თეგი: ელექტროენერგია

„თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა

საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის განმარტებით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

„თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებული საკითხის გარშემო მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გაეცეს არგუმენტირებული პასუხი. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი თანამოქალაქეები არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთი, ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას 14 მაისიდან შეუჩერებს. მიზეზად რუსეთის ენერგეტიკული კომპანია „ინტერრაო“ ელექტროენერგიის საფასურის დავალიანებას ასახელებს.  ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორი Fingrid „ინტერრაოს “ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დეფიციტს შვედეთიდან იმპორტით შეავსებს და ელექტროენერგიის ადგილობრივ გამომუშავებას გაზრდის. ფინეთი, ენერგოდეფიციტის შესავსებად, რუსეთისგან საჭირო ელექტროენერგიის 10%-ს ყიდულობს. ცნობისათვის, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის მიზნით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეთანხმება გააფორმეს

ბალტიის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა - ესტონურმა Elering-მა, ლატვიურმა Augstsprieguma tīkls-მა (AST) და ლიეტუვის Litgrid-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. ლატვიური კომპანიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ელექტროენერგიის ბაზარი პირველი ივნისიდან მხოლოდ პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს დაუკავშირდება. კომპანია ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. რამდენიმე ბანკი, რომლის მეშვეობითაც ადრე ფული ირიცხებოდა რუსეთში, ახლა სანქციების ქვეშაა. ბალტიის ენერგოსისტემა რუსულ სისტემასთან დაკავშირებული იქნება, ვიდრე სრულად არ სინქრონიზდებიან ევროპულ ენერგოსისტემასთან, რაც 2025 წლისთვის იგეგმება.

დავით ნარმანია: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

"ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.  „მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინული ექსპორტი „ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყაროა, უკრაინას კი, ძალიან საჭირო შემოსავლებს მოუტანს“. „ასე რომ, ჩვენ ორივე ვსარგებლობთ”, - განაცხადა ლაიენმა. ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას ბლოკისთვის, რომელიც მხარს უჭერს კიევს მოსკოვის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის იტალია და გერმანია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, თუმცა ალტერნატივებს ეძებენ. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა - 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით, დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ - სომხეთში გავიდა. ექსპორტის მაჩვენებელი ახლოსაა ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს.  

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა - ფარვიზ შაჰაბაზოვი

2022 წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3% გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰაბაზოვი აცხადებს.   „მიმდინარე წლის 6 თვეში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 13,52 მილიარდი კილოვატ/საათით გაიზარდა“, - აღნიშნავს მინისტრი.     აქედან 6,64 მილიარდი კილოვატის ექსპორტირება მოხდა. ელექტროენერგიის იმპორტმა კი 71,1 კილოვატ/საათი შეადგინა.  ენერგეტიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჰიდროელექტროსადგურმა 205,3 მილიონი კილოვატ/საათი გამოიმუშავა. ზრდა დაახლოებით 1,163 მილიარდ კილოვატ/საათამდეა.  

ყაზახეთი ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებს

ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის მაისში 8,5 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით და 3,5 პროცენტით ნაკლები 2022 წლის აპრილთან შედარებით, იუწყება Trend ყაზახეთის სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით. კომიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 48,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 1,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყაზახეთის ელექტროენერგიის იმპორტმა 2022 წლის მაისში 108,7 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით, მაგრამ 17,7 პროცენტით მეტი 2022 წლის აპრილთან შედარებით. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვის მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, 48,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 0,7 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება

შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო-ექსპორტიორი გახდა.  ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება.   ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა.  ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია გერმანია (15,4 ტერავატი/საათში) რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აჭარბებს. მესამეა ბულგარეთი, რომელმაც ექსპორტზე (6,6 ტერავატი/საათში) ელექტროენერგია გაიტანა.   ევროპაში ელექტროენერგიის მსხვილი ნეტო-იმპორტიორია იტალია, რომელმაც 2022 წლის 6 თვეში 22 ტერავატი/საათში შეისყიდა. ელექტროენერგია იტალიამ შვეიცარიასა და საფრანგეთში შეისყიდა.   

ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია

ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს  Financial Times. შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია. გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა. „ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება მთელი წლის განმავლობაში, რადგან გაზის ფასი ოთხჯერ მეტია. ზაფხულის ხანგრძლივმა სიცხემ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, შეაფერხა გამომუშავების სიმძლავრე და გაიზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. მაღალი ტემპერატურის გამო ქარის დაბალმა სიჩქარემ შეამცირა ქარის ენერგიის გამომუშავება და წყლის დაბალმა დონემ მდინარე რაინის გასწვრივ შეაჩერა ნახშირის მიწოდება გერმანიის ელექტროსადგურებში“, - აცხადებს უილიამ პეკი, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი ICIS-ში. მისი თქმით, საფრანგეთში, სადაც მდინარეები ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად გამოიყენება, წყლის დაბალმა დონემ წარმოებაზე იმოქმედა. „საფრანგეთის ატომური ელექტროენერგიის სიმძლავრის ნახევარზე მეტი გათიშულია ტექნიკური მომსახურებისთვის“. გაერთიანებული სამეფო ელექტროენერგიის ნაწილს, ჩრდილოეთის ზღვიდან, ოფშორული ქარითა და გაზით გამოიმუშავებს. „თუმცა, ურთიერთდაკავშირებული ევროპული ელექტროქსელი ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის რეკორდული ფასები ევროპაში ასევე ზრდის ფასებს ბრიტანეთში“, აღნიშნა პეკმა.  

საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა - საქსტატი

საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა.  "იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს", - აღნიშნულია მონაცემებში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს უმსხვილესი 10 საქსპორტო ქვეყანა და პროდუქტი - საქსტატი საქართველოში უმუშევრობის დონე 18.1%-მდე შემცირდა - საქსტატი  

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ზრდის

გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე - 50 მეგავატით გაზარდა. ამის შესახებ NPC "უკრენერგოს" პრესსამსახური იტყობინება. ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ.  უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს. გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ინტერკონექტორის ექსპლუატაციის განახლება იგეგმება.  

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს

უკრაინა 11 ოქტომბრიდან,  ენერგოსისტემის სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. „დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო უკრაინა იძულებულია ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან შეწყვიტოს და საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაცია მოახდინოს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს

მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს. მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა ზომები ელექტროენერგიის დაზოგვისთვის კრიზისის დროს - ხალხს სთხოვეს, არ გამოიყენონ ლიფტები გარკვეულ საათებში, შეამცირონ ტემპერატურა ოთახებში, შეზღუდონ ესკალატორების მუშაობა და შეამცირონ სახლების განათება. კერძოდ, მოლდოველებს ურჩევენ, არ გამოიყენონ ლიფტები 7:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ჰაერის ტემპერატურა კი კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში სამუშაო დღეებში 19 °C-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 15 °C-მდე შეამცირონ. ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ, შეისწავლონ ელექტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები, რათა დენის გათიშვამ არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ასევე რეკომენდებულია გარე განათების გათიშვა დღის საათებში. ამავე პერიოდში უნდა აიკრძალოს კრიპტოაქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი. ამავდროულად, აკრძალულია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის სპეციალიზებული აღჭურვილობის იმპორტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა იერიშებმა მოლდოვის ენერგომომარაგებასაც შეუქმნა პრობლემა. მოლდოვაში, რომელიც ელექტროენერგიის დეფიციტს 24 ოქტომბრიდან განიცდის, ელექტროენერგიის ეროვნული მიმწოდებელი, Energocom-ი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას 7:00 საათიდან 23:00 საათამდე.

კიევსა და ცენტრალურ ოლქებში, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მკაცრდება

რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული შეტევის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და ცენტრალურ ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მკაცრდება.  „კიევში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 30%-მდე მიაღწიოს. ჩვეულებრივ კიევი მოიხმარს 1000-1200 მეგავატს. დღეისათვის სავარაუდო სიმძლავრე 600-800 მეგავატია. ანუ კიევის თითქმის ნახევარი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად, სადისტრიბუციო სისტემის ოპერატორები უკრენერგოს დავალებით შეზღუდავენ ელექტროენერგიის მოხმარებას. სამწუხაროდ, გამორთვა უფრო ხანგრძლივი იქნება და გავლენას მოახდენს მომხმარებელთა გაცილებით დიდ რაოდენობაზე. სტაბილიზაციის სავარაუდო გამორთვის გრაფიკები ჯერ არ არის აქტუალური“, - წერს უკრაინული მედია. 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის რიგ რეგიონებზე თავდასხმა დაიწყო. დაფიქსირდა მასიური დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. კიევში ელექტროენერგიის დეფიციტი დაიწყო.   

კიევს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ენერგეტიკული კომპანია Yasno-ს აღმასრულებელი დირექტორი სერჰი კოვალენკო ამბობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი მოსალოდნელზე 32%-ით მეტი იქნება. გამორთვა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს 7 ნოემბრის ოფიციალური გრაფიკით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქსელის ოპერატორის Ukrenergo-ს ცნობით, ენერგომომარაგების შეწყვეტა დაგეგმილია კიევში და უკრაინის 7 ოლქში: კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ჟიტომირში, სუმში, ხარკოვსა და პოლტავაში. ოფიციალური პირის განმარტებით, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ახლა არ დგას უკრაინას კრიზისთან გამკლავება რუსეთის ძალების მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბის გამო უწევს. კიევს დასავლეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ „უახლოეს კვირებში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, რადგან უკრაინა დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს“. კიევში საწვავის, ელექტროენერგიის გენერატორების, საკვებისა და სასმელი წყლის მარაგებს ამზადებენ მისივე თქმით, დრონების განეიტრალების მაჩვენებელი პროცენტულად გაიზარდა, მაგრამ ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მოლდოვამ რუსეთის ელჩი, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო დაიბარა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ელჩი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, განმარტებების მისაცემად დაიბარა. სარაკეტო დარტყმის გამო, უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროენერგია შეწყდა ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა.  პოპესკუმ თავის Twitter-ზე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვა კიდევ ერთხელ დატოვა სიბნელეში. მისი თქმით, ელექტროენერგიის მასიური გათიშვა ხდება მთელ ქვეყანაში, მათ შორის კიშინიოვსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. „მე დავავალე, რომ ახსნა-განმარტებისთვის გამოეძახათ რუსეთის ელჩი", - განაცხადა პოპესკუმ.  

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა განაცხადა.  მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“.   ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 აგვისტოს, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფისმა განაცხადა, რომ ბელგრადი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენას ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.  

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა, უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

თურქეთმა შესაძლოა, რუმინეთში მცურავი ელექტროსადგურები გაგზავნოს, რათა უკრაინას 300-400 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს. ამის შესახებ Karpowership-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეინეპ ხარეზიმ განაცხადა. მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 300-400 მეგავატ სიმძლავრის შესახებ. ამ სიმძლავრის შედეგად, შესაძლოა, ელექტროენერგია უკრაინაში ერთმა მილიონმა ოჯახმა მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ სამი ან ოთხი გემი ამ პოტენციალის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური, კომერციული დეტალებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების შეთანხმება. რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას შორის არის მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზები“, - აღნიშნა ხარეზიმ.  

როგორ ემზადება კიევი ზამთრისთვის

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, ზამთრის თვეებში, ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს. „აპოკალიფსი, ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება, ასე მოხდეს“, - თქვა კლიჩკომ. „ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის“,- აღნიშნა კლიჩკომ. თუმცა, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი გაგრძელდება ნულოვანი ტემპერატურის პირობებში, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ქალაქის ზოგიერთ რაიონში გათბობის სისტემებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყოს. „ამ დროისთვის ჩვენ მოვამზადეთ 500-მდე ავტონომიური გათბობის პუნქტი, მაგრამ ქალაქისთვის, სადაც მოსახლეობა 3 მილიონ 500 ათასს შეადგენს, ეს არაფერია“, - განაცხადა კლიჩკომ. მისივე თქმით, ქალაქს სჭირდება გამათბობლები და აკუმულატორები. „ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის. კიეველებს ვთხოვ, მოამზადონ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები - ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“, - განაცხადა კლიჩკომ.   რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე, 7 დეკემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იაპონია თოვლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობს

იაპონიის ქალაქ აომორში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, თოვლის დნობის პროცესის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით, საპილოტე პროექტი დაიწყო.  ამ მიზნით თოვლი სპეციალურად იზოლირებული ყოფილი სკოლის საცურაო აუზში გროვდება და მდნარი სითხე ტურბინას ამოძრავებს, აორთქლება ჰაერის ტემპერატურული ცვლილების გამო ხდება. ეს პროექტი, ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი IT კომპანიის თანამშრომლობით განხორციელდა. უფრო დიდი ტემპერატურის სხვაობის მისაღებად, რაც ტურბინის მუშაობას გაზრდის, ექსპერტები გეგმავენ, მომავალში ადგილობრივი ცხელი წყაროების ბუნებრივი სითბო და დედამიწის სითბო გამოიყენონ. აომორი მდებარეობს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყოველ ზამთარს ინტენსიური თოვა ფიქსირდება, რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს. თოვლის მასები, რომლისგანაც ქალაქის ქუჩები იწმინდებოდა, ადრე უბრალოდ ზღვაში იყრებოდა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება შეგროვებული თოვლის კაპიტალიზაციას, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი დნობის პროცესების გამოყენებას ცდილობს. ექსპერიმენტის ხელსაყრელი შედეგის შემთხვევაში, იაპონიაში, თოვლის გადამუშავებაზე დაფუძნებული სრულიად ახალი ინდუსტრიის შექმნის იმედი აქვთ.  

თურქეთი უკრაინისთვის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდებას გეგმავს

თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს. მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ. უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ. ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 12 მასიური თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების პირობებში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა წარმოების სიმძლავრეების აღსადგენად შეუძლებელია. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 10 ოქტომბრიდან უტევს, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა. Ukrenergo-ს ინფორმაციით, დღემდე უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ სლოვაკეთიდან ხორციელდება.  

2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა - მიზეზები

2022 წელს საქართველომ 14,8 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებშია ნათქვამი. გასულ წელს საქართველოში 14,2 მილიარდი კილოვატსათი იყო გამომუშავებული, 12,7%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურებზე - 10,8 მლრდ კილოვატ/საათზე, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 3,4 მილიარდი კილოვატსათი, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა - 87,49 მლნ კილოვატ/საათმა. წარმოებაზე მოხმარების გადაჭარბების გამო საქართველო იძულებული გახდა ელექტროენერგია მეზობლებისაგან ეყიდა. იმპორტმა 1,5 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი შეადგინა. 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 1,3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო აზერბაიჯანიდან 129,5 მილიონი კილოვატ/საათი, ნათქვამია ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებლ ინფორმაციაში. ხოლო ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 971,02 მლნ კილოვატ/საათი შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტების აზრით, 2030 წლისთვის ქვეყანას შესაძლოა ენერგოდეფიციტი შეექმნას, ვინაიდან იმ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ მოიხმარა 14,3 მილიარდი კილოვატსათი ელექტროენერგია, რაც 13%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და გამოიმუშავა 12,6 მილიარდი კილოვატსათი.  

ალიევი: საქართველოსა და თურქეთის გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის გასაფართოებლად, საჭიროა დამატებითი ინვესტიციები

ელექტროენერგიის ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღეს ჩვენი საექსპორტო სიმძლავრე შეზღუდულია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის წამყვან კომპანიებთან შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს „რამდენადაც მახსოვს, მაქსიმუმ, 1000 მეგავატი ან შესაძლოა, 1500 მეგავატი იყოს გადაცემის სიმძლავრე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ორივე ქვეყანაში, საქართველოშიც და თურქეთშიც სიმძლავრის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა იყოს დამატებითი ინვესტიციები, რათა გაფართოვდეს ექსპორტის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ალიევმა.

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ 7 აპრილს მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს.   უკრაინას ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტა ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის შემდეგ მოუწია. ელექტროენერგიის ექსპორტი მოიზიდავს დამატებით ფინანსურ რესურსებს მასობრივი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული და დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, - განაცხადა ჰალუშჩენკომ.  

ამოქმედდა ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც პოლონეთსა და უკრაინას დააკავშირებს

უკრაინამ და პოლონეთმა აამოქმედეს სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელმაც სამდღიანი სატესტო პერიოდი უკვე გაიარა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 2 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოდერნიზაციის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი უკრაინასა და პოლონეთს შორის. Ukrenergo-ს სპეციალისტებმა და მათმა პოლონელმა კოლეგებმა PSE-დან, სწრაფად შეასრულეს სამუშაო. ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს დაახლოებით ათასი ერთეული აღჭურვილობა. ხაზი უკვე ამოქმედდა. 27 აპრილიდან, მან წარმატებით გაიარა სამდღიანი სატესტო პერიოდი“, - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, დამატებითი მძლავრი ინტერკონექტორი ექსპორტისა და იმპორტის შესაძლებლობებს ზრდის. ელექტროენერგიის გაყიდვით უკრაინა ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად და ახალი გათბობის სეზონისთვის რესურსებს აგროვებს. საჭიროების შემთხვევაში, უკრაინა მეზობელი ქვეყნებიდან სასწრაფო დახმარების მისაღებად, იმპორტს გააძლიერებს. „უკრაინის მოძრაობა ევროკავშირისკენ არის არამხოლოდ ამბიციები, არამედ, ეს არის კონკრეტული შედეგებიც. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. ახლა ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებისკენ", - განაცხადა დენის შმიგალმა. ცნობისთვის, უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს პოლონეთთან ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას. პოლონური ენერგეტიკული კომპანია PSE ამტკიცებდა, რომ ამ ელექტროგადამცემი ხაზის ასეთი ძაბვით აღდგენა შეუძლებელი იყო გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შესაბამისი ტექნიკური სტანდარტების არარსებობის გამო. ამიტომ, PSE-მ გადაწყვიტა, ამ 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ხელახლა აშენება და მისი სინქრონიზაცია უკრაინის ელექტრო ქსელთან.  Energoatom-ი ემზადება, აამოქმედოს ხაზი, რომელიც პოლონეთის გავლით უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს.  

სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, მოსალოდნელი არ არის არც გაზის ტარიფების გაზრდა, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. „რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია, უცვლელია. კომისიამ გასულ წელს გადახედა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფებს და უცვლელად დატოვა. ასევე, ჩვენ ბუნებრივი გაზის ტარიფები დავადგინეთ გასული წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. შესაბამისად, ხუთი წლით დავადგინეთ ახალი ტარიფები და აქაც ტარიფები დარჩა უცვლელი. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც, სულ მცირე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი ჩვენ ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ისევე როგორც ბუნებრივი გაზის ტარიფები ხანგრძლივვადიანი პერიოდით გვაქვს დადგენილი და აქაც ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრისას დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - თელასი

საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრისას დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაო სავარაუდოდ, 00:00 საათისთვის დასრულდება. „თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენრგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია ისევ ავარიულად გაითიშა

საბურთალოს რაიონში 28 000-მდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ Europetime-ს თელასში განუცხადეს. მიწოდების აღდგენის სავარაუდო დროდ 18:00 სახელდება. განახლება: „დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1“ მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს. „თელასის“ საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება. 28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასი“-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა,“ - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, „თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო, „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები გუშინ, 28 აგვისტოს დაიწვა. ელექტროენერგიის მიწოდება გამთენიისას აღდგა.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს გასულ ღამით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.  მიზეზად ქარიშხლის შედეგად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დასახელდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება. სააგენტო „რესს“ ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „ენერგორესურსების“ დირექტორმა აცამაზ კაბისოვმა განუცხადა, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიის შედეგად, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა. გამთენიისას რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო.  

ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება

პირველი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება. “თელმიკოს” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 29.646 თეთრიდან 26.646 თეთრამდე იაფდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას ტარიფები შემდეგნაირად შემცირდა: 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 18.041 თეთრიდან - 15. 041 თეთრამდე მცირდება. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე 22.053 თერიდან - 19.053 თეთრამდე გაიფადება ფასი; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარების შემთხვევაში 26.537 -დან 23.537 თეთრამდე გაიფდება. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შემცირება გაზრდილ ჰიდროგენერაციას უკავშირდება, ასევე მზარდია ენგურჰესის გამომუშავებაც, რამაც სისტემაში შედარებით მეტი იაფი ელექტროენერგია გააჩინა. ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტი ჩანაცვლდა. რაც შეეხება “ეპ ჯორჯია მიწოდებას”, რომელიც ძირითადად რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას მის შემთხვევაში ტარიფი 30.879 თეთრიდან 27.879 თეთრამდე მცირდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 14.731 თეთრამდე იაფდება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ფასი 18. 707 თეთრამდე შემცირდა; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარებაზე ტარიფი 23.227 თეთრამდე იაფდება. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.  

უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტს აღემატება

ორშაბათს უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტზე 350 მეგავატით მეტია. ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს პრესსამსახური ავრცელებს. ელექტროენერგიის ექსპორტი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება სლოვაკეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში. ჯამური სიმძლავრეა 2429 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 200 მგვტ-მდე. ელექტროენერგია იმპორტირებულია დილით და საღამოს საათებში სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ასევე შუადღისას და საღამოს საათებში რუმინეთიდან. ჯამური სიმძლავრეა 2079 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 553 მეგავატამდე. 2023 წლის დეკემბერში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ერთობლივმა ევროპულმა ქსელმა (ENTSO-E) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას, ევროკავშირის ქვეყნებიდან 1,7 გიგავატამდე ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.  

ჩეხეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა გაზი მოიხმარა

გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარება ყველაზე დაბალი იყო 1992 წლის შემდეგ. როგორც Cesky Radio იუწყება, ასეთი მონაცემები ენერგომარეგულირებელმა გამოაქვეყნა. 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მოხმარებამ 6,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც დაახლოებით, მეათედით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საყოფაცხოვრებო დანაზოგით იყო განპირობებული. გაზის ყველაზე დიდი წილი ჩეხეთში გერმანიის გავლით შევიდა. დაახლოებით 8% შეიძლება იყოს რუსული წარმოების გაზი. სააგენტომ ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებაც აღნიშნა. ეს დაკავშირებულია რესურსების გაძვირებასთან, რამაც ხალხში დაზოგვის სტიმულირება გამოიწვია. პორტუგალიამ 2023 წელსრეკორდული რაოდენობის მწვანე ელექტროენერგია გამოიმუშავა და გერმანიამ ასევე პირველად გამოიმუშავა ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მწვანე წყაროებიდან.  

უკრაინა დღეს რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს

დღეს უკრაინიდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება - 13 264 მგვტ/სთ, მაქსიმალური სიმძლავრე რამდენიმე საათში 716 მეგავატამდე. უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ხუთ ქვეყანაში განხორციელდება. ეს ქვეყნებია სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და მოლდოვა, იუწყება Ukrenergo. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინიდან სხვა ქვეყნებში მხოლოდ ელექტროსისტემაში დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში ხორციელდება.