თეგი: ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და ნატალია ლუაზო სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ. მაკალისტერის შეფასებით, რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება კი ევროპისთვის მნშვნელოვანი.  „ჩვენ ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინისა და მისი მოქალაქეების მიმართ; გავეცნოთ ინფორმაციას და გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში. ვესაუბრებით პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება - ევროპისთვის მნშვნელოვანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვიყენებთ სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასევე არ ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს. ევროპარლამენტი თავის მოწოდებაში მკაფიოა, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას დიპლომატიის გზით“, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

სვენ მიქსერი: საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა. „საქართველოს პრეზიდენტთან განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს პოლიტიკური დებატების სივრცე ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე“, - აღნიშნულია ტექსტში.

სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებს ხვდება

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს. „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ოპოზიცია სვენ მიქსერთან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებს. „სვენ მიქსერთან ვისაუბრებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე მუდმივ თავდასხმებზე, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მძიმე მაგალითი, როცა ყველანაირი დისკუსიის გარეშე გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე საგარეო საკითხებზე და ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, თანამშრომლობის იგნორირებაზე, რაზეც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ აღებული პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ჰორიზონტზე არ ჩანს „ქართული ოცნების“ დამსახურებით", - განაცხადა ახათუნა სამნიძემ. სვენ მიქსერმა პირველ თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის. 3 თებერვალს ის ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის წევრობის 2024 წლის განაცხადისათვის მომზადების პროცესში. ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის განათლების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. „მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში. ევროპარლამენტარი მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ამოღების საკითხზე პოზიცია დააფიქსირა

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ​ი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოსთან დაკავშირებული ევროპული დოკუმენტების შექმნისას ტერმინთა ფორმულირების საკითხს გაითვალისწინებენ. საუბარია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნაზე, რომელიც მიქსერის თქმით, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. „მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.   ასევე წაიკითხეთ: ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა

ვიოლა ფონ კრამონი: გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს

ევროპარლამეტარი ვიოლა ფონ კრამონი დემოკრატიის ინდექსზე საქართველოს რეიტინგს აფასებს. „გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთესად გამოიყურებიან. ოდესღაც რეგიონში საქართველო მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის ავტორიტარული მეზობლების, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის დონეზე ეცემა", – წერს ევროპარლამენტარი კრამონი Twitter-ზე. ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა - 86-ე ადგილზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ. დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს. ამავე თემაზე: სად და რატომ განიცადა დემოკრატიამ უკუსვლა - კვლევა

ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო. ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე (ეს ცვლილება ტექსტში, როგორც თავად იუწყება, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა), კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმისა და დემოკრატიის პრინციპების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის პირობით. My amendment to #CFSP🇪🇺 report on Georgia's and Ukraine's European perspective has been adopted today.Happy #UnityDay, Ukraine🇺🇦!#Sakartvelo🇬🇪! pic.twitter.com/wrycNh5iSn — Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) February 16, 2022     ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის საზღვრებთან და სამეზობლოში, მათ შორის კავკასიაში, ვითარების არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად, კონტინენტის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და ირიბ საფრთხეს წარმოადგენს და სამეზობლოში აქტიური ჩართულობა ევროკავშირის ინტერესებშია. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი ცნობს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის წვლილს CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში და მხარს უჭერს ამ ფასეულ პარტნიორებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას; კერძოდ, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას CSDP-ის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) საქმიანობას დადებითად აფასებს. ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ და მისი მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების განზომილების „სტრატეგიულ კომპასში“ სათანადოდ ასახვა და განიხილოს უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვისა და კიბერ თანამშრომლობის სფეროში გაზრდილი ინვესტიციებისა და დახმარების გამოყოფა ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, მათი მედეგობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ევროკავშირის გაზრდილ აქტიურობას, ასევე დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართვას „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სრულყოფის ცენტრის“ საქმიანობაში. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის ნებისადმი, რაც საკუთარი მომავლისა და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად გადაწყვეტას გულისხმობს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინასთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, 2021 წლის ივნისში წარდგენილი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დახმარებით, კოვიდპანდემიისგან სოციალური და ეკონომიკური აღდგენა, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სავაჭრო გზების დამყარება უზრუნველყონ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საფრთხეების ფონზე აუცილებელია რეგიონში ევროკავშირისა და NATO-ს ფიზიკური ყოფნა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირების კონტექსტში. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაახლოებაზე და მხარს უჭერს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP) მათი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის „მუდმივ სტრუქტურირებულ თანამშრომლობაში“ (PESCO) მონაწილეობის გზით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და შეახსენებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც „ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელ ძალას, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. ევროპარლამენტი გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებსა და მუდმივ „ბორდერიზაციას“. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით, მათ შორის სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ერთი ხმით საუბრისკენ; რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებითი ცვლილება შეუძლებელია, სანამ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირისა და მისი მეზობლების მიმართ. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია მომზადებულია ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის, ხოლო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ნატალი ლუაზოს მიერ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროკავშირის და მისი პარტნიორების პასუხი იქნება მტკიცე და ერთიანი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. რობერტა მეცოლამ რუსეთს მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაზე მიუთითა. უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ერთიან და მტკიცე რეაგირებას მოახდენენ. ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაონ

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საკანონმდებლო ორგანომ პირველ მარტს მიიღო, იწყება ევროპარლამენტის პრესსამსახური. დოკუმენტს მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს  

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ოტმარ კარასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, ვიტოლდ ვაშჩიკოვკისთან, ურმას პაეტთან და ჟელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერთან, ასევე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა კომიტეტის წევრებთან. „შეხვედრებისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი მძიმე ვითრება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები მათთან გამკლავების კონტექსტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომი ნაბიჯები. ქართულმა მხარემ, ასოცირებული პარტნიორების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროპული მხრიდან მკაფიო გზავნილების აუცილებლობას ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პარტნიორების მხარდაჭერისა და მათთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს აეკრძალა ევროპარლამენტის შენობებში შესვლა. დემოკრატიის სახლში არ არის მათი ადგილი, ვინც დემოკრატიული წესრიგის განადგურებისკენ მიისწრაფის“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ

ევროპარლამენტი: 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით

2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. „მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია დოკუმენტში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. „კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის მარცხი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები,“- აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი 10-14 აპრილს არის­ დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარალამენტის ვებგვერდზე არის განთავსებული. ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) მუშაობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო შედეგებს ქვეყნისთვის. ევროპარლამენტარები, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და თავდაცვის მინისტრს. "ამ ვიზიტით ევროპარლამენტს სურს გამოხატოს თავისი სოლიდარობა და ხაზი გაუსვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ლუკას მანდლი რთული და მნიშვნელოვანი სამუშაოს დასაწყისად მიიჩნევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, სასამართლო, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. ევროპარლამენტარის შეფასებით, ეს არ არის მოსაწყენი ბიუროკრატიული თხოვნა ევროკავშირისგან, ეს ევროკავშირისა და მისი მოსახლეობის ძირითადი ფასეულობა, დანაპირები და პირობაა მსოფლიოს მიმართ. ეს არის ძირითადი ფასეულობა და ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს კანონის უზენაესობით. ამიტომ, ეს პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემის დღე. ეს არის დასაწყისი და ჩვენ უფრო მეტი დასაწყისები გვექნება მომავალში, როდესაც ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გახლავთ დასაწყისი, როდესაც კითხვარი უნდა შეივსოს. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით საქართველოში ქართული გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან, ისევ მოქალაქეების სახელით და საქართველოს ინტერესებით. აშკარაა, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის, არ არსებობს რაღაც რეცეპტი, გამოკვეთილი, გამზადებული მოდელი, ჩვენ ვიცით, რომ არის ხელშეკრულებები, კანონმდებობა, რაც არის ევროკავშირის ღერძი და როდესაც ევროკავშირი საუბრობს ფასეულობებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, ყველა ამ ღირებულებას აქვს თავისი დამატებითი შემავსებელი იდეები, მოსაზრებები, რომლებსაც ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში, ევროპარლამენტში მაქსიმალურად. ამიტომ, ჩემთვის პატივია, მაქვს პრივილეგია, შევხვდეთ ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აგრეთვე ის, რომ საქართველოს პარლმენტის წევრებთან, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ამოცანაა, მაგრამ რეალური პარლამენტის ფუნქცია არის, იყოს გადაწყვეტილებების და მოგვარების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ აგრეთვე შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში და გააკეთოს ყველაფერი, თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიას შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა ლუკას მანდლიმ. ამავე თემაზე კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან

„ჩვენი ინსტიტუტი მიესალმება განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განცხადა. „გვესმის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც არიან ეს ქვეყნები. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად და პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის ლიდერების NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ, 22 აპრილს მოლდოვამაც შეავსო. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე  

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

5 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმ კუთხით, რომ საკვანძო რეფორმებს ახორციელებს. ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით ომის დაწყების დღიდან - მათგან თითქმის 100,000 მოლდოვაში რჩება - ასევე, ვაჭრობის შემცირების და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო. ამ მიზნით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, პარლამენტი მიესალმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება. გაიზარდა შიში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში არაერთი ინციდენტის მომსწრე გახდა, რაც ევროპარლამენტარების მიერ განიხილება, როგორც პროვოკაციების სახიფათო აქტები უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილურ ვითარებაში. ისინი ასევე იმეორებენ პარლამენტის მხარდაჭერას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების მიმართ“, მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ჩათვლით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.

რობერტა მეცოლა: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ

ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „18 წლის წინ, პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდებოდა. ახლაც მახსოვს აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდა. ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმავე განცდით და იმედით უყურებენ, მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად, მიტოვებულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივს, რომელიც ასე ადვილად და ასე სწრაფად იკრეფს ძალას; დეზინფორმაციას, რომელსაც ბოტები და რუსული ტროლების ქარხნები ქმნიან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ აწევს ევროპის მხრებზე, როგორც არასდრო. „ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა არის ბუჩას ქუჩებში, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებსა და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე NATO-ში. ამასთან, შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. მართლმსაჯულების სფეროში რეფორმები ასევე გადამწყვეტია

 ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა

ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის რუსული კავშირების გამო მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგრძელებენ რუსული ფულის მიღებას“. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს New York Times-თან ინტერვიუს დროს, შროდერმა კიევის გარეუბან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში პუტინის ბრალეულობა ვერ დაინახა. ის ამტკიცებდა, რომ ბრძანებები მიღებული იყო არა თავად პუტინისგან, არამედ ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურებისგან. ამის საპასუხოდ, მედიამ შეახსენა შრიოდერს, რომ პუტინმა გადასცა ჯილდოები იქ მყოფ ჯარისკაცებს.

ევროპარლამენტმა რუსეთის ლიდერების დანაშაულის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

რუსეთის ლიდერების, სამხედრო მეთაურების და მათი მოკავშირეების დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ, სპეციალურმა საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გამოიძიოს. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით.  რეზოლუციაში პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საერთაშორისო სამართალწარმოებებსა და სასამართლოებში, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთისა და ბელორუსის რეჟიმების დევნას ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის გამო. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ეს გამოძიება და შემდგომი დევნა ასევე გავრცელდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა პერსონალსა და სამთავრობო მოხელეებზე, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია

ევროპარლამენტი რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც შეიკრიბებიან 2022 წლის 23-24 ივნისს სამიტზე, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად მიაწოდონ იარაღი.  შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მაკალისტერმა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებისთვის ევროპარლამენტის რვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა. „ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციით, რომ უკრაინას დაუყოვნებლად მიეწოდოს იარაღი უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, - აღნიშნა მაკალისტერმა.  28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. 

ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატის მიმართვა საქართველოს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერ აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. რობერტა მეცოლამ აღნიშნული კომენტარით ევროპარლამენტში რუსლან სტეფანჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას: „რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი ქართველებისა და მოლდოველებისადმი? უნდა ველოდოთ თუ არა ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას ამ სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით?“. რობერტა მეცოლას თქმით, ეს გზავნილი ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი წევრობაზე. „დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს უკრაინის რადას სპიკერთან, ისევე, როგორც ჩემს კოლეგებთან მოლდოვიდან და საქართველოდან. ევროპარლამენტი აცხადებს უკიდურესად მკაფიოდ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი და სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსენებენ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემთვის ეს პოზიცია არის მკაფიო. ამ თვეში, მოგვიანებით ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. დღეს მე დავადასტურე, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენ მას მივესალმებით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას

ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს, მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ფოტიგამ ევროპარლამენტარებს მიმართა, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას. „მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნიკა გვარამია, რომელიც არის დღევანდელი დებატების ერთ-ერთი თემა. მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი, პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.  

ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა

საქართველოში კორუფციისა და პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება უარესდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას მისი თქმით, ევროკავშირმა დიდი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, „ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების პროცესის ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა“, – აღნიშნა კრამონმა. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებულია. „მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, დიდი იმედები გქონდა ქვეყნის მიმართ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, საქართველოში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოების მოდერნიზება ან პოლიციის რეფორმები – ეს ახასიათებს ამ ქვეყანას. პოლიტიზებული საზოგადოებიდან ღირსეულ საზოგადოებად გადაქცევა იყო 2012 წელს და ჩვენ, ევროკავშირში დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ქვეყანაში. ახლა კი ვხედავთ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ და ნაცვლად რეფორმების პროცესისა, მთელი ეს პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა. ვხედავთ, რომ კორუფციისა და პრესის თავისუფლების ინდექსები მცირდება. დაცვის ნაცვლად, ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, ეს ერთადერთი არააა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.  

ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება

ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას ვიოლა ფონ კრამონი:ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა მარკეტა გრეგორევა: ჩემი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს მარინა კალიურანდი:მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი მისი თქმით, კრიტერიუმების დაკმაყოფილება პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკასა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. „რატომ განვიხილავთ ამ საკითხს, სადაც შეშფოთებისთვის მრავალი თემაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. სწორედ აქედან მოდის ჩვენი შეშფოთება. მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში სამართლიანობის პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიო ფორმით. პირველად არ ხდება, რომ პოსტკომუნისტური ქვეყნები მსგავსი ვითარების წინაშე არიან. 1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტური პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“, – განაცხადა კუბილიუსმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.

მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი

მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას ვიოლა ფონ კრამონი:ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა მარკეტა გრეგორევა: ჩემი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს მისი თქმით, შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. „რამდენიმე თვის წინ, ამ შენობაში ჩვენ ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რამდენიმე კვირის წინ კარგი დისკუსია გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ვაღიარეთ მოლდოვის მიღწევები ევროინტეგრაციისკენ. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მე არ ვიყავი რეზოლუციის ინიციატორი, არ განვიხილავდი ამას სასწრაფო საკითხად. თუმცა, მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ საქართველოში არსებობს პრობლემები, რომლებიც მე ასევე აღვნიშნე, როგორც ევროკავშირის – საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, დაკარგა მისი ტემპი და მტკიცე ერთგულება დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მე მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა. შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ამას მოელის თქვენგან ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.

მარკეტა გრეგორევა: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა განცხადებით, მისი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას ვიოლა ფონ კრამონი:ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა „მინდა, პერსონალური განცხადება გავაკეთო ქართველი მეგობრების მისამართით, მთავრობის და ამ ორგანოს მისამართით. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ჩვენ შეგვიძლია, მისი კრემლთან კავშირების მტკიცებულებები ვიპოვოთ და მისთვის შესაძლო სანქციების დაწესება მომავალში შესაძლებელი იქნება, თუმცა მედიის თავისუფლების შესახებ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ზუსტ რეზოლუციაში ამის ადგილი არ არის. შესაბამისად, ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილია არის პრობლემა საქართველოში არსებული ბევრი პრობლემის უკან. მინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეს მოისმინონ“, - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.  

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

"უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი ხდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არც ერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არც ერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძირითადად, აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება. მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე, პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს“, – განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა

8 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. „დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა. ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა დებატენი ევროპარლამენტარმა, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მირიამ ლექსმანმა გახსნა. მისი თქმით, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებზე, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. „ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება ის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნითაც გამოვიდა. „როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, არ შეგვიძლია, ჩუმად ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, განაცხადა მირიამ ლექსმანმა. „საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , - თავის მხრივ, განაცხადა ევროპარლამენტარმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარინა კალიურანდმა. „რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, - აღნიშნა კალიურანდმა. ევროპარლამენტარმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი განხილვა ბოლო გაფრთხილებად მიიღონ. „მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას. მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყურადებას ამახვილებს იმაზე, რომ მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. მაგალითად, ევროპარლამენტარმა მიუთითა - „ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახან კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით“. „რეზოლუცია, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ, შეეხება მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საქართველოში და ის ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენ ყველას გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება. ჩვენი მხრიდან პოლიტიკის ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიას და არა ემოციებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით გააანალიზოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების პოტენციური შედეგები და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რათა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას ამ ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.   ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. „მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.  ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი. ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიანმთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისადა შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

ვიოლა ფონ კრამონი: ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ

„ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, - მიმართავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ პოლიტიკოსებს. „ჩვენ, საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, -აღშნიან კრამონმა. ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 218 ევროდეპუტატი.  

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად

ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. ევროპარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. რეზოლუცია:  გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტიისთვის საქართველოს მყარი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად. გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის სფეროში მომუშავეთა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დასაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის.  მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიამფლობელობის გამჭვირვალეობას, და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა და ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება. გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას; მხარს უჭერს ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, მსჯავრის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მხრიდან გადაუდებელ აუცილებლობას, ჭეშმარიტად წინ წაიწიოს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით, რათა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს.  კატეგორიულად გმობს 5 ივლისის მოვლენებს და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. გმობს მუდმივ დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დანერგოს პრაქტიკაში, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობა.  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ქმედითი გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის. ხაზს უსვამს უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობას ჟურნალისტებისთვის, მედიამუშაკებისთვის და მედიასაშუალებებისთვის, როგორც კანონმდებლობით, ასევე, პრაქტიკაში, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთის, ბელორუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გამო. ამიტომ, მოუწოდებს საქართველოს, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმი მედიაგარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქმიანობას, მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევის ჩათვლით, ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმების მიუხედავად. აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ წუხილს გამოთქვამს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ასევე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამთავრობო მედიას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო; გმობს მედია ლანდშაფტის პოლარიზაციას, რაც მიუთითებს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციაზე. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმის წარმოებისგან. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით ციხიდან გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს. გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის ზრდის ტენდენციის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერების, განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის დაუცველი ჯგუფების ან პირების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლების და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენების მცდელობებისგან, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას. მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების ევროპულ პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას საქართველოს მედიასექტორში. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს. შენიშვნა: ანა ფოტიგამ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები, ECR), მირიამ ლექსმანმა (ევროპის სახალხო პარტია, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe), რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რასაც მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა. მისი მიხედვით, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს; მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში; ღრმად შემაშფოთებელია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.  რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა

პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მან მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.   „ვიმყოფები ბრიუსელში, აქ იტალიიდან ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.    მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულის გარდა სხვა მომავალი არ აქვს. „არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

ვიოლა ფონ კრამონი: ის რომ, თითქოს, ჩვენ გვსურს, საქართველო ომში ჩაერთოს, აბსურდია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს, ევროპარლამენტში სურთ, საქართველო ომში ჩაერთოს. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მათ უბრალოდ სურთ, დაინახონ, რომ საქართველო იმ რეფორმების ერთგულია, რომლის გატარების პირობაც ქვეყნის ხელისუფლებამ დადო. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ტყუილია, ეს შესაძლოა, საქართველოს მთავრობის მცდელობაა, რომ საკუთარი იმედგაცრუება აღმოფხვრან, მაგრამ ამას ჩვენ რეზოლუციასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. კითხვაზე, რას შეიძლება, ახადოს ფარდა საქართველოს მთავრობამ, ევროდეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა: ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. თუ რამისთვის არის ფარდა ასახდელი, ვთხოვთ, ეს გააკეთონ. მთელი ეს პროცესი გამჭვირვალეა, არის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს,“, - განაცხადა კრამონმა „ტვპირველის“ ეთერში. „თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია, არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

მარინა კალირანდი: ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკას იმის გამო, რომ თქვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები გახდეთ

ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე სწრაფი პროგრესი საქართველოს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რეფორმების ტემპი ეცემა. მარინა კალიურანდი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ სიმპათია იგრძნობა. „ვგრძნობ, რომ უკრაინის მიმართ არის სიმპათია, ამას ვხედავ დერეფნებში, სამუშაო კაბინეტში, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა განცხადებებში. ვფიქრობ, უკრაინას გარკვეული უპირატესობა აქვს. შესაბამისად, უკრაინისთვის უფრო მარტივი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება, მე ვისურვებდი, რომ სამივე ქვეყანას მისცენ სტატუსი, მაგრამ სამივე ქვეყანას ჰქონდეს პირობები - რაც შეეხება საქართველოს, ყველა პირობა უნდა იყოს შესული, რასაც შარლ მიშელის შეთნხმებაში იყო გათვალისწინებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე სწრაფი პროგრესი საქართველოს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რეფორმების ტემპი ეცემა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.  ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ის საკუთარ თავს და მის ფრაქციას საქართველოს მეგობრად განიხილავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ყოველგვარი ბალანსის და კრიტიკის გარეშე. „ეს არის მეგობრობის ძალა - როდესაც საჭიროა, მხარი დაუჭირო, მაგრამ იყო კრიტიკული, როდესაც საჭიროა. ასე რომ, მოვუწოდებდი ქართველ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ კრიტიკას, რომელიც ევროპარლამენტიდან და სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მოდის. ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკას იმის გამო, რომ თქვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები გახდეთ.  ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ევროკომისია, მას ექნება რჩევის სახე, მაგრამ გავლენას რა თქმა უნდა მოახდენს საბჭოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. კომისიის რეკომენდაცია ფაქტებს დაეყრდნობა. რაც შეეხება საბჭოს, ის აბსოლუტურად პოლიტიკურ ფაქტორებს ეყრდნობა - ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა დაუჭიროს გადაწყვეტილებას მხარი, ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ასე რომ, დღეს არ ვიცი, იქნება თუ არა კონსენსუსი ამ საკითხზე და გაითვალისწინებენ თუ არა გარკვეულ ფაქტორებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არ შეცვლის თქვენი ხალხის ნებას, რადგან თუ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო, მაშინ ხალხმა უნდა იბრძოლოს, იყოს თანმიმდევრული და აიძულოს მთავრობა, გაატაროს დემოკრატიული მთავრობა“, -  განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ტვპირველის“ ეთერში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 

სვენ მიქსერი: მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს

ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სამომავლოდ ევროკავშირის წევრობას იმსახურებენ. მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცახდა, რომ სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.  „მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის. ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს. უმრავლესობას ამ პარლამენტში და ევროპულ ინსტიტუციებში სურთ, გაუგზავნონ მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ველოდებით რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს. უკრაინა ომშია და ვფიქრობ, ეს მას შედარებით წინ აყენებს, მაგრამ ვისურვებდი ერთნაირ მიდგომას, ჩანაწერს საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. ზოგადად, ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ფუნდამენტურ მოთხოვნებსა და პრინციპებს, მაგრამ დღეს სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური ნაბიჯი. მჯერა, ამ სტატუსს იმსახურებს უკრაინელი ხალხიც, მოლდოველი ხალხიც და ქართველი ხალხიც. იმედი მაქვს, ქართველი პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები დაინახავენ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. გააკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია ფანჯრის დახურვამდე. სამივე ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროკავშირში, ისინი იმსახურებენ, იყვნენ აღიარებული მომავალ წევრებად. საბოლოო გაწევრიანება დიდი პროცესია და დღეს ამისთვის არც ერთი ასოცირებული ქვეყანა მზად არაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დღეს კანდიდატს სტატუსი არის პოლიტიკური და სიმბოლური სტატუსი“, – განაცხადა სვენ მიქსერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.  

ვიოლა ფონ კრამონმა ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი

ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი. სვენ მიქსერი: მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს „ჩვენ ევროპის ისტორიაში ნამდვილი ცვლილებების მომსწრენი ვართ. უკრაინა როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე მთლიან ევროპას პუტინის იმპერიული ბოროტებისგან იცავს. მოლდოვამ ათასამდე ლტოლვილი მიიღო და ახლა დიდი ეკონომიკური წნეხის წინაშეა, რაც ომმა გამოიწვია. საქართველო რეგიონში იყო პირველი, რომელიც რუსეთმა დასაჯა ევროპული მისწრაფებების გამო. ამ კონტინენტის მომავალი შეიცვლება ან ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, ან პუტინის წესების მიხედვით. შესაბამისად, დროა, რომ ევროკავშირმა ძალაუფლების ენაზე დაიწყოს საუბარი და წარმოაჩინოს თავისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. ევროპა არ იქნება სრულყოფილი, სანამ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რაც მათ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. მოვუწოდებ ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.  

ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მოქალაქეების ევროპული მიზნების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები. ამის შესახებ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მიუთითებს. უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რაც ყველაზე დიდი გეოსტრატეგიული ინვესტიციაა“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში. ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან, გახდნენ წევრი ქვეყნები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებში. ევროპარლამენტარები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“ ითხოვენ. ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ნაწილში საუბარია, რომ საქართველოც უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ. ევროპარლამენტი რეზოლუციაში უთითებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის. რეზოლუციაში ასევე არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს და რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია. „ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ისტორიული პასუხისმგებლობა და მისცენ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რაც გულისხმობს მათთვის ევროპულ პერსპექტივის მინიჭებას“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

მარინა კალიურანდი: გუშინდელ გადაწყვეტილებას განვიხილავ, როგორც მნიშვნელოვან გამოფხიზლების ზარს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე შეაფასებს და სამუშაო ახლა უნდა დაიწყოს. „საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება წინსვლას კრიტიკულად გადამწყვეტი რეფორმების მიმართულებით. „მივესალმები ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ - სამი ქვეყნის, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასები არიან. რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის და ჩვენი აღმოსავლეთ სამეზობლოს დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე, ამ მძიმე დროში, ევროკავშირის ლიდერებმა მხარდაჭერის მკაფიო გზავნილით უპასუხეს უკრაინისა და მოლდოვის ხალხის მიერ გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს, რომელთაც მთელი გულით ვულოცავ.  ამ მისწრაფებებს საქართველოს მოსახლეობაც თანაბრად იზიარებს – ამას მოწმობს გასული დღეების ხალხმრავალი შეკრებები, რათა მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატონ. სამწუხაროდ, მიუხედავად ევროკავშირის ინსტიტუტების არაერთგზის გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა მხრიდან, ეს მისწრაფება უგულვებელყვეს. არ შეიძლება უარვყოთ, რომ საქართველომ, რომელიც ოდესღაც ჩვენს ასოცირებულ აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ლიდერად ითვლებოდა და რომელმაც მოახდინა თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მრავალ სფეროში, ჩამოქვეითდა, როცა საქმე ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ან ოლიგარქიზაცია და მედიისა და პოლიტიკური ლანდშაფტების პოლარიზაცია. გუშინდელ გადაწყვეტილებას განვიხილავ, როგორც მნიშვნელოვან გამოფხიზლების ზარს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის. ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე შეაფასებს და სამუშაო ახლა უნდა დაიწყოს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება წინსვლას კრიტიკულად გადამწყვეტი რეფორმებისმიმართულებით“, - აღნიშნავს მარინა კალიურანდი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.

დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ დროა, მხარეებმა განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ. „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ჩახედონ რეკომენდაციების პირველ პუნქტს, თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკაში რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

პეტრას აუსტრევიჩიუსი: გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა) საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე კონცეტრირდნენ. დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოსთვის დროა, რომ ქვეყანაში გადაილახოს უთანხმოება და ყველა პოლიტიკური ძალა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე კონცეტრირდეს. პეტრას აუსტრევიჩიუსი იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია დადებით როლს შეასრულებს და გამოიჩენს ინიციატივას იმისთვის, რომ ხსენებულ პროცესში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკური პარტია მოიწვიოს, რადგან „საქმე საქართველოს მომავალს ეხება“. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს „საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვას დიდ დროს ვუთმობთ, მაგრამ საშუალოდ, ეს დრო გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებით, რატომ არის ასე?! ალბათ, რაღაც არის საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც არ გვაძლევს ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. და მართლაც, გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. ეს არის მკაფიო და მარტივი გზავნილი“, - აღნიშნავს პეტრას აუსტრევიჩიუსი.  

ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს

„საქართველო ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ჩვენ უნდა ვეძიოთ გზები, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გადაჭრას პრობლემები, რომლებზეც ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მირებულ დოკუმენტებში მიუთითეს“, - შესაბამისი განცხადებით, ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა. „მე ვფიქრობ, რომ სვენ მიქსერის მოხსენება გარკვეულწილად დახმარება იქნება, რადგან ისე ჩანს, რომ განსაკუთრებით, მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან თავს გვაჩვენებენ, რომ არ ესმით, რას ნიშნავს ეს პუნქტები. მაგალითად, პირველი ნაწილი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს. თუ გავიხსენებთ შარლ მიშელის შეთანხმებას, ჩანს, რომ მთავრობა საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პარლამენტში შექმნეს კომისია დეპოლარიზაციისთვის, თუმცა თუ მათ გასმოსვლებს მოუსმენთ, ეს პოლარიზაციის გაზრდას უფრო ჰგავს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და ომში ჩათრევაზე მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც გაიხსენა. „ადანაშაულებენ ყველას - არამარტო ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, რაც სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე. ახლა, საქართველოს მთავრობა ამბობს იგივეს. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ხსენებული ანგარიში, რომ ავუხსნათ, რას ნიშნავს ჩამოთვლილი რეკომენდაციები. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, არ ესმით. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ოლიგარქი არის ადამინი, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და ვისაც შეუძლია, დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონაა საქართველში - ბიძინა ივანიშვილი. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ ხელისუფლებას, რა არის ჩვენი მოლოდინი“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს

ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი). მან საქართველოსთვის დეპოლარიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „მე მინდა რამდენიმე ძირითად ელემენტზე ვისაუბრო. პროექტი მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, მიაღწიონ ქვეყნის მოსახლეობის ამბიციურ ევროპულ მიზნებს. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას, რაც ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით უნდა შესრულდეს.  ანგარიშის პროექტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადაჭრას ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა დასახელებისა და დანიშვნის პროცესში, ასევე - გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რომ პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; რეზოლუციის პროექტი ასევე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების საჭიროებასა და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნაზე. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს, მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის შესახებ აღქმას“. კერძოდ, სვენ მიქსერმა ახსენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშვნა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე; „ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში არსებობდა პროგრესის ნაკლებობა, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო 75 მილიონი ევროს ტრანში, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება 2021 წლის სექტემბრისთვის. ამასთან, ანგარიშის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტიანად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება და შეშფოთებას გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ამასთან, ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა. ცნობისთვის, ეს ანგარიშის პროექტი რეზოლუაციას უნდა დაედოს საფუძვლად.

ევროკომისიის წარმომადგენელი: არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მის მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა (DG NEAR) მიხაილ რუპმა ევროპარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს. ეს ანგარიშის ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად. პეტრას აუსტრევიჩიუსი: გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი „რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ 17 ივნისს დაამტკიცა დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება. ამიტომ, ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მის ძალისხმევაში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ეს საკმარის დროს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე, თუმცა მუშაობა არ შეჩერდება და როგორც იცით, ჩვენ სხვადასხვა ფართო ინსტუმენტი გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან კუმუნიკაციას და მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყანას ყველა დონეზე, შეასრულოს ეს პრიორიტეტები“, - აღნიშნა მიხაილ რუპმა. დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

საქართველოს დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს დღეს ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტს დევიდ მაკალისტერი უხელმძღვანელებს. ევროპელი კანონმდებლები საქართველოში შეხვედრებს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გეგმავენ. ქართველ პოლიტიკოსებისა და  ევროპელი დეპუტატების განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს  

დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. „საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ შევხვდებით საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მირებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზადაა, საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას - ვნახეთ ევროპარლამენტარებთან პინგ-პონგი, ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს ელოდება, მიუღებელია ქალბატონ ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული. ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან. პრეზიდენტო, თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადები გააკეთეთ და მოუწოდეთ ყველა მხარეს ერთიანობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ეტაპზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. „საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრ ვმუშაობთ უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ჩვენი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ევროკავშირის მისიის არსებობა საქართველოში, ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა. საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი და მას აქვს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა. ევროპარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ჩვენს ოჯახში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

რა საკითხებით დაინტერესდნენ ევროპარლამენტარები ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. „შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს, როგორც მშვიდობის მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში. ასევე, ჩვენს მოლოდინებს - თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. სტუმრებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება ევროკავშირი დაეხმაროს ქვეყანას ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმციით, თავდაპირველად ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს 23 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულის განმავლობაში, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში. „პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.  ასევე ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით. „შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), ისევე როგორც 2021-2027 ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარულ, ისე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს. აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოზე. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის წევრები - ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე: ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ ვერცერთ თავდასხმას ვერ გაიხსენებთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რომლებზეც ელჩს მარტივად შეუძლია პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. კობახიძის თქმით, ეს არ არის თავდასხმა ელჩზე. აღნიშნული განცხადება კობახიძემ პარტიის ოფისში გამართუ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. „როდესაც საქმე ეხება საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, იგივე მოსამართლის თემას და ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.  კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან „ვერ გაიხსენებთ ვერცეთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. ასეთი არ ყოფილა, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. პირველი თემა უკავშირდება მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსმართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, უნდა დაისვას კითხვა და ეს ვერ შეფასდება თავდასხმად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე მეორე მაგალითად კი, მან მიხეილ ყაველაშვილის შეკითხვები მოიყვანა. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“. კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

დევიდ მაკალისტერი: ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს, ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის

საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს მუშაობა, შედეგი კი წლის ბოლოს გამოჩნდება. „ჩვენ გავაკეთეთ ორი განცხადება მედიასთან. ჩვენ გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა 12 პრიორიტეტი, 12 რეკომენდაცია და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამაზე. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ წინსვლის გზას, ასევე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების მათი გეგმა. ჩვენ ასევე ვკითხეთ პარტია „ქართულ ოცნებას“, თუ როგორ აპირებს პროცესის ორგანიზებას, რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტისას შეხვდნენ მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ხვალ ისინი სომხეთს ეწვევიან. ვიზიტს წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 13 ივლისს, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი. ამავე კომიტეტის სხდომაზე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია“.  „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტის განხილვისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: 14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა. დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა „14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი. ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – აღნიშნავ რობერტა მეცოლა მისივე Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

კუბილიუსის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს

ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს.  ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა, რომ „რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. „ჩვენ ახლა შეგვიძლია, კიდევ უფრო მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭათ ეს გეგმა, რითაც კრემლმა იგრძნო, რომ რაც სურს, იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა.  იმპერიული, კოლონიური ომი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში. ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით. საქართველოში ომის შემდეგ, პუტინთან დიალოგის ძალისხმევა იყო, რაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა ", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით.

ილია დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში მიმდინარე ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს  ევროპარლამენტის მომხსენებლების ანგარიშების პრაქტიკის მნიშვნელობას. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპარლამენტი სათანადოდ შეაფასებს სა ქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე და სვენ მიქსერს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და იმედი გამოთქვეს, რომ საბჭოს ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სფეროში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შემდგომი შესაძლებლობების ნაყოფიერი განხილვა. ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დღეს, 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.  

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო სესხის გამოყოფის შესახებ. სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, გადაწყვეტილებას 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ ზაფხულს მოითხოვა 9 მილიარდი ევროს გამოყოფა.  ერთი მილიარდი ევროს ოდენობით პირველი ტრანში უკრაინას უკვე გადაეცა. 5 მილიარდი ევროს ღირებულების შემდეგი ტრანშის გაცემის პირობებზე ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები 9 სექტემბერს, პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.  

სვენ მიქსერი: ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ან ცალკე აღებული. მისივე განცხადებით, პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ უნდა გაუცრუოს. „ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ შეხვედრებზე ძალიან ცხადი იყო. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. სვენ მიქსერის განცხადებით, საკმაოდ დეტალური ინსტრუქციაა მოცემული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ. „განსაზღვრულია 12 რეკომენდაცია და 12 მიმართულება, სადაც საჭიროა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვფიქრობ, ინსტრუქცია საკმაოდ დეტალურია, რა უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს დინამიკა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ. ეს არის საქართველოს პოლიტიკური კლასის საშინაო დავალება“, - განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპარლამენტარები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

ევროპარლამენტარი: სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება

29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება  – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა. უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ფოტიგა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა უკრაინას ტანკები უნდა მიაწოდოს და გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს

ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, უკრაინას Leopard II-ის ტიპის ტანკები მიაწოდონ, ხარჯები ევროპის მშვიდობის ფონდიდან აუნაზღაურდებათ. France 24-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელმაც გვაჩვენა თავისი განზრახვა და აბსოლუტური მზაობა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. მან გადააჭარბა მოლოდინებს და მიზნებს, რომელთა მისაღწევად სხვა ქვეყნებს თვეები ან წლები დასჭირდებოდათ“, - განაცხადა მეცოლამ. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ მათი არსენალებიდან შემოწირულობებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათი ეროვნულ თავდაცვის შესაძლებლობებს. „ვფიქრობ, ახლა უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ესკალაციას განიცდის, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ უკრაინა წარმატებით უკუაგდებს მათ რუსებს“, - განაცხადა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი „შეშფოთებულია“ რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული „ხვრელების“ გამო

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობს რუსეთი და არ გამორიცხა, რომ ახალი პაკეტები მომავალშიც შემუშავდება. „კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უცვლელი უნდა დარჩეს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღიარა, რომ არსებობს შიში, თუ კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მკაცრი ზომებისთვის მზად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის პირობებში, თუმცა განარტავს, რომ „უკრაინის გამო დაღლილობა არ არსებობს“. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ომის გამო გამოქცეული 7 მილიონი უკრაინელი შეიფარეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების“ გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც უკვე დგანან ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ან ამის სურვილი აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში.  ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხსენებულ საკითხებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, თავდაცვის სისტემები

რუსეთის მხრიდან ბოლო ესკალაციის კვალდაკვალ, უკრაინას სჭირდება მძიმე შეიარაღებისა და თავდაცვის სისტემების მიწოდება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „უკრაინელებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის და ჩვენი გაფართოების დაცვა. ომის ამ ახალ, უფრო სახიფათო ფაზაში მათ სჭირდებათ მძიმე ჯავშანტექნიკა და თავდაცვითი სისტემები, რაც მათ საშუალებას მისცემს, გადაურჩენ თავდასხმას“, - განუცხადა მეცოლამ დიპლომატებს. მან მოუწოდა ევროპას, ადაპტირდეს ახალ მსოფლიოსთან, რომელიც უბიძგებს ევროპას ერთობლივი ძალისხმევით ცვლილებებისკენ. „პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გატეხვა, მაგრამ ამის ნაცვლად, გააძლიერა ჩვენ გადაწყვეტილებები.  ევროპაში ჩვენ დიდი ხანია, ვისწავლეთ და გვესმის, რომ დაშოშმინების პოლიტიკა არ მუშაობს და არასოდეს იმუშავებს”, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  

ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებულად მიღებას უჭერს მხარს. რეზოლუციას ჰყავდა 547 მომხრე, 49 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ საბჭომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შედეგად, 2023 წლიდან უნდა გაუქმდეს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები. შენგენის ზონა ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისა და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს დღეს შენგენის ზონა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, გარდა ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთისა. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი ასევე შენგენის ზონაში შედიან.  

ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია გადასცა

ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია მიანიჭა. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა. „ისინი იბრძვიან იმისთვის, რისიც სჯერათ. თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან ჩვენი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად“, - დაწერა მეცოლამ Twitter-ზე. დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება. სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსდა. ჯილდო გადაეცემა იმ პირებს, რომლებმაც „განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზროვნების თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მთელს მსოფლიოში“. გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა. პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.  

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში განიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უძღვებოდა. მან პროცესს რთული უწოდა, თუმცა მასში კონსტრუქციული მიდგომისთვის ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა სისრულეში მოვიდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები. ეს ასევე ასახავს გამართლებულ კრიტიკას სხვადასხვა სფეროში საქართველოს ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს მათ მისწრაფებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.  

ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. განხილვა თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება. ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი შესწორების თანახმად, აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა. უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის და ასიტა კანკოს მიერ შეტანილ შესწორებააში გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ “. „კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, რომელიც რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირებს შეეხება. ხსენებული ცნობების დადასტურების შემთხვევაში, კომიტეტი ივანიშვილის და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ცვლილებებში წერია, რომ აუცილებელია საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა“. „ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - ვკითხულობთ ტექსტში. გარდა ამისა, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ. კიდევ ერთი შესწორების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს. „ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იყოს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში. ამასთან, ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ვკითხულობთ „[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“. ერთ-ერთი ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი. „[კომიტეტი] სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - წერია ტექსტში. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უძღვებოდა. ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ ტექსტს მხარი დაუჭირა 47-მა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი, თავი შეიკავა. შესწორებაში, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სხვა გარემოებებთან ერთად ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, ჯერ კიდევ განიცდის ზრუნვის ნაკლებობას, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით აჩენს საფრთხეს. განხილვას ესწრებოდა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ძირეული სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისკენ. ანგარიშის თანახმად, დროულად უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აღმოიფხვრას მანამდე გამოვლენილი ნაკლოვანებები და ჩატარდეს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ანგარიშის ავტორები გამოხატავენ წუხილს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფიში ISFED-ის არდაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეკომენდაციად არის მითითებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე. საუბარია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობაზე. დღეს მიღებულ კომპრომისულ ვერსიაში აღარ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა.  ევროპარლამენტარების რეკომედანციაა, „გადაიჭრას გადაჭარბებული ინტერესების ზეგავლენის საკითხი, განსაკუთრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სისტემურად, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“. შესწორებების ახალ ვერსიაში კომიტეტი მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისცეს უფლება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ, ჰუნამიტარული მიზნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად, როგორც ეს რამდენიმე შესწორების პროექტში გვხვდებოდა. ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების, მფლობელების ან მასმედიის წარმომადგენლების ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს გადახედოს. აქვე გამოხატულია შეშფოთება იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებით, ამ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი არსებითი შეკითხვების მიუხედავად, კერძოდ, ვადებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით“. ევროპარლამენტარები პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს უწოდებენ „ლელოს“ ლიდერების საქმეს. „ანგარიში აღნიშნავს, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს"; ანგარიში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება წინააღმდეგობაში იქნება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ მიზნებთან“. ევროპარლამენტარების წუხილს გამოთქვამენ, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელად. ანგარიშის ავტორები ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები იმმ მიზნით, რომ საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზამკვლევს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ. ეს ანგარიში რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად.

ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა.  შეთანხმება დროებით აადვილებს საგზაო-სატვირთო გადაზიდვებს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინულ, მოლდოველ და ევროპელ გადამზიდველებს, ტერიტორიები, შესაბამისი ნებართვების მიღების გარეშე გადაკვეთონ. გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი უკრაინელ მძღოლებს საშუალებას მისცემს ევროკავშირში, უკრაინული მართვის მოწმობები და პროფესიული კომპეტენციის სერთიფიკატები გამოიყენონ. „უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია. ამიტომ უკრაინისთვის უნდა მოძებნოს ალტერნატიული საგზაო მარშრუტები მარცვლეულის, საწვავის, საკვებისა და სხვა საქონლის ექსპორტისთვის. მოლდოვაც ანალოგიურად იტანჯება, სჭირდება ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები ევროკავშირის გავლით და დახმარება უკრაინული საქონლის ტრანზიტში“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტში. „ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მოხსენებაში.  

ანდრიუს კუბილიუსი: შეთანხმება მიღწეულია, ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული.   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა „ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.   მთავარი ხაზია:   „ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და ქვეყნად, რომელიც ტერორისტულ საშუალებებს იყენებს“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.   უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

ევროპარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას მიესალმა და ქვეყნებს რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლითაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას მიესალმა და რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს. მისივე თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა. „იმისათვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და შეცვალოს ის კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს. ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებული იქნება რეალურ დროში, თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა იმ სასტიკი და არაადამიანური ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ, ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“, - ნათქვამია რეზოლუციაში. შეთანხმება მიღწეულია, ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული ყველა დონეზე, რომ დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ახლა ევროპარლამენტის ვებგვერდის ხელმისაწვდომობა შეფერხებულია, გარე ქსელის ტრაფიკის მაღალი დონის გამო. ეს ტრაფიკი ასოცირდება DDOS შეტევასთან. ევროპარლამენტის IT-ის გუნდი ამ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადაჭრაზე მუშაობს“,- ამის შესახებ ევროპარლამენტმა თავის Twitter-ზე განაცხადა. კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.  

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის საიტზე მომხდარ კიბერშეტევაზე, პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროპარლამენტის საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო". ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „ჩემი რეაქცია: #SlavaUkraini" “-  წერს რობერტა მეცოლა.  ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა ევროპარლამენტის ვებგვერდზე, კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.   

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ. პარლამენტმა 531 ხმით დაამტკიცა გადაწყვეტილება, 7 წინააღმდეგი იყო და 34-მა თავი შეიკავა. წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იყოს მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას. კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა (S&D, ES) განაცხადა, რომ „ევროპარლამენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ის ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები ევროპარლამენტი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. რუსეთი ყირიმის მცხოვრებლებისთვის პასპორტებს 2014 წელს ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ გასცემს და ამჟამად ანალოგიურად მოქმედებს უკრაინის სხვა კონტროლირებად რაიონებში. ამ რუსული პასპორტების მიუღებლობა ვრცელდება მაშინ, როდესაც ვინმე ითხოვს ვიზას ევროკავშირში შესასვლელად, ან როდესაც ისინი კვეთენ ევროკავშირის გარე საზღვრებს. კომისიის ცნობით, თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ.

ევროპარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ ინიციატივას მხარი 540-მა დეპუტატმა მისცა, 6 წინააღმდეგი იყო, 36-მა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.  

კორუფციაში დადანაშაულებულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერეს

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმ მას შემდეგ, რაც ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.  

მარკეტა გრეგორევა: ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად

ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც - ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს „რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია. არ არსებობს ადგილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისთვის. ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა, მე ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად“, – განაცხადა გრეგორევამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ - მიქსერი

შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა. მარკეტა გრეგორევა: ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად „ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს  

ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა

ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა. „დღეს ჩვენ უკრაინის მამაც ხალხს გადავცემთ ევროპარლამენტის ყველაზე პრესტიჟულ პრიზს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის. უკრაინელი ხალხი არამხოლოდ დამოუკიდებლობისთვის, არამედ ღირებულებებისთვის ომშა“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია გადასცა გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა. პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.

ევროპარლამენტი: ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. წერს „ინტერპრესნიუსი“. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო  ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. "[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ჩადებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც მოგვარებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს; [ევროპარლამენტი] ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემის მოგვარების რჩევას იძლევა, კერძოდ კი, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების, სისტემური გზით, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით“, - აღნიშნულია შესწორებაში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით. „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.  

ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ევროპარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.  ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა უკრაინული მედიის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემზარავ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, 17-მა თავი შეიკავა. მიღებული რეზოლუცია გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და პატივს სცემს მილიონობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ხელოვნური შიმშილის მოწყობის შედეგად.  გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ცდილობს მის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციას, ძარცვავს მარცვლეულის საწყობებს და აფერხებს ექსპორტს. მიღებული რეზოლუცია გადაეცემა უმაღლეს რადას, პრეზიდენტს, უკრაინის მთავრობას, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, ევროსაბჭოსა და კომისიას, წევრ ქვეყნებს, გაეროს, ეუთოს, ასევე რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.   

რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ეს ანგარიში საქართველოსთვის ისტორიულ მომენტში მოდის 2022 წლის 3 მარტს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი ოფიციალური განაცხადის შემდეგ. ის იძლევა შესაძლებლობას, ახლოდან დავაკვირდეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების (AA) განხორციელებაში მიღწეულ საერთო პროგრესს. კომისიის შემდეგი შეფასების წინ აუცილებელი ქმედებების განხორციელება საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი უნდა იყოს. პოლიტიკური ნებაა საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებას მათი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და მისი გამოყენებაა საჭირო. განხორციელების მიმდინარე ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის მიზნისკენ. ის ეფუძნება ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს და მისი ორგანოებისა და საქართველოსთან დაკავშირებული ძირითადი წევრების საქმიანობას, რაც ასახავს ჩვენი ინსტიტუტის მჭიდრო და მუდმივ ჩართულობას საქართველოსთან“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ განაგრძოს რეფორმის პრიორიტეტები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კომისიის მოსაზრებაში და რომელიც ასახავს 2021 წლის 19 აპრილს შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. „ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს ამ პრიორიტეტების გადასაჭრელად სამუშაო პროცესის დასაწყებად და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, წარმართონ ეს პროცესი ინკლუზიურად და გამჭვირვალედ; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინადადებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი და სანდო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაგრძელდება მისივე დამსახურებითა და მისი წარმატების საფუძველზე ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესაბამისად, განსაკუთრებით დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით“. „რეზოლუცია ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - ნათქვამია დოკუმენტში.ამასთან, ევროპარლამენტის რეკომენდაციით, სისტემური გზით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, (კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის); ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით; რეზოლუცია იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის უფლება საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, უზრუნველყოს დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი; უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკაონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ საჯარო განცხადებებში; მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნახსენებია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეები.  

24 ევროპარლამენტარი ევროკომისიას მოუწოდებს, საქართველო EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართოს

ევროპარლამენტის 24 დეპუტატი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს მიმართავს და საქართველოს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვისკენ მოუწოდებს. „საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში, როგორც მათ სახლში, მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ. საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა აშკარა პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. მას შემდეგ საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგის (PRA) და სპექტრის (RSA) ხელშეკრულებების გაფორმებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ევროკომისია მხარს დაუჭერს ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის კოორდინირებული დახმარების გზით", – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში, რომელსაც „ტაბულა“ ავრცელებს.  ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა. ცვლილების შედეგად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სატელეფონო ზარებში, SMS-ებსა და მობილურ ინტერნეტში იხდიან იმდენივეს, რამდენსაც საკუთარ ქვეყანაში. EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს იმავე შეღავათით სარგებლობის საშუალებას მისცემს.  

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს

ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რადგან „უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 2023 წელს უკრაინისთვის განკუთვნილი 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს საბოლოოდ დააამტკიცა, მას შემდეგ რაც უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ შეთანხმება დადო. ბოლო ათი თვის განმავლობაში, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით, 4,2 მილიარდი ევრო გამოუყო.     

ორბანი ევროპარლამენტის გაუქმების მოწოდებით გამოდის

„თუ ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, - ამ მოწოდებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა. Politico-ს ცნობით, ორბანმა ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული გარანტიები სამწუხაროდ, ჩავარდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატებისგან დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში დადანაშაულების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას მხარს უჭერს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინისთვის გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებით მიწოდების მომხრეა. მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ტელერადიომაუწყებლობის პირველი არხი Tagesschau ავრცელებს. გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა CSU ბუნდესტაგის დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრისას მეცოლამ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, რის გამოც იგი ასევე მხარს უჭერს Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას უკრაინისთვის, როგორც ამას CSU და სხვა გერმანელი პოლიტიკოსები და პარტიები ითხოვენ. გერმანიამ 2022 წელს უკრაინას, €12 მილიარდის დახმარება გადასცა  

ევროპარლამენტის წევრებს, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ

ორგანიზაციის ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების განახლებით, რომელიც ინსტიტუტის პრეზიდენტის მიერ არის წარმოდგენილი, ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ლობირება ორი წლით აეკრძალოთ. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. წყაროების თქმით, მეცოლა სულ 14 წინადადებას წარდგენს. წინადადებები, რომლებიც Politiсo-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, აუკრძალავს ევროპარლამენტარებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არაოფიციალური მეგობართა ჯგუფების შექმნას, და ავალდებულებს დეპუტატებს, მიაწოდონ ინფორმაცია მათი შემოსავლის წყაროების შესახებ. „პარლამენტისადმი სანდოობა დაირღვა დეკემბერში, როდესაც ბელგიის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მოქმედი და ყოფილ ევროპარლამენტარების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქრთამის აღებაში კატარისა და მაროკოს კეთილგანწყობის სანაცვლოდ“, - წერს Politiсo.  

ევროპარლამენტში ახალი ვიცე-სპიკერი აირჩიეს

ევროპარლამენტის (EP) ხელმძღვანელის ახალ მოადგილედ ლუქსემბურგის დეპუტატი მარკ ანხელი აირჩიეს. მან ევა კაილი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან პარლამენტში კორუფციული სკანდალის გამო გაათავისულეს.  „კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მარკ ანხელი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში გამართულ სესიაზე. მან აღნიშნა, რომ მარკ ანხელმა კენჭისყრის ორ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ბოლო ტურში ანხელს მხარი 307-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 59 წლის დეპუტატი ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში ათობით ჩხრეკა ჩაატარა და ოთხი ადამიანი, მათ შორის კაილი დააკავა. „ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიების ყველა ბრალდებული "ეჭვმიტანილია დიდი თანხის გადახდასა ან მნიშვნელოვანი საჩუქრების შეთავაზებაში მესამე პირებისთვის, რომელთაც პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიციები საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე",- წერს მედია.  ამასთან, როგორც მედია წერს, მომხდარის მიზანი იყო კატარის იმიჯის გაუმჯობესება ევროკავშირში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.  

ევროპარლამენტმა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ევროპარლამენტის წევრებმა ოთხშაბათს უმრავლესობით დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC, ირანის არმიის ელიტური ნაწილები) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს. ინიციატივას მხარი 589-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგი იყო, 31-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის დამტკიცების საფუძვლად მოყვანილია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტული საქმიანობა, დემონსტრაციების ჩახშობა და რუსეთისთვის დრონების მიწოდება.  

ევროპარლამენტმა რუსეთისა და ბელორუსის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნას. რეზოლუცია მიღებულია 472 ხმით, 19 წინააღმდეგ წავიდა და 33-მა თავი შეიკავა. „რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, წარმოადგენს გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ძალებმა განახორციელეს განურჩეველი თავდასხმები საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მოკლეს ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და განახორციელეს ტერორისტული აქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრიბუნალის შექმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტიტუციურ სისტემაში არსებულ დიდ ხარვეზს შეავსებს. მან მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქვეყნებს, იმუშაონ მჭიდრო თანამშრომლობით უკრაინასთან, რათა მოიძიონ და შექმნან პოლიტიკური მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ფორუმებში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არამხოლოდ ვლადიმერ პუტინის და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ქმედებები. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპარლამენტს მტკიცედ სჯერა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პუტინი და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა შეიძლება, უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის დაისაჯონ. რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ამ ტრიბუნალის შექმნა ასევე იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტისა და რუსეთის მოკავშირეებისთვის, რომ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციისთვის დასავლეთთან ჩვეულ ფორმატში დაბრუნება შეუძლებელია. 

იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა

კორუფციული სკანდალის ფარგლებში, ტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა. ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია, აცხადებს ადვოკატი. ამავე საქმეზე ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა 11 თებერვალს დააკავეს. ბელგიური მხარე ევროპარლამენტარის ექსტრადირებას ითხოვს. სასამართლო ხსენებულ საკითხს 14 თებერვალს განიხილავს.  

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა გაეწიოს, ამასთან, პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა. ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მხრივ, ლაკმუსის ტესტია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. რეზოლუციის ავტორები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. „ევროპული რეფორმების მიმართულებით ქვეყნის პროგრესი პოლიტიკის ცენტრში უნდა დაბრუნდეს”, - ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის მოწოდებით გამოდის. რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. „[რეზოლუცია]კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპული] საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი უკრაინისთვის გამანადგურებლებისა და ტანკების გადაცემის მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტის წევრებმა მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყონ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და სამხედრო დახმარება, მათ შორის მძიმე ტექნიკა და გამანადგურებელი, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში გამარჯვების მისაღწევად. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. რეზოლუციას 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 25, 37-მა თავი შეიკავა. „ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ისინი მოუწოდებენ, სერიოზულად განიხილებოდეს დასავლური გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების, შესაბამისი სარაკეტო სისტემების მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კიევისადმი საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინას არამხოლოდ თავის დაცვა, არამედ მთელ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა უნდა შეეძლოს”, - აღნიშნულია ტექსტში. ამასთან, რეზოლუცია რუსეთისადმი სასანქციო წნეხის გაზრდისკენ და უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდებს.  

ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ავტორები ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების გამო და აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას. „საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირში წევრობის განცხადების მომზადებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან, და, პირიქით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად, მიზანს, რომელსაც ძალიან ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, დაგეხმაროთ მიღწევაში”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს: პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა) მაიკლ გალერი (გერმანია) სვენ მიქსერი (ესტონეთი) ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია) ანა ფოტიგა (პოლონეთი) ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა) მარინა კალიურანდი (ესტონეთი) ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია) მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი) ტეის როიტენი (ნიდერლანდები) მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი) კარენ მელქიორი (დანია) რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი) ურმას პაეტი (ესტონეთი) იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა)

ევროპარლამენტმა რეზოლუციით თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერა სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას - ღარიბაშვილი

ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ღარიბაშვილი „მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია“, – განაცხადა პრემიერმა.  

ევროპარლამენტი და უკრაინის უმაღლესი რადა 12 აპრილს ისტორიულ ერთობლივ სესიას ჩაატარებენ

ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ 12 აპრილს გამართავს ერთობლივ ჰიბრიდულ სესიას უკრაინის პარლამენტთან, უკრაინის უმაღლეს რადასთან, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გამოწვევები განიხილონ. ღონისძიებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან. დღის წესრიგში მოსალოდნელია რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის განხილვა, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ბიუჯეტის კონტროლი და უკრაინის კანონმდებლობის სინქრონიზაცია ევროკავშირთან. „მონაწილეებმა ასევე უნდა განიხილონ, თუ როგორ შეიძლება, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები მათი შესაბამისი ინსტიტუტების კომიტეტებს შორის", - ნათქვამია პრესრელიზში. ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი 2022 წლის 23 ივნისს მიანიჭა.  

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნება - კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი და შესაბამისად, ევროპარლამენტში მისი გამოსვლა გადაიდო. კრამონი მომხდარს ძალიან სამწუხაროს უწოდებს და Twitter-ზე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ითქვა, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა თავად ქართულმა მხარემ გააუქმა. კრამონის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარია, ვისაც შეეძლო, მისალმებოდა პრეზიდენტის გამოსვლას. ის იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შემდეგში შედგება. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს. შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის გადადებაზე განმარტებას აკეთებს. ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით. „ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, - აცხადებს ადმინისტრაცია. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს. შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის €145 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მოლდოვისთვის მაკროფინანსური დახმარების 145 მილიონ ევრომდე გაზრდას, რათა დაეხმაროს ქვეყანას, 2023 წელს, თავისი დაფინანსების საჭიროებების ნაწილი დაფაროს. დახმარება, რომელიც 45 მილიონ ევროს გრანტისა და 100 მილიონ ევრომდე სესხისგან შედგება, სავარაუდოდ, 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში გაიცემა იმ პირობით, რომ მოლდოვა გარკვეულ პოლიტიკურ პირობებს შეასრულებს. ეს მოიცავს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე, პროგრესს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით.  

ბელგიაში, 16 წლის ახალგაზრდებმა ევროპარლამენტის წევრების არჩევის უფლება მიიღეს

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა. „ასაკობრივი ლიმიტის შემცირებით, ჩვენ მკაფიო სიგნალს ვგზავნით. გვსურს, მოვისმინოთ თქვენი ხმები და მოსაზრებები, რათა გავითვალისწინოთ ისინი“, - მიმართა ახალგაზრდებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა. დაახლოებით, 280 000 ბელგიელ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მომავალ წელს ევროპულ დონეზე გამოხატოს თავისი აზრი. თუმცა ზრდასრული მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ავტომატურად შედიან ამომრჩეველთა სიაში, ხმის მიცემის მსურველი არასრულწლოვნები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ. ბელგია გახდა ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა მალტის, გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც ხმის მიცემა 16 წლიდან დაუშვა.  

ევროპელმა ლიდერებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ჩამოვლენ. „პირობას ვერ დავარქმევ, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაინმაც, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების განმავლობაში, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეგვიძლია მოვიქცეთ ცუდად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. "ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობს, გამიცნონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბრისას. "მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე და ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, შარლ მიშელის შეთანხმება, პოლარიზაცია პრეზიდენტის შეწყალების უფლება - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტის ტრიბუნა ასევე გამოიყენა იმისთვის, რომ მიემართა საქართველოს მთავრობისთვის; შეეხსენებინა ყველასთვის, რომ რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი გავლენა: ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმის, პირდაპირი ფრენების აღდგენა - ამ ფონზე კი, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში.  სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შარლ მიშელის ხელშეკრულება ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული ექნებოდა. ახლა კი, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა.  რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებასა და მისი ზრახვებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის ეს ბუნება ახალისებს რუსეთის აგრესიას და არა ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება.  ასეთ დროს კი, ზურაბიშვილს ამორალურად მიაჩნია რუსეთისთვის მადლობის გადახდა ევროკავშირისგან დახმარების ფონზე.  საქართველოს პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და გამოხატა პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი.  "დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების უფლებას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე.  ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიც ახსენა.  "მათ გვერდით ვდგავარ, ვინც სოხუმში გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  "როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“

„წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. მარინა კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო: „პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით. „ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი. „ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია

ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. როგორც თვითონვე ამბობს, ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. „ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კალიურანდმა. კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ  

კალიურანდი: შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ ღიაა, ის შეიძლება, დაიხუროს

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ დასამალი არაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, და განსაკუთრებით კი ევროპარლამენტთან, ურთიერთობა გასული წლის განმავლობაში "მშფოთვარე და ქაოსური" იყო. კალიურანდის თქმით, რომლის ციტატსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, ეს არის „შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა და არ ვიცით, როდემდე იქნება ის ღია, ის შეიძლება მალე დაიხუროს. ამიტომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იყოს გამოყენებული“. ამავე სხდომიდან: კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო: „პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით. „ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი. „ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა ევროპარლამენტარმა.

კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ

ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. როგორც თვითონვე ამბობს, ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. „ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კალიურანდმა. კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო: „პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით. „ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი. „ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა კალიურანდმა IPN-ის ცნობით.  

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტზე (ASAP) წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. წინასწარი შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. შეთანხმებას ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს მობილიზებას, რათა დაეხმაროს სახმელეთო და საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე, რაკეტების წარმოების საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ გზით განხორციელდება 2023 წლის მარტში საბჭოს მიერ შეთანხმებული გეგმა, რათა უზრუნველყოს ევროპული საბრძოლო მასალის წარმოების გრძელვადიანი ზრდა უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირი გააძლიერებს და დააჩქარებს ევროპის საკუთარი საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოებას. „ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა, და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების გრძელვადიანი უსაფრთხოება”, - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა. შეთანხმების ხელმოწერა და ძალაში შესვლა ივლისის ბოლომდე იგეგმება.

ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტში LGBTI პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებასა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს. წერილის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მძლავრად დაიგმოს LGBTIQ-ის საწინააღმდეგო ძალადობრივი თავდასხმა თბილისში, შაბათს, 8 ივლისს. მათი შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო შეკრების, აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც ფუნდამენტური უფლებებია.  დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი პრაიდზე ამგვარი თავდასხმები აშკარად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც დემოკრატიის არსებითი კომპონენტებია და რომლებიც უნდა დაიცვას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ყველა ქვეყანამ. „საჭირო გახდა ყოველწლიური LGBTIQ Pride ღონისძიების გაუქმება და ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ასობით ძალადობრივი მონაწილე თავს დაესხა ფესტივალის ადგილს 8 ივლისს. საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება და უშიშროება მონაწილეებს და ორგანიზატორებს მყისიერი საფრთხე შეუქმნა. LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრანტების კავშირები ულტრამემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსთან ძალიან შემაშფოთებელია," - წერია წერილში.  

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ევროპარლამენტში: რუსეთმა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება

აფხაზმა ბლოგერმა, ახალგაზრდული მოძრაობის, „ამრას“ წარმომადგენელმა დაურ ბუავამ ისაუბრა ევროპარლამენტში პანელზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. შეხვედრის მონაწილეებს ის აფხაზურ ენაზე მიესალმა, რის შემდეგაც „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის“ მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, რომლებიც „საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, საერთო ისტორიას ქმნიდნენ“, გაყოფილები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ბუავა ბრიუსელში, თბილისში მდებარე სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. „30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირია ინფორმაციაა... ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია, თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართული ენასთან გათანაბრებული. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ, იცოდნენ. ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში 30 წლის წინ, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ეს იყო რუსეთი,“ - განაცხადა დაურ ბუავამ. შეგახსენებთ, რომ ბლოგერი თბილისში 2021 წელს გადავიდა საცხოვრებლად. 2022 წლის ზაფხულში, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოკუპირებულმა სოხუმმა განაცხადა, რომ მისი Tiktok-ის ვიდეოები აზიანებს „აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს.“ გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.  

Politico: 2024 წელს ევროპარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება

2024 წლიდან ევროპარლამენტართა რაოდენობა სავარაუდოდ, 15 დეპუტატით გაიზრდება. ცვლილებების შედეად, ევროპარლამენტართა რაოდენობა 705-დან 720-მდე გაიზრდება. დამტკიცების შემთხვევაში ახალი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნებიდან შევა ძალაში, რომლებიც 2024 წლის ივნისში იგეგმება. გამოცემა Politico ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ორ-ორი ევროპარლამენტარი დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, თითო-თითო კი ავსტრიას, ბელგიას, პოლონეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ლატვიას, ირლანდიასა და დანიას.  

რობერტა მეცოლა: კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ევროპარლამენტართა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით „შოკირებულია“

ევროპარლამენტარების ნაწილი მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყებას ეხმაურება. „შოკირებული ვარ, რომ მესმის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის შესახებ. იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ „ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების,“ - წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა. „სრულიად აბსურდული ნაბიჯით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს თავის მხრივ, მირიამ ლექსმანი. შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

ევროპარლამენტმა ლუკაშენკო რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ აღიარა

ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ“ აღიარა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, რაც უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და ზარალისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს,“ - ნათქვამია რეზოლუციაში. მისივე თანახმად, „სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაზე, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „გააფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციები, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული. რეზოლუციაში ბელარუსი "რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდაა" მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.  

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის გადასინჯვის შესახებ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის სპეციალური ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ევროპარლამენტმა 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური პროგრამის შუალედურ განხილვაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში შესული ცვლილებები ფოკუსირებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე, ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიისა და სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სახის კრიზისებზე ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფაზე.  

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის “ძალადობრივ დაპყრობას” გმობს და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბრის აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას. ევროპარლამენტის თანახმად, თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება. ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება. ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.  

ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბრის აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას. ევროპარლამენტის თანახმად, თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება. ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის “ძალადობრივ დაპყრობას” გმობს და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება. ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი. გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.  შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.  

ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია. წერილით, რომელსაც ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ. მთავრობა და მმართველი პარტია თავიანთი ქვეყნის შანსების, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, საბოტაჟს ახდენენ და მათი უნდობლობა უნდა გამოცხადდეს. იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ კარგად მომზადებული შეტევაა საქართველოს პრეზიდენტზე, მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო,“ - წერენ ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად განცხადებებისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ.  

ევროპარლამენტარები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობენ

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი "ამაზრზენი ინციდენტი" აღარ განმეორდეს. „ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ ამაზრზენ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს,"- წერს ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე. „რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს,“ - წერს თავის მხრივ, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“   განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ევროპარლამენტარები რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, სვენ მიქსერი, “კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების შესახებ“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მკაცრად ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის ლევან დოთიაშვილის გატაცებას. მათ თავს დაესხნენ გუშინ, როდესაც გადაადგილდებოდნენ ადგილობრივი ეკლესიისკენ, რომელზედაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ეთნიკურ ქართველებს ამ წლის დასაწყისში აუკრძალეს შესვლა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ და მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის რეჟიმის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფის კიდევ ერთი ილუსტრაციაა და ასევე ცხადყოფს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგანან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. ეს ასევე მკვეთრად გვახსენებს იმ კონტექსტს, რომელშიც მიმდინარეობს რუსეთთან „პრაგმატული“ ჩართულობა, რომელსაც ზოგიერთნი მთავრობასა და მმართველ პარტიაში მხარს უჭერენ. ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობისა და სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთზე, გააუქმოს ე.წ. "რესპუბლიკების" უკანონო აღიარება, შეაჩეროს "ბორდერიზაციის" პროცესი და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით, თავისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებით; ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ რეგიონში,“ - წერენ ევროპარლამენტარები.  

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, პესტრა აუსტრევიჩუსი, ანა ფოტიგა, მიხაილ გალერი, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე მიესალმებიან ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები. „საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან, ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათ და მხოლოდ მათ დაიმსახურეს ეს ისტორიული მიღწევა,” წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.  

ევროპარლამენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციას უყრის კენჭს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების თაობაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი ინიციატივა მან ევროპარლამენტის სხდომაზე წარადგინა. „6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ანა ფოტიგამ X-ზე (ყოფილი Twitter) განმარტა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს ნოემბრის სესიაზე უყრის. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე  აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“

ევროპარლამენტი კიევში ოფისს გახსნის - მედია

ევროპარლამენტი უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, დათანხმდა კიევში ოფისის გახსნას, უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. შესაბამის ინფორმაციას Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ევროპარლამენტის "შესაბამის კომიტეტებთან" კონტაქტების დამყარებას, ასევე, ადმინისტრაციული მუშაობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაზე დაწესებულების შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში აქვს. არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.  

პაპუაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა მისასალმებელია. პაპუაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - თავისთავად ამ საკითხზე რეაგირება რაც არის ჩვენი მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში უკვე დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს და ეს არის სამწუხარო საბოლოო ჯამში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეზოლუციებს არ აქვთ ისეთი რეზოლუციები გამომდინარე იმისა, რომ წინა რამდენიმე რეზოლუციაში იყო დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამით ახდენენ ასეთი ინსტრუმენტების დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა სხვანაირია, ვიდრე რამდენიმე ევროპარლამენტარის თუ მთლიანად ევროპარლამენტის, ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ მკვლელობის გამოძიება. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია ამ დროს მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში ერთი, რომ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო - საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას და მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამოძიება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს იგეგმება. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს.  

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს - ლექსმანი

ევროპარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ყველა თანაავტორი გამოვიდა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების მკვლელობა, წამება, გატაცება და უფლებების მასობრივი რღვევა. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად. „ეს მტკიცე ტექსტი არის დადასტურება, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ადამიანის უფლებებს. სრულიად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ეს ფაქტი ისევე, როგორც ყველა სხვა მკვლელობის გატაცების, უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევა რუსული საუკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლეს, მათ შორის, უნდა დაუწესდეთ მიზანმიმართული სანქციები, ამას გარდა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას, გამოუთხარონ ძირი ამ მიზნებს,” - განაცხადა მირიან ლექსმანმა. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები. რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია"; "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:"; "რეფორმების ჯგუფი"; "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"; "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".  

შეიქმნას “ქართული სია“, დასანქცირდნენ ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები - დებატები ევროპარლამენტში

თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ დებატები ევროპარლამენტში 22 ნოემბერს გაიმართა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშავოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ამ სიას "ქართული" უწოდა. „დღეს ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მსგავსი, ქართული სია, რომელიც ამ ტიპის ქმედებების დროს სანქციების დაწესების შესაძლებლობას მოგვცემს." სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს. „კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უშუალო დამრღვევები პასუხისგებაში მიეცნენ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით შექმნას სია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი, მიზანმიმართული სანქციები დააწესოს,” - განაცხადა სვენ მიქსერმა. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.  

მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირონ - გრეგოროვა

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ თამაზ გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, მათ შორის, გამოთქვა აზრი, მათი ვინაობები მომდევნო სანქციების პაკეტს დაემატოს. „მე არ ვანსხვავებ ერთ უდანაშაულო სიცოცხლეს ათასობით უდანაშაულო სიცოცხლისგან. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე თანაბრად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს. როდესაც რუსეთის ჯარებმა დაუწყეს სროლა ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სასწრაფოდ მოვახდინეთ რეაგირება და დავაწესეთ სანქციები. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს და გაიტაცეს. საქართველო შორსაა? დიახ. ამას აქვს მნიშვნელობა? - არა. პირველ რიგში, მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს, დაამატოს მომდევნო სანქციების პაკეტს ან შეიმუშაოს ახალი, მათ შესახებ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობასა და საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. კრემლს სურს აცხოვროს ისინი შიშში, რათა საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვიოს. მივცეთ მათ გამბედაობა და ნებისყოფა,” - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ რადიო თავისუფლების ცნობით.  

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ომის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე,  აუსტრევიჩიუსის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ომის დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის. „რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.  რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.  

ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა. „ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს  

ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ეხება. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. დოკუმენტი 5-პუნქტიანია და მასში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია"; "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:"; "რეფორმების ჯგუფი"; "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"; "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი". ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს. ლევან დოთიაშვილის კი, გაიტაცეს. ის 9 ნოემბერს გაათვაისუფლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

უკრაინის რადამ და ევროპარლამენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

უკრაინის უმაღლეს რადამ და ევროპარლამენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უმაღლეს რადასა და ევროპარლამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოს ასახავდა. ამ მემორანდუმის ფარგლებში მიიღება მისი განხორციელების გეგმა," - განაცხადა სტეფანჩუკმა. სტეფანჩუკის თქმით, შესაბამისი მემორანდუმის განხორციელების ფარგლებში, ევროპარლამენტი უკრაინაში წარმომადგენლობას გახსნის. სტეფანჩუკი 27-30 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.  

უკრაინა ევროპარლამენტში წარმომადგენლობით ოფისს გახსნის

უკრაინა ვროპარლამენტში წარმომადგენლობით ოფისს გახსნის, რათა თანამშრომლობის გაძლიერებასა და კავშირებს დაეხმაროს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ეროვნულ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება ევროპარლამენტის ოფისის გახსნა კიევში. 28 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ  სტეფანჩუკთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც "შემდეგ დონეზე" გადასაყვანად თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროპარლამენტი კიევში ოფისს გახსნის - მედია  

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციას 468 მომხრე ჰყავდა, 99 წინააღმდეგ წავიდა. ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

კუბილიუსი ორბანს: თქვენ ვერ დაამარცხებთ მთელ ევროპას და უკრაინას

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება. „დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა მიიღოს, მთელი ევროპის კონტინენტის მომავალს შეცვლის. მაგრამ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება,“ - განაცხადა კუბილიუსმა. „ეს იქნება უკრაინის და უკრაინელი ხალხის ღალატი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დასაცავად იღუპებიან, რომლებიც მათ პროევროპულ არჩევანს იცავენ. ეს იქნება უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ღალატი, რომელიც გაერთიანდა და ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა კუბილიუსმა. კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ იგი ვერც ევროპის და ვერს უკრაინის დამარცხებას ვერ შეძლებს. „ეს იქნება დასავლეთ ბალკანეთის ღალატი, რადგან უკრაინა, გაფართოების პროცესის ისტორიული სტაგნაციის დროს, რომლის პირველი მსხვერპლიც დასავლეთ ბალკანეთი იყო, ყინულმჭრელის როლს ასრულებს. ეს მთელი ევროპის ღალატი იქნება. მომენტი, როცა ღალატის მომსწრე ხდები, არ არის მშვენიერი, მაგრამ საბოლოოდ, ის გაგვაძლიერებს. ბატონო ვიქტორ ორბან, თქვენ ვერც მთელ ევროპას და ვერც უკრაინას დაამარცხებთ!“ - განაცხადა კუბილიუსმა.  

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს, თუ მას ივნისის კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრად აირჩევენ. ამის შესახებ მან რამდენიმე ბელგიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. „მე გადავწყვიტე, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო,“ - განუცხადა მიშელმა მედიას. გავრცელებული ინფორმაციით, მან გადაწყვიტა, შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტიას - Reformation Movement (Mouvement Réformateur). „თუ ამირჩევენ, ერთგულების ფიცს დავდებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიქნები ივლისის შუა რიცხვებამდე, ევროპარლამენტის წევრის ფიცის დადებამდე,“ - აღნიშნა მიშელმა. მიშელს პრეზიდენტის უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება, მაგრამ ის ორ პოზიციაზე ერთდროულად ვერ იმუშავებს. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის არჩევაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები არჩევნების შემდგომ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ.  

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისი პოსტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას X-ის გვერდზე გავრცელდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება საკვანძო, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.  

იულია ნავალნაია ევროპარლამენტში: პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ალექსეი ნავალნის და მეზობელ ქვეყანას გაუკეთა. „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძლია. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია,“ - განაცხადა იულია ნავალნაიამ. დღეს, ევროპარლამენტში ნავალნის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციის პროექტზე დებატები დაიწყო. პროექტის ტექსტში ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს მკვლელობას. ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ.  

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“. ანა ფოტიგას შესწორების თანახმად, დოკუმენტში ასევე „მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად“. „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“. ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა.  

ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პუტინის რეჟიმია პასუხისმგებელი. რეზოლუციაში ევროპელმა დეპუტატებმა კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალებას მკვლელობა უწოდეს და განაცხადეს, რომ ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთის რეჟიმს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ რუსეთის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა. ევროპარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცალკე რეზოლუცია, რომლითაც ითხოვენ, უკრაინას მიეცეს ყველა საჭირო იარაღი და მხარი დაუჭიროს მას გამარჯვებამდე. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.  

ევროპარლამენტმა სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტს ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. 27-მა თავი შეიკავა. ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვალე არიან, მიიღო თავიანთი კანონები, რომლებიც საერთო წესს შეესაბამება. სანქციებისთვის თავის აცილება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. კანონი ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ. ახალი კანონით ასევე დადგინდა სანქციების დარღვევის განსაზღვრა და მათ გამო სასჯელის პრინციპები. უნებლიედ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით სავაჭრო ქმედება, რომელიც დაუდევრობით განხორციელდება. კანონი ასევე ითვალისწინებს სანქციების გვერდის ავლით მიღებული შემოსავლის და ამისთვის გამოყენებული საშუალებების კონფისკაციას და ეხება აქტივებს, რომელთა მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსი მეწარმეებისა და რუსული კომპანიების ქონების კონფისკაცია მოახდინოს.  

ევროპარლამენტი სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას ითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის რეკომენდაციით გამოდის. რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 504-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.  რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები კონკრეტულად გამოდიან რეკომენდაციით, რომ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა იყოს განხილული. „თუ სომხეთი დაინტერესდება კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს სტაბილური რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება,  ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი გახდეს,“ - ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში. ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთის სურვილს, გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, არამხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ, პოლიტიკური დიალოგის, ხალხთა შორის კონტაქტების, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროში. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე  

ევროპარლამენტი: რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ ვაგზავნით

ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება და შესაბამისად, რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილება არც ერთი ევროპარლამენტარისთვის არ მიუნიჭებია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული. "ევროპარლამენტი არ დააკვირდება ამ საარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, არ გააკეთებს კომენტარს არც თავად პროცესზე და არც მის შედეგებზე. ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს ევროპარლამენტის სახელით არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არც უკანონოდ ანექსირებული ყირიმის და არც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ამ არჩევნებზე, ისინი ამას გააკეთებენ საკუთარი ინიციატივით და „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითონ ევროპარლამენტი თავიანთ განცხადებებში ან ქმედებებში“. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.  

უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ, ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი - მეცოლა

21 მარტს ბრიუსელში EU-ის ორდღიანი სამიტი დაიწყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი. „მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი," - განაცხადა მეცოლამ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მან, გუშინ 20 მარტს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას დააფიქსირა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სანქციები, დავხუროთ ყველა ხარვეზი და მათი გვერდის ავლის გზები. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი გაფართოების პროცესში და გამოვიყენოთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავტონომიური სავაჭრო ზომები და ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ჩვენი შიდა ბაზარი. ამ შემთხვევაში დროს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა," - აღნიშნა მეცოლამ. მისივე თქმით, ევროპამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ეს არის ზუსტად ის, რასაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქე ელის ევროკავშირისგან და რისკენაც ევროპარლამენტი მოუწოდებს - "გაფართოებული ევროკავშირი, მკაფიო მიზნებზე, კრიტერიუმებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული წევრობით, იქნება საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენს კონტინენტზე," - განაცხადა მეცოლამ.  

კრამონი პაპუაშვილზე: გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ „აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილების გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს. „ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

„მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ - 22 ევროპარლამენტარი

22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს. განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და პირველ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. “უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში, დაშლას ისახავენ მიზნად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება, გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” - წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ევროპარლამენტმა ევროკავშირის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა. რეფორმა ევროკავშირის საბჭომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ. კანონპროექტები, რომლებზე მუშაობაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2015 წლიდან, როდესაც ევროკავშირი ფართომასშტაბიანი მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა,  სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დაჩქარებას. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, თავშესაფარზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, მიღებული იყოს განაცხადის შეტანისთანავე, პირდაპირ საზღვარზე. ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ ქვეყნებში დეპორტაციის პროცედურა უნდა გამარტივდეს. სოლიდარობის მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტთა განაწილებას კვოტების შესაბამისად (არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უნდა დარჩნენ ევროკავშირის პირველ ქვეყანაში, სადაც შეძლეს მოხვედრა). თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის ლტოლვილების მიღებაზე, მას მოუწევს, ფინანსური დახმარება გაუწიოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ ლტოლვილებს. ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ განმარტა, რომ ახალი წესები იქნება „სამართლიანი“ მათ მიმართ, ვისაც აქვს თავშესაფრის უფლება, „მტკიცე“ მათ მიმართ, ვისაც არა აქვს ის და „მკაცრი“ მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას. შემოთავაზებულ რეფორმას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიები, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთისა და უნგრეთისა. ის მხოლოდ მცირე სხვაობით დამტკიცდა - სხვადასხვა კანონპროექტს საშუალოდ ხმა მისცა 300-მდე დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 260-მდე იყო. მემარცხენეების წარმომადგენლები, ისევე როგორც მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის Amnesty International-ი, აკრიტიკებენ რეფორმას ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პირობების გამკაცრებისა და არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივებისთვის, მემარჯვენე პოპულისტები კი მიიჩნევენ, რომ ის არასაკმარისად მკაცრია მიგრანტების მიმართ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ რეფორმით გათვალისწინებულ სოლიდარობის მექანიზმს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტ მიგრანტს მასპინძლობენ, ისეთებისა, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.  

ევროპარლამენტმა დაამტკიცა წესები, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაბლოკონ რუსული თხევადი გაზის იმპორტი

ევროპარლამენტმა 11 აპრილს კენჭი უყარა წესებს, რომლებიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აკრძალონ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი, იტყობინება Reuters. ახალი პოლიტიკა მიზნად ისახავს ლეგალური მარშრუტის შექმნას მთავრობებისთვის, რათა დაბლოკონ რუსული გაზის მიწოდება მათ ქვეყანაში. რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეამცირა მილსადენით გაზის მიწოდება ევროპაში, მაგრამ კონტინენტზე რუსული LNG-ს შემოდინება გრძელდება, ძირითადად ესპანეთის, ბელგიისა და საფრანგეთის პორტების გავლით. ამ ქვეყნებს არ დაუდასტურებიათ, რომ ახალ სამართლებრივ ვარიანტს, უფრო კონკრეტულად კი, დღეს დამტკიცებულ ვარიანტს გამოიყენებენ. ესპანეთის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა განმარტა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის საერთო პოზიციას რუსული LNG-ის აკრძალვის თაობაზე, რადგან თუ ესპანეთი ამას მარტო აკეთებდა, რუსულ ფირმებს უბრალოდ შეეძლოთ საწვავის გაგზავნა ევროკავშირის სხვა პორტებში. ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აანალიზებს კანონს და მის პირობებს რომლებიც მოიცავს იმას, რომ რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვამ არ შეიძლება, შეაფერხოს გაზის ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ბელგია ახორციელებს რუსული LNG-ის დიდი ნაწილის რეექსპორტს სხვა ქვეყნებში. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ევროკავშირის ანალიზის თანახმად, რუსული LNG-ს მიწოდება ევროპაში, 2021 წელს დაახლოებით 16 მილიარდი კუბური მეტრიდან, გასულ წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს პოლიტიკა, ვიდრე ის ძალაში შევა. ევროკავშირმა რუსეთის ნავთობისა და ნახშირის საზღვაო გზით იმპორტზე სანქციები დააწესა. სანქციებს ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვანი დამტკიცება სჭირდება. უნგრეთმა პირობა დადო, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას დაბლოკავს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობს.  

ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი საქართველოზე: საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის

ევროპარლამენტარი (EPP, გერმანია) მიჰაილ გალარი თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთით აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს. „საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“ - წერს გალერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.

ანა ფოტიგა: ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოში ცდილობენ, გაავრცელონ რუსული გავლენა

„საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის"] წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მისი შეფასებით, მომხადებული კანონი "იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას." „ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასშტაბური გამოსვლები, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ე.წ. რუსულ კანონს უწოდებენ იმიტომ, რომ ის იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე. ისინი საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს. ეს არის, ზოგადად ტენდენცია. ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - განაცხადა ანა ფოტიგამ. ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.  

ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს

ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - რეზოლუციის პროექტი "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დავიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, ისაბელ ვაისლერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანჯეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეზ გილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა და ეუჯენ ტომაკი. 23 აპრილს იგეგმება რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მიიღებს. 25 აპრილს კი, რეზოლუციას კენჭს უყრიან. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მისი მიღების შემთხვევაში ევროკავშირმა სანქციები უნდა შემოიღოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის წინააღმდეგ, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიღებას მისცა ხმა. რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსადმი თავის მოწოდებას გაიმეორებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სანქციების იქნას შემოღებული. მიღების შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასევე, ევროკომისიას მიმართავს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწეული იქნება. რეზოლუციის კანონპროექტი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან. რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მსგავსი რუსული სტილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს პროევროპულ გზას და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყვებისადმი მიმავალი ნებისმიერი გადაწყვეტილება პერმანენტულად უნდა შეჩერდეს. რეზოლუციის ოთხი პროექტის ავტორები, სავარაუდოდ, ხვალ, 24 აპრილს შეაჯერებენ, ზუსტად რა უნდა ჩაწერონ და რა არა რეზოლუციაში, რომლითაც საქართველოს, ასევე, ევროკომისიას, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მიმართავენ. ჯერჯერობით ევროპარლამენტში „უცხოეთის აგენტების კანონზე“ მისაღები რეზოლუციის ოთხი სამუშაო ვერსია, ოთხი პროექტია წარდგენილი. საბოლოო კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები საერთო ტექსტზე შეთანხმდებიან.  

მარინა კალიურანდი: ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონპროექტს, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. მან ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი მოსახლეობის ოცნების ასასრულებლად და არ გააწბილოს ქართველი ხალხი. „დღეს ჩემი ბოლო მიმართვაა პლენარულ სხდომაზე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის და ევროაკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში. მე მაქვს ორი გზავნილი, პირველი - საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ, კერძოდ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ, გთხოვთ, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა. ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონპროექტს, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ხალხის ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არ გააწბილოთ ხალხი. მეორე - მე მსურს დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ-წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი,“ - განაცხადა მარია კალიურანდმა. 23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს. „მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას - ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, - განაცხადა სტრასბურგში პეტრას აუსტრევიჩუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“. ხარაზიშვილი ახსენა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, რომელმაც განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მთავრობამ გატეხა პირობა და ძალით ცდილობს კანონის მიღებას. აქვთ გეგმები ლგბტ ადამიანების უფლებების ჩასახშობად. დემონსტრანტები რეპრესიების წინაშე დგანან. ამჯერად, ზვიად ხარაზიშვილისგან.“ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, ზვიად ხარაზიშვილი კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზე რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა, მათ შორის ანა ფოტიგამ და მაიკლ გალერმა.  

„სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს, - თუმცა ნაკლები ხმით: ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“; ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმედგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულო არ არის. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი, უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას. რაც შეეხება რეზოლუციის ძირითად ტექსტს, მისი ძირითადი აქცენტები ასეთია: ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას; ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები; მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს; ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ; გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“ იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად; ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება; ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას; კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად.“ ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს და წინა მსგავსი შინაარსის რეზოლუციები სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში. „ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას იმით, რომ მისი ინიციატორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად ლამის სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. „ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი მოქმედება, სააკაშვილის აღმოჩენა და დაკავება, რა იქნებოდა საქართველოს ბედი ამის შემდეგ და რა დატრიალდებოდა, ამ ევროპარლამენტარებს ნაკლები დარდი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, მშვიდად იქნებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში, ქართველებს რა ბედი გვეწეოდა, თავისი მიზნებისთვის რომ მიეღწია მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის შემოიპარა, ეს ჩვენ უნდა გვეკითხა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო