თეგი: პროდუქტები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება. „დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა

აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად, 29.1 პროცენტით ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. 10.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტიიანი – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე. "ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა აპრილშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 28.8 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1 პროცენტით. ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია – 20.8 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული – 18.9 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 18.0 პროცენტთ გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო კი 17.6 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 14.4 პროცენტით, ხოლო ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე 10.9 პროცენტით მოიმატა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა  

თებერვალში ბოსტნეული და ბაღჩეული 25.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 21.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით. ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე. „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ხილზე, თევზზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, ხოლო რძის პროდუქტებზე, ზეთზე, ბოსტნეულზე, პურსა და შაქარზე შემცირდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, პურსა და პურპროდუქტებზე, შაქარზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფპებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი)”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურ ჭრილში 3.3%-ით არის შემცირებული. ფასების ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს, ასევე სხვა სამომხმარებლო ჯგუფებში. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი).