თეგი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნედლეულით მე-5000-ე ტანკერი დაიტვირთა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობით დატვირთული მე-5000-ე ტანკერი თურქეთის პროვინცია ადანაში, ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალზე დაიტვირთა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.  ჰეიდარ ალიევის სახელობის ტერმინალში შემოსული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიო ბაზარზე იგზავნება. 2006 წლის ივნისიდან BTC-ის თურქულ მონაკვეთზე ოპერირებს სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL). შპს BOTAŞ International-ისა და BTC-ის მონაცემებით, 2006 წლის 2 ივნისიდან ტანკერებმა მსოფლიო ბაზარზე 3 მილიარდ 813 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი მიიტანეს. Anadolu Agency-სთან ინტერვიუში შპს BOTAŞ International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნადიმ ექიზმა განაცხადა, რომ კომპანია, როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურის წარმომადგენელი, ამაყობს რომ მე-5000-ე ტანკერი გადაზიდა. მისი თქმით, BTC მილსადენის წყალობით, თურქეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. „თურქეთი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს. BOTAŞ International ყველა ღონეს ხმარობს თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის მიერ 2023 წლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად. თურქეთის მიერ გადადგმული გიგანტური ნაბიჯები ენერგეტიკის სფეროში კიდევ უფრო აძლიერებს მონდომებას დასახული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ეკიზმა. ამავდროულად, აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა BOTAŞ International-ის უზარმაზარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში, რომლის ძალისხმევით 2006 წლის 2 ივნისიდან განხორციელდა ნედლი ნავთობის უსაფრთხო მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. „თხუთმეტი წლის განმავლობაში BOTAŞ International გადაიქცა გლობალურ ბრენდად თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე. მე მჯერა, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიერ ასახული ენერგეტიკული პოლიტიკის წყალობით, BOTAŞ International გაზრდის წარმატებას ამ ინდუსტრიაში“, - თქვა ეკიზმა. 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა წელს, 106,9 მილიონი ბარელი ნავთობი გაატარა

იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) საზღვაო ტერმინალიდან, რომელიც თურქეთის პროვინცია ადანაში მდებარეობს, 106 982 579 ბარელი ნავთობი გადაიტვირთა.  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქეთის მონაკვეთის ოპერატორი 2006 წლიდან არის თურქული სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL). მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნედლეულით მე-5000-ე ტანკერი დაიტვირთა BOTAŞ-ის მონაცემებით, 2006 წლიდან, როდესაც ტერმინალი გაიხსნა, ბთჯ-ის გავლით 3,777 მლრდ ნავთობია გადაზიდული. წელს ყველაზე მეტი ნავთობი - 20,5 მლნ ბარელი - მაისში გადაიტვირთა, ხოლო ყველაზე ნაკლები თებერვალში - 13,5 მლნ ბარელი. ნავთობის გადაზიდვის მონაცემები, BOTAŞ–ის თანახმად 2022 წლის 6 თვეში: იანვარი - 17 706 620 ბარელი; თებერვალი - 13 581 125 ბარელი; მარტი - 17 743 856 ბარელი; აპრილი - 19 951 346 ბარელი; მაისი - 20 479 706; ივნისი - 17 519 926 ბარელი. ადანას ტერმინალიდან, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს, აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება.  

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება, ასევე გვინდა, ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, გვინდა ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება.  „ვაპირებთ, 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში, თიქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი“, - აღნიშნა ალიევმა.  მისივე თქმით, აზერბაიჯანს საქართველოში $3 მილიარდი აქვს ინვესტირებული. „ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ალიევმა.  

ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე

დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ძირითადად უკვე მოქმედ ენერგოპროექტებზე გაკეთდა. რამდენად  მზადაა სისტემა, რომ გაზისა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები გაატაროს? ალიევის მთელი გამოსვლა, კონფლიქტებზე საუბრის ნაწილის გარდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს ეხებოდა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება, სადაც პირველია „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი. ასევე, ყურადღება გაამახვილა „ბაქო-სუფსის“ მილსადენის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის საკითხზე. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ დღეს აქვს რესურსი, რომ გამტარუნარიანობა 12 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ალიევს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდება გააორმაგოს. ეს არაა პატარა ციფრი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენისთვის და აზერბაიჯანისთვის. გასულ წელს, ამ გაზსადენის გავლით ევროპამ, 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. შემდგომ, გაზის ტრანზიტი ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში განხორციელდა.  წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და როცა საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია. ბუნებრივია, ამას უნდა დაემატოს გაზის ის მოცულობა, რაც გადის მილსადენში თურქეთის საჭიროებისათვის. მანამდე, 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, რომ „ბაქო-თბილისი-ერზრუმით“ გატარებული გაზის მოცულობა 27 მილიარდამდე გაზრდილიყო. ET: რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანი ამ მაჩვენებელზე გავა 2027 წელს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? ის, რასაც ალიევი ამბობს, რომ თუ 2027 წლისთვის მოხერხდა ტექნიკურად და საბადოებიდანაც და ამ რაოდენობის გაზმა გაიარა ჩვენს მილსადენში, ეს იმას ნიშნავს, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს ე.წ. „ოფციურ გაზად“ დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%, 1 მილიარდი კუბური მეტრია, ამას დაემატა 500 მილიონი დაბალ ფასში შესყიდული გაზი და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურებით შევძლებთ იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომ მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (რედ. პერსპექტივა,) ალიევის განცხადებიდან, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ET: რაც შეეხება საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს, ალიევმა საკმაოდ მაღალი ციფრი 157 გეგავატი დაასახელა. რა რესურსით გაიზრდება ეს მაჩვენებელი მაშინ, როცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს გავლით თურქეთში აზერბაიჯანის ექსპორტის მაჩვენებელი გაცილებით მცირეა. ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს. ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა. ET: რაზე მიანიშნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს, ამ ენერგოპროექტებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ღიად გაკეთებული განცხადებები? აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის დღევანდელი განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის. რაზეც დღეს ალიევმა ისაუბრა, ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით. ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს.  

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული.  ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2022“ (OGT-2022) განაცხადა.  ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობას უხსნის.  

ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს

2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გლობალური დონის წარმატებული ენერგოპროექტია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, გლობალურ დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული პროექტია.  ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას: „სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.” თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

მედია: დასავლური სანქციების გამო LUKOIL-ი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს

რუსული ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანია LUKOIL-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. 2022 წლის დეკემბრიდან, რუსული კომპანია კასპიის საბადოებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით დასავლეთის სანქციების გამო ექსპორტს შეწყვეტს და ნედლეულის ტრანზიტს Caspian Pipeline Consortium სისტემით დაიწყებს, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ არ ხვდება.  „რუსული ნავთობის მიწოდება BTC-ით არ მოხდება, ამის მიზეზი სანქციებია“, - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა წყარომ. სხვა წყაროების თქმით, გადაწყვეტილება BTC-ის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბრიდან ევროპელ მომხმარებლებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება იკრძალება.  

ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა.  BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი. აღსანიშნავია, რომ BTC ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო და 2005 წლის 18 მაისს მილსადენი ნავთობით დაიტვირთა. BTC Co-ს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად 2002 წლის პირველ აგვისტოს შეიქმნა, აქციონერები არიან: BP (30,1 პროცენტი), სოკარი (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TRAO (6 ,53 პროცენტი), Eni (5,0 პროცენტი), TotalEnergies (5,0 პროცენტი), Itochu (3,4 პროცენტი), INPEX (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC Videsh (2,36 პროცენტი).  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო  ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.  BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან გაიგზავნა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან 2023 წლის 22 აპრილს გაიგზავნა. იტყობინება აზერბაიჯანული მედია SOCAR Midstream Operations LLC-ზე დაყრდნობით, SOCAR-ის შვილობილი კომპანია. ტანკერი Alatau თენგიზის საბადოზე წარმოებული 83,200 ტონა (665,000 ბარელი) ნავთობით დაიტვირთა. ცერემონიას ესწრებოდნენ SOCAR-ის, KazMunayGas-ის, Tengizchevroil-ის, Kazmortransflot-ის და მათი შვილობილი კომპანიების დელეგაციები. ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით, SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის მთავარი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი. ყაზახური ნავთობის პირველი ტვირთი თენგიზის საბადოდან სანგაჩალის ტერმინალში აქტაუდან „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის“ ტანკერით 2023 წლის 23 მარტს ჩავიდა. „ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის წარმატებული გადაზიდვა BTC მილსადენით, წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში. იგი ასევე ხაზს უსვამს რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას, და BTC მილსადენის როგორც კასპიის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების საკვანძო მარშრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობას“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ყაზახური ნავთობის შემდეგი პარტიის ჩატვირთვა ჯეიჰანის პორტში 2023 წლის მაისის ბოლოს იგეგმება.  

პეტრ ფიალა თოყაევთან შეხვედრაზე: ყაზახურ ნავთობს ჩეხეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება შეუძლია

ყაზახურ ნავთობს შეუძლია, ჩეხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს მას შემდეგ, რაც მან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ცენტრალურ აზიის ქვეყანაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და თქვენი ნავთობი შეიძლება, გახდეს მთავარი ფაქტორი ამ თვალსაზრისით“, - განუცხადა ფიალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ყაზახეთი არის ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ნავთობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.„ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის უზარმაზარი შესაძლებლობების, რადგან ჩვენ ვშორდებით რუსულ ნავთობს“, - განაცხადა ფიალამ, რომელმაც Reuters-ის ცნობით, არ ისაუბრა ყაზახეთის ნავთობის შესყიდვების პოტენციური ზრდის დეტალების შესახებ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით იწყებს BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

თოყაევი: ყაზახეთი აქტაუ-ბათუმის მარშრუტით ნავთობის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

ყაზახეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში აქტაუ-ბათუმის მარშრუტით ნავთობის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს.  ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყირგიზეთში ცენტრალური აზია-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.  თოყაევის თქმით, ასევე დაგეგმილია ტრანსკასპიური მარშრუტის მილსადენებით ამოტუმბვის მოცულობის გაზრდას.  ამავე სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას.  "ჩვენ ვავითარებთ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის გადატუმბვა", - განაცხადა თოყაევმა.  "ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტრანსკასპიური მარშრუტი დავუკავშიროთ ჩინურ - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სატრანსპორტო არტერიით დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც წლიდან წლმდე ორჯერ ზრდას ნიშნავს", - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. 2023 წლის აპრილში, აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობა 60,5 ტონით - 75 პროცენტით გაიზარდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, წელს დაგეგმილზე მეტის, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება

წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა მინისტრმა. შაჰბაზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პროდუქტიული თანამშრომლობის დასაწყისია და ამ მხრივ, შესაძლოა, ბაქო-სუფსის მილსადენი იყოს შესანიშნავი ალტერნატივა ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება 6%-ზე მეტით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთის გავლით 113,773 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა. თურქულ ოპერატორ BOTAS-ის ცნობით, ეს მონაცემები 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, 6,656 მილიონი ბარელით - 6,2%-ით მეტია. მიმდინარე წლის ივნისში BTC-მა თურქეთის გავლით 19,658 მილიონი ბარელი ნავთობი ამოტუმბა. 2022 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 1 მილიონ 993 ათასი ბარელით - 11,3%-ით მეტია. BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში 6.4%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში, 17,6 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც 6,4%-იანი ზრდაა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 23 076,5 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურზე 10,2%-ით მეტია. ნავთობის მთლიანი მოცულობის 76,3%  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საექსპორტო ნავთობსადენით გადაიზიდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ცნობით, BTC-ის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 2,6 მილიონი ტონიდან 2,9 მილიონ ტონამდე გაიზარდა. აზერბაიჯანმა BTC-ით გაიტანა ნავთობის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 76,3%, რამაც 2023 წლის იანვარ-ივლისში 23,07 მლნ ტონა შეადგინა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს  

9 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,5%-ით გაიზარდა

ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით 9 თვის განმავლობაში. გაიზარდა 4,5%-ით, ტრანზიტი – 6,7%-ით. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 22 მილიონ 665,1 ათასი ტონა შეადგინა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში 6.4%-ით გაიზარდა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 76,1% BTC ნავთობსადენით გადაიზიდა. ამასთან, „ევროპაში ექსპორტირებულია 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 7,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,7 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 4,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 4,3 მილიარდი ბარელი ნავთობი გადაიზიდა მას შემდეგ, რაც ის ექსპლუატაციაში შევიდა. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად მილსადენმა თურქმენული ნავთობიც გაატარა. მილსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის 13 ივლისს შევიდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის წილი აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებაში 55%-ს შეადგენს  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება 1,9%-ით, ტრანზიტი კი, 2,4%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 2%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 2%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით გაიზარდა

იანვარში BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური ნავთობსადენებით 3,269,100 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც 0,43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრანსპორტირებული ნავთობის 76% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა და 2023 წელს ამ მილსადენით 2 486,1 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1,87%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში BTC მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82,7%  -  2 055,3 ტონა წარმოებულია აზერბაიჯანში, აქედან 17,3% - 430,8 ათასი ტონა (16,2% ზრდა) თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობია.   

აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა სურთ

აზერბაიჯანი და ყაზახეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაძლიერებაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და ყაზახეთის KazMunayGaz-ს შორის, რათა წამოიწყონ კონკრეტული ქმედებები აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის დივერსიფიცირებული ტრანზიტისთვის. ეს მოიცავს BTC შეთანხმების შესრულებას ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ და ამ რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ორივე ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებმა განიხილეს სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

2024 წლის პირველ ორ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ტერიტორიაზე სულ 35,960 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 911 000 ბარელით, 2,6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას კომპანია BOTAS-ი ავრცელებს. მხოლოდ თებერვალში BTC მილსადენით თურქეთის ტერიტორიაზე 17,042 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 2023 წლის თებერვალთან შედარებით 1,160 მილიონი ბარელით - 7,3 პროცენტით მეტია. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.