თეგი: აღმოჩენა

თეა წულუკიანის თქმით, დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში

​საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში. ამის შესახებ 1tv.ge წერს.  არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს „დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.   უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.  

თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.  

ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს

ნორვეგიულმა კომპანიებმა Equinor-მა და Petoro-მ, ასევე გერმანულმა Wintershall Dea-მ ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი. კომპანიის ცნობით, ეს არის პირველი აღმოჩენა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე 2023 წელს. ახალი საბადო ირპას გაზის საბადოდან სამხრეთით 23 კილომეტრში მდებარეობს.  

სერბეთში ოქროს დიდი საბადო აღმოაჩინეს

სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ-ნეგრემ ქვეყანაში, ოქროს დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. „სერბეთში ოქროს საბადო აღმოაჩინეს. ტექნოლოგიური ტესტების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ შესაძლებელია სუფთა ოქროს კონცენტრატის მოპოვება (93% -ზე მეტი ოქროს მთლიანი გამოყენების კოეფიციენტით), ”- ციტირებს დუბრავკა ჯედოვიჩ-ნეგრეს რუსული მედია. მინისტრის თქმით, აღმოჩენამ შესაძლოა, დიდი როლი შეასრულოს მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთი ნაწილის ეკონომიკისთვის. ჯედოვიჩ-ნეგრემ აღნიშნა, რომ პროექტი ანალიზის ეტაპზეა და დამატებით კვლევას საჭიროებს.