თეგი: Inter Rao
შეეხება თუ არა „თელასს“ Inter RAO-სთვის დაწესებული სანქცია — ეროვნული ბანკის განმარტება
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციული ბანკები „თელასის“ ეროვნულ ვალუტაში მომსახურებას გააგრძელებენ. სებ-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსული „Inter RAO“-ა, თავად „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. სებ-ის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად,” - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. ევროკავშირმა რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა
ევროკავშირმა რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა
ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა. “ინტერ რაო” რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანათა სიაშია. “ინტერ რაო” რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს მიაღწია, კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს. “ინტერ რაოს” აქციონერთა შორის არიან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები “როსსეტი” და “როსნეფტეგაზი”, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ერთ-ერთი უდიდესი დივიდენდების გადამხდელები. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან დასანქცირებული პირები იგორ სეჩინი, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, და დმიტრი შუგაევი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ფედერალური სამსახურის დირექტორი. მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელობისა და სამთავრობო კონტროლის გამო, “ინტერ რაო” დიდ როლს თამაშობს რუსეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში და რუსეთის ფედერაციის მთავრობა “ინტერ რაოს” შემოსავლის ნაწილს მისი მფლობელების მიერ გადახდილი გადასახადებისა და დივიდენდების მეშვეობით აგროვებს. შესაბამისად, “ინტერ რაო” ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომლებიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილზიაციაზე,” - ნათქვამია სანქციების დასაბუთებაში. ცნობითვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.