თეგი: ვენა

ვენაში კონცერტი გაუუქმეს რუს პიანისტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უჭერს მხარს

ვენაში, რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი გაუქმდა. ცნობილი პიანისტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.  ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. „გმადლობთ, რომ გვისმენთ! ვენაში, გაუქმდა ცნობილი რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ესენი არიან არტისტები და პროპაგანდისტები ნეტრებკოვ-პინოტკოვსკის რიგიდან. ამიტომ, მათი ადგილი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებში“, - აცხადებს უკრაინის კულტურის მინისტრი. როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური შტატის ჰესესა და მისი დედაქალაქის, ქალაქ ვისბადენის ხელისუფლება 2023 წლის მაისში დაგეგმილ ფესტივალში რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება.