თეგი: ექსპორტი

6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 6 012 ტონით (55%), ხოლო ღირებულება - 1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა. „საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.3 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.5 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (8,075 ტონა), გერმანიაში (3.666 ტონა), ესპანეთში (591 ტონა), ჩეხეთში (489 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,335 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი. "ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528). ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქსტატი: 2022 წლის იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს, 49.6 მლნ. აშშ დოლარით ბულგარეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 46.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 42.7 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 141.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 85.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 75.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საქსტატის ანგრიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ. აშშ დოლარით.

უკრაინაში წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება. „დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დროებით შეზღუდვის შესახებ, ინფორმაცია უწყების ტელეგრამ არხზე გავრცელდა.  კერძოდ, 15 აპრილიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან 1.5 მილიონ ტონაზე მეტი ზეთის ექსპორტი აიკრძალება. 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სრულად იკრძალება რუსეთიდან მზესუმზირის ექსპორტიც. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მზესუმზირის ზეთის დეფიციტისა და  ფასის ზრდის პრევენციისთვის მიიღო. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 76.7% რუსულია. 

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსანტით 3 აპრილის მდგომარეობით 1,4 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 3,9%-ით ნაკლებია, ვიდრე მარტში. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ნავთობკომპანიებმა წარმოება 49 ათას ტონამდე შემცირეს. (-4,1%) რაც შეეხება ექსპორტს, „ტრანსნეფტის“ სისტემით მიწოდება 2,6 ათასიდან 575,6 ათს ტონამდე გაიზარდა. რუსული  ნედლი ნავთობის ექსპორტი ბელორუსში ჯერ არ დაფიქსირებულა,გასულ თვეს ექსპორტმა დღე-ღამეში 8,6 ათასი ტონა შეადგინა.  რუსული რესურსების ექსპორტი „ტრანსნეფტის“ ხაზით უცხოეთში 6%-ითაა გაზრდილი. 17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ  Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია.  შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს  იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა  უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა    

ევროკავშირში ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო

ევროკავშირის ბაზარზე  ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით იტალიაში სამ  ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტი გავიდა. ევროკომისიის (ევროკომისიის  2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან  ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდანაა დაშვებული. ამ რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა. „ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან  ქართული თაფლის (2016 წლიდან),  შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი“, - აცახდებენ სამინისტროში.  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში მოაწერა ხელი. 

ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეიზღუდა.  2022 წლის 16 აპრილიდან ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტები აამოქმედა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 15 ივნისიდან ხორბლისა და ფქვილის ექპორტზე შემდეგი კვოტები იმოქმედებს: ხორბალსა და მესლინზე - 1 მლნ ტონა; ხორბლის ფქვილზე - 300 ათასი ტონა; ამასთან, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ექსპორტზე გაშვებული საქონელი ექვემდებარება დაუბრკოლებელ ექსპორტს ყაზახეთის ტერიტორიიდან. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა.  31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა.  მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

საქსტატი: რუსეთში ღვინის ექსპორტი 44%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოდან სულ $12.6მლნ-ს 4.1 მლნ ლიტრი ღვინო ექსპორტირდა. ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ რუსეთია, თუმცა ღვინის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.7%-ითაა შემცირებული. ტოპ ქვეყნებიქართული ღვინის იმპორტით (რაოდენობა და ბაზრის წილი): რუსეთი - $5.4მლნ - 1.9 მლნ ლიტრი (42.7%); პოლონეთი - $1.6მლნ - 593 ათასი ლიტრი (12.6%); ჩინეთი - $1.5მლნ - 456 ათასი ლიტრი (12%); ლატვია - $555ათასის -169 ათასი ლიტრი(4.4%); ყაზახეთი - $502ათასი- 158 ათასი ლიტრი(4%).

საქსტატი: ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორია

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ძირითადად სპილენძის მადნები გადის, მეორე ადგილს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი იკავებს. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: 1. ჩინეთი - $220 მილიონი, მატება წინა წელთან 18,8% ; 2. აზერბაიჯანი - $125 მილიონი, მატება წინა წელთან 10.7%; 3 რუსეთი - $110 მილიონი, მატება წინა წელთან 9,4%; 4. თურქეთი - $99 მილიონი, მატება წინა წელთან 8,5%; 5. ბულგარეთი - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 8,1%; 6. აშშ - $83 მილიონი, მატება წინა წელთან 7,1%; 7. სომხეთი - $75 მილიონი, მატება წინა წელთან 6,4%; 8. უკრაინა - $49 მილიონი, მატება წინა წელთან 4,2%; 9. უზბეკეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2,1% ; 10. ყაზახეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2% 11. დანარჩენი ქვეყნები – სულ - $267 მილიონი, მატება წინა წელთან 22,8%.

საქართველოდან ექსპორტში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. როგორც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 71%-ით, 271 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე მკვეთრად - 91%-ით არის გაზრდილი ფეროშენადნობების ექსპორტი და ის $160 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი: 1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $271 მილიონი, მატება წინა წელთან 71% 2. ფეროშენადნობები - $160 მილიონი, მატება წინა წელთან 91% 3. მსუბუქი ავტომობილები - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 10% 4. აზოტოვანი სასუქები - $77 მილიონი, მატება წინა წელთან 167% 5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $46 მილიონი, მატება წინა წელთან 12% 6. მინერალური და მტკნარი წყლები - $33 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $28 მილიონი, მატება წინა წელთან 49% 8. სპირტიანი სასმელები - $23 მილიონი, კლება წინა წელთან -23% 9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $22 მილიონი, მატება წინა წელთან 75% 10. ოქრო - $21.4 მილიონი, მატება წინა წელთან 26%. სხვა დანარჩენი საქონელი - $396 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის ბულგარეთის პორტით ისარგებლებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბულგარეთის პორტ „ვარნას“ აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის გამოიყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მიღწეულია შეთანხმება უკრაინული აგროპროდუქტებისა და ხორბლის ბულგარეთის პორტის გავლით ექსპორტზე. ამ მიმართულებით იხსნება ახალი პერსპექტივები“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ პეტკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზადაა უკრაინას „ვარნას“ პორტის მომსახურება შესთავაზოს, ძირითადად ხორბლის ექპორტისთვის.  ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი

უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი - ჯერჯერობით ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა. ფრიკმა მოითხოვა უკრაინული მარცვლეული მიწოდების აღდგენა სხვა ქვეყნებში. შეგახსენებთ, უკრაინა მსოფლიოში მეოთხეა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით და ექსპორტით. უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების შემცირება გამოიწვევს ინფლაციურ ზეწოლას, რაც გაზრდის მარცვლეულის მსოფლიო ფასებს. მარცვლეულის მაღალმა ფასებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე და საფრთხე შეუქმნას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებულ ზოგიერთ ქვეყანაში.  ასევე წაიკითხეთ  გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს

ყაზახეთი შაქრის ექსპორტს დროებით ზღუდავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს. „6 თვიანი შეზღუდვა წესდება თეთრი შაქრის ექსპორტზე. ასევე იზღუდება ლერწმის შაქრის ქვეყნიდან გატანა“, - ნათქვამია ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში. გადაწყვეტილება 2022 წლის 23 მაისიდან ამოქმედდება. ასევე წაიკითხეთ გუტერეში:რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 253.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ დოლარია (+32.8%), ხოლო იმპორტი - 3 666.2 მლნ დოლარი (+33.7%). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.03 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132 მლნ. აშშ დოლარით (8.3%). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 337.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 319.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7%). ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).

ინდოეთმა შაქრის ექსპორტი შეზღუდა

ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გადაწყვიტა, შაქრის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესოს. ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რათა შიდა ფასების მკვეთრი ზრდა თავიდან აიცილოს. ბოლოს ინდოეთმა შაქრის ექპორტი 5 წლის წინ შეზღუდა. მთავრობა შაქრის კვოტას აწესებს და ექსპორტს 10 მილიონ ტონამდე დაუშვებს. ბრძანება ძალაში 31 ოქტომბრამდე ან „შემდეგ გაფრთხილებამდე“ დარჩება. ექსპერტების შეფასებით, ინდოეთის მიერ შაქარზე ექსპორტის შეზღუდვა, [შაქრის მეორე უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში], ფასებს სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის. შაქრის ძირითადი მყიდველები  ინდონეზია, ავღანეთი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალაიზია და აფრიკელი პარტნიორები არიან. ინდოეთმა, მანამდე ხორბლის ექსპორტი შეზღუდა.    

რუსეთი ბრინჯის ექსპორტს აჩერებს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნიდან ბრინჯის ექსპორტი შეზღუდა.უწყების დადგენილებით, ბრინჯის ექსპორტი 1-ელი ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდება. ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი 30 ივნისამდე შეჩერდება, თეთრი და ლერწმის შაქრის ექსპორტი მესამე ქვეყნებში 31 აგვისტომდე.  19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა.  31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა.  მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ასევე წაიკითხეთ:  რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა ინდოეთმა შაქრის ექსპორტი შეზღუდა სომხეთმა სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აკრძალა

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში - TOP 5 პროდუქტი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა. საქსტატი: პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა TOP-5 საექსპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის:  1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%; 2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%; 3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%; 4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%; 5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%. ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია. იმპორტში პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია. გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოდის:  1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%; 2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%; 3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%; 4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%; 5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%. ამ მონაცემებით, რუსეთი კვლავ საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.

უზბეკეთმა შესაძლოა, 2025-2026 წლებში გაზის ექსპორტი შეაჩეროს

უზბეკეთმა შესაძლოა, გაზის ექსპორტზე მთლიანად უარი თქვას. ამის შესახებ „უზტრანსგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბეჰზოტ ნარმატოვმა განაცხადა. „შესაძლოა, უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი დარჩეს უზბეკეთში, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა. დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით - აბა, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება და დამატებითი ღირებულების ჯაჭვების შექმნა?“ - განაცხადა ნარმატოვმა და დასძინა, რომ ექსპორტი შესაძლოა 2025-2026 წლებში შეჩერდეს. ამ დროისთვის უზბეკეთში წარმოებული გაზის დაახლოებით 10% ჩინეთში ექსპორტირდება.  

საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს

აქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით,  2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პრემიერმა საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა

2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება - შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინული ექსპორტი „ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყაროა, უკრაინას კი, ძალიან საჭირო შემოსავლებს მოუტანს“. „ასე რომ, ჩვენ ორივე ვსარგებლობთ”, - განაცხადა ლაიენმა. ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას ბლოკისთვის, რომელიც მხარს უჭერს კიევს მოსკოვის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის იტალია და გერმანია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, თუმცა ალტერნატივებს ეძებენ. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა - 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით, დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ - სომხეთში გავიდა. ექსპორტის მაჩვენებელი ახლოსაა ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს.  

ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 მაისს ამოიწურა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ მორატორიუმი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე. 

ლუკაშენკო: ბელორუსი მარცვლეულის ექსპორტზე გატანას არ გეგმავს

ბელორუსი არ გეგმავს მარცვლეულის ექსპორტზე გატანას. - ამის შესახებ დღეს, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამინისტროებთან და მხარის გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს ლუკაშენკოს განცხადებით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში კარგ მოსავალს ელიან. „წელიწადი არაა ცუდი. რუსეთში კარგ მოსავალს ელიან. უკრაინაც ალბათ მოახერხებს რამის მიღებას. ჩვენთან კი, თუ უხამსად არ მოვიქცევით, იმდენ პურს მივიღებთ, რამდენიც გვჭირდება ადამიანებისა და ცხოველებისთვის. რა თქმა უნდა, ხორბალს და სხვა კულტურებს ექსპორტზე არ გავატანთ, თუმცა შეგვიძლია. რაფსის გარდა, ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ სელის სამრეწველო კულტურები. საკმარისი კარტოფილი გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.   

ტაჯიკეთი ოქროს ექსპორტს ზრდის

2022 წლის იანვარ-მაისში, ტაჯიკეთმა ექსპორტზე $308 მილიონის ღირებულების ოქრო გაიტანა. ამის შესახებ მედია, ტაჯიკეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთმა ასევე ექსპორტზე $54 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ფხვნილი გაიტანა. დღეს ტაჯიკეთში 18 ოქროს მომპოვებელი კომპანია მუშაობს, რომლებიც წარმოების მოცულობას ყოველწლიურად ზრდიან. ოქროს მოპოვების ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა ტაჯიკური-ჩინური ერთობლივი საწარმო „ზარაფშონი“, რომელზეც ტაჯიკეთში მთლიანი ოქროს წარმოების 70 პროცენტი მოდის. „აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა TALCO Gold CJSC-ის სამთო და გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში ჩაუშვა და სუგდის რეგიონში ახალ მეტალურგიულ ქარხანასა და ოქროს გადამამუშავებელ საწარმოს საფუძველი ჩაუყარა“, - წერს მედია.   

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის

აზერბაიჯანმა, 2022 წლის 6 თვეში, ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა. აზერბაიჯანიდან 2022 წლის 6 თვეში ევროპაში გაზის ექსპორტმა 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეაგინა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 4,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, საქართველოში კი 1,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამასთან, აზერბაიჯანიდან 2022 წლის იანვარ-ივნისში გაზის ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, აზერბაიჯანმა 15,1%-ით გაზარდა გაზის მოპოვება, რამაც 23,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა

ქართული თაფლზე ბულგარეთსა და საფრანგეთში მოთხოვნა იზრდება

2022 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მოთხოვნა გაზრდილია ბულგარეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან $340 ათასის ღირებულების  90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის 5 თვის მაჩვენებლებზე 1,5-ჯერ მეტია. პირველ რიგში, ქართულ თაფლს ყიდულობს ბულგარეთი, საფრანგეთი და ისრაელი. პროდუქციის ერთჯერადად მიწოდება განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გერმანიაში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. ქართული თაფლის იმპორტიორები: ბულგარეთი - 67,42 ტონა ($195,1 ათასი); საფრანგეთი - 14,40 ტონა ($80,94 ათასი); ისრაელი - 3,57 ტონა ($19,66 ათასი) . 2021 წელს საქართველოდან, 19 ქვეყანაში 172,9 ტონა (657,3 ათასი) ღირებულების თაფლი გავიდა ექსპორტზე.  

ივნისში საქართველოს ექსპორტი 25%-ით, $439 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 467.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 548.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში $439 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით ანუ $88 მილიონით მეტია.  ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და $1.04 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ $183 მილიონით მეტია.   

საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

Europetime-თან კომენტარში ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ფასზე გაცვლითი კურსის მარჟა უნდა აისახოს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოშიც გააძვირებს. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები „თურქეთის მიერ უკვე დეკლარირებულია რომ მედიკამენტები გაძვირდება. ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა მაღალი ინფლაციის გამო მიიღო და მედიკამენტის ფასზე, გაცვლითი კურსის მარჟა აისახება. ბუნებრივია ეს იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც.  საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირება, სავარაუდოდ 25-28%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. დისტრიბუტორებმა საქართველოში თავიანთი პარტნიორები უკვე გააფრთხილეს, იმის შესახებ თუ მომავალი შესყიდვები რა ფასში მოხდება“, - განუცხადა Europetime-ს ილონა კოკიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტის ფასზე გავლენას ახდენს ინფლაციის დონე, ასევე ლარის კურსი. ფასი ზრდა ამ ფაქტორების ცვლილებაზეცაა დამოკიდებული. „თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით იაფ სეგმენტში მოხვდება“, - აღნიშნავს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ეს ფარმაცევტული კომპანიის მარაგებზეა დამოკიდებული. „მარაგები ინდივიდუალურია და შესაბამისად, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების გაძვირებას ერთი თვის დიაპაზონში უნდა ველოდოთ“, - აცხადებს კოკიაშვილი. როდისაა მოსალოდნელი თურქული მედიკამენტების გაძვირება, ამ საკითხის გასარკვევად Europetime ფარმაცევტულ კომპანიბს დაუკავშირდა. მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი რეგულირებისთვის, შესაბამისი განკარგულება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქციისთვის ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული. როგორც თურქული მედია წერს მისი გადახედვა თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე გადაწყდა. თურქული მედიკამენტები საქართველოში 2022 წლის იანვრიდან შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები კი 60% − 80%-მდე არის შემცირებული. უწყების სტატისტიკით, მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.  

საქართველოს TOP 10 საექსპორტო ქვეყანა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.6 პროცენტით მეტია. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, სქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (376.2 მლნ. აშშ დოლარი); თურქეთი (240.2 მლნ. აშშ დოლარი); ბულგარეთი (224.1 მლნ. აშშ დოლარი); რუსეთი (223.6 მლნ. აშშ დოლარი); აშშ (141.1 მლნ. აშშ დოლარი); სომხეთი (87.0 მლნ. აშშ დოლარი); პერუ (86.7 მლნ. აშშ დოლარი); აზერბაიჯანი (61.0 მლნ. აშშ დოლარი); უკრაინა (48.8 მლნ.აშშ დოლარი); შვეიცარია (45.5 მლნ. აშშ დოლარი); დანარჩენი ქვეყნები (346.4 მლნ. აშშ დოლარი);  

TOP 10 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან იანვარ-ივნისში ექსპორტზე გავიდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.6 პროცენტით მეტია. საქართველოს TOP 10 საექსპორტო ქვეყანა - საქსტატი ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. TOP 10 პროდუქტი, რომელიც იანვარ-ივნისში საქართველოდან გავიდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (533.1 მლნ. აშშ დოლარი); ფეროშენადნობები (295.6 მლნ. აშშ დოლარი); აზოტოვანი სასუქები (165.8 მლნ. აშშ დოლარი); ყურძნის ნატურალური ღვინოები (99.4 მლნ. აშშ დოლარი); ელექტროენერგია ( 53.8 მლნ.აშშ დოლარი); მინერალური და მტკნარი წყლები (44.7 მლნ. აშშ დოლარი); ოქრო (43.5 მლნ. აშშ დოლარი) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები; (42.7 მლნ. აშშ დოლარი); ტრიკოტაჟის ნაწარმი (42.5 მლნ. აშშ დოლარი); თხილი და სხვა კაკალი (39.3 მლნ. აშშ დოლარი); დანარჩენი საქონელი (520.0 მლნ. აშშ დოლარი)  

ლიბიამ ნავთობის ექსპორტი განაახლა

ლიბიამ სამთვიანი შესვენების შემდეგ საბადოებიდან და პორტებიდან ნავთობის ექსპორტი განაახლა. ამის შესახებ 21 ივლისს ლიბიის ნაციონალურმა ნავთობკომპანიამ (National Oil Corporation, NOC) განაცხადა.   კომპანიაში განაცახდეს, რომ ტანკერი Matala სიდრის პორტში ნედლეულითაა დატვირთული, რომელიც იტალიაში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ჩაიტანს.   ნავთობის წარმოება განახლდა ვაჰა პეტროლისა და კიდევ ხუთ საბადოზე, რომლებიც El-Huruç-სა და Arabian Gulf Oil Company-ს ეკუთვნის. „წარმოება ეტაპობრივად გაიზრდება, სანამ კვლავ ნორმალურ დონეს დაუბრუნდება“, - ნათქვამია NOC-ის შეტყობინებაში. 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლიბიის ნავთობის საბადოებსა და პორტებთან დაკავშირებული კრიზისი მოგვარდა და ექსპორტი განახლდება.    

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, იური ვასკოვმა განაცხადა. ვასკოვმა აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება სამივე პორტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. „ვიმედოვნებთ, რომ გადაზიდვას ამ კვირაში დავიწყებთ. 24 საათის განმავლობაში ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ჩვენი პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე. ჯერ საუბარია ჩორნომორსკის პორტზე. შემდეგი იქნება ოდესისა და პივდენის პორტები“, - განაცხადა ვასკოვმა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ყაზახეთი ნახშირის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

ყაზახეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან ავტოტრანსპორტით ნახშირის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს „დაწესდეს აკრძალვა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექვსთვიანი ვადით, საავტომობილო გზით, ნახშირის, ბრიკეტების, მარცვლებისა და მსგავსი ტიპის მყარი საწვავის, რომლებიც მიღებულია ნახშირიდან: ნახშირი, ფხვნილი ან არაფრაგმენტირებული, მაგრამ არა აგლომერირებული (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2701)“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. ანალიზი აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ყაზახეთიდან ნახშირის ექსპორტი გაიზარდა: ყირგიზეთში - 19%, უზბეკეთში - 30%. 2021 წელს ყირგიზეთში 1 143 ათასი ტონა ნახშირი გავიდა, აქდან სარკნიგზო ტრანსპორტით 1 020 ათასი ტონა, ავტოტრანსპორტით კი 123 ათასი ტონა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე აჟიოტაჟის გამოსარიცხად, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჭიროა ავტოტრანსპორტით, ნახშირის ექსპოტის 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 თვით აკრძალვა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.     

ზელენსკის თქმით, ოდესის პორტიდან გასვლის რიგს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული თექვსმეტი გემი ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით და არ შეიძლება, შეიქმნას ილუზია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინის ექსპორტის შეფერხების მცდელობებისგან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის უსაფრთხოების მხარეზე, რაც „პარტნიორების, პირველ რიგში, გაეროს და თურქეთის პასუხისმგებლობაა“. „შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის ინიციატივის განხორციელება პირველ აგვისტოს დაიწყო. ოდესის პორტი 26000 ტონა სიმინდის გადამზიდავმა პირველმა გემმა დატოვა. ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება. მაგრამ, პორტმა დაიწყო მუშაობა, დაიწყო საექსპორტო მიმოსვლა და ამას შეიძლება, ეწოდოს პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს შანსი, შეჩერდეს სასურსათო კრიზისის გავრცელება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი მუდმივად იწვევდა შიმშილს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად უკრაინული საკვების დიდი მოცულობის იმპორტს ახორციელებდნენ. „ექსტრემალური სიცხის პირობებში,ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ფასების კრიზისის საფრთხე და საკვების გარკვეული დეფიციტი შეიქმნას. ასე რომ, ჩვენ ვნახავთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და ნამდვილად იქნება თუ არა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. 16 გემი უკვე ელოდება თავის რიგს და ჩვენ მზად ვართ, სათანადო წვლილი შევიტანოთ მსოფლიო სურსათის ბაზრის სტაბილიზაციაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ცნობით, შავ ზღვაში, ოდესიდან გასვლის რიგს 16 გემი ელოდება . სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი და მოთხოვნა მცირდება. მოსალოდნელია საქართველოდან ექსპორტის კლება

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები მეორე ადგილზეა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან $295,6 მილიონის ფეროშენადნობი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 15,7% შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი $186,3 მილიონს შეადგენდა და მთლიანი ექსპორტის 13,5% იყო. Europetime-თან ინტერვიუში „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან მსოფლიო ბაზარზე პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება და ფასი ეცემა. „საქართველოში ფეროშენადნობების წარმოება შიდა ფასებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული. რაც მსოფლიოში ხდება ჩვენთანაც ზუსტად ის ტენდენციაა. სამწუხაროდ, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებია უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა. აქ ერთი მომენტია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე არავინ არ იცის, რა ვითარება შეიქმნება ამ ბაზარზე და ამიტომ ყველა ფრთხილობს, მარაგს არავინ არ აკეთებს, რადგან დიდი პროექტები არ არის. შესაბამისად, მეტალის წარმოებამ ევროპაშიც იკლო და ფეროშენადნობებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც ფასის ვარდნა გამოიწვია“, - ამბობს კევლიშვილი. მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების მთავარი იმპორტიორი ჩინეთია, რომლის წილიც 40,05% შეადგენს. მეორეა ნიდერლანდები (7,09%), მესამე იაპონია (6,09%). შემდეგ აშშ, კორეის რესპუბლიკა, გერმანია, ინდონეზია, ინდოეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები. მსოფლიო ბაზარზე 1% ნაკლები წილი აქვს რუსეთსა და უკრაინას. საქართველოს წილი უფრო დაბალია. 2022 წლის აგვისტოში ფეროშენადნობებზე ფასი ევროპაში $1400 ჩამოსცდა და $1300-$1370 ფარგლებში ფიქსირდება. წლის დასაწყისიდან კლებაა-65%. ფეროშენადნობების ფასი მკვეთრად დაეცა ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში. აშშ-ში 1 ტონის ფასი $2600-$2735 ფარგლებშია, წლის დასაწყისიდან ვარდნამ - 35% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქტზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფეროშენადნობთა ბაზარზე გაურკვეველი ვითარება იყო რამაც ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია. „2022 წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობებზე რეკორდული ფასები დაფიქსირდა. ასეთი ფასები არ ყოფილა ბოლო წლები განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია პანიკა ბაზარზე და ამან ფასი კიდევ გაზარდა. რადგან გაუგებარი ვითარება შეიქმნა. ლოგისტიკა გაუხარდებოდა თუ გაჩერდებოდა ვერავინ პროგნოზირებდა. მარტში ერთი ტონა ფეროშენადნობი $2800 ღირდა, შემდეგ ფასები დაბლა წამოვიდა და არავინ არ იცის რა იქნება ყველაზე დაბალი ზღვარი. ზოგადად, ივლის-აგვისტოში ნედლეულზე ფასები ისედაც მცირდებოდა და სექტემბერში იწყებოდა ზრდა. თუ ამ ლოგიკასაც გავყვებით, შესაძლოა ვითარება ამ მიმართულებით შეიცვალოს და აღმავალი ტრენდი დაფიქსირდეს“. საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა "ჯორჯიან მანგანეზი", სილიკონმანგანუმის ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანიები "რუსელოისი", "ჯი თი ემ გრუპი" და "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია", თუმცა ბაზარზე დაახლოებით ორი ათეული მცირე კომპანია ოპერირებს. ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია და ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის შემდეგ ადგილობრივი წარმოება გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ფეროშენადნობები ექსპორტზე აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, ჩილეში, პერუში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, ყაზახეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გადის. თუმცა ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ბაზარზე იყიდება. „შესყიდვის მოცულობები აშშ-მაც შეამცირა. რუსეთშიც რთული ვითარებაა. სანქციების გამო, ამ ქვეყნიდან ექსპორტზე არაფერი აღარ გადის. დაახლოებით 40-50% შემცირდა მოთხოვნა რუსეთიდან. თურქეთში იყიდებოდა ქართული ფეროშენადნობები, მაგრამ აქაც სტაგნაციაა და შემცირებულია მეტალის წარმოება“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი. როგორ გადაიტანს გაყიდვების შემცირებასა და ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას ადგილობრივი და წარმოება და როგორია სამომავლო პროგნოზი? ამ საკითხებზე საუბრისას „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე მცირე საწარმოები დროებით გაჩერდნენ. „ყველა ელოდება სექტემბერს. როგორი იქნება ვითარება და ფასები, იგივე ენერგომატარებლებზეც. შესაძლოა, შექმნილ კრიზისს მცირე საწარმოები ვეღარ გაუძლონ და დროებით გაჩერდნენ. ამ ბიზნესში ფასების ცვლილება არაა უცხო მოვლენა. მსხვილი კომპანიებს აქვთ იმუნიტეტი აღმავალ და დაღმავალ ფასებთან მიმართებით. ახლა ბაზარი დაღმავალია და ნედლეულზე ფასები ისევ შენარჩუნდა. ახლა რთული პერიოდია. მთავარია კომპანიებმა ამ პერიოდს გაუძლოს და შემდეგ ფასი უკვე დაბლა წამოვა და საპირისპიროდ შეიცვლება პროცესები. შეიქმნება ვითარება, როცა ნედლეულის ფასი დაბალია და ამ დროს პროდუქციის ფასი იზრდება. ბუნებრივია, საჭიროა კაპიტალი, რომ კომპანიებმა რთული პერიოდი გადალახონ მაშინ, როცა წაგებაზე უწევთ მუშაობა“. რაც შეეხება პროგნოზს, „სექტემბერში სტამბოლში კონფერენცია დაგეგმილი, სადაც დარგის ექსპერტები შეიკრიბებიან. შეფასდება მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება და გაკეთდება გარკვეული გათვლები“, - ამბობს „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

საქსტატი: 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა - 1 822.8 მლნ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 1 822.8 მლნ. აშშ დოლარია და შესაბამისად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.2 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია. „2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 1 244.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 8.5 პროცენტი). 2021 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი). 2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (365.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (242.1 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (206.7 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 53.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (344.7 მლნ. აშშ დოლარი), ირანი (121.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (102.3 მლნ. აშშ დოლარი),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთმა მოლდოვიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა

მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მოლდოვადან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მიზეზები აქვს. „რუსეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები ადრეც დააწესა. მანამდე ეს რეგულარულად ხდებოდა ღვინოზე, ხილსა თუ ბოსტნეულზე. ამავდროულად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ხილ-ბოსტნეული კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე. პროდუქცია ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზარზე, რომელსაც დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“, - განაცხადა პოპესკუმ Moldova 1-ზე. 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Rosselkhoznadzor)მოლდოვის 31 რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში იმპორტზე შეზღუდვები გამოაცხადა. Rosselkhoznadzor-ი აცხადებს, რომ აკრძალვის მიზეზი, რომელიც ძალაში 15 აგვისტოს შევა, მოლდოვური ბოსტნეულისა და ხილის პარტიებში აღმოჩენილი მწერები და მავნებლები გახდა. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე და არ ვრცელდება, მაგალითად, დაკონსერვებულ ბოსტნეულზე, ხილზე ან ღვინოზე. რუსეთის სამსახურმა განაცხადა, რომ აკრძალვას არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ აკრძალვის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირმა გადასახადები და კვოტები მოლდოვადან შვიდი სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებით გააუქმა. ევროკავშირის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ფონზე, მოლდოვის ეკონომიკას მხარი დაუჭიროს.   

საქართველოს უმსხვილესი 10 საქსპორტო ქვეყანა და პროდუქტი - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 34.8%-ით მოიმატა და 7.09 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.   10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნა იანვარ-ივლისში:   ჩინეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 15.3%, ზრდა - 29.4%; ა ზერბაიჯანი - წილი მთლიან ექსპორტში - 11.3, ზრდა - 19%; რუსეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 10.9%, ზრდა - 5.1%; თურქეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 9.5%, ზრდა - 54.9%; სომხეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 8.1%, ზრდა - 96.3%; ბულგარეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 7.6%, ზრდა - 84.7%; აშშ - წილი მთლიან ექსპორტში - 6.1%, ზრდა - 115.2%; უკრაინა - წილი მთლიან ექსპორტში - 4.2%, კლება - 21.1%; პერუ - წილი მთლიან ექსპორტში - 3.3%, ზრდა - 950.2%; ყაზახეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 3.1%, ზრდა 136.1%. 10 საექსპორტო პროდუქტი იანვარ-ივლისში:  სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $620 953.1 წილი ექსპორტში 27.9% ფეროშენადნობები -  $348 314.1 - 15.6 % აზოტოვანი სასუქები - $182 650.7 - 8.2% ყურძნის ნატურალური ღვინოები - $120 685.0 - 5.4% ელექტროენერგია - $64 780.7 - 2.9% მინერალური და მტკნარი წყლები - $55 003.8 - 2.5% სპირტიანი სასმელები - $52 684.5 - 2.4% ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $51 535.3 - 2.3% ტრიკოტაჟის ნაწარმი - $50 752.7- 2.3% ოქრო - $49 902.5 - 2.2% დანარჩენი საქონელი - $628 642.6 - 28.2%

ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული ქვანახშირის საზღვაო ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა - Bloomberg

რუსული ნახშირის ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე, ევროკავშირმა ნედლეულის იმპორტი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აკრძალა. პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Bloomberg-ის ცნობით, რუსული უმსხვილესი კომპანია Suek აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვანახშირის ექსპორტს ვეღარ ახერხებს. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს რუსეთი მსოფლიოში, ქვანახშირის სამ უმსხვილეს ექსპორტიორთაგან ერთ-ერთია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო მარაგის დაახლოებით 17%-ს. ქვანახშირის მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. როდესაც რუსეთმა თავისი ქვანახშირი აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში გადაიტანა, ექსპორტიორებმა, როგორიცაა ავსტრალია, ევროპაში რუსული ნედლეული ჩაანაცვლეს. რამაც, მიმდნარ წელს ფასების 10-ჯერ ზრდა გამოიწვია.   

საქართველოდან ბოლო 8 თვის განმავლობაში 105.1 მლნ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული

2022 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს: თხილი - აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. თხილის ექსპორტი 35 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული. ატამი და ვაშლატამა - ექსპორტის ღირებულებამ 28.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. მოცვი - ექსპორტის ღირებულებამ 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 49.0%-ით აღემატება. ვაშლი - ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია", - აღნიშნიშნულია ინფორმაციაში.  

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა.   რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც - 38,8 პროცენტით (53,7 მლრდ კუბური მეტრით) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „გაზპრომი“ გაზს დადასტურებული შეკვეთების მიხედვით აწვდის. ამასთან, გაზის ექსპორტი ჩინეთში იზრდება Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტით. სექტემბერში მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიური კონტრაქტის რაოდენობას. „10 სექტემბერს დღიური ექსპორტის მოცულობის ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა“, - აცხადებენ კომპანიაში. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ევროპის UGSF-ებში გაზის მარაგი 58,4 მილიარდი კუბური მეტრით შეივსო.  2019/2020 წლების გატანის სეზონის დასაწყისში UGS-ის დაკავების დონის მისაღწევად, კომპანიებს მოუწევთ კიდევ 14 მილიარდი კუბური მეტრის ამოტუმბვა.   

საქსტატი: 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 36.9 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მილიომი დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. "ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი თურქეთი. ლიდერი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი კი უცვლელია – სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი). საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი? საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი. ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს? მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი. გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ.  ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს. ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი? რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება. ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს? ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება. ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ? მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)   

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ზრდის

გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე - 50 მეგავატით გაზარდა. ამის შესახებ NPC "უკრენერგოს" პრესსამსახური იტყობინება. ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ.  უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს. გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ინტერკონექტორის ექსპლუატაციის განახლება იგეგმება.  

ბელორუსმა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, 6 თვით გაახანგრძლივა

ბელორუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა.    ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელორუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელორუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა მარცვლეული.  

საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში, აუქციონის წესით, სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიები გაიცა. სააგენტოს ცნობით, საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი, საახალწლო ნაძვის ხეების წარმოების მიზნით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება. „აუქციონის გამოცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები. აღნიშნული აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე 215 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ 1 630 056 ლარი შეადგინა. გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.  

რუსულ „გაზპრომს“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

რუსულმა „გაზპრომმა“ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 313,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით, 17,1%-ით ნაკლებია. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს.   ამასთან, ანალოგიურ პერიოდში რუსული გაზის ექსპორტი 40,4%-ით დაეცა (58,9 მილიარდამდე, მანამდე 86,9 მილიარდს შეადგენდა).  ამავდროულად, „გაზპრომის“ თანახმად, გაზის ექსპორტი ჩინეთში ციმბირის ძალის გაზსადენით იზრდება. (გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე). „მომარაგება რეგულარულად აჭარბებს დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას. სექტემბერში ორი ისტორიული მაქსიმალური დღიური ექსპორტი დაფიქსირდა მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის წარმოება წლის დასაწყისიდან და 15 ივლისამდე 10,4%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში 33,1%-ით.     

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს

უკრაინა 11 ოქტომბრიდან,  ენერგოსისტემის სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. „დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო უკრაინა იძულებულია ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან შეწყვიტოს და საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაცია მოახდინოს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა.  ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.  

43 900 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

43 900 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 43 900 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს

ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. როგორც „ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.    

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან - საქსტატი

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 34.0 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი). „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).  

რას ყიდის საქართველო მსოფლიო ბაზრებზე - საექსპორტო ათეული

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი). სპილენძის მადნები და კონცენტრატები $842 036.4 ათასი; ფეროშენადნობები $441 196.7 ათასი; აზოტოვანი სასუქები $221 683.1 ათასი; ყურძნის ნატურალური ღვინოები $ 200 258.3 ათასი;  მინერალური და მტკნარი წყლები $91 092.9 ათასი; ელექტროენერგია $84 338.9 ათასი; სპირტიანი სასმელები $84 135.2 ათასი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $73 191.1 ათასი; თხილი და სხვა კაკალი $72 131.2 ათასი; ოქრო $69 234.5 ათასი; დანარჩენი საქონელი $925 087.6 ათასი.  

უკრაინამ საწვავი შეშის ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ საწავი შეშის ექსპორტი აკრძალა, რადგან ის უკრაინის ბევრ დასახლებაში გათბობისთვის ძირითადი რესურსია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ნოემბერს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ენერგოსისტემაზე მხოლოდ ზრდის საწვავი შეშის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოსკოვმა 23 ნოემბერს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა. თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ, მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ, ინდოეთის შესყიდვებმა რუსეთიდან უკვე მარტში დღეში 68 000 ბარელს მიაღწია. მომდევნო თვეებში ინდოეთის რუსული ნავთობის შესყიდვამ სტაბილური ზრდა აჩვენა და ნოემბერში დაახლოებით დღეში 959 ათასი ბარელი შეადგინა. რუსეთიდან თურქეთში ნედლი ნავთობის ექსპორტი მითითებულ პერიოდში სამჯერ გაიზარდა - 110 000 ბარელიდან 327 000 ბარელამდე დღეში. თუ ომამდელ პერიოდში კუბა რუსეთიდან ნედლ ნავთობს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ყიდულობდა, 2022 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დღეში 48 ათას ბარელამდე გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიროები ასევე იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ. თუ 2020 წლის ივნისიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რუსული ნავთობის იმპორტი არ განხორციელებულა, 2022 წლის მაისში შესყიდვები დღეში 35 ათას ბარელს შეადგენდა. გასული თვის მდგომარეობით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნედლი ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან დღეში 28 000 ბარელი შეადგინა.  შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო.  

მედია: ჩინეთი რუსეთში „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი" პროცესორების ექსპორტს კრძალავს

რუსული მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ, რუსეთის ფედერაციაში Loongson-ის პროცესორების მიწოდება აკრძალა. ~ აკრძალვა მოტივირებულია იმით, რომ ტექნოლოგია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რადგან PRC-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში გამოიყენება. გაზეთის წყაროებმა განაცხადეს, რომ მიწოდების აკრძალვა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს უფრო მგრძნობიარე საკითხია, რადგან ელექტრონიკის არაერთმა ადგილობრივმა მწარმოებელმა უკვე გამოსცადა ჩინური პროცესორები პარალელური იმპორტის არხების დაბლოკვისას.  ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ექსპერტი თვლის, რომ ჩინურ პროცესორებზე შიდა ელექტრონიკის მასობრივი წარმოება უფრო რთული იქნება, ვიდრე ამერიკული ჩიპების მიწოდების გზების პოვნა. გარდა ამისა, მისი თქმით, ჩინური პროცესორები, თუნდაც ისინი უსწრებენ შიდა განვითარებას, მაინც ეფექტურობით ჩამორჩებიან ამერიკულ პროცესორებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასობით უცხოურმა კომპანიამ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა საქმიანობა რუსულ ბაზარზე.  კერძოდ, პროცესორების ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა AMD-მ და Intel-მა მთლიანად შეაჩერეს პროდუქციის მიწოდება რუსეთში. მარტის ბოლოს რუსეთის მთავრობამ, რამდენიმე საქონლის, მათ შორის AMD-ისა და Intel-ის პროცესორების პარალელური იმპორტი დააკანონა, კერძოდ, ამ პროდუქციის იმპორტისთვის რუსეთის ფედერაციაში საავტორო უფლებების მფლობელისგან ნებართვა აღარ სჭირდება.   

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა - XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რიგ ქვეყნებში შეჩერდა რუსული გაზის ტრანზიტი, იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. გარდა ამისა, მილსადენის თითქმის ყველა ძირითადი მარშრუტი, რომლითაც რუსული გაზი ამარაგებს, გარკვეულწილად დაზარალდა. ახლა რუსული გაზი ევროპას მიეწოდება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის ერთ-ერთი პუნქტით და თურქეთის გავლით [უნგრეთსა და სერბეთამდე] „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ერთი ხაზით.  

WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი დეკემბერში 22%-ით შემცირდა.  მედიის ცნობით, პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საპასუხო განკარგულება გამოსცა 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საშუალო დღიური ექსპორტის მოცულობა ამ თვეში დაახლოებით 2,5 მილიონი ბარელი იყო, იუწყება The Wall Street Journal ანალიტიკოსთა ფირმა Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები ამ შემცირებას უკავშირებენ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის ოფშორულ მიწოდებაზე აკრძალვის დაწესებას და რუსეთიდან ზღვით ტრანსპორტირებულ ნავთობის ბარელზე ($60) ზღვრულ ზღვარს. ამ ფასზე შეთანხმდნენ ევროკავშირი, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია. „ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული ნავთობის შემსყიდველების წრე დავიწროვდა. რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობს ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და ბულგარეთი, რომელიც გათავისუფლებულია ევროკავშირის სანქციებისგან“, - თქვა Kpler-ის ანალიტიკოსმა მეტ სმიტმა. მისივე თქმით, ექსპორტის შემცირება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ზამთრის ამინდითაც, რაც გავლენას ახდენს ნავთობის გადატვირთვაზე.  აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.  

აზერბაიჯანმა გასულ წელს, რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუტები გაყიდა

2022 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე $2 მილიარდ 992 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო (AZPROMO) ავრცელებს. ეს მაჩვენებელი 10,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 875,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32,8%-ით მეტია მესამე კვარტალის მონაცემებზე. დეკემბერში, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 303,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  

იტალიამ უკრაინას, პროდუქციის ექსპორტისთვის, ვენეციისა და ტრიესტის პორტების გამოყენება შესთავაზა

მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა, რომ იტალიამ შესთავაზა უკრაინას, გამოიყენოს ვენეციისა და ტრიესტის პორტები ადრიატიკის ზღვაზე პროდუქციის ექსპორტისთვის, იტყობინება იტალიური ANSA. მისი თქმით, უკრაინას ასევე შეეძლება, ისარგებლოს ევროპის უდიდესი ლოგისტიკური პლატფორმით ვერონაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის სენატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ შემოთავაზებულ ბრძანებულებას, რომელიც უკრაინისთვის 2023 წლისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დოკუმენტს მხარი 125-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 28 იყო.    

ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 6 თვით შეზღუდა

ყაზახეთში საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ექვსი თვით გაგრძელდა. რასაც ენერგეტიკის, ფინანსთა, შს მინისტრებისა და KNB-ის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება ადასტურებს. 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება. ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ვადის გაგრძელებაზე ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა. წინა აკრძალვას ვადა 2023 წლის 12 იანვარს ამოეწურა. ყაზახეთმა საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. კერძოდ, შეზღუდვები ექვსი თვით გახანგრძლივდა გასული წლის ივლისში და 2021 წლის ნოემბერში. მთავრობამ ნავთობპროდუქტების ექსპორტი მძიმე მანქანებით, აქტიური შესყიდვების ფონზე აკრძალა.   

რუსული ექსპორტი ბრიტანეთში თითქმის ნულამდე დაეცა

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) გამოთვლებით, რუსული საქონლის იმპორტი დიდ ბრიტანეთში გასულ წელს 98%-ით შემცირდა და მხოლოდ 18 მილიონი ფუნტი შეადგინა. გაზეთ Times-ის ცნობით, BNS ვარაუდობს, რომ ბრიტანეთში რუსული ექსპორტის კოლაფსის მიზეზი არა მხოლოდ მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა, არამედ ის ფაქტიც, რომ მეწარმეები ნებაყოფლობით უარს ამბობენ რუსულ საქონელზე და შემცვლელებს ეძებენ.  

საქართველოდან EU-ში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი გაიზარდა - საქსტატი

საქსტატმა დღეს 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი 87.8 მილიონის საქონელი რუსეთში გავიდა. 2023 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 29.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი 68%-ით გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით შემცირდა. მთლიან ექსპორტში EU-ზე მხოლოდ 16% მოდის. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ 3.75-ჯერ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე პოზიციაზე). დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება. საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება: რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433%5. ჩინეთი $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48%8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 332%9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 461%10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.  

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ 7 აპრილს მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს.   უკრაინას ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტა ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის შემდეგ მოუწია. ელექტროენერგიის ექსპორტი მოიზიდავს დამატებით ფინანსურ რესურსებს მასობრივი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული და დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, - განაცხადა ჰალუშჩენკომ.  

იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს 216.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 180.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 176.9 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 568.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 490.0 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 261.8 მლნ. აშშ დოლარით.  

იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს – 280.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 261.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 226.2 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 786.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 622.3 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 412.5 მლნ. აშშ დოლარით.  

საქსტატი: იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 23.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 962.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 50.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 986.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 178.5 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 147.9 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 122.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 253.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 78.4 მლნ. აშშ დოლარით.  

2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია - მთავრობის ანგარიში

მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით. მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.1 მლრდ ლარით (96%), ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 0.5 მლრდ ლარით (13%) აღემატება. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.01 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაცემულ იქნა 857 მლნ ლარამდე ღირებულების 14 ათასზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია”, – ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის ცნობით, 2022 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა. „საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია”, – აღნიშნავს მთავრობა.  

საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში $3 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 052.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1 473.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (266.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (197.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (188.2 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 336.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 125.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 109.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

7 თვეში ექსპორტი 16%-ით, $3.6 მილიარდამდე გაიზარდა

„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 097.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.0 პროცენტით მეტია. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 575.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 15.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).  „უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4 946.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.  საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 632.7 მლნ. აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა სომხეთი – 601.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 511.8 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 861.2 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 399.4 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 364.3 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 566.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 438.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 282.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 816.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 392.4 მლნ. აშშ დოლარით.  

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 10%-ით ზრდის

2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).  

უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტს აღემატება

ორშაბათს უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტზე 350 მეგავატით მეტია. ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს პრესსამსახური ავრცელებს. ელექტროენერგიის ექსპორტი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება სლოვაკეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში. ჯამური სიმძლავრეა 2429 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 200 მგვტ-მდე. ელექტროენერგია იმპორტირებულია დილით და საღამოს საათებში სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ასევე შუადღისას და საღამოს საათებში რუმინეთიდან. ჯამური სიმძლავრეა 2079 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 553 მეგავატამდე. 2023 წლის დეკემბერში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ერთობლივმა ევროპულმა ქსელმა (ENTSO-E) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას, ევროკავშირის ქვეყნებიდან 1,7 გიგავატამდე ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.  

უკრაინა დღეს რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს

დღეს უკრაინიდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება - 13 264 მგვტ/სთ, მაქსიმალური სიმძლავრე რამდენიმე საათში 716 მეგავატამდე. უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ხუთ ქვეყანაში განხორციელდება. ეს ქვეყნებია სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და მოლდოვა, იუწყება Ukrenergo. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინიდან სხვა ქვეყნებში მხოლოდ ელექტროსისტემაში დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში ხორციელდება.  

Bloomberg: დრონების თავდასხმების გამო, რუსეთი დიზელის ექსპორტის შემცირებას გეგმავს

ბოლო ხუთ თვეში უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმების გამო, რუსეთი აპრილში შავი და ბალტიის ზღვის პორტებიდან დიზელის ექსპორტის შემცირებას გეგმავს.   წიაღისეული საწვავი არის რუსეთის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და კრემლის ომის მანქანის შემოსავლის მთავარი წყაროა. როგორც Bloomberg-ი წერს, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აწვდის ნავთობს და გაზს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, ინდოეთსა და ჩინეთს. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აწყობდა. Bloomberg-ის ცნობით, 17 მარტის თავდასხმის სამიზნე იყო ათეულობით რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაც რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. „ინდუსტრიის მონაცემები აჩვენებს, რომ დიზელის ექსპორტი აპრილში დაახლოებით 2,29 მილიონ ტონამდე შემცირდება,“ წერს გამოცემა ინდუსტრიის მონაცემებზე დაყრდნობით.   „ეს დღეში 569 000 ბარელზე ოდნავ მეტს უდრის, რაც 21%-ით ნაკლებია მარტში იმავე პორტებიდან დაახლოებით 724 000 ბარელის დღიურ ექსპორტთან შედარებით,“ - წერს Bloomberg-ი. 29 მარტს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნედ ქცევა ლეგიტიმური სამხედრო სტრატეგიაა. „დარტყმები შეესაბამება უკრაინის სამხედრო მიზნებს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ეს ინტერვიუ მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა ,შეწყვიტოს შეტევა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კიევს მსგავსი მოწოდებები ვაშინგტონიდან არ მიუღია.