენტში დადასტურებულია ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

მაიკლ კარპენტერი: დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს და უკრაინის დასაახლოებლად

„საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები კვლავ ცოცხალია“ და დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, რადგან ამის ალტერნატივა ისეთი სამყაროა, სადაც „ვინც ძლიერია, მართალიც ის არის და ქვეყნების მომავალს ტანკები, ჭურვები და ჯარისკაცები წყვეტენ“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ელჩის შეფასებით, თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ამისთვის აშშ მზად არის. იქნება თუ არა უკრაინაში ომი, მაიკლ კარპენტერი პასუხობს: „ვფიქრობ, რისკი ძალიან რეალურია, რადგან ვხედავთ რუსული დანაყოფების თვითნებურ, უპრეცედენტო, აუხსნელ და ერთობ მასშტაბურ მობილიზებას უკრაინისა და ახლა უკვე ბელარუსის საზღვარზე. ლაპარაკია არა უბრალოდ ათიათასობით ჯარისკაცზე, არამედ აღჭურვილობასა და იმ ლოგისტიკაზე, რაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენციისთვის შეიძლება გჭირდებოდეს მეზობელ ქვეყანაში. და ვფიქრობ, არც თქვენ და არც თქვენს მკითხველს შეხსენება არ გჭირდებათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში, როცა თქვენს საზღვართან რუსეთი „კავკაზის“ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებდა - ეს წვრთნები საქართველოში რუსული დანაყოფების შემოსაყვანად გამოიყენეს, და მრავალი წლის შემდეგაც, დღემდე, ისინი საქართველოში რჩებიან“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.  მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს უნდა შევხედოთ და არა სიტყვებს. „ჩვენი თვალით ვნახეთ და კარგად გვახსოვს 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში კი დღემდე გრძელდება, რუსული დანაყოფების, რუსული აღჭურვილობის, არტილერიისა და ტანკების წყალობით, რასაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ასე რომ, დიახ, [კრემლის] სიტყვებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას - მე იმას ვუყურებ, რა ხდება ადგილზე, და ის, რაც ხდება, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან ახლა მეორე წერილს ითხოვენ, სადაც დასავლეთმა უნდა ახსნას, რატომ არღვევს 1999 წელს ეუთოს ეგიდით მიღებულ სტამბოლის დეკლარაციის დებულებას უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ. როგორი იქნება დასავლეთის პასუხი? მაიკლ კარპენტერმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლეთმა დისკუსია და დიპლომატია უნდა გააგრძელოს. „ეს პოზიტიური სიგნალია. ასე რომ, თუ რუსებს უნდათ, უსაფრთხოების განუყოფელობასა და იმ ვალდებულებებზე ვისაუბროთ, რომელიც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე აიღეს, მე ვიტყოდი - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით, მოდი, ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს სათქმელი ეუთოს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა არ შეასრულა. თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ჩვენ მზად ვართ. რატომაც არა - ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი სახელმწიფო მეორის უსაფრთხოებას ძირს არ უნდა უთხრიდეს და შემდეგ შევხედოთ, რას აკეთებს რუსეთი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მიწაზე და ამის საპირწონედ, რას აკეთებს NATO“. მაიკლ კარპენტერის თქმით, კრიზისმა შეიძლება გააჩინოს გადაუდებლობის კიდევ უფრო ძლიერი გრძნობა [საქართველოსა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით]. „რათა ვიხილოთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“. ავფიქრობ, ამის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ მიმდინარე კრიზისის მოგვარების შემდეგ. კარგი იქნება, მოსკოვიც თუ ჰკითხავს საკუთარ თავს - რატომაა, რომ მისი ამდენი მეზობელი ისწრაფვის, NATO-ს, თავდაცვითი ალიანსის წევრი გახდეს? ვფიქრობ, პასუხი არცთუ ისე ძნელი მისახვედრია“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).

იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგმა ნაბიჯს თავდაცვითი და პროპორციული უწოდა. „ეს არის აშშ-ის ძლიერი გზავნილი და დამატებითი წვლილის შეტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისივე თქმით, NATO გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად.  აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის.

კირბი El País-ის ინფორმაციაზე: ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია. „ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.

ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის. 2 000 ჯარისკაცი პოლონეთსა და გერმანიაში მიმდინარე კვირაში, ხოლო ​​Stryker-ის ქვეითთა ნაწილის დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში განთავსდება. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია დააზღვიოს მოკავშირეები უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების უჩვეულო დაგროვებით გამოწვეული მზარდი დაძაბულობის დროს. ”ეს ძალები არ აპირებენ ბრძოლას უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი ბატონ პუტინს და მსოფლიოს, NATO-ს მიმართ აშშ-ის ერთგულების შესახებ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ამერიკას თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს

ამერიკის ახალმა ელჩმა თურქეთში ჯეფრი ფლეიკმა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ფლეიკი ანკარაში 7 იანვარს ჩავიდა. მან ელჩი დევიდ სატერფილდი შეცვალა. „თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მტკიცედ არის დაკავშირებული NATO-სთან და მნიშვნელოვანი პარტნიორია არამდგრად რეგიონში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობა ძალიან სერიოზული საფრთხეების დასაძლევად", - განაცხადა ფლეიკმა სტატიაში, რომელიც თურქეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული სახელწოდებით - „პარტიული პოლიტიკა წყლის პირას მთავრდება“. ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატმა ოქტომბერში დაამტკიცა. ფლეიკი 2019 წელს სენატიდან წავიდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობა „რესპუბლიკელების“ იდეოლოგიას დაშორდა. მოგვიანებით მან წიგნი დაწერა  „კონსერვატორის აღიარება", რომელშიც ტრამპს აკრიტიკებდა. ელჩი ფლეიკი იყო შეერთებული შტატების „რესპუბლიკელი“ სენატორი, რომელიც წარმოადგენდა არიზონას შტატს 2013-2019 წლებში, მანამდე, არიზონას წარმოადგენდა, როგორც კონგრესის წევრი 2001-2013 წლებში. სენატში ყოფნისას მსახურობდა საგარეო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და მართლმსაჯულების კომიტეტებში. მსახურობდა ასიგნებების კომიტეტში.ბოლოს, ფლეიკი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობდა. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მრჩეველთა კომიტეტში. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა, მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკის წინამორბედი დევიდ სატერფილდი. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. სატერფილდამდე, თურქეთში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი იყო, რომელმაც ანკარა პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.

უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეშვიდე პარტია მიიღო. თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ეს არ არის დასასრული და გაგრძელება იქნება“. „ბორისპოლში მე-7 ჩიტი დაეშვა! 85 ტონა საბრძოლო მასალები ყუმბარმტყორცნებისთვის. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის დასასრული! გაგრძელება იქნება“, - აღნიშნულია მინისტრის ტექსტში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისი არ იქნება საკითხზე, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.

იან კელი ამერიკელ კონგრესმენს: არ გიხდებათ უვიცობა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითრებაზე ალექსანდრია ოკასიო კორტესის, ამერიკელი პოლიტიკოსის, დემოკრატიული პარტიის წევრის კომენტარს პასუხობს.  „კონგრესმენო, ისაუბრეთ იმაზე, რაც გესმით. არ გიხდებათ უვიცობა და იდიოტობა", - წერს იან კელი. მანამდე, კორტესმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი ღრმად შემაშფოთებელია, მაგრამ სამხედრო კონფლიქტი გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა ვეძიოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და არა დაძაბულობის ესკალაცია და თავიდან ავიცილოთ სანქციები, რომლებიც დააზარალებს უკრაინელ ხალხს“.

ამერიკამ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, $1.2 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აშშ აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. „შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. ჩვენ ახლახან გადავეცით საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა. ეს ნაწილია წვრთნისა და აღჭურვის მიმდინარე მრავალწლიანი პროგრამისა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ხელმძღვანელობს. აღნიშნული ემატება აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევას, ქართველ პარტნიორებთან ერთად ხელი შეუშალოს ამ იარაღების, მათთან დაკავშირებული მასალისა და სისტემების გავრცელებას. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სხვა პროექტებთან ერთად ეს ყოველივე აძლიერებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გააუმჯობესოს შავი ზღვის რეგიონის საერთო უსაფრთხოება“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორია ნულანდის თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია. ვიქტორია ნულანდმა,Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის გამო ევროპაში ომის დიდი საფრთხე არსებობს. კერძოდ, ნულანდმა ისაუბრა რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, თითქოს NATO-ს გაფართოება არღვევს ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ნულანდის თქმით, ასეთ საფრთხეს ქმნის სწორედ რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ინარჩუნებს სამხედრო ძალას მოლდოვაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში. ნულანდმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინიდან. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებლი. მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას უარყოფს.

ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის მისი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ შედეგებს ვერ აანაზღაურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ჩინელ კოლეგას და ჩინეთმა აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საუბრობენ ჩინეთსა და რუსეთს შორის კოორდინირებულ პოზიციებზე. გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ახალი ალიანსი ყალიბდება აშშ-ის პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მთელ მსოფლიოში?ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „პასუხს ორ პუნქტად გავყოფ. პირველი - ეს არის ის, რაც ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მდივან ბლინკენს გასულ კვირას ჰქონდა საშუალება, ესაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამ საუბრის ფარგლებში მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს დაძაბულობა, რომელიც წარმოიქმნება მოსკოვის არასაჭირო პროვოკაციებისა და სამხედრო გაძლიერების შედეგად. რუსეთის პოტენციური შეჭრა უკრაინაში  - ეს არის მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს, არამედ ამის მიღმა, მათ შორის ჩინეთს. რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. რეალურად რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციებით ემუქრება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ

აშშ-ის პირველი ჯარისკაცები, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში აძლიერებენ, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე გერმანიაში ჩავიდნენ. იტყობინება Reuters-ი აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით. „მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის ჯარისკაცები დღეს ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბს შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ 1 700 მედესანტეს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის ინფორმაციისთვის, 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. ამასთან, აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში.

კელი დეგნანი: შეჩერებული ანაკლიის პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. „რამდენიმე დღის, წინ ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან. ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.

ჯენ ფსაკი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა

რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა, პარტნიორებთან ერთად, მოიპოვა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ცდილობს რუსეთი გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, - განაცხადა ფსაკიმ. 

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ანაკლია ისევ აშენდება

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ისევ განხორციელდება. „როდესაც იქ ხარ, ხედავ, რომ პროექტი კარგ პროექტად რჩება...სამწუხაროა, რომ ასე დაყოვნდა, ის ჯერ ისევ არის კარგი პროექტია. ფოთში, შაბათს, ტერმინალის გახსნის დროს მითხრეს - როდესაც პორტს აშენებ, ტვირთი იქ მოდის, არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და მერე ააშენო პორტი. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად თუ, რა არის საჭირო და შემდეგ, ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან. იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება, შესაძლოა, ეს არ მოხდეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას საფუძველი ჩაეყრება“, - განაცხადა კელი დეგნანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. ინფორმაციისთვის, 2 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად შეაფასა. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ, ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან. ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.

აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა

აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა, რათა ამოქმედდეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში საბოლოო ფაზაში შედის.   სანქციების შეზღუდვის მექანიზმი გააუქმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა მან აშშ-ს ბირთვული შეთანხმება დაატოვებინა და კვლავ დაუწესა თეირანს გამანადგურებელი სანქციები. სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი ანგარიში, რომელშიც ახსნილია, რომ სანქციების გარშემო გამონაკლისების დაშვება ხელს შეუწყობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებას, მიაღწიონ მონაწილეებმა ბირთვული შეთანხმების - „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) აღდგენას.  სანქციების შეზღუდვის მექანიზმის აღდგენა გაამარტივებს დისკუსიას, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ განხორციელების გარშემო შეთანხმებას და საფუძველს შეუქმნის ირანს, დაუბრუნდეს ამ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომლის ასლიც Reuters-ის სააგენტომ მოიპოვა.

კელი დეგნანი: უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა

"უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა. მისივე თქმით, უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. „საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, ძალიან რთული პერიოდები იყო. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერია. ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი.საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს და უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს, თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.      

კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოლიტიკიდან გასულიყო, მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს

"ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს", - განაცხადა დეგნანმა.

ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ია მეურმიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რამდენად მალე შეიძლება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდეს. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა. „ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს მთავარი როლი. ვერ გეტყვით იმას სად არის ეს საკითხი პრიორიტეტების სიაში. ის, რის თქმაც შემიძლია, ის არის რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უწყვეტად ვმუშაობთ. გასულ წელს ჩვენს შორის ვაჭრობამ ისტორიაში პირველად 1 მლრდ დოლარს მიაღწია. აშშ-ში ქართული ღვინის ერთი მილიონი ბოთლი გაიყიდა. ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თუ მის გარეშე. ეს საკითხი განრიგშია, თუმცა ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში აშშ მე-5 პოზიციაზეა. საქსტატის ანგარიშით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა

უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები და საქართველო, როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით

ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყნისთვის ღირებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ წელს და მანამდეც აშშ-ის კონგრესიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დემოკრატიულ პროცესების უკუსვლაზე შეშფოთებები მოვისმინეთ. პირადად თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავარობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად პარტნიორებთან კოორდინაციით მიდის. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთწინააღმდეგობა. შეერთებული შტატები მეტ რეფორმას ითხოვს, საქართველოს მთავრობას კი დამკვირვებლების შეფასებით, რეფორმების ნაწილში ჩავარდნები აქვს? რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უკეთესს პროცესს შეუწყოს ხელი და რა მოხდება, თუ არაფერი შეიცვლება? - ამ კითხვით მიმართა კელი დეგნანს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა. „ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები მთავარ პრიორიტეტად დაისახეს. ამ მხრივ, მეტი ძალისხმევა უნდა დავინახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, იმისთვის, რომ რეფორმები ღირებული იყოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს.  საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ხანია, რაც აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები, ერთმანეთს უთანხმოებაზე ვეუბნებით. ხდებოდა სწორედ ეს, პირდაპირი გამოხატვა იმის, თუ რა იმედები გვაქვს, ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად. აშშ მზადაა, საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში დაეხმაროს. ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება და რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვირჩევია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას როგორც საქართველოს მეგობარი, ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. 

ამერიკის ელჩი: ვაკვირდებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, როგორც ინდიკატორს, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქების თემაზე ისაუბრა ამერიკის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ საკითხს შეერთებული შტატები. ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. „ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ წვლილს და მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში შეიჭრას უკრაინაში

რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში, ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. "თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18-20 თებერვალს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწროს. ღონისძიებაში, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება, 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩინეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი (შესაძლოა ონლაინ რეჟიმში). საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩამოსვლაზე ჯერ კიდევ განიხილება. „არავითარ შემთხვევაში არ მსურს რუსეთის გამორიცხვა. მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის შესაძლებლობას, არამხოლოდ წერილებით წარუდგინოს თავისი პოზიცია აშშ-სა და NATO-ს, არამედ კიდევ ერთხელ წარუდგინოს კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მასპინძელმა ვოლფგანგ იშინგერმა. გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. წელს, ორგანიზატორებმა მკაცრი ზომების დაცვა გადაწყვიტეს. მონაწილეთა რაოდენობა აქამდე 2000-ს აღემატებოდა, ახლა არაუმეტეს 600 ადამიანის დაშვებაა ნებადართული რისკის შესამცირებლად. მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების რაოდენობაც. იშინგერისთვის, რომელიც 14 წელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იყო, ეს ბოლო ფორუმი იქნება. 2022-ის შემდეგ, ის ხელმძღვანელობას ანგელა მერკელის ყოფილ მრჩეველს და გერმანიის ყოფილ წარმომადგენელს გაეროში კრისტოფ ჰეუსგენს გადასცემს.

ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

The Washingtonpos Post-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ორშაბათს თეთრ სახლში ხვდება, უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს თანამდებობა დაიკავა.  „რეალობა ის არის, რომ გერმანია არის NATO-ს უდიდესი პარტნიორი ევროპაში; რომ ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალებს; ჩვენ ვართ ძალიან კარგი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და [ევროკავშირში] შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს უკრაინის მიმართ, რომელიც მოდის რუსეთიდან. ჩვენი მკაცრი პასუხია ის, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება მათ (რუსეთის, რედ.) შეჭრას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებად ენერგიებსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მეტი ეკონომიკური/ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს შოლცი. ხალხი აკრიტიკებდა გერმანიას უკრაინაში 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გამო, მაგრამ იარაღი არ გაგიგზავნიათ, ჟურნალისტის ამ კითხვას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ჯერ უკრაინამ წამოაყენა მოთხოვნა ჩაფხუტების გაგზავნის შესახებ, რაზეც გერმანიამ რეაგირება მოახდინა. „მეორე საკითხია, რომ არის მკაცრი საექსპორტო კრიტერიუმები კრიზისულ რეგიონებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებსაც მივყვებით. გერმანიის საექსპორტო შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოფილი მთავრობის მხრიდან მოქმედებს“. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნის პროცესს, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს? ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან მტკიცენი, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“.  რა ნაბიჯები იდგმება რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად? ოლაფ შოლცის თქმით, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას და ქარის ელექტროსადგურების ამუშავებას.  „2045 წელს,სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით გერმანიაში გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისაგან, რადგან ჩვენ უბრალოდ დავეყრდნობით განახლებად რესურსებს“. „ჩვენი ენერგიის მხოლოდ 25-დან 26 პროცენტამდეა ბუნებრივი აირი და მისი მხოლოდ ნაწილი მოდის რუსეთიდან. ასევე არის ნაწილი ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. რას ელის შოლცი აშშ-ში ვიზიტისგან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეერთებული შტატები გერმანიისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ჩვენ ერთად ვართ NATO-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ პარტნიორს, ტრანსატლანტიკურ მხარეებს და შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ძლიერი პარტნიორობა იყოს. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში. ძალიან რთული დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ ეს არის ძალა და ლიდერობა, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ივანე ჩხაიძე: ბოლო კვლევებით, ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონისგან“ დაახლოებით, 60%-ით, ე.წ. რესპირატორი N95 კი, 85%-ით იცავს

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა. „პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“. დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არცერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის „დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ რესპირატორი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება. „ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, რესპირატორი. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში. ამავე თემაზე საქართველოში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა

კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ისაუბრეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან.  ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი NATO-ში და მისი შეხვედრები საქართველო-NATO-ს კომისიასთან. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დაჩქარდეს და კანონოთ გათვალისწინებულ დროში ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, დასრულდება ვიდრე, ახალი დანიშვნები მოხდება. „ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე. მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმე, ვიდრე ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაჯამეს, რომელიც ბრიუსელში იანვარში შედგა და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. ინფორმაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მათ შორის არის კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე.

აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინტერესია, სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობდეს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ და მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. „როგორც ვიცი, ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მისი დაცვის საკითხს, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოეპყრონ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ ხელისუფლებას კვლავ მოვუწოდებთ, პატივი სცენ მის უფლებებს“, - განაცხდა ამერიკის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება შეკითხვას, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე, კელი დეგნანის თქმით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას" გულისხმობს. პროცედურის თანახმად, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას კენჭისყრისთვის საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით.

ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ

გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო რუსული აგრესიის განსახილველად მზად არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანია არის ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის. შოლცმა, რომელიც კრიზისში არასაკმარისი ლიდერობის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა, ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ უკრაინაში შეიჭრება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350-მდე ჯარისკაცს გზავნის. ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

რუმინეთში 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, აშშ-ის დამატებით 100 სამხედრო მოსამსხურე რუმინეთში განლაგდება. აშშ 1000 სამხედროს რუმინეთში, 2000-მდე ჯარისკაცს კი, პოლონეთში გზავნის. რუმინეთში აშშ-ის 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.

ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინის საკითხი განიხილეს

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს NATO-ს შემდგომი კოორდინაციის გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და აგრესიის საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთო ვალდებულებას და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ გადაწყვეტას. პირველმა დიპლომატებმა ასევე განიხილეს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობები. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზეც ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც აშშ-ს შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად გადადგას.

საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

კიევში თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც უკრაინაში ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ჩაიტანა. თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო ტვირთი და აღჭურვილობა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი და სხვა, დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში 8-9 თებერვალს ჩაიტანეს. მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში 100-ზე მეტი ელიტური სპეცრაზმის წევრი გაგზავნა უკრაინის სპეცრაზმის მომზადებაში დასახმარებლად. „კიდევ ორი თვითმფრინავი სამხედრო აღჭურვილობით მზადაა. ეს არის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ნაწილი, 200 მლნ. დოლარის ღირებულების პაკეტი იანვარში დამტკიცდა. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას, რაც დაეხმარება მას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - თავის მხრივ იუწყება უკრაინაში ამერიკის საელჩო. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მე-9 თვითმფრინავი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე დაწერა. „მე-9 ჩიტი შეერთებული შტატებიდან და მეორე ავიატვირთმზიდი სამხედრო დახმარებით, რომელიც დღეს ბორისპოლის აეროპორტმა მიიღო", - წერს მინისტრი.  რეზნიკოვის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა კიევში 80 ტონაზე მეტი წონის სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანა, მათ შორის არის საბრძოლო მასალა. მერვე თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო დახმარებით უკრაინაში 5 თებერვალს დაეშვა. მან ადგილზე 86 ტონა საბრძოლო მასალა ჩააიტანა. დღემდე, საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გაუწიეს. უკრაინა დღეს გრძნობს უმაღლეს მხარდაჭერას პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში. ჩვენ ვაფასებთ ამას და უაღრესად მადლიერნი ვართ ფინანსური და თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მტკიცე პოზიციისთვის. „ჩვენმა პარტნიორებმა უკვე მიაწოდეს სამხედრო და თავდაცვითი დახმარება უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. რამდენიმე ქვეყანა ახლაც განიხილავს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. როგორც ცნობილია, 19 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს უკრაინაში უსაფრთხოების დახმარების ახალი პარტიების გაგზავნას უახლოეს კვირებში და გაზრდის მხარდაჭერას ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა, შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

ლიეტუვა შეერთებულ შტატებს სთხოვს, ქვეყნის ტერიტორიაზე ძალები მუდმივად განათავსოს

ლიეტუვა სთხოვს შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ძალები მუდმივად განათავსოს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ აშშ-ის როტაციული ძალები მუდმივად იქნებიან ლიეტუვაში. ეს იქნება უსაფრთხოებისა და შეკავების საუკეთესო ფაქტორი, რაც NATO-ს შეუძლია, უზრუნველყოს არამარტო ლიეტუვაში, არამედ მთელ რეგიონში“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. 500-მდე სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფების რეგულარული როტაცია ლიეტუვაში 2019 წლიდან მიმდინარეობს. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 5000 ჯარისკაცია NATO-ს 30 წერი 20 სახელმწიფოდან. დასავლეთის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო ძალა განათავსა. უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი შესაძლოა, შეჭრისთვის ემზადებოდეს, მოსკოვი ასეთი გეგმის არსებობას უარყოფს.  ამავე თემაზე მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები  

იაპონიამ აშშ-ის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს

იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს. ამასთან, წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

კელი დეგნანმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს. „აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების მრავალწლიანი ინიციატივა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესი დაედო საფუძვლად აღნიშნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრო“, - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

დანიაში შესაძლოა, აშშ-ის ჯარები განლაგდნენ

დანია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, რაც შეიძლება, დანიის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის განლაგებას მოიცავდეს. მაგრამ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის განპირობებული რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობით. მისი თქმით, კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია, მიმდინარეობს. მისი თქმით, დანიისა და ამერიკის ახალი შეთანხმება „გარღვევა იქნება მრავალი ათწლეულის შემდეგ“, პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არ განიხილავდა უცხოური ჯარების განლაგებას დანიის ტერიტორიაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფრედრიკსენის განცხადებას მიესალმა.

გაეროში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს. დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ პეკინს, კვლავ არ დაიკავოს რუსეთის მხარე, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინელები თავიანთ როლს ითამაშებენ, რათა რუსებს სწორი მოქმედებისკენ უბიძგონ. ჩინელებმა უშიშროების საბჭოში ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს საზღვრების მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ზუსტად ამას აკეთებენ რუსები - საზღვრის მთლიანობას ემუქრებიან“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. „ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს

იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის, ოლიმპიადის დროსაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ისევ ვხედავთ ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს. მათ შორის, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას“, – განაცხადა ბლინკენმა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამით იყო განპირობებული ამერიკის მოწოდება უკრაინაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა დატოვონ.  

დმიტრო კულება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერია, ჩვენ ვიცით აშშ-ის პოზიცია

ჯო ბაიდენის განცხადებაში არაფერია ახალი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს, დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით. ამიტომ, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ამერიკელი სენატორი: პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ის კონგრესში ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში

"პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში", - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა  მსჯელობისას განცხადა. ამასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის გამო გაჩენილი შეშფოთების ფონზე, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. მათი მხარდაჭერა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დაპყრობილი ან ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ან რომელიც კრემლის მხრიდან იძულების, ან პუტინისგან მომდინარე საფრთხის ქვეშაა, კერძოდ, ბალტიის რესპუბლიკები: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი“, - განაცხადა ვილსონმა.    

კელი დეგნანმა და დავით ზალკალიანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის საკითხი განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. „საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ აშშ-დან კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე რეზნიკოვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს. „დღეს კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს“, - წერს რეზნიკოვი. 10 თებერვალს უკრაინაში ამერიკიდან სამხედრო დახმარების გადამზიდავი კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავიდა. ამავე თემაზე საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ- მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან, განაგრძონ დიალოგი რუსეთთან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა NATO-ს მოკავშირეების მიერ ბოლო დროს დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დაამატა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს თავდაცვით პოზიციებს. ამ შეხვედრამდე სტოლტენბერგი რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.

ჯეიკ სალივანი: საგანგებო სიტუაციაში ვართ. არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება. მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია და საფრთხე ახლა საკმაოდ მყისიერია, რაც მოითხოვს წინდახედულებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კულებას ავსტრალიიდან დაუკავშირდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალია.

უცხოური მედია: რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას აპირებს

რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, „ასოშიეთიდ პრესი” იუწყება. გავრცელებული ცნობით, კიევში მხოლოდ საელჩოს თანამშრომლების მცირე ნაწილი დარჩება, დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წევრი კი, სამშობლოში დაბრუნდება, ან უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს გადაიყვანენ, რათა ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა შენარჩუნდეს. უკრაინაში მყოფ ამერიკის რიგით მოქალაქეებს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ გუშინ მოუწოდა.

დიმიტრი პესკოვი: დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ

12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი ამერიკული მხარეა. „ამერიკულმა მხარემ პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა ითხოვა. ამ მოთხოვნას წინ უძღოდა ამერიკული მხარის წერილობითი მიმართვა. შესაბამისად, 12 თებერვალს, საღამოს ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი გაიმართება“, - აცხადებს პესკოვი.

უცხოური მედია: აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება

"აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება", - ამის შესახებ Reuters აცხადებს. სანქციების დაწესება რუსეთის მსხვილი ბანკების, მათ შორის „ვითიბისა“ და „სბერბანკის“ წინააღმდეგ იგეგმება, თუმცა რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“ არ იგეგმება. ამასთან, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსეთის „სვიფტიდან“ გამოთიშვა არ განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული მილიარდობით დოლარის სესხები არ დაიფარება.

უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ

ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია. ამასთან, ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს. „გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გაერთიანებულები ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეიჭრას უკრაინაში და საპასუხო ზომებზე ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს.  Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ ისაუბრა. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით, არის თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა პარტნიორებთან ერთად შემუშავებული; კოორდინაცია და ერთსულოვნება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს, დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. „ჩვენ გაერთიანებულნი ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ და ასევე ერთგულები ვრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების, დავაწესოთ ზომები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ დასაკისრებლად თითოეული ჩვენგანი (პარტნიორი სახელმწიფოები) იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებსა და ინსტრუმენტებს. ამას მოწმობს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერების საჯარო კომენტარები“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა ჯეიკ სალივანი: თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა რუსული საფრთხის გამო 48 საათის განმავლობაში დატოვონ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. „ნებისმიერმა ამერიკელმა უკრაინა უნდა დატოვოს რაც შეიძლება მალე და ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო 24-დან 48 საათამდე", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია, რაც მოითხოვს წინდახედულებას“, -აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - დაამატა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

უკრაინას 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორიც ტოვებს

ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც უკრაინაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად მიავლინეს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ქვეყანას ტოვებენ. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, გადაწყვეტილება სიფრთხილის გამო მიიღეს და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლის თანახმად, კიევი ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმაც უნდა დატოვონ.   „ეს გადაადგილება არ ნიშნავს ცვლილებას ჩვენს გადაწყვეტილებაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, სამხედრო ინსტრუქტორები ევროპაში განლაგდებიან, თუმცა - სად, კირბის არ დაუკონკრეტებია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. 

აშშ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების განხორციელებას უარყოფს

„რუსეთის განცხადებები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, -ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა. „მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, -აღნიშნა კაილ რეინსმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი 12 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების მიდამოში, კურილის ჯაჭვის კუნძულ ურუპთან აღმოაჩინეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკულ ტელეკომპანია CNN დაყრდნობით ავრცელებს. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თქვენი ჩამოსვლა კიევში იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ეს გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ბაიდენს.  

აშშ ევროპაში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის

კიდევ რვა ამერიკული F-15 საბრძოლო თვითმფრინავი დღეს პოლონეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიაში იმ ფონზე, როდესაც რუსული ესკალაცია გრძელდება პოლონეთის საზღვარზე უკრაინასთან. „დღეს უფრო მეტი ამერიკული F-15 გამანადგურებელი დაეშვა ლასკის ბაზაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე. შაბათ-კვირას, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამატებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება პოლონეთში უახლოეს დღეებში. ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა პოლონეთში.

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი არ არის დაკარგული, მაგრამ აღნიშნეს, რომ სიტუაცია დაძაბული რჩება. ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ განიხილეს  NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, დააწესოს რუსეთის წინააღმდეჰ მძიმე შედეგები, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს. დაახლოებით ერთი საათის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვით აცნობა მოსახლეობას, რომ ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშეა, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს. ზელენსკის თქმით, „ეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება უკრაინაზე თავდასხმის დღე“, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ეს დღე გაერთიანების დღედ იქცევა: „განკარგულება უკვე გაცემულია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.  „ეს არის დიდებული ქვეყნის შესანიშნავი ხალხი! ჩვენი ქვეყნის წინაშე სერიოზული გარე და შიდა გამოწვევებია, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის და გვინდა, ყველა საკითხი გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. დონბასი და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდებიან მხოლოდ დიპლომატიური გზით. საოცარი ჯარი გვყავს. ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი. ეს არმია დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთიანობა. ჩვენი არმიისთვის საფუძველს ქმნის ჩვენი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკა. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ვაქცევთ ერთიანობის დღედ. განკარგულება უკვე გაცემულია. დღეს ნაშუადღევს ჩამოვკიდებთ ეროვნულ დროშებს, დავიჭერთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მსოფლიოს დავანახებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ, ვიბრძოლოთ მისთვის. ამ ომში დაღუპული 14 ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას.ჩვენ ყველას გვინდა, ბედნიერად ვიცხოვროთ. ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვიყვარს უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 

ჯო ბაიდენი: უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. 40-წუთიანი სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, – წერს BBC. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიის „გადამწყვეტი ფანჯარა“ ჯერ კიდევ ღიაა. ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში მოჰყვება გაჭიანურებული კრიზისი რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი, როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.  

NATO-ში ამერიკის ელჩი რუსეთზე, უკრაინასა და საქართველოზე

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის რეკომენდაცია პუტინისადმი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის მცდელობად შეაფასა. ელჩის შეფასებით, ეს ნაბიჯი აშკარად იქნება ესკალაციის ახალი ნიშანი, აშშ შეშფოთებულია და ამ საკითხს ყურადღებით დააკვირდა, ამასთან, განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს რუსეთის მიმართ დამატებითი შეტყობინებების თვალსაზრისით. „ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და ახლახან გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა თავის პრესკონფერენციაზე, თუმცა ნამდვილად ღირს გამეორება, რომ თუ ისინი ამ პროცესს განაგრძობენ, ვფიქრობ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ასევე მინსკის შეთანხმების დარღვევა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ყველასთვის კარგად არის გასაგები რუსეთის თამაშის წესები და ეს ხშირად შეიძლება, მოიცავდეს პროცესებში სამხედრო ძალების ჩართვას და მათ გადააადგილებას, მაგალითად, როგორც ეს ვნახეთ დონბასსა და ყირიმში, ასევე - საქართველოში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. თუმცა, ელჩის თქმით, რუსები ასევე იყენებენ ჰიბრიდულ ან რუხი ზონის ტაქტიკას და ეს მოიცავს დეზინფორმაციასაც. ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსი მუშაობს როგორც NATO-ში წარმოდგენილ 30 მოკავშირესთან, ასევე, სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან ერთად და ბევრად უფრო მოქნილია პირველ რიგში, იმის განსაზღვრაში, თუ როდის იყენებს რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა დეზინფორმაციას, როგორ შეაკავოს ან აღმოაჩინოს ის. „იმედია, უფრო მოქნილები გავხდით მისი პრევენციის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.  ელჩმა მომდევნო დღეების განმავლობაში დადგეგმილ თავდაცვის მინისტერიალზეც ისაუბრა. „ეს მნიშვნელოვანი შეკრებაა არამხოლოდ იმიტომ, რომ განიხილება რუსეთ-უკრაინის საკითხი, არამედ ჩვენ ასევე ვიქნებით ფოკუსირებული ბევრ სხვა საკითხზე, რაც NATO-ს ფოკუსშია ახლა თავდაცვისა და შეკავების პოზიციების გასაძლიერებლად.გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთან; სხვა პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი და თუნდაც ევროკავშირი. ასე რომ, რამდენიმე დატვირთული დღე გველის“, - განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

ჯო ბაიდენი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელი, მაგრამ აშშ მზად არის, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს ასეთ ნაბიჯზე.  ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს, დაიხიოს უკან და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან გარკვეული ძალების გაყვანის შესახებ ცნობები, არ არის დადასტურებული შეერთებული შტატების მიერ. „[რუსული ძალების გასვლა] კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიდასტურებია. ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია, რომ რუსული სამხედრო ნაწილები დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა. „რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, გამანადგურებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში. ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები მზად არიან ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს და რომ რუსეთი გადაიხდის მძიმე ეკონომიკურ ფასს, თუ მოსკოვი შეჭრას დაიწყებს. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. ამავე თემაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა.

NATO-ში ამერიკის ელჩი: უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად დგამს თუ არა რუსეთი ნაბიჯებს დეესკალაციისკენ

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს. როგორ უპასუხებთ რუსეთის განცხადებას, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ, ამ შეკითხვით მიმართეს ელჩს ჟურნალისტებმა. „რაც შეეხება ცნობებს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ; მათ განცხადებებს, რომ დეესკალაციას ახდენენ. მხოლოდ ის შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს. შეიძლება გახსოვთ, დეკემბრის ბოლოსაც იყო მსგავსი განცხადებები, რომ ისინი დეესკალაციას ახდენდნენ და რეალურად, ადგილზე არსებული ფაქტები ამას არ ადასტურებდა. ასე რომ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვესმის, რაზე საუბრობენ, როდესაც ამბობენ დეესკალაციას, და გვინდა გადავამოწმოთ, რომ ეს სინამდვილეში ხდება. იმედი მაქვს, მომდევნო დღეებში უფრო მეტს გავიგებთ“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.

NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა. „ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა", - განაცხადა ჯულიან სმიტმა.

ოსტინმა სტოლტენბერგს მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა

უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერებით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ოსტინი ბრიუსელს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სტუმრობს. „ეს წვლილი არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება. ტრანსატლანტიკური კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხდა გენერალურმა მდივანმა. თავის მხრივ, ოსტინმა მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა. მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. მისი მიხედვით, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე.

ენტონი ბლინკენი: კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ მინსკის შეთანხმებების უარყოფა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეფასებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვის კრემლის მიერ დამტკიცება, რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უარყოფა იქნება. ბლინკენის შეფასებით, ამ რეზოლუციის ამოქმედება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას, ჩაერთოს დიპლომატიაში ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს ნაბიჯი საჭიროებს შეერთებული შტატების სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. 15 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი. ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თავიანთი საუბრები განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიისა და შეკავების ღონისძიებების ტრანსატლანტიკური კოორდინაციის მნიშვნელობასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. ამერიკის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ გორმანს აშშ-ის საელჩოს მოქმედი ვიზა ჰქონდა და რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატების და პერსონალის უსაფუძვლო გაძევება და პროდუქტიულად იმუშაოს ჩვენი მისიების აღსადგენად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. „ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ჰყავდეთ საჭირო დიპლომატიური პერსონალი, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს მთავრობებს შორის კომუნიკაცია“, - აღნიშნავს უწყების პრესსპიკერი.

BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს

აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის უცხოური შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.

ჯო ბაიდენი: ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას

„ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს რუსული ძალების გაყვანის ნიშნებს და რომ შეერთებულ შტატებს აქვს „მიზეზი, დაიჯეროს“, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის მიზნით, ჩართულია ყალბი საბაბის შექმნის ოპერაციაში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ძალიან მაღალი რისკი არსებობს და ეს რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს.

ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მომავალ კვირაში, ევროპაში შეხვედრა შესთავაზა. აშშ ასევე გამოდის წინადადებით, გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრა, რათა მოგვარდეს დაძაბულობა უკრაინის საზღვრებზე "კონფლიქტის გარეშე". ამ შეხვედრებმა, ბლინკენის აზრით, შეიძლება, გზა გაუხსნას მთავარი ლიდერების სამიტს, რომლის დროსაც შესაძლებელია, განიხილონ უსაფრთხოების ორმხრივი საკითხები. „როგორც მთავარ დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ძალისხმევას მივმართოთ დიპლომატიური წინსვლისთვის და ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ“,- აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, აშშ თვლის, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის უზრუნველსაყოფად.

რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს

თუკი ვაშინგტონის წინადადებაზე, რუსეთის თერთმეტგვერდიან წერილობით პასუხს გადახედავთ, ის სავსეა აშშ-ის კრიტიკით, ტონი არის მკაცრი და საკმაოდ უკომპრომისო. მოსკოვმა აშშ-ის „კონსტრუქციული პასუხი“ რუსეთის ძირითად მოთხოვნებზე, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, ვერ აღმოაჩინა. ბოლოდროინდელ პროცესებს BBC სტატიაში მიმოიხილავს. რუსეთი თავის პოზიციებს არ ამსუბუქებს. დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მ ყველა ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთიდან. მოსკოვი იმუქრება სამხედრო-ტექნიკური ზომებით, თუ ის ვერ მიიღებს „უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“. აშშ-ის ელჩის მოადგილის გაძევება მოსკოვიდან, რუსეთის მხრიდან დიპლომატიის გზის შეჩერების ზოგად განცდას ტოვებს. ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ესკალაციად აღიქვამს.  „ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ჯო ბაიდენის ამ განცხადებას დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები დაძაბულობას იწვევს“. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა.  მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.

ენტონი ბლინკენი: რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

  რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. „ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განეხილა მინსკის შეთანხმებების შესრულება - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივი დარღვევებისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი,  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში - რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. ეს პრინციპებია: რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი. ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში,  რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს

ენტონი ფაუჩი: დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს

"COVID19-ისგან დარჩენილი რისკების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. როგორც მედიასაშუალებასთან საუბრისას აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნა, ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას. "ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც ცდილობს, დააბალანსოს მოქალაქეების ინფექციისგან დაცვის საჭიროება და პანდემიით გამოწვეული დაღლილობა. დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. „კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა დოკუმენტის წარდგენისას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია

ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშოა და პოტენციურად ძალიან საშიში, – ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დონბასში არსებული სიტუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „კი, ამერიკას დაზვერვის სამსახური ბევრი აქვს. რუსეთში, პრეზიდენტსაც კარგად აქვს საქმე ამ მიმართულებით. ჩვენ ამდენი არ გვყავს, მაგრამ არანაკლებ ეფექტურები არიან“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვისმ 

აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია

აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციის გამოცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვის მხრიდან ცინიკურ ნაბიჯად აფასებს. „მსგავსი განცხადებები არის შემდგომი მცდელობა, ტყუილითა და დეზინფორმაციით გადაფარონ, რომ რუსეთი აგრესორია ამ კონფლიქტში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს. ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა. განცხადების თანახმად, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები”. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის გამო გააფრთხილა და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 18 თებერვალს შედგა. „18 თებერვალს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების საკუთარ ბაზებზე დაბრუნებისა და საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ", - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში. შეერთებული შტატები და NATO აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. 18 თებერვალს, პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

„ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განიხილოს მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივად დარღვევისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი,  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა“, - ამ სიტყვებით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ბლინკენმა ისაუბრა არსებულ რისკებზე, რუსეთის მიერ დაგეგმილ სავარაუდო, პროვოკაციულ სცენარებზე, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის ძალისხმევაზე და კიდევ ერთხეულ მოუწოდა კრემლს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. მისი თქმით, არსებული რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. ახლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია და ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ბლინკენის აზრით, ეს კრიზისი პირდაპირ აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. სახელმწიფო მდივანმა ეს პრინციპები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა: ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი“, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენის განცხადებით, ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო.  „ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში,  რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“. ბლინკენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროვოკაციებს შეიძლება, მიმართოს რუსეთმა უკრაინაზე შეტევის დაწყების მიზნით. მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს და ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელსაც რუსეთი უკრაინას, მის მთავრობას დააბრალებს. „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი, ეგრეთ წოდებული „ტერორისტული“ დაბომბვა რუსეთის შიგნით, დრონების თავდასხმის ინსცენირება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ან თუნდაც, ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება, ამ მოვლენას უწოდოს ეთნიკური წმენდა ან გენოციდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. დღეს ეს ნარატივი მხოლოდ გაძლიერდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მომხსენებლებისგან. ამ გამოგონილი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ უმაღლესე დონეზე, შეიძლება, მოიწვიოს საგანგებო შეხვედრები ე.წ. კრიზისის გადასაჭრელად. მთავრობა გამოაქვეყნებს პროკლამაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს საპასუხო ზომები უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკური რუსების დასაცავად. შემდეგ, თავდასხმის დაწყება იგეგმება. რუსული რაკეტები და ბომბები უკრაინაში დაეცემა. კომუნიკაციები ჩაიკეტება. კიბერშეტევები განხორციელდება უკრაინის ძირითად ინსტიტუტებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე რუსეთს თავდასხმისთვის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები ჰყავს იდენტიფიცირებული. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიზანშია უკრაინის დედაქალაქი - კიევი, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფები ჰყავთ სამიზნეებად ქცეული. ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინის მთავრობას ყოველივე ამის შესახებ. ახლა ამას ძალიან დეტალურად ვხსნით, იმ იმედით, რომ მსოფლიოსთვის ამ ინფორმაციის გაზიარებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უარი თქვას ომის გზაზე, აირჩიოს სხვა გზა, სანამ ჯერ კიდევ დროა“, - აღნიშნა ბლინკენმა. მან კიდევ ერთხეულ მოუწოდა რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. „მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას, რომელიც წარმოვადგინე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით ჩვენს თვალწინ თვეების განმავლობაში. მაშინ, როცა რუსეთი არაფრად აგდებდა ჩვენს გაფრთხილებებსა და გზავნილებს, სტაბილურად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს და მასიური სამხედრო იერიშის ჩატარების შესაძლებლობებს უკრაინის საზღვრებზე. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ: მოკავშირეები და პარტნიორები ერთსა და იმავეს ხედავენ. რუსეთს მხოლოდ ჩვენგან არ ესმის ეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს იქნება არჩევანის ომი და თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მკაცრად გაიმეორა ამ კვირის დასაწყისში. არსებობს კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, გააკეთოს, თუ მისი მხრიდან სიმართლეა იმის მტკიცება, რომ დიპლომატიის ერთგულია. დიპლომატია არის ერთადერთი გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ამის არსებითი ნაწილია მინსკის შეთანხმებების განხორციელება, რაც ჩვენი დღევანდელი სესიის საგანია. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა და უკრაინამ აიღეს მინსკის შეთანხმების მიხედვით, ეუთოსა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორებთან ერთად.  თუ რუსეთი მზად არის, უკრაინის მთავრობასთან იმუშაოს ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, ჩვენი მეგობრები საფრანგეთსა და გერმანიაში მზად არიან, მოიწვიონ უმაღლესი დონის დისკუსიები ნორმანდიის ფორმატში ამ საკითხების გადასაჭრელად. უკრაინა ამისთვის მზად არის. ჩვენ სრულად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მხარეებს. მინსკის შეთანხმებების მეშვეობით, დონბასის კრიზისის მოგვარებისკენ პროგრესმა შეიძლება, გააძლიეროს უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო დისკუსიები, რომლებშიც მზად ვართ, ჩავერთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით. სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, ჩვენ მივაწოდეთ რუსეთს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული, ორმხრივი ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი შეშფოთების გადასაჭრელად და რუსეთის, შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესების წინსვლისთვის. დღეს დილით მივიღეთ პასუხი. დღეს, მე გავუგზავნე წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სადაც შევთავაზე, რომ მომავალ კვირას შევხვდეთ ევროპაში, ბოლო კვირების მოლაპარაკებების შემდეგ, რათა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ ამ კრიზისის კონფლიქტის გარეშე გადასაჭრელად. ასევე ვთავაზობთ NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში შეხვედრებს. ამ შეხვედრებმა შეიძლება, მთავარი ლიდერების სამიტს გაუხსნას გზა, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ საკითხებზე.  როგორც ჩვენი ქვეყნების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ დიპლომატიის წარმატებისთვის. თუ რუსეთი ერთგულია დიპლომატიის მიმართ, ჩვენ ამ ვალდებულების დემონსტრირებისთვის ყველა შესაძლებლობას ვაძლევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს დღევანდელ გამოსვლაზე რუსეთის მთავრობის მხრიდან პასუხი იქნება, რომ შეერთებული შტატები ისტერიაშია და რომ რუსეთს „არ აქვს გეგმები“ უკრაინაში შეჭრის. ნება მომეცით, საქმე გაგიმარტივოთ. რუსეთის მთავრობას შეუძლია, დღეს გამოაცხადოს - ყოველგვარი გაურკვევლობისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე - რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. მკაფიოდ განუცხადეთ მსოფლიოს და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაგზავნით მათ ყაზარმებსა და ანგარში და თქვენი დიპლომატების გაგზავნით მოლაპარაკებების მაგიდასთან. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ემახსოვრება ამ ვალდებულებების შესრულება ან მის შესრულებაზე უარის თქმა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: თუ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი, აშშ-ის და პარტნიორების პასუხი მკვეთრი იქნება

თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობას და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. „დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ - 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 ათასი სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმავეს ხედავენ", - განაცხადა ჰარისმა.

ლიზ ტრასი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა. „არა მგონია, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იყოს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს. მსურს, რომ რუსეთმა აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატოსთან, აშშ-თან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოხარული ვიქნებოდი, თუ რუსეთი კვლავ შეასრულებდა შეთანხმებებს, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმს ან ეუთოს შეთანხმებას. ეს ნდობასა და გამჭვირვალობას აღადგენდა“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალს ხედავენ

აშშ და ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის საბანკო სისტემაზე 15 თებერვალს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში ენ ნოიბერგერმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში მოხდა. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები უკრაინის ბანკებზე ასევე დაფინანსებული იყო რუსეთის მთავრობის მიერ. „ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვა, რომელიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია თავდასხმებზე“, - განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარალელურად, დიდი ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დიდი ალბათობით მონაწილეობდა DDoS-ის ტიპის შეტევაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითი.  უკრაინის მთავრობის არაერთი ვებსაიტი და საბანკო სერვისმა განიცადა უპრეცედენტო DDoS თავდასხმები. თავდასხმის სამიზნე იყო თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები და რიგი სხვა სამთავრობო უწყებები, ასევე ეროვნული ბანკი, ელექტრონული მმართველობის სერვისების (Diia) პორტალი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sberbank-ისა და Privatbank-ის ონლაინ ბანკინგის სერვისები, ასევე, კომერციული ბანკები.

CBS News-ი: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა

ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. კალე ლაანეტის თხოვნის მიზანი ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის დაცვაა, რადგან შიშობს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი ბალტიის რეგიონთანაც დაიწყებს კონფრონტაციას. „არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინა დაეცემა, შემდეგი კი, ბალტიის ქვეყნები იქნებიან“, - განუცხადა ესტონელმა მინისტრმა კალე ლაანეტმა Reuters-ს  აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვილნიუსში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს მოკავშირეებს რეგიონში რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი 2004 წლიდან ჰყავთ მობილიზებული. „ისინი საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ, თუმცა არ აქვთ შეტევის, ან თავდაცვის უფლება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ საჰაერო თავდაცვაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს არეალში მეტი მებრძოლი იქნება. უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი“, - აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი. ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი ბალტიისპირეთის მოკავშირეებთან ერთად დადგება, მაგრამ დამატებითი ჯარების შეყვანაზე შეკითხვას არ უპასუხა.

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პუტინისთვის არანაირი გარანტია არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტისთვის, კერძო საუბრებში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია არ მიუცია. თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ის ხედვაში და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ NATO-ში არ მიიღებენ“. „ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას NATO-ში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კონდოლიზა რაისი ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მიმართ საპასუხო ქმედებებსა და მიმდინარე კრიზისზე

The Wall Street Journal-ის ედიტორიალის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კრიზისი შეიქმნა, არის ის, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ადეკვატურად არ უპასუხა რუსეთის შეჭრას საქართველოში, რას იტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით? ეს შეკითხვა დაუსვა CNN-ის წამყვანმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, რომელმაც 2008 წლის მოვლენები ამავე ტელეკომპანიის ეთერში გაიხსენა. უფრო კონკრეტულად, The Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ დასავლეთის სუსტმა სანქციებმა 2008 წელს საქართველოსა და ყირიმში 2014 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი წაახალისა, დაეჯერებინა, რომ ევროპას არ აქვს ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე სერიოზულს.  „პირველ რიგში, ჩვენ ვცადეთ ამის თავიდან არიდება (რედ. საქართველოში რუსეთის შეჭრის). ვინც ოდესღაც გადაწყვიტა, რომ რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და (რედ. სამხრეთ) ოსეთში, როგორც ეუთოს სამშვიდობო ძალების ნაწილი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვცადეთ... ვცადეთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იმჟამინდელ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ მიგვეღწია რაიმე სახის შეთანხმებისთვის, რათა ტემპერატურა დაგვეწია. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, რუსები ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, არ მისცე ამის საშუალება-მეთქი. და მართლაც, რუსებმა მოახდინეს მათი პროვოცირება და ომი დაიწყო. როდესაც ეს ხდებოდა, შეერთებული შტატები ძალიან რთულ პოზიციაში იყო. ჩვენ არ ვიყავით იმ პოზიციაში, რომ რუსეთთან ომში ჩავბმულიყავით საქართველოს გამო. ასე რომ, ჩვენ ვცადეთ, გაგვეძლიერებინა საქართველოს ძალები, – მათ ჰყავდათ ძალები ერაყში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისინი; გამოვიყენეთ გარკვეული წვრთნები შავ ზღვაში და მის გარშემო, რათა გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველების მიმართ. შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსებს შესაძლოა, თბილისზეც (რედ. თბილისის აღებაზე) ეფიქრათ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა CNN-თან. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიხსენა. კონდოლიზა რაისის თქმით, ომის დასრულების შესახებ, ლავროვმა სამი პირობა წამოაყენა: საქართველოს სამხედროები ყაზარმებში დაებრუნებინა  ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებისთვის „შემდეგ მითხრა, ეს ჩვენ შორის დარჩესო: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“. მე ვუპასუხე: სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ საუბრობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებაზე; ყველას ვეტყვი, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი პირობა“. მე ასეც გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემთან ასეთი ფორმით აღარ უსაუბრია. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს მთავრობის დამხობა და ჩვენ ეს ფაქტი გავაშიშვლეთ, ძალიან მნიშნვლოვანია იმ ლიმიტის დასანახად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა  საფრანგეთის დახმარებით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება. შემდეგ აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს მხარდასაჭერად მილიარდი დოლარი გამოყო. „ასევე, შეერთებულმა შტატებმა მიმართა სანქციების დაწესების მცდელობებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპელები იქ არ ყოფილან. ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, იმ მცირე რაოდენობით სანქციებმა, რაც ძალაში იყო, დაიწყო ეროზია, ალბათ, ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში, არავის ვადანაშაულებ...გადატვირთვა ალბათ კარგი მცდელობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მედვედევმა ჩაანაცვლა პუტინი – დროებით... მაგრამ მე ვფიქრობ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. არ ვიცი, შეგვეძლო თუ  არა ბევრად მეტის გაკეთება უფრო ძლიერი ევროპული მხარდაჭერის გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო გადარჩა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიs Twitter გვერდზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უკრაინისადმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის სოლიდარობაა გამოხატული. ვიდეოკოლაჟი მოიცავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ვიდეო აერთიანებს NATO-ს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს. „გუნდი დღითიდღე უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. მე ვდგავარ ლიდერების გვერდით, რომლებიც არიან უკრაინასთან ერთად“, - აღნიშნულია ბლინკენის ტექსტში.    

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.  სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, არ აღიარონ ახალი „სახელმწიფო“, რომელიც შეიქმნა ძალის ან მუქარის გამოყენების გზით, ასევე ვალდებულება, არ დაარღვიონ სხვა სახელმწიფოს     საზღვრები. რუსეთის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ნორმების აშკარა უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალითია. პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ყველა ახალ ინვესტიციას, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რეგიონებში. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები რუსეთის მიუღებელი ქმედებების საპასუხოდ.     ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი ურყევია. ჩვენ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის განცხადებას. აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე: აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს

აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა განაცხადა. „დღეს აშშ მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს, მათ შორის სანქციების შესახებ, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ იმის საპასუხოდ, რაც რუსეთმა გუშინ გააკეთა“, - აღნიშნა ჯონ ფაინერმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ჯო ბაიდენი: ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობელ ქვეყანას ეკუთვნის

ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? - აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს უფრო მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ ის ესკალაციის გზას განაგრძობს. ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავუწესებთ საპასუხო სანქციებს, რომელიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს ამ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია

ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. დღეს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ინფორმაცია მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე შეერთებული შტატების პასუხის შესახებ. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას.   შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ამ კვირაში აღარ შეხვდება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, ის აპირებდა ლავროვთან შეხვედრას, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ახლა ეს პროცესი დაწყებულია. გასულ კვირას, მე დავთანხმდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რომ განგვეხილა ჩვენი ქვეყნების შეშფოთება ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება. შესაბამისად, ამ შეხვედრის გამართვას ახლა აზრი არ აქვს. ამის შესახებ კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა შევთანხმდით ამაზე. ასევე, წერილი გავუგზავნე მინისტრ ლავროვს და ამის შესახებ შევატყობინე. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო

ჯო ბაიდენი: ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ 22 თებერვალს გამოაცხადა. სანქცირებულთა შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი. ახალი სადამსჯელო ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

კელი დეგნანი: ვფიქრობ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის საპასუხოდ, 2008 წელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რასაც ვითვალისწინებთ

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ქართულ სატელევიზიო მედიას აშშ-ში განუცხადა, სადაც ელჩი შეხვედრებს მართავს თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში.  „ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს გამოიარა და რასაც ვითვალისწინებთ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის შემდგომი გადაწყვეტილების საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მრავალფეროვანი ვარიანტები, რადგან არ ვიცით, ის რა არჩევანს გააკეთებს. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ, დიპლომატია და დეესკალაცია აირჩიოს. ის ზომები, რომლებიც წარმოვადგინეთ, სერიოზული და ღირებულია, თუკი რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა ამჟამად რუსეთი დეესკალაციას. ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აირჩიეს. კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება. ამასთანავე, ჯენ ფსაკიმ ცალსახად არ გამორიცხა მომავალში შეხვედრის ჩატარება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთი არ განმუხტავს სიტუაციას უკრაინაში ჯარების უკან გაყვანით. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

22 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ და განმარტა, რომ ეს სანქციების პირველი პაკეტია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონის „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება. შედეგად, სრულ ბლოკადაში მოექა რუსეთის ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი: VEB-სა და მათი სამხედრო ბანკი. დაწესდა ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოწყდა. კერძოდ, რუსეთის მთავრობა ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ამერიკულ თუ ევროპულ ბაზრებზე. სანქციები შეეხოთ რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. კონკრეტულად ვინ შედის სანქცირებულთა სიაში, Europetime-მა ინფორმცია სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ხუთ გემსაც შეეხება. ესენია: Baltic Leader სატვირთო გემი (IMO: 9220639), Linda (IMO: 9256858) და Pegas (IMO: 9256860 ნედლი ნავთობის ტანკერები), ასევე Fesco Magadan (IMO: 9287699) და Fesco Moneron 29 (IMO: საკონტეინერო გემები. რაც შეეხებათ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, სიაში პირველია დენის ბორტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორის და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი. დენის ბორტნიკოვი ამჟამად არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის ვითიბი ბანკის საჯარო სააქციო საზოგადოების (ვითიბი ბანკი) პრეზიდენტის მოადგილე და ვითიბი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. 2. PSB ბანკის თავმჯდომარე პეტრო ფრადკოვი; რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი.  3. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირილენკოს ვაჟი ვლადიმერ კირილენკო. ვლადიმირ კირილენკო ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია, Rostelecom-ში და ამჟამად არის რუსეთის მთავარი სოციალური სოციალური მედიის პლატფორმის, VKontakte-ს მფლობელი კომპანიის, VK Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.  22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჩინეთი უკრაინაში „სიტუაციის გაუარესებით" შეშფოთებულია

სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მისივე თხოვნით სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან საუბრისას, ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი განიხილა და ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას.  თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინის საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს. ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის თანმიმდევრულ პოზიციას ხაზი გაუსვა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებებს პატივი უნდა სცენ, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები კი, დაცული უნდა იყოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში სიტუაციის „გაუარესებით“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და უთანხმოება დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ. ამასთან, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე დააფიქსირა. ჩვენი პოზიციაა, რომ სანქციები არასოდეს არის ფუნდამენტურად ეფექტიანი საშუალება პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებით ყველა უკანონო ცალმხრივ სანქციებს. 2011 წლიდან შეერთებულმა შტატებმა რუსეთს 100-ზე მეტი სანქცია დაუწესა. თუმცა ამერიკის სანქციებმა გადაჭრა რაიმე პრობლემა? არის თუ არა მსოფლიო უკეთესი ამ სანქციების გამო?   გადაიჭრება თუ არა უკრაინის საკითხი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებით? იქნება თუ არა ევროპის უსაფრთხოება უფრო დაცული რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შედეგად? ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები სერიოზულად დაფიქრდებიან და შეეცდებიან პრობლემების მოგვარებას დიალოგისა და კონსულტაციების გზით. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს

კელი დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს განხილული თემების შესახებ იუწყება. კელი დეგნანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე აშშ-ში მიღებულ ინფორმაციას გვიზიარებს. „პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი ფოკუსირებულია მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხის მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც გავაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. ამერიკის ელჩის თქმით, ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა. შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს.   ამ კვირის განმავლობაში ჩემ მიერ გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ.   ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ - ეს არის სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად ინტერგრირებულია ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. ელჩი საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. კელი დეგნანი შეხვდა კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. ასევე გამართა შეხვედრები ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.  „ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ და ვფიქრობ, დრო განსაკუთრებით კარგად იყო შერჩეული, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, - აღნიშნავს ელჩი.

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს ახალ სანქციებს დაუწესებს

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის გაზსადენის პროექტის მხარდამჭერი კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯები სანქციების პირველი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ მიიღეს. საუბარია გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის ხელმძღვანელობაზე. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.  22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ აშშ-სთან

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს არყევს. „ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა

შეერთებული შტატები თვლის, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამიზნულია უკრაინის მთავრობაზე თავდასხმისთვის და თავდასხმის სამი ძირითადი ღერძი მიმართულია დედაქალაქ კიევზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს განაცხადა. „მინიშნებები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ აქამდე, მხოლოდ ამ პირველ, თუნდაც 12 საათში, ემთხვევა ჩვენს ადრეულ შეფასებას, ეს იქნება მისი მიზანი: ამ მთავრობის შეცვლა“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან დეტალურად აღწერა რუსული თავდასხმის სამი ძირითადი მიმართულება: 1) რუსეთის სამხრეთით წინსვლა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში, აქამდე ყველაზე მძიმე ბრძოლების ადგილი; 2) რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ჩრდილოეთით გაყვანა სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონამდე; 3) რუსული თავდასხმის ორი ხაზი ბელორუსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით დედაქალაქ კიევისკენ. მანამდე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ რუსეთის შეჭრა შეიძლება, 10-15 დღე გაგრძელებულიყო, თუმცა ახლა ამ თემაზე სპეკულირებისგან თავს იკავებენ. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა

აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. სანქციების ფარგლებში, ვლადიმერ ბუტინისა და სერგეი ლავროვის ამერიკული აქტივები დაიბლოკება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია. ამავდროულად, წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. დღეს გერმანიის ფინანსთან მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს. 25 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ბლინკენი: რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.   მდივანმა გამოხატა თავისი აღშფოთება კრემლის სასტიკი ტაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.   აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.  

უკრაინა აშშ-ისგან 600 მილიონ დოლარს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება მისცა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 600 მილიონ დოლარს მიიღებს. აქედან 350 მილიონი დოლარი თავდაცვის სექტორისთვისაა განკუთვნილი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემაზე სანქცირებული რუსული ბანკების წვდომა დაბლოკონ. ზომები მიზნად ისახავს, პუტინს შეეზღუდოს 630 მილიარდი დოლარის გამოყენება ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, რათა რუბლის გაუფასურება შეაკავოს. ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სანქცირებული რუსული ბანკების გაძევებას SWIFT-დან. „გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს.   ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად.   მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად - მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად.   ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების პაკეტს კვირას საღამოს ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილავენ, რაც მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხე შეკრება იქნება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება გადაწყვიტა რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან. ევროკავშირი გეგმავს, რუს ოლიგარქებს აუკრძალოს ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე. „როდესაც რუსული ძალები ახორციელებენ თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ რუსეთისთვის უზარმაზარი ფასის დაკისრება. ხარჯები, რომლებიც რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას მოახდენს საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა სანქცია, რაც დაწესებულია ან დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, რომ ომი დააფინანსოს. „ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს. ყველა ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, დააფინანსოს ომი. პუტინი დაადგა გზას, რომლის მიზანი იყო უკრაინის განადგურება, მაგრამ ის, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს", - გაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე

აშშ რუსეთის ბირთვული ძალების „განსაკუთრებულ“ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა, CBS News-თან ინტერვიუში ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა. „ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი ნაბიჯებით შეჩერება“, - განაცხადა ელჩა.  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი  

პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს

აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, – ასე გამოეხმაურნენ პენტაგონში ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანას. როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან მისი თქმით, რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე NATO-დან და მით უმეტეს, უკრაინიდან. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს  

პარლამენტში კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილს ხვდება

პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმყოფება. კელი დეგნანი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიის საგანია რეგიონში შექმნილი ვითარება და ასევე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტმანეტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან. აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მის ორ შვილობილ კომპანიასა და დირექტორ კირილ დმიტრიევს. „ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობები, გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები, ასევე შეუზღუდოს რუსეთს წვდომა თავის კეთილდღეობის ფონდზე, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ გამოიყენოს. აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ რუსეთს მკაცრი შედეგები დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მიზნის ერთობლიობას, სიმტკიცეს და მზაობას, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი არჩევანით დაწყებულ ომზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო ბელორუსში მუშაობას დროებით აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები ბელორუსში, აშშ-ის საელჩოში ოპერაციებს დროებით აჩერებს. რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს კი, აშშ-ში დაბრუნების უფლებას რთავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა Reuters-ის ცნობით. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. „ჩვენ ეს ნაბიჯები უსაფრთხოების საკითხების გამო გადავდგით, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

აშშ ჯაშუშობის ბრალდებით, გაეროდან 12 რუს დიპლომატს აძევებს

გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის 12 წევრს აშშ-მა 7 მარტამდე წასვლის ბრძანება მისცა და მათ ბრალი დასდო ჯაშუშობაში ჩართულ "დაზვერვის მუშაკებად" ყოფნაში.   გაეროში აშშ-ის მისიის პრესმდივნის განცხადებით, დიპლომატებმა, რომლებსაც წასვლა უბრძანეს, "ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ცხოვრების პრივილეგია, ჯაშუშურ ქმედებებში ჩართვით, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს". მისიის თქმით, გაძევების პროცესი "რამდენიმე თვეა მზადდება" და შესაბამისობაშია აშშ-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის და გაეროს შეთანხმებასთან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

ჯიმ რიში: შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „რესპუბლიკელი“ წევრი ჯიმ რიში „იმედგაცრუებულია, რომ საქართველო უკრაინას მხარს არ დაუჭერს“. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - აღნიშნავს რიში. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის ცას რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა. მისი თქმით, ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა ექნება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმით მსოფლიოს გადატრიალება სურდა, თუმცა უკრაინელი ხალხის სახით მის წინაშე შეუვალი კედელი დადგა. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას და ბალტიის ქვეყნებს ეწვევა

3-8 მარტს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ეწვევა. ტურნეს მიზანია ფართო კონსულტაციები და კოორდინაცია NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციის მიერ წინასწარ განზრახული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შესახებ. მდივანი ბლინკენი ვიზიტს ბრიუსელით დაიწყებს, სადაც  მონაწილეობას მიიღებს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, შეხვდება ევროკავშირის კოლეგებს, მიიღებს მონაწილეობას G7-ის მინისტერიალში და გამართავს დამატებით შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა განიხილონ გლობალური პასუხი რუსეთის შეჭრაზე. ტურნეს დროს ბლინკენი განიხილავს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საკითხებს. ასევე, ბლინკენი განიხილავს ბალტიის რეგიონის მოკავშირეებთან უფრო ღრმა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს.

ჯო ბაიდენი: როცა დიქტატორები ფასს არ იხდიან თავისი აგრესიისთვის, უფრო დიდ ქაოსს იწვევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი მზად იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის და მისი ადმინისტრაცია მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა თავი აარიდა ომის თავიდან აცილების მცდელობებს. „ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი - როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ წინსვლას, ხარჯები და საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოსთვის იზრდება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი შეცდა. „პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის მცდელობები. ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მიმართა. „პრეზიდენტ ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი გამბედაობა, სიმამაცე, მონდომება შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ინფლაციის მზარდ ფაქტორსაც შეეხო. „ინფლაციასთან ბრძოლის ჩემი გეგმა შეამცირებს თქვენს ხარჯებს და შეამცირებს დეფიციტს“, - დაამატა ჯო ბაიდენმა.

აშშ მზადაა დიპლომატიისთვის, მაგრამ ეს რთულია, როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ის დეესკალაციის გარეშე რთული წარმოსადგენია. ამასთან დაკავშირებით ბლინკენმა პრესკოფერენციაზე განაცხადა. „საბოლოოდ, შეერთებული შტატები ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ეს რთული წარმოსადგენია სამხედრო დეესკალაციის გარეშე; როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ. მაგრამ თუ რუსეთი უკან დაიხევს და განაგრძობს დიპლომატიას, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ იგივე. იმავდროულად, ჩვენი ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გრძელდება. მე პრაქტიკულად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის მთავრობის ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ძალების გაყვანის მიზნით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტ