თეგი: ჯუანშერ ბურჭულაძე

კელი დეგნანმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს. „აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების მრავალწლიანი ინიციატივა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესი დაედო საფუძვლად აღნიშნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრო“, - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას, პიტერ ჰულთქვისთს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტოტალური თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის სფეროებში წარმატებულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. „სტრატეგიული დონის ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. პიტერ ჰულთქვისთმა დაადასტურა მზადყოფნა, აპრილში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური კუთხით შვედეთის მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ლოიდ ოსტინმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნოით, შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა NATO-ს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO--საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თავდაცვის რეფორმებს თანმიმდევრულად ახორციელებს და თანამედროვე, NATO-სთან თავსებად თავდაცვის ძალებს აყალიბებს. მისი თქმით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრები მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

თავდაცვის მინისტრი: ყველა ნაბიჯი და რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რომ შევაჯამოთ ჩვენი დელეგაციის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართვლოს გააჩნია, აუცილებლად იქნება გამოყენებული მაქსიმალურად ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მთავარი საკითხი, ძირითადად რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პარლამენტის ნდობის ჯგუფს ინფორმაციას საიდუმლო შესყიდვებისა და საიდუმლო პროგრამების შესახებ აცნობენ. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.  სხდომა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა. NATO-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად.

თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ. სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და NATO-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. „საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა. ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამოწვევები და იმ მიზნებში დახმარება, რაც აქვს საქართველოს და რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი. რაც შეეხება ომს, ესკალაციამ შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ამას იაზრებს მთელი ცივილიზებული სამყარო. სანქციებით და სხვა მექანიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. ის რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა და ჩვენი პოზიცია კითხვებს არ ბადებს არცერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან...   საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს  

ჯუანშერ ბურჭულაძემ ​„ძლიერთა თამაშების“ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა პრინც ჰარისთან განიხილა - თავდაცვის სამინისტრო

ჰააგაში  მიმინარე „ძლიერთა თამაშების“ მიმდინარეობისას, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს, პრინც ჰარის შეხვდა და სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, თუ რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს. ალექსი ბერუაშვილმა 1500 მ სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ლენდროვერ ჩელენჯში კი, მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. „ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში. დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.  

ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტას" ბაზაზე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ

„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა. „უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა საქართველოში NATO- ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი" მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით  ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო.  ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს  ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი  გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.

თავდაცვის მინისტრი: უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა

ურთიერთობა, რაც ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს უკრაინელ ძმებთან, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ. უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო

"უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: თავდაცვის მინისტრი: უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა  

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს. "მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი

"მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღევანდელი დღე მსურს მივულოცო, თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს. ჩვენს მამაც სამხედროებს, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე როგორც შეეფერება თქვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს  

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. „შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ.  

დერეკ შოლეს განცხადებით, აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო

აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო. შესაბამისი პოსტი დერეკ შოლეს Twitter-ზე განთავსდა. „დღეს შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია, რომელიც მსახურობდა ამერიკელ, სხვა მოკავშირეთა და პარტნიორ ჯარებთან ერთად. აშშ მადლობას უხდის საქართველოს, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.  არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ

თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა. ამ თემაზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და საზოგადოებას ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, მათ შორის მოიერიშე ტაქტიკური სადაზვერვო აპარატების მნიშვნელობა ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში განსაკუთრებით თვალნათელია. „ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების მიმართულებაში საწარმოს ბაზაზე დაგეგმილი სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი შესაბამისი ინვენტარით კარგად აღიჭურვება და მოემსახურება თავდაცვის ძალებს, როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში. კანონმდებლებს ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი წარმოების გარდა, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სხვა სიახლეებიც გააცნო. მისი თქმით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა. „ამ მიმართულებით, პარტნიორების დახმარებით შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური კონტრუპილოტო სისტემა ელბიტ-ამერიკის წარმოების, რომელიც მოიცავს როგორც გადამჭერ რადარებს, ასევე ჩამხშობ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, გაფორმდა კონტრაქტი და უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალისტების მომზადება. კომპლექსების მიღებაც დაგეგმილია წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემა ჩაერთვება საჰაერო თვალთვალის ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ცის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მინისტრმა. სიტყვის გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებების შეძენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში შეძენილია ტაქტიკური თერმული სადაზვერვო-სათვალთვალო საშუალებები. წლის ბოლოს/მომავალი წლის დასაწყისში კი, იგეგმება სახმელეთო თვალთვალის რადარების კომპლექტების შეძენა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული და რადიო-სადაზვერვო საშუალებების შეძენასა და არსებული სისტემების განახლებაზე.

თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ ჯუანშერ ბურჭულაძემ აქცენტი ავიაციის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. „ამ მიზნით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1 და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, უწყებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცეცხლე, საარტილერიო საშუალებების განვითარებას და შესაბამისად, უკვე დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. მინისტრმა აქვე, განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით: „აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა გავზარდოთ დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო“. მან ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.

აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა NATO-სთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ NATO-ს მადრიდის სამიტზე გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას. მინისტრის განცხადებით, NATO-სთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები. „ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც NATO-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე, შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა NATO-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, NATO-ში გაწევრიანებისა და NATO-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი. მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია.  „2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 სამანევრე ბატალიონი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი განხორციელების ორმხრივი კონცეფცია (2022-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავების და NATO-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, 2021 წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, 2022 წელს კი, საქართველომ ჯამში შეერთებული შტატებისაგან 67.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეულ დახმარებაზეც. ამ მიზნით, 2021 წელს აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით,  დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც  კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესება მიმდინარეობს. მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.

თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, პარლამენტში ოპოზიციონერების ამ შეკითხვას მინისტრის საათს ფორმატში უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, რომელიც შეიძლება, იყოს ობიექტური. ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და, მგონია, რომ ეს არ არის ცოტა... ავიღეთ ჩვენ თავზე ის, რომ მათ სამხედრო პატივს მივაგებთ, რა თქმა უნდა, ჩამოსვენების დროს, ხვდება ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენ ამ საკითხს პარტნიორებთანაც ვაჟღერებთ და ისინი მადლობას გვიხდიან ამისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ვადა 12-ის ნაცვლად, 8 თვე განისაზღვრება. საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. „მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან, სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ და ამით სარეზერვო სამსახურისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მათთვის აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ქვეყნის მზარდ უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან - თავდაცვის მინისტრი

„ის რომ, ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან“, - შესაბამისი განცხადება თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათში მოსმენისას გააკეთა. „საქართველო და პირადად მე, როგორც მინისტრი, ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და მონაწილეობა მივიღე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არ მონაწილეობის შეფუთვა, თითქოს, საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის რომ, ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე „რატომ არ ვიყავით დაპატიჟებული რამშტაინში - იცით, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინიციატივით, დონორი სახელმწიფოების წარმომადგენლები იკრიბებიან. ესენი არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიან. ჩვენი განცხადებული პოლიტიკაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას NATO-ს მინისტერიალის შემდეგ, მომდევნო კვირაში“, - აღნიშნა მინისტრმა თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ომი უკრაინაში რუსეთის რევიზიონისტული ქმედებების გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი საქართველო არაერთხელ გამხდარა. დღესაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. პარალელურად საქართველო წლების განმავლობაში მუდმივად განიცდის ზეწოლას ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, „მცოცავი ოკუპაციით“, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზეგავლენის მოხდენას“, - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა. აღნიშნული გამოწვევები მოითხოვს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას და ჩვენი საზოგადოების ურყევი ღირებულებითი არჩევანის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული განაცხადი, დაკმაყოფილების შემთხვევაში, არამხოლოდ წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ერის პოლიტიკურ-ღირებულებითი არჩევანის გზაზე, გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობას, არამედ, გააძლიერებს უსაფრთხოების კომპონენტს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ე.წ. „რამშტეინი 3“-ის შეხვედრას პირველად დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც ამ ეტაპზე 50-მდე თანამოაზრე სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიწვევის საფუძველზე შეუერთდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება და მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.

NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა

ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას. ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. „მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ყურადღება დაეთმო „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე დადასტურდა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, დასავლელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ამ პროცესში ლიეტუვას მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო ჯუანშერ ბურჭულაძემ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პოლონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის წვლილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში პოლონეთის აქტიური ჩართულობა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველი და პოლონელი კოლეგები საქართველოში მოიწვია. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებსაც შეხვდა. საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება. მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელების პროცესში აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან როლზე, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნისა და სხვადასხვა ინიციატივის ხელმძღვანელის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და ადამიანურ კონტრიბუციასა და ნიდერლანდების უდიდეს დახმარებასა და ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებშიც გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი დასავლური კურსი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკნაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

თავდაცვის მინისტრი: ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება სრულყოფილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების რთულ ვითარებაზე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. თავდაცვის უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი, როგორც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მისი განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე. მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ხაზგასმული. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ურყევ ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გახდება ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-სთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოხატა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, საქართველომ, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი“ რუმინეთის ასპენის ინსტიტუტისა და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრმა და ბულგარეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას“. „ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და NATO-ს მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის NATO-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც განიხილეს~, - იტყობინება თავდაცვის უწყება.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „პირველ ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ, ცივილურმა სამყარომ დღეს ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია, ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი, თუ სხვა ორგანიზაციები“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება. შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. „14 წლის წინ, აქ ტრაგედია მოხდა, თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით ამაყი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს იაზრებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის და რა ღვაწლი აქვთ. ეს დღე დაწესდება საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები. ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მინისტრის განცხადებით, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.  

ჯუანშერ ბურჭულაძე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე: არაერთხელ ვცადეთ, რომ ჩვენს უკრაინელ ძმებთან პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო

ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან - ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, სწორი არ არის, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომლის მიხედვითაც „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ“. „ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკს "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ. "საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ", - განაცხადა პოდოლიაკმა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია

დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები: დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია „როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ ამიტომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერად აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, დიდგორის ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით 1121 წელს მოხდა. აღნიშნული თარიღი საქართველოს ისტორიაში ბრძოლისა და თავდადების სიმბოლო გახდა.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე, უკრაინის საკითხის განხილვას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, აშშ-ის რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ჩვენ ვაპირებთ გავაღრმაოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე დაესწრო. „შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო და განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ის შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შესაძლებლობებით შეიძლება დაეხმარონ ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნები უკრაინას. ეს ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას შესაძლებლობების განვითარებაში“. რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეხუთედ, ხოლო რამშტაინის ბაზაზე მეორედ ტარდება.  

თავდაცვის მინისტრი რუსეთის განცხადებაზე: ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა

„ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრმა NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო. „ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, მუქარის შემცველი განცხადებებით გამოვიდა. „საქართველოში „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული; თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ", - განაცხადა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა კრემლის მიერ კონტროლირებად რუსულ მედიასთან. ცნობისათვის, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის ელჩად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან რუბენ სადოიანი შეცვალა.  

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება

"საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. “ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, - განაცხადა ბურჭულაძემ. ამასთან, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით.  

საქართველო თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოგისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დამატებით 80 მლნ. ლარი გამოეყოფა. გაზრდილი დაფინანსების ნაწილი ასევე შეიარაღების კუთხითაც მიიმართება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. სპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი დამოკიდებულება საკითხის კენჭისყრის დროსაც დააფიქსირა და სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოში დამატებითი შემოსავლები ჩნდება, რაც ქვეყნის საჭიროებებზე ნაწილდება. მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას ხმარდება. „თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის ქვეყანას მეტი თანხები სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება დამატებით დაფინანსდება იმ თანხებით, რის შესაძლებლობასაც არსებული სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარით. ამ ნაწილში გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 50 მილიონი ლარი სამაშველო ვერტმფრენების შესაძენადაა გამოყოფილი. ალეკო ელისაშვილმა უკმაყოფილება აქაც დააფიქსირა. „ასევე შვეულმფრენებთან დაკავშირებით. ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი არ გვჭირდება? თუ სულ თურქეთს უნდა ვეხვეწოთ, რომ ცეცხლი ჩაგვიქროს ვიდრე არ გადაიბუგება ხოლმე ნახევარი ტყე. ბარემ სამაშველოსთან ერთად ჩავსვათ ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი, ეს არ გვჭირდება? გულახდილად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის გამაოგნებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ფინანსთა მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ცნობისთვის, გიორგი კაკაურიძემ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ გაზრდილი საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ, მთავრობამ ორი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ნაკლები საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მიმდინარე წელს, სახელმწიფო 710 მლნ. ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, მშპ-ს 4.4%-დან 3.2%-მდე მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში შემოსული დამატებითი თანხები იმ საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა, რაც სახელმწიფო უწყებებმა მოითხოვეს. თანხები სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 210 მლნ. ლარით გაიზრდება. 150 მლნ. ლარი ემატება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 80 მლნ. ლარით გაეზრდება დაფინანსება. 70 მლნ. ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით გაიზრდება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს ერაყის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰ ენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე. "მხარეებმა განსაკუთრებული პატივით ისაუბრეს 2003-2008 წლებში ერაყში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია

„ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლაზე დასმულ კითხვას, არის თუ არა ეს ქვეყნისთვის საფრთხე, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ თეორიული რისკი ყოველთვის არსებობს. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია  

ჯუანშერ ბურჭულაძე: ლუკაშენკოს ვიზიტზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. „ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს მსგავსი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას: „არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა ჯუანშერ ბუჯჭულაძემ.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ახლო მომავალში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიღებს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნულ პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: აქტიურად ვმუშაობთ, რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით, ქვეყანამ, მსხვილი შეიარაღება შეიძინოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს, იმისთვის რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით ქვეყანამ მსხვილი შეიარაღება შეიძინოს. „გუშინ ჩემმა მოადგილემ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ჯავშანტრანსპორტიორებს მომავალი წლის გაზაფხულზე, 46 ერთეულს,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით სსსტც „დელტამ“ უკვე გადასცა 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობის მიუხედავად, წინა ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება, რომლებიც ძალიან წარმატებულად მიდის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ მსხვილი შეიარაღების შეძენაზე, რაც დაგეგმილია და გაწერილია ჩვენი ათწლიანი პრიორიტეტებით“, - განაცხადა მინისტრმა.  

თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 ოქტომბერს NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. უწეყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. „ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისა და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  რამშტაინის ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდება და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.  

ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბელგიის სამეფო NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუმინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ვასილე დინკუს უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია და რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას, რაც არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, გაფორმდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მოგვიანებით, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზე სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევის განხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები. „შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმად ჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილი ხუთი მილიონის გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გრანტებით დაფინანსდება

„პარტნიორებთან დაწყებული გვაქვს მუშაობა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარის გარდა გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გრანტებით დაფინანსდება, -  განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს. „წელს სავარაუდოდ, დავიწყებთ კონცეპტუალურ მოდელზე მუშაობას და 2023 წელს დავიწყებთ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ოფისის მშენებლობას, რომელიც თანადაფინანსებული იქნება ჩვენი და ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მიერ. ეს არ იქნება ასახული ამ თანხაში, ეს ცალკე ასიგნებაა და ჯამში, ჩვენი ძალისხმევა არის გაცილებით მეტი, ვიდრე 5 მილიონი ლარი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ამ განცხადებით თავდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საკმარისია გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე იმ მასშტაბური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც შეიძლება, თავდაცვის სისტემასთან მიმართებით არსებობდეს. შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ომის წარმოების პრინციპებიდან გამომდინარე თავდაცვის სისტემა გახდეს პასუხისმგებელი მთლიანად კიბერუსაფრთხოების ნაწილზე, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქეები შესაძლოა, საჭიროებდნენ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომას და გარკვეული მოცემულობიდან გამომდინარე მათ ამ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება, შეეზღუდოთ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ზოგადად, სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს. „ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სხვადასხვა სამსახური მუშაობს. არის ინფორმაცია და რისკები, რაც შეიძლება, ქვეყანაში ელექტრონულად შემოვიდეს და სახელმწიფო ამის უზრუნველყოფასაც ახდენს, რომ ამან თუნდაც, ნებისმიერი ადამიანი არ დააზარალოს. ასე რომ, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც მუშაობს და ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქციაა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბოლო რამდენიმე წელია, განვითარებულ ქვეყნებში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სარდლობა. მათ შორის, ჩვენც ამ სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით. ყველა რისკი თუ ასპექტი, რაც ახსენეთ და თეორიულად შეიძლება, იყოს, გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და გათვალისწინებული იქნება ჩვენ ახალ სარდლობაში. ეს გარკვეულწილად, მტკივნეული პროცესია, თუმცა ამ მიმართულებით მივდივართ და უახლოეს მომავალში ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება იქნება ერთი სარდლობის ქვეშ და ამას მენეჯმენტს თავდაცვის ძალები გაუწევს“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის, ათი პროცენტით გაიზარდა, რაც რიცხვებში 80 მილიონით გამოიხატა და ეს თანხები ყველა მიმართულებით პროპორციულად მიიმართება, ხოლო მომავალი წლიდან ბიუჯეტი 260 მილიონით იზრდება, ამ ტენდენციის შენარჩუნება კი ძალიან კარგი შედეგი იქნება.

2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება

„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“ , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ.“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.  

ჯუანშერ ბურჭულაზე: იგეგმება კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა

„ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. „ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ. საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები, რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა იგეგმება. „განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს თავდაცვის ძალები გაუწევს,” - განაცხადა მინისტრმა.  

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს

„ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.  თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არსებული გამოწვევების ფონზე, ჯარის პოპულარიზაციის, ტოტალური თავდაცვის, რეზევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, უწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე მუშაობს. „ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ თავდაცვის კოდექსში რეზერვისა და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე. ვიხელმძღვანელეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითით. ვიმედოვნებ, ამ დოკუმენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ, რომლითაც მომავალი 10-20 წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციასა და  ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესზეც ისაუბრა. „ჯარის პოპულარიზაცია არის  საკითხი, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ვერ წარმომიდგენია ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ხედავთ,  მასიურ წინააღმდეგობას, ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას, შუღლის ჩამოგდებას... ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამხედრო სამსახური მეტად პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.  თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაჭირვებულია ეს ოჯახი თუ მატერიალურად ძლიერია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ჯარის გაცნობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სატელევიზო ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ცივილურ სამყაროში საზოგადოებისათვის ჯარის ინსტიტუტისა და ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც და მიმოიხილა თავდაცვის კოდექში ჯარისგან თავის არიდების დამცავი მექანიზმები.  

თავდაცვის მინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. ცნობისთვის, მაჰმუდ ადიბმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე აქბარ ყასემი ალი-აბადი შეცვალა.  

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ​ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს. ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეშენალისა“ და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.  

2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა და შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება. მისივე თქმით, მომავალ წელს თავდაცვის უწყება 25%-ით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს; ეს ბიუჯეტი არის დივერსიფიცირებული ასევე, ხარჯვით ნაწილშიც. "ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის დაპირება კიდევ ერთხელ აღნიშნა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“. მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თავდაცვის მინისტრმა შეიარაღების შესყიდვა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდება. „შესყიდვების ბიუროკრატიული ნაწილი უკვე თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და მთელს მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიუჯეტის კონტექსტში მიმდინარე წელიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ასიგნება თავდაცვის უწყებას ბოლო კვარტალში გაეზარდა 90 მილიონით, რომლიდანაც 10 მილიონი სესხის ეკონომიის შემცირებით მოხდა და შესაბამისად, ასიგნებაში დაემატა. „წელს ჩვენ ამ ბიუჯეტით კიდევ მოვამატეთ ანაზღაურება, კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულების დადების საშუალება მოგვეცა. ხელფასები წელს გავზარდეთ 20-დან 25 პროცენტამდე სამხედრო მოსამსახურეებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას დავიწყებთ - ბურჭულაძე

"ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობა და შემდეგი პრიორიტეტი გახდება კომერციალიზაცია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს უკვე გადაეცა ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ჯავშანმანქანები, უახლოეს მომავალში კი, თავდაცვის ძალები რვა ერთეული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანით აღიჭურვება. „2008 წელს შეიქმნა „დიდგორის“ ტიპის მანქანები და არცერთი ავტომანქანა არ ჰქონია მიღებული თავდაცვის ძალებს. მსხვილი მიღება თავდაცვის ძალებში 2019 წელს მოხდა, მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ეს პროცესი. დავეწიეთ სხვადასხვა ჩამორჩენას, რაც 2019 წლიდან ჰქონდა ჩვენს საწარმოებს; პრობლემა, პრინციპში აღმოფხვრილია, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ სხვადასხვა მიმართულება, პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ეროვნული სამხედრო წარმოების საქმეში, თავდაცვის უწყების მომდევნო პრიორიტეტი ქართული პროდუქციის კომერციალიზაცია იქნება. თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში ადგილობრივი ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების წარმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესიც განგრძობითია და ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული. „რაც შეეხება შეჯავშნულ მანქანებს, იყო რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოვასწორეთ, კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევამსუბუქეთ, რომ უფრო ხარისხიანი და მარტივი იყოს ოპერირება. ჯავშანჩაფხუტებისა და ჟილეტების მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგია შევცვალეთ და უფრო გავაუმჯობესეთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.  

საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები. პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას. "შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ერთობლივ ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძველი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეყარა, ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრებმა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე და ამ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ამ კუთხით ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2023 წლიდან რუმინეთი უკვე მეორედ გახდება ნატო-ს საკონტაქტო საელჩო, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირნენ

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“ - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსთავში დამოუკიდებლობის ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  თავდაცვის მინისტრმა სკვერში განთავსებულ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისათვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალებთან გმირების ხსნოვას პატივი მიაგო. ანდრეი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის „მინდა, მივუსამძიმრო იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მთავრობის სახელით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა თითოეულ ქართველზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსთავში ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.    

თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რას მოხმარდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 20 მილიონი ევროს დახმარება

დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის. „მოგეხსენებათ, შარშან იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა გამოუყო დაახლოებით 12 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. წელს ჩვენ მივიღეთ ასევე ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

ჩანაწერი, რომ ბიძინა ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია - ბურჭულაძე

ჩანაწერი, რომ ბიძინა ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია და არ შეიძლება ასე მოხდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო "მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივი და არ შეიძლება ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ბურჭულაძემ.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს

ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ამ კადრებით, არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,"- განახადა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით შარლ ფრიზს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. შეხვედრაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ გამოხატა მზაობა საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების შესახებ.შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.  

რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0

რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს დარბაზი, ამ ოროსნებს უნდა შევახსენოთ, რომ პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს "ფეხბურთში არის ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3-0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს ეს დარბაზი და სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა და მათ ნაცვლად სკამებს ვუთხრა, იმედია, სურვილი მაინც აქვთ და უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში. ეს მინდა, კარგად დაიმახსოვრონ. ასევე ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს. მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადება ერთი წლით, 10 000 ლარით განისაზღვრა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა.  მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა, ერთი წლით გადადების შემთხვევაში 10 000 ლარით განისაზღვრა. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება ამ პირის ჯარში გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. „სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წელს ქალაქ კაისერში გაიმართება.  

რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტექნიკა გადასცა მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას. საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსაც შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგარეჯოში მომხდარი საზარელი მკვლელობის მიზეზს გამოძიება დაადგენს - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია „მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.  საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

რა საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედ კოლეგასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ესაუბრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და საერთო გამოწვევებს. „ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლ ჯონსონს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე. თავდაცვის მინისტრმა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის თავდაცვის მინისტრს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გაააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის დასასრულს, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად საპატიო სტუმრების დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. თურქეთი ფართომასშტაბიან, ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.  

ჯუანშერ ბურჭულაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ტრანსფორმაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საქართველოსთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაც. საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში. შერაზ გასრი, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დიეგო კოლასი შეცვალა, 2017 წლიდან გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში, პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა; 2015-2017 წლებში ფრანგი დიპლომატი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში დიპლომატიური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.  

თავდაცვის სამინისტრო: ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. „შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.  

ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია, პენტაგონში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ამის შემდეგ, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. „დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს კარგ დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, შეხვედრის დასაწყისში. თავის მხრივ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს თავდაცვისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანია." „ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და მთავრობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის, შეკავებისა და მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების არების გვერდით, ყველაზე საშიშწერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო. ბატონო მდივანო, ჩვენ ვაფასებთ თქვენი და თქვენი მთავრობის დიდებულ ლიდერობას და თქვენ გვერდით ვდგავართ, უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.  

საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი

საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.   „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს", - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გააკეთა.   თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა.   „ეს განცხადება ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ჩვენს პარტნიორობას. სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.   საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.   ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში NATO-ს მისიაში“.   ლოიდ ოსტინის თქმით. აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კვლავ გაღრმავდება. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება.   საქართველოს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიეროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრები, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს მამაც ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ

თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა. მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. ცერემონიალის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.  

თავდაცვის მინისტრი: უკრაინის დახმარებისთვის ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განაცხადა, რომ საქართველო, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქართველ იუნკერთა ხსოვნის აღნიშვნის დროს, დღეს, 23 თებერვალს განუცხადა. "ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში", - თქვა თავდაცვის მინისტრმა. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც. უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.  

ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს, ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ბურჭულაძემ განაცხადა, ის ყველა იმ გმირით ამაყობს, რომელმაც ქვეყნის მომავალი შექმნეს. „დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად, ჩვენ საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია - მაკარ ბურჭულაძე, მისი ისტორია შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. მე პირადად, ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირით და იმ ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან“, - განაცხადა ბურჭულაძემ. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.  საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70  წლის შემდეგ მოახერხა.  

ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია, მობილურები გადაეცათ ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედროებს - ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია. ბურჭულაძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, სადაც საუბარია სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონების შესყიდვაზე. „ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“, – აღნიშნა ბურჭულაძემ. მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები. ასევე, მინისტრმა აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.  

მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის საქართველოში სატესტოდ წარმოება და გამოცდა - ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის საქართველოში სატესტოდ წარმოება და გამოცდა. „ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში რამდენიმე სატესტო დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა, მზად არის. „დელტას“ ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წამოება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

მინისტრი: ყველაზე დიდი ნაწილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ

„ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ, ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს ამ მღელვარებას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას. „ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას და ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც ერთ-ერთი სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე“, - განაცხადა მინისტრმა.  ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს. „დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა, - აღნიშნა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს: „ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება, ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება, საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების.“ ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები: „შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს, ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“. ასევე წაიკითხეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება  

შესყიდვის ხელშეკრულებები დავდეთ ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას - მინისტრი

„შეიარაღების მიმართულებით ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთაან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” -  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება. „ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.  

თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი

ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს. ბურჭულაძის თქმით, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში. „დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები და არსებული მდგომარეობა განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა. ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მონაწილეობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა უმასპინძლა. „თავდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული გამოწვევები განიხილა. „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი“ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას. ღონისძიებას პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამხედრო წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აზრის ლიდერებიც დაესწრნენ. შუმანის ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, რათა მონაწილეებმა კოლექტიურად შეაფასონ განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე, განიხილონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ  

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააგრძელეს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა - ბურჭულაძე

ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში. ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. ისიც გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში, თუ ერთობლივად“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.  

პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა - ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში მხარეებს შორის, პოლარიზაცია სასურველი არ არის. „ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ პოლარიზაცია არავისთვის არ არის სასურველი მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. მე შემიძლია მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროდ ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. „დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღო, იუწყება აზერბაიჯანული მედია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში.  „მხარეებმა გაიხსენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში და აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი დისკუსიები ორმხრივი გაფართოების მიზნით. სახელმწიფოს მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  

თავდაცვის მინისტრი: რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით, ჯარის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო ცდა განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყების მიზანია გააძლიერონ და თანამედროვედ აღჭურვონ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები. „გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. დღესაც თითოეული თქვენგანი ღირსეულად მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს აგრძელებთ. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით სამხედრო მუნდირი ატარეს, ჩვენ ვალდებულებები ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ, ასევე ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სამშობლოს ემსახურეთ და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია. თავდაცვის ძალების დღეს ქედს ვიხრით ყველა დაღუპული გმირის ხსოვნის წინაშე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ, მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია შექმნა. თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე დღესაც ამ სულისკვეთების და პასუხისმგებლობის მატარებელია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით. სწორედ, ამიტომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ეტაპობრივად გავზარდეთ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები. გაზრდილი რესურსებით, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარების 10 წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა პირობა შექმნან, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. „ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისთვის შევქმნათ ყველა პირობა, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. მათი დაფასების კუთხით ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, ჩვენთვის კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალ კოდექსში გათვალისწინებული იქნა. ამასთან, ახალი კოდექსით ჩვენ ვქმნით სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე ორიენტირებულ წლევანდელთა ეროვნულ სამსახურს, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რეზერვი და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი ჯარის განვითარების და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გაწევაზე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის NATO-ს და მის წევრებს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სანქციებისთვის გვერდის ავლის შესახებ განცხადებაზე: რა ბრალდებაც ყოფილა აქამდე, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული

თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება, იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს. „ბევრი ბრალდება იყო, რომელსაც საფუძველი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ექნება არცერთ ბრალდებას საფუძველი. მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, რომ არ მოხდეს არცერთი ფაქტი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და დააზიანებს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანა ვართ და თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება. აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება, იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.  

საქართველო და ევროკავშირი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების „ძლიერ ინტერესს“ აფიქსირებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა. მისივე თანახმად, აღნიშნული დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას. „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 2021-2023 წლებში 62,75 მილიონ ევროს შეადგენს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს უწყების ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია და უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და რომ ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში წვლილის შეტანის გზით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა კარეირასი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. კოლეგებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰელენა კარეირასს მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მინისტრებმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ჰელენა კარეირასი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ჰელენა კარეირასი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.  

ჩვენს კონსერვატიულ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ აქვს და პირდაპირ კავშირშია ჩვენს სუვერენიტეტთან და უსაფრთხოებასთან - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა ძალიან წარმატებული პროექტია. „ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით. შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ცნობით.  

ბურჭულაძე კოლომინასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ 2022 წელს ჩატარებული და მიმდინარე სწავლებები

კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას, რომელთანაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ხავიერ კოლომინა თბილისშია „ჩვენ ასევე განვიხილეთ ის ჩატარებული სწავლებები, რაც 2022 წელს საქართველოში ჩატარდა, რომელთაც ვმასპინძლობთ და ვმონაწილეობთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ მათთან ერთად, მათი დახმარებით გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების საშუალებები. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სხვადასხვა ვალდებულებებში, რაც გვაქვს აღებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. „უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. უკვე რიგით მე-12 შეხვედრას დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.  

ახალ თაობას ორი რამ მინდა შთავაგონოთ, პირველი, შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ბურჭულაძე

მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. რა თქმა უნდა, მე მინდა მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ, რაც მინდა, რომ ახალ თაობას შთავაგონოთ ეს არის - პირველი - ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

ეპოქაში, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს, ჩვენი მიზანია, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ - ბურჭულაძე

ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლური თარიღია. ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ყველას, ვისაც საერთო ისტორია გვაერთიანებს და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების მხედრულ ტრადიციებს სამაგალითოდ აგრძელებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ წინაპრების ღირსეული შვილები არიან. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც ფიცი სწორედ დღეს დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეუერთდნენ. ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე მინდა ქედი მოვიხარო. სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მასში მოცემული ძირითადი მიზანი დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოფის ქვაკუთხედია - შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და უზრუნველვყოთ საზოგადოებისა და მოქალაქის განვითარების მყარი საფუძვლები. ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როცა შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ესაა მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერის გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამ გზაზე ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გავზარდეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. პარტნიორების მხარდაჭერით თავდაცვის ძალების საბრძოლი საშუალებების გაუმჯობესება მიმდინარეობს. ეროვნული სამხედრო მრეწველობა გავაძლიერეთ და კიდევ უფრო ვითარდება. ჩვენმა მთავრობამ პარლამენტთან აქტიური მუშაობით, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით იქნება დარეგულირებული. მინდა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადო ნატო-სა და ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.