თეგი: მუშა

თბილისში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა

    თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.    

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადავარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადავარდა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადავარდა. არსებული ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ახლაც ადგილზე არიან.