თეგი: აეროპორტი

პრაღის აეროპორტი უკრაინის ავიარეისებს რუსულად აღარ გამოაცხადებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩმა ევგენ პერებიინისმა განაცხადა, რომ პრაღის აეროპორტი ფრენების შესახებ რუსულად აღარ გამოაცხადებენ. საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრაქტიკის შეცვლას, რადგან ინფორმაციის რუსულ ენაზე დუბლირებას არალოგიკურად მიიჩნევდა. აეროპორტის ადმინისტრაცია კი განმარტავდა, ორმ ავიაკომპანიების თხოვნას ითვალისწინებდა და აღნიშნული პრაქტიკა ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი არგუმენტების გათვალისწინებით, პრაღის აეროპორტმა საელჩოსადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების შესახებ ყველა განცხადება საბოლოოდ მხოლოდ ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოცხადდება, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართულებით ფრენების დროს“, - განაცხადა ელჩმა.  მისივე განცხადებით, „უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაიგონ ინგლისურ ენაზე მიწოდებული საბაზისო ინფორმაცია, რუსეთის მოქალაქეები კი, უკრაინის გავლით, როგორც წესი, არ დაფრინავენ, რადგან უკრაინას აგრესორ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვს“.

ცნობილია, რომელ აეროპორტშია ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი

საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ (ACI World) 2021 წლის მაჩვენებლებით 10 აეროპორტი დაასახელა, სადაც მგზავრთნაკადი და ფრენების რაოდენობა ყველაზე მაღალია. სტამბოლის აეროპორტი ამ სიაში მეორეა. აეროპორტი 2021 წელს 26,46 მილიონ ადამიანს მოემსახურა. პირველ ადგილზეა დუბაი 29,1 მილიონი მგზავრით. მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულ აეროპორტებს შორის პირველია აშშ-ში ჰარსტფილდ-ჯექსონის აეროპორტი - მგზავრთნაკადი 75,7 მილიონი ადამიანი. მეორეა დალასის აეროპორტი, რომელიც 62,5 მილიონ ადამიანს მოემსახურა. მესამეა დენვერის აეროპორტი, სადაც 2021 წელს მგზავრთნაკადმა 58,8 მილიონი ადამიანი შეადგინა. ანგარიშის თანახმად 10 ყველაზე მსხვილი აეროპორტიდან, სადაც ჭარბი მგზავრთნაკადია 8 აშშ-ია, ხოლო ორი ჩინეთში.

დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა. ის საშუალებას მისცემს მფრინავ ტაქსებს აფრინდნენ და დაეშვან ქალაქის დატვირთულ რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ინჟინრები და დიზაინერები მუშაობენ ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შემუშავებაზე, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი Urban-Air Port Ltd (UAP) ცდილობს შეიმუშაოს ინფრასტრუქტურა ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათი მიზანია შექმნან სპეციალური ცენტრები ფრენების მარტივად განსახორციელებლად. ცნობისთვის, სტარტაპმა თავისი პირველი Air One-ის აეროპორტის შემუშავება 15 თვეში დაასრულა.  

თურქეთში, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. ახალი აეროპორტის საერთო ფართობია 3 მილიონი კვადრატული მეტრი. აეროპორტი მდებარეობს პაზარის რაიონში - ქალაქ რიზედან 34 კილომეტრის, ხოფადან 54 კმ-ს და ართვინიდან 125 კმ-ს დაშორებით. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგანე 45 მეტრია, სიგრძე კი 3 კილომეტრი. ესაა ქვეყნის მეორე აეროპორტი, რომლის ასაფრენი ბილიკიც ზღვის სანაპიროზეა აგებული. დღეისათვის მსოფლიოში, მხოლოდ ხუთი აეროპორტია, რომელთა ასაფრენი ბილიკი ზღვის სანაპიროზეა აშენებული - მათგან ორი თურქეთშია. რიზე-ართვინის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ესპანეთის აეროპორტში კაცს, დაახლოებით 500 000 ევროს ღირებულების პიკასოს ესკიზი ჩამოართვეს

ესპანეთის საბაჟო პოლიციამ იბიცას აეროპორტში კაცს, 450 000 ევროზე მეტი ღირებულების პაბლო პიკასოს ესკიზი ჩამოართვა, რადგან გადამზიდველმა ვერ დაადასტურა, რომ ეს ნახატი მისი საკუთრებაა. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, თუმცა ესპანელმა მებაჟეებმა ამის შესახებ, მხოლოდ 18 ივლისს განაცხადეს. შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის საბაჟოს აცნობეს მგზავრის შესახებ, რომელსაც ნახატი „საეჭვო პირობებში“ გადაჰქონდა. ციურიხიდან იბიცაში დასასვენებლად ჩასულ კაცს პიკასოს ესკიზი სახელად Trois personnages („სამი პერსონაჟი“) აღმოაჩნდა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ნამუშევრის ასლი და მისი სიტყვების დასადასტურებლად  1500 ევროს ღირებულების ქვითარი წარმოადგინა. მაგრამ მგზავრის ჩემოდანში ციურიხის სამხატვრო გალერეიდან კიდევ ერთი  454000 ევროს ქვითარი აღმოაჩინეს. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ესკიზი არის ორიგინალი, ხოლო დამალულ ქვითარზე მითითებული ღირებულება საბაზრო ღირებულებას ემთხვევა. ახლა ესკიზი უფრო საფუძვლიანი ანალიზისთვის ხელოვნების ისტორიკოსებს გადაეცემათ. მგზავრს კი, სავარაუდოდ, ბრალად ხელოვნების ნიმუშების კონტრაბანდასა და საზღვრის გადაკვეთისას ღირებული ნივთის შესახებ ინფორმაციას დამალვას წაუყენებენ.  

პეკინის აეროპორტმა საერთაშორისო ფრენები COVID19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად განაახლა

პეკინის მსოფლიოში უდიდესმა საერთაშორისო აეროპორტმა ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, პირდაპირი ფრენები განაახლა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.   ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩინეთმა საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ შეამსუბუქა, რომელიც მსოფლიოში ამ დრომდე ყველაზე მკაცრი რჩება.  პეკინმა აეროპორტში პირდაპირი ფრენები 2020 წლის დასაწყისიდან COVID19-ის პანდემიის გამო შეაჩერა.   

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლოკალიზებულია.  

2022 წლის ნოემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა

2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.  

მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა

5 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, საავიაციო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა უცნობი დრონის მეშვეობით განხორციელდა.  სავარაუდოდ, დაზიანდა ორი Tu-95 ბომბდამშენი. ASTRA-ს წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალაქი ენგელსი უკრაინიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.  

მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აეროდრომზე ქალაქ რიაზანთან, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა სარატოვის რეგიონში აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად. უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები. ტერიტორია უკრაინის საზღვრიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს ენგელსის საჰაერო ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების გაზრდილი აქტივობა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორივე ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.  

თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას - ღარიბაშვილი

თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგი ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით. გვინდა, მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგი მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.  

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის აეროპორტში, 20-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის ახალ აეროპორტში 20-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.  საბიჰა გოკჩენის აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავების მისაღებად დაკეტილია, საჰაერო ნავსადგურიდან ფრენები ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ნორმალურ რეჟიმში განახლდება. „მოველით, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - განაცხადეს აეროპორტში. მანამდე, ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა.   

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Europetime-ს განუცხადეს, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა ფრენა სავარაუდოდ,  მოგვიანებით შესრულდება. „Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ შესრულდა, რადგან ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა და  სათადარიგო აეროდრომზე, თურქეთში დაბრუნდა. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს Europetime-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.  

ათენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ორი გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა

Ryanair-ის (RYA.I) სამგზავრო თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. Reuters-ის ცნობით, მანამდე, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. თვითმფრინავში დაახლოებით 190 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი, რომელიც კატოვიციდან საბერძნეთში მიფრინავდა, ათენში ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით, 17:35 საათზე დაფრინდა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველების მიერ შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა. 

თბილისის აეროპორტსა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 185 200 აშშ დოლარი და 311 698 ლარი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 476 836,35 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 13 000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ჯარიმა, 30 904.8 ლარი (თანხის 10%- ის ოდენობა) შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბათუმში უამინდომის გამო რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს

ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და Arkia Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირებას ავტობუსებით მოახდენენ. მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში აეროპორტის მშენებლობაზე: არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას არ ექნება

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. ჟურნალისტის კითხვას, სამხედრო ბაზაზე ვამბობთ თუ არა უარს, მინისტრმა უპასუხა, რომ - არა. „რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ - უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე, უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არცერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, - განახადა თავდაცვის მინისტრმა. აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშრებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის პოლარიზაციის საწყისი. „რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენი მხრივ, იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში, სავარაუდოდ, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება.

ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები დაიწყება

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა და სამინისტროს აქვს, ფაქტობრივად, სრული სურათი, მისი გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს. მისივე თქმით, ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის შესასწავლად. უწყების ცნობით, ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია

ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია. მანამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა კაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. გასროლის ფაქტი პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ არავინ დაშავებულა. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა. „ოპერაცია გრძელდება. ჩვენი მომლაპარაკებლები კონტაქტში არიან მანქანაში მყოფ პირთან," - წერია პოლიციის X გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. Reuters-ი წერს, რომ პოლიცია არ ადასტურებს მათ ადრინდელ განცხადებებს, რომ კაცი შეიარაღებული იყო და მან ჰაერში გაისროლა.  

ჰამბურგის აეროპორტში ინციდენტი ეჭვმიტანილის დაკავებით დასრულდა

ჰამბურგის აეროპორტის ინციდენტი დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის თქმით, კაცი, რომელიც აეროპორტში მანქანით, შვილთან ერთად შეიჭრა, დაკავებულია.  ის პოლიციას ჩაბარდა. ტერიტორიიდან ბავშვიც უვნებლად გამოიყვანეს. ინციდენტმა აეროპორტში ფრენების შეფერხება გამოიწვია. აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 ფრენა დაახლოებით 34 500 მგზავრით. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ კაცთან მოლაპარაკებები თარჯიმნის მეშვეობით, თურქულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია, რა კავშირი აქვს მას ამ ქვეყანასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სავარაუდოდ, სამეურვეო დავას უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცმა ჰაერში ორჯერ გაისროლა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია

ბარსელონის აეროპორტში რადიოაქტიური მასალის შემცველი ჩემოდანი იპოვეს

ესპანეთის თავდაცვის სააგენტო Civil Protections-ის ცნობით, შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების (SWISS) თვითმფრინავიდან სამშაბათს ჩამოტვირთულ ჩემოდანში რადიოაქტიური მასალის გაჟონვა დადასტურდა. ჩემოდანი გერმანიიდან ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სალამანკაში გადაჰქონდათ. წერს ესპანური გამოცემა El Nacional. „მასალა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც კიბოს სამკურნალო პროდუქტი, შეიძლება, გაჟონვა და გარეგანი დაზიანება გამოიწვიოს,“ ნათქვამია ინფორმაციაში.თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები კარანტინში იმყოფებოდნენ და მასალის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხუთი მუშა სიფრთხილის მიზნით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გამოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაშავებულა.