თეგი: დემონტაჟი

მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა

ორხევის დასახლებაში 28 იანვარს, მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა პროცედურა დროში გაიწელა და საბოლოო ჯამში, ფართი არ დაუკანონდათ. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, იმ სახლების დემონტაჟი მოახდინეს, სადაც არავინ ცხოვრობდა. ამასთან, განმარტა, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც აქვთ. ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია.ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერიც. კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს. „სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით, გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. დადგინდა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო

ესტონეთში, ქალაქ ნარვაში საბჭოთა ტანკის Т-34-ის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.  ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქებში ნარვასა და ნარვა-იესუში საჯარო სივრციდან აიღოს არა მხოლოდ ტანკი, არამედ დანარჩენი საბჭოთა ძეგლების დემონტაჟიც განახორციელოს.   საბჭოთა ტანკი, საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ესტონეთში, ქალაქ ნარვაში იდგა, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) ეთნიკური რუსია, ხოლო დაახლოებით 36%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.  

ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

23 აგვისტოს, რიგის გამარჯვების პარკში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო სამუშაოები ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება. ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს. მას შემდეგ, რაც 10 მაისს დილით ყვავილები ბულდოზერით ჩამოხსნეს, საბჭოთა სიმღერებით და პრორუსული სიმბოლოების გამოყენებით ძეგლთან სპონტანური აქცია გაიმართა, რამაც ლატვიის საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევის ნებართვა გასცა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

ფინეთში ვლადიმერ ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.  ესტონელი მოქანდაკის მატტი ვარიკას მიერ შექმნილი ბიუსტი ფინეთის ქალაქ კოტკას ცენტრიდან აიღეს.  Yle-ის ცნობით, ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელმა მარკკუ ჰანონენმა თქვა, რომ ძეგლის გადატანა „საკმაოდ რთული ტექნიკური ოპერაციაა“. მისივე თქმით, ბიუსტი ამწევი მოწყობილობის გამოყენებით სატვირთო მანქანის პლატფორმაზე ასწიეს. ვლადიმერ ილიას ძე ლენინი პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი იყო.  

პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს

პოლონეთში, 27 ოქტომბრის დილით, წითელი არმიისადმი მიძღვნილი კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, პოლონეთის მთავრობა აგრძელებს საბჭოთა კავშირს თემატიკაზე ძეგლების, ქანდაკებებისა და სიმბოლოების „დანგრევის“ კამპანიას. ოპოლსკის სავოევოდოს ქალაქ გლუბჩიცასა და ბიჩინაში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლები აიღეს. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კაროლ ნავროცკიმ, რომელიც სოფელ გლუბჩიცეში საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის ადგილს ესტუმრა, განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირმა პოლონეთს მოუტანა არა განთავისუფლება, არამედ მონობა“. პოლონეთში რუსი ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟი, ბოლოს 24 აგვისტოს ქალაქ ბჟეგში განხორციელდა.  

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ

ოდესაში, რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონატაჟისთვის ამზადებენ.  მონუმენტი შავ პარკში შეფუთეს და ლენტა შემოახვიეს, ხოლო ტერიტორია შემოღობეს.   მანამდე, ქალაქში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, ძეგლის დემონტაჟს 3 914 ადამიანმა დაუჭირა მხარი.  ძეგლის დემონტაჟის საკითხი ოდესის საკრებულოს სხომაზე, კანჭისყრის შედეგად გადაწყდება.  

ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს

ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს დემონტაჟი დილით ადრე, დაახლოებით 5 საათზე დაიწყო. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ძეგლთან ხალხის მცირე ჯგუფი შეიკრიბა. ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“ ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, რეზეკნის მერმა ალექსანდრე ბარტაშევიჩმა, რომელიც პრორუსულ პარტიას „თანხმობა“ წარმოადგენს, აღიარა, რომ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი კანონით განსაზღვრულ ვადაში - 15 ნოემბრამდე იყო დაგეგმილი. ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა თავის მიმართვაში ბარტაშევიჩმა თქვა, რომ „ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ ბარბაროსულ ქმედებებს თავიდან აიცილებდა" და „საღი აზრი გაიმარჯვებდა".  შეგახსენებთ, რომ ლატვიის სეიმმა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.   

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს აიღებენ

30 ნოემბერს, ოდესის საქალაქო საბჭოს XVI სესიაზე, კენჭისყრის შედეგად, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორისა და მხედარმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ძეგლების დემონტაჟის საკითხი გადაწყდა.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური იტყობინება. ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟს მხარი 43-მა დეპუტატმა დაუჭირა, სუვოროვის ძეგლის დემონტრაჟს – 41-მა.  

ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო

ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა, ანტაკალნისის სასაფლაოზე საბჭოთა ძეგლების დემონტაჟზე მუშაობა დაიწყო. ამ ძეგლების დემონტაჟი, მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიბლოკა. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ამის მიუხედავად საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი მაინც დაიწყო. ვილნიუსის მერმა რემიგიუს სიმასიუსმა განაცხადა, რომ სამუშაოები სავარაუდოდ სამ კვირას გაგრძელდება. ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს ლიეტუვის იუსტიციის სამინისტრო და მერია აცხადებენ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეცდომაში შეიყვანეს იმ არგუმენტებით, რომ ძეგლი შეილახება, ხოლო ნაშთებს, რომლებიც იქვეა, ხელახლა დაკრძალავენ. ვილნიუსის მუნიციპალიტეტი პირობას დებს, რომ დემონტაჟის შემდეგ ძეგლები, ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.   

დნიპროში გორკისა და ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა

26 დეკემბერს დნიპროში, რუსი მწერლის მაქსიმ გორკისა და საბჭოთა პილოტის ვალერი ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა. ქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა ძეგლები სპეციალური ტექნიკის დახმარებით კვარცხლბეკებიდან ამოიღეს და ერთ-ერთი კომუნალური დაწესებულების ტერიტორიაზე გადაიტანეს.  16 დეკემბერს ქალაქში ალექსანდრე პუშკინისა და ვოლოდია დუბინინის ძეგლები აიღეს. საერთო ჯამში, საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და სსრკ-სთან დაკავშირებული 10-მდე ძეგლის დემონტაჟის შესახებ, მათ შორისაა ალექსანდრე ბულიგინის, მიხაილ ლომონოსოვის, გენერალ-ლეიტენანტი ეფიმ პუშკინის (ცნობილი როგორც ტანკი) და ალექსანდრე მატროსოვის ძეგლები.  

ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო

ოდესაში, სპეციალისტთა ჯგუფმა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟი დაიყო.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ Ukrinform-მა მერიის პრესსამსახურზე Telegram-ზე დაყრდნობით იტყობინება. „დღეს, ოდესის საქალაქო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო „ოდესის დამფუძნებლების“ ძეგლის დემონტაჟი, რომელიც პოპულარულია ეკატერინე II-ის ძეგლის სახელით. ეს ძეგლი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა“, - აღნიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოდესის მერის მოადგილე ოლეგ ბრინდაკმა. მისი თქმით, ამ გზით ისინი არა მხოლოდ ასრულებენ სხდომის გადაწყვეტილებას, არამედ იწყებენ „საკუთარი ისტორიის გადახედვის რთულ, ხანგრძლივ, მაგრამ აუცილებელ პროცესს, ყველა საბჭოთა, იმპერიული მითებისგან განთავისუფლებას“.