თეგი: ლიეტუვა

ლიეტუვა შეერთებულ შტატებს სთხოვს, ქვეყნის ტერიტორიაზე ძალები მუდმივად განათავსოს

ლიეტუვა სთხოვს შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ძალები მუდმივად განათავსოს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ აშშ-ის როტაციული ძალები მუდმივად იქნებიან ლიეტუვაში. ეს იქნება უსაფრთხოებისა და შეკავების საუკეთესო ფაქტორი, რაც NATO-ს შეუძლია, უზრუნველყოს არამარტო ლიეტუვაში, არამედ მთელ რეგიონში“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. 500-მდე სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფების რეგულარული როტაცია ლიეტუვაში 2019 წლიდან მიმდინარეობს. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 5000 ჯარისკაცია NATO-ს 30 წერი 20 სახელმწიფოდან. დასავლეთის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო ძალა განათავსა. უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი შესაძლოა, შეჭრისთვის ემზადებოდეს, მოსკოვი ასეთი გეგმის არსებობას უარყოფს.  ამავე თემაზე მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები  

დიდი ბრიტანეთი ლიეტუვა-ბელორუსის საზღვარზე ჯარებს გზავნის

გაერთიანებული სამეფო გზავნის „მცირე რაოდენობის“ ჯარს ლიეტუვაში, რათა დაეხმაროს მას ბელორუსთან საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბენ უოლესის თქმით, „სოლიდარობის სულისკვეთებით“ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ლიეტუვას. „ეს განლაგება ხელს შეუწყობს ლიეტუვის შესაძლებლობას, ბელორუსთან თავის საზღვარზე ზეწოლას გაუმკლავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი, ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კი, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა. „თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნულ ფერებში! გავერთიანდეთ არამხოლოდ დღეს! ვიყოთ ერთიანები ყოველდღე! უკრაინა და საქართველო ერთად!“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს ტექსტში, რომელიც ფოტოს ერთვის. თავის მხრივ, ლიეტუვის საელჩო წერს: „საქართველო, როგორც ყოველთვის, ჩვენთან ერთად ზეიმობს. მადლობა, მეგობრებო“.

ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია. ლოიდ ოსტინის თქმით, ლიეტუვა არის NATO-ს მტკიცე მოკავშირე, რომელთანაც შეერთებული შტატები იზიარებს ბევრ ღირებულებას და კავშირს. „მოუთმენლად ველი, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი საერთო მიზნისკენ უსაფრთხო და დაცული რეგიონისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რათა დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები ლიეტუვის გვერდით დგას საფრთხეების წინააღმდეგ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების წინსვლისთვის. მანამდე, ლოიდ ოსტინი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართ შეხვედრა. ლიდერები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვისა და შეკავების მიზნით, აშშ-სა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის ბელორუსში რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბელგიაშიც იმყოფებოდა. ის შეხვდა მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებს და ალიანსის ხელმძღვანელობას, რათა განეხილა რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ. ოსტინმა მე-5 მუხლის მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა.

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევიან

23-25 თებერვალს უკრაინას ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან. ედგარს რინკევიჩი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ევა-მარია ლიმეტსის ვიზიტის მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული განუყოფლობისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. შესაბამისი ტექსტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. რინკევიჩსმა ასევე მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესება, რომელიც უნდა მოიცავდეს  Nord Stream 2 გაზსადენსა და რუსეთის ფინანსურ სექტორს. უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც კიევში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერეს ხელი. „ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.    

ლიეტუვის პრეზიდენტმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით მიმართა

თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით მიმართა. მიზეზად, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა სახელდება, - ამის შესახებ Delfi წერს. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ლიეტუვამ გაეროს სასამართლოს მიმართა, პუტინისა და ლუკაშენკოს წინააღმდეგ საქმე აღიძრას

ლიეტუვამ განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და ბელორუსის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები გაეროს სასამართლომ გამოიძიოს Associated Press-ის ცნობით, ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ განაცხადა, რომ წინადადება ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა. მისი თქმით, პროკურორს ეთხოვა, შეაფასოს მოთხოვნა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს. საუბარია „კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე“, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე. შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა  

ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

"ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, ამიტომ ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა", - ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, კლაიპედაში იხურება რუსეთის საკონსულო. „ლიეტუვა სრულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიიის მსხვერპლია. ამიტომ ვამცირებთ რუსეთის დიპლიმატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  

ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის უკანონო ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.

უკრაინას ლიეტუვის პრემიერი ეწვია

უკრაინას ლიეტუვის პრემიერი ინგრიდა სიმონეტე ეწვია. ინგრიდა სიმონეტე კიევის ოლქის ქალაქი ბოროდიანკაში ჩავიდა. მას მეგზურობას უკრაიელი კოლეგა დენის შმიგალი უწევდა. საოკუპაციო ძალებისგან განადგურებული ქალაქის დათვალერების და სავალალო ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ ლიეტუვის მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის მმართველობასთან მოლაპარაკებები გამართა და ოფიციალურ კიევს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებას დაჰპირდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდებიან. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლმა იაჯუბ კუმოჩიმ განცხადა, ლიდერები ახლა უკრაინისკენ მიემართებიან, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია

რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია. კალინინგრადი მრავალი წელია რაც ძალიან მილიტარიზებული ზონაა და ის ბალტიის რეგიონშია. მჯერა, რომ ამ ქვეყნების NATO-ს წევრებად ყოფნა, მართლაც, მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე ამ ქვეყნებს და ჩვენს უსაფრთხოებას“, - განუცხადა შიმონიტემ ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

გიტანას ნაუსედა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს პარტნიორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, აკრძალონ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი და დაუწესონ სანქციები ყველა რუსულ ბანკს. გიტანას ნაუსედამ მოუწოდა მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით. „ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა თავდაცვითი იარაღი. იმედი მაქვს, ამ გზით უკრაინა მიაღწევს გამარჯვებას და მშვიდობას. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.  გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა მოითხოვა რუსული ნავთობისა და გაზის აკრძალვა და სანქციების დაწესება ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ. „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. „მრავალი წლის განმავლობაში ლიეტუვას ჰქონდა გაზის მხოლოდ ერთი წყარო და ეს იყო რუსეთი. ჩვენ მოვახერხეთ აგრესორთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა და მჯერა, რომ დანარჩენი ევროპა ამას შეძლებს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, უკრაინა ევროკავშირს ეკუთვნის და ლიეტუვა მხარს დაუჭერს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირში. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ

გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა

ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენი GIPL-ი (Gas Interconnection Poland-Lithuania) ოფიციალურად გაიხსნა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, GIPL-ი რეგიონის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გააძლიერებს და ის კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის სრული პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა.  გაზის იმპორტისა და ექსპორტის ახალი მარშრუტი ოფიციალურად გაიხსნა. ეს ისტორიული მოვლენაა რეგიონისთვის, რომელიც დიდი ხანია, დიდწილად იყო დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. ცერემონიას ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. „ვადაზე ადრე ვიწყებთ გაზის ტრანსპორტირებას პოლონეთ-ლიეტუვის ინტერკონექტორის გავლით. პოლონეთს აქვს წვდომა კლაიპედას ტერმინალზე, რაც პოლონელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას აძლიერებს“, - განაცხადა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში მინისტრმა პიოტრ ნაიმსკიმ. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევროა, ევროკომისია დაფინანსების დაახლოებით 60%-ს  უზრუნველყოფს. პროექტის დაფინანსებაში წვლილი ლატვიამ და ესტონეთმაც შეიტანეს.  „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, GIPL-ის გაზსადენი, Klaipeda LNG-ის ტერმინალთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ პოლონეთისთვის და მთელი ბალტიის რეგიონისთვის“, - აცხადებენ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში. „GIPL-ის ამოქმედება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ ლიეტუვისა და პოლონეთისთვის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკის სექტორისთვის. ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენის ურთიერთდაკავშირება უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაზის მიწოდების უსაფრთხოებას და გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე“, - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. პოლონურმა კომპანიებმა PGNiG და Gaz-System-მა გაზპრომთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ 27 აპრილს გამოაცხადეს.

ლიეტუვის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს, იუწყება Delfi. „რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები განზრახ და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დასაბომბად, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, - ნათქვამია დოკუმენტში. სეიმმა აღიარა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გენოციდად და ასევე მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა. ლიეტუველი პარლამენტარების აზრით, ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მთავრობისა და სხვა საჯარო მოხელეების დაპატიმრების უფლებამოსილება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს. ლიეტუვის ხელისუფლება იყო კავშირის მონაწილე ქვეყნებიდან პირველი, რომელმაც სრულად უარი თქვა რუსული გაზზე, შეწყვიტა რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა, შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე და გააძევა რუსეთის ელჩი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

ლიეტუვამ რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი დღეიდან სრულად აკრძალა

ლიეტუვამ რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი 22 მაისიდან სრულად აკრძალა. ლიეტუველი მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა მიაღწევს სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, როდესაც წარმატებით განახორციელებს სინქრონიზაციას, დააკმაყოფილებს ელექტროენერგიის საჭიროებებს ადგილობრივი მწვანე ენერგიის წარმოებით და გახდება ელექტროენერგიის ექსპორტიორი. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი „ეს არამხოლოდ ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპია ლიეტუვისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე, არამედ არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება", - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლონდონში ბრიტანელ კოლეგასთან ლიზ ტრასთან მოლაპარაკებებისას უკრაინული ხორბლის განსაბლოკად საზღვაო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა. ”ახალი მოსავლის აღებამდე მცირე დრო რჩება და არ არსებობს სხვა პრაქტიკული გზა მარცვლეულის ექსპორტისთვის, გარდა შავ ზღვაში ოდესის პორტისა. ამ მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია, დაუცველ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს გამოსაკვებად“, - დასძინა მან. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს ლანდსბერგისი ვარაუდობს, რომ საზღვაო ესკორტის ოპერაციას - არა NATO-ს ეგიდით - შეუძლია დაიცვას მარცვლეულის ხომალდები, როდესაც ისინი იმოძრავებდნენ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გვერდის ავლით. მან შესთავაზა, დიდი ბრიტანეთს, რომ მარცვლეულის პოტენციური დაკარგვით დაზარალებულმა ქვეყნებმა, მაგალითად ეგვიპტემ, შეძლოს საჭირო დაცვის უზრუნველყოფა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ლიეტუვის გეგმა გულისხმობს შავი ზღვის ნაწილის მინებისგან გაწმენდას უსაფრთხოდ გადასასვლელად, ასევე შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც იცავს შავ ზღვაში შესასვლელს. „ეს იქნება არასამხედრო ჰუმანიტარული მისია და ვერ შეედრება ფრენისთვის აკრძალულ ზონას. ეს შესაძლებლობას მისცემს ხომალდებს ან თვითმფრინავებს, ან ორივეს, რათა უზრუნველყონ მარცვლეულის მიწოდება. უსაფრთხოდ დატოვონ ოდესის პორტი და მიაღწიონ ბოსფორს რუსეთის ჩარევის გარეშე. გვჭირდება მზა ქვეყნების კოალიცია მნიშვნელოვანი საზღვაო ძალებით, რათა დაიცვან გემები და ქვეყნები, რომლებიც განიცდიან ხორბლის დეფიციტს“, - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ამ შემთხევევაში, NATO როგორც ალიანსი, არანაირ როლს არ უნდა თამაშობდეს. ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ, ტრასმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ ბრიტანეთის საზღვაო ხომალდები შეუერთდნენ ესკორტს, თუ გადაიჭრება პრაქტიკული საკითხები, მათ შორის შავი ზღვის მონაკვეთის ნაღმების გაწმენდა და უკრაინისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდება ნავსადგურის რუსული თავდასხმისგან დასაცავად. დიდი ბრიტანეთი ამ გეგმას მოკავშირეებთან ერთად განიხილავს და მის გასააქტიურებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს თანხმობა დასჭირდება. ”რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ამ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხის მოგვარება და დიდი ბრიტანეთი მუშაობს სასწრაფო გადაწყვეტილებაზე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად”, - თქვა მან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება მიულოცა, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.  „დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თან მივულოცე ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ!“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.

ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა

ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი მიიღო, მიზანი კლაიპედას პორტიდან პროდუქტის შემდგომი გადაზიდვაა. ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია LTG-მ განაცხადა. რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინული პორტების ბლოკირების შემდეგ, დაახლოებით 25 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტირება ვერ ხერხდება, რაც საკვებზე ფასების ზრდას იწვევს. „ჩვენ, უკრაინიდან დღეში თითო მატარებელს ველით, დაახლოებით, 1,500 ტონამდე მარცვლეულითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, რომლის ექსპორტის კლაიპედას პორტით საშაულებით მოხდება“, - განაცხადა LTG-ის სპიკერმა მანტას დუბაუსკასმა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლიეტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას 20 M113 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამასთან ერთად, ლიეტუვამ ასევე გადაწყვიტა, უკრაინას მიაწოდოს სამხედრო სატვირთო მანქანები და 10 SUV განაღმვის ოპერაციებისთვის. „ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინის გამარჯვებისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად. ლიეტუვამ გასწია პირველი დახმარება ომის დაწყებამდე და ახლა ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ დამატებით ეფექტიან მხარდაჭერაზე, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნავს ლიეტუვის თავდაცვის უწყება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს

ლიეტუვა მოქალაქეების მიერ შეგროვებული ფულით Bayraktar-სა და სხვა აღჭურვილობას თურქეთისგან იყიდის. ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა ამის შესახებ ხელშეკრულებას ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანკარაში ხელი მოაწერეს. გასულ კვირას ლიეტუველი ჟურნალისტის, ანდრიუს ტაპინასისა და ტელეკომპანია Laisves TV-ს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, უკრაინისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატის ყიდვის მიზნით, ლიტველებმა €5 მილიონის შეგროვება დაიწყეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა

თურქულმა კომპანიამ ლიეტუვას აჩუქა დრონი, რომელიც ვილნიუსს მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უნდა შეესყიდა. ამის შესახებ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ის მწარმოებელმა კომპანიამ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა. ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა „ლიეტუველმა ხალხმა, უკრაინისთვის Bayraktar TB2 -ის საყიდლად თანხა ღირსეულად შეაგროვა. ამის გაგების შემდეგ, Baykar-ი Bayraktar TB2-ს ლიეტუვას უსასყიდლოდ ვაჩუქებთ და გთხოვთ, რომ ეს თანხები უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯოს“, – წერს დრონების მწარმოებელი კომპანია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლიეტუვის ელჩი: ვგმობ აღმაშფოთებელ შეურაცხყოფას ჩემი კოლეგების მიმართ

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ფაქტს გმობს. „მინდა, გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - განუცხადა ანდრიუს კალინდრამ მედიას. ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან „ალტ-ინფოს“ წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.

ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა

ლიეტუვის ხელისუფლებამ უკრაინისთვის ახალი თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. მათგან ოთხს უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა და საზოგადო მოღვაწემ ანდრიუს ტაპინასმა Twitter-ზე დაწერა.  ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა "ჩვენ ახლახან შევიძინეთ კიდევ ოთხი თანამედროვე ესტონური წარმოების EOS C VTOL სადაზვერვო საფრენი აპარატი, რომლებსაც Magyla ვუწოდეთ. შესყიდვის ჯამური ღირებულებაა 990 000 ევრო “, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უახლოეს მომავალში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გადაეცემა, ორ თვეში კიდევ ორი.  

ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს შევუერთდით ბლოკს - ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია

ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, - შესაბამისი განცხადება ქართული მედიის ცნობით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ გააკეთა. მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან „მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას დაახლოებით, ერთ კირაში მიიღებს.

ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელობამ შეტყობინება მიიღო, იუწყება კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ბრიუსელმა განმარტა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფონზე, ევროკავშირის სანქციები ასევე ვრცელდება საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ტრანსპორტირდება რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მხარეში და პირიქით - ტრანზიტით ლიეტუვის ტერიტორიით. ალიხანოვის წინასწარი შეფასებით, საუბარია სატრანზიტო ტვირთის მთლიანი მოცულობის 40-50 პროცენტზე. ესაა სამშენებლო მასალები, ცემენტი, ლითონები, კალინინგრადის მხარეში წარმოებული მზა პროდუქცია. ცნობისათვის, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. მასთან სამგზავრო მატარებლებით კავშირი ძველებურად გრძელდება ლიეტუვის გავლით, თვითმფრინავები კი ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავენ, ვინაიდან ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ადგილობრივ ხელისუფლებას სურს სუბსიდიებისთვის მოსკოვს მიმართოს.   

ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს

ლიეტუვისადმი რუსეთის მუქარის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, NATO-ს ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს. „ლიეტუვა NATO-ს ალიანსის წევრია. ჩვენ დავიცავთ NATO-ს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც NATO-ს ალიანსის საფუძველია. ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსვლელობისას და, ფაქტობრივად, მაშინაც, სანამ რუსეთი დაიწყებდა თავის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში - რომ შეერთებული შტატების ერთგულება NATO-სადმი და კონკრეტულად, ჩვენი ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლისადმი, წინაპირობით, რომ თავდასხმა ალიანსის რომელიმე წევრზე, ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, მტკიცე და ურყევია“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა რუსეთის მხრიდან რაიმე სახის შურისძიებისთვის მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი გარკვეული საქონლის რუსეთის ანკლავ კალინინგრადში ტრანზიტი აკრძალა. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს „ჩვენ მზად ვართ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის არამეგობრული ქმედებებისთვის“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ლიეტუვას სამხედრო გამოწვევას შეუქმნის, რადგან მისი ქვეყანა NATO-ს წევრია. „ჩვენ უბრალოდ ვახორციელებთ სანქციებს, რომელებიც დაწესდა ევროკავშირის დონეზე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთისა და ლიეტუვას ორმხრივ ურთიერთობებთან“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.  შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.  

ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის ქმედებებს, რომელმაც კალინინგრადის რეგიონში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს „დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს ლიეტუვას, რომ რუსეთიდან მათი ქვეყნის გავლით, სანქცირებული საქონლის შემოსვლა აკრძალა. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი რუსული აგრესიის წინაშე და გამოვიყენოთ ეს გაუმართლებელი საფრთხეები“, - დაწერა ტრასმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.  

ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასია

ბელორუსი მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში, „ტრანზიტის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია“. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა „რაც შეეხება ლიეტუვას, ბოლო პერიოდში იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათ ჩანაფიქრთან დაკავშირებით, შეაჩეროს ტრანზიტი რუსეთიდან ბელორუსის გავლით კალინინგრადში, მოახდინოს კალინინგრადის იზოლაცია. ეს ჰგავს უკვე ომის გამოცხადებას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.  

რუსეთი ლიეტუვას ემუქრება

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. კალინინგრადი, ოდესღაც, კოენიგსბერგის პორტი, აღმოსავლეთ პრუსიის დედაქალაქი, 1945 წლის აპრილში წითელმა არმიამ დაიპყრო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირს დაუთმო. ის NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორისაა მოქცეული. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს

გიტანას ნაუსედა: მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის სანქციებს აღასრულებს. ნაუსედას ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაიმართოს კონსულტაციები ევროკომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით. „ტრანზიტის პირობები განხილულია ევროკავშირ-რუსეთის შეთანხმებაში, ევროკავშირი არ არის ცალმხრივად პასუხისმგებელი მათ განხორციელებაზე. ამ თემაში სიახლეა ის, რომ ლიეტუვა აქტიურად მონაწილეობს მასში - ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს საქონლის გარკვეულ ჯგუფს (ფოლადი და შავი ლითონები, ფუფუნების საქონელი). ეს თემა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილეთ. სრულიად ნათელია, რომ ლიეტუვამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს კიდეც ევროკავშირის სანქციებს. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ევროკომისიასთან, რათა სანქციების განხორციელებამ ზიანი არ მიაყენოს ლიეტუვის ინტერესებს ან საერთაშორისო შეთანხმებებს. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა. ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს   გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

ლიტუვის სეიმმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა კანონიერად უზრუნველყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი ამრიგად, ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილებები ბუნებრივი გაზის კანონში. კანონს ემატება დებულება, რომელიც არეგულირებს, რომ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორს არ აქვს უფლება გაანაწილოს და/ან გამოიყენოს ტერმინალის სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ქვეყნებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოთხოვნა არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე. ცვლილებები სეიმის 123-მა წევრმა დაამტკიცა, ორმა თავი შეიკავა.  

პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დაასრულა

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დასრულებულია. პოლონელმა მესაზღვრეებმა ღობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნეს. ლიეტუვა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა ღობის მშენებლობა 2022 წლის იანვარში დაიწყო. დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით. ცნობისათვის, ბელორუსის საზღვარზე დამცავ ღობეს ლიეტუვაც აშენებს. 500-კილომეტრიანი კედლის მშენებლობისთვის, რომელიც 2022 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, 152 მილიონი ევროა გამოყოფილი. ღობეზე მავთულხლართიანი ბარიერებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის დამონტაჟება იგეგმება.  

ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა

რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიეტუვამ 11 ივლისიდან კალინინგრადის მიმართულებით, რუსული საქონლის ტრანზიტზე, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, შეზღუდვები გააფართოვა. წერს Reuters. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ლიეტუვის საბაჟოს მონაცემებით, იზღუდება რუსეთიდან ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სამომხმარებლო ქიმიის საქონლის ტრანზიტი. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუცია აცხადებს, რომ ცემენტის ტრანზიტზე, შესაძლოა ერთჯერადი ნებართვები გაიცეს. ხოლო ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატის მათიას მალდეიკისის განცხადებით, ცემენტის კვალდაკვალ, 10 აგვისტოდან სანქციების ნახშირზე, 5 დეკემბრიდან - ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება. ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

გიტანას ნაუსედა დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდებს მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა „ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში.  მისი თქმით, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ლიეტუვამ ​რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა საკუთარი თავი. „პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, იმუშავა ბევრად უკეთესად, ვიდრე ე.წ. რეალურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოადგენს თავის ტკივილს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის. მე მესმის მათი მდგომარეობის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიეტუვა სწორი გზით მიდიოდა. და რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლურ ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  

ევროკავშირმა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი მითითებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან საქონლის ტრანზიტის შესახებ, სადაც კალინინგრადის რეგიონში, გარკვეული სანქცირებული საქონლის გადაადგილება სარკინიგზო გზით დაუშვა. ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა ევროკომისია განმარტავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გააკონტროლონ ტრანზიტის მოცულობა, ფოკუსირება მოახდინონ ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე. ასევე შეზღუდონ „საქონლის უჩვეულო ნაკადები და ვაჭრობის ნიმუშები“. აკრძალვა სრულად ეხება, ტრანსპორტის რეჟიმის მიუხედავად, სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტს. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანქცირებული პროდუქცია მათ ქვეყნებში არ მოხვდეს. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ. ამ კუთხით, კომისია ხაზს უსვამს რუსეთსა და კალინინგრადის რეგიონს შორის ორმხრივი სავაჭრო ნაკადების მონიტორინგის მნიშვნელობას, რათა სანქცირებული საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ უნდა მოამზადოს კანონმდებლობა ევროკომისიის ინსტრუქციების შესასრულებლად, კალინინგრადის ოლქში რუსული საქონლის ტრანზიტის შესახებ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 10 ივლისს კალინინგრადში ახალი ტიპის რუსული საქონლის ტრანზიტის აკრძალვა ამოქმედდა, ლიტვამ პირველ დღეს 34 სატვირთო მანქანა არ გაუშვა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ კვირადან ლიეტუვის გავლით აკრძალულია ცემენტის, ალკოჰოლის, ხის, მინის, ალუმინის, ქაღალდის ნაწარმის, თაბაშირის და სხვა რუსული წარმოშობის საქონლის ტრანსპორტირება. მანამდე ლიტუვამ ევროკავშირის სანქციების საფუძველზე კალინინგრადის რეგიონში ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტი აკრძალა.  ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის

უახლოეს მომავალში ლიტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანა M113 და M577-ს, ასევე რეზერვის მოსამზადებლად საჭირო საბრძოლო მასალას მიწვდის. ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა ამის შესახებ ლიტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა უკრაინის მხარდაჭერის NATO-ს საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, ლიტუვის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ახლა დაახლოებით 123 მილიონი ევროა. სამხედრო დახმარება მოიცავს Stinger საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანსა და ჩაფხუტებს, 120 მმ ნაღმტყორცნებს, მცირე იარაღს, საბრძოლო მასალას, თერმოგამომსახველებს, დრონებს, სათვალთვალო რადარებს, M113 ჯავშანმანქანებს, სატვირთო მანქანებს, ჯიპებს. შეგახსენებთ, რომ Bayraktar TB2 თვითმფრინავი საბრძოლო მასალებით, უკრაინას ლიეტუვის მოქალაქეების მიერ შეგროვილი სახრებით გადაეცა.  ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა  

ლიეტუვური Getjet-ი ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს. ლიეტუვური ავიაგადამყვანი Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და მთავრობა ხელს უწყობს, რათა ჩვენს ქვეყანაში ბალტიისპირეთიდან უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბალტიის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. რეგიონის მთავარი ქალაქებთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა მეტ ვიზიტორს ჩამოიყვანს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი მიმართულების არსებობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის პირველი აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება. ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნებიდან 2022 წელს, იანვარი - ივნისის პერიოდში 347 პროცენტით მეტი ვიზიტი შესრულდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლიეტუვიდან ვიზიტების ზრდამ 294.6 პროცენტი, ლატვიიდან - 375.4 პროცენტი, ხოლო ესტონეთიდან - 438.1 პროცენტი შეადგინა.

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინას ეწვევიან

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. „ორი დღის განმავლობაში უაღრესად ღირებული საუბარი შედგა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. ჩვენი ქვეყნები არ შეამცირებენ აქტივობას უკრაინაში, ორივე ვგეგმავთ ახალ ვიზიტებს კიევში. ჩვენ არ დავემორჩილებით რუსეთის შანტაჟს", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. „ამ კვირაში პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის და რაც მთავარია, უკრაინის პოზიციების შემდგომი წინსვლის მომსწრე გავხდებით - ფრონტზე, დიპლომატიასა და ეკონომიკაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს, ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი 19 ივლისს განიხილეს. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო.  „პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.  

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.  ასევე წაიკითხეთ: კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა  

გიტანას ნაუსედა უკრაინაშია

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტის Twitter-ზე აღნიშნულია, რომ ნაუსედა უკრაინას განსაკუთრებულ დღეს ეწვია, როდესაც ქვეყანა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს. ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართავს უმაღლესი რადიდან. უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას კომენტარზე დაყრდნობით, უკრაინული მედია 26 ივლისს იუწყებოდა, რომ პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. პოლონეთის და ლიეტივის პრეზიდენტები უკრაინაში ომის პერიოდში აქამდეც იმყოფებოდნენ.

ლიეტუვა უკრაინას 10 ჯავშანმანქანას, საბრძოლო მასალასა და ანტიდრონებს გადასცემს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  გიტანას ნაუსედა უკრაინაშია „მე არ ჩამოვსულვარ ცარიელი ხელით. დახმარების სამხედრო პაკეტში, რომელსაც დღეს გადმოგცემთ შედის 10 ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალა და ანტიდრონები. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიარაღება ძალიან გჭირდებათ“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.   მისი თქმით, უკრაინის ომი ლიეტუვისთვის არასოდეს იქნება მარტივი.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლიეტუვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას უჭერს მხარს

ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მხარს დაუჭერს გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება ადრე დაწყებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ამ რთული გზის გადალახვაში. ჩვენ გავაგრძელებთ საექსპერტო მხარდაჭერას და თქვენთან ერთად ვეცდებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ნაუსედა კიევს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეწვია.  

ლატვიამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი აგვისტოდან რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა. ასევე პირველი აგვისტოდან შეჩერდა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების პროცესი ეკონომიკის, სამეცნიერო-ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და კულტურული თანამშრომლობის სფეროებში კომისიების შექმნის შესახებ. მანამდე, 16 მაისს  ლატვიასა და რუსეთს შორის მოქმედი 13 ხელშეკრულება შეჩერდა. ამასთან ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ რუს სამხედრო პენსიონერებსა და მათი ოჯახის წევრებს სოციალური დახმარება შეუჩერდათ.

ლიეტუვის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიოს მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი

ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს. - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ აჩვენა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ნასწავლი არაა. რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“ , - აღნიშნულია ლიეტივის საგარეო უწყების განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვაზე მოწოდებებს შეუერთდა

მას შემდეგ, რაც ესტონეთმა შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ლიეტუვამ განაცხადა, რომ აფასებს მეზობლის გადაწყვეტილებას და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს უერთდება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული.   „ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ლიეტუვამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიან და ვიზებს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გასცემს. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს. „ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს.  გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ამ დროისთვის ლიეტუვა არ გასცემს ტურისტულ ვიზებს. „ჩვენ ვიზებს მხოლოდ ჰუმანტარული მოსაზრებების საფუძველზე გავცემთ. ჩვენთვის ეს არაა ახალი დისკუსია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა იყოს საერთი ევროპული გადაწყვეტილება. „შენგენი“ ახლა ისე მუშაობს, რომ ჩვენი საზღვრები ადამიანებს, როგორც ღრუბელი წყალს ისე ატარებს. ზოგიერთები შედიან ერთ ქვეყანაში, ზოგიერთები მეორეში. დიახ ეს ასეა. ჩვენც ვნახეთ ასეთი შემთხვევები. ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ლიეტუვაში, ჩვენს ქვეყანაში არიან, ან სხვა ქვეყნებში ხვდებიან. ამიტომ, ჩვენ რუსეთის მოქალაქეებითვის შენგენის ვიზების შეჩერებას საერთო ევროპულ დონეზე მხარს ვუჭერთ. ამასთან, საკითხს აქვს პოლიტიკური და მორალური მხარეც“, - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.  ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს. „ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების გაუქმების ინიციატივით გამოდის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების ანულირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ, მან Politico-ს სვეტში დაწერა.  18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს ლანდსბერგისმა, მანამდე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ახალი ვიზები არ გასცენ.  ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშრმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც „თავშესაფარს ეძებენ და არ მათ ვისაც, ევროპაში არდადეგების გატარება სურთ“.  რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.   

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 30-ე პაკეტს ამზადებს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. „ომის დაწყებიდან უკრაინაში ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების მიზნით 28 პაკეტის ფარგლებში ტვირთები გაიგზავნა. სამხედრო დახმარების 29-ე და 30-ე პაკეტები უკვე მზადდება!"- დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.  მან პირობა დადო, რომ თუ რა დახმარებას მოიცავს ორი პაკეტი, უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. როგორც ცნობილია, აგვისტოში ლიეტუვამ უკრაინელი სამხედროებისთვის ხუთი სასწავლო კურსის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და სამართალდამცავი ოფიცერი მკურნალობდა.  

ლიეტუვის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო გემი კლაიპედის პორტში შევიდა

აშშ-ის სადესანტო ხომალდი USS Kearsarge, აშშ-ის საზღვაო ქვეითების 22-ე საექსპედიციო ნაწილის სამეთაურო ხომალდი ლიეტუვაში ჩავიდა. ამის შესახებ საზღვაო ძალებმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. გემი კლაიპედის პორტში 20 აგვისტოს შევიდა. ეს არის ყველაზე დიდი ხომალდი, რომელიც ოდესმე ჩასულა ლიეტუვაში.    

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ ორშაბათს განაცხადა, რომ  რუსეთთან წყლისა და სახმელეთო საზღვარის დაცვა გააძლიერეს. კერძოდ, კალინინგრადის რეგიონთან საზღვარზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.  „შეიარაღებული კალინინგრადი ახლოსაა, მეზობლებისგანაც არის საფრთხეები. ამიტომ ჩვენი მზადყოფნის დონე მაღალია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მესაზღვრეების უზრუნველყოფის საკითხს. ახლახან განახლებული სარადარო სისტემა და ფლოტი ინციდენტებზე კიდევ უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანია კლაიპედას პორტის დაცვა, რადგან „აქ არის თხევადი ბუნებრივი აირის მიღების ტერმინალი და „სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები“, - განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა.   

NATO-ს გერმანული ბრიგადა ლიეტუვაში სექტემბრისთვის გაიგზავნება

გერმანია ჯარისკაცებს ლიეტუვაში სექტემბრის დასაწყისში გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, იუწყება Delfi. ანუშაუსკაკმა დაადასტურა, რომ NATO-ს ბრიგადის ნაწილის განთავსება დაგეგმილია იონავაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მდებარეობა შეიძლება, შეიცვალოს. საუბარია 50-მდე პერსონალზე, თუმცა ციფრი შესაძლოა, შეიცვალოს. „ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციაზე. მათთან კოორდინაციაში ვართ. სავარაუდო თარიღია 8 სექტემბერი“, - განაცხადა მინისტრმა. ლიეტუვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადების სრული განლაგებისთვის ინფრასტრუქტურა შესაძლოა, 2025 წლისთვის მომზადდეს. დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა 2017 წლიდან, NATO-ს საერთაშორისო ბატალიონი გერმანიის მეთაურობით ლიეტუვაში იყო განლაგებული, მაგრამ მადრიდის სამიტზე გადაწყდა, რომ გაძლიერდეს NATO-ს დაწინაურებული ძალები ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე. ბატალიონები, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყვნენ, ბრიგადების დონეზე გაშლისთვის. გაძლიერებული დაწინაურებული სამხედრო ყოფნის ფარგლებში NATO-ს ასეთი მრავალეროვნული ბატალიონები პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში არიან განლაგებულნი. ბრიგადის უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, გერმანიაში იქნება განლაგებული. ლიეტუველი ოფიციალური პირები მსგავს გადაწყვეტილებებს მოკავშირე ჯარისკაცების მიღებისა და წვრთნის ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნიან და მისი განვითარების პირობას დებენ. სხვა საკითხებთან ერთად, წელს ლიეტუვამ ახალი სამხედრო საწვრთნელი პოლიგონის მშენებლობა დაიწყო და ყაზარმების შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. უახლოეს ორ-სამ წელიწადში, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს დაახლოებით 350 მილიონი ევრო. ასევე, იგეგმება ყაზარმების გაფართოება, სადაც მოკავშირეთა ბატალიონი გერმანიის მეთაურობით არის განლაგებული. ამჟამად ბუნდესვერის ხელმძღვანელობით, ლიეტუვაში დაახლოებით, NATO-ს 1,600-კაციანი ბატალიონი იმყოფება, მათგან ათასი, გერმანელი ჯარისკაცია. ინფორმაციისთვის, NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.

ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“

ლატვიაში, ალუკსენსკის მხარეში, დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძეგლი „გაუჩინარდა“.  ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს  ძეგლი გაუჩინარდა იმ ადგილას, სადაც 1944 წლის 15 იანვარს საბჭოთა არმიის ლატვიის პარტიზანული ბრიგადის პარტიზანებმა გერმანული სადამსჯელო ექსპედიცია დაამარცხეს. ძეგლის ადგილზე მხოლოდ კვარცხლბეკი იყო შემორჩენილი. მუნიციპალიტეტმა შეადგინა აქტი და მომხდარზე სახელმწიფო პოლიციას შეატყობინა. მთავრობის დადგენილებაში („ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების სია“) ჩამოთვლილია ცხრა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც ალუკსნსკის რეგიონში უნდა განხორციელდეს. მაგრამ მუნიციპალურმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს კიდევ ხუთი ძეგლი, რომლის დემონტაჟი ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა. მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ ძეგლს, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის ფონდს გადასცემს. 

ლიეტუვა უკრაინისთვის 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის

რუს ოკუპანტებთან, ეფექტურად ბრძოლისთვის ლიეტუვა უკრაინისთვის, პოლონეთის წარმოების 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვუდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა.  ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 30-ე პაკეტს ამზადებს „Legion Of Boom-ის მიერ მოზიდული თანხების ნაწილი (1000 000 ევრო) ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა და გამოყენებული იქნება პოლონეთსგან 37 კამიკაძე დრონების შესაძენად. შემდეგ კი დრონები უკრაინაში გაიგზავნება“, - წერს არვუდას ანუშაუსკასი.   

რას გულისხმობს სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ლიეტუვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიმუშავა

როგორ იყენებს უკრაინა აშშ-ის მიერ შემუშავებულ კონცეფციას რუსეთის წინააღმდე, ამ თემაზე სტატია CNN-მა მოამზადა. ავტორი ამავე სტატიაში ინტერესდება, როგორ მუშაობას „წინააღმდეგობის ფრონტი“ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებს ამ მიმართულებით საკუთარი სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვთ. „უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა, ვიდრე უბრალოდ მკაცრი წინააღმდეგობა ოკუპაციის წინააღმდეგ. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინას ბენდიკასმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობისთვის მზადება, ქვეყნის დასაცავად ნების განვითარებას, მოქალაქეთა სამხედრო და არასამხედრო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას მოიცავს. მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის დოქტრინის არსებობა და წინააღმდეგობის ირგვლივ დაგეგმვის საკითხი მიზანმიმართულად საჯაროა და მისი მიზანია, შემაკავებელი ზომის მოქმედება პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და არა, ტრადიციულ, სამხედრო ან ბირთვულ შეკავებას. ესტონეთისთ მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს შეადგენს, ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთ რუსეთს ესაზღვრება და სამოქალაქო წინააღმდეგობა ყოველთვის იყო მისი თავდაცვის გეგმის ნაწილი. "სხვა ვარიანტი ესტონელებისთვის არ არსებობს", - განაცხადა რენე ტომსემ, თავდაცვის ლიგის წარმომადგენელმა. ესტონეთი რეგულარულად ანახლებს და ავითარებს თავის თავდაცვის გეგმებს, აკავშირებს სამხედროებს მოსახლეობასთან და მოხალისე ძალებთან, რომლებიც ტომსეს თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული უფრო და უფრო აქტიურდებიან. ესტონელმა ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს ომი უკრაინაში, რათა გამოეტანათ გაკვეთილები იმის შესახებ, თუ რამ იმოქმედა კარგად რუსეთის წინააღმდეგ და სად შეიძლება გაუმჯობესდეს უკრაინის წინააღმდეგობა. ტომსე ამბობს, რომ ესტონელებს კარგად ახსოვთ საბჭოთა მმართველობა. „თუ  ესტონეთი შეჭრის წინაშე აღმოჩნდებოდა, უფრო აქტიური იქნებოდა ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გამოიყენებდა პატარა, კარგად შეიარაღებულ და კარგად გაწვრთნილ დანაყოფებს. ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი ზიანი მივაყენოთ მტრის ხაზებს ვიდრე ეს უკრაინამ გააკეთა,  მთელი ლოგისტიკა, ყველა კოლონა მუდმივად იქნება თავდასხმის ქვეშ“, - აღნიშნა ტომსემ.

ლიეტუვამ ბელორუსის საზღვართან კედლის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვამ, ბელორუსის საზღვართან 502 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა.  ლიეტუვა ბელორუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა „სამუშაო 100% დასრულდა და ახლა მხოლოდ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ორგანიზაციული დოკუმენტაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს შემიძლია ბედნიერი ვიყო, რომ პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა“, - განუცხადა BNS-ს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბარიერი არ არის ის, რაც აბსოლიტურად დაიცავს ლიეტუვას არალეგალური მიგრაციისგან. ამიტომ, პრემიერმა ხაზი გაუსვა სათვალთვალო ღონისძიებების აუცილებლობასა და IT სისტემების მნიშვნელობას.   

ლიეტუვის მთავრობას სკოლებში რუსული ენის ჩანაცვლება სხვა უცხო ენებით სურს

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის იურგიტა სიუგჟდინენეს განცხადებით, სკოლებში რუსულის, როგორც მეორე ენის შესწავლის გაუქმების მიზნით, გეგმავენ, რომ სხვა ენების სწავლის შესაძლებლობები გააფართოონ. ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა უკვე გადამზადდა. „ჩვენ ნამდვილად გვსურს, სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობები რაც შეიძლება მალე გავაფართოოთ, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება გერმანული და ფრანგულის არჩევანი", - თქვა სიუგჟდინემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე დროს, ლიეტუვის განათლების მინისტრი წუხს, რომ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ირჩევენ სხვა ენებს, არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ამის სურვილი აქვთ, რადგან ახლა ყველაზე ადვილია რუსული ენის მასწავლებლების დაქირავება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება.   

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან

ლიეტუვა უკრაინას (105 მმ-იან) ჰაუბიცებს უგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია Twitter-ზე განათავსა. „ლიეტუვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ლიეტუვის მიერ გაღებული დახმარების ღირებულება მალე ნახევარ მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ცნობისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაც დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანაა.   

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეზღუდონ.  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ზომების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.   ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა აკრძალვა შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. გამონაკლისი გავრცელდება გადამზიდავებზე, დიპლომატებზე და იმ ადამიანებზე რომელბიც ამ სამ ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებით შევლენ.  სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვის გადაწყვეტილებას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივად მიიღებენ და კანონი სამივე ქვეყანაში ერთდროულად ამოქმედდება.  ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა    

ლიეტუვა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორებს გაგზავნის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორის ორი ტვირთის გაგზავნა. პირველი პარტია კიევში მალე ჩავა. „პირველ პარტიას კიევი უახლოეს მომავალში მიიღებს. თავად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ იციან, როგორ გამოიყენონ ეს სამხედრო დახმარება საუკეთესოდ", - განაცხადა ლანდსბერგისმა ირლანდიელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან გასულ კვირას ლიეტუვამ უკრაინითვის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ განაცხადა. ამასთნ, აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა უკრაინისთვის 37 თვითმფრინავს შეისყიდის.  

ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან, დღეიდან ხურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზნებით სურთ. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია

"რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია", - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკამ სოციალურ ქსელში დაწერა.  „პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დღეიდან ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად და ძველი ტანკებით ცუდად გაწვრთნილი ჯარების ახალი ტალღის გაგზავნას“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი

„რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციების აღსაკვეთად“, ლიეტუვამ თავისი არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის დონე აამაღლა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. მისი თქმით, რადგან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება კალინინგრადის რეგიონში, მისი ქვეყნის სამეზობლოში, ლიეტუვა მოვლენებს უბრალოდ ვერ შეხედავს. „ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, - წერს მინისტრი Twitter-ზე. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  ცნობისთვის, 22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.

ლიეტუვაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობა აიკრძალა

ლიეტუვის სეიმმა, დღეს სასწრაფოდ მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობის დროებით აკრძალვასა და მათი პროდუქციის ინტერნეტში გავრცელებას ითვალისწინებს.  ასევე აკრძალულია რადიო და სატელევიზიო გადაცემების გავრცელება, რომლებიც შექმნილია იმ პირების მიერ, ვინც პირდაპირ ან ირიბად ფინანსდებიან და რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ. ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ლიეტუვის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 სექტემბერს ამოიწურა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობის აკრძალვასაც მოიცავდა. ახლა საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში შენარჩუნდა, თუმცა ლიეტუველი ოფიციალური პირების თქმით, ეს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის დაბრუნების მიზეზი ვერ გახდება. „ლიეტუვისთვის, რომელსაც გარე საზღვარი აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ბელორუსთან, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და საინფორმაციო სივრცის ეფექტური დაცვა ინფორმაციის საფრთხეებისგან“, - თქვა სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიტაუტას იუოზაპიტისმა.  მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსები ქვეყანაში უნდა დარჩნენ და პუტინის წინააღმდეგ იბრძოლონ

"ჩემი ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს თავშესაფარს არ მისცემს, რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო „ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლიეტუვამ რუსეთის ელჩის შემდეგ, დროებითი რწმუნებულიც გააძევა

ლიეტუვამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 5 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს განმარტებით, ხსენებული ნაბიჯი გადაიდგა „დიპლომატის ქმედებებისა და განცხადებების გამო“, რომელებიც დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება". „3 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი და გადასცეს ნოტა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსიის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ლიეტუვამ რუსეთთან დიპლომატების რაოდენობა შეამცირა - მთავრობამ გადაწყვიტა, მოსკოვიდან ელჩი გაეწვია და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა. „ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიას და ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს.  უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ იქნება დავიწყებული", - აცხადებდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. მას შემდეგ რუსეთს ლიეტუვაში საქმეთა დროებითი რწმუნებული წარმოადგენდა. ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა.  

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ახლა უნდა დაიწყოს

უკრაინას შეუძლია, ლიეტუვის „უპირობო მხარდაჭერის“ იმედი ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ეს მიუწვდომელ მიზანს ჰგავს“, ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა განაცხადა. იტყობინება ლიეტუვური მედია LRT. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები ვერ დარჩებიან იგივე პოზიციაზე, როგორც ომამდე. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ახლა უნდა გაიზარდოს", - განაცხადა არვიდას ანუსუსკასმა. 2 ოქტომბერს პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი. მანამდე, რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გააფორმა.  

მასკი კრემლის „ბირთვულ სატყუარას“ წამოეგო - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი თვლის, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი კრემლის „სატყუარას წამოეგო“, რომელიც მსოფლიოს  ბირთვული იარაღით აშანტაჟებს. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა ამის შესახებ ანუსაუსკასმა თავის Twitter-ზე დაწერა. „მას შემდეგ რაც პუტინმა ატომურ იარაღზე დაიწყო საუბარი, დასავლურ მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, „ბირთვული იარაღის ბადრაგის“ შესახებ. ეს არ არსებობს, მაგრამ კრემლის მიერ „ბირთვული ტემპერატურის“ აწევას „შიშის დივიდენდები“ მოაქვს. ილონ მასკი პირველია, ვინც ამ ანკესს წამოეგო“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. გიტანას ნაუსედა: ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის კანონიერ მფლობელად მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მასკს ტესლას მოპარული ბორბლების შესახებ ისტორიით უპასუხა. მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.   ამერიკელი გამომგონებლის „ტვიტებმა“ კრიტიკის ტალღა გამოიწვია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.  

გიტანას ნაუსედა: ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან იმ ქვეყნების ხილვა, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ

„ძალიან სასიხარულოა, ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ“, - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების გუშინდელი შეხვედრა ძალიან იმედის მომცემი და საჭირო იყო, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო „ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ კომპრომისისთვის მიეღწიათ. მე გუშინ ვნახე ნება და სურვილი კომპრომისების ძიების. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატს. რაც შეეხება უკრაინას, მათ სჭირდებათ დახმარება. ეს ახალგაზრდები უკრაინის ხვალინდელ დღეს წარმოადგნენ. ჩვენი ძალისხმევა ძლიერია და ამჯერად გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.  

ლიეტუვამ NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მარაგები გახსნან

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ NATO-ს სტანდარტების იარაღის დახმარებით შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. „ლიეტუვა ყოველთვის იცავდა პოზიციას ყველა შესაძლო დონეზე, რომ უკრაინას სჭირდება „ყველაფერი, რაც გვაქვს“, ყოველგვარი არგუმენტის მოყვანის გარეშე, როგორიცაა - „ჩვენ უბრალოდ ჯაველინებს ვაძლევთ“ და „სტინგერებს“. გაირკვა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, NATO-ს სტანდარტების იარაღის გამოყენებით წარმატებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ის არგუმენტები, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული, აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.  ლანდსბერგისმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ, გაამართლონ უარი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „ტექნოლოგიურად რთულია უკრაინელი სამხედროების განათლებისა და წვრთნისთვის" ან იმის გამო, რომ იარაღი შეიძლება, „დაიკარგოს“ ან „განადგურდეს“. „ამაზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა გავხსნათ ჩვენი რეზერვი უკრაინის არმიისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელები სამხედრო წვრთნებს გადიან.  

ლიეტუვაში შეკეთებული ჰაუბიცები უკრაინის ბრძოლის ველზე ბრუნდებიან

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში შეკეთებული PzH 2000 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაში ბრუნდებიან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ანუსაუსკასმა მანამდე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზამთრის ტანსაცმლითა და აღჭურვილობით მოამარაგებს.  მისი თქმით, დახმარების ამ ჯგუფის მიწოდების შემდეგ, ლიეტუვის ჯამური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, 230 მილიონ ევროს მიაღწევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია აგრესორთან ომის მოსაგებად

„ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მოიგოს ომი აგრესორის წინააღმდეგ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები“, - ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-სპიკერმა პაულიუს საუდარგასმა განაცხადა. „უკრაინის უდანაშაულო ადამიანებზე, ქალაქებზე ბოლო თავდასხმებმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ეს არის დემოკრატიული სამყაროს შეფასება“, - განაცხადა საუდარგასმა. მანამდე თავდაცვის რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელმა, უკრაინა-NATO-ს თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ უწყებათაშორისი პლატფორმის კოორდინატორმა, ალექსანდრე დანილიუკმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო ტერორიზმის საპასუხოდ დასავლეთმა F-16 ტიპის გამანადგურებელი უნდა გადასცეს. ამასთან, ფრანგი სენატორი, საფრანგეთის სენატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი გიომ გონტარი მიიჩნევს, რომ უკრაინას სჭირდება საავიაციო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დეპუტატის თქმით, რუსული სარაკეტო დარტყმების გააქტიურების კონტექსტში, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე დასავლეთია პასუხისმგებელი.  

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებიით, ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას გაასამართლებს. „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევები - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და იყოს იმ ძალისხმევის ცენტრში, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შესაქმენლადაა საჭირო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილია დარჩიაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მარკო მიჰკელსონთან, რიჰარდს კოლსთან და ლაიმა ანდრიკიენესთან.მინისტრი მიესალმა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ერთობლივ ვიზიტს, რომელსაც დღევანდელი გამოწვევების ფონზე დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობა. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ წელს ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობას.ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.  

ლიეტუვამ და პოლონეთმა, გაზსადენი GIPL-ის საპროექტო სიმძლავრე გამოსცადეს

ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორებმა Amber Grid-მა და Gaz-System-მა გამოსცადეს GIPL (პოლონეთი-ლიეტუვის) გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე გამოცადეს. გაზსადენი 2022 წლის მაისში შევიდა ექსპლუატაციაში. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი მედიის ცნობით, Amber Grid-მა განაცხადა, რომ ტესტები წარმატებული იყო. Amber Grid-ის ხელმძღვანელის, ნემუნას ბიკნიუსის თქმით, ტესტირების დროს შესაძლებელი გახდა გაზის მაქსიმალური ნაკადის მიღწევა ლიეტუვასა და პოლონეთში. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა GIPL-ის ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე, გაზის მიმწოდებლებმა ლიეტუვის რესპუბლიკისა და სხვა სკანდინავიური ქვეყნების საჭიროებისთვის თითქმის 1 ტვტ/სთ გაზი გადაიტანეს, ხოლო პოლონეთში 4,2 ტვტ/სთ გაზი. თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების GIPL პროექტი ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა Amber Grid და Gaz-System განახორციელეს. გაზსადენი ექსპლუატაციაში 2022 წლის 1-ელ მაისს შევიდა, როდესაც ფიზიკური და კომერციული გაზის მიწოდება დაიწყო. მილსადენის წლიური სიმძლავრეა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი პოლონეთის და დაახლოებით 2,7 მილიარდი კუბური მეტრი ლიეტუვის მიმართულებით. რესურსებიდან და ფასიდან გამომდინარე, გაზის მიწოდება ორივე მიმართულებითაა შესაძლებელი.  

ლიეტუვამ უკრაინაში, შვიდი ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, უკრაინაში შვიდი ჯავშანტექნიკის Toyota Land Cruiser 200-სა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ განაცხადა. „მეტი მხარდაჭერა უკრაინას! ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში შვიდი ჯავშანტექნიკა Toyota Land Cruiser 200 SUV-ი და სხვა აღჭურვილობა გაგზავნეს", - წერს ანუსაუსკასი Twitter-ზე. მანამდე, ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალდემარას რუფშისმა თქვა, რომ ის შესთავაზებდა PzH 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისა და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ ახლა ქვეყნის შესაძლებლობები „ლიმიტირებულია“. იმავდროულად, ევროკავშირმა მოუწოდა ბლოკის თავდაცვის მინისტრებს, კოორდინირება გაუწიონ იარაღის შეძენას, რათა მიმწოდებლებისგან უკეთესი პირობები მიიღონ.  

პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, შეთანხმება დაზვერვის საკითხებში მკაფიო რეკომენდაციებსა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.  „ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიეტუვისთვის, რადგან პოლონეთის შეიარაღებული ძალები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ დაზვერვის სფეროში,” - თქვა ვალდემარას რუპშისმა. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ასევე დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებსაც ითვალისწინებს.  „მსგავსი წვრთნებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიულ ერთიანობასა და მთლიანობას, მათ შორის შევამოწმებთ ძალების საბრძოლო მზადყოფნას. ეს იქნება შეკავების ერთ-ერთი ღონისძიება, ”- თქვა რუპშისმა.   

NATO-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი სამიტი ვილნიუსში, მომავალი წლის 11-12 ივლისს გაიმართება. დღის წესრიგში იქნება თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსის შეხვედრა  სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და განიხილონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ამჟამინდელ გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება 2023 წლის შემოდგომაზე ეწურება.  

ლიეტუვამ უკრაინას, 12 ერთეული M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას, თორმეტი M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა. ლიეტუვამ უკრაინაში, შვიდი ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა ამის შესახებ დღეს, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. ლიეტუვაში შეკეთებული ჰაუბიცები უკრაინის ბრძოლის ველზე ბრუნდებიან „ლიეტუვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა, უკრაინაში ჩავიდა“, - წერს ანუსაუსკასი Twitter-ზე და აკონკრეტებს, რომ საუბარია 12 ერთეულ M113 ტიპის ჯავშანტრანსორტიორზე, რომელთაგან 10 აღჭურვილია 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებით. „ლიეტუვა ასრულებს თავის ვალდებულებებს და ახლა უკრაინაში 62 ერთეული M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი სხვადასხვა დანიშნულებით გაიგზავნა“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.  

ლიეტუვის ელჩი: ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ევროკავშირი, ეს არის 27 წევრი სახელმწიფოს ხმა

NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. Europetime-თან საუბრისას, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე საუბრობს და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამასთან, ელჩი Europetime-ს უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციების შესრულების პროცესშია. როგორ უყურებს და აფასებს ლიეტუვა თბილისის ძალისხმევას ამ თვალსაზრისით? მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ 2022 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მოწმენი ვართ. 90-იან წლებში, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2004 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებოდით, იგივე შეიძლება ითქვას, NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისითაც. ამრიგად, ჩვენი სურვილია, უბრალოდ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, ძალიან სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს და იმუშაოთ გაერთიანებული ძალისხმევით. ჩვენ, ლიეტუვა, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები გვაქვს განსაკუთრებით, ევროკავშირში საქართველოს საუკეთესო მეგობრების დედაქალაქებს, მათ შორის ვილნიუსს. ET: საქართველოსთვის რა ხარვეზებს ან თუნდაც გამოწვევას ხედავთ ამ პროცესში, რომლებიც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გადაიჭრას? ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ეს მზადყოფნა ქვეყნის შიგნით ძალიან დიდია. გაწევრიანების ფანჯარა გამოჩნდება - თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, თქვენ უბრალოდ ძალიან პასუხისმგებლობიანი უნდა იყოთ ევროკავშირის მიმართ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი, ეს არის გაერთიანების 27 წევრი სახელმწიფოს ხმა. ეს არ არის ერთი ან ორი წევრი ქვეყნის ხმა. გადაწყვეტილებები კონსენსუსზე დაფუძნებით მიიღება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გვერდით დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ქვეყანა ამ გზაზე წარმატებული ვიხილოთ. ET: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას გვეტყოდით ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე? როგორც ვიცით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენება ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია. ჩვენ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო შემოგვაქვს. მეტის გაკეთებას ვცდილობთ. ამასთანავე, ჩვენი ინტერესის სფეროა უძრავი ქონება. ეკონომიკის ამ დარგში ჩადებული ინვესტიცია წარმატებულია. ჩვენი კომპანიები დაინტერესებულები არიან მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში კაპიტალის ინვესტირებით. თებერვალში, მთავრობათაშორისი კომისია შეიკრიბება ვილნიუსში, სადაც აუცილებლად მოვახდენთ ფოკუსირებას ვაჭრობასა და ინვესტირებაზე. იმედი მაქვს, რომ ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასაც შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია სექტორული ინტეგრაცია. ამრიგად, ჩვენ, ლიეტუვა მხოლოდ მხარდაჭერის ხელს ვუწვდით საქართველოს. ინფორმაციისთვის: საქართველოსა და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებობს აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიეტუვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. 2017 წლის 10 მაისს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა, ერთობლივად მიიღეს „სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებში ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე” (2017-2020 Action Plan of the Republic of Lithuania on Support to Georgia). 2020 წლის 10 დეკემბერს, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპული პოლიტიკის უწყვეტობის და გრძელვადიანი გზამკვლევის შესახებ მიღებულ რეზოლუციში ხაზგასმულია: „ლიეტუვის პარლამენტი მიზნად ისახავს, რომ 2025 და 2027 წლებში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთისა და ლიეტუვის თავმჯდომარეობისას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ქვეყნებს (მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას) მიენიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები მათი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე". ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებული სახელწოდებით მოიხსენიებს. ანდრიუს კალინდრა 1997-2001 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა. 2001-2006 წლებში, სხვადასხვა პოზიცია ეკავა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში. 2006-2008 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის სატრანსპორტო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში - ნიუ-იორკში ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, პოლიტიკური კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი. 2014-2015 წლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2015-2020 წლებში კი, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. 2020 წელს, ანდრიუს კალინდრა იყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2020 წლის ოქტომბრიდან არის ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

ლიეტუვის პრეზიდენტი: NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს

„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან, სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ“, - ასე ეხმაურება პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian „მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია

ლიეტუვამ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

ლიეტუვამ უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის 2 მილიონ ევროზე მეტი დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა და პირობას დებს, რომ გააგრძელებს უპილოტო თვითმფრინავების, თბილი ტანსაცმლის, გამათბობლების და გენერატორების კიევისთვის მიწოდებას. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტმა უკრაინელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს.  „დღეს ჩვენ ყველანი ვამბობთ: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“. ეს გახდა სლოგანი, რომელიც აერთიანებს ერებს ახლა, როგორც აერთიანებდა მათ საუკუნეების წინ, რადგან დღეს უკრაინა იბრძვის არამხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც, ამიტომ, ის იცავს მთელ ევროპას და იცავს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება თქვენი გამარჯვება და, შესაბამისად, ჩვენი გამარჯვება“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები მატეუშ მორავეცკი და ინგრიდა სიმონიტე უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდნენ. კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვდა. „ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება. მადლობელი ვარ პოლონეთის და ლიეტუვის მზადყოფნისთვის, გააქტურონ დისკუსია NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე“, - წერს დენის შმიგალი Twitter-ზე.  

ლიეტუვამ უკრაინას ტრანსფორმატორები გადასცა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვილნიუსი უკრაინას, ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის კიდევ ორ მილიონ ევროს გაუგზავნის.   „ლიეტუვის ენერგეტიკულმა კომპანიებმა უკვე გაგზავნეს 3 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენისთვის და ამჟამად იგზავნება კიდევ 2 მილიონი ევრო“, - დაწერა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე. მინისტრის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინაში ექვსი სატვირთო მანქანით 114 ტრანსფორმატორით გაიგზავნა. მთლიანობაში, ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვა 252 ტრანსფორმატორის მიწოდებას აპირებს.  

ლიეტუვამ და ლატვიამ, რუსეთის ფედერაციის ათასზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს

ლიეტუვამ და ლატვიამ სექტემბრიდან ამ დრომდე, თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 1000 მოქალაქე არ შეუშვეს. ამის შესახებ Ukrinform პოლონეთის რადიოს მითითებით იუწყება. შემოდგომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვისაკრძალეს, რომლებსაც ტურისტული, მოკლევადიანი შენგენის ვიზები აქვთ.  „ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 19 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 709 მოქალაქე არ შეუშვეს, რომლებიც შემოსვლის ახალ წესებს არ დაემორჩილნენ. მესაზღვრეებმა ასევე გააუქმეს 29 ვიზა", - ნათქვამია ანგარიშში. ასევე ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში შესული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც პოლონეთის რადიო იუწყება, ლატვიაში თითქმის 40%-ით შემცირდა რუსების რიცხვი, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობენ. ლატვიის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მათ სექტემბრის შემდეგ 400-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს უარი უთხრეს შესვლაზე. რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა. ეს განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და მორალური საკითხებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. შეზღუდვები არ მოიცავს ჰუმანიტარულ ვიზიტებს და პოლიტიკურად დევნილ პირთა შესვლას.  

ლიეტუვამ უკრაინას საარტილერიო ჭურვების პარტია გადასცა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინაში 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების პარტია გაიგზავნა. მანამდე, 3 დეკემბერს ლიეტუვამ უკრაინას კიდევ ორი ​​შეკეთებული PzH2000 ტიპის ჰაუბიცა გადასცა, რომლებიც ლიეტუვამ გერმანიისგან რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაძლევად, დახმარების ფარგლებში მიიღო. ლიეტუვამ უკვე შეაკეთა და უკრაინას გადასცა ექვსი გერმანული ჰაუბიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო გაზრდის

აშშ-ის ელჩმა რობერტ გილჩრისტმა შეატყობინა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, რომ შეერთებული შტატები კიდევ უფრო გააძლიერებს აშშ-ის უწყვეტ და მუდმივ სამხედრო ყოფნას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. შესაბამისი განცხადება საელჩომ გაავრცელა.  „მადრიდში, NATO-ს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაფიქსირო ვალდებულება, გააძლიეროს როტაციული განლაგება ბალტიის რეგიონში. აშშ-ის ორმხრივი ძალისხმევის გარდა, NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონში კრიტიკულ შეკავებას, ტრენინგს და მოკავშირეთა ინტეგრირებას“. „აშშ-ის ეს განლაგებები ამ ვალდებულებას აჩვენებს და ვიდრე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ძალის პოზიციის ადაპტირებას რეგიონში, ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ რეგიონში მუდმივი არსებობა და გავაუმჯობესოთ ტრენინგი ჩვენს ბალტიის მოკავშირეებთან საბრძოლო სანდო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და საბრძოლო საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და ჩვენი თავდაცვისა და შემაკავებელი პოზის გასაუმჯობესებლად“,  - განაცხადა ელჩმა რობერტ გილჩრისტმა. პოლონეთი აშშ-ის სამხედრო ბაზის გაფართოებას გეგმავს „აშშ-ის სამხედრო ყოფნა რჩება რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შემაკავებელი და თავდაცვის კრიტიკულ ნაწილად. ჩვენ მივესალმებით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს აშშ-ის უწყვეტი და მუდმივი სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ლიეტუვაში და მზად ვართ, უზრუნველვყოთ მასპინძელი ერის აუცილებელი მხარდაჭერა“, - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა  

ვილნიუსში მიიღეს დეკლერაცია, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში უკრიანის დაჩქარებულ გაწევრიანებას ემხრობა

ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა ვილნიუსში სამმხრივი ასამბლეის მე-12 სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინასა და NATO-ს ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა, უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „[ასამბლეამ] ხაზი გაუსვა ლიეტუვისა და პოლონეთის შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის ძირითად მნიშვნელობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ისევე როგორც მომავალ მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს 2023 წელს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ხაზგასმულია ქვეყნების მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რათა უზრუნველყონ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში უმოკლეს დროში გაწევრიანება. სამმხრივმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნების მზადყოფნა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა რუსეთმა სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. „ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება.  

ლიეტუვა უკრაინული სამხედროებისთვის წვრთნებს აძლიერებს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები უკრაინული ჯარებისთვის წვრთნების ტემპს ზრდიან. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 2022 წელს ჩატარებული კურსების ფარგლებიშ, ლიეტუვამ დაახლოებით, 500 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა. უკრაინის მდგრადობის გაძლიერების მიზნით, გაიზრდება წვრთნების ტემპი და ლიეტუვის არმია, სავარაუდოდ, დაახლოებით, 1500 ჯარისკაცს მოამზადებს.

ლიეტუვის სასამართლომ, შოიგუს შვილების დედას, ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა გაუუქმა

ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და ელენა კამინსკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი მეგობარი და მისი შვილების დედაა, ლიეტუვაში ბინადრობის უფლება გაუუქმდა.   სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გასაჩივრდეს ლიეტუვის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. როგორც ლიეტუვის საგამოძიებო დეპარტამენტმა ოქტომბერში განაცხადა, კამინსკასი ითვლება შოიგუს უკანონო შვილების დედად და მისი ოთხი შვილიდან სამი ლიეტუვის მოქალაქეა. ელენა კამინსკასს ლიეტუვაში 2017 წლიდან ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში არ განმარტავენ, რატომ ჩამოართვეს კამინსკასს დროებითი ბინადრობის ნებართვა. რამდენიმე თვის წინ წერილობით პასუხში დეპარტამენტმა მიუთითა, რომ სხდომაზე არგუმენტებს ადვოკატები წარმოადგენენ.   

ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მსოფლიოში პირველი იქნება აშშ-ის გარდა, ვინც ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე დრონს შეისყიდის.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ ხელი მოაწერა შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან $495 მილიონად HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შესაძენის შესახებ. კონტრაქტს ლიეტუვის მთავრობასთან, ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი გააფორმებს.  

ლიეტუვა უკრაინას 2023 წელს 40 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 2023 წელს 40 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ლიეტუვამ უკრაინას უკვე გადასცა საბჭოთა წარმოების უამრავი იარაღი, რომელიც აუცილებელი იყო რუსული ძალების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად. „ამჟამად ლიეტუვა აგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას. ქვეყნის სასწავლო ცენტრებში 400-მდე უკრაინელი სამხედრო სპეციალისტი გადამზადდა და ეს სამუშაო გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ მომავალ წელს გავაგრძელოთ უკრაინელი სამხედროების და ინსტრუქტორების წვრთნა ლიეტუვაში“, - აცხადებს მინისტრი.

ლიეტუვამ კამიკაძე-დრონების შესყიდვის შესახებ, აშშ-სთან შეთანხმება გააფორმა

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული Switchblade 600 ტიპის თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გახდა NATO-ს წევრი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც კამიკაძე-დრონები შეუკვეთა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ევროს შეადგენს. ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის „ეს საბრძოლო თვითმფრინავები ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, გაანადგურონ მტრის ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ასეთი შესაძლებლობა აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ Switchblade 600 სისტემას მიიღებს ლიეტუვა. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.   

ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მოსკოვისგან დამოუკიდებლობის დაჩქარება მოითხოვა

ლიეტუვის მართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ, რომელიც ვილნიუსში გამართა, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაგმო და გადაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსგან კიდევ უფრო დიდი დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესი დააჩქაროს. ინფორმაცია ვილნიუსში 27 დეკემბერს ჩატარებული კრების შესახებ, ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. შეხვედრას, სასულიერო პირებთან და მონასტრებთან ერთად, ესწრებოდნენ ლიტვის ყველა მართლმადიდებლური სამრევლოების წარმომადგენლები საერო პირებიდან, განაცხადა ლიტვის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესმდივანმა მარია იაკუბოვსკაიამ. კრების მონაწილეთა განცხადებით, ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპული პოზიციაა, რომ მისი სტატუსი რეალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს. საეპისკოპოსო შედის ლიეტუვის ტრადიციულ რელიგიურ თემებს შორის და დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციაა, თუმცა, კანონიკური კავშირი აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან. კრების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კავშირი არ წარმოადგენს შეფერხებას ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.  

ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა

ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრას გამო დაუწესდა, ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 85 მილიონ ევროს აღემატება. ასეთი მონაცემები ოთხშაბათს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.  2022 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ლიეტუვაში დაბლოკილია 77,883 მილიონი ევრო, სანქციების ქვეშ მოქცეული ცხრა იურიდიული პირისთვის რუსეთის ფედერაციიდან, ასევე 9,457 მილიონი დოლარი, რომელიც ბელორუსიდან ექვს იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს ეკუთვნის.  ლიეტუვის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახური ფულის გათეთრების, ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების, „საგადასახადო თაღლითობისა“ და ციფრული აქტივების გამოყენებით თაღლითობის საქმეებს იკვლევს.  

ნაუსედა მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერის ტემპი გაზარდონ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელონ და მისი ტემპი გაზარდონ, რათა გამარჯვება მოაახლოონ. ამის შესახებ ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, 2023 წელს ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. „ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს აგრესორს. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და უზრუნველყოფს სამხედრო წვრთნას უკრაინელებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მოკავშირის მხარდაჭერის ტემპის გაზრდას. გამარჯვება ახლოსაა“, - წერს ნაუსედა.

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჯეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანის სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას. „სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან. მადლობელი ვარ ანდჯეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

ლიეტუვის პარლამენტმა ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა

ლიეტუვის პარლამენტმა თავისუფლების დამცველთა დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა. ზელენსკი დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად ესწრებოდა. მან სიტყვით მიმართა პარლამენტარებს, ხოლო ჯილდო მისი სახელით ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრ ბეშტამ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიაზე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ზელენსკის ლიდრობამ შთააგონა უკრაინელებს, ისე როგორც დასავლეთის ლიდერებს, რომ მეტი გაეკეთონ ომის დასასრულებლად.   

ზელენსკი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვერცერთი აგრესორი ვეღარ იოცნებებს ჩვენი თავისუფლების შელახვაზე

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არცერთ აგრესორს არ ექნება საშუალება, იოცნებოს, შელახოს ჩვენი თავისუფლება“, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის სემისადმი მიმართვისას განაცხადა. „ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ამიტომ ჩვენი გამარჯვება ახლა ცალსახა უნდა იყოს. აგრესორი უნდა დავამარცხოთ უკრაინის მიწაზე, იქ სადაც ის მოვიდა. ისე, რომ შემდგომში სხვა ევროპული ქვეყნების მიწებზე ბრძოლა არ გახდეს საჭირო. ახლა კი, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს დრო ადაპტაციისთვის, შესვენებისთვის, რომ საკუთარი ძალები აღიდგინოს. ეს წელი გადამწყვეტია.ახლა ჩვენ კიდევ უფრო დიდი მობილიზაცია გვჭირდება - მთელ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბოლო მოეღოს სრულმასშტაბიან აგრესიასა და ტოტალურ ტერორს. მებრძოლი სამყაროს ენერგია არ უნდა შემცირდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ახალი გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ მეომრებს შესაძლებლობას მისცემს, განდევნონ რუსული არმია ჩვენი მიწიდან. ეს ეხება, პირველ რიგში, თანამედროვე ტანკებს და ეფექტიან არტილერიას. ჩვენ გვჭირდება სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეინარჩუნებენ მუდმივ და დაუძლეველ ზეწოლას აგრესორ სახელმწიფოსა და ყველა ეკონომიკურ აქტორზე, რომელიც აგრესიის გაგრძელებას უზრუნველყოფს. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ! ვიცი რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენმტა.  

ზელენსკი ლიეტუვის სეიმს: იმპერიაზე საბოლოო გამარჯვებისკენ მივდივართ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის სეიმის საზეიმო სხდომაზე, რომელიც თავისუფლების დამცველთა დღესთან და თავისუფლების პრემიის მინიჭების ცერემონიალთან დაკავშირებით გაიმართა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიეტუვა არის და კვლავაც იქნება თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი დამცველი. თქვენი ხალხი არ იცავდა მხოლოდ ტელეცენტრის, პარლამენტის და სხვა დაწესებულების შენობებს. „თქვენ დაიცვათ თქვენი ისტორიული არჩევანი. ახლა ჩვენც გამარჯვებისკენ მივდივართ, იმპერიაზე საბოლოო გამარჯვებისკენ. რუსეთი ვეღარაფერს უკარნახებს ევროპის ხალხებს, როცა ამ ომს აგრესორის ცალსახა დამარცხებით დავასრულებთ. ჩვენი ქალაქების ხელყოფის გარდა, ისინი ევროპის სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ქალაქების განადგურებასაც ისახავდნენ მიზნად. კიევზე თავდასხმისას ისინი ვილნიუსზე რიგაზე, ვარშავაზე, პრაღასა და კიშინიოვზე შეტევაზე ოცნებობდნენ. მათ სურდათ ჩვენი თავისუფლების დაცემა, თუმცა ისინი დაეცემიან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.    

ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid

ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, განაცხადა კომპანია AB Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბიკნიუსმა. პარასკევს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად, ცეცხლი ცაში, 50 მეტრამდე გავრცელდა. დაშავებულები არ არიან, მაგრამ პრევენციის მიზნით, ახლომდებარე სოფელ ვალაკელიაიდან 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი შუაღამისას ჩაქრა და მოსახლეობა შაბათს დაბრუნდა სახლებში, რადგან დაზიანებული მილსადენის შეკეთება დაიწყო. მილსადენი გაზს კლაიპედის პორტიდან, მეზობელ ლატვიას აწვდის. მიმდებარე მილსადენი არ დაზიანებულა და აგრძელებდა აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას, განაცხადა AB Amber Grid-მა. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. ლიეტვამ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ, რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში მთლიანად შეწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყანა რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს გაზის იმპორტს ათი წლის წინ აშენებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მეშვეობით. კლაიპედის ტერმინალი ლიეტუვის ბუნებრივი აირის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს და მეზობელ ქვეყნებში მიწოდების საშუალებას იძლევა.

რა დეტალები ვრცელდება ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება 13 იანვარს მოხდა. თავდასხმის შესახენ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, განაცხადა ლიეტუვურმა ოპერატორმა Amber Grid-მა. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ Twitter-ზე დაწერა, რომ ინციდენტის მიზეზებს გამოიძიებენ, თუმცა აღნიშნა, რომ დივერსია არ არის გამორიცხული. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აჩვენებს, რომ ხანძარი აფეთქების ადგილზე, ჩრდილოეთ ლიეტუვაში მძვინვარებდა. მილსადენის ქსელის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid „პირველადი შეფასებით, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ზიანის განზრახ მიყენების მიზეზს, მაგრამ გამოძიება ყველა შესაძლო ვარიანტს მოიცავს“, - განაცხადა Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე. გაზის მიწოდება შეწყდა, მაგრამ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა ორი პარალელური მილსადენიდან ერთ-ერთი, რომელიც გაზის მიწოდებას ლიეტუვიდან ლატვიაში უზრუნველყოფდა და რომ Amber-ი აპირებს მიწოდების აღდგენას უმოქმედო მილსადენის გამოყენებით. მილსადენს ლიეტუვის გაზის ეროვნული კომპანია Amber Grid, გაზის გადასატანად ქვეყნის ჩრდილოეთში და მეზობელ ლატვიაში მიწოდებისთვის იყენებს. რეგიონის მომხმარებლებს გაზი ალტერნატიული მილსადენით მიეწოდებათ. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. მომზადებულია BBC-ის და Euronews-ის მიხედვით

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და პასუხისმგებლობის დროც დადგება. ამით ნაუსედა რუსეთის ძალების მიერ დნიპროზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე - როგორც დღეს დნიპროში - არასოდეს აპატიებენ და დაივიწყებენ. პასუხისმგებლობის დრო მოვა“, - წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე. 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.  

ლანდსბერგისი: ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ერთადერთი გზა არის დასავლელი მოკავშირეების მიერ მეტი იარაღის გაგზავნა რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ორშაბათს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „დასავლეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია ომის დასრულებაზე და არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი უფრო შესაფერისი იყოს ამ სიტუაციაში, რასაც მე სრულიად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, უკრაინელებისთვის საჭირო იარაღის გაგზავნა ზოგიერთი ქვეყნისთვის მთავარი დაბრკოლებაა“. კითხვას, უნდა გააკეთონ თუ არა გერმანელებმა მეტი უკრაინისთვის, ლანდსბერგისმა დადებითად უპასუხა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ შეიძინა გერმანული წარმოების ტანკები. შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნიან. 16 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გამოაცხადა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების პაკეტი რუსეთთან ომში მისი წარმატების დასაჩქარებლად.  

ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

ლიეტუვის უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი ათეულობით L-70 საზენიტო იარაღს, ორ Mi-8 ტიპის ვერტმფრენს და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა 19 იანვარს განაცხადა. ანუშაუსკასის თქმით, პაკეტის ჯამური ღირებულება 125 მილიონ ევროს შეადგენს. ლიეტუვა იყო ერთ-ერთი იმ ცხრა ევროპულ ქვეყანას შორის, რომელმაც ხელი მოაწერა ტალინის დაპირებას, რომლითაც ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, გააძლიერონ უკრაინა შეტევითი პოტენციალი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული უკრაინის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად.  

ლიეტუვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის €5 მილიონს აგროვებს

ლიეტუვაში, უკრაინის მხარდასაჭერად ოთხი ინიციატივის კოალიცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის €5 მილიონს აგროვებს.  ამის შესახებ შეკრების კოორდინატორმა ანდრიუს ტაპინასმა თავის Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, საუბარია ისრაელის წარმოების თანამედროვე რადარებზე და ლიეტუვაში ამისთვის 5 მილიონი ევროს შეგროვებას ელიან.  

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ რეგიონის ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი. დოკუმენტს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მოაწერეს ხელი. „ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების დიდ მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში. ტექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ქვეყნებს პოტენციური საფრთხეებისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ და, შესაბამისად, მოწადინებულნი არიან, გააძლიერონ უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყნების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.  

ლიეტუველებმა უკრაინისთვის საჰაერო სარადარო სისტემების შესაძენად, ერთ საათში ერთი მილიონი ევრო შეაგროვეს

ლიეტუველებმა შემოწირულობდნენ ერთ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში უკრაინისთვის მრავალფუნქციური ტაქტიკური რადარების შესაძენად, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კამპანია 30 იანვარს დაიწყო და მას შემდეგ 5 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა უკრაინის ტაქტიკური რადარებით მომარაგებისთვის. ვარაუდობენ, რომ შემოწირულობების მთლიანი რაოდენობა გაორმაგდება 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის.  

ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან, შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობები განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ევროკავშირთან. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღის წესრიგში დადგა ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და მოთხოვნა გაიზარდა ტვირთების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარებით და მარშრუტის სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების ჩამონათვალში, ქართულმა მხარემ დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მათ შორის, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე კარგო მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და ვილნიუსს შორის დამატებით სტიმულს მისცემს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნების ინტერნეტიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) განვითარების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგებს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოიცავს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ევროპა - აზიის დამაკავშირებელი მაგისტრალის, და მეორე მხრივ, საქართველოში რეგიონული დატა - ცენტრების განვითარებას.  

რეზნიკოვი: ისრაელმა პირობა დადო, რომ უკრაინას სარაკეტო სისტემას მიაწვდის

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 5 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სარაკეტო მიწოდებას დაჰპირდა. ოფიციალურმა პირმა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ს განუცხადა, რომ ისრაელი განიხილავს უკრაინისთვის რკინის გუმბათის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდების შესაძლებლობას. თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელის გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" და უკრაინის დასახმარებლად წვლილი „ალბათ, სხვა სფეროებში იქნება შეტანილი". მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ისრაელმა უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უარი თქვა იარაღის მიწოდებაზე.    

ლიეტუვიდან უკრაინაში საზენიტო იარაღის პირველი პარტია ჩავიდა

ლიეტუვური საზენიტო იარაღის პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა. თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ L-70 ტიპის საზენიტო იარაღისა და საბრძოლო მასალის პირველი პარტია უკვე ჩავიდა უკრაინაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.    

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვარზე სარეგისტრაციო ცენტრი დახურა

ქალაქ კიბარტაიში, რომელიც ლიეტუვაში, რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან მდებარეობს, უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა.  ამ ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2021 წლის 20 სექტემბერს, მიგრანტთა კრიზისის დროს. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალური პირების თქმით, ლიეტუვა, ბელორუსის რეჟიმის ჰიბრიდული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც მიგრანტები აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან მასობრივად გადაჰყავდათ მეზობელი ქვეყნიდან ლიეტუვაში, არაავტორიზებულ ადგილებში. როგორც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიეცათ, ამ ცენტრში განთავსებულმა მიგრანტთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო სამსახურის ცნობით, სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორია შეიძლება ხელახლა გამოიყენონ უცხოელთა დასაბინავებლად.  

ბალტიის ქვეყნების მინისტრების თქმით, საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება

ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 8 მარტს განთავსდა. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, - თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ელჩი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, - განაცხადა რინკევიჩსმა. კანონი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან, - ასეთი განცხადება კი საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. „თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული. ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - წერს კელჩი ალინდრა.  

ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

ლიეტუვის სეიმმა 14 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულს ჯგუს, „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს. უკრაინული მედიის ცნობით, Baltic News Service-ი იტყობინება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვაგნერი არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვის სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებას. რეზოლუციას მხარი პარლამენტის 117-მა წევრმა დაუჭირა. „2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები და კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებულები აქტიურად მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. აგრესორის მიერ ჩადენილი იყო მძიმე სისტემური დანაშაული - უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და წამება, საცხოვრებელი შენობების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, რაც ტერორიზმს უტოლდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.  

სალომე ზურაბიშვილი: მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე გააზიარა ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას პოსტი. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად განვიხილე საქართველოში მიმდინარე მოვლენები. დავუდასტურე ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობებში. ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ნაუსედამ.  

ლიეტუვა აპირებს, შეაჩეროს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღება რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისგან

ლიეტუვის სეიმმა, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების პაკეტი მიიღო. დოკუმენტის მიღებას მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ წასულა, 9-მ თავი შეიკავა. ლიეტუვა აჩერებს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღებას რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისგან. კანონპროექტმა მეორე მოსმენა უნდა გაიაროს. სხვა ზომებს შორის არის ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენის დროებითი აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა. გარდა ამისა, ქვეყანა აჩერებს ვიზების, მათ შორის ეროვნული ვიზების, განაცხადების მიღებას ლიეტუვის სავიზო სამსახურებში საზღვარგარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტები წარდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, ასევე, ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში. (გარდა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისა, რომლებსაც აქვთ მოქმედი შენგენის ან ეროვნული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში/ევროკავშირში). ინიციატივის ავტორებმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ და სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადეს, რომ ეს შემზღუდავი ზომა ითვალისწინებს არა ლიეტუვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის გაუქმებას, არამედ, განაცხადების მიღებისა და მოქალაქეობაზე გადაწყვეტილების მხოლოდ დროებით შეჩერებას“.    

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 3 აპრილს, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. „საქართველოს პრეზიდენტის ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვას ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებთ გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ უკრაინულ ცენტრს ეწვევიან და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან“, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.  

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას ეწვია. დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.  საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 3 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.  დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან. ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, სალომე შაფაქიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას. ვიზიტი ასევე დროულია, ევროინტეგრაციულ კონტექსტშიც. „წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ, NATO-ს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში, მიმდინარე წლის 11-12 მაისს გაიმართება", - აღნიშნა ელჩმა. საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.  

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას, გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. მისი შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული მისწრაფებები. გიტანას ნაუსედას თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და საზოგადოების მედეგობას აძლიერებს.  „ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ისევ აგრძელებს სასტიკ ომს, რაც სიტუაციის დესტაბილიზირებას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე კავკასიაში. უკრაინისადმი, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და მუდმივ მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა - გიტანას ნაუსედა

სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან.  

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე. "საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საჭიროა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა

ლიტვის პარლამენტმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუკრძალოს რუსეთის მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების შეძენა ბალტიისპირეთში და ეს ხდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის გათვალისწინებით. Reuters-ის ცნობით, აკრძალვა, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლამდე, არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ. პროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა სრულ აკრძალვას, როგორც რუსებისთვის, ასევე ბელორუსის მოქალაქეებისთვის. პარლამენტმა ასევე შეაჩერა ახალი ვიზების გაცემა რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებისთვის.  ამ ორი ქვეყნის ბევრი მოქალაქე, რომლებსაც აქვთ სხვა სამგზავრო დოკუმენტები, როგორიცაა ადრე გაცემული ვიზები, დაექვემდებარება „ინდივიდუალურ გაფართოებულ შემოწმებას“ საზღვარზე, რათა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ისინი საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს და არ იღებენ ზომებს რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას“, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენმა პარლამენტს მარტში კანონპროექტის წარდგენისას. ასევე გადაწყდა, რომ არ დაწესებულიყო სრული აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ლიეტუვის მოქალაქეობის მინიჭებაზე. ის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვინც აკმაყოფილებს ნატურალიზაციის კანონის მოთხოვნებს, ანუ, კერძოდ, ცხოვრობს ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან აქვს ლიეტუვური ფესვები.  

ლიეტუვის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიწვევას NATO-ში გასაწევრიანებლად ვილნიუსის სამიტზე

ლიეტუვის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობას. რეზოლუცია ერთხმად მიიღეს პალატაში დამსწრე 129 დეპუტატის ხმით, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. რეზოლუციაში ასახულია ლიეტუვის ხუთი მიზანი NATO სახელმწიფო მეთაურების მომავალი სამიტის მასპინძლობისას, რომელიც 11-12 ივლისს, დედაქალაქ ვილნიუსშია დაგეგმილი. რეზოლუცია მოუწოდებს ლიეტვას „სრულიად მხარი დაუჭიროს უკრაინას პრაქტიკული ზომებით, მათ შორის NATO-ს პოლიტიკური მხარდაჭერით, იმის აღიარებით, რომ აუცილებელია ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე, უკრაინის წევრად მიწვევა.  

საელჩო: ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის როლი

საქართველოში ლიეტუვის საელჩო ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს. საელჩო Facebook გვერდზე წერს, რომ ქართველებს კარგად ესმით ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. „საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გილოცავთ ქართული ენის დღეს (დედაენის დღეს). ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, წარმოადგენენ რა მცირერიცხოვან ერს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. მოქალაქეების მონდომებასა და ყოველდღიურ ქმედებებს, მათ შორის, საკუთარი მშობლიური ენის გამოყენებისა და პატივისცემის კუთხით, ენის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – წერს საელჩო.  

ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. 2024 წლის მაისამდე ლიეტუვაში რუსებისა და ბელორუსების მიერ ვიზების მიღების შესაძლებლობასა და უკრაინული გრივნას შეტანასა და გატანაზე შეზღუდვები იმოქმედებს. ამასთან, რუსებს დროებით ჩამოერთმევათ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ხოლო დროებით საცხოვრებელ უფლებაზე მათი განცხადებები გარკვეული დროის განმავლობაში არ იქნება მიღებული. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სეიმის წევრების 77 ხმა იყო საკმარისი. დოკუმენტს 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ინიციატივით, ლიეტუვას რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ თანაბარი შეზღუდვები უნდა მიეღო. კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობდნენ, რომ ბელორუსების წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი შეზღუდვები არ უნდა იყოს, როგორც რუსების წინააღმდეგ. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა  

ისტორიაში პირველად, ლიეტუვის ელექტრო ქსელი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სისტემიდან გაითიშება

ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს იმუშავებს. ამის შესახებ ლიტვის ელექტრო ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა განაცხადა. შაბათს 11:00-დან 21:00 საათამდე ქსელი პირველად გაითიშება რუსეთის მიერ კონტროლირებადი IPS/UES სისტემიდან (IPS/UPS) და იმუშავებს ავტონომიურად. ელექტროენერგიას ამ პერიოდში ლიეტუვა შიდა წყაროებითა და შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტის შედეგად მიიღებს.  ტესტირება შეთანხმებულია ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის ელექტრო ქსელის ოპერატორებთან. ლიეტუვა გეგმავს თავისი ელექტრო ქსელის გათიშვას რუსეთისგან, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნის შესაძლებლობა შეაფასოს და გაწყვიტოს ბოლო დარჩენილი ენერგეტიკული კავშირი მოსკოვთან. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული.  „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.

პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა

ლიეტუვამ რუსეთის ელექტრო ქსელიდან გათიშვა წარმატებით გამოსცადა ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს ჩაირთო. შაბათს 11:00-დან 21:00 საათამდე ქსელი პირველად გაითიშა რუსეთის მიერ კონტროლირებადი IPS/UES სისტემიდან (IPS/UPS) და ავტონომიურად იმუშავა. ამის შესახებ ლიეტუვის ელექტრო ქსელის ოპერატორის Litgrid-ის ინფორმაციაშია ნათქვამი. ელექტროენერგიას ამ პერიოდში ლიეტუვა შიდა წყაროებითა და შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტის შედეგად მიიღო. ტესტირება შეთანხმებული იყო ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის ელექტრო ქსელის ოპერატორებთან. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული.  „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.

ლანდსბერგისი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა  ევროკავშირის საგარო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მის მიმართ ბევრი შეკითხვა იქნება. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, ჩვენ ერთგული ვრჩებით, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა გაათამაშონ," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

ლიეტუვაში დესოვეტიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდა

პირველ მაისს ლიეტუვაში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციას ეხება. „ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმებისა და მათი იდეოლოგიების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი აყალიბებს საჯარო სივრციდან იმ ძეგლების, მემორიალური ობიექტებისა და ქუჩების სახელების გაუქმების პროცედურას, რომლების შესახებაც ჩაითვლება, რომ ისინი პროპაგანდას უწევენ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, ასევე, მათ იდეოლოგიას. ლიეტუვის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო ობიექტების პროპაგანდად აღიარებას ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის შესწავლის ცენტრი, ასევე, მუნიციპალური დაწესებულებები გაუწევენ მონიტორინგს. თავად საეიმი ასევე შექმნის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ხსენებულ საკითხზე იმუშავებს. „კანონით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არამხოლოდ მოვაშოროთ კვალი, არამედ, განვიხილოთ რეჟიმი და მისი დანაშაულები, უფრო მკაფიოდ განვსაზღვროთ კავშირი კომუნისტურ წარსულთან, ადგილი არ იქნება რეჟიმის რომანტიზებისთვის, კომუნიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი აღქმულ იქნება როგორც ბოროტება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რეჟიმების გადალახვა“, - განაცხადა სეიმის დეპუტატმა პაულე კუზმიცკენემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა.  ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო  

შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან

ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი. ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანი საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფაა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე 2017 წლიდან მუშაობს. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ლიეტუვის საგარეო უწყება: ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს

ლიეტივის საგარეო უწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაში აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვის საგარეო უწყების ტექსტის მილოცვის ნაწილი ქართულ ენაზეა დაწერილი: კერძოდ: ლიეტუვა ულოცავს ქართველ ხალხს! „გულითადად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს", - წერია ლიეტუვის საგარეო უწყების მილოცვაში, რომელსაც შესაბამის ფოტოს ურთავს. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

საქართველოსა და ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, გიორგი ბაღდავაძე ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, ზივილი პოჟელინეს და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსს, სანდრა სმულაიტეს შეხვდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოში იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული რეფორმები. „ლიეტუველი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამართლის დიგიტალიზაციის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესმა, რომელიც მათ სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ გააცნო. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის გაცნობა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურში. საუბარი შეეხო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ განხორციელებულ პროექტებსაც. ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების შრომის ანაზღაურების წესი, რომელიც ლიეტუევლმა კოლეგებმა წარმოადგინეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვა საკითხებს შორის ითვალისწინებს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის რეფორმების დარგში ინფორმაციის მიმოცვლას და შემდგომ თანამშრომლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა - ნაუსედა

ალბათ, ლიეტუვა არის „აღმოსავლური პარტნიორობის“ ყველაზე ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, -  შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი „მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა და არა ისე, როგორც ნატო-ს კარი უკრაინისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ღია იყოს ვილნიუსშიც, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მკაფიო მესიჯი უნდა გავაგზავნოთ ამ კარის გახსნისა და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, რადგან ახლა უკრაინაც ამას გვეკითხება, რომ თუ კარი ღიაა, სად არის ეს კარი“, – განაცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ნაუსედა: ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, რუსეთისგან სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ

ლიეტუვა იმედოვნებს, რომ  მომავალი წლის დასაწყისში, თავს დააღწევს პოსტსაბჭოთა ელექტროსისტემას (BRELL). ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის დასაწყისში ლიეტუვასთან და ესტონეთთან ერთად გავთიშავთ რუსულ ქსელს", - განაცხადა ლიეტუვის ლიდერმა. ბალტიისპირეთის ქვეყნები ახორციელებენ პროექტს პოლონეთის გავლით ევროპასთან ელექტროგადამცემი ქსელების სინქრონიზაციისთვის, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2025 წელს. ვილნიუსს მიაჩნია, რომ რეგიონში დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე არსებული რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია პროცესის დაჩქარება და სინქრონიზაციის დასრულება 2024 წელს. ევროპასთან დაკავშირების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთდროულად გაითიშებიან BRELL-დან. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის ელექტრო ქსელი დამოუკიდებლად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს ჩაირთო. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა  

ლიეტუვა უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად 20 მლნ ევროს გამოყოფს

ლიეტუვა სახელმწიფოს სახელით ნასესხები სახსრებიდან უკრაინისა და მოლდოვას დასახმარებლად  20 მილიონ ევროს გამოყოფს.  "თანხებიდან 10 მლნ  უკრაინისა და მოლდოვას აღდგენას მოხმარდება.  კიდევ 10 მლნ კი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ანტიკრიზისული ღონისძიებების სპეციალურ პროგრამაში გადაირიცხება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამ დროისთვის ლიეტუვამ უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით 950 მლნ ევროზე მეტი გამოუყო. ქვეყანა უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაგზავნის, ხერსონის რეგიონში, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო.  

ლიეტუვა რუსეთისა და ბელორუსის გავლით საქონლის ტრანსპორტირების წესებს ამკაცრებს

ტვირთის გამგზავნები, რომლებიც ლიეტუვიდან ზოგიერთ საქონელს ტრანზიტულად ატარებენ რუსეთის ან ბელორუსის გავლით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან ვალდებულნი იქნებიან, მწარმოებლის დეკლარაცია წარადგინონ. ამის შესახებ ქვეყნის საბაჟო სამსახური იუწყება. საუბარია ორმაგი დანიშნულების საქონლის რამდენიმე ათეულ სახეობაზე, რომლის გამოყენება სამხედრო მიზნით ან რუსული მრეწველობის სიმძლავრეების გაზრდისთვის არის შესაძლებელი. დეკლარაციაში მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ იცნობს საქონლის გამყიდველს და მესამე ქვეყანაში მის მყიდველს, რომ მესამე ქვეყანაში არ მოხდება ამ საქონლის გადაყიდვა. მწარმოებელმა ასევე უნდა დაადასტუროს, ინ არის საბოლოო მყიდველი. ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ დროებით - ერთი წლით, ქვეყნის ტერიტორიის გავლით და ქვეყნის ტერიტორიიდან აიკრძალოს იმ ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაზიდვა, რომელიც, შესაძლოა, გამოიყენებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩამონათვალში 65 სასაქონლო კოდით არსებული საქონელია, მაგრამ ეს შეიძლება, შეიცვალოს. ლიეტუვის ბანკის (ცენტრალური ბანკის) გაანგარიშებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობა რუსეთის ფედერაციაში 4%-ით შემცირდა, თუმცა სამაგიეროდ, 4,2%-ით გაიზარდა ექსპორტი სხვა დსთ-ს ქვეყნებში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ რეექსპორტით რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის შენიღბვა ხდება.  

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც დრონების საწინააღმდეგო საშუალებებსაც მოიცავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. ესტონეთი ირლანდიასთან თანამშრომლობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ჰოსპიტალს გადასცემს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა, რათა შევაჩეროთ რუსული აგრესია“, - წერია განცხადებაში. ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულების პაკეტზეა საუბარი. ესტონეთის მთავრობამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პრინციპები დაამტკიცა. ამრიგად, ესტონეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ასეთი სამართლებრივი გზა შეიმუშავა.  

პრიგოჟინი თუ ბელორუსში აღმოჩნდება, ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ თუ დადასტურდება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელორუსშია, NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგი უნდა გაძლიერდეს. ნაუსედამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელორუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

სტოლტენბერგი ჩავიდა ქალაქ პაბრადეში, სადაც გერმანელი და ლიეტუველი ჯარისკაცები წვრთნებს გადიან

ლიეტუვაში ვიზიტისას, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქალაქ პაბრადეში შეხვდა გერმანელ და ლიეტუველ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში (Griffin Storm) ერთობლივ წვრთნებს მართავენ. სტოლტენბერგს პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი შეუერთდნენ. ინფორმაციას NATO ავრცელებს. სტოლტებერგის თქმით, „ეს წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს: NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრი“. „ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ასევე მაქვს კონტაქტი შვედეთისა და ფინეთის მთავრობასთან. და ჩვენ შევთანხმდით სამიტამდე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრის გამართვაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, დაზვერვის ხელმძღვანელები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. მისი მიზანია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

მედია: ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს

ესპანეთი NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას ლიეტუვაში, NATO-ს სამიტის დროს გაგზავნის, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ესპანური გაზეთი ABC იტყობინება. გამოცემის ცნობით, ამ გზით მადრიდი ვილნიუსთან, სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებს.  NASAMS, რომელიც ლატვიაში 2022 წლის ივნისიდან არის განლაგებული, ლიეტუვაში გაიგზავნება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 2022 წელს მადრიდში NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ჩავიდეს. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.  

გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში იმყოფება, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დააკვირდეს. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და  300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.  

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.   მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

ლიეტუვა ზღუდავს ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტს, რომელიც შესაძლოა, რუსეთსა და ბელორუსში აღწევდეს

ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტის დროებითი აკრძალვა, რომელმაც შესაძლოა, რუსეთს ან ბელორუსს მიაღწიოს და რომელიც შესაძლოა, გამოიყენებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, იტყობინება Baltic News Agency (BNS). BNS წერს, რომ ეს ნაბიჯი ინიცირებული იყო ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ და მოიცავს 57 ტიპის საქონელს, ძირითადად მიკროელექტრონიკას და ნახევარგამტარულ კომპონენტებს. „ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ეს საქონელი, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადადის, შეიძლება, გამოყენებულ იყოს უკრაინის ბრძოლის ველზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორია ამისთვის გამოიყენონ და სწორედ ამიტომ ვაწესებთ მსგავს შეზღუდვებს. - ციტირებს BNS ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი მიზნად ისახავს მოსკოვის შესაძლებლობის შეზღუდვას, შეიძინოს ორმაგი დანიშნულების საქონელი, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს სამხედრო წარმოებისთვის მესამე ქვეყნების მეშვეობით. უკრაინის ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ პარტნიორებთან ჩიოდნენ, რომ რუსეთი წარმატებით არღვევს სანქციებს და სხვა ქვეყნების მეშვეობით შემოაქვს უცხოური წარმოების კომპონენტები მოწინავე იარაღის შესაქმნელად, როგორიცაა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.  

ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის ჩვენი ყველას უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - NATO რაც შეიძლება ძლიერი გავხადოთ ევროპის ჩვენს ნაწილში. და ძალიან მალე - უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ორივე ევროპელმა ლიდერმა ასევე დაარწმუნა ზელენსკი, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს. ნაუსედა იმედოვნებს, რომ კიევი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკვე 2023 წელს დაიწყებს. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.  

ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში ბელორუსის 800 და რუსეთის 150 მოქალაქე არ შეუშვა

ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში არ დაუშვა ბელორუსის 800 და რუსეთის 150 მოქალაქე. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეველინა გუძინსკაიტემ განაცხადა. 2023 წლის დასაწყისიდან ლიეტუვამ ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაგრძელებაზე 347 რუსსა და ბელორუსს უთხრა უარი. 2022 წლის განმავლობაში უარი ეთქვა მხოლოდ 163 ადამიანს. ლიეტუვაში შესვლის ნებართვა არ მიეცათ მათ, ვინც შეიძლება, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. „ქვეყანაში ბელორუსებისა და რუსების ყველაზე დიდი ნაკადის შესვლა მოხდა გასული წლის დეკემბრამდე პერიოდში, როდესაც არ იყო მკაცრი შემოწმება", - აღნიშნა გუძინსკაიტემ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯამში, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა და ვიზები გაიცა რუსეთის 8 ათას მოქალაქეზე. "ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს რიცხვი დაახლოებით 60 ათასია", - განაცხადა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბელორუსი დარჩენილიყო ქვეყანაში, ისინი შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ.  

ილია დარჩიაშვილი, NATO-ს სამიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ვილნიუსის NATO-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას. „აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს. NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება  

ნაუსედას თქმით, NATO-მ რუსეთის საზღვარზე მუდმივი ბაზები უნდა შექმნას

NATO-მ უნდა დაარსოს მუდმივი სამხედრო ბაზები რუსეთის საზღვართან, უარი თქვას 1997 წლიდან დადებულ პირობაზე, განაცხადა The Times-თან ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 11 ივლისს. ნაუსედას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას ადრე აღებულ შეზღუდვებზე და რუსეთის საზღვართან მუდმივი სამხედრო ბაზების ორგანიზება მოახდინოს. მისივე თქმით, რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმად, ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს. „რადგან რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ეს აქტი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ. ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ჩვენ კვლავინდებურად სტრატეგიული ამბივალენტობის რუხ ზონაში დავრჩებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელ აქტს ხელი 1997 წელს მოეწერა. ნაუსედა: ბალტიის რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს  

ლიეტუვა რუსებს, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბინადრობის უფლებას ართმევს

ლიეტუვამ ქვეყნის შიგნით მცხოვრებ 100-ზე მეტ რუსს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა, რადგან ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია. Euronews-თან გაზიარებულ მონაცემებში, ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2022 წელს 38 რუსს ჩამოართვეს მუდმივი საცხოვრებლის უფლება, დამატებით 97-ს  - ამ წელს. სულ  კი - 135-ს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მიუხედავად მზარდი შეზღუდვებისა, მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მსურველი რუსების რიცხვი გაორმაგდა 2021-2022 წლებში და თითქმის 4000-ს მიაღწია. ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (VSD) გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გააძევა რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვოდო, რომელიც თავს „ჟურნალისტად“ მოიხსენიებდა.  „მას ჰქონდა „არალოიალური შეხედულებები ლიეტუვის მიმართ, ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდას სოციალურ მედიაში და ჰქონდა კონტაქტები რუსულ და ბელორუსულ სადაზვერვო სამსახურებთან“, - აცხადებს ლიეტუვის უწყება.  ვოდო საკუთარ თავს LinkedIn-ზე, თავისუფალ ჟურნალისტს უწოდებს, რომელიც რამდენიმე რუსულ საშუალებებში მუშაობდა, თუმცა Euronews-ი წერს, რომ არ შეუძლია ამ ანგარიშის ავთენტურობის გადამოწმება. მედიის თანახმად, მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში, ბალტიის პატარა სახელმწიფოში უსაფრთხოების შეშფოთება გაამძაფრა. რუსეთის ანკლავის კალინინგრადის მოსაზღვრე კიევის მტკიცე მოკავშირე ოდესღაც სსრკ-ს ნაწილი იყო და ახლა უფრთხის რევიზიონისტულ რუსეთს.  

ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონი ევროა

ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (VGT) სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ლეიტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა წარადგინა, ითვალისწინებს არამხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, არამედ დახმარების ახალი და უკვე შეძენილი დახმარების გადაცემასაც. ასევე გათვალისწინებულია ლიეტუვაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება-რეაბილიტაცია. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განმარტავენ, რომ უკრაინის არმიის 2024-2026 წლების მხარდაჭერის გეგმაში გათვალისწინებულია დაახლოებით 200 მილიონი ევროს ბიუჯეტი. მხარდაჭერის ძირითადი სფეროები მოიცავს ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობების შეძენას, სამხედრო წვრთნას, ფინანსურ შენატანებს, სამხედრო ტექნიკის შეკეთებას ლიეტუვაში და პერსონალის მომზადებას. ივნისის ბოლოს ლიეტუვამ უკრაინას NASAMS-ის ტიპის ორი სისტემა, M113-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო მასალა გაუგზავნა, რის შემდეგაც ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის გაღებული სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ 0,5 მილიარდ ევროს მიაღწია.

ლიეტუვა ბელორუსისა და რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აცხადებს

ლიეტუვამ ქვეყანაში მცხოვრები რუსეთისა და ბელორუსის ათასზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა და განაცხადა, რომ მათ მუდმივი ბინადრობის ნებართვას ართმევს. კერძოდ, ლიეტუვის შეფასებით, ქვეყანაში მცხოვრები ბელორუსის და რუსეთის 1,164 მოქალაქე საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მიგრაციის დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება  ეფუძნებოდა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასებას. უწყების თქმით, მათგან 910 ბელორუსის, ხოლო 254  - რუსეთის მოქალაქეა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ რუსებს და ბელორუსებს სთხოვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ყირიმის სტატუსის შესახებ კითხვარს უპასუხონ.  ბალტიისპირეთის ქვეყანა ლიეტუვამ თავისი დამოუკიდებლობა 30 წელზე მეტი ხნის წინ გამოაცხადა. ლიეტუვა ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. ეს ქვეყანა  რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კიევის ძლიერი მხარდამჭერია.  

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო. ახალ პაკეტში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ისთვის გამშვები დანადგარები, ანტიდრონული სისტემები და სხვა მოწყობილობა შევა. „7 თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკვე გადასცა უკრაინას Ми-8 ტიპის ვერტმფრენები, L-70-ის ტიპის საზენიტო ზარბაზნები, საბრძოლო მასალით, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, მილიონობით ვაზნა და საბრძოლო მასალა ნაღმმტყორცნებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ლიეტუვა აქტიურად მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების მკურნალობასა და რეაბილიტაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

ლიეტუვაში რუსეთისა და ბელორუსის გაყინული აქტივების ჯამურმა რაოდენობამ €103 მილიონს მიაღწია

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის (FNTT) ცნობით, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო, ქვეყანაში გაყინული აქტივების მთლიანმა რაოდენობამ 103 მილიონ ევროს მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული კომპანიების ანგარიშებზე გაყინული თანხების ჯამური მოცულობა 69,51 მილიონ ევროსა და 810 000 დოლარს აღემატება. გაყინულია ბელორუსის კომპანიებისა და ასევე, ფიზიკური პირების ანგარიშები - საერთო ჯამში - 23,71 მილიონი ევრო და 7,68 მილიონი აშშ დოლარი. 2022 წლის ბოლოსთვის FNTT-მ 77,9 მილიონი ევროს რუსული აქტივები და 9,5 მილიონი დოლარის ბელორუსული აქტივები გაყინა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს და კიევს ეხმარება სამხედრო აღჭურვილობითა და სხვა ტექნიკით.

ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა

დღეს, 9 აგვისტოს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადაეცა ნოტა, რომელშიც გამოხატული იყო მწვავე პროტესტი რუსეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დიპლომატებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ, მოსკოვში დიპლომატიური მისიის კულტურულ ცენტრში შეზღუდა შესვლა. შეხვედრის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენცია ადგენს, რომ მისიების მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყენებული შენობები ხელშეუხებელია. მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ხსენებულ შენობებში ვერ შედიან მისიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაში რუსეთს ელჩი არ ჰყავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირება გადაწყვიტა და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება გასული წლის აპრილში, კიევის რეგიონში რუსული სისასტიკის გამოვლენის შემდეგ უბრძანა.  

რუსი ოფიცერი ლიეტუვაში თავშესაფარს ითხოვს - BBC

რუსმა ლეიტენანტმა ივან კოროლევმა არალეგალურად გადაკვეთა ლიეტუვის საზღვარი და ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ BBC წერს. ლიეტუვაში შესვლის შემდეგ კოროლევმა ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსამდე მისვლა მოახერხა, რის შემდეგაც 10 აგვისტოს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტში გაგზავნეს. მან BBC-ის კორესპონდენტთან დაკავშირება შეძლო. „3 აგვისტოს გადავწყვიტე რუსეთის ფედერაციის დატოვება იმის გამო, რომ არ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო იმ სისხლიან ომში, რომელიც ჩემმა სახელმწიფომ გააჩაღა“, - განუცხადა კოროლევმა BBC-ს. ოფიცერი ამტკიცებს რომ ვიდრე ის მონაწილეობდა რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, არასოდეს ყოფილა რუსეთის ფარგლებს გარეთ. მისი, როგორც „საველე საარტილერიო საწყობის აღრიცხვისა და ოპერატიული დეპარტამენტის საწყობის უფროსის მოადგილის“ თანამდებობა გულისხმობდა უკრაინაში მებრძოლი ჯარების საბრძოლო მასალის მომარაგებას, განაცხადა კოროლევმა. BBC აზუსტებს, რომ კოროლევის განცხადებები ამჟამად ვერ გადაამოწმა. არტილერიის ოფიცრის განცხადება ლიეტუვის ხელისუფლებამ განსახილველად მიიღო, რის შემდეგაც, ის ბელორუსის საზღვრიდან შორს, ქალაქ პაბრადში მდებარე მიგრაციის ცენტრში გადაიყვანეს. რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის სათხოვნელად, უკრაინაში მიმდინარე შეჭრის გამო, რამდენიმე რუსი ოფიცერი გაიქცა.  

ლიეტუვაში სამხედრო წვრთნები - Ferce Wolf დაიწყო

ლიეტუვაში,იონავის, კაუნასისა და პრიენაის რაიონებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საველე ტაქტიკური სწავლება - „Ferce Wolf“ გაიმართება. ინფორმაციას ლიტვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, წვრთნები 16-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.   მებრძოლებს ტაქტიკური მარშის, დაზვერვის სხვადასხვა სახეობას, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის წარმოების და სხვა თავდაცვით ამოცანებს შეასწავლიან.   „წვრთნებში პროფესიონალი სამხედროები, წვევამდელები, თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული მოხალისეთა გასამხედროებული სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.    

ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა

ლიეტუვამ ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ბელორუსის საზღვართან მდებარე თავისი ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახუროს. იუწყება Associated Press-ი.  ლიტვის მთავრობამ განაცხადა, რომ ტვერეციუსსა და სუმსკასში გადასასვლელები დაიკეტება და მოძრაობა გადაინაცვლებს მედინინკაის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომელიც ლიეტუვის ექვსი გამშვები პუნქტიდან ყველაზე დიდია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიეტუველები რუსეთთან დაკავშირებული „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელორუსში ყოფნაზე სულ უფრო მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას. პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.  

ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს გამართავს

ლიეტუვის პოტენციური საფრთხეებისთვის მოსამზადებლად ბელორუსის საზღვართან წვრთნებს 27 აგვისტოს გამართვს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა განაცხადა. შსს-ს ხელმძღვანელის თქმით, „იგეგმება სწავლების ჩატარება მესაზღვრეებთან და შეიარაღებულ ძალებთან. სწავლება რამდენიმე სცენარს მოიცავს. მისი განმარტებით, პირველი სცენარი შეეხება მიგრაციის საკითხებს, უჩვეულო სიტუაციებში მოქმედებას; მეორე ითვალისწინებს რეაგირებას საზღვარზე - „ჰიბრიდულ სამხედრო საფრთხეზე.“ შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. პუნქტები ოფიციალურად 18 აგვისტოდან დაიხურება. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამასთან, ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აგნე ბილოტაიტე აცხადებს, რომ ახლა რთული სათქმელია ბელორუსთან საზღვრის სრული ჩაკეტვის შემთხვევაში, ავტომატურად დაიხურება თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელთან და მთელმა გუნდმა განიხილა არა მხოლოდ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა, არამედ სხვა ვარიანტებიც, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა, რადგან შეიძლება იყოს სხვადასხვა საფრთხე და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა ბილოტაიტემ. „ამ ეტაპზე უნდა ვთქვა, რომ რეალური საფრთხეები არ გვაქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ არის გარკვეული რისკი, რომ შესაძლოა, იყოს სხვადასხვა სახის პროვოკაცია“, – განაცხადა მინისტრმა. ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს გამართავს შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, რათა ხვალ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდეს. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს. „დაბრუნდით კიევში, რათა აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მოძმე უკრაინელ ერთან ერთად. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე მას დასჭირდება!" დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ლიეტუვის პრეზიდენტი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც უკრაინისთვის დახმარების და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნება განხილული. 23 აგვისტოს, უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თანამედროვე დროში უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა პირველად, 1990 წლის 14 მარტს ლვოვის ოლქის სტრიის მერიაზე აღიმართა. კიევში ეროვნული დროშა მერის ოფისის თავზე 1990 წლის 24 ივლისს აღმართეს. „რუსული აგრესიის დაწყებისთანავე უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წლევანდელი ეროვნული დროშის დღე უკრაინაში მასობრივი შეკრების გარეშე აღინიშნება რუსეთის თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო,“ - წერს უკრაინული მედია.  

ნაუსედა: NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებები უკრაინას სექტემბერში გადაეცემა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებები უკრაინაში სექტემბერში ჩავა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ნაუსედამ, რომელიც კიევში დღეს, 23 აგვისტოს ჩავიდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭერს მხარს. „დღეს კიევში ვუთხარი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვემადე გააგრძელებს. ლიეტუვა NASAMS-ის გამშვებებს უკრაინას მომავალ თვეში გადასცემს,“ - წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. „ყოველთვის მოხარული ვარ, რომ მივესალმები გიტანას ნაუსედას კიევში. მადლობა გადავუხადე გიტანასს ლიეტუვის მხრიდან უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. სამხედრო დახმარება, მშვიდობის ფორმულა, მარცვლეულის ექსპორტი, აღდგენა და სხვა საკითხები. ჩვენ გვაქვს სრული გაგება და მზადყოფნა, ვიმუშაოთ ერთად“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 5 აგვისტოს გამოაცხდა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებებს, საზენიტო თვითმფრინავების სისტემებსა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკრაინას Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენები, L-70 საზენიტო სისტემები, საბრძოლო მასალა, M113 ჯავშანტრანსპორტიორი და ნაღმტყორცნები გადასცა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს დღემდე აგრძელებს.

ლიეტუვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევს 41 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს უგზავნის

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 41 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტიის შესახებ გამოაცხადა.  ახალი პაკეტი შეიცავს საბრძოლო მასალას, შაშხანებს, საზღვაო სამეთვალყურეო სარადარო სისტემებს, გენერატორებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და სხვა. უკრაინა ასევე მიიღებს NASAMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გამშვებებს. „ლიეტუვა აგრძელებს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინისსადმი, რომელიც დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ვილნიუსმა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა.  

ლიეტუვა შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს

ლიეტუვა მხარს უჭერს შუა დერეფნის განვითარებას, განაცხადა ლიეტუვის ელჩმა აზერბაიჯანში, ეგიდიუს ნავიკასმა აზერბაიჯანულ მედიაში ინტერვიუში.   ელჩმა აღნიშნა, რომ არსებულ კონტექსტში აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრანზიტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. „ლიეტუვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ვფიქრობ, აზერბაიჯანული კომპანიებიც ფიქრობენ ამ შესაძლებლობებზე, ჩვენ გვაქვს კლაიპედის საზღვაო პორტი, რომელიც გამოიყენება მთელი წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოვიყენოთ მაგალითად ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში - ყაზახეთში, რომელიც ძალიან აქტიურად იყენებს ჩვენს საზღვაო პორტს,“ - განაცხადა ეგიდიუს ნავიკასმა.    ელჩის შეფასებით, ეს ახალი სატრანსპორტო დერეფნები განვითარდება განსხვავებული რეალობის გამო.     აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს   ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება  

ცნობილია, როდის დაიწყებს გერმანია ლიეტუვაში ჯარისკაცების მუდმივად განლაგებას

გერმანია ლიეტუვაში თავისი ბრიგადის მუდმივად განლაგებას მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს. ამის შესახებ  გენერალმა კარსტენ ბრეიერმა განაცხადა. „ჩვენ გვექნება ჩვენი საგზაო რუკა ამ კვარტლის ბოლომდე. ეს ძალიან ნათელია და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის გადავალთ განხორციელების ფაზაზე,“ - განაცხადა ბრეიერმა. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი გადაწყვეტილება ლიეტვაში ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ „რვა კვირის წინ მიიღეს.“ შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.  

ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები ​​პუნქტის დახურვას გეგმავს

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, ლიეტუვის მთავრობა ბელორუსის საზღვარზე კიდევ ორი ​​გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო წამოაყენებს წინადადებას კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის შესახებ. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები,“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაგზავნის მიზნით მიიღეს. ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. დღეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო. „კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება,“ – აღნიშნა კამინსკიმ. მარიუშ კამინსკის თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერების, ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვა „არ ცვლის ფაქტობრივ ვითარებას ბელორუსში.“ „ვაგნერის“ ჯგუფმა უნდა დატოვოს რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან საერთაშორისო უსაფრთხოება ამას მოითხოვს,“ – განაცხადა კამინისკიმ. ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. პუნქტები ოფიციალურად 18 აგვისტოდან დაიხურა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

ლინკევიჩუსი: საქართველოსთვის ალბათ გაჩნდება კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რათა „ასპარეზზე დარჩეს“

როგორ გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, ამ თემას განიხილავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფრენციას ესწრება.  მისი შეფასებით, არის შანსი, რომ წლის ბოლომდე, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, თუკი საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, 12 პრიორიტეტს, შესაძლოა, პუნქტები დაემატოს. „არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, არა მიღწევებისთვის, არა პროგრესის გამო, არამედ იმის გამო, რომ შევინარჩუნოთ ასპარეზზე და არ დავკარგოთ, მაგრამ თუ ეს მოხდება, ამ 12 პუნქტს დაემატება მეტი პუნქტი, რომელიც ჯერ არ არის განხორციელებული“, - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მისი თქმით, ისურვებდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს. „ვისურვებდი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში იყოს, რაც ასევე არ ხდება. თუ გინდა იყო კლუბის წევრი, უნდა დაიცვას კლუბის წესები, რა კლუბზეც არ უნდა იყოს საუბარი. იქნება ეს საჭადრაკო კლუბი, თუ ევროკავშირი. არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა,“ - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს შეკითხვა დაუსვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა. „იმპიჩმენტის პროცესი, იქნება ეს საქართველოში თუ შეერთებულ შტატებში, საშინაო საქმეა. რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, მოდით, შევხედოთ პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა საკმარისად - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს საშინაო საქმეა და არ ვაპირებ ჩარევას, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ის, რაც ვიცი, არის, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ თანმიმდევრული იყო ევროინტეგრაციის პროცესის დაცვის საქმეში, უთითებდა ხარვეზებზე და პრობლემებზე, რაც, ჩემი აზრით, ღირსეული მიდგომაა და ამ პროცესისთვის საზიანოდ არ მიმაჩნია,“ - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.  

რა მისიით იმყოფებოდნენ ბალტიის ქვეყნების ოფიციალური პირები თბილისში

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურმა დირექტორებმა, თბილისში შეხვედრები გამართეს. დელეგაცია იმყოფებოდა პარლამენტში და ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შესაბამისი ინფორმაციას დიპლომატების Twitter გვერდზე გავრცელდა. როგორც თავად განაცხადეს, ვიზიტი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. Europetime-ის ინფორმაციით ვიზიტი უკვე დასრულებულია. „ბალტიის რეგიონის 3 ქვეყნის პოლიტიკური დირექტორის კარგი და აუცილებელი ვიზიტი შედგა, ვიდრე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოსწორდეს ხარვეზები და ესტონეთი მზადააა, მხარი დაგიჭიროთ,“ - განაცხადა თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა, რომელმაც პოსტი ასევე Twitter-ზე განათავსა. რაც შეეხება პარლამენტში, 8 სექტემბერს გამართულ შეხვედრას, ქართული მხარის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბორელის ვიზიტი ასევე განხილვის მთავარ თემებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპასა და მის უსაფრთხოებაზე. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ლიეტუვამ ქვეყანაში რუსეთის 1300-ზე მეტი მოქალაქე არ შეუშვა

დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შემოიღეს. ამ პერიოდის განმავლობაში 1300-ზე მეტ ადამიანს ეთქვა უარი ლიეტუვაში შესვლაზე, ნათქვამია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის (VSAT) ინფორმაციაში. „ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ეს თითქმის განახევრდა,“ - განუცხადა VSAT-ის სპიკერმა გიდრიუს მიშუტისმა BNS-ს. 2022 წლის 19 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე ლიეტუვაში რუსეთის დაახლოებით, 496 666 მოქალაქე შევიდა. მათმა უმრავლესობამ - (326 859) ტრანზიტით ისარგებლა. ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლის უფლება დართო რუსეთის 169 807 მოქალაქეს, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ფლობდნენ ლიეტუვაში ან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის არიან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრები, სატვირთო მანქანების მძღოლები და გრძელვადიანი ეროვნული ვიზების მფლობელები. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.  

ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი, გიტანას ნაუსედა და ანდჯეი დუდა ნიუ-იორკში შეხვდნენ. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. გარდა ამისა ისაუბრეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პოლონეთი წყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. „საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პოლონეთის ადგილი უკრაინის მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლო იქნება," - განაცხადა ნაუსედამ. მანვე აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზეც კი. „როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და დახმარებით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ გარე საფრთხეებს“, - აღნიშნა ნაუსედამ.

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას,“ - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.  

ლიეტუვამ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობა გადასცა

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობის კომპლექტები გადასცა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სარადარო დანადგარები შექმნილია საზღვაო მეთვალყურეობისთვის. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღჭურვილობა უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე გაგზავნეს. „ამ სარადარო აღჭურვილობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, როგორც უკრაინის ტერიტორიული წყლების დასაცავად, ასევე, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა. როგორც ცნობილია, სამხედრო ტექნიკის რეგულარული მიწოდების გარდა, ლიეტუვა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მკურნალობს და რეაბილიტაციაში ეხმარება დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს, ამზადებს ექსპერტთა კონსულტაციებს და გამოყოფს სახსრებს საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად. რაც შეეხება აღნიშნულ დახმარებას, მისი ზუსტი მოცულობა და ღირებულება მითითებული არ არის ცნობებში.  

ნაუსედა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას, განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ის ლიეტუვაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ევროკომისიის რეფორმებისა და რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება. ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია პროგრესის დემონსტრირება რეფორმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოების პოლიტიკური დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი მედია. ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი რჩება ლიეტუვის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად და მოუწოდა საქართველოს, არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.  

NATO-ს AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ალიანსის საზღვრების სიახლოვეს, რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს იწყებენ

NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა. უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გამანადგურებლების, სათვალთვალო თვითმფრინავების და ტანკერების გამოყენებით, წარმომადგენლობა გააძლიერა. NATO-ს ტერიტორიის მახლობლად, რუსული თვითმფრინავის დარტყმების შემდეგ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ოთხი დამატებითი F-16 გამანადგურებელი რუმინეთში ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად  განათავსა. 2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს. მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.  

NATO ლიეტუვაში AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს გზავნის

NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა. უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გამანადგურებლების, სათვალთვალო თვითმფრინავების და ტანკერების გამოყენებით, წარმომადგენლობა გააძლიერა. NATO-ს ტერიტორიის მახლობლად, რუსული თვითმფრინავის დარტყმების შემდეგ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ოთხი დამატებითი F-16 გამანადგურებელი რუმინეთში ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად  განათავსა. 2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს. მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.  

სამმხრივი შეთანხმება: უკრაინულ მარცვლეულს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის პორტში შეამოწმებენ

ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, კლაიპედას პორტში გადაინაცვლებს. შეთანხმე გავრცელდება ამ პორტისკენ მიმავალ ყველა სასოფლო-სამეურნეო ტვირთზე. შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეთანხმება პოლონეთის გავლით ტრანზიტს დააჩქარებს. „ჩვენ შევთანხმდით მნიშვნელოვან საკითხზე. ოთხშაბათიდან, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ტრანზიტით ლიეტუვას გაივლის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში გადაინაცვლებს," - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. თავის მხრივ, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში განმარტავენ, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეთავაზებას ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის პორტში გადატანასთან დაკავშირებით.  

ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნა.  „რუსეთი საკვებს ანადგურებს, ლიეტუვა მის მიწოდებას ახდენს. ბალტიის პორტებში მარცვლეულის ტრანზიტისთვის დერეფანი მიღებულ და შეთანხმებულ იქნა, რაც უკრაინის საზღვარზე ზეწოლას შეამსუბუქებს და აფრიკასა და სხვაგან მიწოდებას გაზრდის. თანამშრომლობას შედეგები მოაქვს!” - წერს ლანდსბერგისი. ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, უკრაინა ეძებს ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის.  

ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. დახმარების პაკეტი მოიცავს ორ გამშვებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენს. „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო დახმარების სიას უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების გათვალისწინებით აყალიბებს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ლიეტუვა უკრაინას გენერატორებსა და აღჭურვილობას გადასცემს, რომელიც ქვეყანას ზამთრის გადასატანად ესაჭიროება. ასევე გაგრძელდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა და რეაბილიტაცია.  

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟილვინას ტომკუსი იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიეტუველ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟილვინას ტომკუსმა 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგური (მზის ენერგიის პანელები) დაათვალიერა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ლიეტუვის მხარდაჭერით დამონტაჟდა. თავდაცვის უწყებამ პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა, სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც „დელტა მშენებელმა“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა დიდ ქვედანაყოფებშიც იგეგმება. ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგას მტკიცე პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში ლიეტუვის მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა და თავდაცვის ატაშე დონატას რუპშუსი დაესწრნენ.  

ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრე ელკინი დაიბარა და რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოსის მეჩისლოვას რეინისის მემორიალური დაფის განადგურება გააპროტესტა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთში სტალინური ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა პატივსაცემი ძეგლების ნგრევა პირველი შემთხვევა არ არის, რაც სხვა არაფერია თუ არა ისტორიული სიმართლისა და მსხვერპლთა ხსოვნის უგულებელყოფა. ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, აღადგინონ დანგრეული ძეგლები.  

ლიეტუვამ ბელორუსს საპროტესტო ნოტა გადასცა

ლიეტუვამ ბელორუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ვილნიუსის მიმართ მუქარას შეიცავდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. ლიეტუვაში ბელორუსის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საპროტესტო ნოტა გადასცეს, აცხადებენ სამინისტროში. ამის მიზეზი ბელორუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის პაველ მურავეიკოს განცხადებები გახდა, რომელიც გამოცემა Vecherniy Minsk-მა გამოაქვეყნა. მურავეიკომ განაცხადა, რომ ვილნიუსმა ფაქტობრივად აუკრძალა ბელორუსს თავისი საქონლის ლიეტუვის გავლით ტრანსპორტირება, რაც საფუძველს იძლევა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანი იარაღის ძალით მოიპოვონ. „ეს განცხადებები შეიძლება, გავიგოთ, როგორც ღია მუქარა და ლიტუვაზე თავდასხმა, რაც სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადეს ლიეტუვის საგარეო უწყებაში.  

გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს

გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განალაგებს. ბატალიონი ლიეტუვაში აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ გადაინაცვლებს. 203-ე ჯავშანსატანკო ბატალიონი და 122-ე ჯავშანტრანსპორტიორი ბატალიონს ლიეტუვაში გადაიყვანენ. გარდა სარდლობისა და დამხმარე ელემენტებისა, ბრიგადა შედგება სამი საბრძოლო ბატალიონისგან. მესამე ბატალიონი შედგება გერმანიაში განლაგებული ქვედანაყოფებისგან, რომლებსაც სხვა ქვეყნები, კერძოდ, ნიდერლანდები და ნორვეგია გააძლიერებენ. თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში ჩასული გერმანული ბრიგადის ჯარისკაცები განთავსდებიან ობიექტებზე, რომლებიც ამჟამად სამ ქალაქში შენდება. ცნობილია, როდის დაიწყებს გერმანია ლიეტუვაში ჯარისკაცების მუდმივად განლაგებას ახალი ბრიგადა, რომელიც დაახლოებით 4000 ადამიანსისგან შედგება, 2025 წლის დასაწყისისთვის უნდა განლაგდეს. გერმანიამ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.  

ლანდსბერგისი: რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობას, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება

„რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობას, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება.“ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. „მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობას, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება,” - განაცხადა ლანდსბერგისმა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის გამშვებ დანადგარებს უგზავნის

ლიეტუვამ უკრაინას მიწა-ჰაერის კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემების (NASAMS) გამშვებები გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტრომ ნორვეგიის მთავრობას „დამატებითი აღჭურვილობის ნაწილის შემოწირულობისთვის“ მადლობა გადაუხადა. ლიეტუვამ 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ NASAMS-ის ორ საჰაერო სისტემის დანადგარს უკრაინას უსაფრთხოების პაკეტის ფარგლებში "უახლოეს მომავალში" მიაწვდიდა. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ვილნიუსმა უკვე უზრუნველყო დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.  

ლიეტუვა სანქციების შეუსრულებლობაზე ჯარიმებიდან მიღებული თანხით უკრაინას დაეხმარება

ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის გამო დაწესებული ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს. სეიმის 99-მა დეპუტატმა თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კანონში მსგავს ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილება ძალაში იქნება ათი წლის განმავლობაში - 2034 წლის იანვრამდე. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ლიეტუვამ რუსეთისა და ბელორუსის 2000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა

ლიეტუვამ რუსეთისა და ბელორუსის 2000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა. მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელად ბელორუსის 1644 მოქალაქე გამოაცხადეს. 450 შემთხვევაში ბელორუსებს გაუუქმდათ დროებითი ბინადრობის ნებართვა. გარდა ამისა, ორ მოქალაქეს უარი ეთქვა ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, რვას კი ასეთი დოკუმენტი გაუქმდა. 279 შემთხვევაში უარი ეთქვათ ლიეტუვის ვიზის მიღებაზე. ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ რუსეთის 397 მოქალაქე გამოაცხადეს. მათგან 76-ს უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვაზე. 84 რუსს უარი ეთქვა შეცვლილი ბინადრობის ნებართვაზე, 90-ს გაუქმდა ადრე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვა, ხოლო 90-ს გაუუქმდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 55 შემთხვევაში რუსებს უარი ეთქვათ ვიზებზე. ბელორუსისა და რუსეთის ყველა სრულწლოვანმა მოქალაქემ უნდა შეავსოს ფორმა, როდესაც წარადგენენ განაცხადებს ლიეტუვაში ცხოვრების უფლების მინიჭების, ან დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, ან ცვლილების შესახებ, ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ან ეროვნული ვიზის მიღებისთვის. ფორმა შეიცავს კითხვარს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განმცხადებელმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.  

ლიეტვა უკრაინას ზამთრისთვის აღჭურვილობას აწვდის

ლიეტუვამ უკრაინელ სამხედროებს 3 მილიონი ერთეული (7,62x51 მმ) მცირე ზომის იარაღი, დისტანციური აფეთქების სისტემები და ზამთრის აღჭურვილობა მიაწოდა, განაცხადა ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ 22 ნოემბერს. „ლიეტუვის სამხედრო მხარდაჭერის კიდევ ერთი ახალი პაკეტი დღეს უკრაინას გადაეცა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ლიეტუვამ უკრაინას დაახლოებით, 500 მილიონი ევრო (543 მილიონი დოლარი) თავდაცვის მიზნით უკვე გამოუყო. ვილნიუსმა 10 ნოემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო სისტემები (NASAMS) მიაწოდა.  

ლიეტუვის პრემიერი კიევს ეწვია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე პარასკევს კიევს ეწვია. „დღეს კიევში ჩემს პირველ გაჩერებაზე პატივი მივაგეთ კაცებსა და ქალებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: თავისუფლებას. მათ სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ჩვენ, ყველა დაგვიცვან,“ - წერს შიმონიტე X-ზე. „ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის დახმარებაა, რათა მან რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, დაიბრუნოს მისი სრული ტერიტორიული მთლიანობა და აღადგეს უფრო ძლიერი,“ - აღნიშნავს შიმონიტე.  

ლიეტუვის დაზვერვა რუსული პროპაგანდის გააქტიურებასა და ბელორუსის უშიშროების სამსახურის უპრეცედენტო აქტივობაზე საუბრობს

ლიეტუვის სადაზვერვო სააგენტო (VSD) აცხადებს, რომ ბელორუსის უშიშროების სამსახურის მხრიდან აქტივობის ისტორიული დონე დააფიქსირა. დარიუს იაუნიშკისმა აღნშნა, რომ ლიეტუვის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ შეშფოთება ბელორუსის ზოგიერთი მცხოვრების აქტივობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ლიეტუვაში ბელორუსული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი უამრავ ეჭვს ბადებს. იაუნიშკისს არ აქვს ინფორმაცია მტრული ქვეყნების სამსახურების მიერ სამთავრობო მოხელეების, საჯარო მოხელეების ან პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობის შესახებ. „ჩვენ ვხედავთ ბელორუსის უშიშროების სამსახურის გააქტიურებულ აქტივობებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ისტორიულ სიმაღლეებს აღწევენ; არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური,“ - განაცხადა ლიეტუვის დაზვერვის უფროსმა დარიუს იაუნიშკისმა. ლიეტუვის დაზვერვის ხელმძღვანელმა გაიხსენა ბოლო ცრუ ინფორმაცია ლიეტუვის სკოლებსა და ცალკეულ დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ. „ყველა ეს მუქარა, რომ ავაფეთქოთ სკოლები ან დაწესებულებები, ატომური ელექტროსადგურები, აეროპორტები - უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკვე ჩათრეულები ვართ მთელ ამ მორევში. ეს არის საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ შექმნან ქაოსი, მუდმივად გაურკვევლობაში ვიცხოვროთ, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაცხადებთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე,“ აღნიშნა იაუნიშკისმა. ქვეყანამ ლეიტუვაში მცხოვრები ბელორუსის 1644 მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა. ვილნიუსი ბელორუსიდან მიგრაციის მიმართულებით წესებს ამკაცრებს. ლუკაშენკოს დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. იაუნისკისმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა ლიეტვაში სულ უფრო და უფრო აქტიურდება. ვილნიუსსა და მინსკს შორის დაძაბულობა 2021 წლიდან იზრდება ჯერ კიდევ მას ლიეტუვის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისში ბელორუსის როლის გამო. ურთიერთობები კვლავ დაიძაბა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის და “ვაგნერის“ მებრძოლების ბელორუსში ჩასვლის შემდეგ.  

საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, თანამშრომლობის გეგმა ორმხრივ ვიზიტებს, კონსულტაციებს, სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები ასევე გააგრძელებენ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო და პანელზე მომხენებლად წარსდგა. ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მათი ჩართულობის საკითხებს ეძღვნებოდა.  

ელჩი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: ლიეტუვა კონსენსუსის მისაღწევად, ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს კონსენსუსის მისაღწევად, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბევრი სახელმწიფო სწორედ ერთსულოვნად იღებს. ელჩის შეფასებით, ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია როგორც თავად ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისა და ხალხისთვის, ასევე საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. „დრო ორ კვირაზე ნაკლებია. ევროკავშირის ძალა კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიხატება და ხანდახან ამის მიღწევა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია. ვისურვებდი და იმედი მაქვს, ეს კონსენსუსი საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული და ყველა საკითხზე იქნება თანხმობა 15 დეკემბერს. ეს საკითხი არამხოლოდ მთავრობის, ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის. ყველაფერი არის შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს დროის უქმად დახარჯვის ფუფუნება, ამიტომ ამ შესაძლებლობას პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ და აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მხარესთან,“ – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ამერიკული Switchblade 600-ის ტიპის კამიკაძე-დრონები ლიეტუვას მომავალ წელს გადაეცემა

ამერიკული Switchblade 600-ის ტიპის საბრძოლო დრონები ლიეტუვას მომავალ წელს გადაეცემა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. AeroVironment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჰიდ ნავაბიმ ეს ინფორმაცია დაუდასტურა თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლიეტუვამ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვის კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში გააფორმა. „ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, თავად აშშ-ის შემდეგ, რომელმაც ახალი Switchblade-ის საბრძოლო თვითმფრინავები შეიძინა. ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება ხელახლა განლაგების შესაძლებლობით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ მტრის ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე,“ - ნათქვამია ანუშაუსკასის განცხადებაში. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი პირველ დეკემბერს, კალიფორნიაში, AeroVironment-ის საწარმოს ეწვია. ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის Switchblade 600 არის საბრძოლო დრონი, რომელიც აღჭურვილია ულტრა ზუსტი ოპტიკით, ჰაერში ყოფნის უნარით 40 წუთამდე და ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო ქობინით, რომელსაც მძიმე ჯავშანტექნიკის, მათ შორის, ტანკების განადგურება შეუძლია. ამ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, ლიეტუვა აშშ-დან ყიდულობს თვითმფრინავების გამშვებ და საკონტროლო აღჭურვილობას, პერსონალის მომზადების სიმულატორსა და ტექნიკურ პაკეტს. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს.  

ლიეტუვა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფონდის მეშვეობით, უკრაინას €1 მილიონს გამოუყოფს

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა გინტარე სკაისტემ და ევროპის განვითარების ბანკის (BRРЄ) ხელმძღვანელმა კარლო მონტიჩელმა ორშაბათს ვილნიუსში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვა 1 მილიონ ევროს გაუგზავნის უკრაინის სოლიდარობის ფონდს. BSEU-ს უკრაინის სოლიდარობის ფონდის მიზანია იძულებითი მიგრანტების მხარდაჭერა და უკრაინის აღდგენის ხელშეწყობა.  ამ ფონდის თანხები მიმართული იქნება ომის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სოციალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა, იძულებითი მიგრანტების კეთილდღეობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი უბნების სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა.  

ლიეტუვამ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს უკრაინის დახმარება: შედეგები უფრო ძვირი იქნება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა. ინგრიდა შიმონიტემ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი დამტკიცდება, თუ ის აშშ-ის კონგრესის დღის წესრიგში დადგება. „ეს არის პრობლემა, რადგან, ერთი მხრივ, რიტორიკის დონეზე მხარდაჭერა ეჭვგარეშეა. როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ არამხოლოდ უკრაინის, არამედ ისრაელის დახმარების საკითხიც, აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა,“ - განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ. თავის მხრივ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს, უკრაინის დახმარების საკითხი რესპუბლიკელ სენატორებთან განიხილა და მათგან მხარდაჭერის დაპირება მიიღო. „დიახ, ბევრი შიდა პრობლემაა, მაგრამ ომი უკრაინაში და რუსეთის ქმედებები საერთაშორისო წესრიგს ანგრევს და თუ ის დაინგრევა, ყველაფერი ათჯერ უფრო მეტად ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ახლა,“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია  

ესტონეთმა და ლიეტუვამ IOC-ის გადაწყვეტილება დაგმეს: რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს

ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს. ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს. „რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს,“ - განაცხადა თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.  

ლანდსბერგისი: ვიმედოვნებ, ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო

აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ. განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. „ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიპოვით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ნაუსედა: უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს.  ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა. „უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  

უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია უკრაინის მიმართ და მას „იდეოლოგიების შეჯახება" უწოდა. მისი შეფასებით, უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ევროპას და ყველაფერს, რასაც ევროპა იცავს. ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიების შეჯახება მათ შორის, ვისაც სურს ევროპა იყოს ძლიერი და ვისაც საერთოდ არ უნდა ევროკავშირი, ასე რომ, თუ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, მე არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ლიეტუველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე. „ჩვენ, ალბათ, პირველად ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო. და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა. იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის

ლანდსბერგისი: უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უნდა ავიღოთ საბოლოოდ

„უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე.“ ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა. მისი თქმით, ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ განსაკუთრებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს. „ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო. და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა. იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ბრიუსელში ისტორიული სამიტი იწყება. მანამდე, უნგრეთს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, ევროკომისიამ 10 მილიარდი ევრო განუბლოკა, თუმცა ვიქტორ ორბანი მაინც აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის უსაფრთხოებას დაანგრევს. ევროპელი ლიდერები უნგრეთის პრემიერთან შეხვედრას და მოლაპარაკებას განაგრძობენ. სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა, საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კონენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.  

ნაუსედა: ისტორიული გადაწყვეტილებების შანსი გვაქვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ დღეს არის ისტორიული შანსი კარგი გადაწყვეტილებების მიღების. „ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან გაბედული გადაწყვეტილებების მიღების ისტორიული შანსი. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდოველი ხალხი, რადგან მათ ბევრი რამ გააკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ბოროტად გამოიყენებენ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. „შევძლებთ თუ არა ამ პოზიტიური შედეგების მიღებას და გადაწყვეტილებების მიღებას, დღეს ვნახავთ. თუკი ჩვენ ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. ჩემი ქვეყნისთის სარგებელს იღებს ერთსულოვნების პრინციპიდან, რადგან ის არის პატარა ქვეყანა, როგორც მაგალითად უნგრეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის შენარჩუნება, თუმცა ის არ უნდა იყოს ბოროტად გამოყნებული და საჭიროა მისი სწორად და სამართლიანად გამოყენება,“ – აღნიშნა ნაუსედამ. მისივე თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა რეფორმების მიმართულებით. „ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არამხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნ ნაუსედამ.  

ლანდსბერგისი: დღეს მე უკრაინელი ვარ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ იმ დღეს, როდესაც ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, ის თავს უკრაინელად თვლის. „დღეს, როდესაც ევროპა იღებს თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მე შემიძლია მხოლოდ ამის თქმა: Я українець. მე ვარ უკრაინელი," - განაცხადა ლანდსბერგისმა უკრაინული მედიის ცნობით.  

ნაუსედა: ჩვენი მეგობრებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო

ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მეგობარი ქვეყნებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო. გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა, ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეიმობთ და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი. აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის ჩვენი მეგობრებისთვის გაგზავნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მქონდა საშუალება, კომუნიკაცია მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, დავურეკე მას და ვუთხარი: თქვენ დაიმსახურეთ ეს გადაწყვეტილება, ბევრი ძალისხმევა გაწიეთ საჭირო რეფორმების გასატარებლად და თქვენ ამისთვის დაჯილდოვდით,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან გრძელი პროცესის მხოლოდ პირველი გვერდია, მაგრამ წიგნის კითხვისას პირველი გვერდის გადაშლაა საჭირო, თუკი გსურთ, შემდგომი გვერდებიც წაიკითხოთ,“- აღნიშნა ნაუსედამ.  

ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია, მათ შორის, რამდენიმე მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა გადასცეს. ამის შესახებ ლიეტუვის მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ვისმენთ უკრაინის სასწრაფო თხოვნას და ვაგრძელებთ დახმარების გაწევას მითითებული საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ," - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა. სამინისტროს ცნობით, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის რეგულარული გაგზავნის გარდა, ლიეტუვა ასევე აქტიურად ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს, მკურნალობს მათ და რეაბილიტაციაში ეხმარება.  რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება  

ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი

ლიეტუვისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა არვიდას ანუსაუსკასმა და ბორის პისტორიუსმა ვილნიუსში მოაწერეს ხელი ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას. გეგმის მიხედვით, გერმანიის ჯარები ლიეტუვაში ეტაპობრივად, 2024 წლიდან ჩავლენ, განლაგება კი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება. მთლიანობაში, გერმანია აპირებს, რომ  ლიეტუვაში დაახლოებით, 5000 ჯარისკაცი განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა.  მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი. „აღმოსავლეთ ფლანგი ახლა აღმოსავლეთით გადავიდა და მისი დაცვა გერმანიის მოვალეობაა,“ - განაცხადა პისტორიუსმა თავის კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლიეტუვაში, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე, მის ახლო მოკავშირეს, ბელორუსს ესაზღვრება. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს. სამოქმედო გეგმა გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. გერმანული ბრიგადის ბირთვი ხუთი ბატალიონისგან შედგება, მათ შორის, სატანკო და საარტილერიო ჯგუფისგან. ლიეტუვაში ასეთი ბრიგადის განლაგების შესახებ მსჯელობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო და გერმანიამ ამასთან დაკავშირებით მზადყოფნა ივნისში გამოაცხადა. გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა აპირებენ, შექმნან "საერთო ინტერესთა ჯგუფი უკრაინისთვის" (CIG4U) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის აღდგენისა და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებას. ამის შესახებ უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი დერკაჩმა განაცხადა. მისი თქმით, ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტთან დაკავშირებული მატერიალური საჭიროებების მხარდაჭერა და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის ანალიტიკური მხარდაჭერა. პირველი პროექტები მიმართული იქნება უკრაინაში საგზაო და სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის მდგრად განვითარებაზე.  

ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატს სხვისი ღილაკით სარგებლობის გამო, მანდატი გაუუქმა

ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატ პეტრას გრაზულისს ფიცის დარღვევისთვის მანდატი გაუუქმა. მას 10 წლით აეკრძალა პარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის უფლებით სარგებლობა ან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. გრაზულისი კოლეგის ნაცვლად ხმის მიცემაში ამხილეს, საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. გრაჟულისს მანდატის ჩამორთმევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილების მისაღებად, 141 დეპუტატიდან არანაკლებ 85-ის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დეპუტატმა თავისი ფიცი და კონსტიტუცია დაარღვია. ახლა ის 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნებში ჩაერთვება.  

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიაწოდა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლიეტუვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიეწოდა. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. კერძოდ, ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს გადასცეს საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი რაციონი. „ვაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ვაღიარებთ ასეთი დახმარების მნიშვნელობას ზამთრის პერიოდში,“ - წერია X-ზე განთავსებულ ინფორმაციაში. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუსაუსკას თქმით, ზამთარში ჯარისკაცებისთვის საველე აღჭურვილობა განსაკუთრებით აუცილებელია. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფრის, რათა შევამსუბუქოთ უკრაინის რთული ბრძოლა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ. თითოეული ჩვენი მხარდაჭერის პაკეტი არის დამატებითი ნაბიჯი გამარჯვებისკენ,“ - აღნიშნა მინისტრმა. ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა უკვე შეიმუშავა. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება  

ლიეტუვა მომავალ წელს 3500 უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნას გეგმავს

ლიტველი ინსტრუქტორები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 3500 ჯარისკაცის მომზადებას გეგმავენ. წელს ლიეტუვის არმიის ინსტრუქტორებმა 2900 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს. არმიამ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები გადიან წვრთნას ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან ერთობლივ კურსებში მონაწილეობენ. სასწავლო პროგრამების მიხედვით, ეს კურსები გამიზნულია უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემული იარაღისა და აღჭურვილობის მართვასა და შენარჩუნების, სხვადასხვა დონის მეთაურების მომზადების უზრუნველყოფაზე. ლიტველი ინსტრუქტორები სამხედრო დახმარების მისიას უკრაინაში აპრილში შეუერთდნენ.   

ლიეტუვა ჯარისთვის კანადური წარმოების ახალ ოპტიკურ სამიზნეებს 34 მილიონ ევროდ შეიძენს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო კანადური წარმოების Raytheon Elcan Optical Technologies-ის ახალ ოპტიკურ სამიზნეებს არმიისთვის 34 მილიონ ევროდ შეიძენს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება. პირველი პარტია ლიეტუვაში 2024 წლის ზაფხულში, დანარჩენი კი, 2025 წლის შემოდგომამდე ჩავა. თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ახალი ოპტიკური სამიზნეები გააუმჯობესებს ლიეტუვის ჯარების სროლის სიჩქარეს, გააუმჯობესებს სამიზნეებზე დარტყმის უნარს დღე-ღამის მონაკვეთში. ასევე გაზრდის სამხედროების გადარჩენის შესაძლებლობებს. აღნიშნულია, რომ სამიზნეები გათვლილია 300 მეტრსა და მეტ მანძილზე სამიზნეებზე სროლისა და იერიშისთვის. შესყიდვები ხორციელდება NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს შესყიდვების მთავარ პლატფორმას ლიეტუვისა და NATO-ს სხვა ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტებისთვის. მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას იწყებს. ასევე, ლეიტუვის შეიარაღებული ძალები მომავალ წელს მიიღებს ამერიკულ Switchblade 600-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს. ამჟამად ლიეტუვას 60-ზე მეტი შესყიდვის პროექტი აქვს მხოლოდ შეერთებული შტატებიდან.   

ლიეტუვამ უნგრეთს მიანიშნა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია, ევროკავშირი დატოვოს

ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, არნოლდას პრანკევიჩიუსმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია მკვეთრად გააკრიტიკა. დიპლომატმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ თუ ის არ იზიარებს სხვა წევრების შეხედულებებს, მან ბლოკიდან გასვლა უნდა განიხილოს. „ერთი წევრის გარდა, ყველა დათანხმდა გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას, ერთის გარდა, ყველა მიუახლოვდა გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიწოდებაზე. ერთის გარდა, ყველამ ყველას მიულოცა სამიტის შედეგები, მაგრამ ის ერთი ტრაბახობს უკრაინის დახმარებაზე ვეტოს გამოყენებით. ვისურვებდი, რომ მას არასოდეს დასჭირდეს სხვების სოლიდარობა და არასოდეს გამოსცადოს მოკავშირეების ვეტო სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაზე. ევროკავშირი ძლიერია სოლიდარობისა და ურთიერთნდობის გამო. თუ მზად არ ხართ, რომ ამ ორიდან რომელიმე გაიზიაროთ, მხოლოდ ერთი სწორი გამოსავალია: ბლოკი დატოვეთ,“ - დაწერა არნოლდას პრანკევიჩიუსმა სოციალურ ქსელში. მან უნგრეთს უსურვა, არასოდეს განიცადოს ომი, რომელსაც ამჟამად უკრაინელი ხალხი გადის, არასოდეს დაბომბონ მისი ქალაქები, არ დაიღუპონ მისი მოქალაქეები და არასოდეს არ იყოს მისი ტერიტორიები ოკუპირებული აგრესორ სახელმწიფოს მიერ. უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს  

ლიეტუვა მზადაა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედროები გაგზავნოს

2024 წლის საერთაშორისო მისიების მანდატი, რომელიც ლიეტუვის სეიმმაა დაამტკიცა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ რეგიონს. სეიმის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში ნახსენებია სულ 13 საერთაშორისო ოპერაცია. ჯერ კიდევ ივლისში მთავრობამ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა, რაც ითვალისწინებდა „ლიეტუვის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას ზემოაღნიშნულ რეგიონთან, საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების ხელშეწყობას, რეგიონში ეროვნული თავდაცვის სისტემის ხილვადობის გაზრდას. „ასეთი მანდატით ლიეტუვა მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების მიმდინარე ქმედებებში ან რეგიონში შესაძლო ახალ ოპერაციებში,“ - განაცხადა ლანდსბერგისმა. მან ასევე განმარტა, რომ 2024 წლიდან ლიეტუვა 60-დან 100 ადამიანამდე გაზრდისსამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სისტემის საჯარო მოსამსახურეების მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად, სამხედრო სასწავლო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ.  

დასავლეთი თუ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რუსეთი შესაძლოა, NATO-ს წევრებს დაემუქროს - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია წამოიწყოს, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. ნაუსედას განმარტებით, „ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის სცენარზე.“ ამასთან, ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის ალბათობა მცირეა. ნაუსედას თქმით, „არავის აქვს პასუხი კითხვაზე, როდის შეიძლება, შეიცვალოს რუსეთის ქცევა და როდის მიმართავს მზერას NATO-სკენ.  „რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „არ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით“ და მას ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე სურს,“ განაცხადა უფრო ადრე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Guardian-თან ინტერვიუში. ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“ „მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბორელმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია. „შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არამხოლოდ უკრაინას, არამედ, თავად ევროპას და ჩვენ თუ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება,“ - აღნიშნა ბორელმა.   

ნაუსედა: რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას. „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინას უნდა დარჩეს. ქვეყანას, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო და ბევრი დაკარგა, მორალური უფლება აქვს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს და რა პირობებით აწარმოებს მას. ამ საკითხში გადამწყვეტი ხმის უფლება სხვას არავის აქვს,“ - განაცხადა ნაუსედამ. ნაუსედამ აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეიცვლება, მაშინ ომი ხანგრძლივი, დამღლელი და პოზიციური გახდება. „ფაქტობრივად, ეს უკვე ასეა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ უკრაინის კონტრშეტევა სხვაგვარ გავლენას მოახდენდა. რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობის აზრის მიუხედავად, რესურსებისა და ხალხის მობილიზება და ყველაფრის სამხედრო მიზნებისკენ მიმართვა შეუძლია. სხვა სახელმწიფოების შესაძლებლობები უფრო მეტად შეზღუდულია, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დემოკრატიულ საზოგადოებებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ფაქტორებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უკრაინის დამარცხებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ომის სცენარზე ვსაუბრობთ, რომელიც უკრაინისთვის არასახარბიელოა,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, დროის მოსაპოვებლად რუსეთმა შესაძლოა, მოლაპარაკებების ინიციატივის იმიტაცია შექმნას, მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკური ხრიკები იქნება.  

ლანდსბერგისი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის „გადაცემაზე“: გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ გაბრიეულიუს ლანდსბერგისის კომენტარს ავრცელებს, რომლითაც ვილნიუსი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას გმობს. „კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე, გაეროს წესდების და ზოგადად, საერთაშორისო სამართლის დარღვევა,“ - აღნიშნავს ლანდსბერგისი. ცნობისთვის, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

ლიეტუვამ ამერიკიდან 50 მსუბუქი ტაქტიკური მანქანა მიიღო

ლიეტუვაში ამერიკელი წარმოების 50 მსუბუქი ტაქტიკური მანქანა ჩავიდა, რომლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაახლოებით, 4 წლის წინ გაფორმდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის კონტრაქტით ერთობლივი მსუბუქი ტაქტიკური მანქანების (JLTV) შესყიდვის პირველი ეტაპი დასრულდა. „გუშინ 50 ახალი ერთეული ჩამოვიდა ლიეტუვაში, რათა შესრულდეს 2019 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი აშშ-ს მთავრობასთან, 200 JLTV-ის შესაძენად. 2022 წელს ხელმოწერილი მეორე კონტრაქტი მომავალი წლის დასაწყისში კიდევ 300 მანქანას უზრუნველყოფს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ელჩი ფიშერი: 2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ახალ წელს ულოცავს. „2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ელჩის ვიდეომიმართვაში.  

რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი შეიძლება, მიმართული იყოს არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კიდევ უფრო დიდი იქნება. ლანდსბერგისი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა. „25 წელია, ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას. რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები არ შეიცვლება. შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც. ადამიანური და ეკონომიკური ფასი მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა იქნება წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების გადატანა სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ," - აღნიშნა ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში გათავსებული პოსტის საშუალებით.  

ლიეტუვამ ესპანური ნაღმტყორცნების პირველი პარტია მიიღო

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ესპანური წარმოების EXPAL 120 მმ ნაღმტყორცნების პირველი პარტია მიიღეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ეს თანამედროვე, მაღალი ხარისხის იარაღები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი არაპირდაპირი ცეცხლსასროლი იარაღის მხარდაჭერის შესაძლებლობებს,“ - წერს სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე (X). ლიეტუვის მიერ შეძენილი ნაღმტყორცნების ეფექტიანი სროლის მანძილი რვა კილომეტრამდეა. კონტრაქტი ესპანურ კომპანიასთან EXPAL Systems, S.A. (დაახლოებით 9.8 მილიონი ევროს ღირებულების) 2022 წლის შემოდგომაზე მოეწერა ხელი.  

ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში, თითქმის 220 მილიონი დოლარით დაეხმარება

ლიეტუვამ უკრაინისთვის 219 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. შესაბამისად, ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში ურუნველყოფს ამ დახმარებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „იანვარში უკრაინას კვლავ გავუგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, სადეტონაციო სისტემებს, ხოლო თებერვალში - M-577-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს,“ - განაცხადა ნაუსედამ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში," - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა ახალი შეთანხმებები 10 იანვარს გააფორმეს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2024-2026 წლებისთვის 219 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერის გეგმით გათვალისწინებული თანხები გამოყენებული იქნება უკრაინის ახალი სამხედრო შენაძენების დასაფარად.  

უკრაინა და ლიეტუვა თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი წარმოებაზე, კერძოდ, დრონის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების განვითარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. „ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციეთ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს. მადლობელი ვარ ახალი თავდაცვის მხარდაჭერისთვის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. და ეს არის არამხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, ერთობლივი წარმოების ძალისხმევა, კერძოდ, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები და სხვა თავდაცვითი საშუალებები,“ - გაანცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ შესაბამის დოკუმენტებს ხელი დღეს მოეწერა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში 10 იანვარს ჩავიდა. მან მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება ლეიტუვის პრემიერ-მინისტრსა და სეიმის სპიკერს, ასევე, ლიეტუველ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მედიისა და უკრაინული საზოგადოების წარმომადგენლებს. ზელენსკი ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტებსაც გეგმავს.  

უკრაინა და ლიეტუვა უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ

უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. უკრაინის მიერ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ვილნიუსში, 2023 წლის 12 ივლისს მოეწერა ხელი. „გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთობების ისეთ დონეს დიდი შვიდეულის ქვეყნებთან (G7), რომ მან საშუალება მოგვცა, გაგვეფორმებინა უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია იმ დროისთვის, ვიდრე ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდება. ახლა ის ქვეყნები, რომლებიც აფასებენ საერთაშორისო სამართალს, თანდათან უერთდებიან დეკლარაციის პრინციპებს და იწყებენ უკრაინასთან მუშაობას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. მოხარული ვარ, რომ ლიეტუველ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ასეთ მუშაობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია ოთხ ლიეტუვურ კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს

უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია სს (Ukroboronprom) ოთხ ლიეტუვურ კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს. ეს კომპანიები გამოცდილნი არიან სამხედრო სფეროში ინოვაციურ განვითარებასა და წარმოებაში. დაგეგმილია თანამშრომლობა ლიეტუვურ კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ მათ შორის თერმული გამოსახულების, თანამედროვე დისტანციური სისტემების, ელექტრონული ომის, კომუნიკაციების და სხვა მიმართულებით. ეს კომპანიებია: NT Service, Brolis Semiconductors, RSI Europe და DMEXS.  

ლიეტუვის მხარდაჭერა უკრაინას აძლიერებს - ზელენსკი

ლიეტუვის მხარდაჭერა ძალიან ღირებულია უკრაინელი ხალხისთვის და აძლიერებს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ერთად ვდგავართ და შევინარჩუნებთ ჩვენს ერთობას. უკრაინის მხარდაჭერა საბოლოო ჯამში ნიშნავს ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერას, რომლებიც არიან და იქნებიან დამოუკიდებლები რუსეთის ნებისმიერი ამბიციის მიუხედავად,” - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველი უცხოური ვიზიტი 2024 წელს, მეგობარ ლიეტუვაში შედგა. „ომის დროს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთის უკან დახევა შესაძლებელია. ახლა კი ამოცანაა, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენთვის, ის მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა. მხოლოდ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი ერებისთვის - უსაფრთხოება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ხანგრძლივი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის. „ამიტომ, წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  

NATO-ს ოთხი ხომალდი ლიეტუვაში, კლაიპედის პორტში შევიდა

NATO-ს ერთ-ერთი მუდმივი საზღვაო ჯგუფის გემების ჯგუფი ლიეტუვის საზღვაო პორტს კლაიპედას სტუმრობს. იუწყება The Baltic Times-ი. ესპანური, გერმანული და იტალიური გემები და  ფრეგატები ბალტიის ზღვის ტერიტორიულ წყლებში 24 იანვრამდე დარჩებიან. „NATO-ს გემების ვიზიტი ხაზს უსვამს ლიეტუვისა და NATO-ს ძლიერ კავშირებს და ლიეტუვის ძალების მნიშვნელოვან როლს ალიანსში,“ - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  გემები ამჟამად განლაგებულნი არიან ბალტიის ზღვაში მოკავშირეთა სოლიდარობისა და კოლექტიური თავდაცვის ერთგულების უზრუნველსაყოფად. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს  

ლიეტუვა და პოლონეთი სუვალკის დერეფნის გასწვრივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

ლიეტუვა და პოლონეთი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად სუვალკის დერეფნის გასწვრივ, რომლის მდებარეობა მას უკიდურესად დაუცველს ხდის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის თეორიული აგრესიის მიმართ. ეს ინფორმაცია Delfi-სთან ერთობლივ ინტერვიუში ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გიტანას ნაუსედამ და ანდჯეი დუდამ დაადასტურეს. „ძალიან მიხარია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მართლაც გულწრფელად გამოეხმაურა სურვილს, ჩაგვეტარებინა ერთობლივი წვრთნები ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სუვალკის დერეფანს უწოდებენ," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერთან განიხილა წვრთნების სავარაუდო თარიღი, რომელიც შეიძლება, აპრილში ჩატარდეს. თავის მხრივ, დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად ეკიდება სუვალსკის დერეფნის დაცვას და ამ მიმართულებით ზომები უკვე მიღებულია. „ჩვენ აღვადგენთ პოლონეთის თავდაცვისუნარიანობას ზუსტად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იქ იქმნება ახალი ნაწილები... ჩვენ ვაძლიერებთ პოლონეთის სამხედრო წარმომადგენლობას, ვაძლიერებთ საზღვრის უსაფრთხოებას," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. დერეფნის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება ლიეტუვისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოითქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვის გაძლიერებაზე, ხოლო 2022 წლის ივლისში დუდამ და ნაუსედამ ერთობლივად მოინახულეს სუვალკის დერეფანი.  

ლიეტუვის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მიზნები და სტრატეგიები წელს შეიცვალოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც დაზვერვის ხელმძღვანელებმა ლიეტუვისა და რეგიონისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრთხეებთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები წარმოადგინეს. შეხვედრის შემდეგ დარიუს იაუნისკისმა არსებული ვითარება პრესკონფერენციაზე შეაფასა.  იაუნისკისი დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვის მიზნები და სტრატეგიები წელს შეიცვლება; სიტუაცია, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, რაც გასულ წელს.   „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ კონფლიქტის გაყინვის წინაპირობებს ან რაიმე სურვილს პუტინის, მისი ადმინისტრაციის მხრიდან ამ მიმართულებით,“ - ამბობს ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ხაზს უსვამს, რომ კრემლი ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის. იაუნისკისი არ გამორიცხავს, რომ კრემლი გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს უკრაინის დახმარების შესამცირებლად. ასევე არ არის გამორიცხული საინფორმაციო და კიბეროპერაციების გამოყენება, ბირთვული შანტაჟი და ინციდენტები NATO-ს ქვეყნების ტერიტორიებზე. ლიეტუველი მაღალჩინისანი ასევე ხაზს უსვამს კრემლის მხრიდან უფრო აქტიური ზეწოლის შესაძლებლობას კალინინგრადის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ისინი კალინინგრადის სუსტ წერტილად მიიჩნევენ.  „და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ შესაძლო აგრესიული რიტორიკა, სწორედ კალინინგრადის რეგიონთან არსებული სიტუაციის გამო," - ამბობს იაუნისკისი. მისი შეფასებით, არალეგალური მიგრაცია NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან რჩება ზეწოლის პოტენციურ ბერკეტად, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ როგორც რუსეთმა, ასევე ბელორუსმა.“ მას ასევე მიაჩნია, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცდება სამხრეთში გლობალური ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას და კოალიციის შექმნას. სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არამხოლოდ რუსეთი, არამედ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უარყოფითად აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე.  

ლიეტუვაში უკრაინელი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად ახალი ფონდი შეიქმნა

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT თავის პარტნიორებთან ერთად იწყებს მეორე საქველმოქმედო კამპანიას - "Radarom!" ლიეტუვაში უკრაინის სამხედროებისთვის აღჭურვილობის გასაგზავნად თანხების მოზიდვა სურთ. შემოწირულობები ერთი თვის განმავლობაში, 24 თებერვლამდე, რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავამდე მიიღება.  უკრაინის ომის პირველ წლისთავზე, 14 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა. ლიეტუვა უკრაინას მორიგ დახმარებას იანვარ-თებერვალში მიაწვდის.  

ლიეტუვამ სამხედროებს, მესაზღვრეებსა და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში გამგზავრებაზე შეზღუდვები დაუწესა

ლიტვის მთავრობამ სამხედროებს, ასევე მესაზღვრეებს და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში სამუშაო საათებში გამგზავრება აუკრძალა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყნების სია ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების შეფასებაზე დაფუძნებით შეადგინეს. „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი და ჩინეთი საფრთხეს უქმნიან ლიეტვუის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, რაც გამოიხატება ამ ქვეყნების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ ჯაშუშობაში,“ - განმარტავს ლიეტუვური მხარე გადაწყვეტილებას. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა, ამ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები პოტენციური გადაბირების მიზნით აგროვებენ ინფორმაციას ლიეტუვის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე.  

ლანდსბერგისი რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მერვე ვიზიტით ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. „ბევრი ექსპერტი აღიარებს და ლიეტუვაში ჩვენც ვამბობთ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისთვის 2024 წელი შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა კიევში გამგზავრებამდე. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკრაინაში ლანდსბერგისის მერვე ვიზიტია.  

ევროკავშირი და ლიეტუვა უკრაინაში სკოლებისთვის ბომბის თავშესაფრების ასაშენებლად, $16,7 მილიონს გამოყოფენ

ევროკომისია და ლიეტუვა უკრაინის სკოლებისთვის ბომბის თავშესაფრების ასაშენებლად, 15,5 მილიონ ევროს (დაახლოებით 16,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფენ. ამის შესახებ იუწყება ლიეტუვის ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტო (CPVA), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე. თანხის დიდ ნაწილს, 15 მილიონ ევროს, ევროკომისია გამოყოფს, ლიეტუვა კი - ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს. პროექტი პრიორიტეტს მიანიჭებს უკრაინის რეგიონებს, რომლებიც მდებარეობს ფრონტის ხაზთან ან რუსეთთან საზღვართან - ჩერნიგოვი, სუმი, მიკოლაივი, ზაპოროჟია, ხარკოვი და ოდესა - ორგანიზატორები ამ ოლქებში სკოლის გვერდით 5 თავშესაფრის აშენებას გეგმავენ. რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ყოველი მეშვიდე სკოლა გაანადგურა ან დააზიანა და აიძულა 1,6 მილიონი სკოლის მოსწავლე, ჩამოშორებოდა სრულფასოვან განათლებას. დაახლოებით 900,000 უკრაინელი ბავშვი დისტანციურად სწავლობს.  

უკრაინა და ლიეტუვა დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო თვითმფრინავების წარმოების გაზრდის მიზნით ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრა, უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების მთავარი თემა იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუველ კოლეგასთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მივუძღვენით ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოების გაზრდის მიზნით. ლიეტუვას აქვს ტექნოლოგია და ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ წარმოება. ეს იყო საკვანძო თემა. არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში, მაქსიმალური შედეგი უმოკლეს დროში მოგვცეს,“ - განაცხადა კულებამ. მანვე აღნიშნა, რომ მიღწევადია უკრაინის მიზანი, აღადგინოს კონტროლი საჰაერო სივრცეზე. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე სრულდება, მაგრამ „აუცილებელია ყველა ამ ელემენტის მიღება საკმარისი რაოდენობით და დროულად.“ „თუ ჩვენ მივიღებთ F-16-ებს, თუ გვექნება საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ელექტრონული სისტემები და რაკეტები, მაშინ გავაკონტროლებთ ჩვენს ცას. ეს მიღწევადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა ლიეტუვასთან,“ – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მის ლიეტუველ კოლეგასთან „არსებითი შეთანხმებები“ შედგა ლიეტუვაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დასაგეგმად.  

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. პაკეთშია ათასზე მეტი საბრძოლო მასალა შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისთვის, ასევე, RISE-1 დისტანციური დეტონაციის სისტემები. „ჩვენ აქტიურად და თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არის ინვესტიცია მის უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.  

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა

9 თებერვალს, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ჩავიდა, იტყობინება ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და ათიათასობით თბილი ტანსაცმლის კომპლექტი გადასცეს. „ყოველი პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, ასევე არის კიდევ ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე," - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი. ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირეა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. იანვარში ლიეტუვამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.  

პრორუსმა ჰაკერებმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სისტემების გატეხვა სცადეს - მედია

თებერვლის დასაწყისში პრორუსი ჰაკერები ლიეტუვის არმიის ელექტრონულ სისტემებში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა, მაგრამ საბოლოო დასკვნის გაკეთება შესაძლებელია გამოძიების დასრულების შემდეგ. ILIAS სისტემა ამ დროისთვის გათიშულია გარე ქსელიდან და მიმდინარეობს განახლებები. ამის შესახებე ლიეტუვის მედია იუწყება. „ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა, ჯართან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო გამოძიება; ინციდენტი ამჟამად საშუალო კატეგორიის მოვლენად განიხილება,“- აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.  

არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში - ნაუსედა უკრაინელებს

„ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიეტუველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში," ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს X-ზე ეხმაურება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ლიეტუვა უკრაინისთვის განაღმვის მანქანებს შეიძენს

ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისთვის ოთხ მსუბუქ სატვირთოს შეისყიდის სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალური პორტალის ინფორმაციით, 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია Validus Spetsavto-სგან სატვირთო მანქანებს დღგ-ს გარეშე 1,32 მილიონ ევროდ შეიძენენ. სატვირთო მანქანების შეძენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, უკრაინაში განაღმვის მხარდასაჭერად დაიგეგმა.  

ლიეტუვის პრემიერი: უკრაინის გამარჯვება თავისუფალი რუსეთის “აღმოცენების“ უკანასკნელი შანსია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება არის ბოლო შანსი დიქტატურისა და იმპერიალიზმისგან თავისუფალი, განსხვავებული რუსეთის „დაბადებისთვის.“ ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. სიმონიტემ განცხადება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის მეცხრე წლისთავზე გააკეთა. „9 წლის წინ ბორის ნემცოვის მკვლელობა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შეხსენება იყო, რომ რუსეთში სწორი საქმის კეთებამ შეიძლება, მოგკლას ან დაგაპატიმროს, ან ორივე ერთად. პუტინის რეჟიმის სისხლიანი თითის ანაბეჭდები მთელ ამ მკვლელობასა და ბევრ სხვაზეა,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. „უკრაინის გამარჯვება არის ბოლო შანსი განსხვავებული რუსეთისთვის, თავისუფალი დიქტატურისა და იმპერიალიზმისგან - ის, რისთვისაც იბრძოდა ბორის ნემცოვი. ჩემი გზავნილი ყველას, ვინც გლოვობს ნემცოვს დღეს: დაეხმარეთ, უკრაინას გაიმარჯვოს, რა ფასიც არ უნდა იყოს," - დასძინა ლიეტუვის პრემიერმა.  მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების კომენტირებისას, გაიხსენა, რომ ის არ არის რუსეთში პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლი.  

უკრაინაში მოკავშირეთა ჯარების გაგზავნის იდეა განხილვას იმსახურებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, უკრაინაში მოკავშირეების სახმელეთო ჯარების განლაგების იდეა განხილვის ღირსია. „ევროპის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. ასეთ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საჭიროა პოლიტიკური ლიდერობა, ამბიცია და არატრადიციულად აზროვნება. პარიზში გუშინდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა იმსახურებს ყურადღებას,“ – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.  

ლიეტუვა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად 300 000 ევროზე მეტს გამოყოფს

ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა 326,000 ევროს (353,000 აშშ დოლარი) გამოყოფა ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. თანხები გადაირიცხება ლიეტუვის სოციალური უზრუნველყოფის და შრომის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, იტყობინება TV3. თებერვლისთვის დაგეგმილი ხარჯები 304 000 ევროს შეადგენს. მათ შორის, 160,000 ევრო იქნება მიმართული ინსტიტუციური სოციალური დახმარებისთვის, ხოლო 130,000 ევრო გამოიყოფა ერთჯერადი ანგარიშსწორებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში განსახლების მოწყობას, რაც ასევე მოიცავს ბავშვთა განათლების კომპენსაციას. უკრაინის ორმხრივი დახმარება მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ლიეტვის წილი უკრაინსადმი, ევროკავშირის ფარგლებში, ქვეყნის მშპ-ს კიდევ 0,5%-ს შეადგენს. ლიეტუვის მთავრობამ უკრაინისთვის უკვე გაიღო დახმარება, რომელიც 1 მილიარდ ევროს აღემატება.  

რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ

რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოართმევენ. ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონის მიმართულებით ან ლიეტუვის გავლით, ამ მოთხოვნას არ დაექვემდებარებიან, განმარტეს საბაჟო სამსახურში. თუმცა, ასეთი ტრანზიტი არ შეიძლება, 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს და მას მანქანას მფლობელი უნდა ახლდეს, აღნიშნეს დეპარტამენტში. მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მანქანა ლიეტუვის ტერიტორიაზე არ დაიშვება. „ვილნიუსი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემოსვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს ღონისძიება რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების შემდგომი განმარტების შესახებ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.  

ლიეტუვა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაციას იწყებს

ლიეტუვის საბაჟო, რუსეთში რეგისტრაციაში გავლილი მანქანებისთვის სპეციალურ ვადებს აწესებს. ლიეტუვა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაციას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ეს მანქანები ქვეყანას 11 მარტამდე არ დატოვებენ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ  

ყაზახეთმა ლიეტუვას საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა

ყაზახეთის საგზაო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალმაზ აისინმა ლიეტუვას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა. ვილნიუსში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ლიეტუვის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 შეხვედრა გაიმართა. ყაზახეთის დელეგაციას ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი ტორებაევი, ლიეტუვის დელეგაციას კი, ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრი არმონაიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრისას აისინმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის მთავარ როლს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ტვირთების ტრანზიტში და ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკა ყველა ღონეს ხმარობს რეგიონში სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისთვის. ლიეტუველი პარტნიორები ასევე გაეცნენ არსებულ პერსპექტივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ევროპული კომპანიების მხრიდან უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები

ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის უსაფრთხოებას გერმანია დაიცავს

გერმანული თვითმფრინავები ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ცას მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გააკონტროლებენ, წერს Die Zeit.  „NATO-ს საჰაერო მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლატვიასა და ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. გერმანია იყო და რჩება ბალტიის ყველა ქვეყნის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საჰაერო ძალები მტკიცედ დგას ლატვიისა და მთელი ბალტიის რეგიონის მხარეს,“ - განაცხადა გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარციმ. ნოემბრის ბოლომდე ექვსი Eurofighter Typhoon-ის მებრძოლი და 200-მდე გერმანელი ჯარისკაცი ლატვიის სამხედრო აეროდრომზე Lielvarde  განთავსდება. ლატვიის თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით, გერმანიის საჰაერო ძალებმა ავიაბაზის მეთაურობა გადაიბარეს. „მფრინავების მისიამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხისა და უკრაინის ომის გამო,“ აღნიშნა მინისტრმა.  ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავი არ ჰყავთ. 2004 წლიდან NATO-ს სხვა ქვეყნებმა უზრუნველყვეს რეგიონის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და გერმანიის საჰაერო ძალებმა არაერთხელ შეასრულეს ეს მისია, განათავსეს თვითმფრინავები ესტონეთისა და ლიეტუვის საჰაერო ბაზებზე. ახლა გერმანული თვითმფრინავები  ლატვიაში პირველად განთავსდა.  

ლიეტუვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

ლიეტუვა ჩაატარებს უდიდეს სამხედრო წვრთნებს (Thunder Storm), რომელშიც 2500 სარეზერვო ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სწავლება, რომელიც აპრილ-მაისში ჩატარდება, ყველაზე მასშტაბური იქნება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მანევრებში 4000-ზე მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი და წვევამდელი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს მოკავშირეები პოლონეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან. Thunder Storm ლიეტუვის შეიარაღებული ძალების უნარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.  

ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში „არსებული ინტენსივობით“ ომის წარმოება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია

ნავთობის მაღალი ფასები, სამხედრო ინდუსტრიის ინვესტიციები და სანქციების გვერდის ავლა რუსეთს საკმარის რესურსს აძლევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის მსგავსი ინტენსივობით სულ მცირე ორი წლის განმავლობაში განაგრძოს. ამის შესახებ ლიეტუვის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო. ანგარიშის თანახმად, ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება, ათი წელიც კი გაგრძელდეს. „ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია NATO-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იs თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს,“ - ნათქვამია ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში. პუტინი NATO-ს წინააღმდეგ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებას იწყებს - ISW  

ლიეტუვამ უკრაინას 155 მმ-იანი ჭურვები გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, რომელიც 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. "ვაგზავნით იმ მარაგებს, რომლებიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ვუსმენთ მათ და ჩვენი დახმარება გრძელდება", - აღნიშნა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა. სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გარდა, ლიეტუვა ასევე ხელს უწყობს უკრაინის დაცვას სამხედრო პერსონალის აქტიური მომზადების, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის და ექსპერტების კონსულტაციების გზით. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ უკრაინის დახმარების გრძელვადიანი ეროვნული გეგმა დაამტკიცა.  

ლიეტუვაში მფლობელებს, შესაძლოა, რუსული სანომრე ნიშნის მქონე 50-მდე ავტომობილი ჩამოართვან

11 მარტიდან ლიეტუვაში შესაძლოა, რუსული ნომრით მანქანების ჩამორთმევა დაიწყოს. მედიის ცნობით, ათობით ასეთი მანქანა კვლავაც რჩება ქვეყანაში. „საბაჟო სამსახურის მონაცემებით, რამდენიმე ათეული ავტომობილი რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით, კვლავ მოძრაობს ლიეტვაში. უხეში შეფასებით, ასეთი დაახლოებით 50 ავტომობილია," განუცხადა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირმინა ფროლოვა-მილასიენმა მედიას. სამართალდამრღვევებს ემუქრებათ ავტომობილის ჩამორთმევა და ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პირველი დარღვევისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 200-დან 6000 ევრომდე, განმეორებით დარღვევისთვის - 2000-დან 6000 ათას ევრომდე. იურიდიული პირების ხელმძღვანელობა დაჯარიმდება, შესაბამისად, 600-დან 6000-მდე და 4000-დან 6000 ევრომდე. „ამავდროულად, გამონაკლისი იქნება რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონიდან ან ლიეტუვის გავლით, ტრანზიტით,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში.  რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.  

ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი დააკავეს

ლიეტუველმა მებაჟეებმა რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი დააკავეს. მისი შეჩერება ახალი ადმინისტრაციული მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომელიც კონფისკაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომობილი 11 მარტს მედინინკაის გამშვებ პუნქტზე დააკავეს. მძღოლი, მოლდოვის მოქალაქეა, რომელიც რუსული სანომრე ნიშნით Audi Q7-ს მართავდა, გეგმავდა ლიეტუვის გადაკვეთას და გზის ბელორუსისკენ გაგრძელებას. ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ტრანზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მანქანაში მისი მფლობელი იმყოფება. „მძღოლის მიერ წარდგენილი საბუთების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მანქანის მფლობელი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა - რუსეთის მოქალაქე,“ - აღნიშნავენ საბაჟოს პრესსამსახურში. მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, 41 690 ევროს ღირებულების ავტომობილი ამოღებულია.  რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ხვალიდან ამოქმედდება  

ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს კრძალავენ

ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი 13 მარტს დააკავეს. ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ასევე 13 მარტიდან ამოქმედდა. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ. ცნობისათვის, 15 თებერვლიდან, ლატვიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია დაშვებული იქნება. ქვეყანაში დაშვებულია მხოლოდ ის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობებს მიეკუთვნებიან და ასევე, ტრანზიტულად კვეთენ ლატვიას.  

ბელორუსის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სცენარის მიხედვით, ლიეტუვა წვრთნებს ატარებს

ლიეტუვა ახალ წვრთნებს ჩაატარებს სასწრაფო დახმარების სამსახურებისთვის, რათა უპასუხონ ოსტროვეცში, ბელორუსის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის პოტენციურ გაჟონვას. ტრენინგი, რომელიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ორშაბათს, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩატარდება, მიზნად ისახავს ყველა სამსახურის კოორდინაციას ბელორუსის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში. სწავლება გაიმართება ვილნიუსსა და სვიანჩენის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ბელორუსს და მდებარეობს ატომური ელექტროსადგურიდან 40-60 კმ-ში. სცენარის მიხედვით, ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ლიეტუვაში ინსტრუმენტების მიერ გამოვლენილი რადიაციული გაჟონვის შესახებ და სამსახურებმა უნდა ამოქმედონ შესაბამისი რეაგირების მექანიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საერთო ჯამში საქმეში საერთვებიან ეროვნული უსაფრთხოების კომისია, კრიზისებზე რეაგირების ეროვნული ცენტრი, ექვსი სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მსგავსი წვრთნები გასულ წელსაც ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ მინსკს საპროტესტო ნოტა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ბელორუსმა ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვება დაიწყო და მისი სიმძლავრე გაზარდა.  

ლიეტუვა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად $38 მილიონს გამოყოფს

ლიტვა ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს, 35 მილიონი ევროს (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფით დაუჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ გააკეთა. ფრონტის ხაზზე ამ საბრძოლო მასალის დეფიციტია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განმარტა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 170 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. გარდა ამისა, ჩეხეთი ხელმძღვანელობდა ათზე მეტი ქვეყნის კოალიციას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოაცხადა, რომ ჩეხეთმა უზრუნველყო 155 მმ და 122 მმ კალიბრის 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინისთვის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის ინიციატივით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შეძენილი საბრძოლო მასალები შესაძლოა, უკრაინას ივნისის დასაწყისში მიეწოდოს. საარტილერიო ჭურვები უკრაინისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობებია, რადგან ქვეყანა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. აშშ-ის სამხედრო დახმარების გაჭიანურებამ, რომელიც გამოწვეულია კონგრესში დავებით, უკვე პირდაპირი გავლენა იქონია ბრძოლის ველზე, რამაც ხელი შეუწყო ქალაქ ავდიივკის დაკარგვას.  

ლანდსბერგისი: შევაფერხეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულ მასიურ საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება „ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს ხელჩამოშვებული ისხდნენ, ვიდრე ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა. ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს და ამ ყველაფერს არავითარი გამართლება არ აქვს,“- წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს. „ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორებს ესმოდეთ შეფერხებებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი. „Patriot-ის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ დღეს განაცხადა, რომ რუსებმა დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, მტრის მიზანია სახელმწიფოს ენერგოსისტემის მუშაობის მასშტაბური შეფერხების პროვოცირება. თავდასხმის გამო, უკრაინის რიგ ოლქებში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.

ლიეტუვამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა. ლიეტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმძა დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა მიიღეს. სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება ამჟამად მოიცავს სხვადასხვა იარაღს, საბრძოლო მასალას, უპილოტო თვითმფრინავებს, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, ჯარისკაცების წვრთნას, მძიმე ტექნიკის შეკეთებას და ყველა სხვა მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის საჭიროებების შესაბამისად გაეწია. ლიტვამ უკვე შეიმუშავა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგ, რომელიც 2024-2026 წლებში 200 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გულისხმობს.  

ლანდსბერგისი ვაშინგტონში: 75 წლის წინანდელი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვაგან - უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 75 წლის წინანდელი მოვლენები, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდა გაიხსენა. მისი თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად კი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა. „მინდა, შესაძლებლობა გამოვიყენო და აშშ-ს მადლობა გადავუხადო ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ლიეტუვის უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებად ქცევისთვის. დღეს ის თარიღია, როდესაც სევდიანი ისტორიის 75 წელს ვიხსენებთ, რადგან 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. როდესაც ათიათასობით და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ციმბირში გადაასახლეს და მთელი ცხოვრების იქ გატარება აიძულეს, ბევრმა მათგანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ეს მოგონება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რასაც დღეს ვაფასებთ. უსაფრთხოება, თავდაცვა, კეთილდღეობა, რომელთა მიღწევაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევძელით და ასევე, ვუყურებთ მომავალს, რომ ეს აღარ განმეორდეს, არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორიცაა, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან და საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხნენ,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთიდან ჯართის იმპორტის აკრძალვას სთავაზობს

ლიეტუვამ, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის მხარდაჭერით, ევროკავშირს შესთავაზა, აკრძალოს შავი ლითონების, სპილენძის, ალუმინის ნარჩენებისა და ჯართის იმპორტი რუსეთიდან. ლიეტუვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ამ შემოსავალს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ინფორმაციას LRT ავრცელებს. „წინადადება ორშაბათს ბრიუსელში, გარემოს დაცვის საბჭოს სხდომაზე წარადგინეს,“ ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს პრესრელიზში. „ლიეტუვა სთავაზობს ევროკომისიას, შეაფასოს ყველა ვარიანტი ევროკავშირის დონეზე და გამოვიდეს წინადადებით რუსეთიდან ნარჩენების იმპორტის შეჩერების შესახებ ევროკავშირში ან წევრ ქვეყნებს მიეცეს ცალმხრივი შემზღუდავი ზომების მიღების უფლება,“ - ამბბს ელჩი იურგა კასპუტიენე, ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ევროკავშირში. „ევროკავშირმა 2022-2023 წლებში 118 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შავი ლითონები, სპილენძი და ალუმინის ნარჩენები და ჯართი შეიტანა რუსეთიდან,“ განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ იმპორტის უმეტესი ნაწილი ლიეტუვაზე გადიოდა.  

ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რამდენიმე კვირით გზავნის. „ეს პირდაპირ უწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და მხარს უჭერს ჩვენს მოკავშირეებს," - განაცხადა ნიდელრლანდების თავდაცვის მინისტრმა. მან სისტემების განლაგების ზუსტი დრო არ დააკონკრეტა, თუმცა როგორც სამინისტრო იუწყება, ლიეტუვაში წვრთნები ზაფხულშია დაგეგმილი და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება. „ეს სწავლება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ ფლანგზე ერთობლივი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად,“ წერს უწყება. ბოლოს Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ლიეტუვაში გასული წლის ივლისში განლაგდა, როდესაც ვილნიუსმა NATO-ს სამიტს უმასპინძლა.  

ლიეტუვა უკრაინას რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული თბოსადგურების აღდგენაში დაეხმარება

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ლიეტუვა უკრაინას რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული თბოელექტროსადგურების აღდგენისთვის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს. ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშჩენკოს განცხადებით, უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი მალე ლიეტუვის რამდენიმე ენერგეტიკულ ობიექტს ეწვევა, რათა შეამოწმოს აღჭურვილობა, რომელიც მოგვიანებით უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს გადაეცემა. ეს გულისხმობს თბოელექტროსადგურების ფართომასშტაბიან აღჭურვილობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელმაც რუსეთის შეტევის გამო თბოწარმოების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა. 22 მარტს, „უკრენერგომ“ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა.  

ლიეტუვა უკრაინელი სამხედროებისთვის რეაბილიტაციის სპეციალურ პროგრამას იწყებს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს და ამ მიზნით დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ მან უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სერიოზული მომზადების შემდეგ, დღეს ლიეტუვა იწყებს სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამას დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. "ჩვენ გამოვყოფთ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ამ პროგრამებისთვის სხვადასხვა წყაროდან და განვითარების პროგრამიდან. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სხვა დონორებიც შემოგვიერთდებიან," - დასძინა ლიეტუვის პრემიერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვა აპირებს, შეიძინოს დაახლოებით 3000 ადგილობრივი წარმოების დრონი უკრაინელი სამხედროებისთვის გადასაცემად. პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პარასკევს ლიეტუვაში იმყოფება.  

„უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. „საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მან შესაძლოა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს," - აცხადებს ლანდსბერგისი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები გაუგზავნა

ლიეტუვამ უკრაინას M577-ის ტიპის ახალი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ მიწოდებული მანქანების რაოდენობას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 5 აპრილს განაცხადა, რომ ლიეტუვა 3000 უპილოტო თვითმფრინავს  შეიძენს კიევისთვის და 15 მილიონ ევროს გამოყოფს (დაახლოებით $16 მილიონი) დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო პროგრამებზე. ვილნიუსი კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, ლიეტუვის სამხედრო შენატანები უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილის მიხედვით.  

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით. Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა, ხდება. დაზიანდა შენობის კედელი. ვინ მოაწყო თავდასხმა, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს სხვადასხვა ქვეყანაში დაესხნენ თავს. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, მას ცეცხლი მოედო. კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი, წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.  

გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო

ორშაბათიდან, ლიეტუვაში ეტაპობრივად ჩასვლას იწყებენ გერმანული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა საბოლოოდ, სამოქალაქო პირების ჩათვლით, 5000-ს მიაღწევს. 8 აპრილს, ვილნიუსში გერმანიის პირველ ოც სამხედრო მოსამსახურესა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მეთაურს დახვდებიან. პირველი ნაკადი ვილნიუსში განლაგდება. ასევე გეგმავენ შემდგომ ღონისძიებებს ბრიგადის გადაადგილებისთვის და კოორდინაციას გაუწევენ ყველა საჭირო ნაბიჯს მათი განლაგებისთვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად. „მნიშვნელოვანი დღეა ბუნდესვერისთვის. პირველად, ვიწყებთ ასეთი ქვედანაყოფის განთავსებას გერმანიის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, სადაც ლიეტუვაში პირველი 20 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ცერემონია გაიმართა. ამ სამხედროებმა უნდა მოამზადონ პირობები გერმანელი ჯარისკაცების შემდგომი გადაყვანისთვის. „ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის, ადგილზე. ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ადგილზე უნდა იყოს ყაზარმები და ბინები. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ლიეტუვის მხრიდან და გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბრიგადა თავიდანვე ისე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების ფონზე, გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ლიეტუვაში მუდმივად განათავსებს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ქვედანაყოფს. ბუნდესვერის ბრიგადამ, რომელიც შედგება დაახლოებით 4 800 ჯარისკაცისგან და ბუნდესვერის 200 სამოქალაქო თანამშრომლისგან, სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ქვედანაყოფ 45-ე სატანკო ბრიგადის საბოლოოდ ჩამოყალიბება 2025 წელს იგეგმება. 150 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი მცირე ჯგუფი ლიეტუვაში სამსახურს წელს დაიწყებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის განლაგება გერმანიას თითქმის 800 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის განლაგების სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მაშინ „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა.  მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი. 122-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც ამჟამად განლაგებულია სამხრეთ გერმანიაში და 203-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ლიეტუვაში გადაინაცვლებს. NATO-ს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც უკვე ლიეტუვაში იმყოფება, ბრიგადის შემადგენელი გახდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბრიგადის სრული განლაგება 2027 წლისთვის დასრულდება.  ჯამში, ადგილზე დაახლოებით 5000 სამხედრო და სამოქალაქო პირი უნდა ჩავიდეს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

ლიეტუვა: პატივს მივაგებთ იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგნენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – წერია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

ვილნიუსში, რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ვილნიუსში დააკავეს რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. პორტალ Delfi-ის ცნობით, საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ორჯერ სცადეს. გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი „უკვე იმყოფებოდა პოლიციის ყურადღების ცენტრში“. სხვა დეტალები არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ ქონების დაზიანების ფაქტზე საზოგადოებისთვის სახიფათო გზით. ეჭვმიტანილს ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა, დაპატიმრება ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 7 და 8 აპრილს უცნობმა პირმა საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რამაც კედელი დააზიანა.  

გერმანიის ხელისუფლება აპირებს, 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ლიეტუვაში დაიწყო - Bloomberg

გერმანიის ხელისუფლება აპირებს, რომ 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ცოტა ხნის წინ ლიეტუვაში დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს სურს, შეიძინოს 35 დამატებითი Leopard 2 A8-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, რათა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადა გააძლიეროს - ეს NATO-ს ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რათა დაიცვას ევროპის აღმოსავლეთი ფლანგი რუსეთისგან. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტაკნების ჯამური ღირებულება მილიარდი ევრო იქნება და ისინი შეავსებენ 18 ტანკს, რომლის შეძენაც გერმანიამ შეისყიდა. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო  

ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 აპრილს, ლიეტუვაში, „სამი ზღვის“ სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა. „მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი და ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება უნდა გაფორმდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „ამჟამად მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მოვახდინოთ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, რათა შევძლოთ რუსული ტერორის დაძლევა,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სამი ზღვის ინიციატივა მოიცავს ევროპის კავშირის წევრ 12 დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვებს შორის მდებარეობს. მისი მიზანია ახალი ინფრასტუქტურული ინიციატივების წახალისება და ამით ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის კავშირების დაწინაურება, ეკონომიკური ზრდა და ენერგოუსაფრთხოება, რაც თავის მხრივ, ისეთ ავტორიტარული რეჟიმებს შეუქმნის დაბრკოლებას, როგორიცაა, რუსეთი და ჩინეთი. გაერთიანების ძირითადი მიმართულებები, რომელიც ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ეკონომიკის ციფრულ სფეროს მოიცავს, ბუქარესტის 2018 წლის სამიტზე დამტკიცდა. „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრები არიან: ავსტრია ბულგარეთი უნგრეთი ლატვია ლიეტუვა ესტონეთი პოლონეთი რუმინეთი სლოვაკეთი სლოვენია ხორვატია ჩეხეთი ეს ქვეყნები მოიცავს 1,21 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს (ევროკავშირის ტერიტორიის 29%), სადაც 112 მილიონი ადამიანი (ევროკავშირის მოსახლეობის 25%) ცხოვრობს. ხოლო „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის მთლიანი მშპ-ს 19%-ს შეადგენს.

ლიეტუვამ უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემები და გენერატორები გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, გენერატორებსა და დასაკეც საწოლებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ე.წ. სამი ზღვის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 10 აპრილს კიევს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი ეწვია. მან უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილეს. „ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის, რომელიც იტანჯება რუსეთის სასტიკი აგრესიით,“ - აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. დღესვე, უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ყოველწლიურად ლატვია უკრაინას მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს. „ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლობელი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.  

ლიეტუვა უკრაინას 400 000 ევროს გამოუყოფს

ლიეტუვის მთავრობა უკრაინის სკოლებში ლითონის დეტექტორებით უზრუნველყოფისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის 400 000 ევროს (425 900 აშშ დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო ამ კვირაში ლვოვში შეხვდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს, რათა განეხილათ უკრაინის უსაფრთხოების საკითხები სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გახშირებული თავდასხმების ფონზე. ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, გამოყოს 400 000 ევრო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ლითონის დეტექტორების შესაძენად, ასევე, უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქ ვართ, რათა გამოგიგზავნოთ მკაფიო გზავნილი - ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით თქვენს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბილოტაიტმა. ლიეტუვა რჩება უკრაინის მხარდამჭერთა შორის გლობალურად მშპ-ს წილის მიხედვით, უკრაინის ორმხრივი დახმარება მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს. ამ წლის დასაწყისში, ლიეტუვამ გრძელვადიანი 200 მილიონი ევროს (დაახლოებით $215 მილიონი) მხარდაჭერის პაკეტის უზრუნველყოფის პირობა დადო.  

ლიეტუვაში მოსახლეობის 70% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს - კვლევა

ათიდან შვიდი ლიტუველი მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. 1115 რესპონდენტს ჰკითხეს, წარმოადგენს თუ არა რუსეთი, მათი აზრით, რეალურ საფრთხეს ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მათგან 70%-მა უპასუხა, რომ რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს, საიდანაც 29%-მა უპასუხა "აუცილებლად დიახ", 41%-მა კი - "დიახ." რესპონდენტთა 19%-მა უპასუხა „ალბათ არა“, 4%-მა – „აუცილებლად არა“ და 7%-მა გაურკვეველია ან არ სურდა პასუხის გაცემა. მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, სადაც მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება, სხვა ეროვნების მუდმივი მცხოვრებლები არიან, მათ შორის 50% არ ეთანხმება, რომ რუსეთი საფრთხეს  წარმოადგენს, ხოლო 31% ეთანხმება. თავად ლეიტუველებს შორის 74% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს. კვლევა 15-25 მარტს Baltijos Tyrimi-მა ჩაატარა, შესაძლო ცდომილება 2,9 პროცენტულ პუნქტს არ აღემატება.   

ლანდსბერგისი: საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროპული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს.„საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა. ნუ ჩაშლით ამ ოცნებას," - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

Rheinmetall-ი ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს

ლიეტუვამ ხელი მოაწერა განზრახვის წერილს გერმანულ Rheinmetall-თან, რათა ბალტიისპირეთის ქვეყანაში საბრძოლო მასალის ქარხნის აშენება დაიწყოს, იუწყება Reuters. ლიეტუვის ეკონომიკის მინისტრმა ოსრინე არმონაიტემ განაცხადა, რომ ქარხანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ბალტიისპირეთის ქვეყანაში. დეტალური საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ახლა გაიმართება. „ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციას, რომელიც გამოიმუშავებს შემოსავალს და დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, ავტონომია შეიარაღების შეძენისას,“ - ამბობს მინისტრი. მანამდე ლიეტუვის სეიმმა დაუჭირა მხარი კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს მსხვილ თავდაცვის კომპანიებს, რომ ქვეყანაში უფრო სწრაფად დაიწყონ პროექტების განვითარება. ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა ოშრინ არმონაიტემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს Rheinmetall-ის შესვლას ქვეყანაში და ლიეტვაა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მანამდე Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში ქარხნის აშენებას 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის აპირებს.