თეგი: კვლევა

MDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩეული პოლიტიკური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ

გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩეული პოლიტიკური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას - პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პასუხები ასე გადანაწილდა.  ვეთანხმები - 31%; არ ვეთანხმები - 53%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 1%. ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.  

როგორ აფასებს მოსახლეობა ინსტიტუტების და ლიდერების საქმიანობას - კვლევა

მოსახლეობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. NDI-ის კვლევით, 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. კარგად - 36%. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 27%, საშუალოდ 27%, ცუდად 35%, არ იცის 10%-მა. ამავე კვლევით, პრემიერ-მინისტრის (გიორგი გახარია) საქმიანობას 2020 წლის დეკემბერში 46% აფასებდა კარგად. 17% - ცუდად.  ცესკოს საქმიანობას 22% აფასებს კარგად, 18%, საშუალოდ, 35% ცუდად. პრეზიდენტის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად, 14%-კარგად. პარლამენტის - 46% ცუდად, 12%-კარგად. ცნობისთვის, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ NDI-ს მიერ გამოკითხულთა 32% სიღარიბეს, 32% ფასების ზრდა/ინფლაციას, 29% სამუშაო ადგილებს, 16% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. რუსეთთან ურთიერთობას - 2%. ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია. მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველო დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა არ იზიარებს ამ მოსაზრებას. კვლევის თანახმად, აქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.  

რას მიიჩნევს მოსახლეობა მთავარ გამოწვევად - NDI-ს კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა; მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ. ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. NDI-ს განცხადებით, მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. „ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მოსახლეობა უკვე წლებია, ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს. პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ“, - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი. არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ. “ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა იქცეს“, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია. კორონავირუსის პანდემიის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება.    

ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ტრადიციულად მხარს უჭერს. კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? NDI-ის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის 82%-ისთვის მისაღებია, 9%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 8%-მა. ამასთან, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს. მისაღებია თუ არა ეს გადაწყვეტილება - 83% ამბობს, რომ მისაღებია. 5% -  მიუღებელია, 11%-მა არ იცის. ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი). კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 71%-ისთვის მისაღებია, ხოლო 15%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 13%-მა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია. NDI-ის მიერ იანვარში ჩატარებული კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, NATO-ში გაწევრიანებას კი 77% უჭერდა მხარს. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.  

მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16% - IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16. კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%; „დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %; „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია“ – 2 %; „ხალხისთვის - ანა დოლიძე“-2%; „ლელო“ -2%; „პატრიოტთა ალიანსი“- 1 %; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %; „მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %; სხვა - 2%; არ ვაძლევ ხმას - 4%; ბიულეტენს გადახაზავს - 11%; არ ვიცი - 12 % ; არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %. კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. ცნობისათვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები - IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტ-ნაკლებად გაუარესდა. რესპოდენტთა მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც რჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. კვლევა აჩვენებს, რომ უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა. ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს. მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს, - განაცხადა სტივენ ნიქსმა. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ თვლის, ხოლო 83% - რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით  

IRI: საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 54% ევროკავშირს მიიჩნევს, აშშ-ს - 53 %, უკრაინას -45%

IRI-ის მიერ გამოკითხულთა შორის, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად 54% ევროკავშირს მიიჩნევს, აშშ-ს - 53 %, უკრაინას -45% „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, თურქეთს-20 %, აზერბაიჯანს -20 %, სომხეთს -7 %, ჩინეთს - 4 %, რუსეთს 4 %, ირანს კი, 1 % ასახელებს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის„ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.  

როგორ აფასებს მოსახლეობა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას - IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოკითხულთა 83%, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ფლობს. კვლევის თანახმად, ამ 83%-დან, 28% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა სრულებით საკმარისია, ხოლო 26% მას სრულებით არასაკმარისად აფასებს. 25%-ის აზრით, მთავრობის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მეტნაკლებად საკმარისია, მეტნაკლებად არასაკმარისად კი, მას 18% მიიჩნევს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.  

ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტები კიბოსგან განიკურნენ - კვლევა

სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულების მცირე ჯგუფი სასწაულის მომსწრე გახდა.  ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ ადამიანებში დაავადება გაქრა. კიდევ მეტია გასარკვევი იმის შესახებ, თუ როგორ განიკურნენ კიბოთი დაავადებული ადამიანები, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ასეთი შედეგები კიბოს კვლევის ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა. ძალიან მცირე კვლევაში, პაციენტები იღებდნენ წამალს, სახელწოდებით დოსტარლიმაბს და ექვსი თვის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა დაინახა, რომ სიმსივნე გაქრა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ონკოლოგი ჰანა სანოფი აღნიშნავს, რომ 100%-იანი შედეგი დღემდე არ უნახავს. „არის იმუნოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებს არა უშუალოდ კიბოზე, არამედ რეალურად აიძულებენ ადამიანის იმუნურ სისტემას არსებითად შეასრულოს სამუშაო. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ მელანომისა და სხვა კიბოს დროს, მაგრამ ნამდვილად არ გამოიყენებოდა კოლორექტალური კიბოს დროს“, - აღნიშნავს სანოფი.  

NDI-ის კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17% ესწრება

NDI-ის კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ესწრება. განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა, ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას. ამ შეკითხვას გამოკითხულები ასე პასუხობენ: 17% - კვირაში ერთხელ მაინც 67% - უფრო იშვიათად არასდროს - 15% ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნისმიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია. NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი). მსგავსი ტენდენცია მეორდება NATO-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: NATO-ში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის. ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს. ახალ კვლევაში ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავინ - არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები - მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. ნახევარზე მეტი (56 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 54 პროცენტს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. პოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების უმეტესობა საზოგადოებას ხლეჩს. მოსახლეობის აზრით, საზოგადოების გაყოფაში წვლილი მიუძღვით პოლიტიკოსებს (87 პროცენტი) და ქვეყნის ლიდერებს (79 პროცენტი), რუსეთს (83 პროცენტი), ქართულ მედიასა (82 პროცენტი) და არსებულ ეკონომიკურ სისტემას (80პროცენტი). საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს. მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

რას ასახელებს გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად

NDI-მ მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივებზეც ჩაატარა გამოკითხვა. ირკვევა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად კვლავ სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება სახელდება.     NDI- ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა გამოკითხილთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

NDI-მ კვლევაში ასახა, აკეთებს თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად

თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ეს შეკითხვა დაუსვა კვლევისაას NDI-მ მოქალაქეებს. კვლევის ავტორების დასკვნით, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია. 58% პასუხობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია. 18% - ვლადიმერ პუტინის. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ. 33% და 32% ფიქრობს, რომ  საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

გამოკითხულთა უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

NDI-ს თანახმად, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. 44% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29% საქართველო საერთოდ არ იცვლება. 23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს. საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულრეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და ქართული ოცნების მხარდამჭერები მიიჩნევენ. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის. სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა. უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია. განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები მთავარ გამოწვევებად დასახელდა. კვლევვა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს - NDI

რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელონა თქვენთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა. NDI-ის მიერ გამოკითხულებმა ამ შეკითხვას უპასუხეს. პასუხები ასე გადანაწილდა: 71% - მნიშვნელოვანი 12% - უმნიშვნელო 17% - არ ვიცი მათგან, ვისაც სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, უმეტესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის 62%-სთვის არის ცნობილი. რას ასახელებს გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად შეასრულებს თუ არა მთავრობა ხსენებულ პირობებს, 32%-თვლის, რომ შეასრულებს, 33% - არ შეასრულებს, არ ვიცი/უარი პასუხზე - 35% კვლევის ავტორების თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან. გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ პროცესში ჩართულნი, გამოკითხულთა 68%-ის აზრით კი, მასში არასამთავრობოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ემხრობა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა გამოკითხულთა 35% (34% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) თვლის, რომ მთავრობა ოპოზიციური პარტიების ჩართულობას უზრუნველყოფს, იგივე რაოდონება პირიქით (33% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) ფიქრობს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საზოგადოებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულები უკმაყოფილებას გამოხატავენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ. გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60% ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას. „საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა. კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ. „ჩვენი მონაცემები აჩვენებს რომ საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსების მასიურად შემოდინებას ქვეყანაში, საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს აღნიშნული განწყობა საზოგადოებაში“, განაცხადა სტივენ ნიქსმა. კვლევის მიხედვით, ნდობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ დაბალია. ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა განაცხადა რომ ენდობა პოლიტიკური პარტიებს, ხოლო 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ამასთან ერთად, საზოგადოების სურვილი, რომ იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში მზარდია და 79% შეადგენს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI: კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%. გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქართულ იოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 12%; „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%; „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ - 2%; „დროა - ელენე ხოშტარია“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი - 2%; „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 2%; „გირჩი“ - 2%; „პატრიოტთა ალიანსი “- დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%; „ლელო“ - 1% ; „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 1%; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 1%; სხვები - 2% გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11% ხმას არ მივცემდი - 6% არ ვიცი - 16% უარი პასუხზე - 7%. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI: მოსახლეობის 89% საქართველოს უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს. IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 89%; თურქეთი - 11%; აშშ - 6%; სომხეთი - 4%; აზერბაიჯანი - 3%; ირანი - 3%; ჩინეთი - 2%; ევროკავშირის - 1%; უკრაინა - 1%; დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები; არცერთი - 1% არ უპასუხია/არ იცის - 4% ამას გარდა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.  

IRI: გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი მოსწონს, კახა კალაძე - 51%-ს, ირაკლი ღარიბაშვილი - 44%-ს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, მესამეზე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 44 პროცენტით. IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია მეორე - 88 %; კახა კალაძე - 51%; ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %; ანა დოლიძე - 40 %; სალომე ზურაბიშვილი - 38%; დავით უსუფაშვილი - 38%; ნინო ლომჯარია - 38 %; გიორგი გახარია - 37%; გიორგი ვაშაძე - 37%; ბიძინა ივანიშვილი - 36%; ირაკლი კობახიძე - 34%; ელენე ხოშტარია - 33%; მიხეილ სააკაშვილი - 33%; შალვა ნათელაშვილი - 33%; ნიკა მელია - 32%; ხატია დეკანოიძე - 31%; ალეკო ელისაშვილი- 30%; მამუკა ხაზარაძე - 29%; შალვა პაპუაშვილი - 28 %; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %; ბადრი ჯაფარიძე - 23%; გიგა ბოკერია - 17 %; ხათუნა სამნიძე - 15 %. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.  

გაეროს მოსახლეობის ფონდი: საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება

საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაშია აღნიშნული. კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ - ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა. კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იყო ხანდაზმულობის ასაკში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ რისკ-ფაქტორის შესამცირებლად. კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს - მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები. მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ. „კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტოობა რომელიც უკვე გლობალური პრობლემაა, მარტოობის განცდა ხანდაზმულების ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ რისკ-ფაქტორს. ის სიკვდილიანობის ისეთივე რისკს ქმნის, როგორც მაგალითად: თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა. სამწუხაროდ, ეს რისკ-ფაქტორი კარგად გაცნობიერებული არ არის და ძალიან მცირეა ძალისხმევა იქითკეთ მიმართული, რომ ეს რისკ-ფაქტორი შემცირდეს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალია ხანდაზმულებში ეს რისკ-ფაქტორები, ემოციური მარტოობის შეგრძნება 52%-ში აღინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს აკლიათ გვერდზე ისეთი სოციალური ქსელები და კავშირები, ვისთანაც ისინი ინტერესებს გაიზიარებენ. აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ. მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი პოლიტიკა და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზოგადოდ ხანდაზმულების უფლებებზე და კეთილდღეობაზე მიმართული იქნება. კვლევის მიხედვით, საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს: სოციალური კავშირების ნაკლებობა,ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე, სოციალური ნდობის ნაკლებობა და დედაქალაქში ცხოვრება ”, - განაცხადა ბაქრაძემ.  

საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები, - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. „შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას - დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა. დროის გამოყენების გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორების მისაღებად. მსოფლიოს მასშტაბით სწორედ დროის გამოყენების გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს აუნაზღაურებელი შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ქვეყანაში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ქვეყანაში ზრუნვის შრომის ღირებულებასა და საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ დისკურსს ბიძგს მისცემს. „ასევე, იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები მოახდენს საჯარო პოლიტიკის ინფორმირებას, ქალებისა და გოგოების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილის შესამცირებლად და ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადასანაწილებლად როგორც ქალებსა და კაცებს, ისე საზოგადოებას, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის“, - აღნიშნა კაორი იშიკავამ. გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.  

2023 წლისთვის რუსეთი ან არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ან დაიშლება - ატლანტიკური საბჭოს კვლევა

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკური ცენტრის ახალი კვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ რუსეთი წარუმატებელი სახელმწიფო გახდება ან 2033 წლისთვის დაიშლება. Financial Times იყო პირველი, სადაც ინფორმაცია ამ დასკვნების შესახებ გამოქვეყნდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში შესაძლოა, რუსეთში ძვირადღირებული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 167 გამოკითხული ექსპერტიდან 46%, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ, არაკომერციულ, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროს, რუსეთის დაშლას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ელოდება. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40% ითვალისწინებს რუსეთის შიდა დაშლას მომდევნო 10 წლის განმავლობაში და მიაჩნიათ, რომ ეს „რევოლუციის, სამოქალაქო ომის, პოლიტიკური დაშლის" ან სხვა მიზეზის გამო მოხდება. მეხუთეზე მეტს (21%) მიიჩნია, რომ რუსეთი იქნება ყველაზე წარუმატებელი სახელმწიფო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  დასავლეთის ოფიციალური პირები თვლიან, რომ პუტინი დასუსტდა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პენტაგონმა კი ომს „მასიური სტრატეგიული მარცხი" უწოდა. ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთმა დაცალა თავისი წლიური ბიუჯეტი, დაზარალდა სანქციებითა და განიცადა მოულოდნელი დანაკარგები ბრძოლის ველზე. The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობის წყარომ განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა, 30-წლამდე დასჭირდეს თავისი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღსადგენად.  

ეკონომიკის სამინისიტრო ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად, კვლევას ჩაატარებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად, კვლევას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  „კვლევის მიზანია მაღალი ხარისხის სამგზავრო და სატვირთო-სარკინიგზო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო კვლევის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმის მომზადება, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელების ჭრილში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. ამასთან ცნობილია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს. ასევე წაიკითხეთ:  რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში“, საპარტნიორო ფონდიდან კომპანიის გასვლის შემდეგ დაიწყება  

ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს - NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს და აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს.   „ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ“, -აცხადებს NDI საქართველოს დირექტორი ალან გილამი. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდია 3-20 დეკემბერი. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).  

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე, საქართველოში კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - NDI

NDI-ის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოკითხულთა 35% - ინფლაციას, 38% - სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს 30%, ტერიტორიული მთლიანობას -25%, ხოლო 24% პენსიებს ასახელებს. დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება. NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს - NDI

NDI-ის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. არსებობს თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს. კვლევის ავტორების ამ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: დიახ - 31% (აგვისტოში 39); 61% - არა (აგვისტოში - 56%). კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიცური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ამ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: არცერთი პარტია 39%, „ქართული ოცნება“ - 25%; უარი პასუხზე - 10%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%; არ ვიცი - 7%; სხვა პარტიები - 13%. „მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. შენიშვნა – კითხვა დაისვა თვით -ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს ‘შემდეგი’ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს“, - აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდია 3-20 დეკემბერი. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 18%-ს საკვებზე ფული არ ჰყოფნის. შეკითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: ფული არ გვყოფნის საკვებზე - 18%; ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე - 35%; ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები - 36%; საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა - 7%; საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება - 2% არ ვიცი/უარი პასუხზე - 2% ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა. NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას

NDI-ის კვლევის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, ეს მაჩვენებელი გაზრდილია მარტთან შედარებით, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს 66% უჭერდა. სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში - 74%; ქალებსა (72%) და ოპოზიციის მხარდამჭერებში (79%). ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთ ან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

როგორ აფასებს მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას, რა შეიცვალა - NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, ხუთპროცენტიანი ზრდაა. მეტიც, „ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. უფრო კონკრეტულად კვლევაში ასახულ ციფრებს რაც შეეხება, წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. გამოკითხულთა 51% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 39% კი უარყოფითად. გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა. მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფებშია გაზრდილი. მთავრობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა ოპოზიციის მხარდამჭერებში. ამასთან, 31% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ივლისსა და მარტში ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენდა. საქართველო სწორია მიმართულებით ვითარდება - მიიჩნევს 37%; ივლისსა და მარტში ეს მაჩვენებელი 23% და 28%-ს შეადგენდა. 26%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. ამავე კვლევაში ვკითხულობთ,რომ უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტით გაიზარდა. პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოკითხულთა 14% აფასებს კარგად, 45% საშუალოდ, 32% კი ცუდად. პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 31% აფასებს კარგად, 36% საშუალოდ, 27% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 12% აფასებს კარგად, 50% საშუალოდ, 31% კი ცუდად. ამასთან, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8 -10 პროცენტით შემცირდა. წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს - NDI პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში. ასევეა პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების შემთხვევაშიც. პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ. ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდი 3-20 დეკემბერს მოიცავს. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

ბავშვების 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება - "საქსტატის" კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე არ დადის, ხოლო 6% - ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება. 2021-2022 სასწავლო წელს, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას ესწრებოდა, ხოლო ბავშვების 2%-ამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი. კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, აღნიშნული სერვისით ისარგებლოს. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი ფინანსების ნაკლებობაა, რომელიც შემთხვევების 87%-შია აღნიშნული. საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%) შემდეგ სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები მოდის. მშობლების უმრავლესობა სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით კმაყოფილია. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდში კვებაც, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%) ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%) სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან. ასევე, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო. „ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, ბავშვების ერთ%-ზე ნაკლებს შეეხო”,- აღნიშნულია კვლევაში.  

პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91% მოწონების მიხედვით პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ასახეელბს. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახი კალაძეა - 52%, კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს - 48%, მის შემდეგ ადგილს კი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - 43%. გამოკითხულთა 36%-36% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ. მათ შემდეგ კი 35%-ით რეიტინგში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.   

„ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია - IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. ამასთან, კვლევის მიხედვით, ნოემბერის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტია „ხალხისთვის“ და პარტია „მოქალაქეებს“, ამ პარტიებს IRI-ის კვლევის მიხედვით 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. IRI-ის კვლევის თანახმად 1%-იანი მხარდაჭერა აქვს შემდეგ პარტიებს: ალტ-ინფოს „კონსერვატიულ მოძრაობას“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ევროპულ საქართველოს“. IRI-ის ახალ კვლევაში ასევე გაზომილია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ რეიტინგიც. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს 1%-ზე ნაკლები უჭერს. ამასთან გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემდა. ამავე კვლევის თანახმად, პარტიებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39% და „ქართულ ოცნებას“ – 34%. IRI-ის ახალ კვლევაშიც გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია გამოხატავს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.  

გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტის აზრით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI-ს კვლევა

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტი კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს კითხვაზე, საერთო ჯამში, რას იტყოდით, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, სწორი თუ არასწორი მიმართულებით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სწორი მიმართულებით – 30%, არასწორი მიმართულებით – 62%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%. ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობას, ოპტიმისტური განწყობა აქვს 55 პროცენტს, ნეიტრალური 31 პროცენტს, 12 პროცენტს კი პესიმისტური. ასევე, გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნისთვის დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. კითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა თქვენი ქვეყნისთვის, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ, მმართველობის საუკეთესო ფორმაა ჩემი ქვეყნისთვის – 77%, არა, მმართველობის სხვა ფორმები თანაბრად კარგი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის – 8%, არა, მმართველობის სხვა ფორმები უკეთესია, ვიდრე დემოკრატია – 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე- 9%. გამოკითხულთა 23 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსები ხელს უწყობენ კონსენსუსს, 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელს უწყობენ მეტ პოლარიზაციას, ხოლო 10 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.  

გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის - IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტის აზრით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI-ს კვლევა კითხვაზე : „ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს“, 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა - ირანი, 3-3 %-მა -სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, 2-2 %-მა - უკრაინა და ჩინეთი, 1-1 %-მა - ისრაელი, უნგრეთი და გაერთიანებული სამეფო, 1 %-მა - არცერთი. ამასთან, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორია ჩვენი მთავრობის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი?“ - გამოკითხულთა 17%-მა უპასუხა, რომ პროდასავლური, 25%-მა - პრორუსული, 21% მიიჩნევს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული და 20% უპასუხა, რომ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური, 17%-მა განაცხადა, რომ არ იცის/არ სურს პასუხი. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.  

NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს. „NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ“ - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი. მისი თქმით, „აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“. უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს 2 არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა - მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. დაბოლოს, ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა. კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა. „კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი“, - განაცხადა ალან გილამმა.  აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

2019 წელთან შედარებით, საქართველოში გაორმაგდა მათი რიცხვი, ვინც არცერთ ტელეარხს არ ენდობა - NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% არ ენდობა არცერთ ტელეარხს. ახალგაზრდებს შორის დაბალია ზოგადად ტელემედიისადმი ნდობის მაჩვენებელი. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად. ტელეკომპანია „იმედს“ ძირითადად 55+ მოქალაქეები ენდობიან და უყურებენ. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად. ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ყველაზე პოპულარულია მთავარი არხი, რომელსაც 25% მიიჩნევს სანდრო ინფორმაციის მიმწოდებლად; კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.  

როგორ ამოწმებს მომხმარებელი, ინფორმაცია ყალბია თუ ნამდვილი - კვლევა

CRRC საქართველოს მიერ გამოკითხული 10-დან, 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ ყალბი ინფორმაციის ამოცნობა შეუძლია. ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი, ამის გასარკვევად, 28% აზრს ოჯახის წევრს შეეკითხებოდა, 26% ახალი ამბის ალტერნატიულ წყაროებს შეამოწმებდა, 23% კი, არაფერს მოიმოქმედებდა. გამოკითხულთა უმრავლესობა არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის შემცევლ პოსტს გაასაჩივრებდა, 11% კი, გააზიარებდა და დაწერდა, რომ ეს ცნობა ყალბია, თუმცა გამოკითხულთა 63%-ის თქმით, არაფერს გააკეთებდა. CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ტელევიზიების მიმართ ნდობა დაბალია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% ტელევიზორს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, სოციალური მედიით კი, კვირაში ერთხელ მაინც გამოკითხულთა 75% სარგებლობს. ონლაინ მედიას გამოკითხულთა 51%, კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა, ბეჭდურ მედიას მხოლოდ 6% კითხულობს, რადიოს კი, 8% უსმენს. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრორუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა.  კითხვაზე, რამდენად ხშირად უყურებენ შემდეგ სატელევიზიო არხებს, კვირაში ერთხელ მაინც, ტელეკომპანია „იმედს“ - 59% უყურებს, „რუსთავი 2-ს“ - 53%, „მთავარ არხს“ - 42%. გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად „ობიექტივს“, „ალტ ინფოს“, ORT-ს, NTV-სა და RTR-ს უყურებენ. ყველაზე ხშირად, სოციალური მედია პლატფორმებს შორის კი, „ფეისბუკს“, „იუთუბს“ „ინსტაგრამს“ და „ტიკ ტოკს“ იყენებენ. შეტყობინებების გაგზავნის დროს კი, „მესენჯერით“, „ვოთსაფითა“ და „ვაიბერით“ სარგებლობენ. ინფორმაციისთვის, NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% არ ენდობა არცერთ ტელეარხს.  

კვლევა: საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს

მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შედეგების მიხედვით, კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. 6 ქვეყანაში კი ბიჭები ახერხებენ წიგნიერებაში გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წელს საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობა 190 სკოლის 5 637 მოსწავლემ მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი კვლევაში 57 ქვეყნის 346 992 მოსწავლე მონაწილეობდა. მათივე ცნობით, მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შედეგები საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA) გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. ამასთან, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება, თუმცა საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა. მათივე ცნობით, წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს. „ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად მიგნებას: კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში. დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით. საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში; ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019); 2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას. PIRLS 2021-ის კვლევა მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო წინა ციკლებთან შედარებით განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული, შესაბამისად, ტესტირებისთვის შერჩეული სკოლების საკლასო ოთახებში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა კვლევის სანდოობის დასაშვებ პროცენტზე ნაკლები იყო, რის გამოც 14 ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, კატარი, ლატვია, ლიეტუვა, მაროკო, საუდის არაბეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, საქართველო), საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციასთან შეთანხმებით, მოსწავლეებმა ტესტი 2021 წლის გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე წერეს, ხოლო 6 ქვეყანაში ტესტირება ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა. ამ ქვეყნებში ტესტირებაში მონაწილეობა მეოთხეკლასელების ახალმა ნაკადმა მიიღო. კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე წერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს. ტესტის ჩატარების პერიოდში მოსწავლეთა საშუალო ასაკი საქართველოში 5 თვით აღემატებოდა ქვეყნების უმრავლესობის მოსწავლეთა საშუალო ასაკს. მსგავსი სიტუაცია იყო კიდევ 13 ქვეყანაში, სადაც ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, წინა ციკლებთან შედარება გართულებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 2001 წლიდან ატარებს. საქართველომ ბოლო ოთხ ციკლში (2006, 2011, 2016 და 2021 წლები) მიიღო მონაწილეობა. საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფი უძღვება. კვლევა მიზნად ისახავს 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასებას და იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვ. PIRLS კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გააზრების პროცესებზე ახდენს ფოკუსირებას. PIRLS-ის შეფასების ნახევარი ლიტერატურული გამოცდილების მიღებაზე ფოკუსირდება, მეორე ნახევარი კი − ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებაზე.  

კვლევა: რუსეთში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ საიდუმლო „მსოფლიო მთავრობა“ არსებობს

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ფარული „მსოფლიო მთავრობის“ არსებობა რეალობაა და არა მითი. პირიქით - 36% ფიქრობს. გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საიდუმლო მთავრობის მთავარი მიზანია მსოფლიო ბატონობა და კონტროლი. 19%-მა მიზნად დაასახელა რუსეთის დაპყრობა/განადგურება. მესამე ყველაზე პოპულარული პასუხია პლანეტის მცხროვრებთა რაოდენობის შემცირება(15%). „მსოფლიო მთავრობის“ არსებობაში დარწმუნებულთა 25% ფიქრობს, რომ ის ძირითადად, ოლიგარქებისა და მილიარდერებისგან შედგება. მეორე ყველაზე პოპულარული პასუხია ამერიკელები და შეერთებული შტატების მთავრობა (19%). მას მოსდევენ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი 7-7%-ით და ზოგადად, დასავლეთის სახელმწიფოები - 5%.  

ევროკავშირის კვლევა: ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მოდერნიზაციისთვის 18,5 მილიარდი ევროს ინვესტიციაა საჭირო

ევროკავშირმა და EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი) ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის წინსწარი შედეგები გამოაქვეყნა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN), რომელიც კვეთს სამხრეთ ყაზახეთს (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მთლიანად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.  გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ.  ეს ქსელი მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური დერეფანი“ (შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR ) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“( ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო ანგარიში 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულობა მკვეთრად არის გაზრდილი, ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება - კვლევა

ევროკავშირის პროგრამის კვლევით, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. საქართველოში კვლევის მთავარი მიგნებებია: ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.  

ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად, მას გამოკითხულთა 78% ენდობა

ევროკავშირის პროგრამის კვლევით, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. საქართველოში კვლევის მთავარი მიგნებები ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.

ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს - კვლევა

ევროკავშირის პროგრამის კვლევით, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. საქართველოში კვლევის მთავარი მიგნებები ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.

თებერვალში ჩატარებული კვლევით, რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74%, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.  

ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული - კვლევა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, მეტწილად, მათი გარშემომყოფებისა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალური მდგომარეობის მსგავსია. ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. ახალგაზრდები თავის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო არასტაბილურად მიიჩნევენ, ვიდრე მამაკაცები და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რაც შეეხება შემოსავლის წყაროებს, ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი. ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს. • ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. სწავლის პროცესში მყოფ გამოკითხულთა ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები. • 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში. • ახალგაზრდების დაახლოებით მეოთხედს (24%) მოხალისეობრივად გაუკეთებია არაანაზღაურებადი სამუშაო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. ოდნავ მეტი ალბათობაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, დასაქმებული და დაუოჯახებელი ახალგაზრდები შეიძლება ჩართულიყვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. • როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ დემოკრატიას ახალგაზრდა ადამიანები სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად მიიჩნევენ. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა (44%) საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით (33%), სადაც საქართველოში დემოკრატიის დონეს შედარებით ნაკლებ დადებითად აფასებენ, დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა (47%) და სოფლებში (50%). პოლიტიკისადმი ინტერესი და პოლიტიკური ჩართულობა კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის შედეგები ახალგაზრდა ადამიანების ზოგად აპათიას მოწმობს, რაც თანხვედრაშია საქართველოში ჩატარებულ სხვა კვლევებთან. ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული. ისინიც კი, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით, იშვიათად განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს თანატოლებთან თუ ოჯახის წევრებთან, ნაკლებად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. ახალგაზრდების 62% აღნიშნავს, რომ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით, 10% არ არის ძალიან დაინტერესებული, დაახლოებით მეოთხედი გარკვეულწილად დაინტერესებულია, და მხოლოდ 4% არის ძალიან დაინტერესებული. საგულისხმოა, რომ რესპონდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართ მათი ინტერესის დონეს (დიაგრამა 11). ახალგაზრდების დაახლოებით ერთი-მესამედი (38%) აღნიშნავს, რომ ან ნაკლებად დაინტე- რესებულია, ან გარკვეულწილად ან ძალიან დაინტერესებულია პოლიტიკით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკით. უმუშევარ რესპონდენტებთან შე- დარებით (34%), ათი პროცენტით მეტი დასაქმებული ახალგაზრდა (44%) ინტერესდება პოლიტიკით. ამასთან, თბილისს გარეთ მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, თბილისში მცხოვ- რები ახალგაზრდები (43%) უფრო მეტად არიან დაინტერესებული პოლიტიკით. ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით, ასევე ჰკითხეს პოლიტიკური საკითხების განხილვის სიხშირის შესახებ. ახალგაზრდების თითქმის სამი- მეოთხედი (მათ შორის, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია პოლიტიკით) არასდროს (25%), ან იშვიათად (51%) განიხილავს პოლიტიკას მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ყოველი მეხუთე რესპონდენტი ამბობს, რომ ხშირად, ხოლო 4% - ძალიან ხშირად განიხილავს პოლიტიკას პოლიტიკის მიმართ აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ეცნობა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას (დიაგრამა 12). გამოკითხულთა ერთი-მესამედი (34%) მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა, ხოლო ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (22%) - კვირაში ერთხელ მაინც. გამოკითხულთა 28% თითქმის არ ეცნობა პოლიტიკურ ახალ ამბებს, ხოლო 15% ეცნობა პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც. ეთნიკურად ქართველი, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უფრო ხშირად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს. რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუსჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით. კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის, სადისკუსიო გეგმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, დოქტორი ფელიქს კრავაცეკის და R-Research-ის თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა.

გასართობი გვერდები ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართულნი - MDF-ის კვლევა

„მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) პროექტ "მითების დეტექტორის" ფარგლებში გამოავლინა ფეისბუქგვერდები, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართულნი. სულ გამოვლენილია 7 ასეთი გვერდი. კვლევის თანახმად, „თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება; ფეისბუქგვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს; ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი; 7 ფეისბუკგვერდიდან სამს ადგილსამყოფლად უკრაინა და უკრაინული ნომერი აქვს მითითებული; ზოგიერთ შემთხვევაში ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული." „მითების დეტექტორის“ შეფასებით, ეს გვერდები ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. „დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს. გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული," - ნათქვამია კვლევაში. მისივე თანახმად, „გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ. მაგალითად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის “ტროლების ქარხნის” მიერ მიმების ტექნიკის გამოყენებაზე საუბარია აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში."

„ქართული ოცნება“ - 19%, ნაციონალური მოძრაობა“ - 4% - NDI-ის კვლევა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს: 47% - არცერთი; „ქართული ოცნება“ -  19%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 4%; უარი პასუხზე - 13%; სხვა პარტიები - 12%; არ ვიცი - 6%. უმცირესობათა დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობა უარს ამბობს, უპასუხოს პარტიების შესახებ კითხვას. ოპოზიციურ პარტიებს (გარდა ნაციონალური მოძრაობისა) თბილისში ოდნავ უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ. ქართული ოცნების მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია - აღნიშნული მიგნება სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არ განსხვავდება. უმეტესობის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ქალთა უფლებებთან და განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა, თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე იმასაც ამბობს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია. მეტიც, ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ. მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.  ახალმა კვლევამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ - განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ესენია: განათლება, ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს. რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს, ეს საკითხი ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში. უმრავლესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება. უმრავლესობის შეფასებით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (41 პროცენტი) ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად. „კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო. საქართველოს მოქალაქეების ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის. პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება - 62 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება. მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას “ქართული ოცნების” ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. ამასთანავე, უმრავლესობა (53 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. „ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობის მისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ,” - განაცხადა ალან გილამმა. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.  

გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი. კითხვას, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კარგად 54% აფასებს, მაშინ როდესაც, მარტის თვეში იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი 43-მა პროცენტმა გასცა. ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობა ცუდად 38%-მა შეაფასა, მარტის მონაცემებით კი გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებდა მთავრობის მუშაობას ცუდად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია. შესაბამისად, მთავრობის საქმიანობით ყველაზე უკმაყოფილოები თბილისის მცხოვრებლები არიან, სადაც მთავრობის მუშაობას კარგად 41% აფასებს, ცუდად კი - 49%, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგი შეფასება სოფელსა და უმცირესობების დასახლებებშია, სადაც შესაბამისად, კარგი შეფასება 60%-მა და 68%-მა მისცა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგად 35-54 წლის ასაკობრივ კატეგორიებში აფასებენ, სადაც კითხვაზე პასუხს თუ როგორ მუშაობს მთავრობა, პასუხად: „კარგად“ 55%-მა გასცა, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში პროცენტული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ განმარტავენ, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მოიმატა. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.  

მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - NDI-ის კვლევა

რა წარმოდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთის ყველაზე დიდ საფრთხეს, ამ შეკითხვას უპასუხეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეებმა.   ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსულ სამხედრო აგრესიას 31% ასახელებს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციას 11%. რუსულ პროპაგანდას 10%. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.  

NDI: ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება: 12% - ფული არ გვყოფნის საკვებზე; 28% - ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე; 45% - ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები; 10% - საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა; 3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება; 1%- არ ვიცი. 1%- უარი პასუხზე. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს: მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მომხრეთა პასუხები

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. ხსენებულ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს. ახალი კვლევა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღებამდე ჩატარდა. ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს: პროდასავლური; ოპოზიციის მხარდამჭერთა 46%-ის აზრით - პროდასავლური; 36% კი, იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია, პროდასავლურ კურსს ირჩევს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს. მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - NDI-ის კვლევა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. კვლევის თანახმად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. კვლევის შეჯამება ამ ბმულზე ნახეთ.

ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება - NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კითხვას, ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 37 პროცენტი ამბობს, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია, 35 პროცენტი – სამუშაო ადგილები, 28 პროცენტი – სიღარიბე, 23 პროცენტი – ტერიტორიული მთლიანობა, 20 პროცენტი – პენსიები, 17 პროცენტი – ხელფასები, 11 პროცენტი – განათლება, 8 პროცენტი – ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 8 პროცენტი – ადამიანის უფლებები, 7 პროცენტი – ნატო-ში გაწევრიანება, 7 პროცენტი – ევროკავშირში გაწევრიანება, 6 პროცენტი – სამართლიანი არჩევნები, 6 პროცენტი – რუსეთთან ურთიერთობა, 5 პროცენტი – სიტყვის თავისუფლება, 4 პროცენტი – საკუთრების უფლება, 4 პროცენტი – გარემოს დაცვა; 4 პროცენტი ამბობს, რომ კორუფცია, 3 პროცენტი – სამართლიანობის აღდგენა, 3 პროცენტი – სასამართლო სისტემა; 3 პროცენტი კრიმინალს ასახელებს, სხვა – 3 პროცენტი,  არ ვიცი – 3 პროცენტი. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ეკონომიკის მდგომარეობას საშუალოდ აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 6 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად აფასებს, 49 პროცენტი – საშუალოდ, 42 პროცენტი – ცუდად, 2 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად, მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად გამოკითხულთა 58 პროცენტი ასახელებს უმუშევრობას, 48 პროცენტი – დაბალ ხელფასებს, 43 პროცენტი – ფასების ზრდას და ინფლაციას, 23 პროცენტი – სიღარიბეს, 21 პროცენტი – მაღალ გადასახადებს, 20 პროცენტი – ლარის გაუფასურებას, 18 პროცენტი – საწვავზე მაღალ ფასებს, 11 პროცენტი – კრედიტებზე/სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, 5 პროცენტი – კორუფცია/ნეპოტიზმს; სხვა – 1 პროცენტი, საქართველოს ეკონომიკა არ დგას პრობლემების წინაშე – 1 პროცენტი, არ ვიცი – 1 პროცენტი. ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს – მარტის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაზრდილია. ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. NDI-ის ცნობით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, უმრავლესობა ამობს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს. NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პასუხები ასეთია: დასაქმებულია – 44 პროცენტი, დაუსაქმებელია – 15 პროცენტი, სხვა – 41 პროცენტი. კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან. გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით. გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 20 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 18 პროცენტი ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ იპოვა შესაბამისი ანაზღაურებით. NDI-ის კვლევის მიხედვით, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს, მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.  

ევროკავშირში გაწევრიანებას 79% უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანებას 67% ემხრობა - NDI

2022 წლის შემდეგ, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. NDI-ის კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი  - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. კითხვას, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - 79% ამბობს, რომ მისაღებია; 11% მიუღებელია; 9%-მა არ იცის. რაც შეეხება NATO-ს, ანალოგიური ფორმით დასმულ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: 67% მისაღებია; 18% მიუღებელია; 14%-მა არ იცის. მარტში ჩატარებული კვლევით, 73%-სთვის იყო მისაღები ალიანსში გაწევრიანება. მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. NATO-ს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში , ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა. NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა. 59% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ანალოგიურ ურთიერთობას აშშ-სთან, 34% ემხრობა. მეოთხეა თურქეთი - 18%-ით და NATO - 13%-ით. ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი  - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამავე კვლევით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს  80  ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი  - ეთნიკური უმცირესობების  დასახლებებში. ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს  ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება. უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა. ევროკავშირთან და აშშ -თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით მაღალია. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ამერიკის დემოკრატიისთვის - გამოკითხვა

როგორც საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, პოლიტიკურად ძალზე პოლარიზებულ ქვეყანაში, ამერიკელები 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე შედარებით თანხმდებიან. ისინი იზიარებენ შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი მის მომავალზე. თუმცა, განსხვავდება მათი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკული დემოკრატიისთვის. გამოკითხვაში, რომელიც 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, 1 074 ადამიანი მონაწილეობდა. ახალი გამოკითხვის ავტორია საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტიდ პრესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითი ცენტრი (NORC). ირკვევა, რომ გამოკითხული ზრდასრული ამერიკელების უმრავლესობა, 62% თვლის, რომ ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, იმის მიხედვით, თუ ვინ მოიგებს მომავალ შემოდგომაზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. დემოკრატებში ასე 72% ფიქრობს, რესპუბლიკელებში კი 55%. გამოკითხულ ამერიკელთა დაახლოებით ნახევარი არც ახლაა კმაყოფილი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხით. 51% ამბობს, რომ დემოკრატია შეერთებულ შტატებში ან „არც ისე კარგად“ მუშაობს, ან „საერთოდ არ არის კარგ ვითარებაში". მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაში, ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა მიმართულება ახდენდა უფრო მეტ გავლენას ამომრჩეველთა შეშფოთებაზე. უმეტესობა მთავარ მნიშვნელობას ეკონომიკურ საკითხებს (75%) ანიჭებს; შემდეგ მოდის დემოკრატიის მომავალი (67%); დაახლოებით იმდენივე წუხს სამთავრობო ხარჯებზე (67%) და სულ ოდნავ ნაკლები იმიგრაციაზე (66%). დემოკრატების 87% და დამოუკიდებელი ამომრჩევლების 54% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადა უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის დემოკრატიაზე. რესპუბლიკელებს შორის 82% თვლის, რომ დემოკრატია ჯო ბაიდენის მორიგი გამარჯვებით დასუსტდება. ამას დამოუკიდებელი ამომრჩევლის 56% ეთანხმება. ყოველი 10 ზრდასრული ამერიკელიდან 2 (19%) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში დემოკრატია „უკვე იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. რესპუბლიკელები (23%) უფრო ხშირად ამბობენ ამას, ვიდრე დემოკრატები (10%). ორივე პარტიაში შედარებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკული დემოკრატია საკმარისად მტკიცე და გამძლეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაუძლოს. ”ვფიქრობ, მემარცხენეების მხრიდან, აშკარაა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ისეთი პრეზიდენტის არჩევით, რომელიც აშკარად ავტორიტარულია, რომელსაც აშკარად სურს შეამციროს მთავრობის ანგარიშვალდებულება, რათა გააძლიეროს პრეზიდენტის ძალაუფლება და ამის გაკეთება ისე, რომ აღმასრულებელ შტოს ერთგვარი უპრეცედენტო წვდომა ჰქონდეს მოსახლეობასა და მთავრობის სექტორების მართვაზე,“ - ამბობს მაიკლ ალბერტუსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი. რაც შეეხება მეორე მხარეს, პროფესორ ალბერტუსის აზრით, "რესპუბლიკელები მარჯვენა ფლანგიდან, შეშფოთებული არიან მთავრობის ძალაუფლების გადამეტებით, “დიდი მთავრობით”თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეებით და სამთავრობო უფლებამოსილებით, იმოქმედონ გარკვეული გზით ან გაატარონ გარკვეული პოლიტიკა”. წყარო - ამერიკის ხმა  

საქართველოში ყოველ მეორე ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია - კვლევა

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ ახალ ეროვნულ კვლევაშია ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამავე კვლევით, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, 24%-ს - ფსიქოლოგიური ძალადობა; 8%-ს - ეკონომიკური ძალადობა; 6%-ს - ფიზიკური ძალადობა; 4%-ს - კი სექსუალური ძალადობა. საქართველოში სექსუალური ძალადობა 18 წლამდე ასაკში ქალების 8.5%-ს გამოუცდია. კვლევის თანახმად, ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია. ამ ქალების 16.8%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე, ან თვითდაზიანებაზე. „საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. როგორც ახალ ეროვნულ კვლევაშია აღნიშნული, ქალები, ამბობენ, რომ ამ შემთხვევების 41% ქუჩაში ხდება; 28% - საზოგადოებრივ ტრანსპორტში; 11% - სკოლაში ან უნივერსიტეტში; 8% - სამუშაო ადგილზე. საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია. 15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე. ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი - უცნობებისგან. საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა, ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. ქალების უმრავლესობა გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს. ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია; რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია; პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს. რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კვლევაში.

საქმეთა გაჭიანურების პრობლემა სასამართლო სისტემაში - რაზე მიუთითებს კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ კვლევით, თუ 2017 წელს ერთ მოსამართლეზე წლის განმავლობაში საშუალოდ 567 საქმე მოდიოდა, 2022 წლის მონაცემებით, ეს საშუალო მაჩვენებელი 737-ს შეადგენს. შესაბამისად, კვლევის ავტორების თქმით, საკვლევ პერიოდში ყოველწლიურად იზრდება ერთი მოსამართლის დატვირთულობა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურება მეტწილად მოსამზადებელ ეტაპზე ხდება.  „თუ რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ერთდროულად 300 საქმე ჰქონია წარმოებაში, გურჯაანსა და ზუგდიდში ეს მაჩვენებელი 1000 საქმემდე აღწევს. ერთდროულად, მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ძირითადად, მერყეობს ერთ მოსამართლეზე 200-500 ფარგლებში და არასოდეს არის 138 საქმეზე ნაკლები. ამისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოებში განსახილველ საქმეთა ნაშთით, მოსამართლის დატვირთულობა წლების განმავლობაში სტაბილური, ხოლო უზენაეს სასამართლოში 2020-22 წლებში - კლებადია. სააპელაციო სასამართლოებში თითოეულ მოსამართლესთან არსებული ნაშთი 40-120 საქმეს შორის მერყეობს. განსახილველ საქმეთა ნაშთით, მოსამართლის დატვირთულობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ სასამართლო სისტემაში შემოსულ საქმეთა ნაკადის მოცულობა და დინამიკა, რათა დავინახოთ, როგორია მოსამართლის დატვირთულობა საქმეთა შემოდინების ხარჯზე. სასამართლო სისტემაში საქმეთა შედინებას, როგორც წესი, პირველი ინსტანციის სასამართლოებში შემოსული საქმეები განსაზღვრავს. 2017 წელთან შედარებით, 2022 წელს სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობა 27% -ითაა გაზრდილი71. შესაბამისად, ნაშთად დარჩენილ საშუალოდ 300 საქმეს ყოველწლიურად ემატება საქმეთა ნაკადის მზარდი ოდენობა, წელიწადში 475-591 საქმე,“ - წერია კვლევაში. 2017-2022 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად შესული საქმეების საერთო მასის 73 %-ს სამოქალაქო საქმეები, 14 %-ს სისხლის და 13 %-ს ადმი- ნისტრაციული საქმეები შეადგენენ. აქვე განხილულია ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებიც. „მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოში პირველი ინსტანციის ერთ მოსამართლესთან საქმეთა ნაკადის შედინება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე იყო და ქართველი მოსამართლე არც წინა წლის ნაშთის დამატების ხარჯზე გამოიყურებოდა სხვებთან შედარებით გადატვირთულად, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების ეფექტიანობა დაბალია და, საქმეთა წმენდის მაჩვენებლით, საქართველო ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებდა. საინტერესოა სლოვაკეთის მაგალითი, სადაც საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორმაგი ოდენობის საქმეთა შემოდინების პირობებში, შემოსულზე მეტი საქმე დასრულდა (წმენდის მაჩვენებელი 112%-ს უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს სლოვაკი მოსამართლე დაახლოებით 1000-მდე საქმეს ასრულებდა). ცალკე კვლევის საგანია, კონკრეტულად, რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები მაღალი დატვირთულობის პირობებში არსებული სამოსამართლო რესურსით საქმეთა წმენდის მაჩვენებლის გასაზრდელად და რომელ მათგანს, რა ეფექტი მოაქვს (მოსამართლეთა გადანაწილება, დამხმარე პერსონალი, ტექნოლოგიები, კანონის ცვლილებები და სხვ); თუმცა შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მაღალი დატვირთულობა აუცილებლად საქმეთა განხილვის გაჭიანურებას არ განაპირობებს. დატვირთულობის მიუხედავად, შესაძლებელია წლის ბოლოს ნაშთის სახით დარჩენილ საქმეთა რაოდენობის (Ur) შემცირება, რაც დინამიკაში, დასრულების სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში ამცირებს საქმის განხილვის ხანგრძლივობას (DT)77,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ორგანიზაციამ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დღეს, 17 იანვარს წარადგინა. დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200 მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. შესწავლილია არსებული ნორმატიული რეგულაციები და გაჭიანურებული საქმეები. დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ განაცხადა, რომ “სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება და მოსამართლეთა გადატვირთულობა მრავალი წელია, აღიარებული პრობლემაა, თუმცა აქამდე არ იყო ცნობილი ის კონკრეტული მიზეზები, თუ რა იწვევს მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების დროულად მიღების შეფერხებას და მოსამართლეთა გადატვირთულობას.“ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა.“ კვლევის თანახმად „არ არსებობს მოსამართლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული საქმეთა ნაკადის მართვის ერთიანი სისტემა. მოსამართლეებს არ აქვთ დატვირთვის შემსუბუქების მოლოდინი და ერთადერთ მოტივატორად ხალხის წინაშე პროფესიულ პასუხისმგებლობას მიიჩნევენ. არ ხდება მათთვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პერიოდული გადამზადება, ტექნოლოგიებით და დამხმარე ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.“ კვლევაში ასევე საუბარია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაზე, რომელიც მოძველებულია და არ შეიცავს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის და მოსამართლეთა განტვირთვის საკმარის რეგულაციებს. „რიგ შემთხვევებში, მოსამართლეები არაეფექტიანად იყენებენ სხდომათა გადადების პრევენციის არსებულ საკანომდებლო მექანიზმებს, და ხშირ შემთხვევაში ადვოკატებიც წარმატებით ახერხებენ სხდომების გაჭიანურებას, რადგან არ არსებობს პროცესის განზრახ გაჭიანურებაზე მათი პროფესიული პასუხსმგებლობის მექანიზმი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც მოქალაქე მოახერხებს  პროცესის დაჩქარებას ან საქმის გაჭიანურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.“ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემა სათანადოდ არ უწყობს ხელს დავის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) განვითარებას, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად განტვირთოს მოსამართლე. კვლევა მომზადდა „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „დემოკრატიის ინდექსი“. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.  

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია - კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება. 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე - ისლანდია, მეოთხეზე - შვედეთი და მეხუთეზე - ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია. ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ე ადგილზეა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია (82). აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა. ფინეთი ზედიზედ რამდენიმე წელია, პირველ ადგილზეა. ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც. ანგარიშის არსებობის ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია წელს აღარ არიან ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში. მათი ადგილები დაიკავეს კოსტა-რიკამ და ქუვეითმა. ანგარიშს საფუძველად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დაედო. ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით. ანგარიში 2012 წლიდან მზადდება. 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა.