თეგი: უკრაინა

ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე, - განაცხადა აშშ-სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.     „ამ კვირაში კიევში ჩავიდა აშშ-ის სამხედრო დახმარების სამი გზავნილი, რომელშიც ჯაველინის დამატებითი რაკეტები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, 283 ტონა საბრძოლო მასალა და არალეტალური აღჭურვილობა იყო უკრაინის ფრონტის მცველებისთვის.   მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მეტი დახმარების გაცემა. კონგრესს შევატყობინეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ხუთი მი-17 ვერტმფრენი გადავცეთ. დამატებით, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში განთავსებული 8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის გადასროლისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ NATO-ს საპასუხო ძალებს სწრაფად დავუჭიროთ მხარი თუ მოხდება მისი აქტივაცია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მოკავშირეთა აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.   ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას მკაცრი ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. ჩვენი საპასუხო ქმედებების ფარგლებში მზად ვართ, დავაწესოთ კონტროლი ექსპორტზე, რასაც გრძელვადიანი შედეგი ექნება და რუსეთს ააცილებს სტრატეგიული ამბიციების მისაღწევად საჭირო პროდუქტებს.   ვგეგმავთ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შედეგებთან გასამკლავებლად. ვდგამთ რა ნაბიჯებს, რომ გლობალური ენერგიის მიწოდება არ შეწყდეს - ესეც უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე.   ყველაფრის გათვალისწინებით, გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ქმედებებმა რუსეთის წინაშე არსებული არჩევანი უფრო ცხადი გახადა. ჩვენ წარმოვადგინეთ დიპლომატიური გზა. ჩვენ წარმოვადგინეთ მძიმე შედეგების წყება თუ რუსეთი დამატებით აგრესიას აირჩევს. ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მხარდაჭერა. და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ყოველმხრივ ერთიანნი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვრად წინსვლას და მზადებას. რუსეთს რჩება გზა, გადაწყვიტოს, როგორ გვიპასუხოს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ“, - სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.   რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.  

საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდამჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს. განცხადება ამის შესახებ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართვის შინაარსს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მასში რუსეთის აგრესია და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. ოპოზიციის წევრების შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ისე, რომ რუსეთი და ოკუპაცია არ ახსენო,  მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით,  მიმართვაში რუსეთის როლზე აქცენტები ხაზგასმული არ არის, რაც პუტინის რეჟიმის მაამებლურ პოზიციას უფრო გამოხატავს, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის’’  წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას’’ შორის კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკრებულოში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე რეალურ პრობლემებთან არის შესაბამისობაში.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერად, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის იდენტური მიმართვა გაავრცელეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის ტექსტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის იდენტურია. „ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

დავით ზალკალიანი: თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს პოლიტიკური მანიპულაციების გამო აკრიტიკებენ. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი „საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სუვერენიტეტი, ღია კარის პოლიტიკა, სუვერენული უფლება, ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. „თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გვაქვს“, - დაამატა მინისტრმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.  

ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კრიტიკული მოსაზრებები უკრაინის ელჩს გააცნეს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არ გამოხატავს არც ოპოზიციზიური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას და ამის შესახებ ესაუბრნენ უკრაინელ დიპლომატს. თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომლის პარტიაც არ მონაწილეობს რეზოლუციის გარშენო მიმდინარე დისკუსიებში, განააცხადა, რომ რომ მნიშნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. „ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში““, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.   „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ მედიას განუცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი. „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას. „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც. შესაბამისად, ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ მოისპოს „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.    

უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ დიპლომატიურ ძალისხმევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსებულ პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური წერილობითი პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

პენტაგონის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა

 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა. 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

უკრაინის სარაკეტო ქარხანაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, საჰაერო კოსმოსურ და სარაკეტო ქარხანაში სროლის შემდეგ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. მედია წერს, რომ თავდასხმა განხორციელდა დნიპროში, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან 100 მილზე მეტი მანძილის მოშორებით, სადაც სამხედროები 2014 წლიდან ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. დაკავებულია ეროვნული გვარდიის 21 წლის წვევამდელი. ეროვნული გვარდიის უფროსმა მიკოლა ბალანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი „ნებისმიერ ინციდენტზე“. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.

ვიქტორია ნულანდის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ აღარ წაიწევს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს განაგრძობს გერმანელ მოკავშირეებთან. უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და მტკიცე პასუხს ჰპირდებიან. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს პასუხობს. „უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის. ახლა უკრაინისთვის რეალური დახმარება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის ლიდერობა იქნებოდა. ეს ყველასათვის დადებითი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter პოსტში. მანამდე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შეეხება. მისი თქმით, „თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, მას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მან რუსეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% სწორედ ევროკავშირზე მოდის. „ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განცხადა. „უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების კვირების შემდეგ, აშშ იწვევს უშიშროების საბჭოს ღია შეხვედრას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებებისა და უკრაინისა და ბელორუსის საზღვრებზე რუსეთის ჯარების მობილიზების“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა. როგორც ცნობილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს, თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავზე შედგება. ერდოღანის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

უკრაინის ელჩი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ესკალაციამდე და არა შემდგომ

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესება შესაძლებელია დაგვიანებული აღმოჩნდეს ვითარების ესკალაციის შემდგომ. კითხვაზე, რატომ თვლის უკრაინა, რომ დასავლეთი სანქციებს აგვიანებს, ელჩმა მაგალითად მოიყვანა ვითარება, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ შეიქმნა: „რა იყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი? ეს იყო სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზაციას. საქართველო მას 100%-ით ასრულებს. რას იტყოდით საოკუპაციო აზღვრის მეორე მხარეზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე? ხედავთ დემილიტარიზაციის რაიმე ნიშანს? არა. ისინი აგრძელებენ ბორდერიზაციას და სამხედრო მშენებლობას. ახლა შევხედოთ ვითარებას უკრაინაში 2014 წელს - ყირიმი ოკუპირებულია, დონეცკი და ლუგანსკი ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარისა და კრემლის მხარდამჭერი ძალების მიერ. ამ ქმედებებს მოჰყვა სანქციები რუსეთის მიმართ, გაიყვანეს ძალები? არა. შეგვიძლია ეს ზომები ეფექტიანად ჩავთვალოთ? მე ვერ ვხედავ შედეგს. შეიძლება ეს ზეგავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, პრობლემებს უქმნის რუსეთს, მაგრამ უკრაინელებისთვის რუსები ისევ იქ რჩებიან, ზრდიან სამხედრო ინფრასტრუქტურას ყირიმში, აგრძელებენ ფულის, საბრძოლო მასალების, საწვავის მიწოდებას მხარდამჭერი ძალებისთვის. ეს ნიშნავს, რაც უნდა მოხდეს, ისინი წინ წაიწევენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ან შეუძლებელია, რომ სანქციების შედეგად მათ უკან დაიხიეს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ რაც უკვე ოკუპირებული ან მიტაცებული აქვს, მას აღარასოდეს დააბრუნებს. ელჩი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ უკრაინა კვლავ მოუწოდებს პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ვითარების ესკალაციამდე და არა შემდეგ. არგუმენტის გასამყარებლად ელჩმა გადაცემაში მაგალითად მოიყვანა ასევე NATO-ს სტრატეგია რუსეთის მიმართ: „2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნატოს დასჭირდა რამდენიმე წელიწადი ახალი დოქტრინის, ხედვისა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის მისაღებად და ეს არის შეკავება, რომელიც ახლაც მუშაობს და უკრაინა არის რუსეთის შეკავების ნაწილი, რადგან ჩვენ ვაკავებთ უზარმაზარ ძალას ჩვენს საზღვარზე. თუმცა, არც ეს არის საკმარისი. შეკავება მუშაობს გარკვეულ დონეზე. რატომ? იმიტომ, რომ, რასაც ახლა ვხედავთ - ულტიმატუმებს რუსეთისგან და მათ მოთხოვნას, რომ ნატოს 1997 წლის გაფართოებამდელი პერიოდის მდგომარეობასთან დაბრუნებაზე. ეს ნიშნავს, რომ შეკავება არასაკმარისად ეფექტიანია, რადგან ისინი ბედავენ NATO-სთან ამგვარ ურთიერთობას - ცდილობენ რაღაცების მოთხოვნას, რასაც საერთოდ არ გააჩნია საფუძველი", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას

ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე. „ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა. NATO-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის ელჩი: ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აფასებს რეზოლუციის ტესტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლოა. მისი თქმით, საქართველოში წარმოადგენს თავის სახელმწიფოს და არა პარტიას, უკრაინას ურთიერთობა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან. „უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება, მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან. გუშინ შესანიშნავი „ლაითშოუ“ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა. და ასევე ვიცით, რომ ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი - უკრაინისა და საქართველოს საერთო საგანძური. ეს ჩვენი ღირებულებაა - ურთიერთმხარდაჭერა, ერთად ყოფნისთვის მზადყოფნა არამხოლოდ რეზოლუციებში, არამედ ყოველდღიურ საქმეში. მე აქ წარმოვადგენ უკრაინის სახელმწიფოს და არა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ ურთიერთობა გვაქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან, არამედ ქვეყანასთან, ერთად - საქართველოსთან“, - აცხადებს იგორ დოლგოვი.

აშშ-ის პრეზიდენტი: რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

"რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ის ამას საჯაროდაც ამბობდა და ჩვენ თვეების განმავლობში ვსაუბრობდით ამის შესახებ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ემილი ჰორნმა. ცნობისთვის, 27 იანვარს, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შეგდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება. „რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ უსაფრთხოების დონეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის უკრაინაში“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინაში საელჩოს პერსონალი არ შეამციროს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს გერმანიაში დაბრუნება შეუძლიათ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით, თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს

ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს და ეს გაზვიადება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში მისი გავლენის გაფართოებაა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ესენი არიან გერმანული სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები რუსული ხელფასებით, ესენი არიან ცალკეული ვიცე-ადმირალები, რომლებიც უცნაური განცხადებებით საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

სერგეი ლავროვი: თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის

"თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ზელენსკის დონბასის საკითხის განხილვა სურს, საკონტაქტო ჯგუფს უნდა ესაუბროს.  „თუ ზელენსკის სურს განიხილოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ. დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში.როდესაც ის ამბობს, რომ მათ არ დაელაპარაკება, ეს ცუდია შიდა უკრაინული კრიზისისთვის,“ - აღნიშნა ლავროვმა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია. „დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. „ვიცი, რომ უკრაინის საკითხზე საზოგადოება არის შეჯერებული. მე ვერ გავაკეთებ დასკვნებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ძალიან ცნობილი. მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს, რომ როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირე და ალიანსები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  

რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს ნოტა გამოუგზავნა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „პარტია „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება ნოტით გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა განაცხადა, რომ სამინისტრო შეშფოთებული და ამ საკითხზე მათ ნოტა გადასცეს საქართველოს საგარეო უწყებას. „26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ გამართა ანტირუსული აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. ცოტა ხნით ადრე კი სექციაში გამოირთო ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგება. რუსეთის ინტერესების სექციასთან მომხდართან დაკავშირებით გაგზავნილია ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვენის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის მკაცრი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური შეტყობინება გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს", - განაცხადა ზაიცევმა. რადიო თავისუფლების ცნობით, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სექციის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. რუსეთის საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რომ არ დაუშვას „ასეთი ინციდენტები". 26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია - „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“. აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადები გააკრიტიკა.  „თუ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები ამის შემდეგ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან და გიჩნდება შეკითხვა: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს სურს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. „მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. NATO-ში არ ვართ? გვითხარით, რომ NATO-ში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ NATO-ში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თეთრი სახლის წარმომადგენლები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, რუსულ ბანკებს სანქციები დაუწესდებათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. მათივე თქმით, სანქციები იმ ზომებზე გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, რაც რუსეთის წინააღმდეგ წინა წლებში იყო დაწესებული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები არ შეუზღუდავს რუსულ ბანკებს წვდომას გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელ SWIFT-ზე, რომლის მეშვეობითაც ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს ახორციელებენ.

ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოქმედება დაძაბულობის დეესკალაციისთვის ნორმანდიულ ფორმატში, რომ მინსკის 2015 წლის შეთანხმების პირობები განხორციელდეს. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას გამოხატა.

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს

„თუ რუსეთი გაიმეორებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამას მთელი ალიანსი უპასუხებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, თუ NATO-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც NATO-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, NAT0 კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს. იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, NATO უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და გამართოს სერიოზული მოლაპარაკებები NATO-სა და რუსეთის ინტერესებში შემავალ საკითხებზე.

უცხოური მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს. მათი განცხადებით, ასეთი მცირე დეტალები რეალურად დიდ გავლენას ახდენს იმის შეფასებაზე, თუ რა დონეზეა მოსკოვის მზადყოფნა საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის. მათივე განმარტებით, თუ საბრძოლო ქმედებები ნამდვილად დაიწყო, სისხლის მარაგები დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.  

ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა

ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პასუხი ასახავს სერიოზულ დიპლომატიურ გზაზე წინსვლას, თუ რუსეთი აირჩევს მას და ასევე მოცემულია პრინციპული და პრაგმატული შეფასება მოსკოვის მიერ წამოჭრილი შეშფოთების შესახებ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „წერილობითი ფორმა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ზუსტნი ვართ და რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთან არის და ბურთი მათ მოედანზეა“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან საუბარს გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.  

რას სთავაზობს NATO რუსეთს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთს წერილობითი წინადადებები გადასცა. მან პუნქტობრივად განიხილა ის სფეროები, სადაც საჭიროა პროგრესის მიღწევა. მაგალითად, NATO-რუსეთის ურთიერთობები; ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის არსებული მდგომარეობა უკრაინასა და მის გარშემო; რისკის შემცირება, გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ რუსეთს „რაც შეიძლება მალე“. თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, რომლებსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეყრდნობა. „რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა NATO-სთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შესაბამისი ოფისების მუშაობა მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არსებული კომუნიკაციების არხები, რათა ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და შევამციროთ რისკები. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და მის გარშემო. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  მთელი ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც NATO-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.    

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაგზავნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს. „უახლოეს დროში ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს ქვეყნებში გავაგზავნი. მათი რიცხვი არც ისე დიდი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, 26 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის, ან NATO-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ელჩი: საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

"ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არის ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ქვეყნისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში. გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ ნათელი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვუგზავნით მკაფიო გზავნილს რუსეთს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ელჩის შეფასებით, ეს არის დრო, როდესაც ქვეყნები რუსეთს მკაფიო კოორდინირებულ პასუხს უგზავნიან. „ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან, როდესაც უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჰკითხეს. ელჩს ასევე დაუშვეს შეკითხვა საქართველოს მხრიდან, რეზოლუციის სახით მხარდაჭერის საკითხზეც.  „მე არ მინახავს საბოლოო ტექსტი, თუმცა ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უკრაინას. „გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ მკაფიო იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და გადავლახავთ ამ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.  

საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე მიიღება. მინისტრი სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში და როგორც განაცხადა, საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ძალიან მალე განიხილავს ფლორენს პარლის თქმით, რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაძაბულობის ზონაშია.  

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის კრიზისის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შესაძლო განლაგება „კრემლს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“. BBC-ს ცნობით, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში თავიანთ კოლეგებთან შესახვედრად ემზადებიან, რათა დეესკალაცია წაახალისონ. ბორი ჯონსონი კი უახლოეს დღეებში  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ევროპას ამ კვირაში, დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს და დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მოკავშირეების გვერდით იქნება. „თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის. უკრაინამ თავისუფლად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ჯონსონმა.  

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს.     კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა NATO ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს საბრძოლო ჯარების განთავსებას უკრაინაში... ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. „არსებობს განსხვავება NATO-ს წევრობასა და უკრაინის როგორც ძლიერ და უაღრესად ფასეულ პარტნიორს შორის. ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.     რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის, რადგან განმარტებას ითხოვს, როგორ შეესაბამება ალიანსის ქმედებები უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში სხვა სახელმწიფოების უფლებებს. ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს, უკრაინის NATO-ში შეყვანა, რაც რეალურად გაანადგურებს რუსეთთან ურთიერთობებს, მოსკოვი კი ამ ქმედებებს აფასებს როგორც ოფიციალური პოლიტიკური ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს ამერიკისა და ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი თითქმის, სამი თვე ბომბავდნენ იუგოსლავიას, შეიჭრნენ ლიბიაში, რითაც დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ასევე, როგორ იქცეოდნენ ავღანეთში. როდესაც „ცივი ომი“ მიმდინარეობდა და და არსებობდა ბერლინის კედელი, გასაგები იყო, რომელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო დაცული. კედელი აღარ არის, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ სამუდამო მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვათა ხარჯზე - ისინი კი განაგრძობენ ქვეყნების მიღებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

კანადა უკრაინაში საელჩოდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს

კანადა უკრაინაში თავისი საელჩოდან პერსონალის ნაწილს დროებით გაიყვანს, ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენ განვაგრძობთ პროცესებზე დაკვირვებას, უმაღლეს პრიორიტეტად რჩება კანადელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენი ოფიციალური პირები მზად არიან, უზრუნველყონ საკონსულო დახმარება კანადის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.  

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს

კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს, დააწესოს სანქციები რუსეთის ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების და „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების“ წინააღმდეგ, პარლამენტს მომავალ კვირაში წარედგინება. „ჩვენ ვაპირებთ, შემოვიტანოთ ახალი კანონმდებლობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. უკრაინაში შეჭრას სერიოზული ზომები მოჰყვება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, ამ კვირის დასაწყისში ეწვევიან კიევს. The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის მიერ გათვალისწინებული სანქციების რეჟიმი მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ პირებს მოიცავდა, ახალი კანონმდებლობა კი საშუალებას მისცემს დიდი ბრიტანეთს, რომ სამიზნე ჯგუფი გააფართოოს. უფრო კონკრეტულად კი, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრემლისა და რუსეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა, სანქციების ობიექტი გახდეს. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და ნატალია ლუაზო სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ. მაკალისტერის შეფასებით, რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება კი ევროპისთვის მნშვნელოვანი.  „ჩვენ ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინისა და მისი მოქალაქეების მიმართ; გავეცნოთ ინფორმაციას და გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში. ვესაუბრებით პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება - ევროპისთვის მნშვნელოვანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვიყენებთ სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასევე არ ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს. ევროპარლამენტი თავის მოწოდებაში მკაფიოა, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას დიპლომატიის გზით“, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

კარლ ჰარცელი: რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიციის გამოხატვა, არამედ, აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის

„ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატო, არამედ აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ. რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული, პარლამენტის საქმეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, მიზანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერებაა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ამ სანქციებს ვერავინ დაემალება. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა რომელიც ძალაში იქნება 10 თებერვლამდე, ავტომატურად არ დააწესებს სანქციებს, მაგრამ ითვალისწინებს დამატებით მექანიზმს „უკრაინაში რუსეთის შემდგომი შემოჭრის შემთხვევაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი ზომები დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, იმოქმედოს „შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა გაყინონ აქტივები და აკრძალონ მოგზაურობა“.  „ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვის Twitter-ზე გავრცელდა. „მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ - აღნიშნულია მინისტრის Twitter პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეზოლუციის დღის ბოლომდე დაინიცირდება. „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალააციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან. მისი თქმით, გააგრძელებენ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს. თავის მხრივ,როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული. „აღარ მოგვეცა საშუალება, ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია, დავაინიციიროთ ცალკე, შესაძლოა, კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიაა, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. „რესპუბლიკელ“ ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო. „მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფრთხილია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა, რომ ის მზად იყო, გაეთვალისწინებინა რიგი ფორმულირებებისა, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო რეალობას აცდენილი და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტონს. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გაითვალისწინა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა [ტექსტი], როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, - დაამატა ხათუნა სამნიძემ.  

