თეგი: ევროკომისია

უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას წევრები მიმართავენ გაეროს, ევროკომისიას, ეუთო-ს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ამასთან, დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.  

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნა. ევროკავშირის ელჩების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება უნდა წარმოადგინოს. 7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მათ მხარს ვუჭერთ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტითა და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს  

ევროკავშირი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს დროებით აუქმებს

ევროკომისიამ უკრაინასთან დროებითი "ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები" მიიღო, რაც ყოველგვარ იმპორტზე დამატებითი გადასახადების, ტარიფებისა და კვოტების განსაზღვრული ვადით მოხსნას გულისხმობს. „ეს დროებითი და განსაკუთრებული ზომები ხელს შეუწყობს უკრაინიდან ევროკავშირში იმპორტის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოქმნის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იმპორტის გადასახადის დროებით 0-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამრეწველო და სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს - უკრაინიდან ევროკავშირში.  ასევე წაიკითხეთ  დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი გამოუყოს

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას დღეს გადასცემს

"ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას 2 მაისს გადასცემს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე NATO-ში. ამასთან, შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა  

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობემბარგოზე: ეს საკითხი მომდევნო 48 საათში ვერ გადაიჭრება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ არ არის სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების ეტაპზე, მათ შორის არც რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციური აკრძალვის მიმართულებით. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა, დღესვე დაამტკიცოს - იერმაკი „ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. იგივეა ახლა მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სამიტის წინ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლიანები ვიყოთ, საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ ვერ მივედით. ჩემი მოლოდინი დაბალია იმის შესახებ, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters ევროკავშირი სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. უნგრეთი, რომელიც დიდწილად ეყრდნობა რუსულ ნავთობს, იმპორტის აკრძალვის მთავარი მოწინააღმდეგეა.  

DW: ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. სააგენტო DW ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან კატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება. ამასთან, ბრეტონის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ევროკომისრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა ამის გაკეთებას გაზის გამოყენებით ცდილობს. „ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – განაცხადა ბრეტონმა. შეგახსენებთ, რომ დანიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.  

საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია

ექსკლუზივი საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა მოსაზრებაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. შესაბამისი კომენტარი გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა Europetime-თან გააკეთა. „საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“, - აღნიშნა ვალდის დომბროვსკისმა მისივე თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში. „ეს არის გამოსაფხიზლებელი ზარი ევროკავშირისთვის. ეს არის ასევე თავდასხმა ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროზე. რუსეთი ცდილობს, მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა ხანგრძლივი ომის და შავი ზღვის ბლოკადის გზით. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უპრეცედენტოა, ყველა ინსტრუმენტის მობილიზება ხდება: პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული და ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა [მოლდოვას რესპუბლიკის] უკრაინის ყველაზე დაზარალებული მეზობლის მიმართ.  ევროკავშირი სამხედრო დახმარებას სწრაფი ტემპით განაგრძობს. ჩვენი უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი 2 მილიარდი ევროს ფარგლებში, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში ეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი მოსახლეობა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოგისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – განაცხადა დომბროვსკისმა. მისივე თქმით, ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებით და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჯოზეფ ბორელი: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს  

Politico ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება და მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე წერს

გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ევროკომისია გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს

ევროკომისიის პრესმდივანმა, ერიკ მამერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს. Politico ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება და მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე წერს „პრესაში ვნახე, რომ კომისიამ თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გუშინ. ეს არის მცდარი ინფორმაცია. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. ჩატარდა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი ხედვა, თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხის შესახებ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება პარასკევს. კოლეგია ემზადება ამ დებატებისთვის, სამსახურები ასრულებენ დოკუმენტებს. ხუთშაბათს გაიმართება კაბინეტების დირექტორების შეხვედრა, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა ყველაფერი რიგზე კოლეგიის დღის წესრიგში პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ეს პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს არის სრულიად სტანდარტული პროცედურა, რომელიც მანამდეც გვქონდა“, – განაცხადა სპიკერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას

რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ, თუმცა ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ. დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა

კახა კალაძე: იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია

გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები.  უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპული რეფორმების მიმართ არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა  

შალვა პაპუაშვილი: ევროპული პერსპექტივა შუქურაა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე და ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს

"ევროპული პერსპექტივა შუქურაა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე და ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.  ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროპა საქართველოს სახლია. ევროპული პერსპექტივა არის შუქურა ამ სახლისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამ გზაზე ჩვენ ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა  

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს

ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ. ჩვენ სულ ამის გამყარებას ვცდილობდით. მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრას, სადაც კომისიის გადაწყვეტილება, იმედია, დადასტურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა  ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

ჯოზეფ ბორელი: დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას

დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს.​ პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას“, – წერს ჯოზეფ ბორელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ნიკა მელია: მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ. ეგუებით ოლიგარქს? კი, ბატონო

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა

ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" "ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია", - განაცხადა კობახიძე. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა"

"ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს, დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა დაკარგული აქვს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს "მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეუწლილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს და დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ.   შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი, თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან

მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი და თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, გამართულ ბრიფინგზე განაცახადა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „მოლდოვის შემთხვევაში ჩვენი შეფასება იმავე მიმართულებით წავიდა როგორიც უკრაინის შემთხვევაში იყო, აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მათ ექნებათ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები, ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიო მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობის მხრიდან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა - პრემიერი

„მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით, რაც გულდასაწყვეტი...აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია.  პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცებისა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, NATO-ში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფერის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება ევროპული საბჭოს მხრიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა მზადაა, გააგრძელოს ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ხალხისთვის. რეფორმების დიდი ნაწილი ასოცირების დღის წესრიგში ისედაც იყო ჩადებული, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან და ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ჩემთვის, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  „უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები, საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია.   ნახეს, იმედი მაქვს ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ, როგორი სურვილი აქვს ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. რომ შემოსვლის დღიდან, ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, არა ერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიეტუვაც და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა - უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან - იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ.  ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ ევროპული პერსპექტივა დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საჭიროა პოლიტიკური ერთიანობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და რეფორმები

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა - ახლა საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები კი, უკვე მიღწევადია. „საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.   პირველად არის მიღწეული ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალიან კარგი დღეა ევროპისთვის. სამივე ქვეყანა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა. ლაიენი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ განახორციელონ საჭირო რეფორმები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. „ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და ძალიან კარგი დღე ევროპისთვის. მე თბილ მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ ყოფილა ამის ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, ის აძლევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და გზას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ამ რთულ დროს. რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ ეს მოეთხოვებათ ევროპასთან მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს რეფორმები არის ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის იმიტომ, რომ ის აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყანას შორის და საბოლოოდ, ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე და აძლიერებს ევროკავშირს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. შგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დავითაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობა პარლამენტთან ერთად იმუშავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განიცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას პარლამენტთან ერთად მუშაობა მოუწევს. “იცით, რომ ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. საკანონმდებლო დაახლოების კუთხით 50%-ზე მეტია განხორციელებული. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველოში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს კვლავ გაგრძელდება. დამატებითი პირობები, რომლებიც სამივე ქვეყნის შემთხვევაში ერთნაირად განისაზღვრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება. ამას მთავრობის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, თუმცა მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტთან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმების დიდი ნაწილი საკანონმდებლო გადაწყვეტას გულისხმობს. თუ ამას რაიმე ფორმალიზება დასჭირდება, ფორმაზე ჩამოვყალიბდებით”,-აცხადებს დავითაშვილი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ევროკომისიამ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური ტრანშის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა

ევროკომისია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას სთავაზობს. მაკროფინანსური ტრანშის პირველი ნაწილი მაისში გაიცემა. დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილი, დაეხმაროს უკრაინას დაუყოვნებლივი საჭიროებების გადაჭრაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის პირობებში. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება €9 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია. „ასეთი ძლიერი მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინას! იმედი მაქვს შემდგომი ურყევი დახმარებისთვის!“, - აღნიშნავს დენის შმიგალი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციების პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულება: 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ ოპოზიციის წევრებმა. ამასთან, ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი უნდა იყოს. პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილი მოიცავს: მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას). გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დანიშვნა, ამისთვის საჭირო იქნება მაღალი კვორუმის დაწესება (დეპუტატების 3/5-ის მხარდაჭერა); პარლამენტმა უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები; შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები; გენერალური პროკურორი პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა უნდა დანიშნოს. კორუფციასთან ბრძოლა - უნდა შექმნას იმ ტიპის ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც შეითავსებს იმ ფუნქციებს, რომელიც ახლა გაფანტულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო სამსახურის ბიუროში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს და აუცილებელი უნდა იყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსი. შესაძლებელია აირჩიოს პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა.დეოლიგარქიზაცია - 12-პუნქტიანი ჩამონათვალის დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება ავტომატურად გამოიწვევს ამ პირობის შესრულებას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკაში უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც საკანონმდებლო ბაზა აძლევთ.მედიის თავისუფლება - ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გამოძიება მედიის წარმომადგენლების მასიური ფარული მიყურადება/თვალთვალის საქმეებზე. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე - ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური გახდეს. ქართულ სასამართლოებში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება - საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას. სახალხო დამცველის არჩევა - კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ვალდებულების შესრულება მყისიერად არის შესაძლებელი. ვალდებულებების შესრულების მაქსიმალურ ვადად კი 3 თვეა მიჩნეული. ხელმომწერი ორგანიზაციები:  ღია საზოგადოების ფონდი დემოკრატიის ინდექსი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ლიბერალური აკადემია თბილისი მედიაომბუდსმენი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს გუშაგი საფარი სამოქალაქო იდეა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი სატელევიზიო ქსელი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფლებები საქართველო მედიის განვითარების ფონდი ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება. 

ევროკავშირი: რუსეთის ომის დანაშაულებმა მსოფლიოს სრებრენიცაში გენოციდი შეახსენა

რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსოფლიოს სრებრენიცას (ქალაქი აღმოსავლეთ ბოსნია და ჰერცოგოვინაში) გენოციდს ახსენებს, რომელიც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად რჩება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადეს, რითაც სრებრენიცას გენოციდის 27 წლისთავს გამოეხმაურნენ.  „ჩვენ, 27 წელია, პატივს ვცემთ სრებრენიცას გენოციდის ყველა მსხვერპლის და დაკარგულთა ხსოვნას. ჩვენ ერთად ვდგავართ მათ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც გადარჩნენ გენოციდის დროს. მშვიდობაზე დღესაც ვერ ვსაუბრობთ. რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი დააბრუნა ჩვენს კონტინენტზე. მასობრივი მკვლელობები და ომის დანაშაულები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, მოგონებებს გვიღვივებს დასავლეთ ბალკანეთის ომში, 1990-იან წლებში მყოფთა შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ პირობებში, ჩვენი მოვალეობაა, გავიხსენოთ სრებრენიცას გენოციდი, როგორც ჩვენი საერთო ევროპული ისტორიის ნაწილია. ევროპას არ დავიწყებია ის, რაც მოხდა სრებრენიცაში და ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვერ შევძელით გენოციდის პრევენცია და შეჩერება. სრებრენიცაში ევროპა ჩავარდა და ეს ჩვენი სირცხვილია", - ნათქვამია განცხადებაში.  

ევროკომისიის წარმომადგენელი: არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მის მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა (DG NEAR) მიხაილ რუპმა ევროპარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს. ეს ანგარიშის ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად. პეტრას აუსტრევიჩიუსი: გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი „რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ 17 ივნისს დაამტკიცა დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება. ამიტომ, ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მის ძალისხმევაში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ეს საკმარის დროს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე, თუმცა მუშაობა არ შეჩერდება და როგორც იცით, ჩვენ სხვადასხვა ფართო ინსტუმენტი გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან კუმუნიკაციას და მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყანას ყველა დონეზე, შეასრულოს ეს პრიორიტეტები“, - აღნიშნა მიხაილ რუპმა. დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს 18 ივლისს ეწვევა, რათა ევროკავშირმა აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი ცდილობს, რუსულ ენერგიაზე თავისი დამოკიდებულება შეამციროს. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად ქცევის ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია“, - აღნიშნავს ევროკომისია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ 12 ივლისს განაცხადა.  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფი შექმნა

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების შეფასების, ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე წინადადებების შემუშავების მიზნით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, ერთ-ერთის შესრულებაზე იმუშავებენ. ჯგუფის საქმიანობის ვადად, არაუგვიანეს პირველი ნოემბერი განისაზღვრა. ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრებთან ერთად სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფი შესაბამის წინადადებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებს. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია სამუშაო ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკით, მასში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევის საკითხებით და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით დაინტერესდა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის პირველივე სხდომაზე შეჯერდება ყველა ის მიმართულება თუ როგორ იმუშავებს ჯგუფი და რა ფორმით მოხდება გადაწყვეტილების მიღების და პოზიციების შეჯერების პროცედურა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ვითარებას შეაფასებს და გამოწვევების იდენტიფიკაციას მოახდენს, რომლის შემდეგაც უკვე კონკრეტული ინიციატივების მომზადება მოხდება. კომიტეტის წევრებმა სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირეს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად სხდომაზე კომიტეტის წევრებმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. მომხსენებელმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა პროექტის რედაქციული ხასიათის ცვლილებებზე ისაუბრა. სხდომაზე განხილული კანონპროექტთა პაკეტი, პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეგზავნება. შეგახსენებთ, 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Azernews. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას. ევროკომისია საუბრობს ზომებზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭირო შემცირების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის ასეთი გზაა, ფოკუსირება გაზის სხვა საწვავებით ჩანაცვლებასა და მთლიანი ენერგიის დაზოგვაზე ყველა სექტორში“. კომისიამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, წამოიწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რუსული გაზის სრული გათიშვა „სავარაუდო სცენარი“ იყო.  „რუსეთი გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. „დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად €1.59 მილიონი დაამტკიცა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად €1,59 მილიონიანი დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.„ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს დაფინანსება დაამტკიცა. თანხა ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას შეუწყოვს ხელს. ასევე მოხმარდება ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ.   ესტონეთს, სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებთან მიმართებით, შეზღუდვები გამკაცრდეს.   ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობაზეც გამკაცრდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტალინი შეეცდება მიაღწიოს პოლიტიკურ კონსენსუსს შენგენის სავიზო ზონაში, რათა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდეს.    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ესტონეთმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები დააწესეს. დღეისათვის უკვე შემოღებულია სანქციების შვიდი პაკეტი, რომელს მიზანია რუსეთის ეკონომიკის სრული პარალიზება, რათა ომის დაფინანსება შეუძლებელი გახდეს.   

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს უკრაინის წინააღმდეგოს მხარდასაჭერად. „ჩვენი მისიაა ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა იყოს -  ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობის. სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის გვერდით კრემლის აგრესიის დაწყებიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად. იმიტომ, რომ მეგობრებო, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება. მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან მათი გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა

ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.  თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერს შარლ მიშელი. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  

კრამერი: ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი ნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო

„ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ მიმართულებით ქვეყანა სწორ ადგილასაა. „ვფიქრობ, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა, სერიოზულია, თუმცა გამოწვევებს შორის არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ქვეყანა სწორ ადგილასაა, ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას მთავრობამ. ვიმედოვნებ, ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს აქ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა დევიდ კრამერმა. კრამერის შეფასებით, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და სხვა საკითხებთან ერთად, დეოლიგარქიზაციის საკითხის მოგვარებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება. „დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელივანი, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვები. ამ მხრივ პრობლემების შესახებ ჩემი შეხედულებები წარსულში გამომითქვამს. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს სერიოზულად და ვიმედოვნებ, რომ თუ ის მოგვარდება სხვა საკითხებთან ერთად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვიხილოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა

ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღად 12 სექტემბერი დაასახელა. შესაბამისი განცხადებით, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონი გამოვიდა. შედეგად, რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო მოსაკრებელი შესაძლოა, 85 ევრომდე გაიზარდოს, დოკუმენტის გაცემის ვადები კი, შესაძლოა 45 დღემდე გახანგრძლივდეს. „რუსეთთან ჩვეული საქმე არ შეიძლება. ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდეს და ოკუპირებული უკრაკინის რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების მოქმედება არ იყოს აღიარებული. სავიზო რეჟიმის გამარტივება არის ნდობის ნიშანი, რომელიც რუსეთის აგრესიულმა ომმა მთლიანად დაანგრია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.  

ევროკავშირი ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ეფექტიანი განხორციელება, რაც უკავშირდება რეგულაციური დაახლოებისა და მასთან დაკავშირებული აუცილებელი რეფორმების უფრო ფართო პროცესს, ხელს უწყობს ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რითაც განაპირობებს საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. თუმცა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა, ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში. ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში. სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ

ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ. ამის შესახებ დღეს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა მისი თქმით, ევროკომისია ევროკავშირის ყველა ქვეყანას განუსაზღვრავს მიზნებს, თუ როგორ უნდა შეძლონ პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია კომპანიებისთვის, რომლებიც დაბალი თვითღირებულების ელექტროენერგიას აწარმოებენ, სპეციალურ ზღვარს დაადგენს. ამის გარდა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მალე მზად იქნება წინადადება რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. „რუსეთი აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზრებზე არსებული ვითარებით“.   

ევროკომისიის პრეზიდენტი: უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

„ერთი გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან ვისწავლეთ, ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე - ბელორუსის ოპოზიციისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.    

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ

რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არის პასუხი კრემლის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და ახლა დროა, განვაგრძოთ და გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა და არა აგრესორის დაშოშმინება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს, ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა. „ეს არის კრემლი, რომელმაც რუსეთის ეკონომიკა განადგურების გზაზე დააყენა. ეს არის პუტინისთვის დაკისრებული ფასი იმისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები გაგრძელდება. ახლა დროა, ვაჩვენოთ გადამწყვეტი ზომები და არა, ვაწარმოოთ დაშოშმინების პოლიტიკა“, - განაცხადა ლაიენმა.  ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის აგრესიას ყველაზე მკაცრი სანქციებით უპასუხა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვეღარ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის, რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ. რუსეთის ინდუსტრია დაშლილია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. პლენარულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც დაესწრო.  

ევროკავშირი აზერბაიჯანს სანდო და სტრატეგიულ ენერგოპარტნიორად განიხილავს - ევროკომისია

მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ განვიხილავთ სტაბილურ კავშირებს და თანამშრომლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კონკურენტუნარიან, დივერსიფიცირებულ და უსაფრთხო გაზის მიწოდებას REPowerEU გეგმის პრიორიტეტების შესაბამისად. ამის შესახებ Trend-ს ევროკომისიაში განუცხადეს. „ენერგეტიკული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებიდან და გადამწყვეტ მომენტში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით გაზის მიწოდების წარმატებით დაწყების საფუძველზე, ევროკავშირი აზერბაიჯანს, როგორც სანდო და სტრატეგიულ ენერგეტიკულ სავაჭრო პარტნიორს განიხილავს. აზერბაიჯანს შეაქვს წვლილი ენერგომატარებლების მარაგების დივერსიფიკაციაში და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. ამასთან მზად ვართ გავაფართოოთ თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში“, - აცხადებენ სტრუქტურაში. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის - ფარვიზ შაჰბაზოვი შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა.  პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსული პროდუქციის იმპორტზე, რითაც რუსეთს, შემოსავლების სახით, 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება. ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს. „ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს დამატებითი მომსახურებები რუსეთისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს. უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების მიზნით, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, სამსახურმა შემდეგი წინადადებები შეიმუშავა: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების აღსაკვეთად და დროულად გამოსაძიებლად, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები). აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად გააძლიერებს და დამოუკიდებელს გახდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში მის მიერვე გამოვლენილი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ზემოთ მითითებული დანაშაულები, ნაცვლად სხვა უწყებაში გადაგზავნისა, თავად გამოიძიოს და გაზარდოს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობა. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, თავიდან განისაზღვროს და ხელახლა ჩამოყალიბდეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და გამოსაძიებლად გადაეცეს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ის მუხლები, რომელიც სამსახურის მიზნებთან, გამოწვევებთან და რესურსებთან თანხვედრაში იქნება. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს პროცედურა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის/ანგარიშის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რამაც სამსახურის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების გაფართოება უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, სამსახურმა აღნიშნული წინადადებებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების, მათ შორის, წარმოდგენილი წინადადებების განხილვის პროცესში, საქართველოს პარლამენტთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.  

ევროკომისია კიდევ 100 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

ევროკომისიამ კიდევ 100 მილიონი ევრო გამოყო შვიდ წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, იუწყება Ukrinform-ი. პირველი ტრანში 248 მილიონი ევრო გადაუდებელი დახმარების სახით მაისში გამოიყო ფრონტის ხაზის ხუთი წევრი სახელმწიფოსთვის: პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. საშინაო საქმეთა ფონდებიდან გადაუდებელი დახმარების მეორე ტრანში დაეხმარება პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას. „წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხები, რათა გააგრძელონ ლტოლვილებისთვის სასწრაფო დახმარების შეთავაზება, როგორიცაა, საკვები, ტრანსპორტი და დროებითი საცხოვრებელი“, ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისიის ცნობით, დანარჩენი 52 მილიონი ევრო გამოიყოფა შემდგომ ეტაპზე გაჩენილი საჭიროებებისთვის, როგორიცაა, განსახლების პროექტები, ხარისხიანი ფსიქოლოგიური პირველადი დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ევროკავშირი უკრაინას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.  

ევროკავშირი: მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები, უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი გვარამიას საქმეს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა „თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ამერიკის საელჩო: შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად. ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცახდებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია როგორც „რუსთავი 2“-სთვის 6 7000 ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედაა ცნობილი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ევროკავშირი 12 რეკომენდაციაზე: სამუშაოს სია მკაფიოა, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ პროცესში

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ევროკომისია უკრაინას €18 მილიარდის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს მომავალ კვირას წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განვიხილე უკრაინის მაკროფინანსური დახმარება მიმდინარე წლისა და 2023 წლისთვის. ხაზი გავუსვი „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების მნიშვნელობას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, ევროკომისია უკრაინას 2023 წლისთვის, ყოველთვიურად, 1,5 მილიარდ ევრომდე პაკეტს შესთავაზებს. ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას განიხილავს ევროკომისიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საჭიროებების დაფარვას 2023 წელს. გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე, განსახილველ თემებს შორის ირანის საკითხიც იყო. ევროკავშირი უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ყოველთვიურად გამოყოფას, რაც მთელი წლის განმავლობაში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვიურად, დაახლოებით, 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება მიმდინარე ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი დასჭირდება. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარების შესახებ გამოაცხადა

ევროკავშირმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტისას მიაწოდა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ მოგაწვდით დამატებით: 200 მილიონი ევრო თქვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის; 50 მილიონი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის; ჩვენ ხელს შევუწყობთ სხვა საერთაშორისო დონორების მობილიზებას. „ჩემთვის დიდი პატივია, ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. მადლობა კრიზისის დროს ურყევი სოლიდარობისთვის და ჩვენი დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. დღეს გამოცხადებული 250 მილიონი ევროს დახმარება ხელს შეუწყობს მოლდოვას, უკეთ გაუმკლავდეს ამ ზამთრის გამოწვევებს“, - წერს სანდუ Twitter-ზე. „ევროკავშირის სოლიდარობა მოლდოვის მიმართ ურყევია. დღეს ჩვენ ვზრდით ჩვენს მხარდაჭერას რუსეთის მიერ გამოწვეული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში“, - წერს თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის

ექსკლუზივი „ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ევროკომისია დრონების გამოყენების წესებს განაახლებს

ევროკომისიამ დრონების გამოყენების წესები განაახლებს, უახლოეს მომავალში კი მიიღება ზომები თვითმფრინავების მავნე გამოყენების წინააღმდეგ. კომისიამ განაცხადა, რომ საჭიროა დრონების მავნე გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომები, რადგან ისინი მოწყვლადნი არიან ჰაკერებისა და ბოროტად გამოყენების მიმართ. ევროკომისია ასევე დაადგენს კრიტერიუმებს ევროპული ეტიკეტისთვის, რათა მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მართონ ასეთი თვითმფრინავები. „ჩვენ გვჯერა, რომ თუ ჩვენი სტრატეგია სათანადოდ განხორციელდება, დრონების ბაზარი 2030 წლისთვის 14,5 მილიარდ ევროს (15 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწევს. მას ასევე შეუძლია, შექმნას 145 000 ახალი სამუშაო ადგილი ევროკავშირში“, - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში კომისარმა ადინა ვალეანმა პრესკონფერენციაზე. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ დრონები სულ უფრო ხშირად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, გარემოში, დაზვერვაში, ურბანულ დაგეგმარებაში, უსაფრთხოებასა და ომში, რაც იწვევს შეშფოთებას უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, აშშ, ისრაელი, ჩინეთი და თურქეთი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ოთხეულში არიან.      

ევროკავშირმა უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ ლაიენის განცხადება განმარტა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს. ბლოკის განმარტებით, ლაიენი გულისხმობდა დაღუპულებსა და დაჭრილებს, როდესაც 100 000 უკრაინელი სამხედრო ახსენა. დაბნეულობა ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. მთავარი სპიკერის მოადგილემ და ევროკომისიის პოლიტიკურმა კომუნიკაციების დირექტორმა, მალევე განმარტა რომ 100,000 რიცხვი გულისხმობდა უკრაინელი სამხედრო დანაკარგების უხეშ შეფასებას, მათ შორის როგორც დაღუპულებს, ასევე დაჭრილებს.  

ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი €13 მილიარდი გაყინა

BBC-ის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი  €13 მილიარდი გაყინა.  „არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული რეფორმების აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა. როგორც BBC-ი იუწყება, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს €5.8 მილიარდს  ვიდრე სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეფორმებს არ განახორციელებს. ამასთან, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დააყადაღონ €7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი იღებს. ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.  

ევროკომისია, რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა

ევროკომისია, გაეროს მხარდაჭერით, სპეციალური სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიასა და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს, ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნის სურვილი არ ნიშნავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) თანამშრომლობაზე უარს. „ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას ამ სპეციალიზებული სასამართლოსთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. „რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი თავისი აგრესიისა და საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.   

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა

ევროკომისიამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასამტკიცებლად სთავაზობს.  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს განაცხადა.  პირველ რიგში, ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების მე-9 პაკეტი, 200-მდე პირისა და კომპანიის სანქცირებას გულისხმობს. სანქციერებულთა სიაში მოხვდნენ სამხედროები, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკოსები. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების ქვეშ მოექცნენ პირები, რომლებც პასუხისმგებელნი არიან მიზანმიმართულ დარტყმებზე სამოქალაქო სექტორსა და რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე.    ასევე, ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ სანქციები რუსეთის სამ ბანკს დაუწესდეს, მათ შორის სრულად აიკრძალოს რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკის ტრანზაქციები.   

ევროპა უკრაინის გვერდით დადგება გამარჯვებამდე - ევროკომისიის დელეგაცია კიევში

2 თებერვალს, უკრაინაში ჩასვლისთანავე, ევროკომისიის დელეგაციამ შეხვედრა გამართა უკრაინის მთავრობასთან - სამიტამდე ერთი დღით ადრე, რომელსაც კიევი სამ თებერვალს უმასპინძლებს. ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით, 500 მილიონ ევროს (542 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანშს გადასცემს, დამატებით, 45 მილიონ ევროს (49 მილიონი აშშ დოლარი) გაიღებს უკრაინული ჯარების წვრთნისთვის. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ეწვია, ასეე განაცხადა, რომ ევროკავშირი 30,000-მდე გააორმაგებს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებსაც წელს წვრთნები ჩაუტარდებათ. „ევროპა პირველივე დღიდან ერთიანი იყო და კვლავ დარჩება თქვენთან ერთად გამარჯვებისა და აღდგენისთვის", - განაცხადა ბორელმა. ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მეოთხედ ეწვია კიევს თებერვლის შეჭრის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, 24 თებერვლამდე - სრულმასშტაბიანი ომის პირველ წლისთავზე იყოს მზად. მისი თქმით, სანქციების მე-10 პაკეტის სამიზნეა რუსეთის ნავთობპროდუქტები და ეს ზომები დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციით მიიღება. „ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით ისე, როგორც არასდროს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კიევში ჩასვლისას.  

საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად. სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა. შემდეგი ნაბიჯები დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებით, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ანგარიშები გვთავაზობენ ღირებულ მითითებებს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ კანონთა კრებულის (acquis) სხვადასხვა თავთან დაკავშირებით. ევროკომისია გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს სამ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შემდგომ დაახლოებაში, რომელიც ევროკავშირის მთელ კანონთა კრებულს (EU acquis) მოიცავს. კომისია წარადგენს ანგარიშს სამი ქვეყნის წინსვლის შესახებ მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმების კუთხით, როგორც შემდეგი „გაფართოების პაკეტის“ ნაწილს, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება. ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით განვითარებულ მოვლენებს და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. მოლდოვის რესპუბლიკის ასოცირების განხორციელების შესახებ ბოლო ანგარიში 7 თებერვალს, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს დაწყებამდე გამოქვეყნდება. მსგავსი ანგარიშები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი ასოცირების საბჭოების წინ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.   Europetime 57-გვერდიანი დოკუმენტიდან, საქართველოსთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას გთავაზობთ. ლეგალური და არალეგალური მიგრაცია ინსტიტუციური მოწყობა და სამართლებრივი მოწესრიგება უცხოელების შესახებ კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მიგრანტების უფლებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაუცველი მიგრანტებისთვის, საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში უნდა იყოს. საქართველო ევროპის მიგრაციის ქსელს დამკვირვებლის სტატუსით 2021 წელს შეუერთდა. საქართველოს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულებები (მოქმედი 2011 წლიდან) აქვს. ცალკე ხელშეკრულებები აქვს დანიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, ისლანდიასთან, მონტენეგროსთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და უკრაინასთან. 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია 2020 წელს არის მიღებული და მოიცავს მიგრაციის მართვის გაუმჯობესებას, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას, თავშესაფრის გაუმჯობესებულ სისტემას და უცხოელთა ინტეგრაციას. 2021 წელს საზღვარი არალეგალურად 285-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამ კუთხით კონტრაბანდის სფეროში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს. ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია დადებითად ფასდება, როგორც ეს 2022 წლის ნოემბერში რეადმისიის გაერთიანებული კომიტეტის ბოლო სხდომაზე გამოჩნდა. საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული დაბრუნების ბრძანებები 2020 წელს 12 120-დან, 2021 წელს 10 660-მდე შემცირდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2021 წელს მცირედით შემცირებულია. თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობა ძირითადად ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება, საჭიროა შემდგომი თანხვედრა, კერძოდ, უფლებების ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების საკითხებში. საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ძალიახმევა გაიღო. 2021 წლის იანვარში საქართველომ  გამგზავრების წინასწარი შემოწმებები შეიტანა კანონში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლას არეგულირებს. ახალი დებულებები ადგენს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირში მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლის პირობებს ასახავს, როგორც ეს გათვალისწინებულია შენგენის საზღვრების კოდექსით. 2021 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვაზე განაცხადები 2020 წელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, COVID19-ის გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების დასრულების გამო.  სავიზო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითადად შეესაბამება, მაგრამ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს, სრულად არ შეესაბამება მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ ვიზა ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისთვის. ვიზებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლები ევროკავშირის სტანდარტებს ძირითადად შეესაბამება.  საქართველოს არ აქვს ხელშეკრულებები მესამე ქვეყნებთან, რომ მისი სახელით ვიზები გასცეს. თუმცა, ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება, მესამე ქვეყანას შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დაევალოს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დანერგვა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, გლობალურად დამაკმაყოფილებელია. მთლიანობაში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას აგრძელებს და კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლადაც მიიღო ზომები. ქვეყანამ საზღვრის კონტროლისა და არალეგალური მიგრაციის უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაატარა.  სასაზღვრო კონტროლის კანონმდებლობა ევროკავშირის/შენგენის კანონმდებლობას ნაწილობრივ შეესაბამება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) 2022-2026 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არის მიღებული. განხორციელებისა და აღსრულების შესაძლებლობები, საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით შეიძლება, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. სასაზღვრო შემოწმება მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასაზღვრო შემოწმების ხარისხის გასაუმჯობესებლად, დამატებითი ტექნიკური და ადამიანური რესურსებია საჭირო. გაყალბების გამოვლენის ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელია. გამოვლენილია ყალბი დოკუმენტების მცირე რაოდენობა. არ არსებობს ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის წაკითხვის სისტემა. მეზობელ ქვეყნებთან ადგილობრივი სასაზღვრო მოძრაობის შეთანხმებების იმპლემენტაცია დამაკმაყოფილებელია. სასაზღვრო შემოწმება არაეფექტიანია ცეცხლსასროლი იარაღის ტრეფიკინგის გამოსავლენად. სასაზღვრო მეთვალყურეობის სისტემები დამონტაჟებულია სახმელეთო საზღვრის სექტორებზე, რომლებიც განლაგებულია ყველაზე მაღალი რისკის ზონებში, მათ შორისაა ფიქსირებული და მობილური ვიდეოთვალთვალის სისტემები, თერმოგრაფიული მოწყობილობები, რადარები და ა.შ. საქართველოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტის განსახორციელებლად გარკვეული დონეზე მზადაა. ქვეყანას ასევე აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება კანონმდებლობას. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, მისი განხორციელების საკითხი ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია. საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის კანონმდებლობა საბჭოს გადაწყვეტილებებისგან, პოლიტიკური დეკლარაციებისგან, ერთობლივი ქმედებებისგან, საერთო პოზიციებისა და შეთანხმებებისგან შედგება. აპლიკანტ ქვეყნებს კი, მოეთხოვებათ, რომ ევროკავშირის განცხადებებს თანდათანობით შეუერთდნენ და გამოიყენონ შემაკავებელი ზომები, როცა და სადაც საჭირო იქნება. ასოცირების შეთანხმებაზე განმცხადებლის რანგში, საქართველოს ჰქონდა 43-61% შესაბამისობის მაჩვენებელი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) დეკლარაციებთან და შემზღუდავ ზომებთან. დეკლარაციებთან გათანაბრების მაჩვენებელი ბოლო დროს შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანქციების კანონმდებლობა, რომელიც ხელმძღვანელობს სხვა შემაკავებელი ზომების განხორციელებას, გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზომებისა, საქართველოს ადმინისტრაციას, ევროკავშირის სანქციების განხორციელება ამ სანქციებთან შესაბამისობის შემთხვევაში შეუძლია. საქართველო არ არის მიერთებული რუსეთის, ბელორუსის, მიანმარის მიმართ სანქციებთან და არც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმით მიღებულ გადაწყვეტილებებთან.ევროკავშირი და საქართველო ჩართულნი არიან პოლიტიკურ დიალოგში CFSP-ის (საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკა) შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს ფარგლებში. გარდა ამისა, 2017 წლიდან იმართება ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგი, რათა ხელი შეუწყოს ეტაპობრივ კონვერგენციას. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვა ქართული ინსტიტუტების (მათ შორის თავდაცვის სამინისტროს) გარე საქმიანობას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წინაშე. საქართველომ იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კონვერგენციის გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე შემაკავებელი ზომების გამოყენებისას, როცა და სადაც ეს საჭიროა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ელექტრო ქსელი ანგარიშის თანახმად, საქართველო პირდაპირ არ არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ელექტრო ქსელი სინქრონიზებულია აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტრო ქსელებთან. სეზონიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი ხდება მისი მეზობლებიდან, მათ შორის თურქეთიდან. ქვეყანა ატარებს მნიშვნელოვან გაზსა და ნავთობსადენებს სამხრეთ დერეფნისთვის. ის დამოკიდებულია გაზის იმპორტზე აზერბაიჯანიდან (ძირითადად) და რუსეთიდან (ზღვრულად). საქართველოს არ აქვს საკმარისი გაზის ინფრასტრუქტურა (სასაზღვრო ურთიერთკავშირები ტექნიკურ ლიმიტს უახლოვდება, არ არის გაზის საცავი). განახლებადი ენერგიის სფერო -  საქართველომ განახლებადი ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა მიიღოს, რათა განახლებადი ენერგიის დირექტივა შესრულდეს. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის ჩამოთვლილია ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში.  „EaP-ის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს უწყობს სატრანსპორტო ქსელების განვითარებას, შავი ზღვის საბორნე/მიმწოდებლის სერვისების განვითარებით და ინვესტიციებით პორტის ენერგოეფექტიანობაში. კიდევ ერთი მსხვილი სარკინიგზო პროექტია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომელიც 2007 წელს დაიწყო და 85%-ით არის დასრულებული. ის უზრუნველყოფს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის და 1 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობას, ყოველწლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის პერსპექტივით და გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი და ევროპა-ჩინეთის სატვირთო გადაზიდვის მთავარი მარშრუტი“,  - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა შეესაბამებოდეს ტრანსევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო პრინციპების დებულებას (TEN-E რეგულაცია). TEN-E-ს რეგულაციის მიღება პოტენციურად დააჩქარებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უშუალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას.   

პუტინს სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით და ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო - ლაიენი

პუტინს სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით და ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიაში ვიზიტისას გააკეთა. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო იმ ფუნდამენტური მიზნების შესრულება, რაც ჰქონდა ამ ომის დასაწყისში. მას სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით. მან ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. მას სურდა, გაეტეხა უკრაინის პროევროპული დამოკიდებულება“. „სინამდვილეში მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და, როგორც უკვე ითქვა, პრეზიდენტი პუტინი ელოდა, რომ მას შეეძლო ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე მისი იმდროინდელი დამოკიდებულების გამოყენებით. პირიქით იყო საქმე. ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე უკვე ისტორიაა. რვა თვის განმავლობაში რუსეთმა ევროპაში გაზის ექსპორტი 80%-ით შეამცირა. და ჩვენ ვიპოვეთ გზები, რომ ავანაზღაუროთ ეს ერთად შრომით. რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ კარგი მეგობრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ნორვეგია, დაგვეხმარნენ (LNG) თხევადი და მილსადენის გაზით. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა ასევე თავისი როლი შეასრულეს გასულ წელს ენერგიის მოხმარების 20%-ით შემცირებით. და ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებად ენერგიებში. 2022 წელს, პირველად, ევროპამ უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა ქარის ელექტროსადგურებიდან და მზის პანელებიდან, ვიდრე გაზიდან. ამ პროცესში ჩვენ მივაღწიეთ არამხოლოდ CO2-ის ემისიების გაზრდას და სტაგნაციის თავიდან აცილებას, არამედ, რეალურად შევამცირეთ CO2-ის ემისია 2,5%-ით. მიუხედავად ამისა, ბიზნესისთვის ენერგიის ხარჯები შედარებით მაღალია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით. ჩვენ ერთად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა უსრულა ფონ დერ ლაიენმა.  

ევროკომისია: შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გაზრდის პოტენციალი აქვს

შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გაზრდის პოტენციალი აქვს, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსიამ Trend.az-ს განუცხადა. ევროკომისიის წარმომადგენლის შეფასებით, სავაჭრო დერეფნების დივერსიფიცირება და ალტერნატიული საიმედო, ეფექტიანი მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შუა დერეფანმა ახალი აქტუალობა შეიძინა. „ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, აზერბაიჯანის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - ამბობს გარსია. ევროკომისიის სპიკერის შეფასებით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, ევროპასა და აზიას შორის გაზრდილ ვაჭრობას გაუმკლავდეს, თუ ძირითადი საკითხები, მათ შორის შეფერხებები, სიმძლავრის დეფიციტი და სხვა დაკავშირებადობის საკითხები, მაგალითად, როგორიცაა საბაჟოს საკითხი, საზღვრის გადაკვეთა და სხვა დოკუმენტაცია - ადეკვატურად, ყველა ძირითადი პარტნიორის ჩართულობით, კოორდინირებულად მოგვარდება. ილია დარჩიაშვილი: რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა აზერბაიჯანულ მედიას მირიამ გარსიამ ასევე განუცხადა, რომ ბაქოს პორტს აქვს პოტენციალი, გახდეს საკვანძო კავშირის ჰაბი, მაგრამ შემდგომი განვითარებაა საჭირო მისი შესაძლებლობების გასაზრდელად. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

ევროკავშირი: რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის განთავსებას, რეაგირება მოჰყვება

ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს, თუ რუსეთი განათავსებს თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელორუსში. მისი კომენტარი უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა. საუბარია სანქციებზე.  „ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - დაამატა სტანომ. მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, გაიგოს, რას ამბობს ბელორუსი, რომლის მხრიდანაც ფაქტის დადასტურება არ მომხდარა. „მაგრამ ფაქტია, რომ ეს იქნება ესკალაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და წევრი ქვეყნების რეაქციის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა სტანომ. დასავლეთი რუსეთს აფრთხილებს, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს ევროკავშირის ოფიციალური პირები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს ამზადებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, განათავსოს თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღი მეზობელ ბელორუსში, „უპასუხისმგებლო ესკალაციაა და საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის". „ბელორუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია, შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია. ოლექსი დანილოვის თქმით, კრემლმა ბელორუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , - დაწერა Twitter-ზე ბორელმა. ამასთან, NATO-მ რუსეთი მისი საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. „NATO ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START-ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა. პარალელურად, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. უკრაინა რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ გეგმებს კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ძირს უთხრის"მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას. კიევი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები აგრესორი სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობის ეფექტიანად აღსაკვეთად. „უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვული შანტაჟის საპირისპიროდ ეფექტურ ქმედებებს ელის... ჩვენ მოვითხოვთ, ამ მიზნით სასწრაფოდ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა”, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში. პუტინის განცხადებას პენტაგონშიც გამოეხმაურნენ.

ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტისას, სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები. „ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვების უფლება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორ თანამშრომელს მიღებული აქვს სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე, დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს“, - აღნიშნავს ქართული მხარე. მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს. შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი. დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა. ფინასთან სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას. „ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ. ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე.  

ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. „დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მისი ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის მუშაობის გაგრძელებაში და გადამწყვეტი რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა

ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. შეზღუდვა ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. ევროკომისია აღნიშნავს, რომ 5 ივნისს ვადის ამოწურვის შემდეგ მზად იქნება, პრევენციული ზომები გაახანგრძლივოს იქამდე, ვიდრე განსაკუთრებული ვითარება გაგრძელდება. შეზღუდვა უკრაინაში წარმოებული ოთხი სახეობის აგროპროდუქტს შეეხება - ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირის თესლებს. იმპორტის აკრძალვა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ამ პროდუქტებთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას” უკავშირდება. შეზღუდვის პერიოდში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში იქნება შესაძლებელი, გარდა ჩამოთვლილი ხუთისა. ამავდროულად, მათი ტერიტორიის გავლით უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტი დაშვებული იქნება. „პარალელურად ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ვალდებულება აიღეს, რომ ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე, ასევე უკრაინიდან მომავალ ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ”, - წერია განცხადებაში.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, იტყობინება კომისიის პრესსამსახური. „ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ევროპის დღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  კომისიას ოფიციალური ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. დღეს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. უკრაინამ ოფიციალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე გააკეთა.  2022 წლის ივნისში მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.  

რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი, შეზღუდვების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მოიცავს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ. მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი. ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები ასეთი იყო: განვიხილეთ უკრაინის პროგრესი ევროკავშირის გზაზე. პატივისცემე გამოვხატე უკრაინის ძალისხმევისამი, რომელიც რეფორმებზე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მუშაობს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერისა და ექსპერტიზის იმედი მთელი პროცესის განმავლობაში. ვავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა გავანადგუროთ და მისი შემოსავლების წყარო დავხუროთ. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. „უკრაინა ყოველდღე აჩვენებს ჩვენი თავდაცვისუნარიონაბას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა ბრძოლაში თანაფარდობის მნიშვნელობას. „ამ კონტექსტში, დღეს ურსულა ფონ დერ  ლაიენს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჭურვების შესყიდვისა და მიწოდების ტემპი, რადგან უკვე არსებობს ამ საბრძოლო მასალის საჭიროება ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, ლაიენის ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში, ზელენსკის Facebook-ზე ნათქვამია, რომ ამიერიდან, 9 მაისი ევროპის დღე იქნება ევროკავშირსა და უკრაინაში. ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ - Bloomberg    

სერბეთი რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურაზე უარს აცხადებს

სერბეთი უარს აცხადებს, რომ გამარტივებული პროცედურით მიანიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა რუსებსა და სხვა უცხოელებს, რომლებიც სერბეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინადრობის ნებართვით, ოფიციალურად მუშაობდნენ სერბულ კომპანიაში ან იყვნენ თვითდასაქმებულები, ნებართვა ეძლეოდათ მიემართათ სერბეთის ხელისუფლებისთვის მოქალაქეობის მისაღებად. ახლა სერბეთის პასპორტის მისაღებად, პირი ქვეყანაში სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაცხოვრები. ევროკომისიამ გააფრთხილა ბელგრადი, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სერბეთთან უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაუქმებულიყო და ამის მიზეზად ევროკავშირის უსაფრთხოების რისკები დაასახელა.  

ევროკომისია აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაგეგმილი სანქციების პაკეტი მოიცავს ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან არსებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, Euronews-ი იტყობინება.  მე-11 პაკეტი ძირითადად კონცენტრირებული იქნება რუსეთის მიერ დაწესებულ ზომებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე. „ეს ძირითადად გაფრთხილებაა, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი, რომ ჩვენი სანქციით შეგვიძლია, ავკრძალოთ ამ საქონლის ტრანსპორტირება მესამე ქვეყანაში, თუ არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხდება სანქციების გვერდის ავლით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, თუმცა აღნიშნა, რომ „რამდენიმე საკონტროლო პუნქტი“ შეზღუდვების აუცილებლობას ადასტურებს. რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი  

ლაიენი: რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, 2022 წელი, ევროკავშირის გზაზე გარდამტეხი გახდა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, გასული წელი, ევროკავშირის გზაზე გარდამტეხი გახდა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ. „ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიისთვის მუშაობაში. მინდა, დავადასტურო ევროკავშირის განზრახვა, რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. ჩვენ გვინდა, გავაძლიეროთ ჩვენი გაერთიანების დემოკრატიული საფუძველი ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. გამოსვლის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომის ფონზე გასული წელი გახდა გარდამტეხი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე. „რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გახდა გარდამტეხი მომენტი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა ევროპული დემოკრატიაზე ამბავის აღბეჭდვა გაგრძელდეს უკრაინასა და ნებისმიერგან ჩვენს კონტინენტზე“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 16-17 მაისს, ისლანდიის დედაქალაქში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ორდღიანი სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა. საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომლითაც, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება ევროპის საბჭოს სამიტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან  

ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს - Bloomberg

ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Bloomberg-ს წყაროებმა განუცხადეს. თანხა შესაძლოა, გამოიყოს გრანტების, შეღავათიანი სესხების ან გარანტიების სახით. ევროკომისიის წინადადება ხელს შეუწყობს უკრაინის მთავრობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას და გადაუდებელ აღდგენას, აცხადებენ წყაროები. პაკეტი გამოცხადდება სამშაბათს, 20 ივნისს, ამ კვირაში ლონდონში გამართული კონფერენციის წინ, რომელზეც დონორები უკრაინის აღდგენის საკითებს განიხილავენ. წინადადება 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. უკრაინის წინა ფინანსური პაკეტებისგან განსხვავებით, გეგმა დაფინანსდება წევრი ქვეყნების შენატანებით და არა საბაზრო სესხებით, აღნიშნა Bloomberg-ის წყარომ.    

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება: 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული; საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას. ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით: „არანაირი პროგრესი“; „ნაწილობრივი პროგრესი“; „კარგი პროგრესი“; „შესრულებული“. ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან: 3 სრულად შეასრულა (25%); 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%); 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%). უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან: 2 სრულად შეასრულა (29%); 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%); 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%). მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან: 3 სრულად შეასრულა (33%); 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%); 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%). ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად“ ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა: დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა; გენდერული თანასწორობა; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. 8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს: დეოლიგარქიზაცია; პოლიტიკური პოლარიზაცია; ინსტიტუციების დამოუკიდებლობა; ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის: მედიის პლურალიზმი. ამ ნაწილში მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს. „შესაბამისად, დეტალური შეფასების მოლოდინი ახლა არ უნდა შეგექმნათ. ოქტომბრის დოკუმენტი კი უკვე საფუძვლიანი იქნება და, რაც მთავარია, გადამწყვეტი რეკომენდაციებით - როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ“, - ამბობს იოზვიაკი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი  

ელჩი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია მიმდინარე სამუშაოს ძალიან დეტალურად შეაფასებს

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დარწმუნებულია ევროკომისია მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იყო მიღწეული კონკრეტულად 12 რეკომენდაციასთან მიმართებით. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან განაცხადა. „რა თქმა უნდა, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ევროკომისიის შეფასებაზე ვიმსჯელო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმდინარე სამუშაოზე ისინი ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესია მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. იმ ფაქტის დამატებით, რომ ვენეციის კომისიამ მოსაზრებები გამოაქვეყნა სასამართლოებზე კანონის შესწორებებთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე. იქ ძალიან ნათელი და კონკრეტული პუნქტები იყო, თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რაც იმის ნიშანია, თუ რამდენად ერთგულია ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს წარმატების. ძალიან კონკრეტული პუნქტებია იმაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო. პარლამენტი თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, ის საქართველოს იმასთან დააახლოებს, სადაც ყველას სურს საქართველოს ნახვა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს  

ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა წერს, რას გულისხმობს ევროკომისიის ზეპირი მოხსენება საქართველოს შესახებ

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი, მეტი ძალისხმევაა საჭირო, - ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსებაშია აღნიშნული. euractiv-ის თანახმად, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება, მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე. გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 (გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული; სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული), სრულად შეასრულა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ მათ შირუს „უხეში რიტორიკის დასრულებით“ და ასევე, პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის შექმნას, კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - ვკითხულობთ euractiv-ის მასალაში. გამოცემის თანახმად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ პროგრესი ვერ აჩვენა მედიაპლურალიზმის კუთხით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადადო მიღება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა და დევიდ ო’სალივანმა სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა სანქციების აღსრულებისა და მისთვის გვერდის ავლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს. „ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია გადამწყვეტია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერს მხარს რუსეთის საომარი მანქანის დასუსტებას სანქციების გზით“, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგენთან ერთად. ცნობისთვის, 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. „ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.  

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ 12-დან სამი რეკომენდაცია შეასრულა, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკომისიის სამი რეკომენდაცია შეასრულა და ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა. „12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას როგორი განმარტება ან მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე, ამ ეტაპზე, სამი რეკომენდაცია შეგვიძლია, გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ შესრულებულად. დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის. მეორე - იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ. აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე. როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.  

კობახიძის თქმით, რიგი რეკომენდაციების შესასრულებლად, ევროკავშირისგან „მეტი კონკრეტიკაა“ საჭირო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. მისი თქმით, „ევროკავშირს არ უთქვამს, რა იგულისხმა „ფართო სასამართლო რეფორმაში“: „სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - ამბობს კობახიძე. „ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.“ რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, კონკრეტიკა აქაც საჭიროა. „მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს, ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა (ევროპარლამენტარი იუკნევიჩიებნე. რედ.) არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის (ევროპის საბჭოს სტრუქტურა Moneyval, რედ.) რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდი ევრო გამოყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ მკაცრად გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის საცავებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ არის მიმართული. „რადგან რუსეთი ამ დაუნდობელ ომს აგრძელებს, შესაბამისად, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. დღეს ჩვენ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.  

მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის კვალდაკვალ, ევროკომისია ინვესტორთა ფორუმის ჩატარებას გეგმავს - მედია

მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის კვალდაკვალ, ევროკომისია ბრიუსელში ინვესტორთა ფორუმის ორგანიზებას განიხილავს. ამის შესახებ აზეტბაიჯანული მედიასაშუალებები ევროკომისიის წყაროზე დაყრდნობით წერენ. Trend-ის თანახმად, ევროკომისიის სპიკერმა გაანცხადა, რომ ინვესტორთა ფორუმის მიზანია, შეკრიბოს საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეები ევროკავშირიდან და ცენტრალური აზიიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, წვლილი შეიტანონ ორ რეგიონს შორის მდგრადი სატრანსპორტო კავშირების ეფექტიან განვითარებაში.“ ღონისძიება სავარაუდოდ, 2024 წელს გაიმართება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.  

იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაცია იქნება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები

„რადო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. მისი ინფორმაციით, მდგომარეობა ისეთია, რომ ანგარიში რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუმცა ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. „ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, იქნება რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოსთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენუსის მიღწევა კვლავ საჭიროა," წერს იოზვიაკი Twitter-ზე. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

ევროკომისია: რუსეთისა და ბელორუსის პროგრამებისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული €135 მილიონი, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება

ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვისთვის გაწერილ პროგრამებს მოხმარდეს. ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისარმა, ელისა ფერეირამ განმარტა, რომ რუსეთთან და ბელორუსთან თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის შედეგია. „მოხარული ვარ, რომ თანხები, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა დაგეგმილი, ახლა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან,“ - განაცხადა ფერეირამ. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე კონკრეტულად, დაფინანსება მხარს დაუჭერს შემდეგ აქტოვობებს: სოლიდარობის ხაზებისა და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ჯანდაცვის სერვისების, საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, სოციალური ინკლუზიის სქემების, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ევროკომისიამ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელორუსთან თანამშრომლობის პროგრამები შეაჩერა და მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადასცა. 2023 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული ამავე გადაწყვეტილებით, 2021-2027 წლებისათვის დარჩენილი დაფინანსებაც იმავე წესით გადანაწილდება. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

ევროკომისიამ უკრაინას მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში €1.5 მილიარდი გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი 1,5 მილიარდი ევროს ტრანში გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდნტმა განაცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. ის დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის საბერძნეთში შეხვდა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება. „გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად და ეკონომიკური დახმარების უზრუნველსაყოფად,“ - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.  

ევროკომისიის სპიკერის მოადგილე: გაფართოების თარიღზე ორიენტირებულნი არ ვართ

ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმის იდეასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. დანა სპინანტმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მისთვის უცნობია მიშელის გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით შესაძლო რაიმე წინასწარ კონსულტაციებზე.  „თარიღზე ორიენტირებულნი არ ვართ, არამედ, ფოკუსირებულნი ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ რეფორმების მხარდაჭერზე; ინვესტიციებზე, რაც მათ ეკონომიკის ტრანსპფორმაციაში დაეხმარება, რომ დაუახლოვდნენ რეგულატორის მოთხოვნებს, ვიდრე ევროკავშირს შეუერთდებიან,“ - განაცხადა დანა სპინანტმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა ევროკომისია იმედოვნებს, რომ კანდიდატი ქვეყნები მოტივირებულნი იქნებიან, რომ რეფორმები განახორციელონ.   

ევროკომისიის ანგარიში: 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ამის შესახებ BBC წერს. კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ უმკლავდებიან. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა Twitter-ზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და ამ სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა. ამასთან, „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდიტორიასთან Meta-ს პლატფორმებზე. ხოლო Telegram-ზე ასეთი ანგარიშების აუდიტორია სამჯერ არის გაზრდილი.“  

ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს

Europetime-თან ევროკომისია განმარტავს, როდის იქნება მზად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. ევროკომისიაში უპასუხეს შეკითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ევროკავშირის გაფართოების თარიღი პირველად ახსენა.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს ყოველწლიურ გამოსვლაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ საუბრიისას განაცხადა, რომ უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. „ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში,“ - აღნიშნა ამასთან ლაიენმა. ამავე გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს 30-ზე მეტ წევრამდე გასაზრდელად. ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ სამართლის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის ევროკავშირის საფუძველი იქნება და ამიტომ სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები ევროკომისიის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.  

ევროკომისიამ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო გააუქმა

ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა. ამასთან, ევროკომისია უკრაინისგან გარკვეული ზომების დაცვას ითხოვს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან შეიკავებს თავს იქამდე, ვიდრე უკრაინის მიერ მიღებული ზომები ძალაში იქნება და სრულიად იმუშავებს. „არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად. მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს,” - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ამასთან, ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაუთვალისწინებელ სიტუაციებზეც მოახდინონ რეაგირება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ეს არის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი უკრაინასა და ევროკავშირს შორის. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს და შეთანხმებები სრულდება," - განაცხადა ზელენსკიმ ფონ დერ ლეიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცნობისთვის, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.  

Bloomberg: ევროკომისია უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა

ევროკომისია გეგმავს, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ოქტომბერში გაუწიოს რეკომენდაცია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg 22 სექტემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ შეიძლება, დაჟინებით მოითხოვოს პროგრესი კონკრეტული რეფორმების მიმართულებით, კერძოდ, ანტიკორუფციული ღონისძიებების კუთხით.  წინადადება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც სავარაუდოდ, კომისიის რეკომენდაციებს დეკემბერში სამიტზე განიხილავენ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე მოითხოვა. კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიიღო. წევრობის მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ. ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე შეასრულა „ევროკავშირის რეკომენდაციები სასამართლოსა და მედია სფეროებში და რომ რეფორმები გრძელდება. მან მოგვიანებით  ასევე განმარტა, რომ ზოგიერთი რეფორმის პროცესს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, რადგან ისინი ქვეყნის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს. ის მაინც თვლის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები წელს დაიწყება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, მაგრამ „მძიმე სამუშაო“ ჯერ კიდევ წინ არის. კომისიამ განუცხადა ბლოკის წევრებს ამ კვირაში, რომ უკრაინამ უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის, უმცირესობათა დაცვისა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართულებით.  

რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია. „მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას მხარს დაუჭერს - ფაშინიანისა და ლაიენის ერთობლივი განცხადება

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. „ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად.  და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.    

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, თუ წინა წლის ანგარიშს შევადარებთ, ევროკომისიის ანგარიში პოზიტიურია. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. „თუ წინა წლის ანგარიშს შევადარებთ, პოზიტიური ანგარიშია, რა თქმა უნდა, არის რეკომენდაციები გამოთქმული. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამ ანგარიშს სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას. ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნას გადადგმული. ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით შევხედავთ, რაიმე საკითხი თუ იქნა გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერია, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი. ევროკომისიის ანგარიში - როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს  

ევროკომისიის ანგარიში - როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო.“ კერძოდ, რეკომენდაციების ნაწილში საუბარია: საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ; წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება; საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში ჩართვა და სხვა.  „აქტივების აღდგენის ოფისისა" და "აქტივების მართვის ოფისის" შექმნა. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა; უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ. ამავე ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 26 450 განაცხადი შეიტანეს, რაც 81%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს (14 635 განაცხადი). 2022 წელს ამ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილებების, ანუ აღიარების დონეც, გაიზარდა 5%-დან (2021 წელს) 7%-მდე (2022 წელს). ევროკომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს მიერ საზღვრის არარეგულარული კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს. 31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარების რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი - 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი - 2021 წელს. ასევე 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: : 16 275 გადაწყვეტილება - 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება - 2021 წელს. ევროკომისიის ანგარიში: საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია  

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი „ჰამასს“ შეადარა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გაფართოების საფრთხეზე ისაუბრა. ამ საკითხზე მან ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს ისაუბრა.  ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, რუკიდან წაშალოს უკრაინა, ასევე „ჰამასს“, ირანის მხარდაჭერით სურს ისრაელის წაშლა რუკიდან. „ირანი „ჰამასს“ მფარველობს, მხოლოდ ქაოსის გაღვივება და ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ტერორისტები, რომლებსაც მხარს უჭერენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს შეჩერდებიან. ამდენად, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. „და ამ საშინელების წინაშე, ჩვენნაირი დემოკრატიული ქვეყნებისგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება, რომ არსებობდეს: ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.  

სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი

სერბეთმა და კოსოვომ უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო შუამავლების მოთხოვნები, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევაში პროგრესს მიაღწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, სერბეთმა და კოსოვომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რათა შეუერთდნენ ევროკავშირს. ევროკომისიის პრეზიდენტი ბალკანეთის რეგიონში იმყოფება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთმა "დე ფაქტო" უნდა აღიაროს კოსოვო, ხოლო კოსოვომ უნდა განახორციელოს გეგმა ეთნიკური სერბებისთვის ავტონომიის გარკვეული დონის მინიჭებისთვის. 24 სექტემბერს კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 30 სერბმა ბოევიკმა გადაკვეთა ჩრდილოეთი საზღვარი, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. შემდეგ ქვეყანამ თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია წამოიწყო, რომელიც დასრულდა ექვსი ადამიანის დაპატიმრებითა და სამის მკვლელობით დასრულდა. ამ ინციდენტმა რეგიონში დაძაბულობა გაამძაფრა. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადს არანაირი კავშირი არ აქვს არეულობებთან და განაცხადა, რომ აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იმავე დღეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს წევრ ქვეყნებს ძალიან მალე შევთავაზებთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მალე შესთავაზებენ. შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენმა სანქციებმა ძლიერ იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე. ძალიან მალე წევრ ქვეყნებს სანქციების მე-12 პაკეტს შევთავაზებთ. იქნება ახალი სიები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც მონაწილეობს სამხედრო შეჭრასა და ქვეყნის ოკუპაციაში, ბავშვების სასტიკ გატაცებაში, ყალბ ამბების გავრცელებაში, და ასევე ჩართულია პროპაგანდაში,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

უკრაინას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ჩართულობა, რათა მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გააკეთა. „მე ვიცი, რომ ეს რთული სამუშაოა, მაგრამ არსებითად, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიო ისარგებლებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისია,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას უკრაინა ახლა და შეაჩეროს რუსული აგრესია მომავალში, რათა „ისტორია არ განმეორდეს.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის გარდა, აუცილებელია უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ასევე მოიცავს კიბერ და კოსმოსურ შესაძლებლობებს. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან 82 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას იძლევა. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებაში იქნება კონკრეტული დათქმები. „ევროკომისია უწევს რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვასა და უკრაინასთან. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, პესტრა აუსტრევიჩუსი, ანა ფოტიგა, მიხაილ გალერი, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე მიესალმებიან ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები. „საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან, ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათ და მხოლოდ მათ დაიმსახურეს ეს ისტორიული მიღწევა,” წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.  

რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რისთვისაც საქართველოს 9 ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ეს 9 პირობა ევროკომისიის ანგარიშშია ასახული. ევროკომისია შეთანხმდა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ცხრა მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები. უფრო კონკრეტულად დოკუმენტში ვკითხულობთ: 2022 წლის ივნისიდან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება; პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური გზით; მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე; საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა. ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან პირველთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციას ეხება, ევროკომისია აცხადებს, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არასაფუძვლიანი ანალიზით. „პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა პარლამენტის ბოიკოტი და რამდენიმე კანონი მიიღეს მრავალპარტიული მხარდაჭერით. რეგულარული მინისტრებისთვის შეკითხვების დასმა იმართება პარლამენტში, რომლის მიზანია დაიწყოს დისკუსია, განსაკუთრებით ევროკავშირის გზასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. უხეში რიტორიკის გამოყენება გრძელდება ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციის ინციდენტებით. უნდა მოხდეს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ყველა მხარე და დაინტერესებული მხარე უნდა დაეყრდნოს ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპულ მიმავალ გზაზე, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება რეკომენდაციას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებით, რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციები და გამოიწვია მინისტრთა მოსმენების გაზრდა. ამ ზედამხედველობის პრეროგატივების გამოყენება უნდა ამოქმედდეს მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტების შექმნისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით „ნდობის ჯგუფში“, რომელიც აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს. პარლამენტმა დაჩქარებული წესით და მოგვიანებით პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებით მიიღო ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რამაც გამოიწვია შეშფოთება ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 2021 წელს გამოვლენილი ფართომასშტაბიანი მოსმენების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე და მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შეიცვალა ვენეციის კომისიის და „ოდირის“ ზოგიერთ რეკომენდაციასთან და ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის მხარდაჭერით. მოგვიანებით პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურის შეცვლით და პრეზიდენტის მიერ ვეტოს უგულებელყოფით. საქართველომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიას კონსულტაციისთვის გაუგზავნა 2023 წლის სექტემბერში. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს „ოდირისა“ და ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გასული არჩევნებიდან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინების შესახებ და უნდა მოაგვაროს ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნებში წარმოდგენილი რეკომენდაციები დროულად, მომდევნო არჩევნებამდე“, - აღნიშნულია ანგარიშში. „რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება. პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით. „2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. „რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს რა თქმა უნდა უფრო მკვეთრად უნდა იყო ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. თავის მხრივ, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რომ ახალი გეგმა და გაფართოებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს. ლაიენის განცხადებით, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. „დღეს არამხოლოდ წარვადგენთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშს, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პასუხს ვცემთ არსებულ საერთაშორისო ვითარებას და პირველ რიგში, ეს გაფართოების პოლიტიკას და პროცესის დაჩქარებას გულისხმობს. თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს, ასევე, იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს პროგრესი ყველა ამ ქვეყანაში და წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სხვა ასპექტებსაც, ეს არის სპეციალური ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებისათვის შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე, ახლებური მიდგომაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გასაღრმავებლად ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობის შექმნის კუთხითაც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინსტიტუციურ ნაწილზე ჩვენი საქმიანობისა, როცა ანგარიშებს განვიხილავთ, მაგრამ ახლა მოდით, რეალურ ინტეგრაციაზე გავაკეთოთ აქცენტი - რეალური ინტეგრაცია ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ეს არის რეალური სარგებელი ორივე მხარისათვის და ამან უნდა მოუტანოს სარგებელი წევრებს გაწევრიანებამდეც კი, ეს არის ასევე თხოვნა, რომელიც მოდის წევრი სახელმწიფოებისაგან და ეს იყო თავდაპირველად ჩვენი გეგმა, როცა 2021 წელს დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა და ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაფართოებისათვის. გეგმა მიზნად ისახავს 4 კონკრეტულ ნაბიჯს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს რეგულაციებს და კანონებს ეხება. ეს სარგებელს მოგვიტანს ორივე მხარეს და ამან სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გეგმა იყო ეს ყველაფერი 2021 წელს, ჯერ კიდევ, როცა გაფართოების გეგმაზე და მეთოდოლოგიაზე დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.  რას მოიცავს 4 ასპექტი. „როგორც ვთქვი, აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება დავაჩქაროთ, რათა მათ ყველა ვალდებულება აიღონ ჩვენი რეგულაციების შესაბამისად და შეგვიძლია მათ მივაწოდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მათ სჭირდებათ, ამან, ასევე, წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მათ, ერთმანეთს ისე მოექცნენ, როგორც ჩვენ მოგვექცეოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტეგრაციის შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სხვა პარტნიორებთან ანალოგიურად უნდა ითანამშრომლონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს დავეხმაროთ ინტეგრირების პროცესში, რადგან ინტეგრაცია რთულ კომპლექსურ რეფორმებს მოიცავს, რომელიც საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. სწორედ ამიტომ გვსურს, ჩავერთოთ მათთან ერთად აღნიშნულ პროცესში და დეტალური გეგმა შევიმუშაოთ ყოველწლიურად, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებთ ადგილზე პროგრესის დაჩქარებას, როცა საქმე რეფორმებს ეხება, ეს ასევე მოიცავს ფუნდამენტურ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, რადგან სწორედ ეს არის მთავარი პირობები ამ პროცესისა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გეგმაზე დაყრდნობით შევძლებთ გავაერთიანოთ რეგიონი და შევძლებთ იმას, რომ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი საგრძნობლად გაიზრდება, ეს არის ის წინსვლა, რომელიც მათ სჭირდებათ და ასევე, წინსვლა, რომელიც ჩვენც გვჭირდება,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მთავრობამ უფრო მეტად უნდა გაითავისოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უფრო მეტად უნდა გაითავისოს ელისუფლებამ.“ ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“. მან ახსენა, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას გაუზიარა დასკვნის მისაღებად. „შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და მუშავდება სამოქმედო გეგმა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის მოგვარებას და დააჩქარებს მის ევროპულ გზას,“ - განაცხადა ლაიენმა რადიო თავისუფლების ცნობით. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი  

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკომისია მიესალმება უნგრეთის აღდგენისა და გამძლეობის გეგმას და უნგრეთისთვის აქამდე გაყინული ფონდიდან 900 მილიონი ევროს წინასწარ გადახდას ადასტურებს. ევროპულ საბჭოს ახლა ოთხი კვირა ექნება, რათა ევროკომისიის შეფასება დაამტკიცოს და უნგრეთს ამ თანხების მიღების უფლება მისცეს. შეგახსენებთ, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ დახმარებაზე წვდომა კორუფციისა და დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო დაბლოკა.  

ევროკომისია უკრაინის პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინული საპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ლაიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი) გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილი შესაბამისი წერილის ფოტო. ლაიენი აღნიშნავს, რომ კავშირისთვის "ღრმა შეშფოთების" მიზეზია რუსეთის მიერ შავი ზღვის შეთანხმებიდან გასვლა და შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის საკვების მიწოდებისთვის. ლაიენი მიესალმა კიევის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც ზღვით ექსპორტის გაგრძელების საშუალება მისცა. უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა განაცხადი ევროკარში გაწევრიანებაზე. კიევმა ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთმა უკრაინაში ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი ახლა უკრაინის მხარდაჭერას ზამთრის წინ განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან წინა ზამთრის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ელოდებიან.  

უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს

ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას უკრაინის პროგრამის ვარიანტებზე იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ვეტო შენარჩუნდება. ბლოკის ყველა სახელმწიფოს, უნგრეთის გარდა, აქვს ვალდებულება, რომ ამისთვის თანხები გამოიმუშაოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს ბოლო სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან იყოს შეთანხმება, მაგრამ თუ ერთსულოვნებას ვერ შეძლებენ, მაშინ უნდა არსებობდეს სამუშაო გამოსავალი და ალტერნატივები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს.  „უკრაინას სჭირდება თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ინვესტორებისთვის," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ.  

უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერის ფონდმა 400 მილიონი ევრო შეაგროვა

უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდმა 400 მილიონი ევრო (438 მილიონი აშშ დოლარი) უკვე დააგროვა, რაც უკრაინას ზამთრის გადალახვაში დაეხმარება, იტყობინება Ukrinform-ი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონზე დაყრდნობით. ფონდი 2022 წლის გაზაფხულზე სიმსონისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშჩენკოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა, რათა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მას ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო, ვენაში დაფუძნებული ენერგეტიკული საზოგადოების აღმასრულებელი ინსტიტუტი მართავს. სიმსონმა მოუწოდა ევროპელ მინისტრებს, განაგრძონ კიევის მხარდაჭერა აღჭურვილობითა და ფინანსური დახმარებით, რათა დაეხმარონ ქვეყანას ომის პერიოდში მეორე ზამთრის გადალახვაში. ფონდის წამყვანი დონორები არიან ევროკავშირი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, აშშ, ბელგია, დანია, ავსტრია და რამდენიმე კერძო კომპანია. გასულ წელს, ცივი ამინდი და რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებდა, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ რუსეთი განზრახ იღებს მიზანში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 დეკემბერს კიევისა და ცენტრალური უკრაინის წინააღმდეგ კოორდინირებული რუსული სარაკეტო დარტყმა, სავარაუდოდ, იყო "უფრო შეთანხმებული კამპანიის დასაწყისი", რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დეგრადაციას.

უკრაინამ ევროკავშირისგან რეკონსტრუქციისთვის 150 მილიონი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან გრანტების სახით 150 მილიონი ევრო (164,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღო. გრანტი გაიცა უკრაინის სწრაფი აღდგენის დაფინანსების ხელშეკრულების მხარდაჭერის ფარგლებში. „საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებული კრიტიკული ობიექტების აღდგენის პრიორიტეტულ ღონისძიებებს, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სოციალურ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ შენობებს,“ - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 100 მილიონი ევროს მეორე ტრანში 2024 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. თანხები გამოყენებული იქნება როგორც აღდგენის ღონისძიებების დასაფინანსებლად, ასევე, მცირე მეურნეობების და სხვა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად. 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინამ თითქმის 37,4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საერთაშორისო დახმარება მიიღო, საიდანაც 4,7 მილიარდ დოლარზე მეტი კიევს ოქტომბერ-ნოემბერში გადაეცა.  

ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი

რუსეთის ბოლოდროინდელი სასტიკი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, ევროკავშირი დათანხმდეს მექანიზმს, რათა გააგრძელოს უკრაინის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისია ბელგიის პრეზიდენტობის პერიოდში იმუშავებს პრიორიტეტებზე, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერაზე. ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს წარუდგენს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, შეთანხმდნენ უკრაინის მექანიზმზე.   „შემდეგ ბელგიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას ექნება მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს პოლიტიკური შეთანხმება საბჭოში და ევროპარლამენტში სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით,“ აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.   როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამავდროულად, ევროპელი ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის 2024-2027 წლების მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლებიც, კერძოდ, ითვალისწინებდა 50 მილიარდი ევროს დახმარების მექანიზმის შექმნას უკრაინისთვის. ამ დოკუმენტზე გადაწყვეტილება უნგრეთმა დაბლოკა. 2024 წლის პირველ თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ბიუჯეტისა და უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხები განიხილება.

ევროკომისიამ რუმინეთის საპორტო ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, 126 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი დაამტკიცა

ევროკომისიამ 11 იანვარს დაამტკიცა 126 მილიონი ევროს (138 მილიონი აშშ დოლარი) ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს რუმინეთის (დუნაის პორტების) საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უკრაინის ექსპორტის გაზრდით გამოწვეული გადატვირთულობის შემცირებას. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის „სოლიდარობის გზების“ ინიციატივის გაძლიერებას - ის მიზნად ისახავს უკრაინის საექსპორტო შესაძლებლობების მხარდაჭერას, რომელიც შავ ზღვაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდა. „ეს 126 მილიონი ევროს სქემა საშუალებას მისცემს რუმინეთს, შეამციროს დუნაისა და შავი ზღვის სანაპიროების პორტებში შემოსული საქონლის უეცარ მატებასთან დაკავშირებული შეფერხებები. დახმარება პორტის ოპერატორებს დაეხმარება, გადაამუშაონ და შეინახონ რიგი საქონელი, რითაც შემცირდება რუსეთის ომით გამოწვეული ბლოკადა. უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მარგრეტე ვესტაგერმა, კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა. შავი ზღვის საზღვაო ტრანსპორტისთვის რუსეთის საფრთხის ფონზე, რუმინეთი, რომელიც უკრაინის პროდუქციის თითქმის 60%-ს ატარებს, უკრაინის ექსპორტში გადამწყვეტ როლს თამაშობს. რუმინელი და უკრაინელი ოფიციალური პირები მდინარე დუნაისა და შავ ზღვაზე რუმინეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობდნენ. დუნაის, როგორც საზღვაო მარშრუტის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ივლისში, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ დახმარება გამართლებულია, რადგან რთული იქნება პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ომის შედეგად შექმნილი რისკებისა და გაურკვევლობის გამო. ასევე გაურკვეველია, როგორი იქნება რუმინეთის გავლით უკრაინის ექსპორტის მომავალი, თუ უკრაინის შავი ზღვის პორტები ხელახლა გაიხსნება ომამდელი შესაძლებლობებით.  

ევროკომისიის პრეზიდენტი 30+ წევრიანი ევროკავშირისთვის გეგმებს ამზადებს - Politico

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამზადებენ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ  ევროკავშირის გაფართოებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან ევროკავშირი ემზადება უფრო მეტი წევრი ქვეყნის მისაღებად, როგორიცაა, უკრაინა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრელებს. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის,"- განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში. „ამ პალატამ უკვე წარადგინა თამამი იდეები ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმისთვის. მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში (უწოდებენ გეგმას - არ არის სავალდებულო საკანონმდებლო წინადადება), ბელგიის პრეზიდენტობის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირმა 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.  

პუტინი ძველ ტყუილებს იმერეობს, ახალი ვერაფერი ვნახეთ - ევროკომისია

ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი არაფერი თქვა, მაგრამ მხოლოდ ძველი ტყუილი გაიმეორა უკრაინის, დასავლეთის, და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შესახებ. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა. „ჩვენ ვერაფერი ვნახეთ ახალი. მან [პუტინმა] გაიმეორა ძველი ტყუილი და მანიპულაციები, გამოხატა დიდი მტრობა დასავლეთის მიმართ და ეს ახალი არ არის. ჩვენ ვწუხვართ, რომ პუტინს, დე ფაქტო, მსგავსი პლატფორმა მიეცა მანიპულირებისთვის და ავრცელებს მის პროპაგანდას,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ გაავრცელა თავისი ცნობილი ტყუილი უკრაინის შესახებ, რომლითაც ცდილობს, გაამართლოს თავისი კრიმინალური და არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. თუმცა ეს ტყუილი სახიფათო რჩება, რადგან მან უკვე გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა, გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები და სისასტიკე. „პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აინტერესებს მშვიდობისკენ რეალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სამაგიეროდ განაცხადა, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თუ პუტინს ნამდვილად სურს ბრძოლა რუსი ხალხისა და მისი ქვეყნის ინტერესებისთვის, მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უპასუხოს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც რუსული საზოგადოება ყოველდღიურად დგას,“ - აღნიშნა ნაბილა მასრალიმ. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული სიცრუის დეტალური ანალიზი მალე განთავსდება ევროპულ რესურს EU&Disinfo-ზე, რომელიც უკვე შეიცავს კრემლის დეზინფორმაციის 60 ათასზე მეტი შემთხვევის აღწერას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას და კონტაქტშია ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა აგრესორი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და შეამსუბუქოს მისი აგრესიის გლობალური შედეგები. „ევროკავშირის ახლახან დაამტკიცა უკრაინის დახმარების პაკეტი 50 მილიარდი ევროს ოდენობით. და ეს პაკეტი ახლა განიხილება ევროკავშირის საბიუჯეტო ინსტიტუტების მიერ. ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას დაახლოებით 88 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გაუწია,“ - დასძინა ნაბილა მასრალიმ.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა. ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა. კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის ლიდერების შეხედულებისამებრ, ევროპული არჩევნების შედეგების გათვალისწინების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის დაუწერელი პრივილეგიით. ხელშეკრულებების თანახმად, კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროპულ საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით. ამის შემდეგ, საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც დასამტკიცებლად აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. ლაიენი 2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. ის პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.  

ევროკომისია ბრიუსელის შტაბბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს განიხილავს - POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია ბრიუსელში, Berlaymont-ის შტაბ-ბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების შესაძლებლობას იკვლევს. წყაროს ცნობით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაიწყო იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ. როგორც Politico წერს, ანონიმურობის პირობით ამბობენ, დრონების საწინააღმდეგო სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად იქნება გამიზნული. ჯერ უცნობია, კონკრეტულად, რა ტიპის სისტემა იგულისხმება ანტისადრონო აღჭურვილობაში. ამასთან, არასანქცირებული დრონები, რომლებიც მნიშვნელოვან საჯარო შენობებთან ახლოს დაფრინავენ, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. „ევროკომისია სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მასპინძელი ქვეყნის [ბელგიის] ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს ყველა შესაძლო ზომას ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის. რადგან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, კომისიას არ შეუძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ან მომავალში მიიღება," - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა Politico-სთან. Berlaymont-ის შენობაში განთავსებულია კომისიის მაღალი რანგის 32 000 თანამშრომელი. ამ შენობაში ასევე ცხოვრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.  

ლაიენი კიევშია

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ევროკავშირმა უკრაინის უსაფრთხოების ძალებს 50 მანქანა გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ეროვნულ პოლიციას (NPU) და უკრაინის გენერალურ პროკურატურას (OGP) ევროკავშირის მიერ მოწოდებული 50 მანქანა გადასცა. მანქანები დეოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამხედრო დანაშაულების გამოძიებისთვის გამოიყენება. „ეს მანქანები აქ არის მალევე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინას მიაწოდა ნაღმების გაწმენდის თანამედროვე მანქანა. ამ აღჭურვილობით ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების აღდგენაში," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 19,9 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 18 მილიონი ევრო უზრუნველყოფილია ევროკომისიის მიერ, ხოლო 1,9 მილიონი ევრო გერმანიის მიერ. ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს კიევში იმყოფება. სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავზე, კიევში კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერები ჩავიდნენ. კიევშია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.  

ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოვიყენოთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.მან მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მეტი გააკეთოს. „დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად. ვერ იქნება უფრო ძლიერი სიმბოლო და ვერ გამოვიყენებთ ამ ფულს უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა," - განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  

„ევროპა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა" - ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიამ დღეს თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტიანი გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა. ამასთან, ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა სტრატეგიის პრეზენტაციისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა "ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა", ხოლო საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები." ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს. „ევროკომისიის სტრატეგია ტაბუს არღვევს: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მანამდე დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას საბრძოლო მასალის წარმოების დასაფინანსებლად და ერთობლივი შესყიდვების წახალისების მიზნით, ახლა კომისიას სურს ამ პრინციპის გრძელვადიან პერსპექტივაში განმტკიცება,“ წერს Politico. „თუმცა ამ კვირის თავდაცვის გეგმა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის თავდაპირველ მიზანს, რათა თავიდან აიცილოს ომი ევროპის მიწაზე,“ ციტირებს გამოცემა ევროპარლამენტარს, ესტონეთის არმიის ყოფილ მეთაურს რიო ტერასს. „ევროპა ომისთვის მზად უნდა იყოს და რადგან ის ეკონომიკური გაერთიანებაა, ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ თავდაცვის ინდუსტრიაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. „ევროპული თავდაცვის კავშირის გეგმა, ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ფრანგი ჟან მონეს გონებაში დაიბადა, რაც ირონიულად მოკლეს, როდესაც ფრანგმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე 1954 წელს. ახლა კიდევ ერთი ფრანგი, ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ლიდერობს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების თავდაცვის გეგმების წარდგენაში. მრავალეროვნული საბრძოლო ძალების ჩამოყალიბების ნაცვლად - რასაც ცივი ომის პირველ წლებში განიხილავდნენ - ამჯერად ეს ყველაფერი ბლოკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის აშენებასა და ასევე, ამერიკულ იარაღზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზეა,“ წერს Politico.  

ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ეს აღმასრულებელი შტო გამოვა რეკომენდაციით, წევრმა ქვეყნებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება. „ცხადია, ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მეტი პროგრესია საჭირო," - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. „მაგრამ ეს ქვეყანა აჩვენებს, რომ შეუძლია, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმი და მისი მოქალაქეების მისწრაფება გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი. ამიტომ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ საბჭოს მივმართოთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციით," - დაამატა ფონ დერ ლაიენმა. კომისიის რეკომენდაცია და პროგრესის შესახებ გასული წლის დეკემბერში მიღებული ანგარიში გახდება საფუძველი 21-22 მარტს დანიშნულ სამიტზე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, დაიწყოს თუ არა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკება. ბოსნიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის დეკემბერში მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა მზაობა გამოხატეს სარაევოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, როცა დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო ყველა პირობას შეასრულებს. კომისიას ასევე სთხოვეს, შეედგინა პროგრესის შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც მარტში ამ საკითხს განიხილავენ. ანგარიში 12 მარტს, მოგვიანებით გამოქვეყნდება. ბოსნია ევროკავშირის წევრობის ცხრა კანდიდატ ქვეყანას ( საქართველოსთან, უკრაინასთან, ალბანეთთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სერბიასთან, თურქეთთან ერთად) შორის ერთ-ერთია.  

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო და პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად, კორუფციული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად, ასევე მიაღწია და შეინარჩუნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრა, რაც კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ვითარების დროს. ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს „მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ჩვენი მიმართულებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ქვეყანამ წინ წაწია რეფორმები შემდეგი ნაბიჯებით: ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთაზე კანონის მიღებით; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებით; სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაუმჯობესებით, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებით; Frontex-ის სტატუსის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატის დამტკიცებით მიგრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებით; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიღწევითა და შენარჩუნებით,” - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.  

ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა

ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 მარტს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაზე სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავენ. უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოების პროექტები წინა გაფართოებების გამოცდილებასა და გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეყრდნობა. მათში “ინტეგრირებულია გაფართოების გადახედილი მეთოდოლოგია და გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობის განვითარება.” ორივე ქვეყნისთვის აღნიშნული დოკუმენტები სამი ნაწილისგან შედგება: 1) პრინციპები რომლებიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არეგულირებენ; 2) მოლაპარაკებების შინაარსი; 3) მოლაპარაკებების პროცედურა. ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს პროექტების შიდა განხილვა და შემდეგ ის დაამტკიცოს. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თითო ქვეყანასთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის შეთანხმებულ საერთო პოზიციას წარადგენს, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი გახდება. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს, განაცხადი გააკეთა მოლდოვამაც.  

ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა

ევროკომისიამ სამშაბათს გაუგზავნა ბრძანება მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა მათ დახმარება გაუწიონ ევროპარლამენტს არჩევნების ჩატარებაში, იუწყება Politico. არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე გაიმართება. მთავარ ონლაინ პლატფორმებს Facebook, X, YouTube და TikTok მოუწევთ ხმის მიცემის დაცვა დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმებისგან. თავის ბრძანებაში ევროკომისია მიუთითებს ციფრული სერვისების აქტზე (DSA), რომელიც ასახავს მსხვილი კომპანიების ვალდებულებებს. ეს ეხება სოციალური მედიის პლატფორმებზე შინაარსის მოდერაციის გაუმჯობესებას და უკანონო კონტენტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ბრიუსელი ემზადება დეზინფორმაციის შესაძლო მცდელობებთან და ონლაინ ჰაკერების საფრთხეებთან გასამკლავებლად. გამოცემა Politico ასევე აღნიშნავს რუსული ბოტების მიერ ვირუსული სიცრუის გავრცელებას და კოორდინირებულ კამპანიებს ან ყალბი მედიის წარმოებას. თუ კომისიის ბრძანების შემდეგ, კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ხმის მიცემის უსაფრთხოებას, ისინი შეიძლება, დაჯარიმდნენ მათი წლიური გლობალური შემოსავლის 6 პროცენტამდე. 6-დან 9 ივნისამდე ასობით მილიონი ევროპელი მიიღებს მონაწილეობას ევროპარლამენტის ახალი წევრების არჩევაში. ზოგიერთ პლატფორმას, როგორიცაა Facebook, YouTube და TikTok, სთხოვეს, უზრუნველყონ პოლიტიკური რეკლამებისა და „ფეიქების“ მკაფიო მარკირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მათ ასევე უნდა შექმნან სპეციალიზებული ჯგუფები, რათა დააკვირდნენ პოტენციურ საფრთხეებსა და ნარატივებს, რომლებიც იზრდება ევროკავშირის ზოგიერთ 27 ქვეყანაში, წერს Politico. პლატფორმებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მრავალფეროვან კონტენტს და არა შეუსაბამო კონტენტს. „მაგალითად, YouTube-მა ზედმეტად გაავრცელა ულტრამემარჯვენე ანტიმიგრაციული ვიდეოები ამ წლის დასაწყისში ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს,“ აღნიშნავს გამოცემა. ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ევროკომისიის პრესსპიკერი: მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს წარდგენილი კანონპროექტი - Politico

„ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს.“ ამ სათაურით სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერსმ რომ „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა, გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი. როგორც გამოცემ წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. „შარშან გააფრთხილეს რა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები „შეუსაბამო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან,“ - წერია სტატიაში. POLITICO ციტირებს ევროკომისიის პრესსპიკერის სიტყვებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. მისი თქმით, კომისია გაფართოების მომავალ ანგარიშში, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება, შეაფასებს წარდგენილი კანონპროექტის გავლენას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას. „საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა,“ დასძინა სპიკერმა. POLITICO წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი, არ უპასუხა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ლაიენი: უკრაინა მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას იმსახურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა, დაბლოკილია. ლაიენის თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს.“ „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს. „ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ

„ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ,“ - ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა, რათა მშვიდობიანი დემონსტრაციის თავისი უფლება გამოეყენებინა. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა გაიწვიონ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. შთამბეჭდავი სცენები გასულ წელს უკვე ვნახეთ საქართველოდან. ყველა ასაკის მოქალაქეს ეკავა საქართველოს და ევროკავშირის დროშები, აჩვენებდნენ ძლიერ კავშირს დემოკრატიასთან, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირისადმი საქართველოს გზასთან. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საჯარო პირობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსგავსი კანონპროექტი არასდროს დაბრუნდებოდა. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოითხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციები მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში. შემოთავაზებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს შეზღუდავს. გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და არასამართლიანად მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებების სტიგმატიზაციას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის საქართველოს ხალხისადმი მხარდაჭერაზე, ვინაიდან მისი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს,” - განაცხადა ლენარჩიჩმა. მისი თქმით, ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ითხოვენ. „ევროკომისიამ თავის გაფართოების ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი 9 ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნება. კონკრეტულად მოვითხოვთ დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას. ამ ძირითად სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროგრესი ადგენს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და სისწრაფეს,” - აღნიშნავს ევროკომისარი.  

ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა

ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გადასცა. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. შეგახსენებთ, უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 4,5 მილიარდი ევროს ოდენობით, მიმდინარე წლის მარტში უკვე მიიღო.