თეგი: ნავთობი

ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს. ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო წყარო ავრცელებს. მაგალითად, Sky News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, „ნებისმიერი რუსული ხაზით“ მის პორტებში გემების შესვლა აკრძალა.  ამასთან, BBC-ის ცნობით, ბრიტანული გადამამუშავებელი ქარხნის სპიკერმა (Stanlow - დიდ ბრიტანეთში საგზაო ტრანსპორტის საწვავის 16%-ის მიწოდებას უზრუნველყოფს) განაცხადა, რომ ოპერატორი Essar-ი „ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისით“ და "სრულიად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ რუსეთთან მიმართებით განხორციელებულ ნორმატიულ ჩარჩოებს".

ირანი მზადაა, მსოფლიოს საჭირო მოცულობის ნავთობი მიაწოდოს

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. „ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. მისივე თქმით, სანქციების პერიოდში და მის შემდგომ, მსოფლიო ბაზარზე დასაბრუნებლად საჭირო ზომები მიიღება. „NIOC-ში ჩვენ მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ ევროპული კომპანიების საჭიროებები, სხვა კომპანიებთან ერთად“, - აღნიშნა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა.  

უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

Maersk-მა, უმსხვილესმა გადამზიდავმა ჯგუფმა, რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰეგემან სნაბემ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა, რომ ეს იქნება პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში.  

The Wall Street Journal-ის ცნობით, საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას განიხილავს

საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ამასთან, ნავთობის იუანში შეძენის კონტრაქტები 6 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საუდის არაბეთის უკმაყოფილებამ რეგიონში და მათ მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ირგვლივ, მოლაპარაკებები დააჩქარა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის უკმაყოფილება იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ნაკლებობამ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაფორმებიც მცდელობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ ისინი შოკში ჩააგდო.

ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს

ინდოეთი მზადაა გაიაფებული რუსული ნავთობის შესყიდვების მოცულობა გაზარდოს, იმ ფონზე რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების კომპანიებმა რუსეთის ფედერაციის ნავთობზე უარი თქვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია  Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.  რუსულ ნავთობს - Ural-ს ინდოელი ნავთობმომპოვებლები ყიდულობენ. მათ შორისაა Hindustan Petroleum Corp, რომელსაც ინდოეთის სახელმწიფო ფლობს. კომპანიამ ახლახან 2 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდა, რომელსაც ქვეყანა მაისში მიიღებს. რუსული ნავთობის შესყიდვას ინდოეთის სხვა კომპანიებიც გეგმავენ, წერს გამოცემა.   საუბარია კომპანიებზე  Mangalore Refinery and Petrochemicals Ltd. და Bharat Petroleum Corp-ზე. ამასთან ინდოეთის ნავთობის კორპორაციას აქვს ხელშეკრულება „როსნეფტთან“ 2022 წელს  2 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებაზე. ხელშეკრულება მხარეებს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაფორმდა. ყველა ამ კორპორაციის მფლობელი სახელმწიფოა.    ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის.  ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ  იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს  Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს

მარკ რუტე: ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები

"ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები და მოკლე დროში ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. „ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, გაზზე დამოკიდებულება კი კიდევ უფრო უარესია. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ხვალ ამას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა რუტემ.

OMW Petrom-ი საქართველოს შავი ზღვის შელფში ნავთობისა და გაზის მოძიებას იწყებს

ავსტრიულ-რუმინული ენერგეტიკული კომპანია OMW Petrom-ი საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიებას იწყებს. პროექტის ბიუჯეტი $30 მილიონია.  ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ექსპერტული შეფასებით, საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკითხთან დაკავშირებით, კომპანია OMW Petrom-ის დელეგაციას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება. კომპანია OMV Petrom S.A შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე დაიწყებს. კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი  5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. ცნობისთვის, OMV Petrom-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილი კომპანიაა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტი - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, ავსტრიულ OMV-ს  $1.5 მლრდი დაუჯდა.  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე აღმოჩენილია და დამუშავებაში იმყოფება ნავთობის - 15 და გაზ-კონდენსატის 1 საბადო. ჯამურად ამ საბადოებიდან მოპოვებულია 28 მლნ. ტონაზე მეტი ნავთობი და 3 მლრდ მ3-ზე მეტი გაზი. დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებს შორის გაფორმებულია 24 ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა მოქმედებს 7 ნავთობკომპანია: “ნორიოს საოპერაციო კომპანია“; „ბლოკ ოფერეითინგ კომპანი“; ,,ქურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი“; „ენ-ვი-პი ჯორჯია“; „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინერინგ“; „ჯორჯია ქოალიშენ ენერჯი ლიმითედ“; „ოუ -ემ -ვი პეტრომი“.

Bloomberg-ი: რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. რუსეთი ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა. რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა  

Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გამოშვება გაზარდოს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას, რეზერვებიდან გამოუშვას დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა ებრძოლოს საწვავზე გაზრდილ ფასებს და მიწოდების დეფიციტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.  ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი $5-ზე მეტად შემცირდა.  მთლიანი გამოშვება შესაძლოა 180 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს. ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით, ამერიკული ნავთობის რეზერვის მოცულობა 568 მილიონ ბარელს შეადგენს. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ამუშავებენ გეგმებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირის მონაცემებით, რუსეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია და ევროკავშირს გაზის მთლიანი მოხმარების 40%-ზე მეტს აწვდის, ასევე ნავთობის იმპორტის 27%-ს და ნახშირის იმპორტის 46%-ს.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე. ამასთან, ელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ინფორმაციაზე უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსანტით 3 აპრილის მდგომარეობით 1,4 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 3,9%-ით ნაკლებია, ვიდრე მარტში. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ნავთობკომპანიებმა წარმოება 49 ათას ტონამდე შემცირეს. (-4,1%) რაც შეეხება ექსპორტს, „ტრანსნეფტის“ სისტემით მიწოდება 2,6 ათასიდან 575,6 ათს ტონამდე გაიზარდა. რუსული  ნედლი ნავთობის ექსპორტი ბელორუსში ჯერ არ დაფიქსირებულა,გასულ თვეს ექსპორტმა დღე-ღამეში 8,6 ათასი ტონა შეადგინა.  რუსული რესურსების ექსპორტი „ტრანსნეფტის“ ხაზით უცხოეთში 6%-ითაა გაზრდილი. 17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ  Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია.  შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს  იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა  უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა    

რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგო შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში იყოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ნავთობის ემბარგო შეიძლება იყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. „ევროკავშირი ასევე განიხილავს შეზღუდვებს საბანკო სექტორზე, განსაკუთრებით Sberbank-სა და რუსეთის ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ანდრეი იერმაკმა. ევროკავშირის ხელმძღვანელობა მუშაობს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა სანქციებით უკრაინაში კრემლის შეჭრის ომის გამო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნედლეულზე უარს ამბობს

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს და მომწოდებლის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ  Reuters კომპანიის ხელმძღვანელ ცუტომუ სუგიმორიზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ მივიღებთ რუსული ნავთობის ალტერნატივას სავაჭრო პარტნიორებისგან, მათ შორის საუდის არაბეთისგან, აბუ-დაბისგან, ქუვეიტისგან. ჩვენ ვცდილობთ მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას, რათა ნაკლებად ვიყოთ მომავალში ახლო აღმოსავლეთზე დამოკიდებული“, - აცხადებს სუგიმორი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა იაპონიაში Eneos-მა და Idemitsu-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე მიმდინარე კონტრაქტების დასრულების შემდეგ უარი თქვეს. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა

რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს. „ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, - აცხადებენ ტრეიდერები. „როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად 6,5 მილიონი ტონა Urals, Siberian Light, Sokol და ESPO Blend-ის ნავთობი გამოიტანა და პოტენციურ შემსყიდველებს თანხის რუბლში გადახდის შესახებ აცნობა, თუმცა ნედლეულის რეალიზება ვერ შეძლო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს

2022 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა 17%-ით დაეცეს. ამის მიზეზი, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია. Reuters ამ დასკვნას, რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების დოკუმენტებზე დაყრდნობით აკეთებს. რუსეთში ნავთობის წარმოების ვარდნა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. მაშინ რუსეთის ნავთობინდუსტრია ინვესტიციების სიმცირის გამო დაზარალდა. დოკუმენტების თანახმად, რუსული ნავთობის მოპოვება შესაძლოა 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა. 2022 წელს ასევე მოსალოდნელია ნავთობისა და გაზის იმპორტის კლება, ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში. რუსეთში ნავთობის მოპოვების კლება მარტში დაფიქსირდა, ხოლო აპრილში 7,5%-მდე დაეცა. შემცირებულია რუსული ნავთობის ექსპორტიც. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.  14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს  იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა  უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკვეთა რუსეთის ენერგორესურსების ყველაზე დიდი იმპორტიორები: გერმანია -   9,1 მილიარდი ევრო; იტალია - 6,9 მილიარდი ევრო; ჩინეთი - 6,7 მილიარდი ევრო; ნიდერლანდები - 5,9 მილიარდი ევრო; თურქეთი - 4,1 მილიარდი ევრო; საფრანგეთი - 3,8 მილიარდი ევრო; უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან ნახშირის იმპორტი 20%, ხოლო თხევადი გაზის იმპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ხოლო ევროკავშირმა მილსადენის გაზის შესყიდვები 10%-ით გაზარდა. ამასთან, ბოლო სამი კვირაა რუსული ნავთობის მიწოდება უცხოეთის პორტებში 20% -ით შემცირდა (იანვარ-თებერვალთან შედარებით). რუსეთი ახდენს იმ ტვირთების დივერსიფიკაციას, რომელზეც ევროპა უარს ამბობს.კერძოდ, შეინიშნება რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა ინდოეთში, ეგვიპტეში და სხვა საექსპორტო მიმართულებებზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.  შეგახსენებთ, 3 მაისს, Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების პაკეტის დეტალებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში, ასევე უნდა აგონ პასუხი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პიტერ სიიარტო რუსული ნავთობის ემბარგოზე: მხარს ვერ დავუჭერთ, უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის წინადადებას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, -  ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. სიიარტო ამტკიცებს, რომ მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ ემბარგოს, რადგან ეს გაანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. „უნგრეთს ახლა შეუძლია იმდენი ნავთობის ყიდვა, რომ თავისი ეკონომიკა მხოლოდ რუსეთიდან მართოს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ესაა გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული რეალობა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

Bloomberg: ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს

ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება. 4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE -ს ბირჟაზე ვაჭრობისას $108 დაფიქსირდა. ინდოეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტზე უარი არ უთქვამს. „მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორის საჯარო და კერძო ქარხნებმა 40 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იყიდეს თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს 20%-ით მეტია, ვიდრე რუსეთმა  ინდოეთს 2021 წელს მიაწოდა“, - წერს სააგენტო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ინდოეთს ორმაგი გადახდის მექანიზმს სთავაზობს: რუსული ნავთობისთვის - დოლარში ან ევროში, სხვა საქონელზე - რუპიებში და რუბლებში SWIFT-ის, რუსული ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის ალტერნატივის მეშვეობით. თუმცა სააგენტო წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ არ იყო მიღებული. Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთმა ინდოეთს მარტში ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდი ფასდაკლება შესთავაზა. რუსეთი ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა.რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის.  ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ  იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს  Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს

მედია: რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი "საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა" შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ცნობები სანქციების შედეგად რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს.   ასევე წაიკითხეთ Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება

იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს

იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს. ნედლეულზე ემბარგოს ვერც უახლოეს პერიოდში შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს და ევროკავშირის მაგალითს ვერ გაიზიარებს. ამის შესახებ იაპონიის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა.  ამასთან, ჰაგიუდამ განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსების აკრძალვისას, მთავარია ქვეყნების კოორდინაცია. ჰაგიუდამ ასევე, თქვა, რომ იაპონია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ G7-ის ფარგლებში, ახალი სანქციები განიხილოს. 2021 წელს, იაპონიის ნავთობის იმპორტში, რუსეთის წილმა 4% შეადგინა, გაზის წილმა 9%, ქვანახშირისამ კი 11%-ი. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 4 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ასევე წაიკითხეთ  იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს

ალექსანდრ ნოვაკი: რუსული ნავთობკომპანიები, ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნავთობის გასაყიდად ახალი ბაზრები იპოვა და ნედლეულის მიწოდებას გაზრდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში და სხვა მიმართულებითაც. მისი თქმით, რუსეთში ნავთობის მოპოვება მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია, გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები კი სტაბილური. ნოვაკის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიები ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს. „ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არიან ახალი მყიდველები, მათ შორის შეინიშნება მიმწოდებლების მოცულობის ზრდა სხვა მიმართულებით, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში,” - თქვა მან. ამასთან, ნოვაკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ასევე იკვლევს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციისთვის. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს „აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის მილსადენის“ გაფართოება ჩინეთში“, - აღნიშნა ნოვაკმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთთან რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესია მიღწეული

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული. „ამ საღამოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაგვეხმარა სანქციებთან და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი სამუშაოები. მე მოვიწვევ ვოდეოკონფრენეციას რეგიონულ მოთამაშეებთან სანავთობო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი უნდა განეხილა. როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. 9 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

Financial Times-ი: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი.  ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის.   ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს  

პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს

„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა. „ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, - თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა დაიხარჯოს. „ასევე დღის წესრიგშია ნავთობსადენის სიმძლავრის გაზრდის საკითხი, რომელიც ხორვატიას უნგრეთთან აკავშირებს. უკვე ვთქვი, ეს წინადადება უნგრეთისთვის „ატომური ბომბის“ მსგავსია“, - აღნიშნა სიიარტომ. Financial Times ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი.  ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი, ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა

თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა.  „თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.  მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ნავთობსაბადოებითაც დაინტერესდა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან ერთად, თურქეთის ინტერესის სფეროა სარკინიგზო გადაზიდვები, ასევე ალტერნატიული მარშრუტი შესაძლოა გახდეს საზღვაო გადაზიდვები. ნავთობის გადაზიდვის ალტერნატიული გზების განვითარებას, რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლა თურქეთი დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს“, - აღნიშნა მინისტრმა.  „ბუნებრივია მათ აინტერესებთ ყაზახეთის ნავთობი, რადგან საკუთარი იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გვაქვს შესაძლებლობები. დღეიდან თურქეთს უკვე მიეწოდება ყაზახური ნავთობი“, - აცხადებს ბულატ აქჩულაკოვი.  11 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. 

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის სფეროში

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 - ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წარმომადგენლობითი ფორუმი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას ამ დარგში. „ეს მიმართულება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ენერგოდამოუკიდებლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს ნავთობის და გაზის საკმაოდ სოლიდური რესურსები რომ აქვს, ეს დადასტურებულია წარსული გამოცდილებით - მე-20 საუკუნეში პიკზე საქართველო 3 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს მხოლოდ სამგორის ველზე მოიპოვებდა. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დღეს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულებით შევძლოთ ნავთობის მოპოვების გაზრდა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული, რომელიც საბადოს კვლევასაც ითვალისწინებს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გეოლოგიური კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე უშუალოდ ნავთობის მოპოვებას მოვახერხებთ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შევამციროთ გეოლოგიური და საინვესტიციო რისკები, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში.  ჩვენი იმედია საბოლოოდ, რომ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოვახერხებთ, საქართველომ სრულად დააკმაყოფილოს თავისი საჭიროება არსებული ნავთობის მოთხოვნის კუთხით და ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობით წვლილი შევიტანოთ ჩვენი გაზის მოხმარებაში, რაც მიმდინარე ლიცენზიების კვლევით სამუშაოებში საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წარმომადგენლობითი შეხვედრის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო. შეხვედრის მონაწილეების წინაშე მოხსენებები ასევე გააკეთეს მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და სსიპ ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.  შეხვედრაში მონაწილეობენ ისეთი მსხვილი რეგიონული კომპანიები, როგორიცაა OMV პეტრომი, რომელიც გეგმავს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის მარაგები დაიძიოს და შემდეგ დაამუშაოს, აგრეთვე Exonn, DMT, Block energy და სხვ. ფორუმი 14 მაისს დასრულდება.

ირანმა რუსეთს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის რუკა გადასცა

ირანმა და რუსეთმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თეირანმა მოსკოვს „თანამშრომლობის ბარათი“ გადასცა. ამის შესახებ ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მთავრობის სამუშაო დღის წესრიგი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ხელმძღვანელობს, რუსულ კომპანიებთან და რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გზების განხილვას ითვალისწინებს. „მხარეებმა გამართეს მოლაპარაკებები და მიიღეს კარგი გადაწყვეტილებები, ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. რუსეთთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი და სრული რუკაც კი შემუშავდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს გადაეცათ“, - განაცხადა ჯალალიმ. „ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა 14 აპრილს. ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა. კონტექსტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. უკრაინა ახლა პრიორიტეტად თვლის რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს - ეს საკითხი ევროკავშირში აზრთასხვადასხვაობას იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა.  ეს არის პაკეტი, რომელმაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად უნდა აკრძალოს, თუმცა რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს. ირანის პოზიცია უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე ირანს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა არ ცნო დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, მას არ გაუკრიტიკებია უკაინაზე რუსეთის თავდასხმა და თავი შეიკავა გაეროს გენერალური ასამბლეაზე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ომის შედეგების შესაძლო გავლენებით შეშფოთებულია.   

შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს

შრი-ლანკა 28 მაისიდან რუსული ნავთობის პირველ პარტიას მიიღებს. ბიზნესი ნედლეულით საწვავს აწარმოებს, რადგან დეფოლტის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების დეფიციტია. ამის შესახებ Bloomberg -თან ინტერვიუში ნავთობკომპანია Ceylon Petroleum-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული - Reuters მისი თქმით, მსუბუქი ციმბირული ნავთობი საპუგასკანდას ქარხანაში გადამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაიხდის შრი-ლანკა მიწოდების საფასურს. შრი-ლანკა ერთ-ერთი უკანასკნელი აზიური ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა აპრილში შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შეაჩერა საგარეო ვალის გადახდა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამან ქვეყანაში უმძიმესი ფინანსური კრიზისი და საკვებისა და ნავთობის დეფიციტი გამოიწვია. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის

OPEC+-ის შეთანხმების მონაწილეებმა, წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების კვოტა 2022 წლის ივლისისა და აგვისტოსთვის დღეში 648 000 ბარელამდე გაზარდონ. წინა გეგმა ითვალისწინებდა ყოველთვიურ ზრდას მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თვეში 432 000 ბარელით. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნავთობის მოპოვება ივლისიდან დაჩქარდება, ნათქვამია OPEC-ის გზავნილში. WSJ: OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს ამრიგად, ყოველთვიური წარმოების კვოტა გაიზარდა დაახლოებით 220 000 ბარელით დღეში. შეთანხმების თანახმად, რუსეთი და საუდის არაბეთი შეძლებენ ნავთობის მოპოვების გაზრდას ივლისში 170 000 ბარელით დღეში, ივნისის კვოტის წინააღმდეგ, 10,8 მილიონ ბარელამდე. OPEC+-ის წევრებმა ასევე გადაწყვიტეს გაახანგრძლივონ ადრე დაბალი წარმოების კომპენსაციის პერიოდი 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე, როგორც ამას მოითხოვდა ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც არასაკმარისი შედეგი ჰქონდა. ამ ქვეყნებმა ნედლეულის წარმოების გეგმები 17 ივნისამდე უნდა წარადგინონ. OPEC+-ის შემდეგი შეხვედრა 30 ივნისს არის დაგეგმილი. ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება $117-მდე გაიზრდება. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს.  OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონამდე დაეცა.  

Reuters: სანქცირებულ რუსულ ნავთობთან აღრევის რისკის გამო, ყაზახეთმა ბრენდის სახელწოდება შეცვალა

სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთმა ნავთობის ბრენდის სახელწოდება შეცალა, რათა რუსეთის საზღვაო პორტებიდან ექსპორტირებისას ყაზახური ნედლეულის, სანქცირებული რუსული წარმოშობის ნავთობთან აღრევა არ მოხდეს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტზე არსებული რისკები რუსეთის პორტების გავლით, 2022 წლის ივნისიდან ყაზახურ ნავთობზე გამოიყენება შემდეგი კლასის სახელწოდება - KEBCO (ყაზახეთის ნედლი ნავთობის საექსპორტო ნაზავი)“ - განმარტეს ყაზახური კომპანია SNPS - Aktobemunaigaz-ის წარმომადგენლებმა. ბრენდის სახელის შეცვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ყაზახეთის ნავთობკომპანიების ოთხმა წყარომ, რომლებიც ტრანზიტს რუსეთის საზღვაო პორტებში ახორციელებენ. ყაზახეთის ნავთობის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ თავიანთ ნავთობზე უფრო მაღალ ფასებს და გაუადვილდებათ ნედლეულის გაყიდვა, რადგან საბუთებით ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს არ არის რუსული ნავთობი. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ცვლილებები ძალაში ორშაბათს, 6 ივნისს შევა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის საექსპორტო ნაკადის 20% გადის რუსეთის საზღვაო პორტებზე. 2021 წელს ყაზახეთმა ამ გზით დაახლოებით 13,3 მილიონი ტონა საწვავი გადაზიდა. ყაზახეთში წარმოებული ნავთობი დასავლეთის სანქციებს არ ექვემდებარება, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ყაზახეთიდან მიწოდებული ნავთობი არაერთხელ აურიეს რუსულთან. ბრენდის სახელის გადარქმევა მათი აზრით, ხელს შეუწყობს სანქციების რისკებისა და დაფინანსების პრობლემების თავიდან აცილებას. 3 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, ახალი სანქციები ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე. მთლიანად აიკრძალება საზღვაო გადაზიდვები, რომლებიც ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის 75%-ს შეადგენს. გამონაკლისის სახით უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი ნავთობს „დრუჟბის“ მილსადენით მიიღებენ. 2022 წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 90%-ით შემცირდება.   

BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა

აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა "გამფრთხილებელი ზომებით" იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა და ახლა BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებს. კომპანიის მიერ eurasianet.org-ისთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების დრო მითითებული არ არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შავ ზღვაში კომერციული გადაზიდვები უკრაინის ომის გამო დიდწილად შეფერხდა. ბოლო დროს გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ნაღმები, რომლებიც უკრაინის პორტებში სანაპიროს დასაცავად დგას, კომერციულ გემებს რეალურ საფრთხეს უქმნის. მედია წერს, რომ BP-ის განცხადება, ფაქტობრივად, პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია. 2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა შეაჩერა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით. SOCAR-ის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადასაზიდი ნავთობი მაისში BTC მილსადენზე გადამისამართდა.  

Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე $124 გადააჭარბა

Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 9 მარტის შემდეგ 124 დოლარს ბარელზე პირველად გადააჭარბა.  სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, 20:30 საათისთვის Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 123,39 დოლარად (+2,34%) იყიდებოდა. ამავდროულად, WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსები 2022 წლის ივლისში მიწოდებისთვის  2,17%-ით და ბარელზე $122 დოლარამდე გაიზარდა. 

ნორვეგიამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგიამ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა აკრძალა. ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს მიუერთდა, თუმცა კავშირის წევრი არ არის. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები 17 ივნისიდან ამოქმედდა. „რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ შედის ძალაში, მაგრამ რეგულაციები 2022 წლის 5 დეკემბრამდე ნედლი ნავთობისთვის, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლამდე ნავთობპროდუქტებისთვის გარდამავალ პერიოდებს შეიცავს", - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ინდოეთმა რუსული ნახშირისა და ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა - Reuters

რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების მიუხედავად, ბოლო კვირებში ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა. მოვაჭრეები ინდოეთს ნედლეულზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრულ ემბარგოს მხარი დაუჭირა ნიუ-დელი რუსული ნავთობის შესყიდვას ამართლებს და აცხადებს, რომ ეს მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობის ნაწილია და ამტკიცებს, რომ შესყიდვის მოულოდნელი გაჩერება მსოფლიო ფასებს გაზრდის და მომხმარებელს დააზარალებს.   ამასთან სანქციების გამო ევროპელი იმპორტიორები მოსკოვთან ვაჭრობას ერიდებიან, ხოლო ინდოეთი მაღალი სატრანსპორტო ხარჯების მიუხედავად, რუსული ქვანახშირის დიდ მოცულობებს ყიდულობს. ამრიგად, არაოფიციალური მონაცემებით, 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ნახშირისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის შესყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდოეთმა ექვსჯერ გაიზარდა და $331,17 მილიონს მიაღწია. 15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.    ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს

აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება  OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება. „ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, - წერს შაჰბაზოვი. „OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და წარმატებით დაასრულა თავისი ისტორიული მისია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $117-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს.  OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონ ბარელამდე დაეცა.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა წელს, 106,9 მილიონი ბარელი ნავთობი გაატარა

იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) საზღვაო ტერმინალიდან, რომელიც თურქეთის პროვინცია ადანაში მდებარეობს, 106 982 579 ბარელი ნავთობი გადაიტვირთა.  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქეთის მონაკვეთის ოპერატორი 2006 წლიდან არის თურქული სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL). მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნედლეულით მე-5000-ე ტანკერი დაიტვირთა BOTAŞ-ის მონაცემებით, 2006 წლიდან, როდესაც ტერმინალი გაიხსნა, ბთჯ-ის გავლით 3,777 მლრდ ნავთობია გადაზიდული. წელს ყველაზე მეტი ნავთობი - 20,5 მლნ ბარელი - მაისში გადაიტვირთა, ხოლო ყველაზე ნაკლები თებერვალში - 13,5 მლნ ბარელი. ნავთობის გადაზიდვის მონაცემები, BOTAŞ–ის თანახმად 2022 წლის 6 თვეში: იანვარი - 17 706 620 ბარელი; თებერვალი - 13 581 125 ბარელი; მარტი - 17 743 856 ბარელი; აპრილი - 19 951 346 ბარელი; მაისი - 20 479 706; ივნისი - 17 519 926 ბარელი. ადანას ტერმინალიდან, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს, აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება.  

ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდლობს. 

თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს

რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას, თოყაევის პრეს-სამსახური ავრცელებს. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ტრანსკასპიური მარშრუტი. ვავალებ „ყაზმუნაიგაზს“ შეიმუშაოს ოპტიმალური ვარიანტი გაზის რეალიზაციისთვის. ამასთან „თენგიზის პროექტში“ ინვესტორების მოსაზიდად. ხელისუფლება „სამრუკ-ყაზანთან“ ერთად, მიიღებს ზომებს რათა ნავთობსადენი „ატირაუ-კენკიაკი და კენკიაკ-კუმკოლის“ სიმძლავრე გაზარდოს“, - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.  

ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა  თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება?  ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

NCOC-მა ყაზახეთში, „კაშაგანის“ უდიდეს ნავთობსაბადოზე, მოპოვება განაახლა

North Caspian Operating Company -მ (NCOC) ყაზახეთში, კასპიის სექტორში, „კაშაგანის“ ნავთობსაბადოზე მუშაობა განაახლა. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა შეგახსენებთ, რომ კაშაგანის საბადოზე ნავთობის მოპოვება გეგმური რემონტის გამო 1-ელი ივნისიდან 45 დღით შეჩერდა. „კაშაგანი“ ყაზახეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩენილ ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოდ ითვლება. საბადოს ნავთობის მარაგი 9-დან 13 მილიარდი ბარელის ფარგლებშია შეფასებული. „კაშაგანში“ კომერციული წარმოება 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო.   

კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახური ნავთობის ექსპორტს განაახლებს. რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული. 5 ივლისს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება 30 დღით შეაჩერა. როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 7 ივლისს, თოყაევმა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.  ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და  კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა.  ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.  

საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებს ზრდის - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია. აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში $160 მილიონით გაზარდა.  2021 წლის მონაცემით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტში მოწინავე პოზიციას თურქმენეთი იკავებდა.   

ბრიტანეთი რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს, უარს ამბობს ნახშირსა და ნავთობზეც

ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შესაბამისი ცვლილება 21 ივლისს შევიდა. ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას კრძალავს. რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა ძალაში 21 ივლისს შევიდა. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება. შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსული ნახშირის ყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს სრულად შეწყვეტს. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს. „არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შესახებ შეკითხვის საპასუხოდ. რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჯო სტრუქტურებს ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჰქონდათ კონტაქტი. „ყველა სახელმიწოფო უწყება ექსპერტებთან იყო ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმების განმარტებები და გადაწყვეტილებები ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან მიმართებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ასე რომ, ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  

თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან

თურქეთში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2022 წელის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2% გაიზარდა და 3,836 ათასი ტონა შეადგინა.  14,7 % გაზრდილი ნედლი ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი, რამაც 2.971 ათასი ტონა შეადგინა.  თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია რუსეთი. ამ ქვეყნიდან თურქეთმა 1,693 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა. მეორე ერაყი, საიდანაც 924 ათასი ტონა ნედლეული ექსპორტირდა. მესამე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც თურქეთმა 284 280 ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა.       

Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს

ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მარაგის 1%-ზე მეტს, დღეში დაახლოებით (bpd) 1,4 მილიონ ბარელს შეადგენს. 20 წლის განმავლობაში ყაზახეთი (CPC) მილსადენით სარგებლობდა, თუმცა ივლისში რუსეთის სასამართლო CPC-ს (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) დახურვით დაემუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, სხვა კონტრაქტებზე ეფიქრათ. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია, მაღალი ფასები შენარჩუნდა და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტიც იყო. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის მისივე ინფორმაციით, წელიწადში კიდევ 3,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გატარება შეიძლება, 2023 წელს დაიწყოს აზერბაიჯანის სხვა მილსადენით, საქართველოს შავი ზღვის პორტ სუფსამდე.  აზერბაიჯანზე დაყრდნობა ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. გასულ თვეს BP აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნაკადებს უფრო დიდ, BTC მილსადენზე გადაიტანდა. თუმცა, ახალი BTC მარშრუტით ყაზახეთს მოუწევს, დაეყრდნოს მცირე ზომის ტანკერების ფლოტს, რათა თავისი ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, ბაქოში გადაიტანოს პორტ აქტაუდან, რომელსაც შეზღუდული სათადარიგო შესაძლებლობები აქვს, აცხადებენ წყაროები. სხვა მარშრუტები Tengizchevroil (TCO)-ს, რომელსაც მთავარი ნავთობკომპანია Chevron ხელმძღვანელობს, საკუთარი მარკეტინგული ჯგუფი ჰყავს და ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მარშრუტებსა და სარკინიგზო გზაზე, თქვა ორმა წყარომ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება, TCO-სთვისაც ვარიანტი აღმოჩნდეს, მაგრამ წყაროს თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, მისი დატვირთვის დაწყებას შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს.  TCO-მ აპრილში რკინიგზით დაიწყო ბათუმის პორტისკენ მცირე მოცულობების გადატანა, რადგან CPC-ს ტერმინალი (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) ქარიშხლის გამო დაზიანდა. ორი წყაროს ცნობით, TCO ჯავშნის უფრო მეტ სარკინიგზო გადაზიდვებს, რომლის ზრდაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი.  ყაზახეთი ცალკე ახორციელებს ერთი მილიონი ტონა (დღე-ღამეში 250 000 ბარელი) Urals -ის ნავთობის გადაზიდვას რუსული მილსადენით, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის პორტებში. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

„ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ გაუცხადა, რითაც გამოეხმაურა Reuters-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „ვინაიდან აქ პირდაპირი მილსადენი არ არის, ყაზახეთიდან კონტეინერებით უნდა ჩამოვიდეს ნავთობი ბაქოში. შემდეგ, ბაქოდან ორი მიმართულებით წავა: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით. პირველ და მეორე ნავთობსადენსაც აქვს დაახლოებით 20%-იანი რეზერვი, რომ ნედლეულის დამატებითი რაოდენობა გაატაროს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადასაზიდად, აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით, ინფრასტრუქტურა მზადაა, ბუნებრივია, საქართველოც მიიღებს სარგებელს“, - აცხადებს არაბიძე. 27 ივლისს საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - განაცხადა 15 ივლისს ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადაზიდვის მეორე ალტერნატივად, „საქართველოს რკინიგზას“ განიხილავს. „მეორე ვარიანტია ყაზახეთის ნავთობპროდუქტების „საქართველოს რკინიგზით“ გადატანა. სქემა ასეთია - ნავთობპროდუქტები ყაზახეთის რკინიგზით ჩადის ბაქოში, შემდეგ ბაქოდან „საქართველოს რკინიგზის“ გავლით ევროპისკენ მიემართება. ეს ძირითადად „ბაქო-სუფსის“ მიმართულებიდან უნდა მოხდეს“, - აცხადებს გია არაბიძე Europetime-თან. Reuters-ის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარესთან ხელშეკრულება ყაზახური ნავთობის გადაზიდვის შესახებ აგვისტოს ბოლოს უნდა გაფორმდეს, ხოლო ნედლეულის გადაქაჩვა „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის" მილსადენით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. თუმცა გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის ნავთობის გარკვეული მოცულობები „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გადაზიდა. ამას გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი, შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა. გია არაბიძე მიიჩნევს, რომ „ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით, ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. „ესაა რეალური სქემა და მისი შესრულება შესაძლებელია. მთავარია ნავთობპროდუქტები ჩამოვიდეს ბაქოში, საიდანაც მისი გამოტანის საშუალება არსებობს. ესაა სწრაფი და იოლი გზა შუა აზიის ენერგორესურსების გადმოსაზიდად“. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. ცნობილია, რომ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არ გამორიცხავს, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკითხზე, ივლისში მომხდარი ინციდენტის გამო, ყაზახეთმა ახალი პროექტების განხორციელება გადაწყვიტოს. „ნოვოროსიისკის“ მარშრუტი ყაზახეთისთვის საიმედო აღარ არის. პირველ ეტაპზე მოხდება ყაზახეთის ნავთობპროდუტების „საქართველოს რკინიგზის“, „თბილისი ბაქო ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა. ყაზახეთის რესურსებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიწყება ფიქრი იმაზე, რომ პირდაპირი მილსადენი აშენდეს და შეუერთდეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ნავთობსადენს, რომლის გაძლიერებაც მისი გამტარუნარიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია. რაც შეეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტს, როგორც თურქმენეთის ასევე ყაზახეთის შემთხვევაში, აუცილებლად ასაშენებელია ახალო გაზსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის“, - აღნიშნა არაბიძემ.  

Reuters: ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება

ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება. ამ ფონზე კი, კომპანია Saudi Aramco მოპოვებას მაქსიმუმამდე ზრდის.   Brent-ის მარკის ფიუჩერსები 0,9%-ით, ბარელზე $97,26-მდე  გაიაფდა. ამერიკული West Texas Intermediate-ს ფასი კი, ბარელზე $91,27-მდე დაეცა, რაც წინა მაჩვენებელზე 82 ცენტით ნაკლებია.   Reuters-ი ამის მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის შენელებას ასახელებს. კერძოდ, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში 12,53 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ფაქტს, სახელმწიფო სტატისტიკის მაჩვენებლები ადასტურებს.  ამავდროულად, Saudi Aramco მზადაა, გაზარდოს ნედლი ნავთობის მოპოვება მაქსიმუმ 12 მილიონ ბარელამდე დღეში, თუ ამას საუდის მთავრობა მოითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვირას აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა.  

გერმანია რუსული ნავთობის ამერიკულით ჩანაცვლებას იწყებს

ერთ თვეში, ამერიკული ნავთობით დატვირთული უკვე მეორე ტანკერი, ლუიზიანიდან გერმანიის პორტ როსტოკისკენ გაემართა. ამის შესახებ Reuters წერს. Ise Princess-ის ტანკერი 570 000 ბარელი ნავთობითაა დატვირთული.  ამერიკულმა ნავთობმა, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ექსპორტირებულ ნედლეულთან ერთად ვროპაში „დრუჟბის“  მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობი უნდა ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90 პროცენტით შემცირებას აპირებს. მექსიკის ყურეში მოპოვებული Mars-ის მარკის ნავთობი შემადგენლობით რუსული Urals-ის მსგავსია. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო გზით შემოტანილი ნავთობის მაღალი ფასის გამო, გაიზრდებოდა. ივნისის დასაწყისიდან, აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ფასი ბარელზე, $122-დან $87-მდე დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოპოვებამ 12 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 2021 წლის დონესთან შედარებით 20%-ით მეტია.  მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა დღეში დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელის მოცულობით, ნავთობის რეკორდული რაოდენობა გაიტანა ექსპორტზე. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ფედერალური ადმინისტრაცია ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ზრდას პროგნოზირებს.  

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია

ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს.  რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს 49,84 მლნ ტონა ნედლეული მიაწოდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა, ხოლო ნავთოპროდუქტების აკძრალვა წლის ბოლოსაა დაგეგმილი.   

ნავთობის ფასი გლობალური ეკონომიკის შენელების საფრთხის ფონზე ეცემა

ნავთობის ფასი სამდღიანი ზრდის შემდეგ დაეცა, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ-ს საპროცენტო განაკვეთების აგრესიული ზრდა შეასუსტებს გლობალურ ეკონომიკას და შეასუსტებს მოთხოვნას საწვავზე. დოლარის გამყარებამ ასევე გაზარდა ზეწოლა ბაზარზე. წერს Reuters.  Brent-ის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასი 1,20 დოლარით, 1,2%-ით დაეცა და ბარელზე $95,52 დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის სექტემბრის მიწოდების ფასი 1,24 აშშ დოლარით, ანუ 1,4%-ით დაეცა და ბარელზე $89,53 დოლარამდე შეადგინა. ხოლო ოქტომბრის ფიუჩერსები 1,17 დოლარით (1,3%) შემცირდა და ბარელზე 89,27 აშშ დოლარი შეადგინა.  

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მასშტაბური სანქციების მიუხედავად, ერთი შეხედვით ქვეყნის ეკონომიკას კოლაფსი არ განუცდია. თუმცა ეკონომისტების ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთი რეალურ დანაკარგებს, გარკვეული დროის შემდეგ მიიღებს. ამის შე  Через полгода после начала введения масштабных санкций против России ее экономика, на первый взгляд, не потерпела коллапса. Хотя большинство экономистов сходятся во мнении, что Россия понесет реальные потери, которые будут расти со временем. Между тем, Россия продолжает ежемесячно зарабатывать эквивалент миллиардов долларов на экспорте нефти и газа, пишет The Washington Post. Международный валютный фонд прогнозирует, что в этом году российская экономика упадет на 6%, что меньше чем 10 или более процентов, которые изначально прогнозировали некоторые экономисты. "Санкции безусловно работают, но, к сожалению, гораздо медленнее, чем все ожидали полгода назад", - говорит Максим Миронов, российский экономист IE Business School в Мадриде. Чтобы нанести еще больший вред, говорят экономисты, Европейский Союз должен сократить главный спасательный круг России: доходы от экспорта нефти и газа. США и Великобритания запретили импорт российской нефти и газа, но Европа, которая в значительной степени зависит от российских энергоресурсов, согласилась лишь со временем ограничить закупки. Белый дом и другие настаивают на немедленных действиях путем установления предельной цены на российскую нефть, что заставит Москву продавать ее дешевле рыночных цен. По словам чиновника администрации Байдена, дипломаты США давят на союзников, чтобы они согласились на ограничение цены на нефть, которое они считают "крупнейшим макроэкономическим мероприятием, которое осталось".

„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნურ-სულთანი და ბაქო ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს განიხილავენ

ნურ-სულთანი და ბაქო, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესალო მარშრუტებს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ ფინანსური მმართველის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა.   „აზერბაიჯანულ მხარესთან ყაზახური ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო დონეზე და ეროვნული კომპანიების დონეზე. დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შესახებ უფრო დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას“, - განაცხადა კარაბაევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და „ბაქო-სუფსა“, რომელთაც გამოყენება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია“.   ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება ყაზახეთს რუსულ მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვის პრობლემა აქვს. შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე“ კონტრაქტი დაჩქარდეს მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა". Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარს ამბობს

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარის თქმას გეგმავს და მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულზე კონცენტრირდება. ამის შესახებ უზბეკეთის ნავთობისა და გაზის კომპანია Sanoat Energetika Guruhi (SEG) პრესსამსახურში განაცხადეს. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო კომპანიის მონაცემებით, ფერგანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უზბეკური ნავთობის წილი, ახლა თითქმის 90 პროცენტს აღწევს. თუ 2020 წლის 7 თვის განმავლობაში უცხოური ნავთობის იმპორტი 37 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიური პერიოდისთვი უკვე 24 პროცენტია, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის შემდეგ, იმპორტირებული ნავთობის წილი FOR-ის გადამუშავების სტრუქტურაში 4 პროცენტს აღემატება. უცხოური ნავთობის იმპორტის შემცირების ფონზე, უზბეკეთში წარმოებული ნავთობის მოცულობა იზრდება. SEG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტულკინ იუსუპოვის თქმით, ადგილობრივი ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების გაზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უზბეკეთის ეკონომიკის განვითარებაში. „ადრე FNPZ ძირითადად ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან შემოტანილ ზეთს ამუშავებდა. ახლა ჩვენ ვამუშავებთ ნავთობს, რომელიც წარმოებულია ჩვენი ქვეყნის რეგიონებში: მუბარეკში, კარსა და ანდიჯანში. ჩვენი გეგმები მოიცავს საწარმოს დატვირთვის მნიშვნელოვან ზრდას. მომავალი წლის ბოლომდე ვგეგმავთ 2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას“, - აღნიშნა ტულკინ იუსუპოვმა. სამომავლოდ, FOR იმპორტირებული ნავთობის გადამუშავების შემცირებას 0 პროცენტამდე გეგმავს და მთელ ყურადღებას უზბეკეთში წარმოებული ნავთობის გადამუშავებაზე გაამახვილებს. Sanoat Energetika Guruhi (SEG) 2019 წლის ბოლოს Jizzakh Petroleum-ის ბაზაზე დაფუძნდა და უზბეკეთში 103 საბადოს ფლობს. SEG-ს აკონტროლებს ნავთობის წარმოების დაახლოებით 80 პროცენტსა და გაზის დადასტურებული მარაგების დაახლოებით 22 პროცენტს.  

Reuters: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას წყვეტს

ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდიან. Reuters-ის ცნობით, ინდოეთი ტვირთების მაღალი ტარიფის გამო, რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს ამბობს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდოეთი, რომელიც ადრე იშვიათად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, ჩინეთის შემდეგ სიდიდით მეორე მომხმარებელი გახდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ზოგიერთმა კომპანიამ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა, ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა თითქმის ყველა კლასის რუსული ნავთობის შეძენისას, ფასდაკლებით ისარგებლეს. ახლა რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ სხვა კლასის ნავთობს დასავლეთ აფრიკიდან. ამრიგად, ინდოეთმა ტანკერები ამ თვეში 2,35 მილიონი ტონა აფრიკული ნავთობით დატვირთა (აგვისტოში - 1,16 მილიონი ტონა), ხოლო  დაახლოებით 2 მილიონი ტონა რუსული ნავთობი (აგვისტოში - 3,55 მილიონი ტონა), შეისყიდა.   

რუსეთს ერთ თვეში, ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი $3,2 მილიარდით შეუმცირდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება.   ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში 50-დან 35%-მდე დაეცა.  

ევროკავშირის სანქციები ნავთობზე, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს - Bloomberg

ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს გამოცემის ცნობით, ოფშორული ნავთობის მიწოდება რუსეთიდან 21 ოქტომბრამდე, შვიდი დღის განმავლობაში, ხუთკვირიან მინიმუმამდე დაეცა.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში სტაბილურია, ინდოეთის ორმა მთავარმა გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა, რადგან 5 დეკემბერს ევროკავშირის სანქციები ამოქმედდება, რის შემდეგაც გემები, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ვეღარ შეძლებენ.  ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რაც სანქციების რისკს ზრდის.  ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში რუსული ნავთობის ნაკადმა პიკს ივნისში მიაღწია და დღეში 2,2 მილიონი ბარელი შეადგინა. 21 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით დღეში 330,000 ბარელით დაეცა. თუმცა, ნავთობის მოცულობა იმ ტანკერებზე, რომლებიც საბოლოო დანიშნულების ადგილზე არ მისულან, მიწოდება დღეში 310 000 ბარელზე მეტს შეადგენს.  

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული.  ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2022“ (OGT-2022) განაცხადა.  ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობას უხსნის.  

საქართველო ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა.   ეს მარშრუტებია - „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია. „დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.  ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის“ გავლით ელოდება. KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დაურენ კარაბაევის თქმით კი, ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  2022 წლის ზაფხულში დაურენ კარაბაევმა დააკონკრეტა, რომ აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, რომლებიც შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ. „ბაქო-სუფსის“ მილსადენს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობის გატარება შეუძლია.   

ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს

2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა.  მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის წახალისებისა და მხარდაჭერის ზომებზე.   

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 9,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 6,9 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2 მილიარდი კუბური მეტრი. შაჰბაზოვმა აღნიშნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზის ექსპორტი 17,4 პროცენტით გაიზარდა.   

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასტანამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა

2023 წლის პირველი იანვრიდან, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი ადასტურებს. „უკვე მიღწეულია შეთანხმება პირველი იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა სმაილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის თქმით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.  

Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა.  თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ყოველკვირეული შემოსავალი, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები თავს იკავებენ ამ ქვეყნის ნედლეულის გადაზიდვისგან. მკვეთრად იზრდება გემების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ბალტიისპირეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი შემდეგი დანიშნულების ადგილია პორტ-საიდია ან სუეცის არხი“, - წერს გამოცემა.   ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.  

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს.  ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.  

კრემლის განცხადებით, რუსეთი ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს ადგენენ

მოსკოვი ნავთობის არ მიაწვდის იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებების ნაცვლად, რუსეთი მარაგებს ბაზარზე ორიენტირებულ პარტნიორებზე გადააახლებს ან წარმოებას შეამცირებს. ნოვაკმა აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზღვრის შემოღებამ და ასევე ენერგეტიკის სექტორის პოლიტიზირებამ შესაძლოა, მხოლოდ დეფიციტი და ენერგომომარაგების პრობლემები გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნები, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დონის გამოცხადებას 23 ნოემბერს გეგმავენ.   

თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.  

ალასკაზე ნავთობის მოძიების მიზნით, აშშ-ს აუქციონზე თითქმის 1 მილიონი ჰექტარი მიწა გამოაქვს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ალიასკის სანაპიროზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისთვის ასობით ათასი ჰექტარი გამოყოს. იტყობინება Bloomberg. 958 000-ზე მეტი ჰექტარი ალასკაში Cook Inlet-ზე აუქციონზე გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბურღვისას, თითქმის 200 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 300 მილიარდი კუბური ფუტის ბუნებრივ აირს რეალიზაცია მოხდეს.  გაყიდვის შესახებ ამბებმა, გარემოსდაცვითი ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრმა განაცხადა, რომ ეს აქტივობა ზიანს აყენებს მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი ვეშაპების პოპულაციას, Cook Inlet beluga-ს, ისევე როგორც სხვა სახეობებს.  

ვიეტნამი აზერბაიჯანისგან ნავთობის შესყიდვით დაინტერესდა

ვიეტნამი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის შემოტანით. ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ჩუან ფუკმა აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, შოვგი მეჰდიზადესთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend ვიეტნამურ მედიაზე დაყრდნობით. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მხარეებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სავაჭრო თანამშრომლობის გასააქტიურებლად. მან აღნიშნა, რომ ვიეტნამს სურს ქვეყანაში ელექტრონიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი და, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობას სხვა სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი და თავდაცვის სფერო. ელჩმა მეჰდიზადემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიეტნამთან თანამშრომლობას.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2022 წელს, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 46,7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. „BTC-ით გაგრძელდება ნავთობის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ტრანზიტი, ხოლო კონდენსატის გადაზიდვა შაჰ-დენიზის საბადოდან “, - აცხადებენ bp-ში.  აღსანიშნავია, რომ დეკემბრიდან LUKOIL-მა დასავლეთის სანქციების გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნედლეულს კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გადაიტანს. 2002 წლის პირველ აგვისტოს დაარსებული BTC Co-ს აქციონერები არიან: bp (30,1 პროცენტი), AzBTC (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TPAO (6 ,53 პროცენტი). პროცენტი), Eni (5 პროცენტი), Total (5 პროცენტი), იტოჩუ (3,4 პროცენტი), Inpex (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC (2,36 პროცენტი). აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირებამ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,131 მლნ ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, 2,815 მლნ ტონა იყო. ამგვარად, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში, BTC-ით 46,7 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში 24,428 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა BTC-ით, რაც აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით ამოტუმბული ნავთობის 78,8 პროცენტს შეადგენს.   

ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა

ევროკავშირის მე-6 პაკეტის თანახმად, 5 დეკემბრიდან საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ზღვრული ფასი ამოქმედდა.  G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ქვეყნიდან ექსპორტზე 230 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა, საიდანაც 47% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო.  

პაკისტანი რუსულ ნავთობს ფასდაკლებით შეიძენს

რუსეთი ნედლ ნავთობს პაკისტანს შეღავათიან ფასად მიჰყიდის. ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის მინისტრმა მუსადიკ მალიკმა ისლამაბადში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთი პაკისტანს ბენზინსა და დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიაწვდის. ამავდროულად, მინისტრმა არ დააკონკრეტა რუსული ნავთობის ფასდაკლებული ფასი და არც უთქვამს, დააკმაყოფილებს თუ არა იმპორტი ბარელზე $60 დოლარს, რომელიც G7-მა და ევროკავშირმა, რუსეთის ოფშორულ ნავთობზე ამ კვირაში დააწესეს.  მოსკოვმა განაცხადა, რომ არ მიჰყიდის გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს იცავენ.   

თურქეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო

თურქულმა საბურღმა ხომალდმა „აბდულჰამიდ ხანმა“, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „ტაშუჯუ-1“-ის ადგილზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია TPAO-ზე დაყრდნობით იუწყება.  „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის პოზიციის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია TPAO-ს Twitter-ის პოსტში. „აბდულჰამიდ ხანი" მეოთხე და ყველაზე თანამედროვე გემია თურქეთის ფლოტში, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ახორციელებს.  საბურღ გემს 200 კაციანი პერსონალი ჰყავს. გემი ბურღვას 12 200 მეტრის სიღრმეზე ახორციელებს.  

რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა

თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა. ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე $60-ის ზღვარს აღემატება. შეზღუდვების დაწესების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა ნავთობის დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი. თურქეთის სანაპიროებთან გემებზე, ნავთობის უმეტესი ნაწილი ყაზახური წარმოშობისაა. ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთში მილსადენით შემოდის და არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს. 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს. რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა.  „მიღებული შეზღუდვები გავლენას ახდენს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სერვისების ფართო სპექტრზე“, - წერს მედია.  

ირანში ნავთობის ახალი მარაგი აღმოაჩინეს

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა მეჰდი ფაკურმა განაცხადა.  „საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამი ქვეყანა - რუსეთი, ერაყი და ირანი მომავალში განახორციელებს ყველაზე მეტ სამძებრო-საძიებო სამუშაოებს“, - თქვა ფაკურმა პრეს-კონფერენციაზე. ამ დროისთვის ირანში 14-მდე საძიებო ბლოკია გამოვლენილი, მაგრამ  ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამო არცერთ ბლოკზე ინვესტიცია არ განხორციელებულა.   

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა. თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ, მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ, ინდოეთის შესყიდვებმა რუსეთიდან უკვე მარტში დღეში 68 000 ბარელს მიაღწია. მომდევნო თვეებში ინდოეთის რუსული ნავთობის შესყიდვამ სტაბილური ზრდა აჩვენა და ნოემბერში დაახლოებით დღეში 959 ათასი ბარელი შეადგინა. რუსეთიდან თურქეთში ნედლი ნავთობის ექსპორტი მითითებულ პერიოდში სამჯერ გაიზარდა - 110 000 ბარელიდან 327 000 ბარელამდე დღეში. თუ ომამდელ პერიოდში კუბა რუსეთიდან ნედლ ნავთობს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ყიდულობდა, 2022 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დღეში 48 ათას ბარელამდე გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიროები ასევე იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ. თუ 2020 წლის ივნისიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რუსული ნავთობის იმპორტი არ განხორციელებულა, 2022 წლის მაისში შესყიდვები დღეში 35 ათას ბარელს შეადგენდა. გასული თვის მდგომარეობით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნედლი ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან დღეში 28 000 ბარელი შეადგინა.  შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო.  

თურქეთში, გაბარის მთის რაიონში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს.  არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს.  აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.   

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით, 34 მილიონ 418,9 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს 7,4%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ნოემბრის ტრანზიტის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ტრანსპორტირების 78,8% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 27 მილიონ 121 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს 12,5%-ით მეტია 2021 წლის 11 თვესთან შედარებით. ამ პერიოდში BTC-ით 4 მილიონ 668,9 ათასი ტონა სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 45,36%-ით მეტია 2021 წლის პირველი 11 თვის მაჩვენებელზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამად BTC მილსადენით ძირითადად ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან ხორციელდება, რომელიც წარმოებულია აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკზე და კონდენსატს შაჰ-დენიზის საბადოდან. გარდა ამისა, სხვა მოცულობის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება BTC-ით, თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.  

თურქეთში, გაბარის მთასთან ნავთობის მოპოვება 5 000 ბარელს აღწევს

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაბარის მთის მახლობლად, ნავთობის საბადოზე დღეში 5000 ბარელამდე შავი ოქრო მოიპოვება. 12 დეკემბერს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა გაბარის მთის რეგიონში დიდი ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 150 მილიონ ბარელად არის შეფასებული, რაც $12 მილიარდის ექვივალენტია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, დღეს თურქეთში სახელმწიფო საწარმოების მიერ ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა 65 000 ბარელს აღწევს, ხუთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 40 000 ბარელს არ აღემატებოდა. კერძო კომპანიების წარმოების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღეში 80 ათას ბარელს აღწევს. თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილემდე, რომელიც ფართოდ აღინიშნება 2023 წელს, იგეგმება ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 000 ბარელამდე დღეში. ენერგეტიკის სამინისტრომ 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ დაგეგმილია 150 ჭაბურღილის გაბურღვა, საიდანაც 95 საძიებოა, 55 კი წარმოების გაფართოების მიზნით დამუშავდება.  

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს

ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. მხარეებმა შვედეთის ქარხანაში ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა გამოხატა ინტერესი ყაზახეთიდან ნედლეულის დრუჟბას ნავთობსადენით გადაზიდვის შესახებ. „ყაზახეთის პრეზიდენტის ინსტრუქციების თანახმად, KazMunayGas განიხილავს 2023 წლის იანვარში ნავთობის საცდელი ტვირთის გერმანიაში გაგზავნის ვარიანტს“, - განაცხადა მირზაგალიევმა. შეგახსენებთ, რომ 10 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს, Schwedt-ის გადამამუშავებელი ქარხანა ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს აწვდის.  

Bloomberg: ზღვრული ფასების შემომღების შემდეგ, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 54%-ით შემცირდა

რუსული ნავთობზე, ფასის ზღვრის შემოღებიდან პირველ კვირასვე, ნედლეულის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg, ტანკერების მოძრაობის მონაცემებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა თითქმის 1,86 მილიონი ბარელით დღეში და 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა. ვარდნის ნაწილი გამოწვეული იყო ბალტიის ზღვის პორტის პრიმორსკის ტექნიკური სამუშაოებით, მაგრამ ტრაფიკის მოცულობა ასევე შემცირდა სხვა პორტებში. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის ნახოდკას პორტში არ არის საკმარისი გემები. როგორც Bloomberg წერდა, კომპანიები მათ იქ სანქციების შიშით არ გზავნიან. რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე დასავლეთის ქვეყნები დეკემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ, რამაც ბარელზე $60 შეადგინა.  რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზღვრის შემოღებას. „ვედომოსტის“ ცნობით, კრემლმა უკვე მოამზადა პასუხის პროექტი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა. Financial Times-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებიდან პირველ თვეებში რუსეთს არ ექნება საკმარისი გემები ნავთობის გადასაზიდად, რაც შეამცირებს მის ექსპორტს. მათი აზრით, ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს თებერვალში, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის ემბარგო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდებაზე.  

ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა

ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.  

Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება

რუსული ნავთობი, მსოფლიო ბაზარზე G7-ის მიერ შემოღებულ ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება.  ამის შესახებ Bloomberg დამოუკიდებელი ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, 6 იანვარს პრიმორსკის პორტში ვაჭრობისას „ურალის“ ბრენდის ნავთობი (ბარელი) $37,80 გაიყიდა, როცა მსოფლიო სტანდარტის Brent-ის ტიპის (ბარელი) ნავთობი იმავე დღეს $78,57 დოლარი ღირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ემბარგომ და რუსულ ნედლეულზე დანახარჯების შეზღუდვამ რუსეთი ჩინეთსა და ინდოეთზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადა. მოსკოვი იძულებულია გაყიდოს ნავთობი ფასდაკლებით, რათა კონკურენცია გაუწიოს ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების პროცესს.   

Bloomberg: ნავთობზე ზღვრული ფასის გამო, რუსეთი შემოსავლების სახით დღეში $172 მილიონს კარგავს

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ზღვრული ფასი, რუსეთის ფედერაციას ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება. Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება ეს მაჩვენებელი 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ჰელსინკის ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ცენტრის ინფორმაციით, თუ ფასის ზღვარი 60-დან 25-35 დოლარამდე შემცირდება ბარელზე, ეს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ 100 მილიონი ევროთ შეამცირებს. სხვა შემოთავაზებული ზომები მოიცავს უფრო მკაცრ ჯარიმებს პირობების შეუსრულებლობისთვის და დამატებით სანქციებს, რამაც შესაძლოა რუსეთის შემოსავალი დღეში კიდევ 200 მილიონი ევროთი შეამციროს. CREA-მ განმარტა, რომ რუსეთმა ამ დრომდე ზღვრული ფასით 3,1 მილიარდი ევროს ღირებულების ნედლი ნავთობი გაყიდა.  5 დეკემბრიდან რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ემბარგო მოქმედებს. იმავე დღიდან დაწესდა ფასის ზღვარი საზღვაო გადაზიდვებზე და ბარელზე $60 განისაზღვრა. მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვამ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტად დამოკიდებული გახადა ახალ მთავარ მყიდველებზე - ჩინეთსა და ინდოეთზე. ამავდროულად, ინდური მედიის ცნობით, ნიუ დელის შეუძლია რუსულ ნავთობზე ფაისის ზღვარს მხარი დაუჭიროს, თუ ბარელის ფასი $60 დოლარს გადააჭარბებს.   

რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია

ნავთობით მოვაჭრეების (ტრეიდერების) თქმით, 2023 წლის იანვარში ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები გახდნენ. Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა. WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს. რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე. რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის.  

Bloomberg: რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის გზა იპოვა

რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების „ხვრელი“ იპოვა - სინგაპურში რუსულ ნედლეულს ურევენ სხვა მარკის ნავთობს და იქიდან რეექსპორტი მთელს მსოფლიოში ხდება. რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია ამის შესახებ Bloomberg წერს.  სააგენტო განმარტავს, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ არ აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ვერ განახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთის ფედერაციის საწარმოებთან. „ქვეყანაში ნავთობის შესანახ ავზებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. იმის გამო, რომ მომგებიანია რუსეთიდან იაფი ნედლეულის შერევა სხვა წყაროებიდან შესყიდულ ნავთობთან და განზავების დახმარებით შესაძლებელია საქონლის წარმოშობის დამალვა“, - წერსგამოცემა. გადამზიდავი კომპანია Vortexa Ltd-ის მონაცემებით, სინგაპურის ტერმინალებმა 2022 წლის დეკემბერში ორჯერ მეტი ნავთობი შეისყიდეს ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. სინგაპურმა 2,6 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო, რაც 40-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.  რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის. გამოცემა წერს, რომ რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა. WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს. რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე.    

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო  ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.  BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

რუსეთის მიერ ხერსონის პორტის დაბომბვისას, უცხოური გემის ეკიპაჟმა ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა - მედია

უცხოური გემის ეკიპაჟმა, რომელიც რუსეთის მიერ ხერსონის პორტის ბოლო დაბომბვისას დაზიანდა, დნეპერში ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა. შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „მტრის დაბომბვის შედეგად უცხოური კომპანიების კუთვნილი ორი ხომალდი დაზიანდა. შედეგად, ნავთობპროდუქტებმა დნეპერში გაჟონა. ახლა გემის ეკიპაჟმა გაჟონვის ლოკალიზება მოახერხა“, - ნათქვამია ანგარიშში. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ჭურვმა ერთ-ერთ ხომალდს კორპუსი და საწვავის შესანახი ადგილი გაუნადგურა. შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, 2023 წლის 24 იანვარს რუსეთის ძალებმა ხერსონის პორტს ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა თურქეთის „ტუზლა“ და კიდევ ერთი გადამზიდავი, რომლის სახელიც არ იყო ნახსენები.  

ტანზანიამ 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობსადენის პროექტი დაამტკიცა

ტანზანიის მთავრობამ დაამტკიცა 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობსადენის მშენებლობის პროექტი, რომელიც საკამათო მეგაპროექტის ნაწილია. პროექტმა ადამიანის უფლებებსა და გარემოს საკითხების გარშემო შეშფოთება გამოიწვია. გასულ თვეში, უგანდამ პროექტის ოპერატორზე, აღმოსავლეთ აფრიკის ნედლი ნავთობის მილსადენზე (EACOP) გასცა ლიცენზია. „მშენებლობის დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია EACOP-ისთვის, რადგან ის საშუალებას იძლევა, დაიწყოს ძირითადი სამშენებლო აქტივობები ტანზანიაში“, - განაცხადა EACOP ტანზანიის გენერალურმა მენეჯერმა ვენდი ბრაუნმა სერტიფიკატის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე. უფლებადამცველები და გარემოსდაცვითი ჯგუფები ამბობენ, რომ ეს პროექტი საფრთხეს უქმნის რეგიონის მყიფე ეკოსისტემას და ათიათასობით ადამიანის საარსებო წყაროს.

აშშ-მ რუსეთი ჩაანაცვლა და ევროპის ქვეყნებისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა

შეერთებული შტატები ახლა ევროკავშირისთვის ნედლი ნავთობის უდიდესი მიმწოდებელია. დეკემბერში ბლოკის ნედლი ნავთობის იმპორტის 18% ამერიკიდან მოდიოდა, განაცხადა ევროსტატის მონაცემთა ოფისმა. ევროსტატის მიხედვით, რუსეთი ბოლო დრომდე იყო ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელი, რომელიც 2022 წლის იანვრის ბოლომდე მთლიანი იმპორტის 31%-ს შეადგენდა.  ეს მონაცემი ოთხ პროცენტამდე შემცირდა. 2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები აშშ, ნორვეგია და ყაზახეთი არიან. „2021 წლის ბოლო კვარტალიდან 2022 წლის იანვრამდე, რუსეთიდან იმპორტი მერყეობდა 39,657 ათასი ბარელიდან 49,698 ათას ბარელამდე, რაც წარმოადგენს მთლიანი იმპორტის 24%- 31%-ს შორის. შეერთებული შტატები იყო ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი ევროკავშირში. 19,115 ათასი ბარელი და 20,751 ათასი ბარელი, რაც წარმოადგენს ნედლი ნავთობის მთლიანი იმპორტის 10%-13%-ს. ნორვეგიამ და ყაზახეთმა ასევე მიაწოდეს ნედლი ნავთობის მსგავსი მოცულობები, რაც შეადგენს იმპორტის მთლიანი მოცულობის 8%- 14%-ს, ხოლო იმპორტი ერაყიდან იყო ოდნავ დაბალი, 7%-დან 12%-მდე. იმპორტი ლიბიიდან და გაერთიანებული სამეფოდან მთლიანი იმპორტის დაახლოებით 5%-ს შეადგენდა“, - ნათქვამია ანგარიშში. 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროკავშირის ნედლი ნავთობის იმპორტზე. ევროკავშირისთვის ნედლი ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები გახდნენ შეერთებული შტატები, ნორვეგია და ყაზახეთი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირმა მოახერხა ნავთობის ბაზრის ცვალებად პირობებთან ადაპტირება და პრაქტიკულად გააუქმა დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე.  

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს ზრდის - Reuters

ყაზახეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტირება შედარებით მცირე რაოდენობით ხდება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ნავთობის წლევანდელი გადაზიდვები კასპიის ზღვის პორტი აქტაუდან ბაქოში, 163,436 ტონამდე გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 28,875 ტონა იყო.  ყაზახეთის სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიის Kazmortransflot-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დამატებით, 104 000 ტონა ნავთობი გადაიზიდა იანვარ-მარტში.

პეტრ ფიალა თოყაევთან შეხვედრაზე: ყაზახურ ნავთობს ჩეხეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება შეუძლია

ყაზახურ ნავთობს შეუძლია, ჩეხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს მას შემდეგ, რაც მან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ცენტრალურ აზიის ქვეყანაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და თქვენი ნავთობი შეიძლება, გახდეს მთავარი ფაქტორი ამ თვალსაზრისით“, - განუცხადა ფიალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ყაზახეთი არის ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ნავთობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.„ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის უზარმაზარი შესაძლებლობების, რადგან ჩვენ ვშორდებით რუსულ ნავთობს“, - განაცხადა ფიალამ, რომელმაც Reuters-ის ცნობით, არ ისაუბრა ყაზახეთის ნავთობის შესყიდვების პოტენციური ზრდის დეტალების შესახებ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით იწყებს BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

ჩეხეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმება გააფორმა

ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა, Mero-მ, რუსეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Mero 73 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას დააფინანსებს. ეს ნავთობსადენი ნავთობს ცენტრალურ ევროპას იტალიის პორტ ტრიესტის გზით აწვდის. ჩეხეთის რესპუბლიკის TAL-ის სიმძლავრე გაორმაგდება და 2025 წლიდან ყოველწლიურად რვა მილიონ ტონა ნავთობს მიაღწევს. „ეს შეთანხმება დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში“, - განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაროსლავ პანტუჩეკმა მედიას.  

WSJ: ერ-რიადსა და მოსკოვს შორის ნავთობის გამო დაპირისპირებაა

საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა ნავთობის მოპოვების შემცირების გამო მოსკოვი ახორციელებს იაფი ნავთობის ექსპორტს, რაც რიადის ძალისხმევას ზიანს აყენებს  საუდის არაბეთის შეფასებით, მოსკოვი არ ასრულებს OPEC+-ის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების მოცულობების შემცირების შესახებ. ერ-რიადი უკმაყოფილოა რუსეთის მოქმედებებით ნავთობის მოპოვების სფეროში. შესაბამის სტატიას გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, საუდის არაბეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს შეთანხმებული შემცირებების დაცვის თხოვნით მიმართეს. ერ-რიადის შეფასებით, რუსეთი კვლავაც აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობის გატანას, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო და ეს ნავთობზე ფასების სტაგნაციას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთს მათი გაზრდა სურს. 4 ივნისს OPEC+ ქვეყნების მოახლოებული შეხვედრის წინ, დაძაბულობა იზრდება. ეს არაფორმალური ორგანიზაცია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა საერთაშორისო ორგანიზაციაში (OPEC) შემავალ ქვეყნებს აერთიანებს. აქ წამყვან როლს თამაშობენ საუდის არაბეთი და რიგი სახელმწიფოები, რომლებიც OPEC-ის წევრები არ არიან, მათ შორის არის რუსეთიც. Brent-ის ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა 10%-ით დაბალია, ვიდრე ეს აპრილის დასაწყისში იყო. მაშინ OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადეს. საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუმცირებია აპრილში ნავთობის მოპოვება შეპირებულ 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში. ადრე OPEC+-ის ჩარჩოებში არაერთ მოლაპარაკებას, ნავთობზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნება მოჰყვა. Wall Street Journal-ის თანახმად, საუდის არაბეთმა ბიუჯეტში ნავთობის ფასად ბარელზე 81 დოლარი დააწესა, თუმცა ახლა ის რამდენიმე დოლარით დაბალია. ნავთობის მოპოვების შემცირებას შესაძლოა, ფასების ზრდისთვის შეეწყო ხელი. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ რუსეთი „ნავთობის მოპოვების შემცირების“ ყველა „ნებაყოფლობით დონეს“ იცავდა. ინფორმაციისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა გასულ წელს შეზღუდვები დააწესეს რუსულ ნავთობზე და ე.წ. ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობისთვის

ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის. განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მინისტრმა ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. „აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.       

ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა

ნორვეგიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისცა უფლება ნავთობკომპანიებს, განავითარონ ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლისთვისაც ინვესტიციები აღემატება 200 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (18,51 მილიარდ დოლარს). ამის შესახებ Reuters-ი წერს. მთავრობა ამბობს, რომ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსები აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ის საჭირო იქნება ათწლეულების განმავლობაში. ნორვეგიის პარლამენტმა 2020 წელს შემოიღო დროებითი საგადასახადო შეღავათები, რათა ნავთობის სექტორში ინვესტიციები წაახალისოს. „ეს არის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი და სტაბილური შედეგის შენარჩუნებას ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან, ისევე, როგორც დასაქმების უზრუნველყოფას და სარგებლის მიღებას“, - განაცხადა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ტერჟე ასლანდმა.  

KazMunayGaz-ი და SOCAR-ი აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდაზე მუშაობენ

ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია KazMunayGaz-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან ერთად, აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. KazMunayGaz-სა და SOCAR-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება (წლიური მოცულობით 1,5 მილიონი) ტონა წელს დაიწყო. ითვალისწინებს რა მნიშვნელოვან თავისუფალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას, ეროვნული კომპანია აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებად მიიჩნევს. აზერბაიჯანული მხარის წინადადებით, ნავთობკომპანია KMG ასევე სწავლობს ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და პოტენციური სარკინიგზო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება დამოკიდებული იქნება მარშრუტის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters  

სანგაჩალის ტერმინალიდან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) და შაჰ-დენიზის საბადოების ბლოკმა, სანგაჩალის ტერმინალში, წყალქვეშა ნავთობისა და გაზსადენებით, დაახლოებით, 115 მილიონი ბარელი ნავთობი და კონდენსატი გაიტანა.  ეს ერთი მილიონით - 0,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ნახევარში. ანგარიშის მიხედვით, ექვსი თვის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) გავლით ექსპორტირებულია 114 მილიონ ბარელზე მეტი, რაც გასული წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, 7 მილიონი ბარელით - 6,5%-ით მეტია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენით ექსპორტირებულია ერთი მილიონი ბარელი, რაც 6 მილიონი ბარელით - 85,7%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექვსი თვის განმავლობაში, ტერმინალი ყოველდღიურად საშუალოდ 72 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი (დაახლოებით 2,542 მილიარდი კუბური ფუტი) გაზის ექსპორტს ახორციელებდა. ეს ასევე 3 მილიონი კუბური მეტრით - 4,35%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.  

ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს

ყაზახეთი აცხადებს, რომ ნავთობის საზღვაო გზით გადასატანად ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს. ცენტრალურ აზიაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ალტერნატივებს ეძებს რუსეთის გავლით მთავარი საექსპორტო მილსადენისთვის, წერს Bloomberg. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კასპიის ზღვის გავლით მიწოდებისთვის, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია KazMunayGas-ის ერთეულმა უკვე გადაწყვიტა, შეიძინოს ორი, შედარებით მცირე ზომის გემი, რომელთა წონა 8000 ტონაა. შავ ზღვაში ოპერირების მიზნით, ასევე იგეგმება კიდევ ორი ​​ნავთობტანკერის შეძენა. წელს ყაზახეთმა უკვე გაიტანა 300 000 ტონა ნავთობი კასპიის ზღვის გავლით და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში გადის და წელს დაახლოებით 1,5 მილიონი ტონის გაგზავნას გეგმავს. აზერბაიჯანში კასპიის ზღვის გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით, ყაზახეთმა ნავთობი პირველად 2023 წლის მარტში გადაზიდა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშაა. ევროკავშირის მე-11 პაკეტი სწორედ მესამე ქვეყნების შესაძლო მონაწილეობით სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს გამორიცხავს. რუსეთის სანქციების თავიდან არიდების რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ევროკავშირი აკვირდება და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს.  

თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს

ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს დრუჟბას ნავთობსადენით, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. მან აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ამ მილსადენით გერმანიას 500 000 ტონა ნავთობი მიეწოდება. „ჩვენი გერმანელი მეგობრების თხოვნით, დადასტურდა ჩვენი მზადყოფნა, გავზარდოთ ნავთობის მიწოდების მოცულობა და გავხადოთ ის გრძელვადიანი,” - აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თოყაევმა მოლაპარაკებები ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ გამართა. „მოლაპარაკებების დროს მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარება და დაადასტურეს ორმხრივი სურვილი ყაზახეთ-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი ყოვლისმომცველი გაძლიერების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადგინეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის შეთანხმდნენ ურთიერთქმედების გააქტიურებაზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მწვანე ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ამ ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.  

მიმდინარე თვეს შავ ზღვაში ხომალდი ნაღმს მეორედ შეეჯახა

Reuters-ის ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფი ნავთობპროდუქტების მზიდი ტანკერი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროზე ნაღმს შეეჯახა. ტანკერმა გუშინ ინციდენტის დროს მცირე დაზიანება მიიღო. ეკიპაჟი კი, უსაფრთხოდაა. განუცხადეს სააგენტოს წყაროებმა. ეს არის ამ თვეში მეორე გემი, რომელიც მცურავ ნაღმს შეეჯახა. 6 ოქტომბერს თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ასევე ნაღმს შეეჯახა. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს." შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონაშია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე.  

ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთული სანქცირებული ტანკერი არ მიიღო

ინდოეთი უარს ამბობს, მიიღოს სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეზღუდა. მისი წილი ბოლო 9 თვის განმავლობაში, ოქტომბერში მინიმუმამდე დაეცა. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერებიდან ოთხი რუსულ Sovcomflot-თან არის დაკავშირებული, ერთი კი, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ტანკერი NS Century ნავთობის ტრანსპორტირებას ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ახორციელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ერთი კვირის წინ, სანქციები დაუწესეს, ტანკერი შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე გადაადგილდა. ინდოეთის გადაზიდვების მიმართულების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მთავრობისგან მითითებებს ელოდება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა გემს ნავთობის განტვირთვის უფლება. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე მადურომ გამარჯვება გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. „ესეკიბოს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის, გაზისა და მაღაროების მოძიებისა და ექსპლუატაციის საოპერაციო ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაცემას გავაგრძელებ,“ - განაცხადა მადურომ. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა  

ამერიკული ნავთობის წარმოება რეკორდულ დონეს აღწევს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია. სექტემბერში ამერიკული ნავთობკომპანიები დღეში 13,2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ, რაც რუსეთისა და საუდის არაბეთის წარმოებას აღემატება. ამერიკული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდამ ხელი შეუწყო გასულ ზამთარში ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისის თავიდან აცილებას. ბენზინის ფასი შეერთებულ შტატებში გასული წლის შუიდან თითქმის 40 პროცენტით დაეცა. შეერთებული შტატები ახლა ახორციელებს დაახლოებით ოთხი მილიონი ბარელის ექსპორტს დღეში, ვიდრე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი საუდის არაბეთის გარდა. მთლიანობაში, შეერთებული შტატები კვლავ იმპორტს უფრო მეტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს, რადგან შიდა მოთხოვნა აღემატება მიწოდებას და ბევრ ამერიკულ გადამამუშავებელ ქარხანას შეუძლია, უფრო ადვილად გადაამუშაოს კანადასა და ლათინურ ამერიკაში წარმოებული უფრო მძიმე, ვიდრე ნედლი მსუბუქი ნავთობი. ამერიკული ნავთობის მთავარი მყიდველები ევროპისა და აზიის ქვეყნები არიან.    ნავთობის მოპოვების ზრდა პასუხი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე 2022 წლის თებერვალში, რის შედეგადაც ბარელი ნავთობის ფასმა პირველად თითქმის ათი წლის განმავლობაში, $100-ს გადააჭარბა.  

აზერბაიჯანი ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას ექვსჯერ ზრდის

ყაზახური ნავთობის ექსპორტმა აქტაუს პორტიდან 2023 წლის 11 თვის განმავლობაში 3,062 მლნ ტონა შეადგინა, რაც 50%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება Report KazTransOil-ი. აქტაუს პორტიდან ექსპორტისთვის ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა განპირობებულია ბაქოს პორტში გაგზავნილი ნედლეულის მოცულობის ზრდით, 205000 ტონიდან 1,238 მილიონ ტონამდე, რაც ექვსჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 2%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 2%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

Reuters: პეკინის მიერ სანქციების უგულებელყოფის ფონზე, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და 2023 წელს ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ Reuters ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა გასულ წელს ჩინეთში 107,02 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაგზავნა, რაც დღეში 2,14 მილიონი ბარელის ექვივალენტია. რუსული ნედლი ნავთობის ფასი დასავლეთის სანქციებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის ფონზე დაეცა, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის ჩინელი მყიდველებისთვის. სააგენტო წერს, რომ ჩინეთის გადამამუშავებელი მწარმოებლები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, შუამავლების გამოყენებით, რუსული ნავთობის გადაზიდვისა და დაზღვევისთვის. 18 იანვარს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა. კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ის მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ  

აზერბაიჯანმა რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანამ 2023 წელს რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა. კერძოდ, აზერბაიჯანმა რუმინეთში 621 947,79 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 382 756 670 დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანახმად, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15,5%-ით მეტია.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ყაზახეთს სურს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების ფლოტი გაზარდოს

ყაზახეთს სურს, რომ Aframax-ის ტანკერების ფლოტი რამდენიმე წლის განმავლობაში 12-მდე გაზარდოს. KMG-მ, რომელიც ფლობს Kazmortransflot-ს, და Abu Dhabi Ports-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელს, რათა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო მომსახურებას ნავთობისა და გაზის პროექტებისთვის კასპიის ზღვაში. „რამდენიმე წელიწადში ჩვენ ველოდებით ჩვენი ფლოტის გაზრდას 12 Aframax-მდე, რაც მოგვცემს თენგიზის საბადოდან ნავთობის სულ მცირე ნახევარს ტრანსპორტირების საშუალებას,“ - განაცხადა KMG-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა. ყაზახეთი ზრდის ნავთობის ექსპორტს რუსეთის პორტების გვერდის ავლით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების რისკების ზონაში მოხვედრის შიშის გამო. ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს „ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტის მოცულობის გაზრდა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ Caspian Pipeline Consortium-ის ნავთობსადენის ალტერნატივას. CPC რჩება საიმედო, სტაბილური და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი მარშრუტი ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე მიტანისთვის,“ - განაცხადა მირზაგალიევმა. CPC-მ 2023 წელს ნავთობის გადაზიდვა 2022 წელთან შედარებით 8%-ით, 63,474 მილიონ ტონამდე გაზარდა და 2024 წელს 70 მილიონ ტონაზე მეტი ნედლეულის გადატუმბვას გეგმავს.  

ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას აანონსებს

KazMunayGas JSC (KMG, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია) აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ KMG-ის საბჭოს თავმჯდომარის მაგზუმ მირზაგალიევის განცხადებაშია ნათქვამი. „სახელმწიფოს მეთაურმა (ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი) ამოცანად დასახა ე.წ. შუა დერეფნის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის გავლით. ამ მარშრუტის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მიმართულებით და შემდგომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის გასწვრივ. ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა მირზაგალიევმა.როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ყაზახეთი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობსადენის ალტერნატივას ეძებს. „CPC რჩება საიმედო, სტაბილურ და, რაც მთავარია, უსწრაფეს მარშრუტად ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე. გასულ წელს ჩვენ ასევე დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება გერმანიაში. 2023 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში გადავიტანეთ თითქმის 1 მილიონი ტონა ნავთობი. და ჩვენ ველით, რომ წელს ამ მოცულობას გადავაჭარბებთ,“ - აღნიშნა მირზაგალიევმა.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 4,2%-ით გაიზარდა

BTC-ით (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით) ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა ცნობილია.2024 წლის იანვარ-თებერვალში, მაგისტრალური ნავთობსადენებით, 6,307,700 ტონა ნავთობია ტრანსპორტირებული, რაც 4,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანგარიში სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი.  

წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო, სამხრეთ კორეამ თებერვალში ყაზახური CPC Blend-ის კლასის ნავთობის იმპორტი შეაჩერა

სამხრეთ კორეამ აზიის მესამე უმსხვილეს ნედლეულის იმპორტიორ, ყაზახეთის ნავთობის (CPC Blend) შესყიდვა შეაჩერა. „ლოგისტიკა ნავთობის შესყიდვისთვის ძალიან ძვირი და არაეფექტიანია წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების მუდმივი პრობლემების ფონზე,“ განაცხადეს Spglobal-ის წყაროებმა. სამხრეთ კორეა ნედლი ნავთობის მუდმივი მომხმარებელი იყო. თუმცა, თებერვალში ნულოვანი გადაზიდვები დაფიქსირდა, რაც იყიო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო ნავთობის მიღება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. სამხრეთ კორეის ტოპ გადამამუშავებელმა SK Innovation-მა და მისმა გადაზიდვის შვილობილმა SK Shipping-მა აღნიშნეს, რომ ყაზახეთის (CPC Blend) ნედლეულის გადაზიდვებისთვის ლოგისტიკური ხარჯების მკვეთრი ზრდა დიდი შეშფოთებაა და ისინი ყურადღებით განაგრძობენ რისკების შეფასებას. სამხრეთ კორეამ შეიძლება, კვლავ მიიღოს რამდენიმე ტვირთი უახლოეს თვეებში, რადგან ჩამოსვლის შეფერხებებიც ფიქსირდება, რადგან როგორც ცნობილია, გადამზიდავები კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.) მოძრაობენ.  „თუმცა, მოსალოდნელია, რომ გადამამუშავებელი მწარმოებლები მნიშვნელოვნად შეამცირებენ CPC Blend ნედლი ნავთობის შესყიდვებს მომავალში, ამბობე სეულში დაფუძნებული Korea Petroleum Association-ის ანალიტიკოსები. როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.