თეგი: ნიდერლანდები

ნიდერლანდების მთავრობა საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რადგან უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდებას საფრთხეს უქმნის - Reuters-ი

ნიდერლანდების მთავრობა ცდილობს, შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა დაიცვას კრიტიკული ენერგორესურსები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, რამაც  შესაძლოა, დეფიციტი შექმნას გამოიწვევს, ამის შესახებ Reuters-ი იყტყობინება. ნიდერლანდები, რომელიც დიდწილად იყენებს გაზს გათბობისთვის, ელექტროენერგიისა და სამრეწველო წარმოებისთვის, ბუნებრივი აირის დაახლოებით 15%-ს რუსეთიდან, დანარჩენს კი ნორვეგიიდან იღებს. გაზის მიწოდების გეგმა პირველად 2019 წელს შემუშავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა გაზის ექსპორტს, წმინდა იმპორტიორი გახდა. ევროპა შიშობს, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციამ შეიძლება, გაზის მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს. მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების პარლამენტს გასულ კვირას განუცხადეს, რომ მარაგი საკმარისი იქნება ზამთრის გამოყენებისთვის, მაგრამ არა გრძელვადიანი დეფიციტის დროს. ნიდერლანდებში, ენერგიის თითქმის 40%-ის წარმოქმნა გაზზეა დამოკიდებული. 2020 წელს 45% გადავიდა ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, 28% შენობებისა და სახლების გათბობას, ხოლო 21% მრეწველობას ხმარდება.  

ნიდერლანდების ელჩი: ჩვენმა თანამემამულეებმა უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ

ნიდერლანდების მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ - ამის შესახებ უკრაინაში ნიდერლანდების ელჩმა, იენეს დე მოლმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ქალაქ ლვოვში ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეიქმნება, სადაც ისინი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ელჩის განცხადებით, საუბარია არა ევაკუაციაზე, არამედ თავისუფალ არჩევანზე ქვეყნის დატოვების შესახებ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა უნდა დატოვონ.

ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის

უკრაინა სამხედრო დახმარების მიღებას განაგრძობს. ამჯერად, ჰოლანდიის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება 18 თებერვალს, რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე უკრაინის თხოვნის საპასუხოდ მიიღო. უკრაინა ნიდერლანდებისგან მიიღებს 100 სნაიპერულ შაშხანას, საბრძოლო მასალას, 3000 ჩაფხუტს, 2000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტს, რამდენიმე იარაღსა და ნაღმების აღმოჩენის სისტემას. ჯამში დახმარების პაკეტის ღირებულება 7,4 მილიონ ევროს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით.

ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა

ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კერძოდ, ჰოლანდიის საელჩომ უსაფრთხოების მიზნით, მთელი თავისი ოპერაციები დედაქალაქ კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულია. მანამდე დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი დიპლომატები ლვოვში გადაიყვანეს. 18 თებერვალს, ნიდერლანდებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყვიტა.

ნიდერლანდები უკრაინას უმოკლეს ვადაში Stinger-ის 200 საზენიტო რაკეტას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას უმოკლეს ვადაში Stinger-ის 200 საზენიტო რაკეტას მიაწვდის. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინის მხრიდან სამხედრო ტექნიკაზე დამატებითი მოთხოვნის შემდეგ მიიღეს. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ნიდერლანდების სამეფო ოჯახი საგვარეულო სასახლეს უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმობს

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ მის ერთ-ერთ სასახლეში უკრაინელი ლტოლვილების განთავსება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების სამეფო სახლზე დაყრდნობით წერს.  საუბარია მე-15 საუკუნის სასახლეზე, რომელსაც „მონადირის სახლის“ სტატუსი აქვს და სასახლეების კომლექსის „ჰეტ-ლოუს“ ტერიტორიაზეა, ქალაქ აფელდორნის განაპირას. სასახლე აპრილის შუა რიცხვებში 6-დან 8-მდე უკრაინულ ოჯახს მიიღებს. სასახლეში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.  „ჰეტ-ლოუს“ სასახლეების კომლექსი ნაციონალლური მუზეუმია და ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.  ამ დროისთვის 12 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან ნიდერლანდებშია რეგისტირებული. ხელიუფლება უკრაინიდან 50 000-მდე ლტოლვილის მისაღებად ემზადება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის სამეფო ოჯახმა უკრაინიდან ლტოლვილ სამი ოჯახი შეიფარა.   რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. ასევე წაიკითხეთ  გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს   

ნიდერლანდები ჯაშუშობისთვის 17 რუს დიპლომატს აძევებს

ნიდერლანდები 17 რუს დიპლომატს აძევებს. სპეცსამსახურების მონაცემებით ისინი ჯაშუშები იყვნენ. ამის შესახებ ტელეარხ NOS-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.  რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აღნიშნულის შესახებ აცნობეს.  ჯაშუშობაში შემჩნეულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა ორ კვირაში უნდა დატოვონ. „ამ ადამიანებს აქვთ საბუთი, რომ დიპლომატები არიან, თუმცა სულ სხვა რაღაცას აკეთებენ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების უსაფრთხოებისთვის მივიღეთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთ მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ და სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.   ნიდერლანდებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხი შეთანხმებული იყო აშშ-სთან, პოლონეთთან და ბულგარეთთან.  საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სავარაუდოა, რომ თავის მხრივ რუსეთმა ნიდერლანდების დიპლომატები გამოაძევოს.  შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთმა სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.  

უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტს: საჭიროა უფრო მკაცრი სანქციები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შანსი გააგრძელოს ეს ომი ევროპაში

საჭიროა უფრო მკაცრი სანქციები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შანსი გააგრძელოს ეს ომი ევროპაში. შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტს. ზელენსკიმ მათ მოუწოდა, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდონ, ქვეყნის აღდგენაში დაეხმარონ და რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა შეაჩერონ. „საჭიროა უფრო მკაცრი სანქციები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შანსი გააგრძელოს ეს ომი ევროპაში. შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდელ პარლამენტარებს. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ Twitter-ზე დაწერა. „ნიდერლანდი უკრაინას მიაწვდის უფრო მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას მძიმე შეიარაღებით დამატებით მომარაგების შესახებ“, - წერს მარკ რუტე. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის

ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ნიდერლანდები რუსული გაზისა და ქვანახშირის შესყიდვას წლის ბოლოსთვის შეაჩერებს. ამის შესახებ ნიდერლანდების კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ზამთრისთვის გაზსაცავები მაქსიმალურად შეივსება, რასაც ძირითადად ენერგეტიკული კომპანიები გააკეთებენ. „კომპანიები არ დგანან ფინანსური რისკის წინაშე, რადგან გაზი ახლა საკმაოდ ძვირია. ნიდერლანდების ხელისუფლება მოიფიქრებს სქემას, რომლითაც ფასში სხვაობის კომპენსაცია მოხდება“. სახელმწიფო კომპანია Energie Beheer Nederland (EBN) გაზსაცავ Bergermeer-ს 70%-ით შეავსებს. ჯამში ამ რესურსის ღირებულება 623 მილიონი ევროა. ამასთან, ნიდერლანდები გეგმავს თხევადი გაზის იმპორტის გაზრდას და ნედლეულს როტრდამსა და ემსხაფენში დაასაწყობებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს

ილია დარჩიაშვილი: 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან, ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან

30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან,  ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს. „ზუსტად 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრული კავშირებით არიან დაკავშირებული. მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგასთან, ვოპკე ჰუკსტრასთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.  

ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიდერლანდელი კოლეგა მიესალმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ჰააგაში, თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა მადლიერება გამოხატა გულთბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. „შეხვედრაზე მინისტრებმა კმაყოფილებით გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს და როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე გაზრდილ და აქტიურ ინტერაქციას. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს, რაც დამატებითი იმპულსია თანამშრომლობის სამომავლო აქტიური დღის წესრიგის შემუშავებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ ხაზი გაუსვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მ.წ. 8 ივნისს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ, რომელთა მხარდამჭერებსა და თანასპონსორებს შორის მუდმივად არის ნიდერლანდების სამეფო, როგორც საქართველოს მტკიცე მოკავშირე და პარტნიორი. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის  პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით. მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკმაოდ პოზიტიურ ტენდენციას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოვლენის და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში აქტიური მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც გამოიხატება როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მჭიდრო კომუნიკაციაში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების აქტიურ ინტერაქციაში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, -აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

ნიდერლანდები საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ ქართველ კოლეგას დავით დარჩიაშვილს უმასპინძლა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს განიხილეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული მისწრაფებები. „მე ხაზი გავუსვი ჰოლანდიის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნიდერლანდები მოწოდებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი. გარდა ამისა, მე ხაზი გავუსვი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას თბილისში, მომავალ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით. ამ ღონისძიების დაწყებამდე და მის შემდეგ, ლგბტიქ+ ადამიანებს უნდა შეეძლოთ, თავიანთი უფლებების თავისუფლად, ღიად და უსაფრთხოდ გამოხატვა“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მის მიერვე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებუ ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. „ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით“, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება უკრაინაში გაგზავნოს 12 თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000. მისი თქმით, დახმარება უკრაინული ეკიპაჟის სწავლების დასრულებისთანავე გაიგზავნება. „ახლა ჩვენ ვავარჯიშებთ უკრაინელებს Panzerhaubitze 2000 სისტემებზე და ვიმედოვნებთ, რომ მათგან 12-ს, უკრაინაში გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან რაც შეიძლება მალე გავგზავნით“, - განაცხადა რუტემ. მან აღნიშნა, რომ არსებობს ორი რამ, რაც ნამდვილად აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებს: ტრანსატლანტიკური ორიენტაცია და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის აბსოლუტური საჭიროება. ამიტომ, ისინი იმუშავებენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი დახმარება გაუწიონ, მათ შორის არის ჰუმანიტარული დახმარებისა და მძიმე იარაღის მიწოდება კიევისთვის. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა მალე მიიღებს Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ ჰაუბიცებს. ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი. სულ იგზავნება 12 ჰაუბიცა, შვიდი გერმანიიდან და ხუთი - ნიდერლანდებიდან. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარების წვრთნა გერმანული ჰაუბიცების გამოყენებისთვის, მალე დასრულდება, რაც გზას გაუხსნის უკრაინის ომში იარაღის გამოყენებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ნიდერლანდში რუსეთის დაზვერვის ოფიცერი დააკავეს, რომელიც ჰააგის სასამართლოში სტაჟორად მოწყობას ცდილობდა

ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) ცნობით, დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა. AIVD-ის ხელმძღვანელი ერიკ აკერბუმი აცხადებს, რომ მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში მას შესსვლა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით სურდა. ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. შედეგად, მას სურდა საიდუმლო მონაცემებზე ჰქონოდა წვდომა, მათ შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2022 წელს) შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალებზე. დაკავებული ჩერკასოვი დეპორტირებული ბრაზილიაშია დეპორტირებული.  

ბოსნიის ომის დროს სრებრენიცას დასაცავად გაგზავნილ ასობით ჯარისკაცს მარკ რუტემ ბოდიში მოუხადა

ბოსნიის ომის დროს სრებრენიცას დასაცავად გაგზავნილ ასობით ყოფილ ჯარისკაცს ჰოლანდიის მთავრობამ ბოდიში მოუხადა. პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჯარები არასაკმარისად იყვნენ აღჭურვილი ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად და სთხოვეს, შეესრულებინათ „შეუძლებელი დავალება“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 1995 წლის ივლისში დაახლოებით 8000 მუსლიმი მოკლეს მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ძალები ბოსნიელი სერბების ჯარებმა დაიპყრეს. „დღეს ჰოლანდიის მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი Dutchbat III-ის (ჰოლანდიური ბატალიონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთაურობით, სიკვდილით დასაჯეს Dutchbat III-ის 50 წევრი, რომლებიც მძევლად აიყვანეს) ყველა ქალსა და კაცს“, - განუცხადა რუტემ ვეტერანებს. სერბეთი ყოველთვის უარყოფდა, რომ მკვლელობები გენოციდის კამპანიის ნაწილი იყო, მაგრამ აღიარებს, რომ ეს დანაშაული იყო. 2019 წელს, ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდები ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო ხოცვა-ჟლეტის დროს დაახლოებით 350 კაცის სიკვდილზე, და დაადგინა, რომ ჰოლანდიური ბაზიდან გაიყვანეს ისინი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ბოსნიელი სერბების ძალების მხრიდან „შეურაცხყოფისა და მოკვლის სერიოზული საფრთხის წინაშე იყვნენ“. 

ნიდერლანდებმა უკრაინას ამ დრომდე 170 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა

ნიდერლანდებმა უკრაინას ამ დრომდე 172,7 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი წარმომადგენელთა პალატისადმი წერილში წერს, რომ კაბინეტი გააგრძელებს ძალისხმევას დამატებითი მხარდაჭერისთვის". იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა საჯაროდ არ გამოაცხადებს, თუ რა გადაეცა უკრაინას. ამასთან, ცნობილია, რომ ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მესამე ქვეყანასთან ამ სფეროში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ნიდერლანდები და გერმანია უკრაინას კიდევ ექვს Panzerhaubitze 2000 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემენ, ადრე დაანონსებული 12 ჰაუბიცის გარდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნიდერლანდები უკრანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით, ათეულშია. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირპენში ჩავიდა. ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ომის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენაში მარკ რუტეს დახმარება სთხოვა. „მე ახლახან ველაპარაკე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, რომელიც ეწვია ირპენს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. წარვუდგინე პრეზენტაციები ჩვენი ქალაქის შესახებ და მის ქვეყანას ვთხოვე დახმარება ირპენის დანგრეული სახლების აღდგენაში“, - განაცხადა მერმა.

ნიდერლანდებმა უკრაინას €200 მილიონი გამოუყო და დამატებით, მძიმე იარაღს მიაწვდის

ნიდერლანდელი პოლიტიკოსები ხერსონის რეგიონის რეკონსტრუქციაში ჩართვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის საკითხი - არა ომის შემდეგ, არამედ ახლაც - ცალკე განიხილებოდა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურთან მოლაპარაკებების დროს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, საგანმანათლებლო სისტემის ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებასა და სახელმწიფოს გათბობის სეზონისთვის მომზადებაზე. ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ნიდერლანდების მონაწილეობა უკრაინის რეკონსტრუქციაში გააძლიერებს პარტნიორ ქვეყანას. როგორც ცნობილია, 11 ივლისს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელი ივანივკა რუსული არმიისგან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, ნიდერლანდებმა უკრაინას €200 მილიონი გამოუყო. თანხები საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას მოხმარდება. თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც იგივესკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, უკრაინას სჭირდება ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას თანამედროვე იარაღით. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დაეხმარონ უკრაინას მძიმე იარაღით. ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს მძიმე იარაღს, ჯავშანტექნიკას და თვითმავალ ჰაუბიცებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი შეიძლება, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ამას ყველა ელოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროს შეუძლია, განზე გადგეს და პასიურად დააკვირდეს რა მოხდება, ხაზგასმით აღნიშნა რუტემ. როგორც ცნობილია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. მან მოინახულა კიევის რეგიონის ქალაქები ირპენი, ბოროდიანკა და ბუჩა, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს.

ნიდერლანდები უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 65 მილიონ ევროს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 65 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დახმარებას გაუწევს რუსული აგრესიით დაზარალებული რეგიონების რეკონსტრუქციის დასაწყებად. ამის შესახებ ჰოლანდიის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ლისიე შრეინმახერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კიევში განაცხადა. მისივე თქმით, ნიდერლანდები 65 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში დახმარებისა და ინვესტიციებისთვის. მინისტრის თქმით, პაკეტი მოიცავს ჰოლანდიური კომპანიების თანადაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა ხიდები, კაშხლები და საავადმყოფოები, ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში. თანხები ასევე მოხმარდება უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჰოლანდია ერთ მილიონ ევროს გამოყოფს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაივის პრიორიტეტული პროექტების განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობა 10 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს იმ ტერიტორიების განაღმვის და ასაფეთქებელი ნივთიერების განადგურებისთვის. ნიდერლანდები ასევე გადასცემს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო ადმინისტრაციისა და უკრაინაში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და 2 მილიონ ევროს გაეროს მოსახლეობის ფონდს ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის. ლისიე შრეინმახერი და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლლონგრენი ერთობლივი ვიზიტით კიევში იმყოფებიან.

ნიდერლანდებში, წვეულებაზე სატვირთო მანქანა შევარდა, არიან დაღუპულები

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ნიდერლანდების სამხრეთში, ქალაქ Nieuw Beijerland-ში, ქუჩის წვეულებაზე სატვირთო მანქანის შევარდნის შედეგად. პოლიციამ, რომელიც არ ასახელებს დაღუპულთა კონკრეტულ მონაცემებს, განაცხადა, რომ იძიებს ინციდენტს, რომელიც დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. (1700 GMT), ინციდენტი როტერდამიდან სამხრეთით, დაახლოებით 30 კმ-ში (19 მილი) მოხდა. სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და წვეულებაზე შევარდა“, - განუცხადა პოლიციის სპიკერმა.  

ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.  

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია

ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდის და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დღეს განაცხადა.  „მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია. მე ეს გავიმეორე ზელენსკისთან საუბარში. მობილიზაციისა და უკანონო რეფერენდუმების საპასუხოდ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპის დაცვა გადამწყვეტია", - დაწერა რუტემ ტვიტერზე.  რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიდერლანდები უკრაინას, საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებს გადასცემს

უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე „რამშტეინის ფორმატში“, უკრაინამ შეიარაღების მიწოდებაზე ახალი დაპირება მიიღო. კერძოდ, ნიდერლანდები უკრაინას, 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს. უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის შესახებ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ნიდერლანდები დამატებით წვლილს შეიტანს მის გაძლიერებაში. ერთადერთი რასაც პუტინი თავისი იერიშებით მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ იარაღს მივაწვდით“, - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.   

ნიდერლანდები უკრაინას 70 მილიონ ევროს გამოუყოფს

ჰოლანდიის ხელისუფლება უკრაინის გათბობის სეზონის უზრუნველსაყოფად 70 მილიონ ევროს გამოყოფს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გაუგზავნის „უკრაინის ქალაქებზე დაუნდობელი თავდასხმების“ საპასუხოდ. „ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინელების პრობლემები მხოლოდ იზრდება, შენობებს, წყალმომარაგებასა და გათბობის სისტემებს სასწრაფო რემონტი სჭირდება.მე ვუთხარი მსოფლიო ბანკს, რომ ნიდერლანდები მზად იყო, გამოყოს 70 მილიონი ევრო სპეციალურად ამ ზამთრისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. 10 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და მობილური კავშირი. მომდევნო დღეებში რუსეთმა განაგრძო სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე.    

ნიდერლანდებში, უკრაინის დასახმარებლად €175 მილიონზე მეტი შეგროვდა

ნიდერლანდებში, საქველმოქმედო პლატფორმა Giro555-მა უკრაინის დასახმარებლად 175,495 მილიონი ევრო შეაგროვა. ამის შესახებ Ukrinform-ი Giro555-ზე დაყრდნობით იუწყება. „ნიდერლანდები, როგორც ადრე, კვლავაც აქტიურადაა ჩართული უკრაინის დახმარების საკითხში. შემოწირულობების ნაკადი არ წყდება. შეგროვდა 175,495 მილიონი ევრო. საერთო ჯამში, აქციიდან მიღებული თანხებიდან 62,6 მილიონი ევრო წლის პირველ ნახევარში დაიხარჯა", - ნათქვამია განცხადებაში. უკვე დახარჯული 62,6 მილიონი ევროს უდიდესი ნაწილი მინიმალურ საჭიროებებსა და საარსებო წყაროზე (43%) დაიხარჯა. სასურსათო დახმარებაზე - 18%, ხოლო საბინაო პრობლემებზე - 12%. 74% დაიხარჯა უკრაინაში დახმარების პროექტებზე, 13% პოლონეთში ლტოლვილების მიღებაზე, დანარჩენი თანხა სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა, სადაც დამხმარე ორგანიზაციები უკრაინელებს უჭერენ მხარს. დარჩენილი თანხებით Giro555-ის დამხმარე ორგანიზაციები 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებენ უკრაინელების დახმარებას. კერძოდ, საუბარია თბილი საბნების, ტანსაცმლის, ლეიბების და თეთრეულის მიწოდებაზე. ასევე დაზარალებულებს სახლების აღდგენაში, სახურავისა და ფანჯრების შეკეთებაში დაეხმარებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიდერლანდების პარლამენტმა ჰააგაში, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა, ჰააგაში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ჰააგაში Ukrinform-ის კორესპონდენტი იტყობინება. „ჰოლანდიის პარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის აგრესიის საქმეს განიხილავს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავაკიროთ პასუხისმგებლობა პუტინს“, - წერს დეპუტატი D66 პარტიის წევრი სორდ ვიმერ სორდსი TWITTER-ზე. ამრიგად, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მხარს უჭერს D66-ის წინადადებას ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიდერლანდები უკრაინას, €120 მილიონის მოცულობის სამხედრო პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას, €120 მილიონის მოცულობის სამხედრო პაკეტს გადასცემს. „სამხედრო დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 120 მილიონი ევროა, საიდანაც 45 მილიონი ევრო განკუთვნილია T-72 ტანკებისთვის", - ნათქვამია ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებთან და ჩეხეთთან ერთად, ნიდერლანდები უკრაინას, ჩეხეთიდან 90 მოდერნიზებულ და კაპიტალურად გადაკეთებულ ტანკს მიაწოდებს. ამასთან, ნიდერლანდები უკრაინის ეროვნულ გვარდიას, სამ თანამედროვე საველე ჰოსპიტალს გადასცემს.  სავარაუდოდ, ტანკების პირველ პარტიას უკრაინა დეკემბერში მიიღებს.  

ნიდერლანდები უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის

ნიდერლანდები ევროპის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში გეგმავს 50-100 ინსტრუქტორის გაგზავნას უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად, იუწყება RTL Nieuws ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაჯსა ოლლონგრენზე დაყრდნობით. პერსონალი უკრაინელ ჯარისკაცებს მოამზადებს ტაქტიკურ მედიცინაში, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში. როგორც ცნობილია, ნიდერლანდების გარდა, უკრაინელ ჯარისკაცებს კიევის სხვა პარტიორებიც წვრთნიან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო ფონდში, €100 მილიონს გადარიცხავს

ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო ფონდში, €100 მილიონს გადარიცხავს. ამის შესახებ Ukrinform-ი ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ IFU ფონდის სახსრები, ძირითადად მწარმოებლებისგან იარაღის შესყიდვაზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ პირველი IFU სამრეწველო კონტრაქტები ამ წლის ბოლომდე გაფორმდეს. პირველი მიწოდება უკრაინისთვის 2023 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიდერლანდების სამეფომ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

საქართველო და ნიდერნადების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ნიდერლანდების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.   ნიდერლანდების სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა და ამ დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს. მეზღვაურებს, რომელთაც სერტიფიკატები საქართველოში აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლოტში დასაქმდნენ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ნიდერლანდურ მხარესთან რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა.

ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „წარმომადგენლობითმა პალატამ, უკრაინაში ომის გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა. გარდა ამისა, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას უკრაინის შესახებ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიდერლანდების სპეცსამსახურები: ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხეები იზრდება

რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მეტად ემუქრებიან ნიდერლანდების უსაფრთხოებას და ეს დიდწილად ისეთი საერთაშორისო მოვლენების შედეგია, როგორიცაა უკრაინის ომი. ამის შესახებ ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურების AIVD-ისა და MIVD-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები „მიმზიდველი სამიზნეა ჯაშუშური საქმიანობისთვის". ეს ნაწილობრივ განპირობებულია ნიდერლანდებში „ენერგორესურსების ტრანზიტისთვის მიწისქვეშა მილების“, „მაღალ განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურის“ და „კომპანიებისა და ინსტიტუტების მაღალი ხარისხის ცოდნით“. მოხსენების თანახმად, ნიდერლანდების ეკონომიკის უსაფრთხოებას, სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხეები. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს უქმნის ნიდერლანდებში განათლების სფეროს უსაფრთხოებას. ჩინეთი, რომელიც სამსახურების თქმით, არის მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი მრავალ სფეროში, იყენებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მეთოდებს ტექნოლოგიების მოსაპოვებლად. „ცოდნის ქურდობა და ინფორმაციის გაჟონვა შეიცავს არასასურველი სამხედრო გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკს“, - ნათქვამია მოხსენებაში. სამსახურები ასევე აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა კვლავ საფრთხეს უქმნის ნიდერლანდების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ შემთხვევაში ძირითადად რუსეთზე მიუთითებენ. მაგალითად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ევროპის დამოკიდებულებას გაზზე, რათა ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს ქვეყნებს და გამოიწვიოს სოციალური არეულობა. მოხსენების თანახმად, უკრაინის ომი არის „წყალგამყოფი რუსეთს, ნიდერლანდებსა და მოკავშირეებს შორის“. MIVD-ის დირექტორი იან სვილენსი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ GRU-მ გასულ წელს ნიდერლანდებში ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების როუტერები გატეხა.  

ნიდერლანდები მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სპეციალური ტრიბუნალი შექმნას

ნიდერლანდები მზად იქნება შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ. ჰოექსტრას თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სასამართლო ექსპერტების თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და ასევე სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთზე. „მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის, რასაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, - განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ. ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საჭირო იქნება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით ახალი ტრიბუნალის შექმნა, რათა აგრესიის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.  

ნიდერლანდები 2023 წელს უკრაინისთვის 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები 2023 წელს 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს სახელით Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურს მხარდაჭერას გაუწევს. ჩვენ გამოვყოფთ 2,5 მილიარდ ევროს 2023 წელს. უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ნიდერლანდების იმედი“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნიდერლანდებმა უკვე თითქმის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადაცემას გეგმავს

ნიდერლანდები აპირებს უკრაინას თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი გადასცეს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ გერმანიისა და შეერთებული შტატების ინიციატივას და გავაგზავნოთ Patriot-ები უკრაინაში“, - ციტირებს რუტეს განცხადებას De Telegraaf-ი. მარკ რუტეს შეხვედრაზე მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცახდა, რომ ნიდერლანდებმა უკრაინის დასახმარებლად 2,5 მილიარდი ევროს დახარჯვა გადაწყვიტა.  

კიევის თხოვნის შემთხვევაში, ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს

ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტი უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხს განიხილავს, თუ ამას კიევის მთავრობა მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. მინისტრის განმარტებით, ნიდერლანდები აგზავნის მხოლოდ იმ დახმარებას, რომელსაც უკრაინა ითხოვს. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მომავალ თვეებში დიდ შეტევას განახორციელებს. კიევს ამჟამად ძირითადად მძიმე იარაღი სჭირდება. ქვეყანა დიდი ხანია,  თანამედროვე საბრძოლო ტანკებს ითხოვს. პოლონეთს და ფინეთს გერმანული Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნა სურთ, მაგრამ ნებართვა გერმანიიდან სჭირდებათ. გერმანიის მთავრობის სპიკერმა 19 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლი,ა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები ბერლინის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. Sky News-ის ცნობით, ზელენსკიმ თავისი გამოსვლა, F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თხოვნით დაასრულა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამშტაინის ფორმატში მერვე შეხვედრა გაიმართა.    

ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა, 18 ტანკი მიაწოდოს

ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა 18 Leopard 2-ის ტიპის ტანკი მიაწოდოს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ გააკეთა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ABC News-მა 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ამასთან, გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა 24 იანვარს დაწერა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება გადაწყვიტა. 2023-01-24 15:36:00 კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო  

ნიდერლანდებმა რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევა

ნიდერლანდებმა რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა მას შემდეგ რაც მოსკოვმა რეგიონში „დაზვერვის ოფიცრების განთავსება“ სცადა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰოექსტრას თქმით, რუსეთის მუდმივი მცდელობები, დაზვერვის ოფიცრები ნიდერლანდებში დიპლომატიის საფარქვეშ განათავსოს, მიუღებელია. „სწორედ ამიტომ ვზღუდავთ რუსი დიპლომატების რაოდენობას“, - წერს მინისტრი Twitter-ზე. მისი თქმით, მისი ქვეყანა ასევე ხურავს ჰოლანდიის გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის სავაჭრო ოფისს ამსტერდამში.

მინისტრის თქმით, ნიდერლანდები რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული

ნიდერლანდები აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოკსტრამ განაცხადა. იტყობინება RBC-Ukraine. მისივე თქმით, ნიდერლანდებმა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციისთვის სხვადასხვა ზომა მიიღო. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა მინისტრმა.  

ელჩი: სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება

ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ საელჩო სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერას განაგრძობს. ელჩი ამ მიზნით, ახალ ინსტიტუტთან ხელმოწერის შესახებ იუწყება. „ჩვენი საელჩოს მტკიცე მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისადმი საქართველოში, გრძელდება, რადგან ისინი უზარმაზარ აქტივს წარმოადგენენ ქვეყნისთვის და ასევე, რეფორმების პროცესში, ყველას საკეთილდღეოდ. მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერე თანამშრომლობის  შეთანხმებას კამრან აფანდიევთან ახალ ინსტიტუტიდან, რომელიც მარნეულში  ახალგაზრდებთან მუშაობს“, - წერს ელჩი Twitter-ზე.  

ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - ნიდერლანდების კვლევითი ინსტიტუტი

„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში“, -  ამ სახელწოდების კვლევა ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა (Clingendael) გამოაქვეყნა. ინსტუტუტის მკვლევრების შეფასებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტების გარდა, ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ცალკე სტრატეგია მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის“. „ეს სტრატეგია მკაფიოდ უნდა ასახავდეს ევროკავშირის სხვადასხვა მიზანსა და მისი განხორციელების გზებს. მის ფოკუსში მკაფიოდ უნდა ჩანდეს როგორც უსაფრთხოების, ასევე (გეო)პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნორმატიული განზომილებები. ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ის საქართველოსა და სომხეთში განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს მეტი თანმიმდევრულობის მიღწევას ევროკომისიის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას შორის. „ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სომხეთმა სათანადოდ შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აღებულია აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე სატრანსპორტო კავშირთან დაკავშირებით. მას შეუძლია, შეასრულოს აქტიური როლი მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს ექსპერტიზა სატრანსპორტო კავშირის მოდალურობასთან დაკავშირებით, ასევე ფინანსური ინვესტიცია მოახდინოს საგზაო და სარკინიგზო კავშირის მშენებლობაში. ევროკავშირი დაინტერესებულია მისი განხორციელებით იმიტომაც, რომ ეს გააძლიერებს შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტს. ამ კონტექსტში ასევე აშკარად ევროკავშირის ინტერესებშია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და საზღვრის გახსნის მხარდაჭერა“, - წერენ ექსპერტები.  

ნიდერლანდები რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს

ნიდერლანდები რუსეთიდან LNG-ის ყველა იმპორტის შეწყვეტაზე მუშაობს, იტყობინება Bloomberg-ი ენერგეტიკის მინისტრ რობ ჯეტენთან ინტერვიუზე დაყრდნობით. მისივე თქმით, მთავრობამ ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერა შეწყვიტა. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სისტემაში არ არის რუსული წიაღისეული ენერგია და ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ქვანახშირის, მილსადენის გაზსა და ნავთობზე“,  - განაცხადა ჯეტენმა. „ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს კომპანიებთან, რომლებიც იყენებენ ობიექტებს“, რათა ეტაპობრივად გავაუქმოთ უკვე არსებული გარიგებები“, - აღნიშნა მინისტრმა.  

ნიდერლანდებმა ჩინეთს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხე უწოდა

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურმა 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთს უდიდეს საფრთხე უწოდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩინეთს მიიჩნევს, პეკინი სამხედრო ამბიციებით ცდილობს, უკანონოდ ჩაიგდოს ხელში ჰოლანდიური და სხვა დასავლური ტექნოლოგიები. დაზვერვის თანახმად, ჩინეთის მთავარი სამიზნეა, ჰოლანდიური მწარმოებელი ASML, რომელიც მსოფლიოში ლითოგრაფიული აპარატების მთავარი მიმწოდებელია და გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად. მისთვის ჩინეთი სიდიდით მესამე ბაზარია. 8 მარტს, ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დააწესოს საექსპორტო შეზღუდვები ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებზე აშშ-ის შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც 2022 წლის ოქტომბერში დაწესდა და მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ საკუთარი ნახევარგამტარების წარმოების თავიდან აცილებას.  

დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ

დანია და ნიდერლანდები ერთობლივად შეიძენენ Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს უკრაინას 2024 წლის დასაწყისისთვის გადასცემენ, იტყობინება დანიის სამაუწყებლო კორპორაცია 20 აპრილს. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დანიის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინას  Leopard 1-ის ტიპის 80 ტანკი გადაეცემა. პულსენის თქმით, ეს დაპირება დანიას აქცევს „ერთ-ერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას ყველაზე მეტი ტანკი გადასცა“.  

საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. „მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ. სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა. სუდანში არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს ეწვია და ჰააგაში სიტყვით გამოვა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა. უკრაინული მედია ინფორმაციას გამოცემა ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, დღეისთვის დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ჰააგაში თემაზე: „არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“. უკრაინის პრეზიდენტი ასევე ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია. გუშინ ის ფინეთში იმყოფებოდა და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაშიც ჩავიდოდა.  

რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს

ნიდერლანდები პარტნიორებთან ერთად განიხილავს უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ვარიანტებს, ამ საკითხში არანაირი ტაბუ არ არსებობს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ჰააგაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ, ალექსანდრ დე კროოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კერძოდ, რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან და სხვებთან, რათა ეს დისკუსია დასრულებამდე მივიყვანოთ. ეს სენსიტიური საკითხია. დრო გვჭირდება საერთო დასკვნამდე მისასვლელად, მაგრამ ჰაუბიცები ახლა უკრაინაშია და ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკები უკრაინას უკვე მიეწოდება", - განაცხადა რუტემ.  

ზელენსკი ნიდერლანდების საჰაერო ძალების ბაზას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის დროს აჩვენეს უკრაინაში უკვე გადატანილი სამხედრო ტექნიკის ნიმუშები. „მადლობას ვუხდი ყველას ნიდერლანდებში, ვინც გვეხმარება. სამხედრო ტექნიკა სწორედ აქედან იგზავნება უკრაინაში, პირდაპირ ბრძოლის ველზე", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობისთვის.  

უკრაინაში სასამართლო სამედიცინო გამოკვლევისთვის, ნიდერლანდებმა მობილური ლაბორატორია მოამზადა

უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საჭიროებისთვის, ნიდერლანდებმა მოძრავი სასამართლო ლაბორატორია მოამზადა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.   მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.   წყაროს მიერ გავრცელებულ ცნობებში, დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ მითითებული არ არის.      

ნიდერლანდები ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის F-16-ის გადაცემის შესაძლებლობას

ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან. ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კომეტარზე დაყრდნობით წერს. რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობას. „ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ F-16-ის საკითხს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის ზოგიერთ სხვა მხარესთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა რუტემ სან პაულოში ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს. რუტემ 4 მაისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს.  

ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის

ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა POLITICO-ს ცნობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები თავის მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელი სამხედროები F-16-ს ტიპის გამანადგურებლებს მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მიიღებენ. რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესაძენად, 279 მილიონი დოლარი გამოიყოფა.თანხები ხელს შეუწყობს ევროკავშირის გეგმის მეორე ფაზას, რომლის თანახმად, უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ტყვია უნდა მიეწოდოს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკვე გამოუყო 13 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება.  

კოალიცია F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადებას ზაფხულის განმავლობაში დაიწყებს - Reuters

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები და სხვა მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს დაიწყებენ F-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე წვრთნას უკრაინელი პილოტებისთვის. თავდაცვის მინისტრის თქმით, დანია არის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი შესაძლო ადგილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ F-16 ფრენისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურას ფლობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს.  

ნიდერლანდები F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას იწყებს, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი ყალიბდება

ნიდერლანდები, რომელიც პარტნიორებთან ერთად მუშაობს სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენელთა პალატას უკვე აცნობა. „მე ახლახან ვაცნობე წარმომადგენელთა პალატას უკრაინის ახალი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ დავიწყებთ F-16 წვრთნას რამდენიმე თვეში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - ამბობს ოლონგრენი. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ზე უახლოეს თვეებში დაიწყება. „ნიდერლანდები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მუშაობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი იქმნება“, - აცხადებენ სამიისტროში.  

ნიდერლანდები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაკეტის აღმომჩენ რადარებს შეიძენს

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 150 მილიონი ევროს ღირებულების ოთხ VERA-EG -ის ტიპის სარადარო სისტემას შეიძენს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაჯსა ოლლონგრენი ჰოლანდიის პარლამენტისადმი წერილში წერს. ნიდერლანდები, რომელიც პარტნიორებთან ერთად მუშაობს სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენელთა პალატას უკვე აცნობა. „მე ახლახან ვაცნობე წარმომადგენელთა პალატას უკრაინის ახალი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ დავიწყებთ F-16 წვრთნას რამდენიმე თვეში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - ამბობს ოლონგრენი. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ზე უახლოეს თვეებში დაიწყება. „ნიდერლანდები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მუშაობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი იქმნება“, - აცხადებენ სამიისტროში.    

ნიდერლანდებმა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

ნიდერლანდების საელჩომ მოსკოვში, თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა. ნიდერლანდები მოქალაქეებს ასევე ურჩევს, არ ეწვიონ ქვეყანას შეიარაღებული აჯანყების ფონზე. საელჩოს განცხადებით, ნიდერლანდების მოქალაქეებს შეუძლიათ, რუსეთი საჰაერო ან სახმელეთო გზით დატოვონ. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

გერმანიაში ტერაქტები აღკვეთეს - DW

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი კაცი დააკავეს. პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიზანი იყო „გერმანიაში გახმაურებული თავდასხმების“ განხორციელება.  „დოიჩე ველე“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილებმა გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება დააარსეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერდნენ მხარს. დაკავებულები თურქმენეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან არიან და სავარაუდოდ, გერმანიაში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე შევიდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, ტაჯიკი ცოლ-ქმარი, დააკავეს ნიდერლანდებში და გავრცელებული ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. „არსებობს ეჭვი, რომ კაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და მას ტერაქტის მოწყობა უბრძანეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

ნიდერლანდებმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. მინისტრის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული ჭეშმარიტების დადგენისას. „მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავა წარსულში და ახლანდელ სისასტიკეებზე პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ“, - წერს კულება.  ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.  2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.  

ნიდერლანდის მთავრობა გადადგა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მაკრ რუტემ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომის შესახებ წერილით მეფეს უკვე მიმართა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მმართველ კოალიციაში საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა და, შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამთავრობო კოალიცია დაიშლება. მისივე თქმით, მიგრაცია ნიდერლანდებისთვის მთავარი სოციალური პრობლემაა და მისთვის სამწუხაროა, რომ კონსენსუსი ვერ მოიძებნა. „ამ საკითხის იგნორირებას ვერ მოვახდენთ. მთავრობა გადადგება“, – განაცხადა რუტემ. მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობას. ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონმდებლობაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.  

ნიდერლანდები პარტნიორების, მათ შორის საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის, NATO-ს ფონდში დამატებით, 8 მილიონ ევროს შეიტანს

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცოგოვინის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები NATO-ს ფონდში დამატებით, 8 მილიონ ევროს შეიტანს. ხსენებული თანხა უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის სისტემებზე, საბრძოლი მასალების საწყობების დაცვის გაზრდასა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიხარჯება. ვოპკე ჰუქსტრას თქმით, რუსეთი ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს არ ეშვება და ამ თვალსაზრისით NATO-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. „დღევანდელ არასტაბილურ დროში NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთი საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია ჰერცეგოვინiს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ. NATO-ს ორდღიან სამიტს 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება.  

NATO-ს მომდევნო სამიტი ვაშინგტონში 2024 წელს, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება. „ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ლიეტუვის რესპუბლიკის გულუხვი მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ხელახლა შეხვედრას ალიანსის 75 წლის იუბილეზე ვაშინგტონში 2024 წელს, რასაც მოჰყვება შეხვედრა ნიდერლანდებში 2025 წელს“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს  

ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროზე სატვირთო გემი იწვის

პანამაში რეგისტრირებულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემთხვევა ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროზე მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის  სანაპირო დაცვამ განაცხადა. გემი კუნძულ ამლენდიდან ჩრდილოეთით 27 კმ-ში, დედაქალაქ ამსტერდამიდან დაახლოებით 180 კმ-ში მიდიოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ხანძრის წყარო ელექტრომობილი იყო. სატვირთო გემს გერმანიიდან ეგვიპტეში 2857 მანქანა, მათგან 25 ელექტროავტომობილი გადაჰყავდა. ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა. ევაკუაცია ნიდერლანდების ახლომდებარედ, პორტ ლაუვერსოგში განხორციელდა, მას შემდეგ, რაც ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ცეცხლმოკიდებული გემის მახლობლად სასწრაფო დახმარების სამსახურები კვლავ იმყოფებიან.  

დანიისა და ნიდერლანდების F-16-ებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ ორ რუსულ ბომბდამშენს გზა ჩაუჭრეს

დანიის საჰაერო ძალების მოიერიშეებმა გზა ჩაუჭრეს ორ რუსულ ბომბდამშენს, რომლებიც ნიდერლანდების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განაცხადა ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებმა ორშაბათს. მისივე განმარტებოთ, F-16-ები ორშაბათს დილით გამოიყენეს, მაგრამ რუსული ბომბდამშენები მანამდე დააკავეს, ვიდრე NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ და ახლა ისინი უკვე უკან დაბრუნდნენ. საჰაერო ძალების სპიკერმა განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათად არღვევენ ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეს ან უახლოვდებიან მას. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ორი F-16 ასევე გაგზავნა თავის პასუხუსმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში.  

ნიდერლანდებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ნიდერლანდების ახალმა ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რწმუნებათა სიგელები გადასცა. მელინე არაკელიანი ოფიციალურად გახდა ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. „ველით, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობები უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთად არაერთ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ,“ - აღნიშნულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მააიკე ვან კოლდამს ელჩის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.  

ზელენსკი შვედეთის შემდეგ ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა. „როგორც ყოველთვის, გვექნება არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან," - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებია, რათა უკრაინამ ცა „რუსული ტერორისგან“ დაიცვას. უკრაინის ლიდერის თქმით, ვიზიტის დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტის მომზადება, მშვიდობის ფორმულა და „ტერორისტული სახელმწიფოს პასუხისგებაში მიცემა.“ უკრაინა და შვედეთი CV90-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა. ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.  

ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე

ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კვირას, 20 აგვისტოს განაცხადა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. რუტე ზელენსკის ჰოლანდიის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. ლიდერებმა ბაზაზე ორი F-16 დაათვალიერეს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.  

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი: თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, ეს NATO-ს ზოგიერთი წევრისთვის პრობლემა გახდება

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება, ის უკრაინაში არ გაჩერდება და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირსა და NATO-ს. აქედან გამომდინარე, მინისტრი უკრაინის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.  „თუ რუსეთი არ შეჩერდება, რაღაც მომენტში ევროპის შიგნით საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით,“ - განაცხადა მან European Pravda-სთან ინტერვიუში. „ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ რუსეთი არ გაიმარჯვებს უკრაინაში“, - აღნიშნა მინისტრმა. კაისა ოლონგრენის თქმით, რუსეთში რეჟიმი ძალიან აგრესიულია, რევანშისტული და ოცნებობს ძველ დროში დაბრუნებაზე, საბჭოთა კავშირისა და მისი იმპერიის აღდგენაზე. „ეს ნიშნავს, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილს, ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილს ეს „მისწრაფება“ პირდაპირ ემუქრება. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ამაზე ხაზგასმა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის ევროპული პრობლემა. ეს არის NATO-ს პრობლემა,“ - აღნიშნა ოლონგრენმა. მინისტრის თქმით, ნიდერლანდებში ფართო კონსენსუსია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგაც უნდა დარჩეს. ივლისის დასაწყისში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა. კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიგრაციის კონტროლის გაძლიერების საკითხის შესახებ პარტიებს შორის უთანხმოება იყო. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.

რუმინეთი და ნიდერლანდები F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ

რუმინეთმა და ნიდერლანდებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტების მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცენტრი რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება. რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სასწავლო გარემო, ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არამხოლოდ რუმინელი პილოტებისთვის, არამედ, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისთვის.  „მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16-ის თვითმფრინავების სამართავად,“ - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა. თავის მხრივ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F -16-ის ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ნიდერლანდებში ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა. ნიდერლანდების მთავრობის სააგენტომ, რომელიც ფინანსური დანაშაულების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თვითმფრინავის ნაწილების რუსეთში ექსპორტის მიზნით მუშაობა, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე. ნიდერლანდების საგამოძიებო მედიაპლატფორმის თანახმად, ამ ნაწილების არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ტაჯიკეთის გავლით ექსპორტი ხდებოდა. Follow the Money-მა გაარკვია, რომ კაცი თავდაცვის სამინისტროში 1990-იანი წლებიდან მუშაობდა, მაგრამ ახლა სამსახურიდან დაითხოვეს. ითვლება, რომ მის ასევე ეჭვმიტანილ ბიზნეს პარტნიორს არანაირი კავშირი არ აქვს ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროსთან. 14 სექტემბერს ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა 60 დღით გაუგრძელდა. საქმეში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჩართვის გამო, გამოძიებაში სამხედრო პოლიციაც მონაწილეობს.   

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნის თარიღი დაასახელა

ნიდერლანდებიდან უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება მომავალ წელს დაიწყება, განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა MSNBC-სთან ინტერვიუში 26 სექტემბერს. მინისტრის შეფასებით, მეოთხე თაობის რეაქტიულ თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას შეიძლება ექვს-რვა თვე დასჭირდეს, რაც ჰოლანდიელი პილოტების ჩვეულ წვრთნაზე უფრო მოკლე პერიოდია. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუსტი ვადები არ არის ნათელი და რომ სხვა პერსონალმა, როგორებიც არიან ტექნიკოსები, ასევე უნდა გაიარონ ტრენინგი. ოლონგრენმა განაცხადა, რომ დანიამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების სწავლება, მალე კი, აშშ-შიც დაიწყება წვრთნები, ხოლო ნიდერლანდები რუმინეთში სასწავლო ცენტრს ამზადებს. კოპენჰაგენმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ახალი წლისთვის მიიღებს ექვს დანიური F-16-ის პირველ პარტიას. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს.  მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს. F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა

ნიდერლანდები უკრაინას $108 მილიონს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას 102 მილიონ ევროს (108 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს ინვესტიციების, აღდგენისა და რეფორმების მხარდასაჭერად, განაცხადა ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სამინისტრომ 6 ოქტომბერს. უწყების განმარტებით, ნიდერლანდების მთავრობას სურს, „უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მეწარმეებისთვის უკრაინაში ექსპორტი და ინვესტირება.“ 30 მილიონი ევრო (32 მილიონი დოლარი) განკუთვნილია უკრაინის ზამთრისთვის მომზადებაში. ეს მოიცავს ფულს გაზის შესაძენად და ქვეყნის ელექტრო ქსელის აღდგენისთვის, რომელიც რუსეთის თავდასხმების სამიზნეა. კიდევ 7 მილიონი ევრო (7,4 მილიონი დოლარი) გადაირიცხება სავალუტო ფონდის ფონდში, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში. 2023 წელს ეს ქვეყნის მესამე მხარდაჭერის პაკეტია უკრაინისთვის.  

ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით დღეს ოდესაში ჩავიდა. რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან. „უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot-ის რაკეტებს მიაწვდიან, რათა უკრაინამ რუსეთის ბარბაროსული ავიადარტყმებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს,“ - წერს რუტე. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის პორტს ეწვია, „სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ყველაზე რთულ პირობებში მუშაობენ“. „ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება საპატრულო კატერები შეიძინოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება“, - წერს რუტე.  

უკრაინა და ნიდერლანდები უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კონსულტაციების პირველი რაუნდი 28 ოქტომბერს მალტაში უკრაინის სამშვიდობო ფორმულის სამიტის ფარგლებში გაიმართა. „სიმბოლურია, რომ ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ჰოლანდიასთან უსაფრთხოების საკითხებში სწორედ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მესამე შეხვედრის დროს, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ, რადგან ფორმულის ერთ-ერთი ელემენტია ომის ესკალაციისა და აგრესიის განმეორების თავიდან აცილება,“ - განაცხადა იერმაკმა. უკრაინისა და ნიდერლანდების დელეგაციებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, უკრაინის ეკონომიკური აღდგენის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხები განიხილეს. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ  

ნიდერლანდებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, რუს ბიზნესმენს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის სასამართლომ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, რუს ბიზნესმენს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და მისი კომპანია 200 000 ევროთი დააჯარიმა. ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, პროკურორებმა დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან სავარაუდოდ, იგი ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად, 2022 წელს ბრალი წაუყენეს. კაცი გაასამართლეს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების -  მიკროჩიპების და სხვა ელექტრონული საქონლის ტრანსპორტირებაში, უცხოური კომპანიების მეშვეობით, რათა შეენიღბათ ის ფაქტი, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთი იყო. ცნობისთვის, ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 რაუნდს, რომელიც, ნაწილობრივ, იმ ხვრელების ჩაკეტვას ისახავს  მიზნად, რამაც სანქციების გვერდის ავლა შესაძლებელი გახადა.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის $532 მილიონიან დახმარებას ამზადებს - მედია

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს (532 მილიონი აშშ დოლარის) მოცულობის დახმარებას გადასცემს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. ოლონგრენის თქმით, მიწოდება 2024 წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება.  მან არ დააკონკრეტა, რამდენ ჭურვს გაუგზავნის ნიდერლანდები უკრაინას. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ოლონგრენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს 2 ნოემბერს კიევში შეხვდა. მათ უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ნიდერლანდების შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერა განიხილეს და ასევე ისაუბრეს მარცვლეულის დროებითი დერეფნის შესახებ. თავის მხრივ, ოლონგრენმა X-ზე დაწერა, რომ ნიდერლანდები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. მას და ზელენსკის ოფისს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ არ უსაუბრიათ.  

არჩევნებში ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსის გამარჯვებას დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში - Reuters

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნიდერლანდელი ანტიევროკავშირი, ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსი კოალიციური პარტნიორების ძებნას იწყებს. Reuters-ი ნიდერლანდებში გამართულ კენჭისყრას ასე აღწერს -  არჩევნები, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში. ევროსკეპტიკოს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის გულშემატკივარმა,  ევროკავშირის მოწინააღმდეგე ვილდერსმა პირობა დადო, რომ ყველა იმიგრაციას შეაჩერებს, შეამცირებს ჰოლანდიის გადასახადებს გაერთიანებაში და დაბლოკავს ნებისმიერი ახალი წევრის, მათ შორის უკრაინის შესვლას. „ცვლილების ქარი აქ არის! ვულოცავ გერტ ვილდერსს არჩევნებში გამარჯვებას," - განაცხადა ორბანმა. ვილდერსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან მისი თქმით, ქვეყანას თავად სჭირდება იარაღი, რათა თავის დაცვა შეძლოს. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და საპარლამენტო არჩევნებში გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში 37 მანდატს მიიღებს, იმაზე ორით მეტს, ვიდრე არჩევნებამდე ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებდა. ამჟამად პარტიას პარლამენტში 17 მანდატი აქვს. მეორე ადგილს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA) იკავებს, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და სავარაუდოდ, 25 მანდატს მიიღებს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), 24 მანდატის მიღება შეუძლია. ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდების პარლამენტში 20 მანდატს მოიპოვებს. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებს მთავრობის კოალიციის ფორმირების ხანგრძლივი პროცესი მოელის.  

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით, 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები 2024 წელს უკრაინას 2,5 მილიარდი ევროს დამატებით დახმარებას გაუწევს. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა. ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ნიდერლანდები მოხარულია გამოაცხადოს, რომ ქვეყანა დაეხმარება უკრაინას დამატებითი, 2,5 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტით 2024 წლისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების არჩევნების შედეგები ახლო მომავალში გამოწვევას არ შეუქმნის  

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ ნიდერლანდების პარლამენტისთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილ დოკუმენტში, ნიდერლანდების მთავრობა „სიფრთხილით“ ეკიდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ამის მიზეზად კომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე შეზღუდულ პროგრესს ასახელებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელსაც ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახალ შემადგენლობაში განიხილავს, სადაც უმრავლესობა პარტიას თავისუფლებისთვის (PVV) ეკუთვნის. შესაბამის ინფორმაციას civil.ge ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობა აღიარებს ევროკომისიის გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების მთავრობა ხაზს უსვამს გაფართოების პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას. ნიდერლანდების მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აქტს არ აქვს სამართლებრივი, ფინანსური ან ოპერატიული შედეგები. დოკუმენტის თანახმად, „ეს უფრო შეიძლება, ჩაითვალოს როგორც მკაფიო სიგნალი საბჭოს მხრიდან, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისკენაა მიმართული.“ ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, ნაწილობრივ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნავს რა, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა, როგორც ჩანს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა, ის აცხადებს, რომ „საქართველოსთან მოლაპარაკებები შეიძლება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს, როდესაც იქნება მდგრადი პროგრესი კომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებზე. ამისთვის მოკლე გზა არ არსებობს.“ მართალია, პროგრესის ნაკლებობის გამო ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს საკითხს სიფრთხილით ეკიდება, ის დადებითად უყურებს კომისიის რეკომენდაციას მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ ორ სახელმწიფოს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისიის წინადადება გაზომილი და დაბალანსებულია და რომ მთავრობას დადებითი დამოკიდებულება აქვს კომისიის რეკომენდაციის მიმართ, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვამ და უკრაინამ შეასრულეს კომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების უმეტესობა და რომ მთავრობა მხარს უჭერს კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ნაბიჯებს, რომლებიც მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღებამდე უნდა გადაიდგას. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

ნიდერლანდები უკრაინას $8,6 მილიონს გამოუყოფს

ჰოლანდიის მთავრობა 8 მილიონ ევროს (8,6 მილიონი დოლარი) გამოყოფს, რომლითაც რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამართალდამცველების საქმიანობას დაუჭერს მხარს. შესაბამის განცხადება ევროკავშირის მრჩეველთა მისიამ (EUAM) გააკეთა.  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა კიევში მოაწერა ხელი პროექტის „განხორციელების შეთანხმებას“ როლფ ჰომბოესთან, EUAM Ukraine-ის ხელმძღვანელთან ერთად. დაფინანსება მოხმარდება ძირითად აღჭურვილობას, როგორიცაა, მობილური პოლიციის განყოფილებები, საკომუნიკაციო და IT აღჭურვილობა და სასამართლო ექსპერტიზის აღჭურვილობა ომის დანაშაულის ადგილებისთვის. „გათავისუფლებული ტერიტორიების წინაშე დგას გამოწვევები უსაფრთხოების აღდგენის კუთხით და „განსაკუთრებით სოციალური ერთიანობის აღდგენის მიმართულებით,“ განაცხადა EUAM უკრაინამ.  

გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა

მას შემდეგ, რაც ბალეტ „რაიმონდაში“ გიორგი ფოცხიშვილმა მთავარი პარტია იცეკვა, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა, ის ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად დააწინაურა. „გიორგი არის ფენომენალრური ნიჭით დაჯილდოებული მოცეკვავე, როგორსაც იშვიათად შეხვდები. მას აქვს ქარიზმატული სასცენო ხასიათი, განსაკუთრებული ნახტომები, ტექნიკა და თანდაყოლილ პარტნიორობის უნარი. გამორჩეული მოცეკვავე, რომელსაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეუძლია შთააგონოს უამრავი მაყურებელი,” – განაცხადა ტედ ბრანდსენმა. 2023 წლის სექტემბერში გიორგი ფოცხიშვილი გახდა ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი. ალექსანდრა რადიუსი წლების მანძილზე იყო ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის მთავარი და გამორჩეული სოლისტი. მის სახელს ატარებს ჯილდო, რომელიც გადაეცემათ გამორჩეულ და იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს. გიორგი ფოცხიშვილი თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და 2020 წელს შეუერთდა ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს. 2023 წლის აპრილში ქართველი ბალეტის მოცეკვავე დააწინაურეს სოლისტის პოზიციაზე, 18 ნოემბერს კი – მთავარ სოლისტად.  

ნიდერლანდელი მინისტრი: ახლა თუ რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო შორს წავა

„ახლა თუ რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო შორს წავა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა,“ ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჯეფრი ვან ლეუვენმა უკრაინასთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთის აგრესიული ომი უნდა შეწყდეს და კიდევ, თუ მათ ახლა არ შევაჩერებთ, უფრო დიდი ომი იქნება, რადგან რაღაც მომენტში ისინი NATO-ს ტერიტორიის გამოცდასაც შეეცდებიან. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე ჩვენ ევროპაში რთულ ვითარებაში ვიქნებოდით. არ ვარ დარწმუნებული, რომ აშშ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ეს შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, მაგრამ დღეს აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ამას ევროპა გააკეთებს მომავალ თვეში,“ - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 2,6 მილიარდით მეშვიდე ადგილზეა.  

ნიდერლანდები უკრაინას 102 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ნიდერლანდების მთავრობა 2024 წლის პირველი ოთხი თვისთვის 102 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა უკრაინას ზამთრის გადალახვასა და შემდგომი თვეებისთვის მომზადებაში დაეხმაროს. ეს თანხა იმ 2 მილიარდ ევროზე მეტის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ მომავალი წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად გამოყო. აღნიშნულია, რომ ახალი მხარდაჭერის პაკეტი მიმართულია გადაუდებელ საჭიროებებზე. ნიდერლანდებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინას 550 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. მხარდაჭერის მთლიანმა მოცულობამ 2,6 მილიარდ ევროს მიაღწია.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას იწყებს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი 18 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „დღეს მე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, მოამზადოს საწყისი 18 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი უკრაინაში მიწოდებისთვის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. მისი თქმით, F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. „ექსპორტზე ნებართვის გარდა, თავად გადაცემამდე კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შესრულდეს, მათ შორის, შესაბამისი სპეციალისტებისა და ინფრასტრუქტურის მზაობის მხრივ. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიდერლანდებმა არ შეამცირა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ვალდებულებები, რომელიც მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საპასუხოდაა საჭირო,” - წერს რუტე.  

დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს უგზავნიან

დანია და ნიდერლანდები 14 ერთეული Leopard 2A4-ის ტიპის ტანკიდან პირველი ორის ერთობლივად მიწოდებისთვის ემზადებიან. ტექნიკა გერმანიაში გარემონტდა და თავდაპირველად, ისპოლონეთში გაიგზავნება, სადაც უკრაინელი სამხედროები სწავლებას გაივლიან. „ამჟამინდელი განრიგის მიხედვით, ტანკები სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, უკრაინას ამ ზაფხულს მიეწოდება,“ - აცხადებენ ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მთავარ როლს შეასრულებენ, როდესაც კიევი წინსვლას რამდენიმე ფრონტზე ცდილობს. კიევი დიდი ითხოვდა უახლესი ტანკების მიწოდებას ითხოვს, მაგრამ ძირითადი შეტევებისთვის ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა მიიღო. Leopard-ებისა და სხვა მოდელების სარემონტო ცენტრი პოლონეთში გაიხსნა, ტანკების პარტია გლივიცში 2023 წლის დეკემბერში ჩავიდა.  

ნიდერლანდებმა უკრაინას მობილური საველე ჰოსპიტალი გადასცა

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ნიდერლანდებმა მესაზღვრეებს მობილური საველე ჰოსპიტალი გადასცა. მესაზღვრეების თქმით, ჰოსპიტალი დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირებს. კომპლექსში სხვა საჭიროებებთან ერთად შედის:საოპერაციო ბლოკი, 36 საწოლზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 2024 წლის პირველი დახმარების პაკეტის ფარგლებში, ნიდერლანდებმა ჰუმანიტარული დახმარებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის 102 მილიონი ევრო გამოყო. ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები 2024 წელს უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გაწევას გეგმავს.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია იწყებს

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.      

ნიდერლანდები NATO-ს წვრთნებში 5000 ჯარისკაცით ჩაერთვება

ცივი ომის შემდეგ NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Netherlands Posts წერს. წვრთნებში სულ 90 000 ჯარისკაცი ჩაერთვება. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს  

ნიდერლანდებმა ანტირუსული სანქციების თავიდან აცილებაში ეჭვმიტანილები დააკავა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ,რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბური სანქციების გვერდის ავლისთვის მუშაობდნენ. ფისკალური ინფორმაციისა და საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა სამი ადამიანი დიმენიდან და ჰააგიდან. ყველას ასაკი ორმოცდაათ წლამდეა. რეიდები ასევე განხორციელდა ესტონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და კანადაში. დაკავებები 9 იანვრით თარიღდება. ორი ეჭვმიტანილი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანიის ადმინისტრატორი იყო, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. „ევროჯასტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან რუსეთში „ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობა“ პოტენციურად სამხედრო მიზნებისთვის გაიტანა. გასული წლის ოქტომბერში, ნიდერლანდების სასამართლომ რუს ბიზნესმენს რუსეთში ელექტრონული საქონლის ექსპორტისთვის 18-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. შეგახსენებთ, კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა, (მათ შორის, ნიდერლანდებმა) გამოავლინეს ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი არალეგალურად შეჰქონდა.  

ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს. კაისა ოლონგრენის განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი - 87 მილიონი ევრო - უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას უშუალოდ მწარმოებლებისგან - კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას. 10 მილიონი ევრო უკრაინაში კიბერთავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება IT-კოალიციის ფარგლებში, რომელსაც ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეუერთდა. „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას," - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.  

NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა

გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ. ბრიუსელში,  ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე. NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა

ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი

ყაზახეთმა მოუწოდა ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნული თემა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ბელგიისა და ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს.  როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფანი ხსნის ახალ პერსპექტივებს ყაზახეთსა და ევროპას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების გაფართოებისთვის. ვასილენკომ თანამოსაუბრეებს ასევე გააცნო ყაზახეთის ინიციატივები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გარემოს დაცვის, წყლის რესურსების და სხვა მიმართულებით. ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა  

ნიდერლანდების ექსპრემიერმა და მისმა მეუღლემ, 93 წლის ასაკში, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

ნიდერლანდების ექსპრემიერი, დრის ვან აგტი მეუღლესთან, ეუგენიასთან ერთად, ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ბოლო ხანებში მძიმედ იყო ავად. ნიდერლანდებში ევთანაზია 2022 წლიდან კანონით არის დაშვებული. ვან აგტი 1970-იან წლებში პარტიას "ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება" ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში 1977 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა. შემდეგ წლებში ის იყო ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის კომისარი, ევროკავშირის წარმომადგენელი იაპონიასა და აშშ-ში. 2019 წელს ვან აგტმა ინსულტი გადაიტანა, რომლის შემდეგაც მას ჯანმრთელობა სრულად აღარ აღუდგა. მისი მეუღლე, ეუგენიაც ბოლო წლებში ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. წყვილმა გადაწყვიტა, 70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და სიცოცხლე ევთანაზიით, "ხელიხელჩაკიდებულს" დაესრულებინათ. ევთანაზია მძიმედ ავადმყოფი ადამიანებისთვის, სიცოცხლის ნებაყოფლობით, უმტკივნეულო დასრულების პროცედურას წარმოადგენს.  

ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას, F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ისრაელში ექსპორტი აუკრძალა

მთავრობის განცხადებით, ნიდერლანდებმა, შვიდი დღის ვადაში, ისრაელში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი უნდა შეაჩეროს, რადგან ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის გამო, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი. F-35-ი ნაწილების ექსპორტი ნიდერლანდებიდან ისრაელში უნდა შეწყდეს. ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილე ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - Oxfam Novib-მა, Pax for Peace-მა და The Rights Forum-მა გაასაჩივრეს ნიდერლანდების სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35-ის ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა. „სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 საბრძოლო თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასადენად,“ - ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.  

ნიდერლანდები უკრაინას დრონებს უკვე უგზავნის - მინისტრი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისთვის დრონების მიწოდება დაიწყო. ნიდერლანდებმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ლატვიის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში, რომელიც უკრაინას უპილოტო თვითმფრინავების მოწინავე ტექნოლოგიას მიაწოდებს, მონაწილეობას მიიღებს. „ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უკვე უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს ვაგზავნით,“ - განუცხადა ოლონგრენმა ბალტიისპირეთის გამოცემა „დელფთან“ ინტერვიუში. ნიდერლანდები დანიასთან ერთად ჩაუდგა სათავეში F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებზე ორიენტირებული კოალიციის შექმნას. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ნიდერლანდებმა პირობა დადო, რომ უკრაინაში 24 F-16-ს გაგზავნის. ოლონგრენი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავების პირველი ტრანსფერი მიმდინარე წელს მოხდება.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის ცხრა თვითმავალ ჰაუბიცას შეისყიდის

ნიდერლანდებმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან DITA-ს ცხრა თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინაში გადატანის მიზნით შეუკვეთა. DITA თვითმავალი ჰაუბიცა უახლესი ცეცხლსასროლი იარაღის მხარდაჭერის სისტემაა, რომელსაც სამიზნეების დარტყმა ათეულ კილომეტრ მანძილზე შეუძლია. „ნიდერლანდებმა გამოაცხადა შესყიდვის ხელშეკრულება ჩეხეთის რესპუბლიკასთან უკრაინას მოწინავე თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდების შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც DITA,“ - ნათქვამია მოხსენებაში.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ნიდერლანდები დაეხმარება ჩეხეთის ინიციატივას შეიძინოს 800 ათასი ჭურვი და ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ 250 მილიონ ევროს გამოვყოფთ. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს კოლეგები ამ პროცესში შემომიერთდებიან. ასევე ვმუშაობთ F-16 თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ, რათა უკრაინამ ჰაერში უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მესიჯი გასაგებია - მხარში ვუდგავართ უკრაინას,” - განაცხადა რუტემ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვისა და პოლიციისთვის 22 საპატრულო ნავი შეიძინა, ისევე როგორც 3 საბრძოლო ნავი. „შევიძინეთ 4 რადარი, 9 ჰაუბიცა, რომლებსაც [უკრაინას] მივაწოდებთ იმასთან დამატებით, რაც უკვე მივაწოდეთ. ჩვენს ფოკუსშია ჩვენი თავდაცვითი წარმოების გაზრდა და გზების ძიება, თუ როგორ შეგვიძლია დავძლიოთ მიწოდებების შეფერხებები,” - განაცხადა რუტემ.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ების საბრძოლო მასალისა და დრონების შესაძენად, 350 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი - 200 მილიონ ევროზე მეტს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა. ნიდერლანდები F-16-ისთვის ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას შეიძენს. გარდა ამისა, ქვეყანა რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის. „ეს ეხება არამხოლოდ თავად თვითმფრინავს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სათადარიგო ნაწილს და საბრძოლო მასალას,“ - აღნიშნულია ოლონგრენის განცხადებაში. ნიდერლანდები ასევე 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს დრონებისთვის. კერძოდ, იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულების დრონების შეძენა და უკრაინაში გაგზავნა. ეს კეთდება სხვა პარტნიორებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ. ”ეს დრონები უკვე გამოიყენება და კარგად წარმოაჩინეს თავი ბრძოლის ველზე,” - განაცხადა ოლონგრენმა.  

ნიდერლანდების პრემიერი: ვმუშაობთ, რომ F-16-ები უკრაინის ცაზე რაც შეიძლება მალე გამოჩნდნენ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება უკრაინის ცაზე F-16-ის გამანადგურებლების უსწრაფესად უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების მე-16 ყოველწლიურ ფორუმზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება. „წელს ნიდერლანდები კიდევ 2 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა რუტემ. მან ასევე გაიხსენა, რომ ნიდერლანდებმა 250 მილიონი ევრო გამოუყო კიევს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, საარტილერიო ჭურვების შესაძენად. „და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო წვლილი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ F-16-ებმა უკრაინის ცაში რაც შეიძლება მალე იფრინონ," - აღნიშნა რუტემ. მანვე განმარტა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხი და რომ 2 აპრილს ნიდერლანდები, როგორც თანაორგანიზატორები, უმასპინძლებს კონფერენციას „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის.“    

ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რამდენიმე კვირით გზავნის. „ეს პირდაპირ უწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და მხარს უჭერს ჩვენს მოკავშირეებს," - განაცხადა ნიდელრლანდების თავდაცვის მინისტრმა. მან სისტემების განლაგების ზუსტი დრო არ დააკონკრეტა, თუმცა როგორც სამინისტრო იუწყება, ლიეტუვაში წვრთნები ზაფხულშია დაგეგმილი და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება. „ეს სწავლება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ ფლანგზე ერთობლივი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად,“ წერს უწყება. ბოლოს Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ლიეტუვაში გასული წლის ივლისში განლაგდა, როდესაც ვილნიუსმა NATO-ს სამიტს უმასპინძლა.  

ნიდერლანდებში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. BBC-ის ცნობით, კაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა, მაგრამ განაცხადა, რომ "ამ დროისთვის ტერორისტული მოტივის ნიშანი არ არსებობს." მოგვიანებით მათ განმარტეს, რომ სამი ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ „პროცესი ისევ გრძელდება.“ ქალაქის ცენტრი დაკეტილია. განახლება: ნიდერლანდის პოლიციის ცნობით, ქალაქ ედეში მძევლების აყვანის ინციდენტი დასრულდა, ყველა მძევალი თავისუფალია, დააკავეს ერით პირი. „ამ წუთში გათავისუფლდა ბოლო მძევალი, „ერთი პირი დაკავებულია, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია,“ იტყობინება პოლიცია X-ის საშუალებით.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის 24 თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები აპირებს, უკრაინას სულ 24 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიაწოდოს. ამის შესახებ მან ჰააგაში Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ. „ვაპირებთ 24 F-16-ის გამანადგურებლის გადაცემას. ისინი გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ეს დამოკიდებულია უკრაინელი მფრინავების და ტექნიკოსების მომზადებაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე,“ - აღნიშნა კასა ოლონგრენმა.  

ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას მიიღო დადასტურება, რომ ნიდერლანდებმა კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი ევრო რეკონსტრუქციისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თანხები გამოიყო უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გარდა. „პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ ახლახან განაცხადა სატელეფონო საუბარში, რომ ნიდერლანდებმა კიდევ ერთი მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი რეკონსტრუქციისთვის... გმადლობთ, მარკ, მადლობა ჰოლანდიელ ხალხს! წერს ზელენსკი. მხარეებმა საუბრისას განიხილეს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა არტილერიის, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჭურვების მიწოდების დაჩქარების მიზნით.  თებერვლის ბოლოსთვის, ნიდერლანდებმა უკრაინის დახმარებაზე ჯამში 2,8 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.  

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით, 4,4 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს

ნიდერლანდების მთავრობა უახლოესი ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის დამატებით 4,4 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, სახელწოდებით „გაზაფხულის მემორანდუმი 2024“, რომელიც გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე, იუწყება Ukrinform. დოკუმენტი, რომელიც აღწერს მთავრობის მთავარ გეგმებს 2024 წლის და შემდგომი წლებისთვის, ითვალისწინებს დამატებით დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, ნიდერლანდების თავდაცვისთვის, ქვეყანაში ლტოლვილების განთავსებასა და ა.შ.  

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ამ კანონმა შეიძლება, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დააზიანოს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და მან შეიძლება, დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კრიტიკულად მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და მან შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა," - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები