თეგი: გენოციდი

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე: ეს გენოციდია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია და მსგავსი არაფერი გვინახავს აქამდე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მზარდი ინფლაციის შესახებ გამოსვლისას, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. როგორც კობახიძე აცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება. „გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.  

უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ Twitterზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა.  გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს.  12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია: უბრალოდ ვუთხარი, მინდა, გაიგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას ქალაქ ბუჩაში იწვევს. ზელენსკის თქმით, მას სურს, ემანუელ მაკრონმა უშუალოდ ნახოს ის სისასტიკე, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს. ზელენსკი ამბობს, რომ ემანულ მაკრონს გასულ კვირას ესაუბრა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან  ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - CNN-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ზელენსკის მიერ ემანუელ მაკრონის უკრაინაში მიწვევას გამოეხმაურა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტი არ აქვს დაგეგმილი, განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში კლემენტ ბონმა. მისივე თქმით, მაკრონი შესაძლოა, ჩავიდეს მოგვიანებით, მაგრამ ეს უნდა იყოს სასარგებლო ვიზიტი უკრაინისთვის. „სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული. არავინ დაობს იმაზე, რომ უკრაინაში ხდებოდა მასობრივი მკვლელობები და სისასტიკე, რაც მეტყველებს ბარბაროსობაზე რუსეთის მხრიდან, მაგრამ გენოციდის ცნება მკაფიო საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგების მომტანია“, - განაცხადა კლემენტ ბონმა. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში გენოციდის მტკიცებულებების სანახავად მიიწვია.

პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა სამხედრო დანაყოფს, რომელსაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში სისასტიკეში ადანაშაულებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა სამხედრო დანაყოფს, რომელსაც უკრაინა ქალაქ ბუჩაში სისასტიკეში ადანაშაულებს. BBC-ის ცნობით, პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას მიენიჭა „გვარდიის“ წოდება მისი წევრების „მასობრივი გმირობისა და ვაჟკაცობისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის“. უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში რუსებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - მოსკოვი უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. Human Rights Watch-ის მკვლევრებმა, რომლებიც ბუჩაში, 4-დან 10 აპრილამდე მუშაობდნენ (რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა დატოვეს ტერიტორია), სიკვდილით დასჯის, მკვლელობების, ხალხის გატაცების, წამების მტკიცებულებები იპოვეს. Human Rights Watch-მა პირადად გამოკითხა ბუჩის 32 მცხოვრები და სხვა, 5 ადამიანი - ტელეფონით, მათ შორის დაზარალებულები და მოწმეები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, მორგის თანამშრომლები, ექიმები, მედდა და ადგილობრივი ოფიციალური პირები. Human Rights Watch-მა ასევე დააფიქსირა და გააანალიზა ქალაქში არსებული მტკიცებულებები, მოწმეების და მსხვერპლის მიერ მოწოდებული ფოტოები და ვიდეოები, სატელიტური სურათები. ბუჩის მთავარმა რეგიონულმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ Human Rights Watch-ს 15 აპრილს განუცხადა, რომ 278 ცხედარი იპოვეს ქალაქში რუსული ძალების გაყვანის შემდეგ, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება. კონფლიქტამდე ბუჩას დაახლოებით 36 000 მოსახლე ჰყავდა. უკრაინის მონაცემებით, 31 მარტს, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, ბუჩაში სულ 278 ცხედარი იპოვეს. მათგან უმეტესობა სამოქალაქო პირია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს

რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა გამოიწვია. ახლა შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ რუსეთთან ურთიერთობების იმ ნიშნულამდე დაბრუნება, როგორც ეს იყო აგრესიამდე. პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ ახორციელებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ორშაბათს კატოვიცეში ევროპის მე-14 ეკონომიკური კონგრესის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა არის „განსაკუთრებული დრო“, როდესაც ერები ჩარჩოებს უნდა გასცდნენ და იფიქრონ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აქამდე აზრადაც არ მოსვლიათ. „გთავაზობთ უკრაინის აღდგენის გეგმას, იმედის გეგმას უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მთელი ევროკავშირისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ გეოპოლიტიკურ საფუძვლებზე“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. „დღეს მე მეშინია არა მცირე რუსეთთან სავაჭრო ჯაჭვების გაწყვეტის, ალბათ, მალე გამოჩნდებიან ისეთები, ვინც რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების ასეთი ჯაჭვის აღდგენას მოინდომებენ“, - დაამატა მატეუშ მორეცავიმ. ამიტომ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიისთვის მტკიცე წინააღმდეგობის აუცილებლობას და ამის გაკეთებას „აქ და ახლა“. მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პუტინი თავს დაესხა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოებას და შექმნა ინფლაცია, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა „პუტინის ინფლაცია“ უწოდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

ჩეხეთის სენატმა, უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს.  "ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს". - წერს ელჩი. მანამდე რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად კანადის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტებმა აღიარეს. ამასთან ლიეტუვას პარლამენტმა რუსეთი  „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა.   აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით გენოციდი უწოდა. „მე ვუწოდებ ამას გენოციდს, იმიტომ რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინი ცდილობს აღგავოს მიწის პირისგან თვით ფიქრიც კი, რომ შესაძლოა იყო უკრაინელი. სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, იმ საშინელებების, რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 

CNN: დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს

დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს. რუსეთი, აწარმოებს ომს უკრაინაში, აქეზებს გენოციდს და ახორციელებს ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის განადგურებას, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის New Lines Institute for Strategy and Policy-სა და კანადის რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივ ანგარიშში. შესაბამისი პუბლიკაცია CNN-მა დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ოლექსი არესტოვიჩი: რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდითაა დაკავებული მარიუპოლის მერი: ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში ანგარიშის შედგენაში, გენოციდის საკითხებში 30 წამყვანი იურისტი და ექსპერტი მონაწილეობდა. მათ დაასკვნეს, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს კონვენციის რამდენიმე მუხლი. დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი დანაშაულები, გამყარებულია მტკიცებულებებით - მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, ძალადობა, დეპორტაცია და ანტიუკრაინული რიტორიკა. ერთ-ერთ დადასტურებულ მტკიცებულებად მოყვანილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ უკრაინას სახელმწიფოდ არსებობის უფლება არ აქვს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე: ეს გენოციდია ბორის ჯონსონი:ქალაქ ბუჩაში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება ანგარიშის ავტორები პირდაპირ ადარებენ უკრაინაში არსებულ ვითარებას სრებრენიცაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს გავლენა მოახდინონ რუსეთზე, სანამ ძალიან გვიან არ არის. ეს არის პირველი დამოუკიდებელი ანგარიში უკრაინაში გენოციდის შესახებ ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის ქმედებები უკრაინაში ესტონეთის, ლატვიისა და კანადის პარლამენტებმა ოფიციალურად გენოციდად აღიარეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვითარება იგივე სიტყვით შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იურიდიული კვალიფიკაცია შესაბამისმა ექსპერტებმა უნდა მისცენ. მანამდე, სტრატეგიისა და პოლიტიკის New Lines Institute for Strategy and Policy-მა და რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრმა გენოციდის შესახებ, ჩინეთის სინძიანის პროვინციასა და მიანმარში მოხსენებები მოამზადეს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ირლანდიის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრა გენოციდის აქტია. ირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის გენოციდის შესახებ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.  11 მაისს, ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში პირველად დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად მიიჩნიეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: მსოფლიომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად უნდა აღიაროს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარონ. ამის შესახებ კულებამ Der Spiegel-თან დააფიქსირა.  კულებას თქმით, „რუსეთის ლიდერი არასოდეს მალავდა თავის განზრახვებს და ფიქრობდა, რომ უკრაინის სახელმწიფოდ არსებობა შეცდომაა, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს და უკრაინელები ფაქტობრივად, რუსები არიან. ამიტომ, ისინი ან დათანხმდებიან, რომ იყვნენ „ერთი ხალხი“, ან „განადგურებას დაექვემდებარებიან“. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციის და მისი ოფიციალური პირების, შეიარაღებული ძალების და მასმედიის ქმედება უკრაინელების წინააღმდეგ არის გენოციდი და მსოფლიო ამაზე ვერ გაჩუმდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა. კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა, ბელგიისა და ლიეტუვის პრემიერებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ამის შესახებ Ukrinform-ის კორესპონდენტი იუწყება. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით, დათვლის გარეშე, ხელის აწევით მიიღეს. ხმა მისცა ოთხმა ფრაქციამ. მემარცხენეებმა და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ თავი შეიკავეს. მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.   

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება გენოციდად აღიარა. მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი. „რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები და მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში“,  – აცხადებს რეზოლუციის ავტორი, სენატორი ჯიმ რიში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და სენატორ ბენ კარდინს (D-MD) მხარდაჭერისთვის. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; რუსეთი უნდა დაისაჯოს; გენოციდი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ერმაკმა.

ისრაელი სამხრეთ აფრიკას აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ისრაელი აბსურდსა და  ცილისწამებას უწოდებს საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს, რომლითაც ის ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სპიკერმა გააკეთა. ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. ICJ-სადმი მიმართვის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვალდებული იყო, „აღეკვეთა გენოციდი.“  30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ღაზის სექტორში ჩადენილი ქმედებების გამო,“ სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. 84-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ისრაელის ქმედებები და უმოქმედობები“ არის „გენოციდური ხასიათის, რადგან ისინი მიმართულია პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებისკენ.“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა „სერიოზულად არის შეშფოთებული მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ძალის განურჩეველი გამოყენებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო.“სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის ტერიტორიიდან „მუდმივად შემოდის ცნობები საერთაშორისო დანაშაულებზე, როგორებიცაა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები, ისევე როგორც ცნობები ქმედებებზე, რომლებიც გენოციდის ზღვარს აღწევს.“   სამხრეთ აფრიკის მთავრობის ადვოკატები საქმის განხილვისთვის 11 და 12 იანვარს ემზადებიან. ICJ, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს, გაეროს უმაღლესი სასამართლოა. ის აგვარებს დავებს სახელმწიფოებს შორის და იძლევა საკონსულტაციო მოსაზრებებს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე. მას არ აქვს დევნის დაწყების უფლება. თუმცა მის მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს და სხვა საერთაშორისო იურიდიული ორგანოებისთვის. ცნობისთვის, აშშ ისრაელის ქმედებებში გენოციდის ნიშნებს ვერ ხედავს.   „ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ გენოციდს,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე.