თეგი: თავდასხმა

უკრაინის სარაკეტო ქარხანაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, საჰაერო კოსმოსურ და სარაკეტო ქარხანაში სროლის შემდეგ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. მედია წერს, რომ თავდასხმა განხორციელდა დნიპროში, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან 100 მილზე მეტი მანძილის მოშორებით, სადაც სამხედროები 2014 წლიდან ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. დაკავებულია ეროვნული გვარდიის 21 წლის წვევამდელი. ეროვნული გვარდიის უფროსმა მიკოლა ბალანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი „ნებისმიერ ინციდენტზე“. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.

უკრაინაში, სვეტლოდარსკის მახლობლად, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატესა და უცხოელ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის პარლამენტის წევრები ფრაქცია ხალხის მსახურიდან და უცხოელი ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში ჩავიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც თავშესაფარში გადაიყვანეს.  ხალხის მსახურის წარმომადგენლებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს გადასცეს უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც JFO-ს ტერიტორიაზე მისიების შესასრულებლა არის საჭირო. 19 თებერვალს გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში მთავრობის წარმომადგენლები, დეპუტატები, ასევე მსოფლიოს წამყვანი მედიის წარმომადგენლები და უკრაინელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი; ვიცე-პრემიერი; უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე; ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე; უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე.  

სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება მოახერხეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

პოლიციამ ”საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დააკავეს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ასევე წაიკითხეთ სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ბ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე, მის ავტომობილზე თავდასხმის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის დროს, ბ.შ.-სთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გ.შ. და მ.ხ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში. პროკურატურამ ბრალდებულ ბ.შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.შ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. რაც შეეხება მ.ხ.-ს, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნიუ-იორკის შტატში მომხდარ თავდასხმაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ნიუ-იორკის შტატში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პოლიცია რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულად თვლის. BBC-ს ცნობით, გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. მედია: ბუფალოში, მასობრივი სროლისას სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა „ჩვენ ვიძიებთ ამ დანაშაულს, როგორც რასობრივი მოტივით სიძულვილის, ასევე რასობრივი მოტივით ძალადობრივი ექსტრემიზმის საქმეს“, - განაცხადა სტივენ ბელონგიამ, FBI-ს ბუფალოს ოფისის წარმომადგენელმა. ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე მოძრაობდა. ბაფალოს პოლიციის კომისარმა ჯოზეფ გრამაგლიამ აღნიშნა, რომ სულ ცამეტ ადამიანს ესროლეს და მათი უმრავლესობა შავკანიანი იყო. BBC-ის ინფორმაციით, 18 წლის კაცი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, ქალაქ ბუფალოში შემთხვევის ადგილზე შეტაკების შემდეგ დააკავეს. თავდაპირველად ვრცელდება ცნობა, რომ ის მოკლულია.  

შსს-მ თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, 29 მაისს 5 ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა 30-მდე კაცმა განახორციელა. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი აცხადებს, მათზე ფიზიკურად იძალადეს და ქვები ესროლეს.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის თქმით, ამ დროისთვის, ორივე პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში იმყოფება. „თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ მედიასთან. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს. თავის მხრივ, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ორივე თავდამსხმელის მხრიდან ისმოდა გინება. „პარლამენტთან დაიწყო საყვედური, შემდეგ იყო „შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო“ ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთმა სცადა, ფიზიკურად შემხებოდა და ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

აშშ-ში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 ადამიანი

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. გასროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 23 წლის კაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.  გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა. ცნობილია, რომ კაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.    

შსს ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა  

კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა პოლიცია დეტალებზე არ საუბრობს. მსხვერპლთა რაოდენობა უცნობია. გადაკეტილია გზა, არ მუშაობს მეტროსადგური. ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელს „სანადირო თოფი“ ეჭირა.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.   

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას იაპონიის პრემიერმა მომხდარს „საზიზღარი აქტი“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს  

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის თავად შეიარაღებული თავდამსხმელიცაა.   როგორც ცნობილია, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი პოლიციელის თქმით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.  რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი და პიანისტი მარინა გაბუნია, რომელიც წლებია ჯულიარდის სკოლაში ასწავლიდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ Nbcnewyork წერს.  გამოცემის ცნობით, ერთი კვირის წინ მას შვილი დაეღუპა ავარიაში, მისი ძაღლი კი სახლში გადმოიყვანა.  პოლიციის ინფორმაციით, პიტბულის თავდასხმის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ცხედარი, ქმარმა სახლის ეზოში აღმოაჩინა. კაცმა პოლიცია გამოძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველმა პიტბულს იარაღიდან მას შემდეგ ესროლა, რაც ძაღლმა მასზე თავდასხმა სცადა. პოლიციის ოფიცერი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.   

ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის ერთ-ერთ სასტუროში შეიჭრნენ - დაიღუპა სულ მცირე, 10 ადამიანი

ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტურო „ჰაიატში“ შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრველებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, 10 ადამიანი. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელებმა სასტუმროსთან ორი ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ცნობისათვის, ალ-ქაიდას განშტოება, დაჯგფება ალ-შაბაბი, ფედერალურ მთავრობასთან გრძელვადიან კონფლიქტშია ჩართული.  

ფორმულა: ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა

„ფორმულას“ ცნობით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერის დროს, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა. უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს.  მომხდარზე ჟურნალისტმა რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.  შემთხვევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.

უკრაინაში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. ოფიციალური პირის ცნობით, სოფელ ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. „საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. 11 წლის ბიჭი სახლის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, ხოლო 6 წლის ბავშვი დაბომბვის დროს“, - განაცხადა ტიმოშენკომ. გარდა ამისა, მისი თქმით, დაშავებულია 31 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმა, სარკინიგზო სადგურზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.   

ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი მძევლები: არავის ანაცვლებს, შენობაში არც არავის უშვებს "არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის", - ამის შესახებ ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფი მძევლები აცხადებენ. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები ამასთან, სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები მძევლების ჩანაცვლებას სთავაზობენ, მაგრამ თავდამსხმელი უარზეა. „არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის“,-აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ვიდეოში. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ტაილანდში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყოფილი პოლიციელის მხრიდან სროლას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და მოზარდები არიან. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბავშვებსა და მოზარდებს ესროლა, დანით დაჭრა და გაიქცა. თავდასხმის მოტივი უცნობია. სროლა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში იყო.

მილანთან მდებარე სუპერმარკეტში კაცმა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაჭრა

ჩრდილოეთ იტალიაში, მილანის მახლობლად, სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოთხი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. დაშავებულებს შორის იყო არსენალის ფეხბურთელი პაბლო მარი. გარდაცვლილია სუპერმარკეტ Carrefour-ის თანამშრომელი. დაკავებულია 46 წლის ეჭვმიტანილი. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ის დანით იყო შეიარაღებული. ფოტო: პაბლო მარი იტალიური მედიის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ

აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის სან ფრანცისკოში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. პელოსი ჰოსპიტალიზებულია. როგორც ცნობილია, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.  

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ნენსი პელოსის ქმარს დაესხა თავს

სან-ფრანცისკოს პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხა და მძიმე დაზიანება მიაყენა.  ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ კაცს, რომელმაც 82 წლის პოლ პელოსის ჩაქუჩი თავში ჩაარტყა, ბრალი მკვლელობის მცდელობასა და სხვა დანაშაულებებში წარუდგინეს. სან-ფრანციოსკოს პოლიციის ცნობით,თავდამსხმელი 42 წლის დევიდ დეპაპია. ის მკვლელობის მცდელობის, სასიკვდილო იარაღით თავდასხმის, ხანდაზმულთა შეურაცხყოფის, ბატარეის ქურდობისა და სხვა დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა უილიამ სკოტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის დეტექტივები, ნენსი პელოსის ქმერზე თავდასხმის მოტივს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა „ეს არ იყო შემთხვევითი ქმედება". ნენსი პელოსის პრესმდივანმა, დრიუ ჰემილმა განაცხადა, რომ პელოსის ქმარს „სახლში შეჭრისას თავდამსხმელი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა და სპიკერთან შეხვედრას ითხოვდა“.  

აშშ-ის ელჩმა კიევში, რუსეთის თავდასხმებს თავხედური და ბარბაროსული უწოდა

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ მილიონობით უკრაინელის მსგავსად, ამერიკელი დიპლომატები კიევში, დილას თავშესაფარში ატარებენ. კიევში აფეთქებების ხმა ისმის „რუსეთი განაგრძობს უსულო და ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რათა ქვეყანა, ზამთრის წინ, სიცივესა და სიბნელეში დატოვოს “, - დაწერა ელჩმა Twitter-ზე.  ხარკოვის მერი, ქალაქში ორი აფეთქების შესახებ იუწყება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

CNN: პაკისტანის ექსპრემიერზე თავდასხმა მოხდა

პაკისტანის ექსპრემიერ ირმან ხანზე თავდასხმა განხორციელდა.  თვითმხილველების ინფორმაციით, ირმან ხანს, მიტინგზე უცნობმა პირმა იარაღიდან ესროლა.  პაკისტანის ექსპრემიერი ფეხში დაიჭრა და კლინიკაში გადაჰყავთ.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას, მიკოლაევზე იერიშით ცინიკურად უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგების ვიდეო Facebook-ზე გაასაჯაროვა.  „რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას, მიკოლაევზე სარაკეტო იერიშით ცინიკურად უპასუხა“, -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.  „თავდასხმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. შენობა სრულადაა დანგრეული მე-5-დან 1-ელ სართულამდე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - განაცხადა ზელენსკიმ.  როგორც Ukrinform იტყობინება, მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, 11 ნოემბერს ნიკოლაივზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.  

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის საიტზე მომხდარ კიბერშეტევაზე, პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროპარლამენტის საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო". ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „ჩემი რეაქცია: #SlavaUkraini" “-  წერს რობერტა მეცოლა.  ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა ევროპარლამენტის ვებგვერდზე, კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.   

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა

ხაშურში, ცხრამუთის დედათა მონასტერში, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს უცნობი პირი შეიჭრა. როგორც ცნობილია, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მონაზონს და კლინიკაშია გადაიყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა უცნობმა პირმა მონასტრის გაქურდვა და ნივთების წაღება.  ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.  

მეუფე სვიმეონი: წინა დღეებში ეკლესიაზე, ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე თავდასხმა იყო და შედეგმაც არ დააყოვნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ქადაგების დროს, მის ეპარქიაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში, მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.  ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „არამარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეპარქიაში მოხდა. მოგეხსენებათ, წინა დღეებში ეკლესიაზე თავდასხმა იყო, პირადად ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმაც არ დააყოვნა“, - განაცხადა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა.  ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს მისივე თქმით, დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. „ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მეორე თვალშიც მხედველობა აღუდგა და შედარებით უკეთესად არის. ღვთის შეწევნით ის მალე დატოვებს საავადმყოფოს და ჩვენს გვერდით იქნება“.  სვიმეონმა ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე სიძულვილის ენამ მიიყვანა.  „რომელი საუკუნეა? მე მასწავლიან სიკეთის კეთებას? მე მასწავლიან როგორი უნდა ვიყო? საკუთარი სიცოცხლე მაქვს გადადებული და მე მასწავლიან რა არის სწორი ცხოვრება? აი, ამ სიძულვილის ენამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ქართველი კაცი ეკლესიების წინააღმდეგ გახადა. სახალხო დამცველი ცხრამუხის მონასტერში მომხდარს ეხმაურება ვაი, ქართველებო. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე თავდასხმა მომხდარიყოს. ეკლესიის შეურაცხყოფამ და ამდენმა დევნამ რა მოიტანა, საზოგადოებამ დაინახა. ეკლესიაზე თუ მონაზვნებზე გაჭირვებული ადამიანები როგორ უნდა წააქეზო”,-განაცხადა ეპისკოპოსმა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა  

მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა

5 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, საავიაციო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა უცნობი დრონის მეშვეობით განხორციელდა.  სავარაუდოდ, დაზიანდა ორი Tu-95 ბომბდამშენი. ASTRA-ს წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალაქი ენგელსი უკრაინიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.  

მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აეროდრომზე ქალაქ რიაზანთან, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა სარატოვის რეგიონში აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად. უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები. ტერიტორია უკრაინის საზღვრიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს ენგელსის საჰაერო ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების გაზრდილი აქტივობა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორივე ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.  

დააკავეს კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს თავს დაესხა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კაცი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, დაკავებულია.  გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

უკრაინის სამ რეგიონში დრონების თავდასხმა მოიგერიეს

30 დეკემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა, კიევის რეგიონში დროენების თავდასხმა მოიგერიეს. „რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ტავდასხმა მოიგერიეს“, - წერს შეტყობინებაში რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლექსი კულება. კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანის წარმოების ხუთი „შაჰედი კამიკაძე“ დრონი ქალაქის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. ერთ-ერთი თვითმფრინავი გოლოშეევსკის რაიონში ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა. შენობა ნაწილობრივ დაინგრა, მეზობელ საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია ფანჯრები. ვოსტოკის საჰაერო სარდლობა ასევე იტყობინება, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათი უოილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში. ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმებში ასევე მონაწილეობს თვითმფრინავები, რომლებსაც რუსეთი ირანისგან ყიდულობს. 29 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს უკრაინა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, გაშვებული 69 რაკეტიდან ჩამოაგდეს 54. მანამდე, რუსული ძალების მიერ, უპილოტო თვითმფრინავიებით მასშტაბური თავდასხმა კიევზე 19 დეკემბრის ღამეს განხორციელდა. 35 თვითმფრინავიდან 30 განადგურდა.  

პარიზში, რკინიზგის სადგურზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაშავდა

პარიზში, რკინიგზის სადგურზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თამდამსხმელს პოლიციამ ესროლა. Reuters-ი წერს, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.  Gare du Nord-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია, ეს არის Eurostar-ის მატარებლის ჩამოსვლის წერტილი ლონდონიდან და მთავარი კარიბჭე ევროპის ჩრდილოეთით. შესაძლო ტერორისტული მოტივების შესახებ კითხვაზე, პოლიცია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ტერორიზმის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. Gare du Nord (ოფიციალურად Paris-Nord) პარიზში შვიდი დიდი სარკინიგზო სადგურიდან ერთ-ერთია.  

უკრაინის ძალებმა, სოლედარში დაჯგუფება „ვაგნერზე“ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 12 იანვარს უკრაინის ძალებმა, სოლედარში დაჯგუფება „ვაგნერზე“ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს.  ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება „იერიშის შედეგად, დაქირავებულ მებრძოლებს შორის არის მსხვერპლი მოჰყვა“, - აცხადებენ სასაზღვრო სამსახურში.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ მანამდე, უკრაინის სპეცრაზმმა განაცხადა, რომ 100-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა მას შემდეგ, რაც სოლედარში ბრძოლისას უკრაინულმა მხარემ სარაკეტო დარტყმა განახორციელა.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლონდონში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლისას 4 ადამიანი დაშავდა

ოთხი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის გოგო დაშავდა ჩრდილოეთ ლონდონში, დაკრძალვის წინ მომხდარი სროლის შედეგად, განაცხადა მეტროპოლიტენის პოლიციამ. ოფიცრებმა განაცხადეს, რომ სამი ქალი - 48, 54 და 41 წლის - საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ 48 წლის კაცმა შედარებით სერიოზული დაზიანება მიიღო. დეტექტივების თქმით, შემთხვევა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა. პოლიციის თქმით, სავარაუდოდ, სროლა მოძრავი მანქანიდან განხორციელდა. მიმდინარეობს გამოძიება.  

ზელენსკი დნიპროში აფეთქებაზე: მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან

დნიპროში ნანგრევების დაშლა გრძელდება. მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  დნიპროში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა „მთელი დღის განმავლობაში ვეცნობოდი დნიპროდან მიღებულ ანგარიშებს. იქ კორპუსის ნანგრევებში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა სამსახური ადგილზეა. მინდა მადლო ვუთხრა ყველას, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 ადამიანის ბედი უცნობია. სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ, დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას  ნანგრევებიდან 10 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა. აქედან 7 ბავშვია.  ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის  მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.  

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გაგვაჩნია

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, - ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. „რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, - განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

ლოს ანჯელესთან ახლოს, შეირაღებულმა კაცმა ათი ადამიანი მოკლა - AP

პოლიციის ცნობით, ლოს ანჯელესთან ახლოს, კლუბში სროლის შემდეგ, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ქალაქ მონტერეი პარკში მოქალაქეები ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. თვითმხილველებმა დაინახეს კაცი, რომელმაც ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა. დაჭრილია 10 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი გაიქცა.

რუსი ჰაკერები, გერმანიის რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდს თავს დაესხნენ

რუსი ჰაკერები, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების გადაცემის ფონზე, რამდენიმე გერმანულ ვებგვერდს თავს დაესხნენ. ინფორმაციული უსაფრთხოების გერმანიის ფედერალური ოფისის (BSI) თანახმად, ეს იყო ეგრეთ წოდებული განაწილებული DDoS შეტევები (მომსახურების დისტრიბუციული უარი), რომლებმაც გავლენა მოახდინა ფედერალური მთავრობისა და ჰამბურგის აეროპორტის ვებგვერდებზე. „ზოგიერთი ვებგვერდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რუსმა ჰაკერებმა შეტევა ევროპარლამენტის ვებგვერდზე განახორციელეს.  გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

ილჰამ ალიევი თეირანში საელჩოზე თავდასხმას, ტერორისტულ აქტს უწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა დაგმო და ტერაქტად შეაფასა. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა „მტკიცედ ვგმობ ტერაქტს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. მწუხარებას გამოვთქვამ უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, უფროსი ლეიტენანტი ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საელჩოსა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს დაიღუპა“, - წერს ალიევი Twitter-ზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, „ტერორისტული თავდასხმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა" მოითხოვა. „მიუღებელია ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე!" - აღნიშნა ალიევმა. შეგახსენებთ, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმას დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთი თანამშრომლი ემსხვერპლა.   

იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. მედია: იერუსალიმში სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრები იყო.  

ირანის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაზე ყოვლისმომცველი გამოძიება უნდა ჩატარდეს

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა. „ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული ტერორისტული თავდასხმა, არამედ იყო ქმედება პირადი მოტივით. უსაფრთხოების დეპარტამენტის მოკვლევები აჩვენებს, რომ დამნაშავე პირადი მოტივებით მოქმედებდა“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიმ. მინისტრმა, აზერბაიჯანის ელჩთან ერთად, საელჩოში დაშავებული უსაფრთხოების სამსახურის წევრიც მოინახულა. თავდასხმა საელჩოში 27 იანვარს განხორციელდა, 50 წლამდე მამაკაცი შენობაში შეიჭრა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საელჩოს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა, დაცვის სამსახურის უფროსი და დაშავდა დაცვის ორი წევრი.   

იერუსალიმში, მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა. იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის 21 წლის ტერორისტის, ალქამ ხაირის ნათესავები და ნაცნობები არიან. შაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მობილიზებულია დამატებითი ძალები. ცნობისთვის, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.  

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად 59 და 20 წლის ორ კაცს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი განეიტრალებულია, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. სააგენტო N12-ის ცნობით, თავდამსხმელი 13 წლის მუჰამედ ალიათია.  ასევე წაიკითხეთ: იერუსალიმში, მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს  

ბრიუსელის მეტროში თავდასხმა მოხდა

ბრიუსელში, მეტროსადგურ „შუმანზე“ თავდასხმა მოხდა.  Euronews-ის ცნობით, დაშავებულია ქალი და ორი კაცი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.  ბრიუსელის მერის, ფილიპ კლოზის თქმით, თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდამსხმელი 30 წლისაა და სამართალდამცველებმა მისი ვინაობა უკვე დაადგინეს.  მომხდარის გამო მეტროსადგური მგზავრებისთვის დაკეტილი იყო. სადგური ევროკომისიის შენობის ქვეშ მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო ჯგუფები იმყოფებიან. Euronews-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ.   

უცხოური მედია: ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე  თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული.  გავრცელებული ინფორმაციით, ცულით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.  

საფრანგეთში, პარკში თავდასხმისას რამდენიმე ბავშვი დაჭრეს

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თავდასხმა მოხდა. BBC-ის ცნობით, რამდენიმე ბავშვი დაიჭრა. გამოცემა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებამ დაადასტურა, რომ დამნაშავე პოლიციამ დააკავა. რეგიონის დეპუტატმა თავდასხმას საზარელი უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლება მომხდარს იძიებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მიდის.  

ინგლისში, ნოტინჰემში თავდასხმებისას 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, დაშავდა

ინგლისში, ნოტინგემში მომხდარი თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა სამი კი დაშავდა. დაკავებულია 31 წლის კაცი. ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დაჭრეს, პოლიციამ გარდაცვლილი ილკესტონ როუდზე იპოვა. პოლიციამ, რომელმაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა, მოგვიანებით, კიდევ ერთი დაღუპული, მაგდალის გზაზე იპოვა.  

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ დროისთვის კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.  

ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, ავტომანქანაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პირი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრის. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის თქმით, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მათ ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ. „ბავშვებს მიუვარდნენ ბანაკში ორკები. თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო, ემუქრებიან, ბავშვებს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.  

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობას სკოლის მოსწავლეები შეადგენენ. გამოცემის ცნობით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული უნდა იყო. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცმა კვერცხი ესროლა. "თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება", - განაცხადა ბერძენიშვილმა. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - ომბუდსმენი

ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ „ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე“, - წერს იოსელიანი.  

სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობთ იუწყება. დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. სამხედრო აკადემიაზე, სადაც კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა, დრონებით შეტევა იყო. სააგენტოს ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ დაადანაშაულადა „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ყაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს. ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.  

შოლცმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო

გერმანიის კანცლერმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო და პირობა დადო, რომ ებრაელებს დაიცავს.  პოლიციის ცნობით, ბერლინის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი სინაგოგას ესროლეს. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. აღსანიშნავია, რომ ისრაელის და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ინციდენტები გახშირდა.  

პარიზში ეიფელის კოშკთან კაცი ტურისტებს დაესხა თავს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი. ის ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე. დარმანენის თქმით, კაცმა დაკავების შემდეგ პოლიციას განუცხადა, რომ ის ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული, ასევე აცხადებდა, რომ დამწუხრებულია, ვინაიდან „ამდენი მუსლიმი კვდება ავღანეთსა და პალესტინაში.“ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს 2016 წელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა თავდასხმის მომზადებისთვის.  

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

სტამბოლში, ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. დაღუპულია ერთი ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა-მარიას ეკლესიაში მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წირვას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. თავდამსხმელები სროლის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. მათი ძებნა მიმდინარეობს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა France 24 ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე -კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.  

ოტავაში დანით თავდასხმას დედა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ

კანადის დედაქალაქ ოტავაში უცნობი პირის თავდასხმას დედა და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ შეძრულია მომხდარი ტრაგედიით. პოლიციის ცნობით, დაკავებულია და მკვლელობებში ბრალდებულია 19 წლის შრილანკელი სტუდენტი. პოლიციის ინფორმაციით, ფებრიო დე-ზოისა იცნობდა თავის მსხვერპლთ, ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მოკლული არიან 35 წლის ქალი და მისი შვიდი, ოთხი, ორი წლის შვილები და ორი თვის ჩვილი. მოკლულია 40 წლის მამაკაციც, რომელიც მოკლულების ნაცნობი იყო. „ეს არის უაზრო ბოროტმოქმედება, რომელიც უდანაშაულო მსხვილთა მიმართ არის ჩადენილი,“ განაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში ოტავის პოლიციის სამმართველოს უფროსმა. პოლიცია იტყობინება, რომ მანამდე არ ჰქონია კონტაქტები ეჭვმიტანილთან ან მოკლულებთან. ოტავის მერმა სოცქსელებში დაწერა, რომ საქმე ეხება ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ თავდასხმას. ოტავაში, სადაც მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს მკვლელობათა მსხვერპლი გახდა 14 ადამიანი, ერთი წლით ადრე - 15.  

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ს ცნობით, სიდნეის სავაჭრო ცენტში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი, 9 თვის ბავშვია. 40 წლის თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა სავაჭრო ცენტრის თავდასხმას "უკიდურესად თავზარდამცემი" უწოდა.  

NYT: ირანში, სამხედრო ავიაბაზაზე თავდასხმა იყო

ირანში, ისპაჰანის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა ქვეყანამ განახორციელა თავდასხმა. The New York Times-ს ორმა ისრაელელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განუცხადა, რომ თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში: ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებული იყო. ირანული მედიის ინფორმაციით, ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს „საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა. ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო. ისლამური რესპუბლიკის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი. შეგახსენებთ, თეირანი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.