თეგი: პროდუქტი

საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. „საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა.ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 პროცენტი).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი).  

მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული 28.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი, 16.8 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. "28.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6 პროცენტით გაძვირდა. თევზეული – 10.9 პროცენტით. ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 10.4 პროცენტით. 10.1 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 8.7 პროცენტით ყავა, ჩაი და კაკაო. 2.7 პროცენტით მოიმატა ფასებმა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, სურსათზე. „მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთებაა“, – განაცხადა პრემიერმა.