თეგი: აუქციონი

ლევან დავითაშვილი: აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება

აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. „წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს - მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $39 570 000 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 9 მარტს გამართულ აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოიტანეს 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება. 24 თებერვალს, ერთი დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის მონაცემებით, ერთი დოლარი 3,3991 ლარი ღირს. 

აშშ-ში აუქციონზე, იაპონური ვისკის Yamazaki-ს ბოთლი $600 ათასად გაიყიდა

აშშ-ში აუქციონზე, უძველესი იაპონური ვისკის Yamazaki-ს ბოთლი $600 ათასად გაიყიდა. ძვირფასი ბოთლით, 55 წლის დაძველების ვისკი Sotheby's აუქციონზე გამოიფინა. როგორც აღინიშნა, საუბარია Suntory-ის ბრენდის ვისკის ბოთლზე, რომელიც იაპონიის ისტორიაში „არა მხოლოდ უძველეს, არამედ ყველაზე ძვირფას ბოთლად მიიჩნევა“. ლოტი დეკლარირებულ თანხაზე $100 ათასით ძვირად გაიყიდა. ცნობისათვის, ტურისტული ბუმის ფონზე, რომელიც იაპონიაში პანდემიამდე იყო დაფიქსირებული, მსოფლიოში იაპონურ ვისკიზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ადგილობრივ კომპანიებს მოუწიათ საწარმოო სიმძლავრის გაზრდა და ზოგიერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი ხშირად მაღაზიის თაროებიდან მარაგის ნაკლებობის გამო ქრებოდა.  

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 215 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.070 პროცენტით, მაქსიმალური 10.099 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.077 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.  

მუჰამედ ალის საჩემპიონო ქამარი აუქციონზე $6,18 მილიონად გაიყიდა

ამერიკელმა ბიზნესმენმა და Indianapolis Colts ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდის მფლობელმა ჯიმ ირსეიმ აუქციონზე მუჰამედ ალის მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) საჩემპიონო ქამარი $6,18 მილიონად იყიდა.  ალიმ 1974 წელს ამერიკელ ჯორჯ ფორმენთან დუელში მოიგო ქამარი, რომელმაც მეტოქე მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ირსისთვის ეს აუქციონზე პირველი ძვირადღირებული შენაძენი არ არის. ბიზნესმენი ფლობს რამდენიმე გიტარას, რომელიც ელვის პრესლისა და ჯონ ლენონს ეკუთვნოდა. მუჰამედ ალი 1942 წელს დაიბადა. მან სახელი კასიუს კლეი უმცროსი, 1964 წელს ისლამის მიღების შემდეგ შეიცვალა. ალი არის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მსუბუქ წონაში, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში (1964-1966, 1974-1978). მოკრივემ 61 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 56 მოიგო (37 ნოკაუტით). ალი 2016 წელს გარდაიცვალა.  

ჰიტლერის საათი აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა

ნაცისტების ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის საათი, აშშ-ში აუქციონზე $1,1 მილიონად ანონიმურმა პირმა იყიდა.  1930 წელს გამოშვებულ Huber-ის ბრენდის საათზე სვასტიკა და ინიციალები AH ამოტვიფრული.  „ანდრეას ჰუბერის“ ოქროს მაჯის საათი, რომელიც, სავარაუდოდ, ჰიტლერს 1933 წლის 20 აპრილს, 44 წლის იუბილეზე გადასცეს. მაშინ ის ყოფილ კანცლერ პოლ ფონ ჰინდენბურგთან ერთად ბავარიის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. საათზე სამი თარიღია: ჰიტლერის დაბადების დღე, თარიღი, როდესაც ის გახდა კანცლერი და დღე, როდესაც ნაცისტურმა პარტიამ 1933 წლის მარტში არჩევნები მოიგო.  აუქციონის სახლის ცნობით, საათი სუვენირად მაშინ აიღეს, როდესაც 1945 წლის მაისში ბერგჰოფში, ჰიტლერის თავშესაფარში 30-მდე ფრანგი ჯარისკაცი შეიჭრა.  ცნობისათვის, ადოლფ ჰიტლერი იყო გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.

ეროვნული ბანკი: აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.890 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს

გიბრალტარის ხელისუფლებას, 65 მილიონ ფუნტად შეფასებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის იახტა აუქციონზე გააქვს. სუპერიახტის მფლობელია რუსი ოლიგარქი დიმიტრი პუმპიანსკი. 72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ იყიდება. ბანკი ამტკიცებს, რომ  იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.  

პრინცესა დიანას ავტომობილი აუქციონზე 650 000 ფუნტად გაიყიდა

Ford Escort, რომელსაც პრინცესა დიანა თითქმის სამი წლის განმავლობაში მართავდა, ინგლისში, აუქციონზე 650,000 ფუნტად (დაახლოებით 764,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. პრეტენდენტები მთელი მსოფლიოდან ცდილობდნენ მანქანის შეძენას.  Silverstone Auctions-მა  გასულ კვირას გამოაცხადა, რომისტორიული შავი Ford Escort RS Turbo, აუქციონზე გაიყიდებოდა. „ჩვენ გავყიდეთ რამდენიმე ავტომობილი, მაგრამ ეს მანქანა ისტორიის, მდგომარეობისა და გარბენის თვალსაზრისით საუცხოაა“, - განაცხადა Silverstone Auctions Classic Car-ის სპეციალისტმა არველ რიჩარდსმა.    

ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გამოიტანეს

Unian-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდმა პორტ „უსტ-დუნაისკის“ (ოდესის ოლქი) კომპლექსის ქონების გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა. ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში სახელმწიფო ქონების ფონდის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სლავსკის თქმით, სახელმწიფო საწარმოს Sea Trade Port Ust-Dunaysk-ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საზღვაო პორტის კომპლექსის პრივატიზაცია იგეგმება.  2019 წელს მისმა ტვირთბრუნვამ მხოლოდ 71 ათასი ტონა (ქვეყნის ყველა საზღვაო პორტის ტვირთბრუნვის 0,05%) შეადგინა. „უკრაინაში პირველად გამოცხადდა პორტის პრივატიზაცია. ეს სახელმწიფოსთვის ახალი გამოცდილებაა - მთლიანი პორტის კერძო საკუთრებაში გადაცემა. მანამდე სახელმწიფოს ჰქონდა არასრული გამოცდილება კონცესიისა და სხვადასხვა ფორმატში პორტის ნაწილების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალექსანდრ სლავსკიმ. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში Ust-Dunaysk-მა მიიღო 848 000 გრივნას წმინდა მოგება. იანვარ-ნოემბერში პორტმა ყველა დონის ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიონი გრივნა გადაიხადა.  

ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გაიყიდა

უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, საზღვაო პორტის პრივატიზება პირველად განხორციელდა. ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გამოიტანეს ონლაინ აუქციონი პროზოროს სახელმწიფო სისტემაში გაიმართა. სახელმწიფო ქონების ფონდის ინფორმაციით, „უსტ-დუნაისკის პორტის“ პრივატიზების უფლებისთვის 8 მონაწილე იბრძოდა. „უსტ-დუნაისკის" ღირებულება სამჯერ გაიზარდა და საწყისი ფასიდან 60 მილიონი გრივნადან 201 მილიონი გრივნა შეადგინა.  პორტმა მუშაობა პირველ აპრილს განაახლა და მას შემდეგ ექსპორტზე 153 000 ტონა მარცვლეული და 58 300 ტონა იმპორტირებული სამომხმარებლო საქონელი გავიდა. ამ დროისთვის პორტი თავისი სიმძლავრის მხოლოდ 5%-იანი დატვირთვით მუშაობს. „უსტ-დუნაისკის პორტს აქვს უკრაინული სურსათის ექსპორტის განვითარების დიდი პოტენციალი. მაგრამ ეს მოითხოვს ინვესტიციებს, რაც კერძო ბიზნესს შეუძლია“, - განაცხადა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა.  

ელმავალმშენებელი ქარხანა გაიყიდა

„ელმავალმშენებლის“ შეძენის სურვილი 3 სუბიექტმა დააფიქსირა, ობიექტი აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ, აუქციონზე 19 524 410.00 ლარად გაიყიდა, თუმცა მყიდველის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი. მანამდე, მისი 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია „ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. ცნობისთვის, კომპანიის 12%-იან წილს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.  

ათასწლეულით დათარიღებული ებრაული ბიბლია, აუქციონზე $38,1 მილიონად გაიყიდა

ებრაული ბიბლია, რომელიც მსოფლიოში უძველესი, ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარია, ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე $38,1 მილიონად გაიყიდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. შენაძენის მფლობელი, ამერიკელი ადვოკატი და ყოფილმა ელჩი ალფრედ მოსესია და ებრაული ბიბლია მან თელ-ავივის ხელოვნების მუზეიმისთვის იყიდა.  „ებრაული ბიბლია ყველაზე გავლენიანია ისტორიაში და წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის საფუძველს“, - ნათქვამია მოსესის განცხადებაში. ითვლება, რომ Codex Sassoon-ი დაახლოებით, 1100 წლის წინ დაიწერა. ის გახდა ყველაზე ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. სახელი - „Codex Sassoon“ მას ეწოდა უწინდელი მფლობელის, დევიდ სოლომონ სასუნის გამო, რომელმაც ის 1929 წელს შეიძინა.  

„ტიტანიკის“ მგზავრის წერილი აუქციონზე გაიყიდა

"ტიტანიკზე" ურუგვაელი მგზავრის მიერ დაწერილი წერილი, მონტევიდეოში აუქციონზე 12000 დოლარად გაიყიდა. წერილი 71 წლის ბიზნესმენმა რამონ არტაგავეიტია გომესმა (1840-1912) მის ძმას ადოლფოს მისწერა. წერილი გაიგზავნა ქუინსთაუნიდან (ირლანდია) ტრანსატლანტიკური საკრუიზო გემის ჩაძირვამდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე, იტყობინება Zorilla აუქციონის სახლი. ტენიანობით გაჟღენთილ ფურცელზე დაწერილიდან ირკვევა, რომ არტაგავეტია გომესი გაოცებულია თავისი მდიდრული პირველი კლასის გარემოთი და წერს: „ყველაფერი ახალი და მდიდარია“. წერილში ასევე შედიოდა ადრესატის მიერ დამატებული ჩანაწერი: „ბოლო წერილი, რომელიც ჩემმა ძვირფასმა ძმამ, რამონმა დაწერა“.  

მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა

მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა. დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს. მთავრობის შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს. „განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი. აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები. სხდომაზე საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რასაც აუქციონის შედეგები ადასტურებს და რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის,“ - ნათვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  მისივე თანახმად, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.  

ეროვნულმა ბანკმა 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716  შეადგინა. „სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით,“ - აცხადებს ეროვნული ბანკი. მეორე დღეა, ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, ევროსთან უფასურდება  

კომპანია უარყოფს ინფორმაციას, რომ „თბილისის აეროპორტის განყოფილებაში მოხვედრილი დაკარული ნივთები აუქციონზე იყიდება“

„ტავ ჯორჯია“ სიცრუეს უწოდებს ინფორმაცუას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

პრინცესა დიანას კაბა აუქციონზე $1,148,080-ად გაიყიდა

პრინცესა დიანას შავ-ლურჯი კაბა აუქციონზე Julien's Auctions $1,148,080-ად გაიყიდა. ეს მისი გაყიდული კაბებისთვის რეკორდული თანხაა. უცნობია, ვინ გახდა კაბის მფლობელი.  აუქციონზე გამოტანამდე კაბის ღირებულება $100 000-ად შეფასდა, თუმცა საბოლოოდ, ის 11-ჯერ ძვირად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, კაბა ბრიტანელი დიზაინერის, ჟაკ აზგურის მიერ არის შექმნილი. მისი ზედა ნაწილი შავი ხავერდისგან არის დამზადებული, რომელზეც ვარსკვლავებია ამოქარგული, ქვედა ნაწილი კი, ლურჯი ფერისაა და ბაფთის არის გაფორმებული. დიანას ის სულ მცირე ორ ოფიციალურ ღონისძიებაზე - 1985 და 1986 წლებში ეცვა.  

მერლინ მონროს კაბა აუქციონზე 325 000 დოლარად გაიყიდა

მერლინ მონროს კაბა და Playboy-ის დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის სმოკინგი და ჩუსტები შაბათ-კვირას აუქციონზე გაიყიდა. Hollywood Reporter-ის ცნობით, Pucci-ს აბრეშუმის კაბა 325 000 დოლარად შეფასდა. ორგანიზატორ Julien's Auctions-ის თანახმად, სამდღიან აუქციონზე, რომელიც შაბათს დასრულდა, გრძელმკლავიანი აბრეშუმის მაისური, Pucci-ის კაბა გამარჯვებულ პრეტენდენტს $325,000-ად გადაეცა, რაც რეკორდია აუქციონზე გაყიდულ Pucci-ს კაბებს შორის.