საგარეო კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში „რუსეთის“ ჩაწერას მხარი არ დაუჭირა

საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. შესაბამისად, ტექსტი უცვლელი დარჩა. კომიტეტის სხდომა ოპოზიციის ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის გარეშე დასრულდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უნდა განეხილა, თუმცა, პროექტის ავტორებმა სხდომაზე, საკუთარი პროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველ პარტიას ერთი, მრავალპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს. პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის პროცედურას დღესვე დაიწყებენ. „ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის საზღვრებთან მსხვილი საბრძოლო შენაერთების, სამხედრო ტექნიკის მობილიზებას და რეალურად ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირდაპირ მუქარას. რაც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამხედრო მოქმედებების პოტენციური მასშტაბით, უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კრიზისი, რომელიც პირდაპირ ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ფართო შავი ზღვის რეგიონს და ევროპის უსაფრთხოებას. შესაბამისად, დღეს საქართველოს მიერ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ვინაიდან, რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას არამედ, ემუქრება საქართველოს. რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, რუსეთი ჩვენს გარეშე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი - რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამით ის პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ დღევანდელი საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინის გამოწვევა, ეს არის საქართველოს გამოწვევაც, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. გვესმის, რომ არც პოლიტიკური მზაობა და არც რესურსი არსებობს იმისა, რომ ვისაუბროთ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველომ გამოხატოს სრულფასოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. უკრაინის მხარდაჭერა არის ზეპარტიული საკითხი და არ არის მიზანშეწონილი, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ვიხილავდეთ ორი რეზოლუციის პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი რეზოლუციის ნაწილში გამოთხოვის პროცედურას ვახორციელებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა, ოკუპანტს უწოდებს ოკუპანტს და უკრაინას გამოუცხადებს სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ასევე წაიკითხეთ მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი ისტორიაში პირველად დაიწყო

უკრაინამ ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან გაზის იმპორტი უნგრულ FGSZ-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მანამდე ორ ქვეყანას შორის გაზის გადაცემის სისტემა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა - უკრაინიდან უნგრეთამდე. უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ, ტრანზიტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ მიმართულების გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, უზრუნველყონ LNG-ის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან. მხარეებს შორის შეთანხმება ყოველდღიურად უნგრეთიდან უკრაინაში 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სლოვაკეთიდან ხელმისაწვდომ დღიურ სიმძლავრესთან ერთად (27 მილიონი კუბური მეტრი), გაზის მთლიანი გარანტირებული სიმძლავრე უკრაინაში დღეში 35 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2022 წლის 30 სექტემბრამდე.  რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შემცირების ფონზე, უკრაინის GTS ოპერატორი თავის ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას განაგრძბს, რათა გააუმჯობესოს მარშრუტების შესაძლებლობები უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.

უკრაინა დიდ ბრიტანეთთან და პოლონეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნის

უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ. დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტია დაგეგმილი. ზელენსკიმ თანამშრომლობის დეტალებზე არ ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ემზადება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად უახლოეს ორ დღეში.  

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილება

უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია, ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ ბაიდენი აპირებს ბრინკის წარდგენას. თავის მხრივ, CNN წერს ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დასტურს ელის. თავის მხრივ, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება არ მომხდარა უკრაინის მხრიდან და შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატი კიევს დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს.  ამასთან, CBS-ი იტყობინება, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. „არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, - აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 2018 წლის ოქტომბერში. სწორედ მისგან გახმაურდა მედიაში ეს ცნობა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ უარყოფ ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკეს. ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში, ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.

პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 74 ხმით „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა გააცნო. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა, საბაბის და არა მიზეზის მოხმობით ცდილობს, თავი არიდოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეზოლუციების მხარდაჭერას. მისივე თქმით, ამგვარი იყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ამგვარი იყო ამ მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული რეზოლუცია, რომელშიც მოხსენიებული იყო რუსეთი, როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მათთვის დაუჭერია მხარი. „ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, თითქმის ერთხმად წინააღმდეგია ამ რეზოლუციის მიღების. ეს გულდასაწყვეტია, რადგან, სასურველი იქნებოდა რომ რეზოლუცია მიგვეღო ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით. თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის არა რეალური საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, არამედ, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია. მინდა მოვუწოდო, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ფრაქციებს, გაითვალისწინონ ისტორიული რაკურსი, ექსკურსი და ხმა მისცენ ამ რეზოლუციას, რადგან წლების შემდეგ, მათი ხელმოწერები ამ რეზოლუციაზე არ აღმოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, მათი თქმით, დოკუმენტი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებდა მხარდაჭერას და არ დარჩებოდა მხოლოდ მმართველი გუნდის ერთპარტიულ დოკუმენტად. „რეფორმების ჯგუფიდან“ თეონა აქუბარდიას თქმით, მისი მხარდაჭერა ამ რეზოლუციას ვერ ექნება. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც ის არის შინაარსისგან დაცლილი და რამდენადაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ის გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, თქვენ ანაცვალეთ პარლამენტში ერთიანობას თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება არის შეუძლებელი“. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, „დაპირისპირება, რომელშიც ჩვენ დიდი ხანია შევედით, არის თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის“. „არანაირი შუალედური პოზიციები აქ არ არსებობს. შენ ან გინდა იყო თავისუფალი სამყაროს წევრი და მზად ხარ ამისთვის იბრძოლო ბოლომდე. ან არ გინდა თავისუფლება და უნდა დაელოდო და ნახო. იმარჯვებს ბოროტება? მაშინ აღარც დაგჭირდებათ თავის და ხალხის მოტყუება, რომ თავისუფლების მხარეს დგახართ. იმიტომ, რომ არ დგახართ ამ მხარეს. თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე მოძმე ხალხს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი“. თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, ეყოს გამბედაობა და აგრესორს უწოდოს აგრესორი. „იმიტომ, რომ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ არის თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება ჩვენი უახლოესი მეგობრის საზღვრებთან და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. არგაღიზიანების პოლიტიკა დავარქვათ ამას, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციაზე, დაძაბულობაზე. თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც ამბობს რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდა.“ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე განაცხადა, რომ, „დღეს, აქ, პარლამენტის დარბაზში სრული ლუსტრაცია მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. „ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი-ეს არის რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, ერთად წავიდეთ უკრაინაში, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომელიც იყო აუცილებელი“.

ბორის ჯონსონი უკრაინაშია

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ბორის ჯონსონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი დახმარება შესთავაზა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრის შიშის გამო. ბორის ჯონსონის თქმით, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, გარე საფრთხეებთან მიმართებით. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს სანქციების რეჟიმს რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი გზა არის დეესკალაცია და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების დაწყება. ასევე წაიკითხეთ დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება

ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ყველა ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანისკენ მოუწოდა. „საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, მაგრამ მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე საფასური, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, - დაწერა თავის მხრივ ბლინკენმა Twitter-ზე. ეს პირველი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და NAT0-მ რუსეთს წერილობითი პასუხები გადასცეს. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

პარლამენტში, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები გამოფინეს

უკრაინელმა კანონმდებლებმა მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის დროშები გამოფინეს. აღნიშნული ქვეყნების მიმართ პოლიტიკოსებმა მადლობა ამ ფორმით გამოხატეს. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე“, - აღნიშნა სოფია ფედინამ. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება. პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი დახმარება შესთავაზა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრის შიშის გამო. ბორის ჯონსონის თქმით, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, გარე საფრთხეებთან მიმართებით. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს სანქციების რეჟიმს რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი გზა არის დეესკალაცია და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების დაწყება. ასევე წაიკითხეთ: დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მზად არიან, დაწესონ სანქციები როგორც კი რუსეთი გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მზად არიან, დაწესონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ "იმ მომენტში, როდესაც გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას“. მისი თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიური გზა აირჩიოს“. „ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში", - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონმა ასევე თქვა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება, შესაძლოა, ყველაზე დიდი მტრული აქტია „უკრაინის მიმართ“. მისი თქმით, ნებისმიერ კონფლიქტს ძვირი საფასური მოჰყვება. „უკრაინის არმია იბრძოლებს. ისინი გაუწევენ ძალიან, ძალიან სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას და ვფიქრობ, რომ მშობლებმა, დედებმა რუსეთში უნდა უნდა იფიქრონ ამ ფაქტზე", - განაცხადა ჯონსონმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმუშავებს, თუ ის ესკალაციის დაწყებამდე დაწესდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები იმუშავებს, თუ ის ესკალაციის დაწყებამდე დაწესდება. ზელენსკის თქმით, პრევენცია უკეთესია, ვიდრე შემდგომი მოქმედება. უკრაინის პრეზიდენტი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინის საზღვრიდან და დაამატა, რომ რუსებს არ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ომში სიკვდილი. ზელენსკის თქმით, უკრაინა პასუხისმგებლობით ეპყრობა მინსკის ხელშეკრულებას - შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას უკრაინის დონბასის რეგიონში. „რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მან დასძინა: „არავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება შემდეგ“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.  „რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება შემდეგ. „კულისებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს მარტივი არ არის“... - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  „ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დამატა ზელენსკიმ.

პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რომ აშშ-მ და NATO-მ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს. პუტინის თქმით, მიღებულ წერილობით პასუხებს აანალიზებს ყურადღებით, თუმცა უკვე ცხადია, რომ რუსეთისთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. პუტინის თქმით, სამი ძირითადი საკითხი შემდეგ თემებს ეხება: NATO-ს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობისკენ დაბრუნება. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ჯონ ტეფტი: წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დღევანდელი სიტუაცია და განუწყვეტელი სპეკულაციები ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის პრელუდიას - საკმარისია ეს დასკვნების გასაკეთებლად? ამ კითხვას უპასუხა ჯონ ტეფტმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ის ამავე თანამდებობაზე მსახურობდა ლიეტუვაში, უკრაინასა და რუსეთშიც. „დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელორუსში, ბელორუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს... ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია... რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა“, - განაცხადა ჯონ ტეფტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

პრაღის აეროპორტი უკრაინის ავიარეისებს რუსულად აღარ გამოაცხადებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩმა ევგენ პერებიინისმა განაცხადა, რომ პრაღის აეროპორტი ფრენების შესახებ რუსულად აღარ გამოაცხადებენ. საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრაქტიკის შეცვლას, რადგან ინფორმაციის რუსულ ენაზე დუბლირებას არალოგიკურად მიიჩნევდა. აეროპორტის ადმინისტრაცია კი განმარტავდა, ორმ ავიაკომპანიების თხოვნას ითვალისწინებდა და აღნიშნული პრაქტიკა ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი არგუმენტების გათვალისწინებით, პრაღის აეროპორტმა საელჩოსადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების შესახებ ყველა განცხადება საბოლოოდ მხოლოდ ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოცხადდება, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართულებით ფრენების დროს“, - განაცხადა ელჩმა.  მისივე განცხადებით, „უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაიგონ ინგლისურ ენაზე მიწოდებული საბაზისო ინფორმაცია, რუსეთის მოქალაქეები კი, უკრაინის გავლით, როგორც წესი, არ დაფრინავენ, რადგან უკრაინას აგრესორ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვს“.

რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ორეტაპიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. მანევრების ოფიციალური სახელმწოდებაა „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმება“. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, პირველ ეტაპზე, 9 თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების/ საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზება მოხდება. ასევე შემოწმდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნა და შესაძლებლობები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე, 10-20 თებერვალს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე ჩატარდება ერთობლივი სწავლება „სამოკავშირეო სიმტკიცე 2022“, რომლის ფარგლებში დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების რაოდენობა „ვენის დოკუმენტით“ დადგენილ პარამეტრებს არ აღემატება და რუსეთს და ბელორუსს არ ჰქონდათ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების ვალდებულება, შოიგუს თქმით, რუსეთმა ეს გააკეთა „ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში“. შოიგუს არ დაუსახელებია მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების ზუსტი რიცხვი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, მათ შორის საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები, გადასროლილია 10 ათასი კილომეტრის მანძილზე. ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები, რომელიც თებერვლისთვის დაიგეგმა, მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ. ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება

რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა

გაერთიანებული სამეფო შეეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც უკრაინას იარაღით ადგას თავზე, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და დააწესოს ახალი „იალტა“. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის ცნობები მიუთითებს დაძაბულ ვითარებაზე უკრაინის საზღვართან და იმაზე, რომ რუსეთი სხვადასხვა ოპერაციას ამზადებს. „გაერთიანებული სამეფო ცდილობს დასავლეთის გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება უკრაინას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს ასევე ეხება ევროპის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ „უკრაინის დაშინებით“ და „იარაღით ხელში“ რუსეთი ცდილობს, დასავლეთს თავისი მიდგომები შეაცვლევინოს. ბორის ჯონსონის თქმით, ახალგაზრდა იყო, როდესაც ბერლინის კედელი ჩამოინგრა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან ხალხს შეეძლო თავისუფალი ცხოვრების არჩევა. ჯონსონის თქმით, ეს იყო „ფანტასტიკური რამ“. „რაც ახლა ხდება არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ცდილობენ, შეარყიონ ეს უზარმაზარი მიღწევები და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, დააწესონ ახალი იალტა, ახალი გავლენის ზონები. მას არ სურს მხოლოდ უკრაინის დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული მომენტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგეთ ისე, როგორც ახლა ვართ მის გვერდით", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის

პოლონეთი უკრაინას პოლონური წარმოების ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას Grom-ს, დრონებს და სხვადასხვა საბრძოლო მასალას გადასცემს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კიევში ვიზიტის წინ განაცხადა. "ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი მეზობლების მიმართ, რადგან ისინი რუსეთის საფრთხეების წინაშე დგანან. მაგრამ სოლიდარობა და სიტყვები ამჟამად საკმარისი არ არის. ჩვენ ისინი მოქმედებად უნდა ვაქციოთ. ამიტომ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ თავდაცვითი იარაღი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მორავიეცკიმ განმარტა, რომ პოლონეთი გაგზავნის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვადასხვა ტიპის თავდაცვით უპილოტო საფრენ აპარატებს. „პოლონეთს ასევე შეუძლია, გაუგზავნოს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება „რამდენიმე დღეში“, თუ ეს საჭირო იქნება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინას გაუგზავნიან იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის Stinger სისტემებს.

El Pais-ი: აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს

ესპანური გამოცემა El Pais-ი აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს აქვეყნებს, რომელშიც, აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს. ალიანსის მიერ გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან. ასევე, ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის მიმართულება სხვა ქვეყნის ჩარევის გარეშე. დოკუმენტში დადასტურებულია ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

მაიკლ კარპენტერი: დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს და უკრაინის დასაახლოებლად

„საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები კვლავ ცოცხალია“ და დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, რადგან ამის ალტერნატივა ისეთი სამყაროა, სადაც „ვინც ძლიერია, მართალიც ის არის და ქვეყნების მომავალს ტანკები, ჭურვები და ჯარისკაცები წყვეტენ“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ელჩის შეფასებით, თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ამისთვის აშშ მზად არის. იქნება თუ არა უკრაინაში ომი, მაიკლ კარპენტერი პასუხობს: „ვფიქრობ, რისკი ძალიან რეალურია, რადგან ვხედავთ რუსული დანაყოფების თვითნებურ, უპრეცედენტო, აუხსნელ და ერთობ მასშტაბურ მობილიზებას უკრაინისა და ახლა უკვე ბელარუსის საზღვარზე. ლაპარაკია არა უბრალოდ ათიათასობით ჯარისკაცზე, არამედ აღჭურვილობასა და იმ ლოგისტიკაზე, რაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენციისთვის შეიძლება გჭირდებოდეს მეზობელ ქვეყანაში. და ვფიქრობ, არც თქვენ და არც თქვენს მკითხველს შეხსენება არ გჭირდებათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში, როცა თქვენს საზღვართან რუსეთი „კავკაზის“ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებდა - ეს წვრთნები საქართველოში რუსული დანაყოფების შემოსაყვანად გამოიყენეს, და მრავალი წლის შემდეგაც, დღემდე, ისინი საქართველოში რჩებიან“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.  მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს უნდა შევხედოთ და არა სიტყვებს. „ჩვენი თვალით ვნახეთ და კარგად გვახსოვს 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში კი დღემდე გრძელდება, რუსული დანაყოფების, რუსული აღჭურვილობის, არტილერიისა და ტანკების წყალობით, რასაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ასე რომ, დიახ, [კრემლის] სიტყვებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას - მე იმას ვუყურებ, რა ხდება ადგილზე, და ის, რაც ხდება, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან ახლა მეორე წერილს ითხოვენ, სადაც დასავლეთმა უნდა ახსნას, რატომ არღვევს 1999 წელს ეუთოს ეგიდით მიღებულ სტამბოლის დეკლარაციის დებულებას უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ. როგორი იქნება დასავლეთის პასუხი? მაიკლ კარპენტერმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლეთმა დისკუსია და დიპლომატია უნდა გააგრძელოს. „ეს პოზიტიური სიგნალია. ასე რომ, თუ რუსებს უნდათ, უსაფრთხოების განუყოფელობასა და იმ ვალდებულებებზე ვისაუბროთ, რომელიც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე აიღეს, მე ვიტყოდი - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით, მოდი, ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს სათქმელი ეუთოს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა არ შეასრულა. თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ჩვენ მზად ვართ. რატომაც არა - ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი სახელმწიფო მეორის უსაფრთხოებას ძირს არ უნდა უთხრიდეს და შემდეგ შევხედოთ, რას აკეთებს რუსეთი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მიწაზე და ამის საპირწონედ, რას აკეთებს NATO“. მაიკლ კარპენტერის თქმით, კრიზისმა შეიძლება გააჩინოს გადაუდებლობის კიდევ უფრო ძლიერი გრძნობა [საქართველოსა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით]. „რათა ვიხილოთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“. ავფიქრობ, ამის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ მიმდინარე კრიზისის მოგვარების შემდეგ. კარგი იქნება, მოსკოვიც თუ ჰკითხავს საკუთარ თავს - რატომაა, რომ მისი ამდენი მეზობელი ისწრაფვის, NATO-ს, თავდაცვითი ალიანსის წევრი გახდეს? ვფიქრობ, პასუხი არცთუ ისე ძნელი მისახვედრია“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ

თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ. ამის მიზეზი ფსაკიმ ბრიფინგზე განმარტა. „ჩვენ შევწყვიტეთ ამ სიტყვის გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ მან ის მესიჯი გაგზავნა, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით, რაც იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა გარდაუვალ ფაქტად შეაფასა.

ბორის ჯონსონი პუტინს: უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტიურობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. „პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია“, - ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას. „ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა“, - დაწერა თავის მხრივ ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.

იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგმა ნაბიჯს თავდაცვითი და პროპორციული უწოდა. „ეს არის აშშ-ის ძლიერი გზავნილი და დამატებითი წვლილის შეტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისივე თქმით, NATO გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად.  აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის.

კირბი El País-ის ინფორმაციაზე: ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია. „ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.

ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის. 2 000 ჯარისკაცი პოლონეთსა და გერმანიაში მიმდინარე კვირაში, ხოლო ​​Stryker-ის ქვეითთა ნაწილის დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში განთავსდება. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია დააზღვიოს მოკავშირეები უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების უჩვეულო დაგროვებით გამოწვეული მზარდი დაძაბულობის დროს. ”ეს ძალები არ აპირებენ ბრძოლას უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი ბატონ პუტინს და მსოფლიოს, NATO-ს მიმართ აშშ-ის ერთგულების შესახებ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით,  რათა მართონ ეს საკითხები კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში შოლცი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს მომავალში, როდესაც ის რუსეთს ვიზიტით ეწვევა. „უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩახლართული სიტუაციიდან სხვადასხვა დისკუსიის, ფორმატების გამოყენებით“, - აღნიშნულია შოლცის ტექსტში.

ერდოღანი უკრაინაშია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ერდოღანი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, შეხვედრები ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის.  „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევებს და დაძაბულობას რეგიონში. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით და დიალოგით შეინარჩუნონ მშვიდობა რეგიონში. ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს თავის რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.  ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ.

მინისტრი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვრებზე 115 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული

რუსეთის სამხედრო სახმელეთო კონტინგენტის რაოდენობა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ასევე ბელორუსის საზღვრებთან, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დაახლოებით 115 000-ს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ბალტიის ფლოტის ექვსი რუსული სადესანტო ხომალდი განაგძრობს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და აპირებს სირიის პორტუს ტარტუსში შესვლას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეს გემები შავი ზღვისკენ გადაადგილდნენ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

ქართველი ოპოზიციონერები უკრაინაში იმყოფებიან

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლელოს დელეგაციის წევრებმა დღეს რადაში შეხვედრები გამართეს. „ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, სიმბოლურად ლელოს ლიდერებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს დროშა გაშალეს. „ყველა ქართველის სახელით ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა გამოვასწორეთ. ჩვენ აღვმართეთ რადაში საქართველოს დროშა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ სამარცხვინო და ტრაგიკული პროცესების მერე, რომელიც ჩვენ გავიარეთ ქართულ პოლიტიკაში, დღეს რადაში პირველად გაიშალა ქართული დროშა, იქ სადაც მისი ადგილია. ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ, რადას დეპუტატებმა გაშალეს სხვადასხვა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, იქ არ იყო ჩვენი ქვეყანის სიმბოლიკა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ეს უსამართლობა და გავშალეთ ქართული დროშა იქ სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი მეგობრების გვერდით. ქართველებიზ ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის" - აცხადებს ლელოს ლიდერი გრიგოლ გეგელია. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ხაზარაძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ოფიციალური შეხვედრები გამართეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვიზიტის ფარგლებში „ლელოს“ ლიდერები ასევე შეხვდებიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქართული დიასპორის წევრებს. პარალლეურად, 3 თებერვალს, „დროას“ წევრები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი კიევში რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი „დროას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები. „საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად. ჰანა ჰოპკო უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.

უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეშვიდე პარტია მიიღო. თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ეს არ არის დასასრული და გაგრძელება იქნება“. „ბორისპოლში მე-7 ჩიტი დაეშვა! 85 ტონა საბრძოლო მასალები ყუმბარმტყორცნებისთვის. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის დასასრული! გაგრძელება იქნება“, - აღნიშნულია მინისტრის ტექსტში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისი არ იქნება საკითხზე, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.

უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს იგეგმება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. გუშინ მთავრობამ დაამტკიცა ამ შეთანხმების ტექსტი, ეს ეხება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობას მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში", - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, სწორედ ის მოაწერს ხელს დღეს შეთანხმებას და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეგზავნება უკრაინის უმაღლეს რადას. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს.

უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიება კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ  ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს რვა მთავრობათაშორის დოკუმენტს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ახალგაზრდული პოლიტიკის, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის შესახებ საბაჟო სფეროში. ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას მაღალი ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მთავრობათაშორის პროტოკოლს, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ასევე ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების შესახებ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 3 თებერვალს ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ერდოღანმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის ყირიმის გათავისუფლებისა და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერასა და დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობაზე. ამ საკითხში ნამდვილად არის პროგრესი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მალე იქნება შედეგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ხერსონში, მიკოლაივსა და კიევში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე გამოხატა მადლიერება ერდოღანის ინიციატივისთვის, გახდეს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების გზაზე. „უკრაინაში მშვიდობისთვის ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გულწრფელად იყოს მზად ამისთვის", - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

პრეზიდენტი: აგრესიას მომავალი არ აქვს, სამხედრო ქმედებები წარსულია. ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო

„სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის აეროპორტში გამართფულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თბილისში ტრანზიტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. „დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას და ვიცი, რომ ყოველმხრივ მიმდინარეობას მცდელობები, რომ ამ დაძაბული ვითარებიდან გამოვიდეთ, რამეთუ აგრესიას მომავალი არ აქვს, შედეგი არა აქვს. ეს სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ბოლომდე იქნება დაცული და რომ მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი და ეფექტიანი. ეს ჩვენი საერთო ინტერესია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ჩვენი ყველა ინტერესი იქნება ამ კონსულტაციებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა, რომ ჩვენს პარტნიორებს მადლობა მოვახსენო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ერდოღანი ზელენსკის: თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დასასრულებლად

თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასასრულებლად თავისი წვლილი შეიტანოს, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. უკრაინისა და თურქეთის  ლიდერებმა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს სამიტს (რუსეთსა და უკრაინას შორის) ლიდერების დონეზე, ან დისკუსიებს ტექნიკურ დონეზე“, - განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, მათ შორის ყირიმის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“. „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ კრიზისი დასრულდება მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, მინსკის პროტოკოლის შესაბამისად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არამხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. „ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები - ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. მისივე თქმით, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: „საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს. ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ. საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ  აღნიშნა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. დიდი მადლობა საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, და ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“,-განაცხადა ანდჟეი დუდამ.

საქართველოს პრეზიდენტი: აგრესიული ქმედებები, მუქარა, სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე - ნიშანია, რამდენად არის რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, ნიშანია იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით. „აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.

ნენსი პელოსი: აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს. „სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

იან კელი ამერიკელ კონგრესმენს: არ გიხდებათ უვიცობა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითრებაზე ალექსანდრია ოკასიო კორტესის, ამერიკელი პოლიტიკოსის, დემოკრატიული პარტიის წევრის კომენტარს პასუხობს.  „კონგრესმენო, ისაუბრეთ იმაზე, რაც გესმით. არ გიხდებათ უვიცობა და იდიოტობა", - წერს იან კელი. მანამდე, კორტესმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი ღრმად შემაშფოთებელია, მაგრამ სამხედრო კონფლიქტი გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა ვეძიოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და არა დაძაბულობის ესკალაცია და თავიდან ავიცილოთ სანქციები, რომლებიც დააზარალებს უკრაინელ ხალხს“.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოამზადა

ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.   ფონ დერ ლაინის თქმით, მომზადდა „მტკიცე და მრავლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები“, რომლებიც შეიცავს საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და განსაკუთრებით ტექნიკური ბუნების პროდუქტის ექსპორტზე კონტროლს. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სადავო მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2", ასევე სანქციების პაკეტის ნაწილია და მისი ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. მისივე ცნობით, სანქციები შეეხება ასევე პუტინის ახლო წრეს და ოლიგარქებს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 თებერვალს ტელეფონი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ 7 თებერვალს რუსეთს ესტუმრება, ხოლო 8 თებერვალს - უკრაინას.

ოლაფ შოლცი კიევს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. რამდენიმე დღის წინ კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გეგმავს შეხვედრას.

ვოლოდიმერ ზელენსკი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი. "ეს ნათლად აჩვენებს, ვინ არის უკრაინის მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა ჩვენს გვერდით დადგეს და დაგვეხმაროს. უკრაინა ამას არასდროს დაივიწყებს. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაძლიერდება არა საერთო საფრთხეებით, არამედ მხოლოდ საერთო გამარჯვებებით“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება. პირველ თებერვალს, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს. ცნობისთვის, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის.

თურქეთის პრეზიდენტი: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს, ხოლო ევროპაში არ არიან ლიდერები, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასრულებაში. „სამწუხაროდ, დასავლეთს აქამდე არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმიტომ, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ჩვენ უკვე გვქონდა შეთანხმება ამ საკითხებზე. ამ დროისთვის ევროპაში სერიოზული პრობლემაა ამ საკითხის მოგვარების კუთხით. როდესაც შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას ვაკვირდებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ ვერ შეძლო ამ პროცესისადმი დადებითი მიდგომის გამოვლენა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე ჯერჯერობით შედეგისკენ პროგრესი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორია ნულანდის თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია. ვიქტორია ნულანდმა,Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის გამო ევროპაში ომის დიდი საფრთხე არსებობს. კერძოდ, ნულანდმა ისაუბრა რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, თითქოს NATO-ს გაფართოება არღვევს ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ნულანდის თქმით, ასეთ საფრთხეს ქმნის სწორედ რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ინარჩუნებს სამხედრო ძალას მოლდოვაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში. ნულანდმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინიდან. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებლი. მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას უარყოფს.

ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის მისი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ შედეგებს ვერ აანაზღაურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ჩინელ კოლეგას და ჩინეთმა აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საუბრობენ ჩინეთსა და რუსეთს შორის კოორდინირებულ პოზიციებზე. გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ახალი ალიანსი ყალიბდება აშშ-ის პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მთელ მსოფლიოში?ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „პასუხს ორ პუნქტად გავყოფ. პირველი - ეს არის ის, რაც ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მდივან ბლინკენს გასულ კვირას ჰქონდა საშუალება, ესაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამ საუბრის ფარგლებში მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს დაძაბულობა, რომელიც წარმოიქმნება მოსკოვის არასაჭირო პროვოკაციებისა და სამხედრო გაძლიერების შედეგად. რუსეთის პოტენციური შეჭრა უკრაინაში  - ეს არის მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს, არამედ ამის მიღმა, მათ შორის ჩინეთს. რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. რეალურად რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციებით ემუქრება.

პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტს ამზადებს

პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების და თავდაცვითი იარაღის მორიგი პარტიის მიწოდების საკითხს განიხილავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, უკრაინის ელჩმა პოლონეთში ანდრი დეშჩიციამ სეიმის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა პრაქტიკული დახმარებისა, რომელსაც პოლონეთი უკვე უწევს უკრაინას, პოლონელი პარლამენტარების ძლიერი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და მათი მზადყოფნა, დაიცვან უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნებთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაციისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, პირველი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი უკრაინაში მომავალ კვირაში გაემგზავრება. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის

უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ

აშშ-ის პირველი ჯარისკაცები, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში აძლიერებენ, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე გერმანიაში ჩავიდნენ. იტყობინება Reuters-ი აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით. „მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის ჯარისკაცები დღეს ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბს შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ 1 700 მედესანტეს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის ინფორმაციისთვის, 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. ამასთან, აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში.

უკრაინელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით, გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი მიმდინარეობს

NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან. „საერთაშორისო კურსის მონაწილეები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას ეუფლებიან. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენებაც უწევთ. ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს. ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: არავინ ამბობს, რომ უკრაინა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება

არავინ ამბობს, რომ უკრაინა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. უკრაინას ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ France 24-თან ინტერვიუში. „არავინ ამბობს, რომ უკრაინა ნატოში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. უკრაინას ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ასევე გვჭირდება კონსენსუსი ნატოს შიგნით. დღეს ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსი უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, არცერთ მესამე მხარეს არ აქვს ვეტოს უფლება სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

იენს სტოლტენბერგი: NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ

NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი NATO-ს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. „საუბარია არა NATO-ს გაფართოებაზე, არამედ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლების პატივისცემაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, სურთ თუ არა ალიანსის წევრობა. ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ NATO-ს ნაწილი გამხდარიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა

უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, მრავალათასიანი აქცია გაიმართა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, მრავალათასიანი აქცია გაიმართა. „ხარკოვი უკრაინაა“, „შეწყდეს რუსული აგრესია“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. „ჩვენ არ გვინდა რუსეთი. მე ყირიმში დავიბადე. საკმარისია, მათ მე უკვე წამართვეს სამშობლო. მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ, ჩემი მშობლები რუსეთიდან არიან, მაგრამ აღარ მსურს ოკუპანტების ნახვა“, - ამბობენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან 42 კილომეტრში მდებარეობს.

უცხოური მედია: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან არსებული მუქარა NATO-ს ქვეყნების მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. ბრიტანული გამოცემა „მირორის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.  

ევროპარლამენტარი: რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით

გერმანელი პოლიტიკოსი მიჰაილ გალარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინას ეწვია. „გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური მისწრაფების მიმართ, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას. რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით: შეწყვიტეთ უკრაინის საქმეებში ჩარევა და დესტაბილიზაცია. თავი შეიკავეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრეცედენტო სანქციები გემუქრებათ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში შეიჭრას უკრაინაში

რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში, ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. "თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მოსკოვში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.

ივანე ჩხაიძე: ბოლო კვლევებით, ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონისგან“ დაახლოებით, 60%-ით, ე.წ. რესპირატორი N95 კი, 85%-ით იცავს

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა. „პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“. დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არცერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის „დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ რესპირატორი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება. „ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, რესპირატორი. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში. ამავე თემაზე საქართველოში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა

ნიკოლას ტენზერი: რუსეთთან ნდობით სავსე დიალოგი ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შეკავება და სანქციებია

პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორი, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) უფროსი თანამშრომელი, ნიკოლას ტენზერი უკრაინის კრიზისის გარშემო მიმდინარე პროცესებს Europetime-თან აფასებს. ნიკოლაზ ტენზერს ასევე ეკავა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. მუშაობდა სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად პრემიერ-მინისტრის აპარატში. მსახურობდა საფრანგეთის მთავრობის სპეციალური მისიის ხელმძღვანელად ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ალჟირში, უკრაინაში, მონტენეგროში, ეგვიპტეში, სერბეთში, ჰაიტიში, მაროკოსა და იორდანიაში. Europetime-თან საუბარში ის აცხადებს, რომ მოსკოვთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი ძალიან რთულია, ამიტომ აქცენტი რუსეთის შეკავებასა და მის წინააღმდეგ სანქციებზე უნდა გაკეთდეს. „რუსეთთან ძალიან გულწრფელი და ნდობით აღსავსე დიალოგი ძალიან რთულია. რა უნდა დავთმოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა?! ევროპული უსაფრთხოება?! ეს შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის შეკავება და სანქციები. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინაზე ახალი თავდასხმა მოხდება, ჩვენ უკრაინას მეტ ლეტალურ იარაღს მივაწვდით. ასევე შევთავაზებთ მეტ დახმარებას დაზვერვის კუთხით და რა თქმა უნდა, დავაკვირდებით სიტუაციას. ასევე, ბერკეტია სანქციები პუტინის ახლო წრის წინააღმდეგ, ვგულისხმობ იმ ოლიგარქებს, რომლებიც პუტინის რეჟიმისგან დიდ სარგებელს იღებენ“, - აღნიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი. მისივე თქმით, ასევე შეიძლება იყოს საუბარი Swift-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე; ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და მას რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.  რაც შეეხება NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შესაძლო დაჩქარების პროცესს, ნიკოლას ტენზერი რეფორმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ასევე ხაზს უსვამს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით მუშაობას, რადგან ევროკავშირი მოითხოვს ზუსტად ქვეყნების მხრიდან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას. საქართველოზე საუბრისას ნიკოლას ტენზერი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის დამოუკიდებლობის მიმართ ჭეშმარიტი ერთგულება გამოავლინოს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი

"მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი. ნუ დავუჯერებთ აპოკალიფსურ პროგნოზებს" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. „ნუ დავუჯერებთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქში განსხვავებული სცენარია, თუმცა უკრაინა მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. დღეს უკრაინას ძლიერი არმია ჰყავს, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ხოლო უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ დიდია. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ - მისი“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.

პოლონეთის პრეზიდენტი სტოლტენბერგს: NATO-უკრაინა, NATO-საქართველო ფორმატში, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრები გავმართოთ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა. ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა „რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. 3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის ძირითადი თემები იქნება ნორმანდიის ფორმატში ძალისხმევის კოორდინაცია, რუსეთის შეკავების ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება. Reuters-ის წყაროს ცნობით, შეხვედრის არჩატარების მიზეზად მის „დაგეგმვასთან დაკავშირებული სირთულე“ დასახელდა. ბრიტანული სააგენტოს ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალთან.

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ლონდონში, პოლონელ კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა ელოდოს სანქციებს, იზოლაციას და მეტ NATO-ს, თუ რუსეთმა დაუშვა სულელური შეცდომა და შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატა სურვილი, იყოს არამხოლოდ NATO-ს ნაწილი, არამედ მიჰყვეს მის მიერ არჩეულ გზას.  „გადაწყვეტილება არის ორმხრივი და იმის ნიშანი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ; გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ბრიტანეთი და პოლონეთი ერთად დგანან“, -განაცხადა მინისტრმა.  

ჯოზეფ ბორელი: ცივი ომის შემდეგ, ევროპა ყველაზე სახიფათო მომენტის წინაშე დგას

ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტზე, ვაშინგტონში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინასთან დაკავშირებით ჯერ ისევ შესაძლებელია. „არავინ აგროვებს 140,000 მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ქვეყნის საზღვარზე”, თუ ეს არ წარმოადგენს „ძლიერ საფრთხეს“, - განაცხადა ბორელიმ. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი, ოფიციალური ვიზიტით, რუსეთში იმყოფება.

პენტაგონი იტყობინება, რომ რუსეთი კვლავ ამატებს ჯარს უკრაინის საზღვართან

რუსეთი უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების დამატებას განაგრძობს. პენტაგონის წარმომადგებნელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის არცერთი რუსული სამხედრო ძალა არ იყო პირდაპირ მიმართული NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. „შაბათ-კვირის განმავლობაშიც კი ვნახეთ, რომ ბატონმა პუტინმა დაამატა თავისი ძალები უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს.  BBC სტატიაში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს აძლიერებენ. რუსეთი და საფრანგეთი იზიარებენ შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის წინ. პუტინმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მისი „აქტიური“ დამოკიდებულებისთვის და შეაქო საფრანგეთის ლიდერის ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრაში. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მიზნად ისახავს ომის თავიდან აცილებას და ნდობის გამყარებას. მაკრონის „გონივრული ოპტიმიზმი“ საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტის წინ აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მან „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა NATO-სა და ევროკავშირთან“. მაკრონი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი დიალოგი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იქნება საკმარისი. ის თვლის, რომ პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად. „მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მჯერა სპონტანური სასწაულების“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს მოსკოვში ჩასვლის შემდეგ. საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეა. სამშაბათს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „თუ რუსეთი შემოიჭრება - რაც ნიშნავს იმას, რომ ტანკები ან ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება Nord Stream 2“, - განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გპირდებით, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ არ დააკონკრეტა, როგორ შეუძლია ასეთი დაპირების გაცემა, როდესაც გერმანია აკონტროლებს მილსადენს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს.როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, მან თქვა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. თავის მხრივ ბაიდენმა აღნიშნა, რომ გერმანიას სრულად ენდობა.

პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან კრემლში გამართული 6-საათიანი მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც სასარგებლო, არსებითი და საქმიანი და განაცხადა, რომ მაკრონის ზოგიერთი იდეა შეიძლება, გახდეს საფუძველი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯებისთვის. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მაკრონის რამდენიმე იდეა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეალისტურია და რომ ისინი კვლავ ისაუბრებენ მას შემდეგ, რაც მაკრონი გაემგზავრება კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დედაქალაქში მისი მოგზაურობის შემდეგ კვლავ დავურეკავთ ერთმანეთს და გავცვლით მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა. ამავე პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ეს საერთო საფრთხეს წარმოადგენს“. „ჩვენ არ მივდივართ NATO-სკენ, NATO მოდის ჩვენი საზღვრებისკენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას მოკლებულია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „გესმით თუ არა, რომ თუ უკრაინა NATO-ში იქნება და სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებას შეეცდება, ევროპული ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩართულნი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? მე არ მსურს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა.

ემანუელ მაკრონმა პუტინთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს საქართველოზეც ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოც ისაუბრა, როდესაც შესავალ სიტყვაში უსაფრთოების საკითხზე აკეთებდა განცხადებას.   „უსაფრთხოება იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით უნდა შეიქმნას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან NATO-ს წევრები. მე ვფიქრობ უკრაინაზე, მე ვფიქრობ საქართველოზე, მე ვფიქრობ მოლდოვაზე - ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობენ, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი და ევროკავშირი სიტუაციის სტაბილიზაციისა და დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ. „ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. არც რუსეთს და არც ევროპელებს სურთ ქაოსი და არასტაბილურობა, ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ზომებზე, რათა სიტუაციის სტაბილიზება და დეესკალაცია მოხდეს“, - დაამატა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა ძალიან სწრაფად მუშაობა. მომდევნო დღეებს მან გადამწყვეტი უწოდა და ინტენსიური დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების“ წინადადებები შესთავაზა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ორშაბათს მოსკოვში უკრაინის კრიზისზე გამართული მოლაპარაკებების დროს. „პრეზიდენტმა პუტინმა დამარწმუნა მის მზადყოფნაში, ჩაერთოს ამ თვალსაზრისით და მის სურვილში, შეინარჩუნოს სტაბილურობა“, - განაცხადა მაკრონმა კრემლში პუტინთან დაახლოებით 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობით შექმნილი კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. „მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭირო იქნება ინტენსიური დისკუსიები, რომელსაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა შექმნას საფუძველი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.

უცხოური მედია: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 6 ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექვსი ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება, სადაც სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსული სამხედრო ხომალდები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს 8 და 9 თებერვალს გაივლიან. რუსეთის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდები „მინსკი“ და „კოროლევი“ უკვე დარდანელის სრუტეში არიან. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ წყნარი ოკეანიდან დაწყებული ატლანტიკის ჩათვლით ქვეყნის ყველა ფლოტი იანვარში და თებერვალში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში! ბოლო 24 წლის განმავლობაში, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება ჩვენი სახელმწიფოებისთვის, რადგან უკრაინა და საფრანგეთი დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვართან განლაგებულ რუსულ ჯარებს შორის, სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების დაჯგუფებებს შორის სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება. „თავდასხმის განსახორციელებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დამრტყმელი დაჯგუფება უნდა შექმნან. სამხედრო თვალსაზრისით, დამრტყმელ დაჯგუფებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, უკრაინაზე თავდასხმისთვის დამრტყმელი დაჯგუფებები შექმნილი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს.

რუმინეთში 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, აშშ-ის დამატებით 100 სამხედრო მოსამსხურე რუმინეთში განლაგდება. აშშ 1000 სამხედროს რუმინეთში, 2000-მდე ჯარისკაცს კი, პოლონეთში გზავნის. რუმინეთში აშშ-ის 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის

უკრაინა და საფრანგეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აქვთ საერთო ხედვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და ამჟამინდელ გამოწვევებზე უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის, ამისთვის კი „საჭიროა ერთიანობა, ახალი პრევენციული მიდგომები, ევროპული ლიდერობას. „დღეს უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისგან, მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება სასარგებლოა მთლიანად რეგიონისთვის და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. უსაფრთხოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.    

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და მოუწოდებს ყველა მხარეს, გადავიდნენ მისი სრულად განხორციელების გზაზე. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „26 იანვარს, პოლიტიკურ მრჩეველთა შეხვედრაზე, უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის, წინ წავიდეს ამ შეთანხმებების მეშვეობით და ჩვენ განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხები პრეზიდენტ პუტინთან და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს მინსკის შეთანხმებების შესრულება. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ მზად ხართ, შეასრულოთ ეს შეთანხმებები. მეჩვენება, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ეხმარება დღეს გრძელვადიანი მშვიდობისკენ წისვლას“, - განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, 2015 წელს მინსკის ხელშეკრულებების ხელმოწერამ შეაჩერა სისხლისღვრა და ამ თვალსაზრისით, ის შეიძლება, ჩაითვალოს ეფექტურ მექანიზმად. „ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა მათი სრულად განხორციელების მიზნით. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს ვალდებულებები და საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას“, - თქვა მაკრონმა. „ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პოზიციების დაახლოებაზე. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოზიციების განხილვა და გარკვეული განმარტებების გაკეთება, ჯერ ერთი ესკალაციის დონის შესამცირებლად და მეორე - ძალიან მკაფიოდ ვუთხარით როგორც პრეზიდენტ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის - დავრწმუნდეთ, რომ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე და ყველა პროცედურების დაცვით [...] სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ამ საკითხების განხილვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ დოკუმენტების განხორციელებას, რომლებიც 2015 წელს გაფორმდა“, - აღნიშნა მაკრონმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის

იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც მძიმე შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს. „NATO-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, უარი თქვას ღია კარის პრინციპსა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.  მისივე თქმით, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც უკრაინამ უნდა გაატაროს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ლუიჯი დი მაიომ ასევე განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს მდგრადი, ეტაპობრივი და პროპორციული ზომების პაკეტზე, რათა მოსკოვს აჩვენოს შედეგები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება.

ზელენსკი პუტინს: უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ზედმეტია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მზეთუნახავზე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. „არის რაღაცები, რასაც ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ძალიან მომთმენია, რადგან ეს სიბრძნეა. ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ესკალაცია. ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მინსკის შეთანხმების შესრულების კონტექსტში განაცხადა: „მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო მზეთუნახავო“.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, განგრძობადი სამხედრო გაფართოება გრძელდება. „არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ოფიციალური კიევი: უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა

უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, სროლა დასახლება პესკისთან ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაღუპულები არ არიან. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.

საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

კიევში თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც უკრაინაში ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ჩაიტანა. თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო ტვირთი და აღჭურვილობა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი და სხვა, დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში 8-9 თებერვალს ჩაიტანეს. მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში 100-ზე მეტი ელიტური სპეცრაზმის წევრი გაგზავნა უკრაინის სპეცრაზმის მომზადებაში დასახმარებლად. „კიდევ ორი თვითმფრინავი სამხედრო აღჭურვილობით მზადაა. ეს არის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ნაწილი, 200 მლნ. დოლარის ღირებულების პაკეტი იანვარში დამტკიცდა. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას, რაც დაეხმარება მას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - თავის მხრივ იუწყება უკრაინაში ამერიკის საელჩო. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მე-9 თვითმფრინავი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე დაწერა. „მე-9 ჩიტი შეერთებული შტატებიდან და მეორე ავიატვირთმზიდი სამხედრო დახმარებით, რომელიც დღეს ბორისპოლის აეროპორტმა მიიღო", - წერს მინისტრი.  რეზნიკოვის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა კიევში 80 ტონაზე მეტი წონის სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანა, მათ შორის არის საბრძოლო მასალა. მერვე თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო დახმარებით უკრაინაში 5 თებერვალს დაეშვა. მან ადგილზე 86 ტონა საბრძოლო მასალა ჩააიტანა. დღემდე, საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გაუწიეს. უკრაინა დღეს გრძნობს უმაღლეს მხარდაჭერას პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში. ჩვენ ვაფასებთ ამას და უაღრესად მადლიერნი ვართ ფინანსური და თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მტკიცე პოზიციისთვის. „ჩვენმა პარტნიორებმა უკვე მიაწოდეს სამხედრო და თავდაცვითი დახმარება უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. რამდენიმე ქვეყანა ახლაც განიხილავს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. როგორც ცნობილია, 19 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს უკრაინაში უსაფრთხოების დახმარების ახალი პარტიების გაგზავნას უახლოეს კვირებში და გაზრდის მხარდაჭერას ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა, შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს

დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერლინში განაცხადა.  ფრედერიკსენის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და დანიის თავდაცვის სამინისტრო დღეს მართავს შეხვედრას, რათა უკრაინის კონკრეტული მოთხოვნები განიხილოს. მან არ დააკონკრეტა, საუბარია იარაღის მიწოდებაზე, თუ სხვა სახის დახმარებაზე. ფრედერიკსენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, აქტიურად დაეხმაროს უკრაინას კიბერ თავდაცვის საკითხში. კიევის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, გერმანია უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უარს აცხადებს. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის

ნორმანდიის ფორმატის მრჩევლების შეხვედრას ბერლინი 10 თებერვალს უმასპინძლებს

ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების - უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა შეხვედრა ხუთშაბათს, 10 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ ვოლფგანგ ბიუხნერმა განაცხადა. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, გერმანია მტკიცედ არის ჩართული ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება და საფრანგეთთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეაქვს უკრაინასა და მის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციის მიღწევაში.  „ჩვენ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ პროგრესს მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში“, - აღნიშნა ბიუხნერმა. მან ჰუმანიტარულ ვითარებს დონბასში „დამთრგუნველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მიესალმება ყველა ნაბიჯს „სწორი მიმართულებით“. მრჩეველთა შეხვედრა ბერლინის დროით 13:00 საათზე დაიწყება. 26 იანვარს პარიზში, ნორმანდიული ფორმატის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართებოდა. უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ, ანდრეი ერმაკი, იენს პლოტნერი, ემანუელ ბონი და დიმიტრი კოზაკი.  ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ნორმანდიის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა. ნორმანდიის ფორმატი 2014 წელს დაფუძნდა. ის უკრაინას, რუსეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს და დონბასის რეგიონში კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიქმნა.

საქართველოს პრეზიდენტი: მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გამოხატა. ზურაბიშვილმა აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაციას. „ჩვენ კარგად გვესმის, რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. „მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ და არამხოლოდ მის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს, რეალურად, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრიანის მიმართ აგრესიის სახით გამოხატული რუსეთის მხრიდან. აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.

ოლაფ შოლცი: მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში ერთიანია

გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია. „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ პრობლემები მოგვარებულია. პრობლემები სერიოზულია და კიდევ გარკვეული დროით ასე დარჩება, ამიტომ, ეს საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს”, - განაცხადა შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შოლცმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და NATo ერთობლივად iმოქმედებენ პოტენციურ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან კარგად არის მომზადებული.

ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთშია. ლიზ ტრასი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე წერს. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნულია ლიზ ტრასის Twitter პოსტში. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინება. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი.  „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა

რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით დაიძლევა. რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობდა 26 იანვარს, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღეში. „ღმერთს მშვიდობა ვთხოვოთ, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე დაიძლიოს სერიოზული დიალოგის გზით და ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებმა წვლილი შეიტანოს ამ მიზანში. ნუ დავივიწყებთ: ომი სიგიჟეა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

შალვა პაპუაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ ქუერის შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. „პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის შესახებ, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს. ამ მხრივ, გავაცანით ხედვა იმის შესახებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით და რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და რომ მათ სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდა. როგორც ცნობილია, დაკავებული პირი დაკავშირებულია კიევში უცხო ქვეყნების საელჩოებთან საპროტესტო აქციების ორგანიზატორებთან. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში.  

ბორის ჯონსონი: რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც ირაციონალური პასუხი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოების კრიზისში, რომლის წინაშეც ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა. ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში უკვე მიღებულია თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული ნამდვილად არ მოხდება ძალიან მალე. „რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც, ჩემი აზრით, ირაციონალური პასუხი იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, ვისაუბროთ და ვფიქრობ, არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეა. ეს არის იდეა, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა შეეძლოს NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რომლებზეც გონივრული იქნება საუბარი და რომლის განხილვაც დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, რა თქმა უნდა, ყველას სურს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

ლიზ ტრასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის შეხვედრას მოსკოვი მასპინძლობს. ბრიტანელი დიპლომატი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო პრესის გარეშე მიმდინარეობს. ინფექციამ ასევე საფრთხე შეუქმნა თავად ტრასის ვიზიტს მოსკოვში, რადგან კვირანახევრის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. პრესკონფერენციისთვის თვალყურის მიდევნება ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლიზ ტრასი აცხადებდა, მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნავდა ლიზ ტრასი. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინებოდა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი.  „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებდა ლიზ ტრასი.

ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე

„უნდა დავინახოთ, რომ სიტყვებს ქმედებები მოჰყვება. უნდა დავინახოთ, რომ ჯარები და ტექნიკა, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას, სხვაგან გადაინაცვლებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიზ ტრასის თქმით, სერგეი ლავროვმა მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე. ბრიტანელმა მინისტრმა გააფრთხილა ლავროვი, რომ განგრძობადი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი განიცდის მუქარას და რომ „დასავლეთში დიდი ისტერიაა". ლიზ ტრასის შეფასებით, უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესია მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობას სერიოზულად უთხრის ძირს. მისივე თმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია შეწყვიტოს და დიპლომატიური გზა განაგრძოს. „NATO-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ ეს გზა არჩეული არ იქნება, მას რუსეთისთვის, უკრაინის და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთს აქვს არჩევანი, რამაც შეიძლება, უკეთესი მომავალი გამოიწვიოს ევროპის, რუსეთისა და რუსი ხალხისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლავროვი ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს დიპლომატები მოსკოვში ვიზიტისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“, - განაცხადა ლავროვმა ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვის თქმით, ლონდონისა და სხვა დასავლური დედაქალაქების მხრიდან მოსკოვის მიმართ საყვედურები, რომლებიც ეხება იმას, რომ რუსეთი ყველგან ერევა, ჭორებია.  „მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ ემზადება კიევის ასაღებად, ლონდონის ცნობილი სერიიდან („ძალიან სავარაუდო“) არის“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრუსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად არის, თავად გვემუქრებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე

სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია

ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა. 2014 წელს, გერმანული გემთმშენებელ კომპანია Blohm&Voss-ის მიერ შექმნილი სამგემბანიანი სუპერიახტის ფასი 100 მილიონ დოლარს აღწევს. იახტა აღჭურვილია სპორტული დარბაზით, სალონით, რომელშიც განთავსებულია თეთრი Steinway ფორტეპიანო, სპა, ბიბლიოთეკა და დახურული აუზი, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს საცეკვაო მოედნად. გემი გათვლილია 12 სტუმარსა და ეკიპაჟის 14 წევრზე.   შეგახსენებთ, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციების შესახებ აფრთხილებს.

იენს სტოლტენბერგი: სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მზადაა ყველაზე უარესისთვის და იმისთვის, რომ მტკიცედ დაუჭიროს მხარი პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დაპირისპირების გზას აირჩევს, უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. „რუსეთს არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ, აირჩიონ დიპლომატიური გადაწყვეტა, თუმცა თუ ისინი კონფრონტაციას აირჩევენ, უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან. იქნება ეკონომიკური სანქციები. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება. შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება უკრაინის ეკონომიკას აზარალებს

უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება ურტყამს უკრაინას და მის ეკონომიკას. ამგვარი „მეგაფონური დიპლომატია“ არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ანკარამ თავისი შუამავლობის ძალისხმევით იცის, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა არ იქნება. „ამავდროულად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ესკალაციის დონის შემცირების და ნდობის ატმოსფეროს შექმნის ნაბიჯები. სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ, წარმოაჩინონ, მაგრამ სერიოზულია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. „ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს

იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის, ოლიმპიადის დროსაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ისევ ვხედავთ ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს. მათ შორის, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას“, – განაცხადა ბლინკენმა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამით იყო განპირობებული ამერიკის მოწოდება უკრაინაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა დატოვონ.  

დმიტრო კულება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერია, ჩვენ ვიცით აშშ-ის პოზიცია

ჯო ბაიდენის განცხადებაში არაფერია ახალი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს, დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით. ამიტომ, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინის საელჩო მიესალმა. საელჩო ასევე მოუთმენლად ელის, რომ უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორები დიდი ბრიტანეთის მაგალითს მიჰყვებიან. 10 თებერვალს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმის გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ, რაც მთავრობას ახალი მკაცრი ზომების დაწესების საშუალებას აძლევს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ნიდერლანდების ელჩი: ჩვენმა თანამემამულეებმა უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ

ნიდერლანდების მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ - ამის შესახებ უკრაინაში ნიდერლანდების ელჩმა, იენეს დე მოლმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ქალაქ ლვოვში ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეიქმნება, სადაც ისინი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ელჩის განცხადებით, საუბარია არა ევაკუაციაზე, არამედ თავისუფალ არჩევანზე ქვეყნის დატოვების შესახებ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა უნდა დატოვონ.

უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ აშშ-დან კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე რეზნიკოვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს. „დღეს კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს“, - წერს რეზნიკოვი. 10 თებერვალს უკრაინაში ამერიკიდან სამხედრო დახმარების გადამზიდავი კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავიდა. ამავე თემაზე საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს

უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს. „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა საზიანო გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. უსაფრთხოების მუდმივმა საფრთხეებმა უკვე გამოიწვია კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება. უკრაინა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას კარგავს გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის გამო. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ასევე ეკონომიკურად. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაზე ძლიერ ეკონომიკურ გავლენას ახდენს. წევრი ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ კომისიის წინადადებას, რათა ფინანსური დახმარება უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდოს“, - აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა. წინადადება ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში მყოფ ბრიტანელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „უკრაინაში მყოფმა ბრიტანელმა მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ ქვეყანა კომერციული რეისების საშუალებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ლატვია, ნიდერლანდები, იაპონია და სამხრეთ კორეა ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ NATO-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საკითხზე გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის ლიდერები, სულ 8 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ბრიტანეთის პრემიერიც.

ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ- მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან, განაგრძონ დიალოგი რუსეთთან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა NATO-ს მოკავშირეების მიერ ბოლო დროს დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დაამატა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს თავდაცვით პოზიციებს. ამ შეხვედრამდე სტოლტენბერგი რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.

ჯეიკ სალივანი: საგანგებო სიტუაციაში ვართ. არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება. მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია და საფრთხე ახლა საკმაოდ მყისიერია, რაც მოითხოვს წინდახედულებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უპრეცედენტო ძალა განათავსა უკრაინის საზღვართან, ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ელჩის თქმით, რუსეთი კბილებამდე შეიარაღებულია. აშშ-მ რუსეთს ორი არჩევანი შესთავაზა - „დიპლომატიის და დიალოგის“, ან „მასიური შედეგების“ გზა. გუშინ და დღეს მოლაპარაკებები ერთდროულად ვაშინგტონში, მოსკოვსა და შემდეგ უკვე კიევში გაიმართა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა გზას აირჩევს რუსეთი? ამ შეკითხვით Europetime-მა ეუთოში (OSCE) აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს მაიკლ კარპენტერს მიმართა.  „რუსეთმა მოაგროვა უპრეცედენტო ძალა უკრაინის საზღვართან ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ის კბილებამდე შეიარაღებულია. მას აქვს ყველაფერი - არტილერია, საბრძოლო შვეულმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები და ყველანაირი საშუალება, რომელიც მზადაა, შეტევისთვის, ბრძანების გაცემის შემთხვევაში.  ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრემლისთვის არჩევანი მკვეთრი გავხადეთ. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ არჩეულ გზას, რომელიც არის დიპლომატიის და დიალოგის გზა, მათ შორის აქ, ეუთოში, NATO-ში და ასევე - ორმხრივად. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა შეშფოთება, რომლის განხილვაც რუსეთს სურს მაგიდასთან.მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ ჩვენი შეშფოთებების წამოჭრას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ეს საუბარი გულწრფელად და ღიად წარიმართოს. მეორე მხრივ, თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას - ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ასე იქნება - მაშინ ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ მასიური და უპრეცედენტო ზომები. „ჩვენ“-ში ვგულისხმობ არამხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ დიდ შვიდეულს, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NATO-ს, ისევე როგორც ევროპულ საბჭოს, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, არჩევანი პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს, მე ვერ გეტყვით, რა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.  ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს