თეგი: მსხვერპლი

რიკოთთან მომხდარი ავარიის შედეგად, 3 პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავების ავტომანქანისა და ,„FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მეორედ გაასაჯაროვა. „სამწუხაროდ სპეციალური „სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას გვაქვს დანაკარგები. 25 მარტის მონაცემებით დაღუპულია 1351 სამხედრო, ხოლო დაზიანებები მიიღო 3815-მა სამხედრომ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე სერგეი რუდსკოიმ განაცხადა.  რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ პირველად 2 მარტს გაასაჯაროვა. მაშინ განაცხადეს, რომ 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაღუპულია 498, დაჭრილია 1 500.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 16 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში 850-მდე ზარი შევიდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამასთან ღვარცოფმა გადაკეტა ქუჩები, ქალაქის ცალკეული უბნები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

აზერბაიჯანში, ბაქოში, საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბაოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 31-მა კი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, აფეთქება ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

მარიუპოლის მერი: ომის დაწყებიდან ქალაქში, სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

"ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში 20 000-საც აღემატებოდეს. "რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს. ასევე ისინი მარიუპოლში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ, რათა თავიანთი დანაშაული დამალონ.​ საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში აქვთ მოთავსებული, სადაც მაცივრებია", - განაცხადა ბოიჩენკომ. ასევე წაიკითხეთ: აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი: კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს

კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს, – ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა. „სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა. ამასთან, ნებიტოვის თქმით, 350-ზე მეტი ცხედარი ნაპოვნია ბუჩაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული

ომის დაწყებიდან დღემდე 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქვა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, - აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი: კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა

ქაბულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

"დღეს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა" ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „სამი აფეთქება მოხდა საჯარო სკოლაში, არის მსხვერპლი ჩვენს შიიტ მოსახლეობაში“, – აღნიშნა ქაბულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხალიდ ზადრანმა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და დაიჭრა 14.  

თურქეთში, ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  ამასთან, ამ დროისთვის, აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

რუსეთში, საბავშვო ბაღში სროლისას ბავშვები დაიღუპნენ

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის საბავშვო ბაღში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მოროზოვმა განაცხადა. „საშინელი დანაშაული მოხდა. მე ვესაუბრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატთა კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა და 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი", - წერს პოლიტიკოსი. ასევე წაიკითხეთ: ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო  

ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, კორპუსიდან მაშველებმა ცხედრები გამოიყვანეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

სარაკეტო იერიშის შედეგად რადიო "თავისუფლების" კიევის ბიუროს თანამშრომელი დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს. ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევს სულ მცირე ორჯერ დაარტყეს. კიევის მთავრობის ინფორმაციით, ერთი რაკეტა ოცდახუთსართულიან კორპუსს მოხვდა, შევჩენკოს რაიონში. დაიჭრა 10 ადამიანი. დღეს კიევის მერმა განაცხადა, რომ ნანგრევებიან ერთი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა    

კიევის ოლქის პოლიციის უფროსი: რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

კიევის ოლქში რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. „სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ნებიტოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში, 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა

დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა - ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „3 მაისს რუსებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 27 დაჭრეს. ეს არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს. დაღუპულთა შორის არის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 ლიმანში, 4 ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში,“- წერს პავლო კირილენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC  

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობისთვის, ალექსანდრ მახოვი მრავალი წლის განმავლობაში ტელეარხებზე „უკრაინა 24“ და „უკრაინა“ მუშაობდა და მიმდინარე სიახლეებს აშუქებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც

ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. როგორც მედია იუწყება, დანებითა და ნაჯაცებით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი ერთ-ერთ პარკში გამვლელებს დაესხა თავს. ამ ეტაპზე დამნაშავეების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციას მოწყობილი აქვს ბლოკ საგუშაგოები და მანქანებს აჩერებს. თავდასხმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. მომხდარის გამო პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლას მოერიდონ.  

WHO: კორონავირუსის პანდემიამ, თითქმის 15 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაიღუპა თითქმის 15 მილიონი ადამიანი, რაც აქამდე არსებულ ოფიციალურ სტატისტიკაზე თითქმის სამჯერ მეტია. ადრე ითვლებოდა, რომ დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან. თუმცა აქაც იყო განსხვავებები. მაგალითად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, რომელსაც მრავალი საერთაშორისო მედია და ექსპერტი ეყრდნობოდა პანდემიის დროს, კორონავირუსმა 6,2 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანმო-ს ახალი მონაცემები ბევრჯერ აღემატება რომელიმე ამ მაჩვენებელს. ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა დიდად არ იყო შეფასებული - ზოგჯერ მიზანმიმართულად და უმეტეს შემთხვევაში გამოთვლებში შეზღუდული შესაძლებლობების გამო. მაგალითად, ინდოეთში, ჯანმო-ს მონაცემებით, დაიღუპა 4,7 მილიონი - ათჯერ მეტი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებია. ამ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში კოვიდ სიკვდილობის თითქმის მესამედი. რუსეთში ოფიციალური მაჩვენებლები სამნახევარჯერ დაბალია რეალურზე. აქამდე სიკვდილობის მხრივ ლიდერად აშშ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ინდოეთი გამოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირიუსით 16 811 ადამიანი დაიღუპა. 

ჰავანაში, სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა

კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. „სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, - აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან სამი მძიმედ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, ვენისკენ მიმავალი მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.

კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა

უკრაინაში, გაიდარი კიევის ოლქში, დასახლება შევჩენკოვოში დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი 11 ან 12 მარტს დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა. „14 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 227 ბავშვი დაიღუპა, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 27 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 27 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 1218 ტანკი, 2934 - ჯავშანტექნიკა, 551 - საარტილერიო სისტემა, 195-სარაკეტო სისტემა, 88 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 200 - თვითმფრინავი, 163- ვერტმფრენი, 2059 - საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 13- გემი/კატერი, 411- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 42 - სპეციალური აღჭურვილობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებენ  

ინდოეთში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის შედეგად სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა - BBC

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2580 დოლარი) დაჰპირდა. მომხდარის გამო, ორი ადამიანია დაკავებული. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ესპანეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბარსელონაში ორი მატარებელის შეეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვვევა სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. გარდაცვლილი ერთ-ერთი მატარებლის მემანქანეა. ამასთან, საგანგებო სამსახურების ცნობით, სულ 85 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.  

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ბორჯომში „ბოლო ზარის” შემდეგ მომხდარ ავტოავარიაში ერთი მოსწავლე დაიღუპა

ბორჯომში „ბოლო ზარის“ შემდეგ მომხდარ ავტოავარიას ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარშე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.  

ირანში 10-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. არის მსხვერპლი

სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ირანში, 10-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად. შენობა ირანის სამხრეთ აღმოსავლეთში, ქალაქ ჰუზესტანში ჩამოინგრა. ინფორმაციას INSA ავრცელებს. საუბარია მშენებარე ბიზნეს-ცენტრზე „აბადან მეტროპოლზე“, რომელიც ტელენჯის კვარტალში, აბადანში მდებარეობდა. შენობის ნანგრევებში დაახლოებით 80 ადამიანია. ობიექტის მფლობელი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი დაკავებულია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული. "ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ფილიპინების პრეზიდენტი: ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ვხოცავთ ადამიანებს, მაგრამ მე ბავშვებსა და მოხუცებს არ ვკლავ

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს, - ამის შესახებ ფილიპინების მოქმედმა პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა. როდრიგო დუტერტეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას და პუტინს მკვლელებს უწოდებენ, ისინი განსხვავებულები არიან. ”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს. ის, რაც ხდება რუსეთსა და ამერიკაში, განსხვავდება იმისგან, რაც აქ ხდება,“- აღნიშნა როდრიგო დუტერტემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რომასმა გახსნა, რომელიც ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. როგორც ცნობილია, დაიღუპა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.  

ჯო ბაიდენი: როცა 18 წლის ბავშვს შეუძლია, იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია

არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა. „ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია.  

CNN: ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ.  შემთხვევის ადგილებზე ამ მეხანძრეები და მოხალისეები მუშაობენ.  

ლუგანსკის ოლქში სროლას ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი "BFM TV"-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა. „ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი, ოფიალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“,- ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიმ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა  

BBC: გერმანიაში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა

გერმანიაში, ბავარიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.  

გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გერმანიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შვალმშტადტში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ ეტაპზე სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, ამ ეტაპზე სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

ირანის აღმოსავლეთში, ხორასანის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი მგზავრი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცმცველი უწყების წარმომადგენლები.  

აშშ-ში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 ადამიანი

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. გასროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 23 წლის კაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.  გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა. ცნობილია, რომ კაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.    

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს. ამასთან, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 287 ბავშვი დაიღუპა

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 287 ბავშვი დაიღუპა, 492 კი - დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ მაჩვენებლები საბოლოო არაა, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

გაერო: უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, სულ მცირე, 4481 სამოქალაქო პირი დაიღუპა

"უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი", - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს გაერო: 28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაბრუნდა  

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბილალ კარიმი სოციალურ ქსელში. ამასთან, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.  

BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება. ცნობისთვის, 6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში. ასვე წაიკითხეთ: ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი

ავღანეთში, ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.  BBC-ი წერს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია და „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსვერპლი ისევ გაიზრდება. ასევე წაიკითხეთ: BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება

ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე, მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა  

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“,- აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ  

ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციიას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს. 5.7 და 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრში დაფიქსირდა.  

დანიაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა როგორც ცნობილია, 22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.  

ინდოეთში, მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც BBC წერს, ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.  

ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამ დროისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სროლისას თავდამსხმელი, შენობის სახურავზე იმყოფებოდა, იუწყება CBS News. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი, ვინაიდან ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის.  

ავსტრალიაში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ BBC  წერს. სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგგორც ცნობილია, წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი უბე­დური შემ­თხვე­ვის გამო დაიღუპა

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი უბე­დური შემ­თხვე­ვის გამო დაიღუპა წინასწარი ინფორმაციით, გივი კუბლაშვილს გლდანში მდებარე საწყობში ხის პალეტები დაეცა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დამატებით დეტალებს Europetime შს სამინისტროში არკვევს.  

20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა

ჰოსპიტალ "ბაუ"-ში 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა. კლინიკა „ბაუს“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ახალგაზრდა 12 ივნისს თავის ქალის მძიმე ტრავმით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მიერ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.  

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა. ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.  შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა.  

 შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.  

შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა

 შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.  

ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ნაწილში, ფარსის პროვინციაში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.  

ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა.  ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.  

ლოს-ანჯელესში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს-ანჯელესის პარკში სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით NBC News იუწყება. ქალაქის სახანძრო სამსახურმა მანამდე განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა. არხმა დააკონკრეტა, რომ ინციდენტი მხარეებს შორის გარკვეულ დავამ გამოიწვია. სროლა პეკ პარკთან მოხდა, სადაც ამ დროს ავტოშოუ იმართებოდა.  

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს კანადის მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლების დროს კანადის მოქალაქე დაიღუპა. საკონსულო ახლობლებს უკვე დაუკავშირდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დონბასში დაიღუპა კანადის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, 22 წლის ჯარისკაცი ვილი ჯოზეფ კანსელი პირველი ამერიკელი იყო, ვინც უკრაინაში დაიღუპა. ის კერძო სამხედრო კომპანიაში მუშაობდა. აშშ-ის მეორე მოქალაქე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, 52 წლის სამხედრო სტივენ ზაბელსკი იყო. ივნისში ცნობილი გახდა სამი ამერიკელი მოხალისის შესახებ, რომლებიც უკრაინაში ბრძოლების დროს გაუჩინარდნენ. გარდა ამისა, 1-ელ ივნისს ბრიტანეთის ორ მოქალაქეს ბრალი „DNR“-ში წაუყენეს. საუბარია 22 წლის დილან ჰილისა და 35 წლის ენდრიუ ჰილზე. მათ იგივე მუხლებით ედავებიან, როგორც ადრე „მსჯავრდებულ“ ბრიტანელებს, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.  

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის თავად შეიარაღებული თავდამსხმელიცაა.   როგორც ცნობილია, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი პოლიციელის თქმით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.  რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  

ფილიპინებზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების კუნძულ ლუზონზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შენობების დაზიანება და მეწყერი გამოიწვია. ამასთან, როგორც ცნობილია, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაშიც.  

ინდოეთში, მეხის დაცემის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის 8 დასახლებაში, მეხის დაცემის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდიან. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად, ინდოეთში, მუსონური წვიმების დროს, მეხის დაცემის შედეგად, ასობით ადამიანი იღუპება.   

შსს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო, - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  ამასთან, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  

მექსიკაში, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს - დაიღუპა 13 ადამიანი

მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ, და პოლიციას დაკრძალვის ადგილზე მიუთითეს. „დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, - აცხადებენ პოლიციაში. შემთხვევის ადგილიდან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 27 ავტომატი და შაშხანა ამოიღეს.  

პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი და შვიდი ზრდასრული. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა. ამასთან, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო. ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.  

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პაკისტანში სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია 46 200 სახლი.  ამასთან, ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მეტი სახსრებია საჭირო და დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.    

ყვარელში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

ყვარელში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ცნობილია, თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.  

რუსეთში ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, კომის რეგიონში ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, რუსეთში კომის რეგიონში ავიაკატასტროფა განიცადა Cessna-ს მარკის კერძო თვითმფრინავმა, რომელიც ტყის ხანძრის მონიტორინგს ახორციელებდა. "თვითმფრინავმა დასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ბილიკამდე 400 მეტრის რადიუსში ტყეში ჩავარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი სამი ადამიანი", - აცხადებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი. აღნიშნულ საკითხზე, სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.      

სამხრეთ კორეაში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.  

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა. 72 წლის კაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებულ ავტომაქანაში მყოფი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. როგორც Europetime-ს თვითმხილველმა განუცხადა, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს უცხოელი ტურისტი ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს. რაც შეეხება დანარჩენ ტურისტს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო  

ესპანეთში, მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა.  როგორც ცნობილია, დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება.  „ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს მოხდა“,- ვკითხულობთ ფესტივალის ორგანიზატორების გაცხადებაში. ამასთან, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე, სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანებაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.  

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია 16 ადამიანი

ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.    ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, ცოტახნის წინ, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.   შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ავღანეთში, წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, 100-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება.  ამ ეტაოზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.  

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სალაშქროდ იმყოფებოდა, როდესაც შტორმში მოყვა. დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი. ამასთან, ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ქვეყანას შტორმი სამშაბათს დაატყდა თავს.

გორში, დევნილთა დასახლებაში ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი

ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა, რომელიც კორსიკაში ხუთშაბათს ჩავიდა, განაცხადა, რომ დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ოთხი კი განსაკუთებით მძიმედ.  

ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა

ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.  გარდაცვლილი კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო და მთაში მწყემსად მუშაობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, სროლის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციელებმა 15 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.  შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები  

ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის ერთ-ერთ სასტუროში შეიჭრნენ - დაიღუპა სულ მცირე, 10 ადამიანი

ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტურო „ჰაიატში“ შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრველებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, 10 ადამიანი. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელებმა სასტუმროსთან ორი ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ცნობისათვის, ალ-ქაიდას განშტოება, დაჯგფება ალ-შაბაბი, ფედერალურ მთავრობასთან გრძელვადიან კონფლიქტშია ჩართული.  

თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის მაშველები და ჟურნალისტებიც არიან. "საზარელი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს", - წერს ჯანჯღავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები.  

თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა ასევე წაიკითხეთ:   საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს  

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე ავტობუსისა და პოლიციელების ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 სამართალდამცველი ადგილზე დაიღუპა

ბულგარეთში, შავი ზღვისპირა ქალაქ ბურგასში, პოლიციელები მიგრანტების ავტობუსის შეჩერებას ცდილობდნენ, რა დროსაც ავტობუსი სამართალდამცველების ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტობუსს თურქული სანომრე ნიშები აქვს, მასში 47 მიგრანტი იყო, თუმცა მათი ეროვნება არ სახელდება. როგორც ცნობილია, ავტობუსი ჯერ პოლიციის მანქანას დაეჯახა, შემდეგ მის თავზე გადაიარა და ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა.  

პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა

ზაფხულის განმავლობაში, პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაღიუპა, აქედან 326 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. "ათასობით ადამიანს არ აქვს თავშესაფარი და საკვები ამ "ჰუმანიტარული კატასტროფის" გამო. საკომუნიკაციო ხაზები გათიშულია. ეს არის სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფა", - აღნიშნულია  პაკისტანის კლიმატის ცვლილებების სამინისტროს განცხადებაში. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, სულ მცირე 95 350 სახლია განადგურებული.  

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 300 ბავშვი დაიღუპა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ბავშვია. სტიქიის გამო ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შაჰბაზ შარიფი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში 6 500 ჯარისკაცია ჩართული, 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. ამასთან, სტიქიამ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო, 170 ათასი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე შენობა გაანადგურა.  

თურქეთში, ბურსას პროვინციაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ამასთან, დაღუპულთა შორისაა თავად ავტობუსის მძღოლიც.  როგორც ცნობილია, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

პაკისტანის ხელისუფლება: ქვეყანაში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა

"პაკისტანში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა", - ამის შესახებ პაკისტანის მინისტრმა დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალიმ განაცხადა. პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა „ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 300 ბავშვი დაიღუპა  

ერაყში შეტაკებებს სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი. ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ცნობისთვის, ერაყში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.     

ხობში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო

ხობში, სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბანაობისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა. ამასთან, ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები.  

ავღანეთში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თალიბანის“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი. ისინი მომხდარს თავდასხმად აფასებენ. ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არავის აუღია.  

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტყის ხანძრიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამასთან ცეცხლი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.  როგორც ცნობილია, ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხეს მოჰყვა.  ადგილზე მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.  

კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა

კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმეს ორი ეჭვმიტანილი ჰყავს: დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი. ორივე სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და ადგილობრივი პოლიციის, ცნობით, ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, რომ გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ამასთან, დამნაშავეების ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ამასთან, მედიის ცნობით, მიწისძვრამ სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და გზების დაზიანება გამოიწვია. როგორც ცნობილია,დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა  

კანადაში, მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კანადაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა. კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ამასთან, რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, მაილს სანდერსონს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.  რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.  

ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქალაქ ჰო ჩი მინთან კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის დროს, ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილი. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.  

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ერთ წლამდე ბავშვი, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ დიდი დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს  გამთენიისას მოხდა.    

პაპუა ახალ გვინეაში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

პაპუა ახალ გვინეაში, ქალაქ კაინანტრუში, 90 კილომეტრის მოშორებით მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას"როიტერი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მიწისძვრის ეპიცენტრში დაზიანებულია შენობები. ამასთან, სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. დაშავებულებს შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ამასთან, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

ტაივანში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 146 დაშავდა

ტაივანში, სადაც 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 146, - ამის შესახებ BBC წერს. რგოგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაიდუნის დასახლებაში იყო. ქალაქ იულიში მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთი 5 წლის ბავშვია.  

იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს - დაიღუპა, სულ მცირე 2 ადამიანი

იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუზე სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. 9 მილიონ ადამიანს ევაკუაცია უბრძანეს, რის გამოც ათობით ათასმა ადამიანმა ღამე თავშესაფრებში გაატარა. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 მსხვერპლის შესახებ. როგორც მოსალოდნელია, სტიქია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს დაატყდება თავს.  

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით 10 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 მოქალაქე, - ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი და მოწამლული პირების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა.  „მიმდინარე წელს მოწამლული და გარდაცვლილი აბონენტების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. მინდა შევახსენო მოსახლეობას და აბონენტებს, თუ თქვენ ბინის დაქირავებას ან დაგირავებას გადაწყვიტეთ, დაქირავებამდე/დაგირავებამდე აუცილებლად მოგვმართეთ. 240 40 04 - ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი, მოითხოვეთ შემოწმება და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ ბინაში მოვლენ, შეამოწმებენ და მოგცემენ მითითებას და თუ რაიმე არის გამოსასწორებელი, მაგასაც შესაბამისი აქტით დააფიქსირებენ“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.  

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ტურისტი დაიღუპა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ტურისტული მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილია, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  

ავტოავარიას დეკანოზისა და მისი 8 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლა.  ამასთან, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე წაიკითხეთ: ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ტურისტი დაიღუპა  

ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ქვეყანაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა“, -ნათქვამია მედიის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. ამასთან, ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათ შორის 5 სამართალდამცავია. შეგახსენეთ, რომ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.   

ირკუტსკის ოლქში კაცმა სამხედრო კომისარს ესროლა

ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში კაცმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში იარაღიდან ისროლა.  რუსული მედიის ცნობით, ოლქის სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება. ხოლო პირი, რომელმაც კომისარს ესროლა, სამართალდამცველებმა დააკავეს.  მომხდარიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო კომისარი დაიღუპა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. მედია წერს, რომ მას 6 ტყვია მოხვდა. ტელეგრამ-არხებმა ინციდენტის ვიდეო გაავრცელეს, სადაც დარბაზში ჩანს კაცი, რომელიც კათედრასთან მდგომ ადამიანს ესვრის, რომელიც იატაკზე ეცემა. შეიარაღებული კაცი კი შენობიდან გარბის.   სხვადასხვა ინფორმაციით, სროლის წინ დამნაშავემ თქვა „არავინ იომებს“ ან „ახლა ყველა სახლში წავალთ“. ეს სიტყვები ვიდეოში არ ისმის. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა. ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ფლორიდაში, 147 000 - სამხრეთ კაროლინაში, 285 000 ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 000 ვირჯინიაში. ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.  

ირანში, შეიარაღებული შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ირანში, შეიარაღებული შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მათ შორის არიან რევოლუციური გვარდიის მეთაურები. ქვეყნის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ქალაქ ზაჰედანში, პოლიციის ბაზაზე, თავდასხმა სეპარატისტებმა მოაწყვეს. უცნობია, არის თუ არა კავშირი ირანის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებთან. ამასთან, ჯერჯერობით, უცნობია თავდამსხმელთა მოტივი და ვინაობა.   

ფლორიდის შტატში, ქარიშხალ „იანის“ შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

ფლორიდის შტატში ქარიშხალ "იანს" 87 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ასობით სახლი დააზიანა. ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა ამასთან, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  

მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებამ თავდასხმა მოაწყო - სრულის შედეგად, დაიღუპა 18 ადამიანი

მექსიკაში, სან მიგელ ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტში კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" თავდასხმა მოაწყო -  სროლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ყოფილი მერი, ხუან მენდოზა საკუთარ სახლში მოკლეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვითი ძალები და პოლიცია. ტერიტორიაზე თავდამსხმელს ეძებენ.  

ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

ვენესუელაში, მეწყერის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში, მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 56  ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ყველა, რამდენიც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.   

ირანში, საპროტესტო აქციის დროს, დაღუპულთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციების შედეგად, სულ მცირე, 201 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის 23 ბავშვია.  როგორც ცნობილია, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქურთისტანში რეპრესიებისა და დაღუპულთა შესაძლო რაოდენობის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთან, ქალაქში ინტერნეტი შეფერხებულია. ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი. ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.  

თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

ბელგოროდში, სამხედრო ნაწილში სამმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 16

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბოლო საათში ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე სროლა იყო და ინციდენტის შედეგად დაიღუპა 22 და 16 ადამიანი დაიჭრა.  თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ომში წასასვლელად გამზადებულ „მოხალისეებს“, ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სროლისას 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ასევე დაიღუპნენ ის პირები, რომლებმაც მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს.  მანამდე, მომხდარზე ინფორმაცია, რამდენიმე რუსულმა წყარომ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 10-დან 22-მდე მერყეობს.  

იეისკში, სუ-34-ის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები

იეისკის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სუ-34 ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. იტყობინება კრასნოდარის ტერიტორიის ადმინისტრაცია.  რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის 8-10 წლის სამი ბავშვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს საღამოს იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ავარიის დროს თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა. ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.   

მედია: პოლონეთში ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან

პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.  

მისურის შტატის სკოლაში, სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში, სროლის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. ამასთან, თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

ირანში, მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები

ირანში შირაზში, შაჰ ჩერახის მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.  „ერთმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა პილიგრიმებს შაჰ ჩერახში", - განაცხადა ფარსის გუბერნატორის მოადგილემ ესმაილ მოჰებიპურმა. მისი თქმით, მსროლელი და კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავეს. შაჰ-ჩერახის მავზოლეუმი შირაზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და მნიშვნელოვანი რელიგიური სალოცავია. მასში განთავსებულია აჰმედისა და მუჰამედის საფლავი - იმამ რეზას ძმები - 12 იმამიდან ერთ-ერთი, რომლებსაც შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრეებად თვლიან.  

სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქუჩაში ბევრი ცხედარია. სავარაუდოდ, დაიღუპნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები. მედიის ცნობით, თავდასხმა იმავე გზაჯვარედინზე მოხდა, სადაც ხუთი წლის წინ მსგავსი ინციდენტის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული, მათ შორის განათლების სამინისტრო. უწყების დაცვამ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 ცხედარი და 20-ზე მეტი დაშავებული დაინახა.  

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას, სულ მცირე 8000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად უკრაინაში, თითქმის 8 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 000-ზე მეტი დაშავდა, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა, სისხლის სამართლის საქმეების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. დაღუპულთა შორის, მისი თქმით, 430 ბავშვია. კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური, დადასტურებული მონაცემებია, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო მასალებშია. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეუძლებლობისა და სრული სურათის არარსებობის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა და ხდება იქ, მაგალითად, მარიუპოლში, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რამდენად საშინელია ეს მაჩვენებელი“, - თქვა კოსტინმა Interfax-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებების შედეგად 51 000-ზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა და დაზიანდა, მათგან 40 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და შენობაა. „300-ზე მეტი საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად განადგურდა, ასევე დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა 400-მდე სამედიცინო დაწესებულება“, - თქვა კოსტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთში, კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.  

დნიპროში, რუსეთის ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ქალაქ დნიპროში, რუსეთის ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში განაცხადა. „რუსმა ტერორისტებმა ახლახან დაბომბეს დნიპრო. რამდენიმე დარტყმა მოხდა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. არის მსხვერპლი. აფეთქების ადგილზე მაშველები მუშაობენ", - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.  მოგვიანებით, ქალაქზე საჰაერო იერიშის ვიდეო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Facebook-ზე გაავრცელა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოსკოვის ცენტრში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შვიდამდე გაიზარდა. ხანძარი აგურის ორსართულიან საწყობში, რომელიც კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარეობს, 20 ნოემბერს შუადღისას გაჩნდა. ხანძრის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო. შუაღამემდე ხანძარი მთლიანად ჩაქრა. 21 ნოემბრის დილას, მეხანძრეებმა შვიდი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ხანძრის ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყებამ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „საქონლის არასათანადო შენახვა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა“ დაასახელა.  

ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. მედიის ცნობით, მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.  

რუსეთის არმიამ დონეცკთან, ქალაქი კურახოვო დაბომბა. არიან დაღუპულები

კვირას, 27 ნოემბერს, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოზე იერიში არტილერიით მიიტანა. რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ თავის Telegram-ში განაცხადა. „რუსებმა კურახოვო არტილერიიდან დაბომბეს. 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. დაბომბვის შედეგად 4 სახლი დაზიანდა", - განაცხადა კირილჩენკომ. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კურახოვო მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. „რუსები თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავღანეთში ავტობუსში აფეთქება მოხდა

ავღანეთის პროვინცია ბალხში აფეთქების შედეგად ავტობუსის 7 მგზავრი დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოხდა. სამსახურებრივმა ავტობუსმა უზბეკეთის საზღვარზე ჰაირათანის გამშვები პუნქტის თანამშრომლები გადაიყვანა. ბალხის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მუჰამედ ასიფ ვაზირიმ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დადგენილია, რომ ბომბი ქუჩის მოვაჭრეების დახლის ქვეშ იყო ჩადებული. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.  

თურქეთში, რესტორანში აფეთქება მოხდა

თურქეთის დასავლეთში, ქალაქ აიდინში რესტორანში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ გუბერნატორმა ჰუსეინ აქსოიმ განაცხადა.   წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი გაზის ბალონების გამოცვლის დროს მოხდა.  

აშშ-ში, ქარიშხალს სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, სტიქიური უბედურების გამო 25 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დროებით საცხოვრებელი დაეტოვებინა. ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ განსაკუთრებით ქალაქი მონტეციტო დააზიანა.  

ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშვებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, თალიბების მიერ მართული საინფორმაციო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უსტად ფარიდუნმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.  თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.  

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე მოგლიჯა - არის მსხვერპლი

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, ხე გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიასთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაადასტურა.  

აშშ-ში ტორნადოს, სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადოებს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით ალაბამას შტატი დააზიანა, სადაც ათობით სახლი განადგურდა, ათასობით ადამიანს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება. სამაშველო ჯგუფები უამინდობის დროს დაკარგული ადამიანების გადარჩენის ოპერაციებში არიან ჩართულები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.  

ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე, 40 ადამიანი

ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა. სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეკიპაჟის ოთხი წევრი. ადგილზე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ ნეპალის ჯარისკაცები. პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა. მაშველები დაღუპულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.  

მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დნიპროში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს

14 იანვარს უკრაინაში, ქალაქ დნიპეროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში, უკრაინსკის ბულვარზე აღმართულ ლესია უკრაინკას ძეგლთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს. ძეგლის კვარცხლბეკზე დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ფოტოც იყო განთავსებული. სპონტანური მემორიალის სურათები გამოჩნდა დამოუკიდებელი რუსული მედიის ტელეგრამის არხებზე, მათ შორის „ხოლოდზე“. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი. ლესია უკრაინკას ძეგლი 2006 წელს გაიხსნა უკრაინსკის ბულვარზე, რომელიც აკავშირებს სასტუმრო უკრაინასა და კიევსკის სადგურის მოედანს მოსკოვში.  

უკრაინის შსს ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სიას აქვეყნებს

უკრაინის შსს დღეს, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ვერტმფრენში ისხდნენ. ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე დაღუპულები არიან:  უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი;მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი;შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი;შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი;შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკოშსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი;ვერტმფრენის მეთაური - სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო;სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო;სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი. ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.  

კალიფორნიაში სროლის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი, გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცობილია,  ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ეს ყველაზე ცივი ზამთარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, გათბობასა და თბილ ტანსაცმელზე წვდომა არ აქვს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერ ყინვას ქვეყანაში 70 000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვიც ემსხვერპლა.  ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მინუს 30 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია - უცხოური მედია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი 8 000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 3381-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 15000-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნები, მათ შორის აშშ და სამხრეთ კორეა, თურქეთს დახმარებას უგზავნიან. თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ საქართველოდან.  

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაითუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.  ამასთან, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალდებული დაკავებული არ არის და მომხდარის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.  

დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

უცხოური მედია: ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე  თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული.  გავრცელებული ინფორმაციით, ცულით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.  

თელ-ავივში მომხდარ თავდასხმას იტალიელი ტურისტი ემსხვერპლა

ისრაელში, თელ-ავივში, ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ დაღუპულია 36 წლის იტალიელი ტურისტი. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულია იტალიის მოქალაქე, ალესანდრო პარინი. მედიკოსების ინფორმაციით, ტურისტები არიან დაშავებული მოქალაქეებიც. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.  

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, ჭერი აფეთქდა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

სერბეთის დედაქალაში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა. მომხდარის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

თავდასხმა სერბეთში - დაიღუპა 8 და დაშავდა 13 ადამიანი

სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. „სიენენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხალხის ჯგუფს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა სერბეთში. 3 მაისს სერბეთის დედაქალაქში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი, ბავშვი.  

ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ქარხანაში აფეთქება მოხდა. 5 მუშა დაიღუპა. გამოძიება დაიწყო. საწარმო, სადაც აფეთქება მოხდა, ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს მდებარეობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი, ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.  

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობას სკოლის მოსწავლეები შეადგენენ. გამოცემის ცნობით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ჩინეთში, რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი პირი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს.