თეგი: დაიღუპა

მექსიკაში წლის დასაწყისიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა

წლის დასაწყისიდან მექსიკაში მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 14-მდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ხუან არჯონ ლოპესის ცხედარი ქვეყნის ჩრდილოეთით, სონორას შტატში აღმოაჩინეს. მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კლაუდია ინდირა კონტრეას კორდობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლოპესი, A Que Le Temes-ის რეპორტიორი, 9 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა. 62 წლის ლოპესის კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ლოპესის გაუჩინარების შესახებ, ხელისუფლებამ სამძებრო ჯგუფი შექმნა. მექსიკაში პრესის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ტალღა არ წყდება. ჟურნალისტი ხოსე ლუის გამბოა 10 იანვარს ვერაკრუსის შტატში გარდაცვლილი იპოვეს. ქვეყანაში 2022 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე მზიმე წლად ითვლება. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (RSF) მონაცემებით, ქვეყანაში 2000 წლიდან 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.   

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, 13 წლის გოგო კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, თუმცა რეანიმაციული ჩარევის მიუხედავად, მდგომარეობის დასტაბილება ვერ მოხერხდა.  ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „კლინიკაში ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით შემოიყვანეს. მოხდა პირველი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება გოგოს, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.   Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.  უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადავარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.