თეგი: ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი „დაკარგულ ექსპონატებზე“ განცხადებას ავრცელებს

  ეროვნული გალერეიდან, რომელიც 2007 წელს შეუერთდა ეროვნულ მუზეუმს, 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გატანილია 77 ექსპონატი, მათ შორის ყველაზე მეტი, დღევანდელი მონაცემით, ეროვნული გალერეის კოლქციებში უკვე დაბრუნებულია 552 ექსპონატი. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ ცნობები, სიმართლეს არ შეესაბამება.   „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა. ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.   ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი - 5“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.   ცნობისთვის, ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. იხილეთ საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სია. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. გეგმური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. როგორც 2016 წელს ჩატარებული შიდა აუდიტისა და 2013 წელს ჩატარებული აუდიტის დასკვნებში, მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი. „აღნიშნული ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი), ამასთან, ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აშშ საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერია - საელჩო

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ელჩი დანიგანი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს მასპინძლობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. ამ სივრცეებში დაცული არტეფაქტები საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, აღფრთოვანებული ვართ ეროვნული მუზეუმის თვალსაჩინო განვითარებითა და წარმატებით,“ - წერს საელჩო.  

ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ეროვნული მუზეუმი მზადაა დახმარების მიზნით სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეროვნული მუზეუმი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ  

საქართველო — პურის ხორბლისა და ღვინის უძველესი კერა: 8000-წლიანი ისტორია — ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ავტორიტეტული კვლევა გამოქვეყნდა

პურისა და ღვინის 8 000-წლიანი ისტორია საქართველოში საქართველო ნეოლითის პერიოდის პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელ ცენტრად მიიჩნევა.  შესაბამის სტატიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი [PNAS] კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.  ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს. მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორას და შულავერის გორას არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები; მდიდარი კერამიკული მასალა; ძვლოვანი არტეფაქტები. აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი. ეს აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და მან ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველესა კერაა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან, მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს წარმოადგენდა და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა. დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო.  კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია. ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ. ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“ კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორისაქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები მდიდარი კერამიკული მასალა ძვლოვანი არტეფაქტები აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი. აღნიშნული აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველეს კერად მიიჩნევა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც დოკუმენტურად დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი. დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო. კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია. ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს. კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ. ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“ კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან როლს ინოვაციური მიწათმოქმედების განვითარების გლობალურ პროცესებში.  აღსანიშნავია, რომ პურის ხორბალი (Triticum aestivum) დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობაა და საერთო მოხმარების დაახლოებით 95%-ს შეადგენს. UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა