თეგი: ვაკე

ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ.  ამასთან, გამოძიებ, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.  

ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში სროლა იყო

თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ კაფეში ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა. სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი თვით მხილველის თქმით, პირი რომელმაც  შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. „სროლა იყო „სტრადას“ ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა. შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, - განაცხადა თვითმხილველმა IPN-ის ცნობით.  

„რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა“ - ვაკეში მომხდარზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. „აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.