თეგი: ლატვია

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევიან

23-25 თებერვალს უკრაინას ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან. ედგარს რინკევიჩი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ევა-მარია ლიმეტსის ვიზიტის მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული განუყოფლობისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. შესაბამისი ტექსტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. რინკევიჩსმა ასევე მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესება, რომელიც უნდა მოიცავდეს  Nord Stream 2 გაზსადენსა და რუსეთის ფინანსურ სექტორს. უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ დაცულები ვართ. NATO მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს

NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ალიანსის გენერალუდ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლევიტსის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა აჩვენონ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ ამ გზით ისინი შეაკავებენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას. „ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ დაცულები ვართ. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და სხვა მოკავშირეები დაგვიდგებიან გვერდით და დაგვიცავენ. NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით.ზომები, რომლებიც დღეს განვიხილეთ გენერალურ მდივანთან, მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, მისი წევრი ქვეყნების ყველა ტერიტორია, მათ შორის ლატვიაში. ამ გზით ჩვენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას შევაკავებთ, მას მხოლოდ ძალადობა ესმის, NATO ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი.   "საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ომის    შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს, ამ კონტექსტში აღინიშნა  საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა. საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.    საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ  წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.  მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაცია, უკვე მიღწეული პროგრესი ამ გზაზე და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და თანმიმდევრული განხორციელება. მინისტრები მიესალმნენ ვერსალის ე.წ. არაფორმალურ სამიტზე ლიდერთა მხრიდან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას.   მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდებიან. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლმა იაჯუბ კუმოჩიმ განცხადა, ლიდერები ახლა უკრაინისკენ მიემართებიან, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ლატვია NATO-ს მოკავშირეების მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

ლატვიაში, საერთაშორისო წვრთნები, Namejs 2022 ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყნის ქვედანაყოფების 3000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ტარდება. „სამხედრო მომზადების ამოცანაა ეროვნული და მოკავშირე ძალების ურთიერთქმედების შემუშავება თავდაცვის პრობლემების გადასაჭრელად“, - იუწყება ლატვიური მხარე. სამხედრო შენაერთები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან ლატვიაში, Namejs 2022-ში მონაწილეობის მისაღებად ჩადიან. იტალია, ისლანდია, ესპანეთი, კანადა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩერნოგორია და ჩეხეთი. მანევრებში ასევე ჩაერთვებიან ლატვიაში დისლოცირებული  NATO-ს ნაწილები, რომლებიც მოიცავენ დანაყოფებს ალბანეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადადან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, მონტენეგროდან და ჩეხეთიდან. მოკავშირეთა სარდლობამ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა მოტორიზებული და სადესანტო ნაწილები, არტილერია, ავიაცია, ასევე, ოპერატიული დაგეგმვისა და ლოგისტიკის წარმომადგენლები. Namejs 2022 რამდენიმე ეტაპად, 27 მაისამდე გაიმართება.  

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს

ლატვია და ესტონეთი მსოფლიოში პირველები არიან, რომლებმაც რუსი სამხედროების დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის ვებგვერდებზე შესაბამისი ცნობები გავრცელდა. ესტონეთის პარლამენტის შეფასებით, რუსეთმა ქალაქებში ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ასევე, უკრაინის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში ჩაიდინა გენოციდის აქტები და მასობრივი სისასტიკე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. თავის მხრივ, ლატვიის სეიმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ მასობრივ სასტიკ დანაშაულების ადასტურებს. ამასთან, ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს; იაზრებს თავის მოვალეობას, აღიაროს, აღკვეთოს დანაშაულები მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით“. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთთან მემორიალური ძეგლების შენარჩუნების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „საბჭოთა არმიის იმიჯი და სიმბოლიკა ახლა პირდაპირ და ცალსახად უკავშირდება რუსეთის აგრესიას და მისი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შეცვლა ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და არ იქნება ვალდებული, შეინარჩუნოს საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჰარდს კოლსმა. ხელშეკრულების შეჩერება „რიგის განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. ვინაიდან ძეგლი რიგაში მდებარეობს, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, ძეგლის დემონტაჟი სავარაუდოდ, არ მოხდება სეიმის არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება. თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს „განმათავისუფლებელთა“ ძეგლი რიგიდან, თუ მისი დემონტაჟი მოხდება. რიგაში, 1985 წელს დადგმული „განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის საკითხი, ლატვიაში წლების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დისკუსიამ ახალი სახე მიიღო.  

ლატვიამ საქართველოს საჩუქრად ვერტმფრენი გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს. “ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა. ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება. ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა”, - აღნიშნავენ უწყებაში.  

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში. თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით. „საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს ნიკოს დენდიასი. „გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

საქართველოს დღეს ლატვიის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშსპეციალური მოწვევით, დღეს ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საპარლამენტო დელეგაცია, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმღვანელობით საქართველოს ეწვევა. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ლატვიის დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე.  

თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე- შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს გააცნო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის,  ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, საპარლამენტო დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესის მიმართ.  

ედგარს რინკევიჩსი: მოსკოვი დღეს აღნიშნავს „რუსეთის დღეს“. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში დამარცხებას ვუსურვებ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებას უსურვებს. ლატვიელი დიპლომატი რუსეთს ასევე უსურვებს, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე. „რუსეთი აღნიშნავს თავის დღესასწაულს, მე ვუსურვებ დამარცხებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იმპერიული ამბიციებზე უარის თქმას და საბოლოოდ, თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის შექმნას", - წერს რინკევიჩსი. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთმა მიიღო ე.წ. „სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია“ და ეს დღე 1992 წლიდან აღინიშნება როგორც „რუსეთის დღე". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლატვიის პრეზიდენტი: ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს, - ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი Twitter-ზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე შეტანილ განაცხადს ეხმაურება. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ „ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი (სალომე ზურაბიშვილი) ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.   

უკრაინა და ლატვია საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო ქონების კონფისკაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, იანის ბორდანსმა საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო ქონების კონფისკაციის შესახებ მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ მინისტრებმა რიგაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მალიუსკას თქმით, აგრესორი ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვები 300 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს და ის ამჟამად დასავლეთის ქვეყნებში ინახება. რუსეთის აგრესიით დაზარალებული უკრაინის სასარგებლოდ ამ თანხების ჩამორთმევაში მთავარი დაბრკოლება სახელმწიფო ქონების იმუნიტეტის პრინციპია. „წამყვან საერთაშორისო იურისტებთან საფუძვლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ვიპოვეთ გზა ამ შეზღუდვის დასაძლევად შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმების, ან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებით. მადლობელი ვარ ლატვიის მზადყოფნისთვის, გახდეს პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩვენ ვიწყებთ ასეთი შეთანხმების შემუშავებას“, -  განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ლატვიამ რუსული გაზის მომხმარება აკრძალა

ლატვიის სეიმმა მესამე მოსმენით ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვილილებები მიიღო, რომლითაც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება იკრძალება.  ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას. გაზის მარაგები, ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაწყობში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტომდე უნდა დაგროვდეს, რათა იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს. ლატვიის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსული გაზის ეტაპობრივი შეწყვეტა დაიწყო.  1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრულ ქვეყნებს“, რომელშიც შედის ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, გაზის მიწოდების საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის ექსპორტი შეჩერდება. მოსკოვის ამ პირობებზე უარი უკვე თქვეს პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა და ნიდერლანდებმა.  

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. როგორც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Telegram-ზე წერს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ცნობისთვის, ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს შანტჟისთვის იყენებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.  ამასთან, რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად დასახელდა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   ასევე წაიკითხეთ: ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება

ლატვიის ეკონომის მინისტრის ილზე ინდრიკსონეს განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.   BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა „გაზპრომის“ განცხადება კანონზომიერია, მაგრამ ამას ლატვიელი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ილზე ინდრიკსონემ. მისი თქმით, რუსული გაზის გიგანტის რეაქცია Latvijas Gāze-ს განცხადებამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლის ნაცვლად ევროთი დაფარავდა.   ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა „ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ გვაქვს იმედი, რომ რუსული გაზის მიწოდება უწყვეტი იქნება. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია კლაიპედის ტერმინალი, ამასთან ვმუშაობთ გაზის ალტერნატიულ მომწოდებლებთან. „გაზპრომის“ ეს ნაბიჯი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის“, - აღნიშნა ილზე ინდრიკსონემ.    ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   

ლატვიაში პრორუსი პოლიტიკოსი დააკავეს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რიგაში პრორუსი პოლიტიკოსი რუსლან პანკრატოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი აქტივისტი დეგი კარაევი ავრცელებს.  მანამდე რუსლან პანკრატოვი რიგის თვითმმართველობის დეპუტატი პარტია „თანხმობის“ სიით გახდა. ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „დაგვიბრუნეთ ჩვენნი სახელები“. პანკრატოვი 48 საათით დააკავეს, თუმცა ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.  მედიის ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში პანკრატოვი ლატვიაში არ იმყოფებოდა. 30 ივლისს მან სოციალურ ქსელში მოსკოვში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. პანკრატოვი ლატვიაში შემოსვლისთანავე დააკავეს.   

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ 2 აგვისტოს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, რეზოლუციის პროექტს, მხარი დაუჭირა.   ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, იყენებს დაშინებისა და ზეწოლის მეთოდებს, როგორც ინსტრუმენტს უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების დემორალიზებისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის პარალიზებისთვის, უკრაინის ოკუპაციის მცდელობისთვის. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ამ ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ახორციელებს. კომისიის წევრებმა კატეგორიულად დაგმეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც განხორციელდა ბელორუსის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ასევე მოუწოდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას და სხვა მოკავშირეებს, რომ სასწრაფოდ გააძლიერონ და დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა უკრაინის წინააღმდეგ, რუსული არმიის აგრესია შეაჩერონ.  „კომისია, მის მიერ დამტკიცებული განცხადებით მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გამოხატონ იგივე დამოკიდებულება რუსეთის მიმართ - პირდაპირ აღიარონ ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ,“- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ კოლსმა. მან განმარტა, რომ კომისია სეიმს რეზოლუციის მიღებას მომდევნო სხდომაზე სთხოვს, რომელიც სავარაუდოდ, 11 აგვისტოს გაიმართება.  ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.   

ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა

სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადების პროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობს, წერს Delphi. დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე, სარაკეტო თავდასხმები ოდესის მახლობლად საცხოვრებელ უბანსა და კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე. „რუსეთი უგულვებელყოფს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო წესრიგისა და მისი ინსტიტუტების მიმართ და მიზანმიმართულად აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც გამოიწვევს შიმშილსა და ტანჯვას მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადების პროექტში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აკრძალულ კასეტურ ბომბებს უკრაინაში შიშის დასათესად და მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩევლად დასახოცად იყენებენ. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.   

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში ლატვიის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო ვითარების გამო" საელჩო აღარ იღებს სავიზო განაცხადებს რუსებისგან. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო ნათესავის ლატვიაში დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა. ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.  

ლატვია: გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. შესაბამის გზავნილს ლატვია რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით გზავნის. „ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას და გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს მიაყენა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი“, - აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა. დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა  

ედგარს რინკევიჩსი: თუ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას საერთაშორისო საზოგადოება შეაჩერებდა, ალბათ, უკრაინაში შეჭრა არ გვექნებოდა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას  ადასტურებს. „14 წლის წინ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. თუ მაშინ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეჩერდებოდა, ჩვენ ალბათ, არ გვექნებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ლატვია ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ , - წერს ედგარს რინკევიჩსი. ლატვია: გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

რუსეთმა ლატვიაში გაზის მიწოდება განაახლა

რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდება, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ინფორმაციას სისტემის ოპერატორი Conexus Baltic Grid (CBG) ადასტურებს.   ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება  რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ლატვიაში გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ ივლისში განაცხადა და მიზეზად შესყიდვის პირობების დარღვევა დაასახელა.  დღის მონაცემებით, რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდებამ საათში 43 393 მეგავატი შეადგინა. ამ დროისთვის გაზი ლატვიის ერთიან ბაზარს მიეწოდება და შესაძლებელია ფინეთში, ესტონეთსა და ლიტვაში ტრანსპორტირება.  ლატვია გეგმავს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსულ გაზზე უარი სრულად თქვას.  ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   

ლოიდ ოსტინი ლატვიაში უკრაინის საკითხის განსახილველად ჩავიდა

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, ლატვიაში უკრაინის საკითხების განსახილველად ჩავიდა.  „თვითმფრინავი დაეშვა რიგაში, ლატვიაში. მოუთმენლად ველი ლატვიის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა“, - წერს ოსტინი Twitter-ზე.  ბოლო 20 წელის განმავლობაში, ლატვიაში ეს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია.    

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

11 აგვისტოს, ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია ლატვიის სეიმის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.  ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა და ამასთან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩეროს.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებს. რუსეთი პირდაპირ და ირიბად აწვდიდა იარაღს სირიაში ასადის რეჟიმს. ასევე იყო შემსრულებელიც, მაგალითისთვის გამოდგება სკრიპალების ოჯახის მოწამვლა ან რეისი MH17-ის ჩამოგდება. ახლა რუსეთი ასევე სასტიკად და შეუბრალებლად იყენებს უკანონო ტაქტიკას უკრაინაში. იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აკრძალულ იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ბომბავს დასახლებულ პუნქტებსა და საზოგადოებრივ ადგილებს, კლავს მოქალაქეებს“, - განაცხადა ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსმა. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.  ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლატვიის პრეზიდენტის ინიციტიავით, ქვეყანაში ცხოვრების უფლება უნდა გაუუქმდეთ უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსებს

ლატვიის პრეზიდენტი ეგილ ლევიტსი გამოდის ინიციატივით, რომ გადაიხედოს და გაუქმდეს ცხოვრების უფლება და ვიზები მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მისი თქმით, წინა მთავრობები „გაუმართლებლად ხელგაშლილები იყვნენ“ რუსეთის მოქალაქეთათვის ლატვიაში ცხოვრების უფლების მინიჭების თვალსაზრისით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოვიდა ამ პოლიტიკის რევიზიის დრო. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. მისივე თანახმად, გაზაფხულის მონაცემებით, ლატვიაში რუსეთის 50 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და 120 ათასამდე - მოქალაქეობის არმქონე სტატუსით. ლატვიაში 2010 წლიდან მოქმედებდა პროგრამა, რომლითაც რესპუბლიკაში ცხოვრების უფლების მოპოვება უძრავი ქონების მოპოვების ან სხვა ინვესტიციების სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. ქვეყანამ უცხოელებს საერთო ჯამში დროებით ცხოვრების 46 ათასზე მეტი უფლება გასცა. აქედან 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. მათმა ნახევარმა ცხოვრების უფლება ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის გზით მოიპოვა.  

ლატვიამ უკრაინას ოთხი შვეულმფრენი გადასცა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლატვიამ ოთხი შვეულმფრენი გადასცა.  ორი შვეულმფრენი Мi-17 და ორი Мi-2 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში მიიღეს. გადაცემამდე შვეულმფრენები შეღებეს, ხოლო Mi-17 კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.   უკრაინის შეიარაღებული ძალები, შვეულმფრენებს ააწყობს და დასახული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებს.   შეგახსენებთ, რომ ლატვია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც უკრაინას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია. ლატვიამ უკრაინას, სულ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების იარაღი და პირადი აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები, მშრალი რაციონი, საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა.  ლატვია ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ჯგუფი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა.   

ოლექსი რეზნიკოვი: ლატვიიდან მიღებულმა ჰაუბიცებმა ბრძოლის ველზე შედეგი უკვე გამოიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ლატვიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან მიღებული ჰაუბიცები უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე. „კიდევ ექვსი M109 ჰაუბიცა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა უკრაინაში ლატვიიდან, უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. როგორც ცნობილია, უკრაინის საჰაერო ძალებმა ლატვიიდან ოთხი შვეულმფრენი მიიღო, რომლებიც მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ფლოტს შეუერთდება.    

ლატვიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ედიტ მედნი იქნება. შესაბამისი ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა. მისივე თანახმად, ედიტ მედნი მანამდე ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ასევე, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს. სამინისტროს პოსტს თან ერთვის ახალი ელჩის განცხადებაც. „ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების მხარდამჭერი. მე მხარს ვუჭერ ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას. ჩემი მიზანია ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – აღნიშნავს ედიტ მედნი.  

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონის შეძენის მიზნით, ლატვიელები თანხას აგროვებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონის შეძენის მიზნით, ლატვიაში ფონდების მოზიდვის კამპანია დაიწყო. მთლიანობაში, „ლატვიური ბაირაქტარის“ შესაძენად 5 მილიონი ევრო უნდა შეგროვდეს. ინიციატივის პირველ საათებში დაახლოებით, 80 000 ევრო შეგროვდა. ლატვია არ არის პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც უკრაინის მხარდაჭერა ამ ფორმით გადაწყვიტეს. მსგავსი კამპანიები უკვე ჩატარდა პოლონეთში, ლიეტუვაში, ნორვეგიასა და კანადაში. ლატვია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გაუწია. მან უკრაინას მიაწოდა იარაღი და პირადი აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, (Stinger) საზენიტო რაკეტები, ასევე Mi-17 და Mi-2 ტიპის ვერტმფრენები.  

ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემას ზღუდავს

ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.  „სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა. მისი თქმით, უახლოეს კვირებში მთავრობა ამ საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.  კარინსმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზა გამონაკლის შემთხვევებში, ხოლო ბინადრობის ნებართვა პრაქტიკულად არ გაიცემა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ლატვიამ დედაქალაქ რიგაში 79-მეტრიანი საბჭოთა ობელისკი დაანგრია

ლატვიამ დედაქალაქ რიგაში 79 მეტრიანი საბჭოთა პერიოდის ობელისკი დაანგრია. საბჭოთა ვარსკვლავებით მორთულ მონუმენტზე მუშაობა ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვების აღსანიშნავად 1985 წელს დასრულდა და ძეგლი ბოლო პერიოდში რუსეთის მხარდამჭერთა აქტივობის ცენტრად იქცა. საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი 23 აგვისტოს დაიწყო. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება. ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს. მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევას მხარი დაუჭირა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

ლატვია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს

ლატვიაში შესვლის მსურველ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ლატვიის მთავრობის მიერ 30 აგვისტოს მიღებული რეგულაციების თანახმად, ვიზის ან ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიარონ, რითაც შეფასდება, წარმოადგენს თუ არა ქვეყანაში მათი შესვლა „საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ”, - იუწყება ლატვიური საინფორმაციო საიტი Delfi. ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას 18 აგვისტოს მიაღწია. „სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა  

ლატვია NATO-ს მოუწოდებს, უკრაინას დასავლური წარმოების ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს

ლატვიის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი NATO-ს სთხოვენ, უკრაინას დასავლური წარმოების ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს. The Times-თან ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა და თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდეს, არამხოლოდ მხარი დაუჭირონ უკრაინას, არამედ გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლატვიის პრეზიდენტი მოსკოვის საპატრიარქოსგან, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.  უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამ დროისთვის ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშაა.  ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.   

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ინვესტორებისთვის და მეწარმეებისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა ლატვიამ იმიგრაციის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.   „იმიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყდება რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ლატვიაში. მაგალითად, ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო არ იღებენ მუდმივ ბინადრობის ნებართვას ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსს“, - ნათქვამია ლატვიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.   

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეზღუდონ.  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ზომების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.   ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა აკრძალვა შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. გამონაკლისი გავრცელდება გადამზიდავებზე, დიპლომატებზე და იმ ადამიანებზე რომელბიც ამ სამ ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებით შევლენ.  სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვის გადაწყვეტილებას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივად მიიღებენ და კანონი სამივე ქვეყანაში ერთდროულად ამოქმედდება.  ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა    

სეიმმა ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა

სეიმმა ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა. კანონს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. კანონი ადგენს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ეპარქიებით, კრებებითა და დაწესებულებებით სრულიად დამოუკიდებელია ლატვიის ფარგლებს გარეთ მოქმედი ეკლესიის ნებისმიერი ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები 5 სექტემბერს წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა, არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.  უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს. 

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოთა ძეგლების დანგრევის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონი, საბჭოთა და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმების განმადიდებელი ძეგლების დანგრევის შესახებ საბოლოოდ დაამტკიცა. ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის საბჭოს სარჩელი „არ ადასტურებს, თუ რატომ აისახება ცუდად საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების დანგრევა ქალაქის ხელისუფლების თვითმმართველობის ფუნქციებზე“. სასამართლოს განცხადებით, თვითმმართველობის საკითხებს სხვა კანონი არეგულირებს.  ამასთან, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნეს, რომ საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი, ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით ხდება და არ ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქალაქის საბჭოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.   

ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან, დღეიდან ხურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზნებით სურთ. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგერს რინკევსმა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის ფედერაციის დაგეგმილ ყალბ „რეფერენდუმებს“, რომლის გამართვაც ლუგანსკისადა დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში იგეგმება, უკრაინისთვის იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდებითა და ახალი სანქციებით დაუპრისპირდეს.   თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „როგორც ჩანს, რუსეთი წინ მიიწევს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტა ყალბი „რეფერენდების“ ორგანიზება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უარყოს ეს ნაბიჯი, ახალი სანქციები უნდა დააწესოს და უკრაინამ მეტი იარაღი უნდა მიიღოს მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, - წერს Twitter-ზე ედგერს რინკევსი.  

ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს

ევროპა არ უნდა დაემორჩილოს რუსეთის შანტაჟს და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს უკრაინას, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. მედია: პუტინის ტელემიმართვის შემდეგ, რუსეთში სტამბოლისა და ერევნის მიმართულებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა „რუსეთი ისეთივე საშიშია ევროპისთვის და მსოფლიოს მშვიდობისთვის დღეს, როგორც ნაცისტური გერმანია იყო გასულ საუკუნეში”, - განაცხადა რინკევიჩსმა. მიისვე თქმით, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას. როგორც ცნობილია, ქვეყანა არც შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საზღვრის კვეთის უფლებას. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. შეგახსენებთ, 19 სექტემბრიდან, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს.  

ლატვიის სეიმმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება და სამუშაო ვიზების გაცემა აკრძალა

ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით საიმიგრაციო კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელის თანახმადაც რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა, ლატვიაში განხორციელებული ინვესტიციების ან უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე აღარ გაუგრძელდებათ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა აიკრძალა.  გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების თანახმად რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ადრე იყვნენ ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები და ახლა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ, სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა დაადასტურონ. ერთი დღით ადრე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყნის დატოვება, გამოცხადებული მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით სურთ. ლატვიამ 19 სექტემბრიდან, უსაფრთხოების მიზნით, შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.   

ლატვიაში მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარება აიკრძალა

ლატვიის საგზაო უსაფრთხოების დირექტორატი პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარებას კრძალავს. ეროვნული ასოციაციის პოლიტიკოსმა იმანტს პარადნიეკსმა Twitter-ზე დაწერა, რომ CSDD-ის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ოქტომბრიდან ლატვიის მოქალაქეებისთვის (მოქალაქეებისა და არამოქალაქეების) მართვის მოწმობის ასაღებად, ყველა გამოცდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ჩატარდება.  CSDD-მ ასევე განმარტა, რომ რუსული არ არის სახელმწიფო ენა და CSDD-ის თანამშრომლებს არასოდეს მოეთხოვათ მისი გამოყენება გამოცდის დროს. „ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აცხადებენ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში.   

ლატვიამ, რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლატვიის მთავრობამ მოსკოვის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო, რუსეთთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალური რეჟიმი 28 სექტემბრიდან ამოქმედდა და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება,  ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.  ანგარიშში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ალუქსნეს, ბალვისა და ლუძას რაიონებში იმოქმედებს. რეჟიმი ასევე ვრცელდება პორტებზე, აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და რკინიგზაზე. ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების მიზნით, პედეძის სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საზღვრის გადაკვეთაზე რუსეთის მოქალაქეების ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ, ბრძანება მიიღო. მანამდე ლატვიამ გადაწყვიტა ჰუმანიტარული ვიზები რუსეთის იმ მოქალაქეებზე არ გასცენ, რომლებსაც სურთ ჯარში გაწვევის თავიდან აცილება ან საზღვრის გადაკვეთა, თუ უკვე აქვთ შენგენის ვიზა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ ახსნა. იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბულგარეთის შემდეგ, მის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, დატოვონ რუსეთი და თავი შეიკავონ ქვეყანაში მოგზაურობისგან.  

შალვა პაპუაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტ მედნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე. "პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ელჩმა დაადასტურა ლატვიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და ამ პროცესში საქართველოს გვერდში დგომის მზაობა გამოხატა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებიით, ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას გაასამართლებს. „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევები - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და იყოს იმ ძალისხმევის ცენტრში, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შესაქმენლადაა საჭირო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს

ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს დემონტაჟი დილით ადრე, დაახლოებით 5 საათზე დაიწყო. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ძეგლთან ხალხის მცირე ჯგუფი შეიკრიბა. ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“ ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, რეზეკნის მერმა ალექსანდრე ბარტაშევიჩმა, რომელიც პრორუსულ პარტიას „თანხმობა“ წარმოადგენს, აღიარა, რომ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი კანონით განსაზღვრულ ვადაში - 15 ნოემბრამდე იყო დაგეგმილი. ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა თავის მიმართვაში ბარტაშევიჩმა თქვა, რომ „ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ ბარბაროსულ ქმედებებს თავიდან აიცილებდა" და „საღი აზრი გაიმარჯვებდა".  შეგახსენებთ, რომ ლატვიის სეიმმა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.   

ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. „აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისეთა“ ძალების, ასევე, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საკითხებს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ბრიგადის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალიწინებულ ღონისძიებებზე, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ლატვიის ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კასპარს პუდანსი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საველე-საწვრთნელ ბაზა „პალდოს“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც ესტუმრა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ლატვია და ესტონეთი პოლონეთის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ

ესტონეთი და ლატვია, პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურებიან. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია „შემაშფოთებელია უახლესი ამბები პოლონეთიდან. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყება.  რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian „რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც არამხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებდა, არამედ, NATO-ს ტერიტორიაზე, პოლონეთშიც ჩავარდა. ლატვია სრულად უჭერს მხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს“, - აცხადებს თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

ლატვია სკოლებში, რუსული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავს

ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, რომ 2026/2027 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის, მეორე უცხო ენად რუსულის არჩევა გააუქმოს.  გეგმის მიხედვით, მეორე უცხო ენა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ევროკავშირის მხოლოდ ერთ-ერთი ოფიციალური ენა იქნება. „გამონაკლისი დაიშვება იმ ენებისთვის, რომელთა შესწავლა რეგულირდება ცალკეული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით. ვინაიდან რუსული არ არის ევროკავშირის ენა და არ ფიგურირებს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სკოლებში რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლის აკრძალვას. დღემდე ლატვიის სკოლებში პირველი უცხო ენა პირველი კლასიდან ისწავლება და ყველაზე ხშირად ეს ინგლისურია. მეორე უცხოური ენის სწავლება მეოთხე კლასიდან იწყება და მისი არჩევის საკითხი ჯერ კიდევ არ არის კანონით დარეგულირებული. 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარს არჩევანი არ აქვს: 300-ზე მეტ სკოლაში მეორე უცხო ენად მხოლოდ რუსული სთავაზობენ. ლატვიის განათლების სამინისტრო გამომდინარეობს იქიდან, რომ დაგეგმილი ცვლილებები „ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სრულ ჩართვას ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში“, - წერს მედია ლატვიის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.   

ლიეტუვამ და ლატვიამ, რუსეთის ფედერაციის ათასზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს

ლიეტუვამ და ლატვიამ სექტემბრიდან ამ დრომდე, თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 1000 მოქალაქე არ შეუშვეს. ამის შესახებ Ukrinform პოლონეთის რადიოს მითითებით იუწყება. შემოდგომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვისაკრძალეს, რომლებსაც ტურისტული, მოკლევადიანი შენგენის ვიზები აქვთ.  „ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 19 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 709 მოქალაქე არ შეუშვეს, რომლებიც შემოსვლის ახალ წესებს არ დაემორჩილნენ. მესაზღვრეებმა ასევე გააუქმეს 29 ვიზა", - ნათქვამია ანგარიშში. ასევე ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში შესული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც პოლონეთის რადიო იუწყება, ლატვიაში თითქმის 40%-ით შემცირდა რუსების რიცხვი, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობენ. ლატვიის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მათ სექტემბრის შემდეგ 400-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს უარი უთხრეს შესვლაზე. რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა. ეს განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და მორალური საკითხებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. შეზღუდვები არ მოიცავს ჰუმანიტარულ ვიზიტებს და პოლიტიკურად დევნილ პირთა შესვლას.  

ლატვიამ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საკრებულოს ხელმძღვანელმა ივარს აბოლინსმა განაცხადა. ტელეკომპანია „დოჟდი“ მაუწყებლობას წყვეტს აბოლინსის თქმით, გადაწყვეტილება 6 დეკემბერს დილით „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის გამო“ მიიღეს. „დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას 8 დეკემბერს შეწყვეტს. Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადებისთვის, თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა „დარღვევების მთლიანობის შეფასებით, NEPLP დარწმუნდა, რომ „დოჟდის“ ხელმძღვანელობას არ ესმის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა და, შესაბამისად, არ შეუძლია იმოქმედოს ლატვიის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა.   ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭო ასევე, „დოჟდის“ მაუწყებლობის დაბლოკვას იუთუბზეც ითხოვს, რათა არხი არ იყოს ხელმისაწვდომი ლატვიაში. უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთში ტელეარხი „დოჟდი“ დაბლოკეს და, ისევე როგორც ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედია, იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ დოჟდმა მიიღო ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია, სადაც არხის ბევრი ჟურნალისტი გადავიდა საცხოვრებლად. ივლისში დოჟდმა მაუწყებლობის განახლება გამოაცხადა. დეკემბერში ლატვიის ხელისუფლებას ტელეარხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია ჰქონდა. ამრიგად, NEPLP-მა „დოჟდს“  10,000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რადგან გამოიყენა რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია, ასევე სიტყვების „ჩვენი არმიის“ გამოყენებისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა მოითხოვა სადგურის თანამშრომლებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმება მას შემდეგ, რაც წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანიას „შეუძლია“ რუსი სამხედროებისთვის დახმარების აღმოჩენა, რის შემდეგაც ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეარხის შემოწმება დაიწყო.  

აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო გაზრდის

აშშ-ის ელჩმა რობერტ გილჩრისტმა შეატყობინა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, რომ შეერთებული შტატები კიდევ უფრო გააძლიერებს აშშ-ის უწყვეტ და მუდმივ სამხედრო ყოფნას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. შესაბამისი განცხადება საელჩომ გაავრცელა.  „მადრიდში, NATO-ს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაფიქსირო ვალდებულება, გააძლიეროს როტაციული განლაგება ბალტიის რეგიონში. აშშ-ის ორმხრივი ძალისხმევის გარდა, NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონში კრიტიკულ შეკავებას, ტრენინგს და მოკავშირეთა ინტეგრირებას“. „აშშ-ის ეს განლაგებები ამ ვალდებულებას აჩვენებს და ვიდრე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ძალის პოზიციის ადაპტირებას რეგიონში, ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ რეგიონში მუდმივი არსებობა და გავაუმჯობესოთ ტრენინგი ჩვენს ბალტიის მოკავშირეებთან საბრძოლო სანდო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და საბრძოლო საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და ჩვენი თავდაცვისა და შემაკავებელი პოზის გასაუმჯობესებლად“,  - განაცხადა ელჩმა რობერტ გილჩრისტმა. პოლონეთი აშშ-ის სამხედრო ბაზის გაფართოებას გეგმავს „აშშ-ის სამხედრო ყოფნა რჩება რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შემაკავებელი და თავდაცვის კრიტიკულ ნაწილად. ჩვენ მივესალმებით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს აშშ-ის უწყვეტი და მუდმივი სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ლიეტუვაში და მზად ვართ, უზრუნველვყოთ მასპინძელი ერის აუცილებელი მხარდაჭერა“, - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა  

ლატვია უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად 500 000 ევროზე მეტს გამოყოფს

ლატვიის მთავრობა დათანხმდა, გამოყოს თითქმის 560,000 ევრო (593,292 აშშ დოლარი) უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად, იტყობინება Delfi. ლატვიის მხარდაჭერა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მედიის მუშაობას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე. 29 ნოემბერს კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის კულტურისა და მედიის სექტორს მომავალი ზამთრის ფონზე. უკრაინამ უკვე მიიღო 50 გენერატორი ხორვატიიდან, 100 საფრანგეთიდან და 50 აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.  

ლატვია უკრაინას Stinger-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, კიდევ ერთხელ შესთავაზოს უკრაინას ამერიკული წარმოების Stinger-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები და შეიძლება, ამის შესახებ 20 იანვარს, რამშტაინის ფორმატში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე გამოაცხადოს. „უკრაინის ფრონტის ხაზი რეალურად ჩვენი თავდაცვის ხაზია”, - განაცხადა მინისტრმა. მურნიესმა ასევე განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს უკრაინაში იარაღის გაგზავნას და უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას. „როდესაც უკრაინელ კოლეგებს ვხვდები, ყველაზე მეტ მადლობას სწორედ იმ Stinger-ებისთვის გვიხდიან, რომლებიც უკრაინაში (სრულმასშტაბიანი) ომის დაწყებამდე გავგზავნეთ“, - აღნიშნა მურნიეჩემ.  მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ლატვიამ რიგიდან კიევში 10 ავტობუსი გაგზავნა. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.

რა დეტალები ვრცელდება ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება 13 იანვარს მოხდა. თავდასხმის შესახენ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, განაცხადა ლიეტუვურმა ოპერატორმა Amber Grid-მა. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ Twitter-ზე დაწერა, რომ ინციდენტის მიზეზებს გამოიძიებენ, თუმცა აღნიშნა, რომ დივერსია არ არის გამორიცხული. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აჩვენებს, რომ ხანძარი აფეთქების ადგილზე, ჩრდილოეთ ლიეტუვაში მძვინვარებდა. მილსადენის ქსელის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid „პირველადი შეფასებით, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ზიანის განზრახ მიყენების მიზეზს, მაგრამ გამოძიება ყველა შესაძლო ვარიანტს მოიცავს“, - განაცხადა Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე. გაზის მიწოდება შეწყდა, მაგრამ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა ორი პარალელური მილსადენიდან ერთ-ერთი, რომელიც გაზის მიწოდებას ლიეტუვიდან ლატვიაში უზრუნველყოფდა და რომ Amber-ი აპირებს მიწოდების აღდგენას უმოქმედო მილსადენის გამოყენებით. მილსადენს ლიეტუვის გაზის ეროვნული კომპანია Amber Grid, გაზის გადასატანად ქვეყნის ჩრდილოეთში და მეზობელ ლატვიაში მიწოდებისთვის იყენებს. რეგიონის მომხმარებლებს გაზი ალტერნატიული მილსადენით მიეწოდებათ. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. მომზადებულია BBC-ის და Euronews-ის მიხედვით

ლატვია სასკოლო პროგრამიდან რუსული ენის ამოღებას გეგმავს

ლატვიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს „საგზაო რუკას“ რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამიდან ამოსაღებად. 2023 წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ლატვიის სკოლები მთლიანად გადადიან ლატვიურ ენაზე სწავლებაზე. ამავე დროს, ბავშვები ისწავლიან ევროკავშირის ერთ-ერთ ენას, როგორც მეორე უცხო ენას. ახლა ლატვიაში 300-ზე მეტი სკოლა - ანუ დაახლოებით ნახევარი - მოსწავლეებს რუსულს, როგორც მეორე უცხო ენას სთავაზობს. „უკვე ძალიან რთულია მასწავლებლების პოვნა, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნების ენას ასწავლიდნენ“, - აცახდებენ ლატვიის განათლების სამინისტროში.   

ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გადასცემს

ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს (SAM), ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს. „უახლოეს მომავალში უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიებს გავუგზავნით. ეს იქნება Stinger-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემები, ვერტმფრენები, ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, უპილოტო საფრენი აპარატები", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს ლატვია გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას სხვადასხვა დონეზე. „დაგეგმილია კურსების ინტენსივობის გაზრდა და მინიმუმ ორჯერ მეტი უკრაინელის მომზადება, ვიდრე 2022 წელს მოვამზადეთ“, - განაცხადა მინისტრმა. ანგარიშის მიხედვით, ლატვიის მიერ უკრაინას დახმარება, ფულადი თვალსაზრისით, 314 მილიონ ევროზე მეტია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,93%-ს შეადგენს. ამ თანხიდან დაახლოებით 300 მილიონი ევრო სამხედრო მარაგისთვისაა განკუთვნილი.   

ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა მიხაილ ვანინმა ქვეყანა, 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა ეს იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელებაა. მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების - რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას, რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებით უპასუხა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ. ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას, საღამოს კი შესაბამისი თარიღი დაასახელა. კერძოდ, ლატვიაში რუსეთის ელჩმა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე უნდა დატოვოს.  

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ, მოსკოვმა ლატვიის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს, ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.  ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარასკევს, 27 იანვარს, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაჩია რუტკა სამინისტროში დაიბარეს. მასთან „მტკიცედ გააპროტესტეს" ლატვიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება რუსეთ-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ. ამ კვირის დასაწყისში რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის კიდევ ერთი დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა 23 იანვარს რუსეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ესტონეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირების შესახებ დროებითი რწმუნებულისთვის და ესტონეთის ელჩს დაევალა 7 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის მოთხოვნაზე ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ, ამას „საპასუხო ღონისძიება" უწოდა.  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გადაწყვიტა, დაეწია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ელჩის მოვალეობის შემსრულებლამდე. ეს გადაწყვეტილება 24 თებერვალს უნდა ამოქმედდეს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „არ დაელოდოს ელჩების მისიის დასრულების თარიღს, რომელიც რიგამ დაადგინა".  

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ რეგიონის ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი. დოკუმენტს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მოაწერეს ხელი. „ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების დიდ მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში. ტექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ქვეყნებს პოტენციური საფრთხეებისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ და, შესაბამისად, მოწადინებულნი არიან, გააძლიერონ უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყნების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.  

მედია: ლატვიამ შესაძლოა, ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ IOC რუს და ბელორუს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლებას მისცემს

ლატვიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ზორზ ტიკმერსმა განაცხადა, რომ ლატვია არ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებთან ერთად, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, იტყობინება მედიაგამოცემა Delfi. „ლატვიის პოზიციაა, რომ თუ ეს თამაშები ახლა ჩატარდება და მასში სპორტსმენები რუსეთიდან და ბელორუსიდან მიიღებენ მონაწილეობას, ვფიქრობ, ლატვიის ნაკრები ამ თამაშებზე არ წავა“, - აღნიშნა ტიკმერსმა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს - ზელენსკი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 25 იანვარს გამოაცხადა, რომ აპირებს, რუს და ბელორუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცეს, მიუხედავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნისა, რომ სპორტსმენები სრულად გაირიცხონ ოლიმპიადიდან. IOC-ის განცხადებაზე საპასუხოდ, უკრაინის სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუტცეიტმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუ IOC-ის გეგმა განხორციელდება.  

ლატვიამ ბელორუსის საზღვარზე 36 კილომეტრიანი ღობე ააშენა

ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, 36,1 კმ-ის სიგრძის დამცავი ღობე აშენდა.  ხეებისგან გაწმენდილი საზღვრის 82 კმ-დან 75-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 173 კმ-იანი სასაზღვრო ღობის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი, 85,8 კმ სიგრძის მონაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, ხოლო მეორე, 63,9 კმ, 2024 წლის გაზაფხულზე. მშენებლობის პირველი ორი ეტაპის განხორციელების პარალელურად, მუშავდება მესამე ეტაპის ტექნიკური დაზუსტება. Citrus Solutions-მა, რომელიც პროექტს 53,57 მლნ ევროდ ახორციელებს, ფასების შესწავლის შემდეგ მიიღო მუდმივი საზღვრის შემოღობვის პირველი ცხრა პრიორიტეტული მონაკვეთის აშენების უფლება. მეორე ეტაპზე ინფრასტრუქტურის შემდეგი ექვსი მონაკვეთის აშენების უფლება Citrus Solutions-მაც მიიღო, ერთ მონაკვეთს კი შპს „ვია“ ააშენებს. მეორე ეტაპის ხარჯების მოცულობა დღგ-ს გარეშე 38,7 მილიონი ევრო იქნება. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბელორუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 63 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა . მედიის ცნობით, 2021 წლის შუა პერიოდიდან ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე შეიმჩნევა ჰიბრიდული თავდასხმა - მიზანმიმართულადაა გაზრდილი არალეგალური მიგრაციის ნაკადი, რომელიც ლატვიაში ბელორუსის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერითაა განპირობებული. მიგრანტების შანტაჟის გამო ლატვიის გარდა ლიეტუვასა და პოლონეთსაც დაზარალდნენ. ამ მოვლენების შემდეგ ორივე ქვეყანამ ბელორუსის საზღვარზე ღობის აგება დაიწყო.  

ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს - მედია

ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინის არმიას გადასცეს, იტყობინება ლატვიური გამოცემა Delfi. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ინდივიდუალური შემოწირულობა ლატვიის მინისტრთა კაბინეტის თანხმობას მოითხოვს. წინადადება ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. გასული წლის ნოემბერში ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მანქანების კონფისკაციას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს შემოწმების დროს 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი ან სისხლში ნარკოტიკების კვალი აღმოაჩნდა; თუ მძღოლმა უარი თქვა ორგანიზმში ასეთი ნივთიერებების არსებობის შემოწმებაზე. კონფისკაციის პირველი შემთხვევების შესახებ, ლატვიურმა მედიამ დეკემბრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია.  

ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩადის

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს 8 მარტს ეწვევა. ლატვიის პრეზიდენტი ბაქოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე მიიღებს მონაწილეობას ბაქოს გლობალურ ფორუმში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 9-11 მარტს გაიმართება. ბაქოს მე-10 გლობალური ფორუმზე - „დღევანდელი სამყარო: გამოწვევები და იმედები“, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, ევრაზიის სივრცეში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა, ჩინეთის როლი გლობალურ განვითარებაში და სხვა საკითეხები განიხილება.  

ბალტიის ქვეყნების მინისტრების თქმით, საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება

ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 8 მარტს განთავსდა. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, - თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ელჩი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, - განაცხადა რინკევიჩსმა. კანონი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან, - ასეთი განცხადება კი საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. „თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული. ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - წერს კელჩი ალინდრა.  

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევშია

ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი კრიშიანის კარიშში ვიზიტით კიევს იმყოფება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება „გადამწყვეტია თავისუფალი ევროპისთვის". პრემიერ-მინისტრის თქმით, ლატვია დაეხმარება უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.  

თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის... ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს. ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ ბალტიისპირელი ლიდერების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის კუთხით არასდროს განელებულა. დიპლომატი იმ დღესაც იხსენებს, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის ესტონეთის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად თბილისში მხარდამხარ იდგნენ. ციტატა ინტერვიუდან: „ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ - ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი“. ის ამას გასული წლის განმავლობაში კიევში ჩასული ლიდერების ვიზიტებსაც ადარებს. ამბობს, რომ საქართველოს უნდა ესმოდეს, რა ვითარებაა ახლა ევროპაში, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს საქართველოს მომავალზეც და გადაწყვიტოს, ისტორიის რომელ მხარეს იდგება თბილისი: „საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“. „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ახლა ქვეყნისა და მისი მთავრობის ხელშია და მნიშვნელოვანი იმის დადასტურებაა, რომ მომდევნო ნაბიჯები ევროპული სულისკვეთების იქნება: „არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად“. რინკევიჩსი ლატვიის საგარეო უწყებას 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, უკვე 12 წელია, რაც ხელმძღვანელობს.  

ლატვია ბელორუსის საზღვარზე ახალ 64-კილომეტრიან ღობეს ააშენებს

ლატვია ბელორუსთან საზღვრის გასწვრივ 64 კილომეტრიანი გალავნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Delfi იტყობინება. ლატვიამ ბელორუსთან ღობის აშენების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, რათა თავი დაეცვა არალეგალური მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთისგან. „ჩვენ უკვე ვხედავთ შესრულებული სამუშაოს რეალურ შედეგებს, რაც საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ მშენებლობა შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ლატვიურმა მხარემ. გასული წლის აგვისტოში ლიეტუვამ ბელორუსის საზღვარზე 552 კილომეტრის საერთო სიგრძის ღობის მშენებლობა დაასრულა. ანალოგიური სამუშაო პოლონეთმა 6 თვის წინ შეასრულა.  

ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ

ლატვიამ სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 10 რუს ოფიციალურ პირს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე წერს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარა-მურზას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი შეფასებით, ვლადიმერ კარა-მურზა არის რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ოპოზიციონერი მოღვაწის ბორის ნემცოვის ახლო თანამოაზრე, რომელიც 2015 წელს მოკლეს და რუსეთის მმართველი რეჟიმის დიდი ხნის კრიტიკოსი. ის იყო „მაგნიტსკის სიის“ მიღების ფასილიტატორი და აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.  „ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინაღმდეგ, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები“, - წერს ედგარს რინკევიჩსი. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა აკრძალა

ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა ნათქვამი. ახალ კანონს მხარი 79 პარლამენტარმა დაუჭირა. კენჭისყრაში ყველა დეპუტატი არ მონაწილეობდა. სეიმის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში. მიღებული კანონი მიზნად ისახავს „ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებებისადმი საფრთხის, მათ შორის საზოგადოების გახლეჩის, ომის, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის განდიდებას და ასევე ისტორიული მოვლენების დამახინჯებული ასახვის თავიდან აცილებას. კანონი 9 მაისს მწვანე შუქს უნთებს იმ ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაზარალებულთა და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემისკენ იქნება მიმართული.  

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დამსახურების მიხედვით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.  „ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დამსახურების მიხედვით შეძლოს წარმატების მიღწევა და გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა“, - წერს რინკევიჩსი Twitter-ზე. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ევროკავშირის საბჭო ილია დარჩიაშვილთან დისკუსიაზე: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, მნიშვნელოვანი ელემენტებია გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის  

კანადა და ლატვია უკრაინელ ოფიცრებს მოამზადებენ

კანადა და ლატვია უკრაინელი ოფიცრებისთვის სწავლებას გამართავენ. სწავლება ლიდერობის უნარების განვითარებაზე იქნება მიმართული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელი უმცროსი ოფიცრები შეისწავლიან დაგეგმვისა და ბრძანებების გაცემის პროცესს, მანევრების კოორდინაციას, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას, დაგეგმვასა და აღსრულებას. ანიტა ანანდის განცხადებით, კანადამ უკვე ჩაატარა სწავლება 36 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცისთვის და ამ ახალი პროგრამის წყალობით, ის კიდევ უფრო მეტს მოამზადებს. „15 მაისიდან, კანადა და ლატვია ერთობლივად მოამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ლატვიის ტერიტორიაზე. კანადისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების პარტნიორობით, ჩავატარებთ სწავლებას, რათა განვავითაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის ლიდერული უნარები“, - განაცხადა ანიტა ანანდმა.    

მედია: ლატვიამ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული 66 მანქანა უკრაინაში გაგზავნა

ლატვიის ხელისუფლებამ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული 66 მანქანა უკრაინას გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს. ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს „მე მჯერა, რომ ყოველი მხარდაჭერის აქტი, დიდი თუ პატარა, გვაახლოებს გამარჯვებასთან ამ უაზრო ომში“, - განაცხადა ლატვიის ფინანსთა მინისტრმა, არვილს აშერადენსმა. ლატვიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური თანამშრომლობდა ასოციაცია „აგენდუმთან“, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ჩამორთმეული მანქანების მიწოდებაზე და უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტების მოთხოვნების კოორდინაციაზე.  

ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს უგზავნის

ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს გაუგზავნის. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარიშმა ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. „Stinger-ის ტიპის ყველა რაკეტა უკრაინაში გავგზავნეთ. ჩვენ ასევე გვყავდა ვერტმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - (ბოლო ჯერ კიდევ მზადების ეტაპზე გვყავს, რომ გამოსაყენებელად ეფექტიანი იყოს და კარგად გამოიყურებოდეს), უკრაინაში გაიგზავნება", - განაცხადა კარიშმა. გარდა ამისა, ლატვია უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას გააგრძელებს. ამასთანავე, კიევს საბრძოლო მასალასა და თვითმფრინავებს მიაწვდის. მან ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას. კარიშმა განმარტყა, რომ მთელი გაყინული რუსული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის აღდგენისთვის. 21-22 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იმართება.  

ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. 

ლატვიამ რუსეთი ოფშორული ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან, რუსეთი დაბალი ან ნულოვანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებისა და ტერიტორიების სიაში შეიყვანოს. ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ მოუწოდა გადასახადის გადამხდელებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მდებარე, დაფუძნებულ ან რეგისტრირებულ პირებთან ტრანზაქციებს. რუსეთის გარდა, ოფშორული იურისდიქციების სიაში ასევე შედიან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კოსტა რიკა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკა. ეს ქვეყნები დაემატა ოფშორული იურისდიქციების სიას, რადგან ისინი დაბეგვრის საკითხებზე ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ.   ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ ახალი დებულებები პირდაპირ თანხვედრაშია ევროკავშირის სიასთან და მის რეგულარულ განახლებასთან, რაც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს შემდგომი რეგულარული ტექნიკური ცვლილებები და მოახდინოს ყველაზე ეფექტიანი და დროული რეაგირება.  

ლატვიაში კიდევ სამი რუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი დაიბლოკა

ლატვიაში კიდევ სამ რუსულ პროპაგანდისტული ვებგვერდს ( wagner2022.ru, dentv.ru და yapolitic.ru) დაბლოკავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო. სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს რესურსები  გამოიყენება რუსეთის აგრესიული პროპაგანდის მხარდასაჭერად, კერძოდ, დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ, ასევე მათი გასამართლებლად. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან დაკავშირებულ რიგ რესურსებზე (ძირითადად Sputnik და RT დაბლოკეს) დროებით შეზღუდა წვდომა. აპრილში ლატვიაში დაიწყო სასამართლო პროცესების სერია, რომელშიც 16 ჟურნალისტი მონაწილეობდა - ისინი რუსულ საინფორმაციო პორტალებთან - Sputnik- და Baltnews თანამშრომლობდნენ და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი.  

ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა

ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. „ლატვია უერთდება უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ველით დროებით საერთაშორისო ტრიბუნალს რუსეთის აგრესიის გამო,“ - წერს ლატვიის პრემიერი კრიშიანის კარიში. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“ ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს. დოკუმენტს მიღების შემდეგ, 10-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.  

ლატვია რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე უსაფრთხოებას აძლიერებს

11 აგვისტოდან ლატვია გააძლიერებს უსაფრთხოებას ლუძის, კრასლავის, აუგსდაუგავისა და დაუგავპილსის რეგიონების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთსა და ბელორუსს ესაზღვრება. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ლიეტუვამ და პოლონეთმა ბელორუსიდან მიიღეს ინფორმაცია საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ. 2023 წლის იანვრიდან, ლატვიაში ჰუმანიტარული მიზნებით, 282 ადამიანი შევიდა, მათ შორის 117 ბავშვი. ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ბოლოს ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნის.  

ლატვიის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგება. კარინში იმედოვნებს, რომ მის პარტიას შეუძლია, შექმნას ახალი კოალიცია ხელისუფლებაში მყოფ სამ პარტიას შორის განხეთქილების შემდეგ. „ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ,“ - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე. კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ახალი ერთობა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს. მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა უნდა მიანიჭოს. ლატვიის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.  

ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება, უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს - მედია

ლატვიის რკინიგზა უკვე შემოდგომაზე იქნება მზად, რომ უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. შესაბამის ინფორმაციას Delfi ავრცელებს. ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, რომ ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა. „მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო. ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ,“ - განაცხადა პლიავნიექსმა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ლატვია ბელორუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის

საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის. ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა. ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.. ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან. ლატვიური მხარე აღნიშნავს, რომ არალეგალური იმიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში ბელორუსი ოფიციალური პირების მზარდი ჩართულობა ფიქსირდება. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.  

ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელორუსის ტერიტორიაზე: ლატვიის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. შესაბამისი პოსტი ლატვიის პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. „მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: ჰიბრიდული ომის პირობებში დასჯის პოლიტიკა, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელორუსის ტერიტორიაზე.“ მანამდე რინკევიჩსი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ბელორუსის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს.  რინკევიჩსის თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია. „ვინც, არალეგალურ მიგრაციას უწყობს ხელს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი, დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

ლატვიაში რუსეთის უშიშროების სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ოთხი მოქალაქე დააკავეს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ეფესბეს" (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ რუსეთის სპეცსამსახურების სახელით "განახორციელეს საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა სხვა პირთა მოქმედების თავისუფლებას, ხელშეუხებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას." გამოძიების დროს ცენტრალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა 14 ადგილზე, რის შედეგადაც ამოღებულია საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად საჭირო არაერთი მოწყობილობა და დოკუმენტი. მათ შორის, როგორც უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, არსებობს მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკანონო ოპერატიული საქმიანობისთვის.  

ლატვიამ უკრაინას კიდევ ერთი Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენი გადასცა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეჩემ განაცხადა, რომ ლატვიამ უკრაინას კიდევ ერთი Mi-17-ის (საბჭოთა წარმოების) ტიპის ვერტმფრენი გადასცა. „უკრაინა წარმატებით იბრძვის და იბრუნებს უფრო და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას. უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდე ლატვია უკრაინის გვერდით იქნება,“ - წერს მურნიეჩე Twitter-ზე. ოფიციალური მონაცემებით, ლატვიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 370 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე წაიკითხეთ: ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს უგზავნის  

მედია: სასამართლომ ლატვიის მოქალაქეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა

რიგის სასამართლომ ლატვიის მოქალაქეს რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან უკანონო თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა. ამის შესახებ Delfi წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია. ბრალდებულმა რამდენიმე წლის წინ გააფორმა შეთანხმება რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან, თუმცა იცოდა, რომ სანქციების სიაში სხვა პირი იყო შეყვანილი. სააგენტოს ვებგვერდზე განსათავსებლად ტექსტური და მულტიმედიური მასალების მოსამზადებლად, 2017 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრამდე, ბრალდებულმა 32 700 ევრო მიიღო. პროკურორისა და და ბრალდებულის შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახით, 140-საათიანი საზოგადოებრივი შრომა განისაზღვრა. მანამდე ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის უკანონო „ინტელექტუალური და ფიზიკური“ მხარდაჭერისთვის, რესპუბლიკის მოქალაქე 15 ათასი ევროთი დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციით, მარატ კასემი კრემლის რესურსის, Sputnik Lithuania-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. ამასთან, აპრილში ლატვიაში სასამართლო პროცესების სერია დაიწყო. მასში მონაწილეობდა 16 ჟურნალისტი, რომლებიც რუსულ საინფორმაციო პორტალებთან Sputnik-სა და Baltnews-თან თანამშრომლობდნენ. მათაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ლიეტუვა ბალტიის ზღვაში წვრთნებს ჩაატარებს

ლიეტუვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე NATO-ს საარტილერიო წვრთნები ჩატარდება. იტყობინება ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური. „29-30 აგვისტოს კაირიუს საწვრთნელ მოედანზე (კლაიპედას რაიონი) ლიეტუვაში დისლოცირებული NATO-ს მოწინავე ძალების საბრძოლო ჯგუფის წვრთნები ჩატარდება, რომლის დროსაც, საბრძოლო ჯგუფის კუთვნილი საარტილერიო ქვედანაყოფი ბალტიის ზღვაში სროლას განახორციელებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში. საარტილერიო წვრთნები ბალტიის ზღვაში მდებარე სამიზნეებზე სროლით, ლიეტუვაში ბუნდესვერის სამხედროების მიერ ჩატარდება. „29 აგვისტოს და 30 აგვისტოს კაირიაის ზოლიდან 155 მილიმეტრიანი PzH 2000-ის ტიპის ჰაუბიცებიდან სროლა განხორციელდება ბალტიის ზღვის სანაპიროდან 15-25 კმ-ში მდებარე სამიზნეებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  ბალტიის ზღვაში წვრთნების დროს ნავიგაცია შეიზღუდება და საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება.  

ლატვია NATO-ს სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ჩატარდება. სწავლებაში ალიანსის წევრი ქვეყნები და მომავალი წევრი შვედეთი მონაწილოებენ. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, წვრთნების მიზანი, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების უნარის გაუმჯობესებაა. Steadfast Pyramid 2023, 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს არის NATO-ს ტრანსფორმაციის სარდლობისა და ევროპის უმაღლესი მეთაურის მიერ ორგანიზებული წვრთნების პირველი ნაწილია.  მასში უფროსი ოფიცრები მონაწილეობენ. მეორე ნაწილი 10-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და მოიცავს ოპერაციული დაგეგმვის სფეროში უფროსი მეთაურების მომზადებას. წვრთნები Steadfast Pyramid და Steadfast Pinnacle ლატვიაში 2011 წლიდან ტარდება. წვრთნების დროს ლატვია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე ალიანსის სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს აუმჯობესებს.  

ლატვია უკრაინელი ლტოლვილებისთვის მხარდაჭერის 10 მილიონი ევროთი გაზრდას გეგმავს

ლატვიის მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაფინანსებას თითქმის 10 მილიონი ევროთი ზრდის, რომ მათ უკრაინელების მხარდაჭერა გააგრძელონ.  შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლატვიის ფინანსთა მინისტრი სეიმის საბიუჯეტო და საფინანსო (საგადასახადო) კომიტეტს დაფინანსებაში ცვლილებების შეტანიეს შესახებ აცნობებს. ცნობისთვის, ლატვია მშპ-ს 1%-ზე მეტს ხარჯავს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.  

ლატვია პრორუსი ჰაკერების ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე ჰაკერულმა ჯგუფმა ლატვიის საჯარო, ფინანსური და სამედიცინო სექტორის ინსტიტუტების ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტება განახორციელა. ამის შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციის ცენტრმა განაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში გატეხეს მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა დაწესებულების 10-მდე ვებგვერდი, რისთვისაც ერთ-ერთი რესურსის დეველოპერის დაუცველობა გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ესტონეთში კიბერშეტევების ყველაზე დიდი ტალღა დაფიქსირდა.  

ლატვია მასშტაბურ ერთთვიან სამხედრო წვრთნებს იწყებს

ლატვიაში, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) მიერ ორგანიზებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები Namejs 2023 გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოკავშირეთა ჯარისკაცები შეერთებული შტატებიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში, NATO-ს ძალების ინტეგრაციის განყოფილება ლატვიაში და კანადის ძალების სარდლობა ლატვიაში. წვრთნას ერთობლივი რეაგირების ძალები დაუჭერენ მხარს. წვრთნები წელს პირველად იმართება NATO-ს მრავალეროვნული დივიზიის „ჩრდილოეთის“ შტაბ-ბინასთან ერთად. Namejs 2023-ის პარალელურად, სახმელეთო ჯარების მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ორგანიზებით, ყოველწლიური წვრთნები Silver Arrow გაიმართება. საერთო ჯამში, წვრთნებში 8500-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების დროს ლატვიის და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ლატვიის მთავარ და რეგიონულ გზებზე იმოძრავებენ. საწვრთნელი ამოცანების შესრულებისას ლატვიის საჰაერო სივრცეში, მათ შორის დაბალ სიმაღლეებზე. Namejs-ის წვრთნები ლატვიის მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება. შეგახსენებთ,ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ტარდება. ამასთან, ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული.  

რა მისიით იმყოფებოდნენ ბალტიის ქვეყნების ოფიციალური პირები თბილისში

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურმა დირექტორებმა, თბილისში შეხვედრები გამართეს. დელეგაცია იმყოფებოდა პარლამენტში და ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შესაბამისი ინფორმაციას დიპლომატების Twitter გვერდზე გავრცელდა. როგორც თავად განაცხადეს, ვიზიტი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. Europetime-ის ინფორმაციით ვიზიტი უკვე დასრულებულია. „ბალტიის რეგიონის 3 ქვეყნის პოლიტიკური დირექტორის კარგი და აუცილებელი ვიზიტი შედგა, ვიდრე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოსწორდეს ხარვეზები და ესტონეთი მზადააა, მხარი დაგიჭიროთ,“ - განაცხადა თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა, რომელმაც პოსტი ასევე Twitter-ზე განათავსა. რაც შეეხება პარლამენტში, 8 სექტემბერს გამართულ შეხვედრას, ქართული მხარის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბორელის ვიზიტი ასევე განხილვის მთავარ თემებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპასა და მის უსაფრთხოებაზე. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ლატვია რუსეთის 3600-მდე მოქალაქეს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს

რუსეთის დაახლოებით 3600 მოქალაქემ სამი თვის განმავლობაში ლატვიის დატოვების შესახებ შეტყობინება მომავალ კვირაში უნდა მიიიღოს. მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა ოფისის (OCMA) წარმომადგენელმა, მაირა როუზმა TV3 არხს განუცხადა, რომ ზუსტად ამდენმა ადამიანს არ ჩაუბარებია ლატვიური ენის გამოცდა და არც განაცხადი წარუდგენიათ. რუსეთის ფედერაციის 25 ათასი მოქალაქიდან, რომლებიც ახალ კანონს ექვემდებარებიან, 14 ათასმა მოითხოვა ლატვიის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. გარდა ამისა, ათასობით ადამიანმა ბინადრობის ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებას მიმართა. მანამდე ლატვიის სეიმმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები საიმიგრაციო კანონში, რომლის მიხედვითაც, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებს ენის სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების ვადა ორი წლით უხანგრძლივდებათ.  

ლატვია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა რამშტაინის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ დახმარებას გაუგზავნის. „ლატვია უკრაინას გაუგზავნის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს უმთავრეს კრიტიკულ შესაძლებლობებს - დამატებით ნაღმტყორცნებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალას,“ - განაცხადა სპრუდსმა. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ლატვიის სამხედრო დახმარებამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტს მიაღწია.  

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას,“ - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.  

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა

ლატვია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს), მიმდინარე გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვან ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. მისივე თანახმად, ლატვია ახლა აქტიურად ქმნის ახალ ლოგისტიკურ მარშრუტებს, რომლებიც ქვეყანას უკრაინასთან პოლონეთის გავლით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით აკავშირებს. „შექმნილ ვითარებაში ჩვენ არ შეგვიძლია, დავეყრდნოთ ტრადიციულ მარშრუტებს გეოპოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სანქციების თავიდან აცილების რისკების გამო,“ - აცხადებენ სამინისტროში. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის შეიქმნა ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის გზები. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და სოლიდარობის ხაზებს და ამას აკეთებს ლატვიის პორტების ფართო შესაძლებლობების შეთავაზებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის და სხვადასხვა საქონლის უკრაინაში იმპორტისთვის. უახლოეს წლებში მოსალოდნელია (TEN-T) ტრანსევროპული სატრანსპორტი ქსელის გაფართოება, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ახალ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მისცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისკენ - უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და თურქეთი,“ - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, ეს დერეფანი ინტეგრირდება ტრანსკასპიის დერეფანთან და TRACECA-ს სატრანსპორტო მარშრუტებთან, მომავალში მას შეუძლია, შექმნას ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს, კავკასიას, ყაზახეთს, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებსა და ჩინეთს შორისაც. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ლატვიაში მანქანებზე წარწერისთვის - „მე რუსი ვარ", მძღოლებს დაჯარიმება ემუქრებათ

ლატვიაში მძღოლები მანქანაზე წარწერისთვის -  „მე რუსი ვარ" შესაძლოა, დააჯარიმონ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში ლატვიური სანომრე ნიშნით ავტომობილის ფოტო გამოჩნდა წარწერით - „მე რუსი ვარ." სახელმწიფო პოლიცია, ასეთი წარწერებით დაფარული მანქანების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ დაავალებს პირებს მათ მოხსნას, მძღოლებისგან ასევე მოითხოვენ ახსნა-განმარტებას. პირს შეიძლება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს. დეპარტამენტის განმარტებით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინის ომის გათვალისწინებით, ასეთი სტიკერები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო აგრესიის მოწონება ან რუსეთის სამხედრო დანაშაულების მხარდაჭერა. მძღოლები ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ სამხედრო აგრესიის ხელშემწყობი პროპაგანდისთვის. ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა სახის ჯარიმაზეა საუბარი. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ფინეთმა და ესტონეთმა აკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების შესვლა.  

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია ბოიკოტს უცხადებენ

ინგლისი, პოლონეთი და ლატვია არ მიიღებენ მონაწილეობას UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებზე, სადაც რუსი ფეხბურთელები დაიშვებიან. მანამდე, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი  მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.  

ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების მფლობელებს ავალდებულებს, რომ კანონის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში დაარეგისტრირონ მანქანა ან გაიყვანონ ის ლატვიის ტერიტორიიდან, იტყობინება სააგენტო Delfi. სამი თვის შემდეგ, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები ლატვიის ტერიტორიაზე დაიშვებიან, თუ მძღოლი ლატვიის ტერიტორიას ტრანზიტულად გადაკვეთს. რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილი ლატვიის გავლით ტრანზიტს მხოლოდ ერთხელ შეძლებს. თუ მანქანა არ არის რეგისტრირებული ლატვიაში ან აღმოჩნდება, რომ მისი გამოყენება არაავტორიზირებულია,მფლობელს მანქანა ჩამოერთმევა. Delfi-ს ინფორმაციით, ჩამორთმეული მანქანები უკრაინაში გაიგზავნება. ლატვიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთში რეგისტრირებული მანქანების არსებობა ლატვიის ტერიტორიაზე მიუღებელია. კანონი ძალაში 15 ნოემბერს შევა. ცნობისთვის, პოლონეთი, ნორვეგია, ფინეთი და ბულგარეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ. ანალოგიური გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლიეტუვამ და ესტონეთმაც მიიღეს.  

ლატვია უკრაინის პოლიციას 12 დრონს გადასცემს

რომ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური (SPRS) უკრაინის სახელმწიფო პოლიციას 12 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს.  ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიკარდს კოზლოვსკიმ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრისას მინისტრებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს ომის პირობებში უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების გამოცდილებაზე.  

მედია: ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 20 მანქანას გაუგზავნის

ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 20 მანქანას გაუგზავნის, იტყობინება ადგილობრივი მედია ლატვიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით. მანქანები გადაეცემა პოლტავის პირველ საქალაქო ჰოსპიტალს, ხარკოვის სამედიცინო ცენტრსა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციას. 2023 წლის ივლისში ლატვიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 432 მანქანის კონფისკაცია მოახდინეს და მზად იყვნენ, ისინი უკრაინაში გაეგზავნათ. 26 ოქტომბერს, ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა. ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს - მედია  

ლატვიამ რუსულნომრიანი ავტომობილების გადაადგილება აკრძალა

ლატვიის სეიმმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესწორებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს ავტომობილის დარეგისტრირების ან ქვეყნიდან გაყვანისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე განესაზღვრათ. ვადის გასვლის შემდეგ რუსულ სატრანსპორტო საშუალებას თუ მაინც გამოიყენებენ, მფლობელებს ამ მანქანებს ჩამოართმევენ და მათ უკრაინას გადასცემენ. გამონაკლისი მხოლოდ ტრანზიტულად მიმავალ ავტომობილებზე გავრცელდება, თუმცა ტრანზიტი ერთჯერადად დაიშვება და ის 24 საათის ვადაში უნდა განხორციელდეს. კანონი 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა  

ლატვია რუსეთს საჰაერო სივრცის დარღევაში ადანაშაულებს

ლატვია აცხადებს, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. „რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია ლატვიის საჰაერო სივრცე 6 ნოემბერს, რამაც რიგის დიპლომატიური პროტესტი გამოიწვია,“ იტყობინება ლატვიური საინფორმაციო გამოცემა Delfi 7 ნოემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, გაურკვეველი თვითმფრინავი ლატვიურმა რადარმა დააფიქსირა და ინციდენტის შემდეგ, საფრენი აპარატი უკან გაბრუნდა. ლატვიამ მოპოვებული ინფორმაცია NATO-ელ პარტნიოებს უკვე გაუზიარა. რუსეთის დროებითი რწმუნებული ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნიშნად გამოიძახა. ლატვია ესაზღვრება როგორც რუსეთს, ასევე, მოსკოვის მოკავშირე ბელორუსს. რიგა სასაზღვრო უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მინსკის მიერ წახალისებული მიგრანტების კრიზისის ფონზე აძლიერებს.  

ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

რიგაში სასამართლომ სეიმის ყოფილ დეპუტატსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ იანის ადამსონსს რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. საქმეში მეორე დამნაშავეა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გენადი სილონოვი, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. სასამართლოს თანახმად, ადამსონსი „მიზანმიმართულად აგროვებდა დახურულ ინფორმაციას“ და სილონოვის გზით გადასცემდა ფსბ-ს. საქმე ეხება ინფორმაციას „ლატვიის სახელმწიფო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაობის, ასევე სახელმწიფო თავდაცვის სისტემის შესახებ“. ადამსონსს ასევე ბრალი ედება თაღლითობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში. ადამსონსი 2021 წლის ზაფხულში დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ორმოც ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. დეკემბერში ლატვიის სეიმმა ადამსონსს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და გენერალურ პროკურატურას უფლება მისცა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. საბჭოთა პერიოდში ადამსონსი სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, სადაზვერვო სფეროში შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 1992 წელს დაბრუნდა ლატვიაში, სადაც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის, სასაზღვრო სამსახურის მეთაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები ეკავა. მონაწილეობდა ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში. სასამართლომ კგბ-სთან მისი კავშირები აღიარა, მაგრამ ადამსონსმა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა შეინარჩუნა.  

ლატვიის სეიმმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ლატვიის სეიმმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სეიმის პრესსამსახური ავრცელებს. „ლატვიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ევროკავშირში პარტნიორებს, იმ ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ შეახსენოს, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს,“ - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში. ლატვიის სეიმის დეპუტატების განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცონ. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება აღნიშნულ სიგნალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს,“ - განაცხადა ედმუნდს ჩეპურიტისმა, ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.  

ლატვიამ უკრაინას შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატური სისტემისთვის აღჭურვილობა გადასცა

ლატვიამ უკრაინას 300 ლეპტოპი გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატური სისტემისთვის, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. დახმარების პაკეტი ლატვიურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, LMT და TET-მა ლატვიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია Entrepreneurs for Peace-ის მხარდაჭერით უზრუნველყვეს. აგვისტოში ლატვიამ უკრაინას სამხედრო შვეულმფრენი Mi-17 გადასცა.  

ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი უკრაინაში ჩავიდა, ეწვია კიევსა და ჩერნიგოვის ოლქში, რომლის აღდგენაშიც ლატვიაა ჩართული. ამისთვის ქვეყანამ $5,5 მილიონზე მეტი უკვე გაიღო. ზელენსკიმ ლატვიელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტმა რინკევიჩსმა გაიმეორა ლატვიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის, მათ შორის სამხედრო დახმარების მიმართ,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში და აღნიშნა, რომ მან და რინკევიჩსმა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. ლატვიის მეზობელი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე კიევში ასევე 24 ნოემბერს ჩავიდა.  

ლატვია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კიდევ 5 მილიონ ევროს გამოყოფს

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატვიის მთავრობამ 2023 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ჩერნიგოვის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო და იმავე თანხის გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მომავალ წელსაც გეგმავს. „წელს ჩვენ 5 მილიონი ევრო დავხარჯეთ ჩერნიგოვის რეგიონში. ეს არის მხოლოდ სამთავრობო სახსრები, კერძო სუბიექტების მიერ დაბანდებული თანხების გათვალისწინების გარეშე. მომავალ წელს ვგეგმავთ მინიმუმ 5 მილიონი ევროს გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის," განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.  

ლატვიის ყოფილი პრემიერის მიერ კერძო თვითმფრინავების დაქირავებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი ხსენებული რეისებით ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი. მედია წერს, რომ კარინშსმა სულ მცირე 36 სპეციალური რეისით ისარგებლა, რისთვისაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროკავშირის რესურსებიდან 1,3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. ლატვიური მედიის ცნობით, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენების ხარჯები დაფარული იყო ევროკავშირის სახსრებიდან და არა ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, სახელმწიფო კანცელარიამ არ შეიტანა ეს მონაცემები კრიშიანის კარინშსის კერძო ფრენების შესახებ ინფორმაციაში. კარინშსმა განმარტა, რომ მან შეძლო, შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს, რაც შეიძლება სწრაფად, რთულ ლოგისტიკურ პირობებში, რითაც გააძლიერა ლატვიის როლი ევროკავშირსა და NATO-ში.  

პუტინი ლატვიას ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულენოვან უმცირესობასთან დაკავშირებით ლატვიის პოლიტიკას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან 4 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პუტინის განცხადება NATO-ა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობისა და ორ სამხედრო ძალას შორის შესაძლო სამომავლო კონფლიქტის შესახებ დისკუსიების ფონზე კეთდება. „არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკის გამტარებლებს ბედნიერება ეწვიოთ. ახლა არ ვიცი რამდენია, მაგრამ ლატვიაში, მგონი, 40% იყო რუსულენოვანი, ალბათ, ახლაც საკმაოდ ბევრია,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ უნდა შეიმუშაოს „სისტემური ზომები.“ ლატვიის მთავრობის 2023 წლის მონაცემებით, ლატვიის 1,8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23,7% ეკუთვნის რუსულ უმცირესობას. ლატვიის პარლამენტმა 2022 წელს მიიღო ცვლილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესებს ამკაცრებს. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ლატვიაში მცხოვრები რუსები ახლა ვალდებულნი არიან, გაიარონ ლატვიური ენის საბაზისო დონის გამოცდა. ბალტიისპირეთის ქვეყანამ ბოლო დროს ასევე გააძლიერა დე-საბჭოთა და საზოგადოებრივი სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკა. სექტემბერში მიღებული კანონი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის სკოლებში რუსული და სხვა უმცირესობების ენების სწავლების ენად გამორიცხვას. რუსეთმა ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ასეთ პოლიტიკას „რუსოფობია“ უწოდა. მაისში ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მოსკოვის გეგმები, გავლენა მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ადგილობრივი პრორუსული ორგანიზაციებისა და რუსული ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით.  

ლატვიის პრეზიდენტმა პუტინის მუქარას უპასუხა

ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არამხოლოდ ლატვიის, არამედ, დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს. „ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სჩადის, ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათთვის, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს," - განაცხადა რინკევიჩსმა. პუტინი ლატვიას ემუქრება  

ლატვია აშშ-სგან ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას მიიღებს

ლატვია შეერთებული შტატებისგან (Naval Strike Missile (NSM) ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიიღებს. კონტრაქტის თანხა 105 მილიონი დოლარს შეადგენს. შეთანხმების შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა და აშშ-ის ელჩმა რისტოფერ რობინსონმა განაცხადეს. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკულ მხარე უზრუნველყოფს - პარტნიორებმა ხელშეკრულების მთლიანი თანხის 70% დაფარეს. დარჩენილ 30%-ს ლატვია გადაიხდის. როგორც სპრუდსმა აღნიშნა, NSM უზრუნველყოფს ლატვიის სანაპიროს დაცვას, გემების მარშრუტების უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში ინტეგრირებული იქნება NATO-ს მთლიან თავდაცვის სისტემაში. NSM ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომელსაც როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო სამიზნეებზე, 185 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია იერიშის მიტანა. ამ სარაკეტო სისტემას, იყენებენ აშშ, პოლონეთი, გერმანია, ნორვეგია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდები. ლატვიაში NMS-ის განლაგება 2026 წელს იგეგმება. სრულად ფუნქციონირებს კი, 2027 წელს დაიწყებს. Spruds-მა არ გაამჟღავნა დეტალები იმის შესახებ, თუ სად ზუსტად განლაგდება სისტემა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლატვიისთვის ექვსი HIMARS-ის ტიპის სარაკეტო და საარტილერიო სისტემის მიყიდვა დაამტკიცა.  

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

„ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ნათელია, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს,“ ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. „დღეს მაგიდაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები. აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე,“ - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. მან უნგრეთის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამოწვევა უწოდა.  

მედია: ლატვია 1000-ზე მეტი რუსის დეპორტაციას გეგმავს

ლატვია განიხილავს 1000-ზე მეტი რუსის გაძევებას დროებითი ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად აუცილებელი ზომების შეუსრულებლობის გამო, იტყობინება ლატვიური საინფორმაციო გამოცემა Delfi ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ლატვიის ხელისუფლებამ წერილები გაუგზავნა რუსეთის 3000-ზე მეტ მოქალაქეს, რომ მათ მოუწევდათ ლატვიის დატოვება, რადგან ვერ დარეგისტრირდნენ რეზიდენტურის და ენის გამოცდაზე. ბალტიისპირეთის ქვეყანამ, რომელიც მე-20 საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა ბატონობის ქვეშ ცხოვრობდა, ბოლო დროს ასევე გააძლიერა დე-საბჭოთა და საზოგადოებრივი სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსულენოვან უმცირესობასთან დაკავშირებით ლატვიის პოლიტიკას შედეგები მოჰყვება. „არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკის გამტარებლებს ბედნიერება ეწვიოთ. ახლა არ ვიცი რამდენია, მაგრამ ლატვიაში, მგონი, 40% იყო რუსულენოვანი, ალბათ, ახლაც საკმაოდ ბევრია,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ უნდა შეიმუშაოს „სისტემური ზომები.“ მოგვიანებით, ლატვიის პრეზიდენტმა პუტინის მუქარას უპასუხა ცნობისთვის, ლატვიის მთავრობის 2023 წლის მონაცემებით, ლატვიის 1,8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23,7% ეკუთვნის რუსულ უმცირესობას. ლატვიის პარლამენტმა 2022 წელს მიიღო ცვლილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესებს ამკაცრებს. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ლატვიაში მცხოვრები რუსები ახლა ვალდებულნი არიან, გაიარონ ლატვიური ენის საბაზისო დონის გამოცდა. სექტემბერში მიღებული კანონი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის სკოლებში რუსული და სხვა უმცირესობების ენების სწავლების ენად გამორიცხვას. რუსეთმა ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ასეთ პოლიტიკას „რუსოფობია“ უწოდა. მაისში ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მოსკოვის გეგმები, გავლენა მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ადგილობრივი პრორუსული ორგანიზაციებისა და რუსული ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით.  

ლატვიამ ჩამორთმეული ავტომანქანები უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა

ლატვიამ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული თითქმის მილიონი ევროს ღირებულების მანქანები უკრაინას გადასცა. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში 903 453 ევროს ღირებულების 271 ჩამორთმეული ავტომობილი გადავიდა. მთავრობა ამზადებს დოკუმენტებს უკრაინაში კიდევ 34 მანქანის გადაცემისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 161 880 ევრო ღირს. უკრაინისთვის ჩამორთმეული მანქანების საჩუქრად გადაცემის შესახებ კანონი ლატვიის პარლამენტმა თებერვალში მიიღო.  

ლატვიამ უკრაინას გენერატორები გადასცა

ჩერნიგოვის ოლქის რაიონებმა ლატვიიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა სიმძლავრის 32 დიზელის გენერატორი მიიღეს. გენერატორები საგანმანათლებლო დაწესებულებებში უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას დაეხმარება. „ჩვენ მივიღეთ 18 კვტ სიმძლავრის გენერატორი საბავშვო ბაღისთვის, სადაც 200 ბავშვი სწავლობს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დახმარების წყალობით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ საქვაბე ოთახის და სამზარეულოს მუშაობა,“ - ამბობს საბავშვო ბაღის დირექტორი დარინა ჰალუშკა. ჩერნიგოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმ, განაცხადა, რომ ლატვიელი პარტნიორები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კომპიუტერული აღჭურვილობის მიწოდებასაც გეგმავენ.  

ლატვია 1200-ზე მეტი რუსი მოქალაქის დეპორტაციას გეგმავს

ლატვიის მიგრაციის საქმეთა ოფისის ცნობით, ქვეყანა 1200-ზე მეტი რუსი მოქალაქის დეპორტაციას გეგმავს. მათ ბინადრობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტები არ წარადგინეს. „ლატვიიდან რუსეთის სულ მცირე 1213 მოქალაქეს გააძევებენ. მათ არ წარადგინეს დოკუმენტები ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ ვადაში, რომელიც დადგენილია საიმიგრაციო კანონში ცვლილებების შესაბამისად,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. მედია: ლატვია 1000-ზე მეტი რუსის დეპორტაციას გეგმავს  

ლატვიამ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დაბლოკა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსულ ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დახურა. ამის შესახებ Delfi იუწყება. როგორც NEPLP-ის თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა განაცხადა, მომავალში დაიხურება წვდომა Yandex Music-ზე, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული პირების მიერ შექმნილ პოდკასტებსა და მსგავს კონტენტზე. 2022 წლის 7 აპრილს NEPLP-მა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს ლატვიაში yandex.ru-სა და მის ვებგვერდებზე წვდომა შეღუდოს. Yandex არ დაეთანხმა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას და მიმართა ადმინისტრაციულ რაიონულ სასამართლოს, რომელიც განაცხადს წერილობით 2024 წლის 29 თებერვალს განიხილავს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთი მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში წვლილი შეიტანეს. კერძოდ, ალექსეი კუდრინზე, რუსული კომპანია Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ვლადიმერ პუტინთან.  

ლატვიამ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს თავშესაფარი მისცა

ლატვიის სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოქალაქისთვის თავშესაფრის მინიჭება დაავალა. მანამდე მას ლატვიის მიგრაციის სამსახურებმა უარი უთხრეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მაგრამ დეკემბრის ბოლოს სასამართლომ დაადგინა, რომ მას დაცვის უფლება ჰქონდა. ლატვიის მიგრაციის სამსახურების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაში დაბრკოლებას ვერ ხედავს. ლატვიური გამოცემა Delfi წერს, რომ რუსეთის მოქალაქემ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, 2022 წელს სასამართლოს მიმართა. ის ლატვიაში დაიბადა, მოგვიანებით ცხოვრობდა უკრაინაში, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. 2014 წელს მოხალისედ შეუერთდა ბატალიონ „დონბასს“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა თავისი რაზმი, რადგან ტრავმების გამო ბრძოლებში მონაწილეობა აღარ შეეძლო. სახალხო ლაშქრის წევრი ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას, მაგრამ ვერ შეძლო ხელისუფლებისთვის დოკუმენტების სრული პაკეტის მიწოდება, რადგან დაბომბვის დროს მისი რუსული პასპორტი დაიწვა, ხოლო რუსეთში წასვლა დოკუმენტების აღსადგენად მას ეშინოდა.  

უკრაინა და ლატვია დრონების ერთობლივ წარმოებას გაზრდიან

უკრაინა და ლატვია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გაზრდიან და ამ სფეროში ერთობლივ პროექტებს განავითარებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ლატვიელ კოლეგა ანდრის სპრუდსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ლატვიელ კოლეგასთან ანდრის სპრუდსთან. მე მას ვაცნობე ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, ცალკე ხაზი გავუსვი ელექტრონული ომისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მნიშვნელობას. მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას ლატვიის აქტიური ნაბიჯებისთვის, რომლებიც დრონების კოალიციის განვითარების მიმართულებით გადაიდგა. ჩვენ გავზრდით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას და განვავითარებთ ერთობლივ პროექტებს ამ სფეროში,“ - განაცხადა უმეროვმა.  

შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებამდე განაცხადა, რომ ლატვიაში სამხედროებს გაგზავნის

შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ლატვიაში შვედური სამხედრო კონტინგენტის განლაგების გეგმების შესახებ გამოაცხადა. ეს ნაბიჯი NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმი ჯერ არ არის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთის შეიარაღებული კონტინგენტი ლატვიაში 2025 წლიდან განლაგდება. მასპინძელ ქვეყანა ლატვიაში NATO-ს ძალების ხელმძღვანელობა კანადას ეკუთვნის. მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მიუთითებს სტოკჰოლმის რწმენაზე, რომ ქვეყანა 2024 წლის ბოლომდე მიაღწევს ალიანსის სრულ წევრობას. ამ დროისთვის ორ ქვეყანას (თურქეთი და უნგრეთი) არ დაუმტკიცებია შვედეთის გაწევრიანება.  

ზელენსკი ლატვიაშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში სოციალურ პლატფორმა X-ის გვერდზე ავრცელებს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება, რიგაში! ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. დიდება უკრაინას!” - წერს კარინში. ზელენსკი ლატვიაში ჩასვლამდე, ლიეტუვასა და ესტონეთში იმყოფებოდა.  

ლატვია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. პაკეტშია „ჰაუბიცები“, საბრძოლო მასალები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. შესაბამისი განცხადება ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა რიგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. „დღეს მე ასევე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს მოახლოებული დახმარების პაკეტის შესახებ, მათ შორის ჰაუბიცები, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რაკეტები, ყუმბარები, ვერტმფრენები, დრონები, საკომუნიკაციო მოწყობილობები, გენერატორები და აღჭურვილობა,“ - განაცხადა რინკევიჩსმა. რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს და უკრაინის დახმარების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას. „სეიმამ მხარი დაუჭირა 500 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ეს პროგრამა ფოკუსირებული იქნება ჩერნიგოვის რეგიონზე,“ - განუცხადა ლატვიის ლიდერმა. გარდა ამისა, ლატვიური მხარე განიხილავს გზებს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურების მიწოდებაში, მათ შორის, მათი შეძენისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შემდგომი გადაცემის შესაძლებლობის ჩათვლით.  

ლატვიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია ერთობლივად უნდა გადაწყვიტოს

ევროკავშირმა უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან თითოეულ ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სამართლებრივი ნიუანსი აქვს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა რიგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, როდესაც ეს ეხება აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციაზე, ამაზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ ევროკავშირის დონეზე ასეთი კარგი პროგრესი არ ყოფილა. „ევროპულ დონეზე მაინც უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება. ეს უკრაინის აღსადგენად ან მის მხარდამჭერი სხვა ღონისძიებებისთვის თანხების გადარიცხვის შესაძლებლობას მოიატნს,“ - აღინშნა რინკევიჩსმა. ლატვია ესტონეთსა და ლეიტუვაში კოლეგებთან ერთად, ასევე მუშაობს რეგიონალურ დონეზე შესაძლო გადაწყვეტილებების მოსაძებნად. „სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი იურიდიული ნიუანსია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გაყინული აქტივების გამოყენების მიზანი გასაგებია. ეს აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს,“ განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. ჯეიმს ო'ბრაიენი რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე: დაპირებას ვასრულებთ  

ლატვიის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა

ლატვიის საეიმის სპიკერი დაიგა მიერინა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურმა განაცხადა. მიერინას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი შეხვდა და მას უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტი მიულოცა. „ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრულ ალიანსს ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის,“ - განაცხადა კონდრატიუკმა. ლატვია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში, რომელიც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო.  

ლატვიის ხელმძღვანელობით, კოალიცია უკრაინას ათასობით დრონით მოამარაგებს

ლატვია ქმნის 20-მდე ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას, რომლებიც უკრაინის დრონების არსენალის გასაძლიერებლად რთად იმუშავებენ. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმვეროვმა 5 იანვარს განაცხადა, რომ რიგა უკრაინის სამხედროების მხარდასაჭერად კოალიციას უხელმძღვანელებს. ეს განცხადება მან ლატვიელ კოლეგასთან ანდრის სპრუდსთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. ოფიციალური პირები კიევში დეკემბრის შუა რიცხვებში შეხვდნენ, რათა უკრაინის თავდაცვის სტრატეგიები განეხილათ. სპრუდსმა 16 იანვარს განაცხადა, რომ კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებას „ათასობით“ უპილოტო საფრენი აპარატით (UAV). „მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უპილოტო თვითმფრინავი მიეწოდოს უკრაინას,“ - აღნიშნა სპრუდსმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 2024 წელს მილიონი დრონის წარმოებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც უკრაინა ომის მესამე წელში შედის, იარაღის დეფიციტისა და დასავლური დახმარების გაურკვევლობის ფონზე, რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები და სარაკეტო დარტყმები გააძლიერა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ლიეტუვის დაზვერვა: პუტინი დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი არამხოლოდ უკრაინის დამარცხება, არამედ, დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებაა, ამბობს ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარიუს იაუნისკისი. დღეს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც დაზვერვის ხელმძღვანელებმა ლიეტუვისა და რეგიონისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრთხეებთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები წარმოადგინეს.   შეხვედრის შემდეგ დარიუს იაუნისკისმა არსებული ვითარება პრესკონფერენციაზე შეაფასა. მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის გეგმები რეგიონში უსაფრთხოების დღის წესრიგის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება. იაუნისკისი დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული აგრესია, მისი მიზნები და სტრატეგიები წელს შეიცვლება; სიტუაცია, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, რაც გასულ წელს.   „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ კონფლიქტის გაყინვის წინაპირობებს ან რაიმე სურვილს პუტინის, მისი ადმინისტრაციის მხრიდან ამ მიმართულებით,“ - ამბობს ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ხაზს უსვამს, რომ კრემლი ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის. იაუნისკისი არ გამორიცხავს, რომ კრემლი გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს უკრაინის დახმარების შესამცირებლად. ასევე არ არის გამორიცხული საინფორმაციო და კიბეროპერაციების გამოყენება, ბირთვული შანტაჟი და ინციდენტები NATO-ს ქვეყნების ტერიტორიებზე. ლიეტუველი მაღალჩინისანი ასევე ხაზს უსვამს კრემლის მხრიდან უფრო აქტიური ზეწოლის შესაძლებლობას კალინინგრადის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ისინი კალინინგრადის სუსტ წერტილად მიიჩნევენ.  „და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ შესაძლო აგრესიული რიტორიკა, სწორედ კალინინგრადის რეგიონთან არსებული სიტუაციის გამო," - ამბობს იაუნისკისი. მისი შეფასებით, არალეგალური მიგრაცია NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან რჩება ზეწოლის პოტენციურ ბერკეტად, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ როგორც რუსეთმა, ასევე ბელორუსმა.“ მას ასევე მიაჩნია, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცდება სამხრეთში გლობალური ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას და კოალიციის შექმნას. სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არამხოლოდ რუსეთი, არამედ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უარყოფითად აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე.  

ლატვიამ უკრაინელების მხარდასაჭერად 15,6 მილიონი ევრო გამოყო

ლატვიის მთავრობამ 2024 წლის ზაფხულამდე პერიოდისთვის, ლატვიის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ლტოლვილების მიღებასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დასაფარად, 15 617 075 ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროზე (VARAM) დაყრდნობით ავრცელებს. ლატვიის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ხარჯების დაფარვა: განსახლებისა და კვებით უზრუნველყოფა (პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ფარგლებში); სოციალური მხარდაჭერა; განათლება; მართვის სერვისების მოთხოვნის მხარდაჭერა; ერთობლივი სახელმწიფო და მუნიციპალური დახმარების საკოორდინაციო პუნქტების საქმიანობა, 2024 წლის ივნისამდე. მანამდე რეგიონების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში თვითმმართველობის ორგანოებს უკვე გადაურიცხა 28 551 627,50 ევრო. როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ნოემბრის მდგომარეობით ლატვიამ შეიფარა 50 000-ზე მეტი უკრაინელი, რომელთაგან დაახლოებით 20 000 ბავშვია.  

ლატვია უკრაინას მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 14 ავტომობილს გადასცემს

ლატვიაში ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული კიდევ 14 ავტომობილი უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცემა. ამის შესახებ Delfi იტყობინება. მანქანების წინასწარი საბაზრო ღირებულება თითქმის 70 000 ევროა. 2023 წელს ლატვიამ უკრაინას მძღოლებისგან ჩამორთმეული, დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულების 270 მანქანა გადასცა.  

ლატვია რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმებას მიაღწია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლატვიური მედიარესურსი Delfi წერს. კერძოდ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა თანაგუნდელებთან ერთად, 29 იანვარს მმართველი კოალიციის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ თებერვალში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მომზადებას და მიღებას აპირებენ. ცნობისთვის, ლატვია დიდი ხანია, რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ აქამდე კოალიცია მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსული მარცვლეულის იმპორტის ცალმხრივად აკრძალვას მხარს უჭერს.  

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: NATO-ს რუსეთთან მკაცრი მიდგომა ესაჭიროება

NATO-ს რუსეთთან კაცრი მიდგომა ესაჭიროება. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ანდრის სპრუდსმა აღნიშნა, რომ ალიანსმა პოტენციური აგრესიისგან საზღვრების დაცვა უნდა გააძლიეროს. „ჩვენ ძალის პოზიციიდან უნდა ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, იმის გაგებით, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რუსეთთან და ბელარუსთან ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვარი უნდა გაძლიერდეს,“ - განაცხადა ანდრის სპრუდსმა. სპრუდსის თქმით, ალიანსმა უკრაინასთან დაახლოება არ უნდა გააჭიანუროს. „ვილნიუსში შევთანხმდით, რომ უკრაინა გაწევრიანებისკენ სვლას გააგრძელებს. ვაშინგტონამდე კი ბევრი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.  

დიდი ბრიტანეთი და ლატვია უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც უკრაინას ათასობით დრონს მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო და ლატვია ერთობლივად უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც უკრაინისთვის ათასობით თვითმფრინავის მიწოდებას უზრუნველყოფს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დიდი ბრიტანეთი და ლატვია ერთობლივად უხელმძღვანელებენ საერთაშორისო კოალიციას უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უპილოტო თვითმფრინავების შესაძლებლობების ასაშენებლად,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა. როგორც კოალიციის წევრი, დიდი ბრიტანეთი გაზრდის და გაამარტივებს დასავლეთის მიერ უკრაინაში FPV თვითმფრინავების მიწოდებას.   

ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხურავს

რუსეთის მოკავშირესთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, პირველი მარტიდან ლიეტუვა ბელორუსის საზღვარზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს რაიგარდასსა და ლავორისკესს დახურავს. ასევე, გაზაფხულიდან შეიზღუდება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა გადაადგილება მედინინკაის და სალჩინინკაის საგუშაგოების გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებას ამ საგუშაგოების გავლით მოძრაობის შეჩერების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მხარი დაუჭირა ბელორუსის საზღვარზე სარკინიგზო გამშვებ პუნქტზე მატარებლის მგზავრების გადაადგილების შეზღუდვას. გარდა ამისა, სამინისტროს სურს საზღვარზე მოძრავი რეგულარული ავტობუსების რაოდენობის განახევრება. გასულ წელს ლიტვა-ბელორუსის საზღვარი საგზაო სასაზღვრო გამშვები პუნქტებით, დაახლოებით 3,9 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, რომელთაგან 66% ბელორუსის მოქალაქეა. 2023 წლის აგვისტოში ლიეტუვამ მსგავსი მიზეზების გამო ორი სასაზღვრო გადასასვლელი დახურა.  

ლიტევის თავდაცვის მინისტრმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების გააქტიურების მიზანი დაასახელა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული დაზვერვის სამსახურების გააქტიურებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებას Delfi ციტირებს. მისი თქმით, ამ ქმედებებით კრემლი მიზნად ისახავს საზოგადოების გახლეჩას და ხელისუფლების ორგანოების მიმართ უნდობლობის გაზრდას. ანუსაუსკასმა აღნიშნა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს თავის გეგმებზე, მოაწყოს ჰიბრიდული თავდასხმები ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ცოტა ხნის წინ, ესტონეთსა და ლატვიაში რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გარდა ამისა, ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი, რუსეთის მიერ უახლოეს მომავალში ქვეყანაში სხვადასხვა ობიექტზე შეტევის მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა.  

ლატვია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალა

ლატვიის პარლამენტმა 22 თებერვალს მხარი დაუჭირა ბელორუსიდან და რუსეთიდან მარცვლეულის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას, რითაც გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც მსგავსი ზომა მიიღო. ლატვიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2023 წელს ლატვიის გავლით ევროკავშირში 380 000 ტონაზე მეტი რუსული მარცვლეული იყო იმპორტირებული, რაც დაახლოებით 80 000 ტონით მეტია 2022 წელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთიდან ლატვიის გავლით, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადატანილ მარცვლეულს. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა 24 იანვარს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას „როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური მიზეზების გამო.“ აკრძალვა ძალაში ორ კვირაში შევა და ამასობაში მთავრობა გადაწყვეტს, თუ რომელ პროდუქტს შეეხება შეზღუდვები.  

ლატვიაში დისკუსია მიმდინარეობს Gruzija-ს საქართველოთი შეცვლაზე

ლატვიის ენის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, მარის ბალტინსმა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკაონ საქართველოს მეორე დასახელების გამოყენებისგან. „დელფის“ ცნობით, მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს სპარსული ენიდან, ხოლო სახელწოდება „Georgia“, რომელიც გამოიყენება დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ენებში, სპარსული სახელის ბერძნული ვერსიაა. ბალტინსმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს ოფიციალური სახელი არ შეუცვლია. მისი თქმით, „საქართველო“ შეიძლება, გამოიყენებოდეს პოეტური მნიშვნელობით, ამასთან, საქართველოს ეროვნული დღესასწაულიც მიულოცონ, მაგრამ ბალტინსის რეკომენდაციაა, რომ დეპუტატებმა ოფიციალურად, თავი შეიკაონ მეორე სახელის გამოყენებისგან. დეტალბი არ არის ცნობილი, გაითვალისწინებს თუ არა საბოლოოდ მის რეკომენდაციას სეიმი, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა ულდის მიკუცმა აღნიშნა, საკითხი არ არის პოლიტიკური და ლინგვისტთა შეხედულებისამებრ უნდა გადაწყდეს, ამიტომ, სახელმწიფო ენის ცენტრის ხელმძღვანელის აზრი გასათვალისწინებელია.  

ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მისიას დროებით ლატვია ჩაიბარებს

შაბათს, 2 მარტს, ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) სამხედრო ავიაბაზა „ლიელვარდში“ ბალტიისპირეთის ქვეყნების NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიის გახსნის ცერემონია გაიმართება. მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ლატვია აიღებს ბალტიისპირეთის თავზე NATO-ს საპატრულო მისიას, რადგან ესტონეთში, ანმარის საავიაციო ბაზაზე აეროდრომი მოდერნიზაციას გადის. ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ახლა გერმანული სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებენ. საჰაერო მისია ბალტიისპირეთში ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ხორციელდება. 2004 წლიდან პატრულირება ხორციელდებოდა ლიეტუვაში, სიაულიაის საჰაერო ბაზიდან, მაგრამ 2014 წლიდან დამხმარე მისია ასევე განხორციელდა ესტონეთის ანმარის ბაზიდან. მისიის როტაცია ლატვიაში პირველად მოხდება. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებულმა მოკავშირეების მებრძოლებმა არამხოლოდ უნდა უპასუხონ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევას, არამედ, უნდა ჩაატარონ პატრულირება რუსეთ-ბელორუსის საზღვართან მდებარე საჰაერო სივრცეშიც.  

ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის უსაფრთხოებას გერმანია დაიცავს

გერმანული თვითმფრინავები ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ცას მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გააკონტროლებენ, წერს Die Zeit.  „NATO-ს საჰაერო მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლატვიასა და ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. გერმანია იყო და რჩება ბალტიის ყველა ქვეყნის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საჰაერო ძალები მტკიცედ დგას ლატვიისა და მთელი ბალტიის რეგიონის მხარეს,“ - განაცხადა გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარციმ. ნოემბრის ბოლომდე ექვსი Eurofighter Typhoon-ის მებრძოლი და 200-მდე გერმანელი ჯარისკაცი ლატვიის სამხედრო აეროდრომზე Lielvarde  განთავსდება. ლატვიის თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით, გერმანიის საჰაერო ძალებმა ავიაბაზის მეთაურობა გადაიბარეს. „მფრინავების მისიამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხისა და უკრაინის ომის გამო,“ აღნიშნა მინისტრმა.  ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავი არ ჰყავთ. 2004 წლიდან NATO-ს სხვა ქვეყნებმა უზრუნველყვეს რეგიონის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და გერმანიის საჰაერო ძალებმა არაერთხელ შეასრულეს ეს მისია, განათავსეს თვითმფრინავები ესტონეთისა და ლიეტუვის საჰაერო ბაზებზე. ახლა გერმანული თვითმფრინავები  ლატვიაში პირველად განთავსდა.  

ლატვია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა სოციალური მედიის პლატფორმ X-ზე დაწერა. „ლატვია შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც შემოთავაზებულია პრეზიდენტის პეტრ პაველის მიერ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. ეს არის კრიტიკული შესაძლებლობა რუსეთის დასამარცხებლად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად,“ წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი. გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება  

ლატვიამ საიმიგრაციო კანონის დამრღვევი რუსები ქვეყნიდან გააძევა

ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა ოფისმა რუსეთის 6 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საიმიგრაციო კანონის მოთხოვნებს და არ ფლობდნენ რაიმე საბუთს ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიის ოფიციალურმა პირებმა აკრძალვის ბრძანებები ახალი წესების საფუძველზე გასცეს. როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ორმა რუსმა უკვე დატოვა ლატვია. საერთო ჯამში, რუსეთის 1017 მოქალაქემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნები და არ წარადგინა დოკუმენტები, თუმცა ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება. აქედან 213-მა ლატვია ევროკავშირის სხვა ქვეყნების გავლით დატოვა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებმაც არ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ქვეყანა 30 დღის ვადაში უნდა დატოვონ, თუ პირი ამ ვადაში არ დაიცავს, ლატვიის ტერიტორიას მას იძულებით დაატოვებინებენ.  

რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებენ

აშშ-სა დ დიდი ბრიტანეთის გაფრთხილებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, ლატვიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც შეუერთდნენ. ორივე ქვეყანამ გასცა რეკომენდაციები თავისი მოქალაქეებისთვის და მოუწოდა მათ, რომ თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობისგან და მოერიდონ უახლოეს 48 საათში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.  

ლატვიის პრეზიდენტი: ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება, „თეთრი დროშა“ ბოროტებამ უნდა აღმართოს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. „ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება. უნდა ვებრძოლოთ მას და დავამარცხოთ, რათა ბოროტებამ თეთრი დროშა აღმართოს და კაპიტულაცია მოახდინოს,“ - დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

ლატვია და ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ. კერძოდ, ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა გუნტის პუიატსმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის მოქალაქეების შემოწმებას. მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი შაბათ-კვირის უსაფრთხოების რისკები.  უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია და სახელმწიფო მესაზღვრე ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის განზრახვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება.  

რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის „რკინის ფარდა“ შეიქმნება, მამაცი გადაწყვეტილებების დროა - ლატვიის პრემიერი

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის „რკინის ფარდა“ შეიქმნება. „ყველე დებატი ევროპაში, უკრაინის საკითხით იწყება და სრულდება. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები იმასთან შედარებით, რაც თუნდაც წლების წინ გვქონდა. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს ჩვენს თავდაცვაზე ვხარჯავთ. მჯერა, რომ ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, მეტი თანამშრომლობა, რადგან მის გარეშე ჩვენ ასე ძლიერები ვერ ვიქნებით. ჩვენ გვჭირდება კარგი პარტნიორები, კარგი ალიანსები. ჩვენ ველით NATO-ს სამიტს და გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება რუსეთის შეკავება, რადგან თუ მას არ შევაჩერებთ, თუ საკმარისს არ გავაკეთებთ, ის (რუსეთი) უფრო შორს წავა. ამიტომ, მამაცი გადაწყვეტილებების დროა. მერწმუნეთ, ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა, რომ რუსეთისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდეთ ეკონომიკურად, მისი ნავთობისგან და გაზისგან. ამას დრო სჭირდება, თუმცა გვჯერა, მომავალში იქნება „რკინის ფარდა“ რუსეთს, ბელორუსსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის,“ აღნიშნა სილინამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ევროპა უფრო განსხვავებული იქნება, რადგან უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა,“ განაცხადა ლატვიის პრემიერმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე, ვაშინგტონში. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თუ დამარცხდება, ამის შედეგები ყველაზე აისახება, ამიტომ, მამაცი გადაწყვეტილებების დროა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მტკიცე მოკავშირეები არიან.  

ლატვია რუსი მოქალაქეების დეპორტაციას გეგმავს

ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის ოფისი (OCMA) მოახდენს დეპორტაციას რუსეთის იმ 800 მოქალაქიე, რომლებმაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ მიირეს და ენის გამოცდა არ ჩააბარეს. როგორც ლატვიური მხარე განმარტავს, ამ მოქალაქეებს მუდმივი ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. „გარდა ამისა, აუცილებელი იყო ლატვიური ენის ცოდნის შესახებ გამოცდის შედეგების მოწოდება ... 800 ადამიანი არ პასუხობს ხელისუფლების მოთხოვნას საცხოვრებელი ადგილის ნებართვის შესახებ. ჩვენ ამ პირთა შესახებ ინფორმაცია გადავიტანეთ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში, შემდგომი გადამოწმებისთვის. უახლოეს კვირებში გაირკვა, არის თუ არა ეს ხალხი ჯერ კიდევ ლატვიაში. თუ ისინი აქ არიან, დატოვების ბრძანებები გაიცემა 30 დღის განმავლობაში, ” - აღნიშნა OCMA-ს წარმომადგენელმა.  

ლატვიის პრეზიდენტი რუსეთზე: კართაგენი უნდა განადგურდეს

ლატვიის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლეთმა თავისთვის არ უნდა გაავლოს „წითელი ხაზები“ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც უკრაინას ეხმარება. „ჩვენ არ უნდა გავავლოთ ჩვენთვის წითელი ხაზები, ჩვენ რუსეთისთვის უნდა გავავლოთ წითელი ხაზები და არ უნდა გვეშინოდეს მათი აღსრულების. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. რუსეთი delenda est! Carthago delenda est არის ლათინური გამონათქვამი, რომელიც გამოიყენება მტრის ან რაიმე დაბრკოლების საბოლოოდ გადალახვის დაჟინებით მოთხოვნის აღსაწერად.  

ლატვიის დაზვერვის სამსახურმა პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გამოაცხადა

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობისას პროვოკაციების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოდის. სპეცსამსახურმა აღნიშნა, რომ 16 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიციასთან თანამშრომლობით, რამდენიმე კვირაა, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაძლო პროვოკაციების ოპერატიულად გამოვლენის მიზნით. წელს პროვოკაციების რისკი უფრო მაღალია, რადგან მსვლელობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ემთხვევა. კერძოდ - რიგაში რუსეთის საელჩოში ხმის მიცემაა დაგეგმილი. როგორც სადაზვერვო სამსახურებმა აღნიშნეს, ბოლო დროს ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები იკვეთება. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის დროს ბოლო პერიოდში ეთნიკური დაძაბულობის ზრდა შეამჩნია. SDB-ს ხელთ არსებული ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ლეგიონერების მსვლელობისას რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი შეგნებულად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მათი გამორიცხვა შეუძლებელია. 16 მარტს რიგაში ლატვიელი ლეგიონერების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება. ამ დღეს რიგაში ყოფილი ლეგიონერებისა და ლატვიელი ნაციონალისტების მსვლელობა იმართება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია ამოწმებს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები კონტროლს გააძლიერებენ.  

რუსული საფრთხის ფონზე, რინკევიჩსმა NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა განიხილონ

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარდს რინკევიჩსმა მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა გასწიონ და მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო დაპირისპირებისთვის; განიხილონ ყველა შესაძლო ვარიანტი - გაწვევის დაბრუნებიდან და თავდაცვის სპეციალური გადასახადიდან სამხედრო ხარჯების მკვეთრ ზრდამდე. კერძოდ, რინკევიჩსმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ ცივი ომის ხარჯების დონეს და განიხილონ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაბრუნება, რათა შეიარაღებულ ძალებში პერსონალის რაოდენობა გაიზარდოს. ამავდროულად, ლატვიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უმჯობესია სრული პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა და გაწვევა შეიძლება, არაპოპულარული აღმოჩნდეს, მაგრამ სამხედროები მთელ ევროპაში აწყდებიან რეკრუტირების სირთულეებს და პროექტი ხელს შეუწყობს უფრო ქმედუნარიანი სარეზერვო ძალების შექმნას რუსეთის შეკავების მიზნით. "არავის სურს ბრძოლა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავის სურს თავდასხმა. და არავის სურს აქ განმეორდეს უკრაინის სიტუაცია," - დასძინა რინკევიჩსმა. შეგახსენებთ, რომ იანვარში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა აღმოსავლეთ საზღვარზე ბალტიისპირეთის ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნას მხარი დაუჭირეს. ლატვიის მთავრობამ ასევე დაამტკიცა აღმოსავლეთ საზღვრის სამხედრო გაძლიერებისა და ანტიმობილურობის გეგმა, რომელზეც 303 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ.  

ლატვია რუს დიპლომატს აძევებს

ლატვიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. რუსმა დიპლომატმა ლატვია 10 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. მას ვენის კონვენციის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.  27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლეგ ზიკოვი დაიბარეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მასთან მწვავე პროტესტი გამოხატეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთგზის საყვედურის მიუხედავად, რუსეთის საელჩო აგრძელებს არასწორ საჯარო კომუნიკაციას, რომლის მიზანია ლატვიის სახელმწიფოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაცია და ლატვიურ საზოგადოებაში მტრობის გაღვივება. გასულ კვირას სლოვენიის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო. მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რათა ეცნობებინა, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. უფრო ადრე კი, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოეცხადებინა პერსონა ნონ გრატად იმის გამო, რომ მათი საქმიანობა „შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან.“  

კერძო ფრენების საქმის გამოძიების ფონზე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პირადი თვითმფრინავების გამოყენების ფაქტზე მზარდი კრიტიკისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას 10 აპრილიდან დატოვებს, იტყობინება ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM. Reuters-ის ცნობით, გადადგომა მოჰყვა ლატვიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებას, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის საჰაერო მოგზაურობის ხარჯებზე, მათ შორის, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს კერძო თვითმფრინავების გამოყენებაზე. 2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, კრიშიანის კარინში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, კერძო თვითმფრინავებით 32-ჯერ გაფრინდა, რაც ბიუჯეტს 613 ათასი ევრო დაუჯდა. კრიშიანის კარინში ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2019-2023 წლებში იყო. ლატვიის ყოფილი პრემიერის მიერ კერძო თვითმფრინავების დაქირავებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო