თეგი: რეზოლუცია

საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდამჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს. განცხადება ამის შესახებ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართვის შინაარსს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მასში რუსეთის აგრესია და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. ოპოზიციის წევრების შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ისე, რომ რუსეთი და ოკუპაცია არ ახსენო,  მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით,  მიმართვაში რუსეთის როლზე აქცენტები ხაზგასმული არ არის, რაც პუტინის რეჟიმის მაამებლურ პოზიციას უფრო გამოხატავს, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის’’  წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას’’ შორის კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკრებულოში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე რეალურ პრობლემებთან არის შესაბამისობაში.

დავით ზალკალიანი: თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს პოლიტიკური მანიპულაციების გამო აკრიტიკებენ. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი „საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სუვერენიტეტი, ღია კარის პოლიტიკა, სუვერენული უფლება, ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. „თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გვაქვს“, - დაამატა მინისტრმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.  

ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კრიტიკული მოსაზრებები უკრაინის ელჩს გააცნეს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არ გამოხატავს არც ოპოზიციზიური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას და ამის შესახებ ესაუბრნენ უკრაინელ დიპლომატს. თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომლის პარტიაც არ მონაწილეობს რეზოლუციის გარშენო მიმდინარე დისკუსიებში, განააცხადა, რომ რომ მნიშნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. „ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში““, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.   „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ მედიას განუცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი. „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას. „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც. შესაბამისად, ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ მოისპოს „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.    

უკრაინის ელჩი: ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აფასებს რეზოლუციის ტესტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლოა. მისი თქმით, საქართველოში წარმოადგენს თავის სახელმწიფოს და არა პარტიას, უკრაინას ურთიერთობა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან. „უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება, მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან. გუშინ შესანიშნავი „ლაითშოუ“ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა. და ასევე ვიცით, რომ ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი - უკრაინისა და საქართველოს საერთო საგანძური. ეს ჩვენი ღირებულებაა - ურთიერთმხარდაჭერა, ერთად ყოფნისთვის მზადყოფნა არამხოლოდ რეზოლუციებში, არამედ ყოველდღიურ საქმეში. მე აქ წარმოვადგენ უკრაინის სახელმწიფოს და არა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ ურთიერთობა გვაქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან, არამედ ქვეყანასთან, ერთად - საქართველოსთან“, - აცხადებს იგორ დოლგოვი.

კარლ ჰარცელი: რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიციის გამოხატვა, არამედ, აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის

„ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატო, არამედ აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ. რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული, პარლამენტის საქმეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეზოლუციის დღის ბოლომდე დაინიცირდება. „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალააციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან. მისი თქმით, გააგრძელებენ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს. თავის მხრივ,როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული. „აღარ მოგვეცა საშუალება, ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია, დავაინიციიროთ ცალკე, შესაძლოა, კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიაა, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. „რესპუბლიკელ“ ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო. „მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფრთხილია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა, რომ ის მზად იყო, გაეთვალისწინებინა რიგი ფორმულირებებისა, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო რეალობას აცდენილი და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტონს. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გაითვალისწინა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა [ტექსტი], როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, - დაამატა ხათუნა სამნიძემ.  

საგარეო კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში „რუსეთის“ ჩაწერას მხარი არ დაუჭირა

საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. შესაბამისად, ტექსტი უცვლელი დარჩა. კომიტეტის სხდომა ოპოზიციის ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის გარეშე დასრულდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უნდა განეხილა, თუმცა, პროექტის ავტორებმა სხდომაზე, საკუთარი პროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველ პარტიას ერთი, მრავალპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს. პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის პროცედურას დღესვე დაიწყებენ. „ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის საზღვრებთან მსხვილი საბრძოლო შენაერთების, სამხედრო ტექნიკის მობილიზებას და რეალურად ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირდაპირ მუქარას. რაც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამხედრო მოქმედებების პოტენციური მასშტაბით, უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კრიზისი, რომელიც პირდაპირ ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ფართო შავი ზღვის რეგიონს და ევროპის უსაფრთხოებას. შესაბამისად, დღეს საქართველოს მიერ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ვინაიდან, რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას არამედ, ემუქრება საქართველოს. რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, რუსეთი ჩვენს გარეშე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი - რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამით ის პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ დღევანდელი საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინის გამოწვევა, ეს არის საქართველოს გამოწვევაც, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. გვესმის, რომ არც პოლიტიკური მზაობა და არც რესურსი არსებობს იმისა, რომ ვისაუბროთ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველომ გამოხატოს სრულფასოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. უკრაინის მხარდაჭერა არის ზეპარტიული საკითხი და არ არის მიზანშეწონილი, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ვიხილავდეთ ორი რეზოლუციის პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი რეზოლუციის ნაწილში გამოთხოვის პროცედურას ვახორციელებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა, ოკუპანტს უწოდებს ოკუპანტს და უკრაინას გამოუცხადებს სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ასევე წაიკითხეთ მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 74 ხმით „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა გააცნო. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა, საბაბის და არა მიზეზის მოხმობით ცდილობს, თავი არიდოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეზოლუციების მხარდაჭერას. მისივე თქმით, ამგვარი იყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ამგვარი იყო ამ მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული რეზოლუცია, რომელშიც მოხსენიებული იყო რუსეთი, როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მათთვის დაუჭერია მხარი. „ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, თითქმის ერთხმად წინააღმდეგია ამ რეზოლუციის მიღების. ეს გულდასაწყვეტია, რადგან, სასურველი იქნებოდა რომ რეზოლუცია მიგვეღო ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით. თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის არა რეალური საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, არამედ, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია. მინდა მოვუწოდო, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ფრაქციებს, გაითვალისწინონ ისტორიული რაკურსი, ექსკურსი და ხმა მისცენ ამ რეზოლუციას, რადგან წლების შემდეგ, მათი ხელმოწერები ამ რეზოლუციაზე არ აღმოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, მათი თქმით, დოკუმენტი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებდა მხარდაჭერას და არ დარჩებოდა მხოლოდ მმართველი გუნდის ერთპარტიულ დოკუმენტად. „რეფორმების ჯგუფიდან“ თეონა აქუბარდიას თქმით, მისი მხარდაჭერა ამ რეზოლუციას ვერ ექნება. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც ის არის შინაარსისგან დაცლილი და რამდენადაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ის გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, თქვენ ანაცვალეთ პარლამენტში ერთიანობას თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება არის შეუძლებელი“. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, „დაპირისპირება, რომელშიც ჩვენ დიდი ხანია შევედით, არის თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის“. „არანაირი შუალედური პოზიციები აქ არ არსებობს. შენ ან გინდა იყო თავისუფალი სამყაროს წევრი და მზად ხარ ამისთვის იბრძოლო ბოლომდე. ან არ გინდა თავისუფლება და უნდა დაელოდო და ნახო. იმარჯვებს ბოროტება? მაშინ აღარც დაგჭირდებათ თავის და ხალხის მოტყუება, რომ თავისუფლების მხარეს დგახართ. იმიტომ, რომ არ დგახართ ამ მხარეს. თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე მოძმე ხალხს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი“. თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, ეყოს გამბედაობა და აგრესორს უწოდოს აგრესორი. „იმიტომ, რომ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ არის თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება ჩვენი უახლოესი მეგობრის საზღვრებთან და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. არგაღიზიანების პოლიტიკა დავარქვათ ამას, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციაზე, დაძაბულობაზე. თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც ამბობს რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდა.“ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე განაცხადა, რომ, „დღეს, აქ, პარლამენტის დარბაზში სრული ლუსტრაცია მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. „ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი-ეს არის რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, ერთად წავიდეთ უკრაინაში, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომელიც იყო აუცილებელი“.

ირაკლი კობახიძე: უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს. „უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. „გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტომ განცხადება გაავრცელა, მათ შორის მოქალაქეებს მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“, - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ

სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა

რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.   სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუციის დოკუმენტი ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.      ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“.   მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი გარკვეული სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო. ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე (ეს ცვლილება ტექსტში, როგორც თავად იუწყება, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა), კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმისა და დემოკრატიის პრინციპების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის პირობით. My amendment to #CFSP🇪🇺 report on Georgia's and Ukraine's European perspective has been adopted today.Happy #UnityDay, Ukraine🇺🇦!#Sakartvelo🇬🇪! pic.twitter.com/wrycNh5iSn — Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) February 16, 2022     ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის საზღვრებთან და სამეზობლოში, მათ შორის კავკასიაში, ვითარების არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად, კონტინენტის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და ირიბ საფრთხეს წარმოადგენს და სამეზობლოში აქტიური ჩართულობა ევროკავშირის ინტერესებშია. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი ცნობს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის წვლილს CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში და მხარს უჭერს ამ ფასეულ პარტნიორებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას; კერძოდ, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას CSDP-ის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) საქმიანობას დადებითად აფასებს. ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ და მისი მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების განზომილების „სტრატეგიულ კომპასში“ სათანადოდ ასახვა და განიხილოს უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვისა და კიბერ თანამშრომლობის სფეროში გაზრდილი ინვესტიციებისა და დახმარების გამოყოფა ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, მათი მედეგობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ევროკავშირის გაზრდილ აქტიურობას, ასევე დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართვას „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სრულყოფის ცენტრის“ საქმიანობაში. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის ნებისადმი, რაც საკუთარი მომავლისა და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად გადაწყვეტას გულისხმობს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინასთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, 2021 წლის ივნისში წარდგენილი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დახმარებით, კოვიდპანდემიისგან სოციალური და ეკონომიკური აღდგენა, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სავაჭრო გზების დამყარება უზრუნველყონ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საფრთხეების ფონზე აუცილებელია რეგიონში ევროკავშირისა და NATO-ს ფიზიკური ყოფნა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირების კონტექსტში. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაახლოებაზე და მხარს უჭერს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP) მათი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის „მუდმივ სტრუქტურირებულ თანამშრომლობაში“ (PESCO) მონაწილეობის გზით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და შეახსენებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც „ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელ ძალას, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. ევროპარლამენტი გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებსა და მუდმივ „ბორდერიზაციას“. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით, მათ შორის სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ერთი ხმით საუბრისკენ; რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებითი ცვლილება შეუძლებელია, სანამ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირისა და მისი მეზობლების მიმართ. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია მომზადებულია ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის, ხოლო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ნატალი ლუაზოს მიერ.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაონ

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საკანონმდებლო ორგანომ პირველ მარტს მიიღო, იწყება ევროპარლამენტის პრესსამსახური. დოკუმენტს მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს  

„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. Reuters-ის ცნობით, ამის პარალელურად, უკრაინული ძალები ხერსონის პორტის დასაცავად, საჰაერო თავდასხმებისა და დამანგრეველი დაბომბვის ფონზე იბრძოდნენ. რეზოლუციის ტექსტი გმობს რუსეთის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“. გაეროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ბოლოს 1982 წელს მოიწვია. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ. „მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულოა, მათ პოლიტიკური წონა აქვთ, კენჭისყრა წარმოადგენს უკრაინის სიმბოლურ გამარჯვებას და აძლიერებს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას. რუსეთის ტრადიციულმა მოკავშირემ სერბეთმაც კი კრემლის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა ასამბლეას განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გააძლიეროს თავისი თავდასხმის სისასტიკე და მოუწოდა წევრებს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის პასუხი მოსთხოვონ.  ჩინეთის თავშეკავების შესახებ პეკინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის შესახებ არ გამართულა „სრული კონსულტაციები“ ყველა წევრთან. ჩინეთი, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო დაუახლოვდა რუსეთს, აცხადებს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება“, - წერს Reuters-ი. „შექებას იმსახურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით, რეზოლუციის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა ვერაგი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ თითოეულის და ყველა სახელმწიფოსი, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. გაეროში, აგრესორისთვის კენჭისყრის დამანგრეველი შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტი-პუტინის კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარეზეა, გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

დავით ზალკალიანი: საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" დაასპონსორეს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს დავით ზალკალიანი Twitter გვერდზე. „გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, 141 მომხრითა და მხოლოდ 5 მოწინააღმდეგით. რეზოლუცია 96 წევრის სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ არის დასპონსორებული. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია თავის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ეს არის პირველი ასეთი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის პარლამენტმა გადადგა. „რთულია, საპასუხისმგებლოა და საპატიო, იყო პირველი“, - დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ზე. სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი მსოფლიოს სხვა პარლამენტებისთვის. „ბოლოს და ბოლოს, პარლამენტარები ხალხის წარმომადგენლები არიან და მსოფლიოს ხალხები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინის თავზე ცის დახურვის მიზნით“, - აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი.  

გაერომ მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას. ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა. 38 ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს კრემლის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც "საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს". ამ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს უკრაინამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ. „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით პირველი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის 2 მარტს მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

5 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმ კუთხით, რომ საკვანძო რეფორმებს ახორციელებს. ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით ომის დაწყების დღიდან - მათგან თითქმის 100,000 მოლდოვაში რჩება - ასევე, ვაჭრობის შემცირების და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო. ამ მიზნით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, პარლამენტი მიესალმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება. გაიზარდა შიში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში არაერთი ინციდენტის მომსწრე გახდა, რაც ევროპარლამენტარების მიერ განიხილება, როგორც პროვოკაციების სახიფათო აქტები უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილურ ვითარებაში. ისინი ასევე იმეორებენ პარლამენტის მხარდაჭერას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების მიმართ“, მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ჩათვლით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.

გერმანიის ელჩის კომენტარი ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარ ასპექტებზე საუბრობს. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, გერმანიის პარლამენტი ხსენებული რეზოლუციით მიუთითებს წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: „ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - ეს ასევე არის ბრძოლა ევროპაში მშვიდობის დაცვისთვის. გერმანიის პარლამენტი გამოხატავს თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი დახმარება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას უნდა მოიცავდეს. ბუნდესტაგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს თანაბრად ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ამავდროულად, ბუნდესტაგი მიუთითებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისი დონე, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის უნარი. ეს არის ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ევროკავშირის წარმატებული წევრი“, - განუცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ, 2 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ევროკომისიამ ამ კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.  

საქართველომ მხარი დაუჭირა მოსკოვში, ჯანმოს არაგადამდებ დაავადებათა ოფისის დახურვის რეზოლუციას

ჯანმოს ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა მოსკოვში განთავსებული ოფისის დახურვის მოწოდებით 10 მაისს რეზოლუცია მიიღო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ, თურქეთმა, მოლდოვამ და ისრაელმა. წინაღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელორუსმა და ტაჯიკეთმა. თავი შეიკავა სომხეთმა და ყახაზეთმა. „რეგიონული კომიტეტი, ჯანმოს ევროპის რეგიონულურ დირექტორს სთავაზობს, ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციით, შეისწვალოს არაგადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის ევროპული ოფისის ტექნიკური უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ განთავსების შესაძლებლობა“,- ნათქვამია დოკუმენტში. უკრაინაში არსებულ ვითარების თაობაზე ჯანმოს კომიტეტის სპეციალური სესია 43 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, თხოვნით მოიწვიეს. 10 მაისს მიღებული დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას განიხილოს რუსეთში ყველა რეგიონული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების შეჩერების შესაძლებლობა. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯანმო-ს ოფისის მუშაობის შეჩერება პირდაპირ ზიანს აყენებს ყველა ქვეყანას. მანამდე Reuters-ის წყარომ იტყობინებოდა, რომ ჯანმო გაურბის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მას ეშინია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.

გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მაისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსული ჯარების მოქმედების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა UNHRC-ში მონაწილე 33 ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის მიღებას მხოლოდ ერიტრეა და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდნენ. რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუნველყოს „უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მშვიდობიან მოსახლეობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა“. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა მიმდინარე წლის თებერვლისა და მარტის ბოლოს კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რაიონებში, რომლებიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. რეზოლუცია გამოხატავს HRC-ის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროპარლამენტმა რუსეთის ლიდერების დანაშაულის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

რუსეთის ლიდერების, სამხედრო მეთაურების და მათი მოკავშირეების დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ, სპეციალურმა საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გამოიძიოს. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით.  რეზოლუციაში პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საერთაშორისო სამართალწარმოებებსა და სასამართლოებში, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთისა და ბელორუსის რეჟიმების დევნას ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის გამო. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ეს გამოძიება და შემდგომი დევნა ასევე გავრცელდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა პერსონალსა და სამთავრობო მოხელეებზე, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს

ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად მოიცავს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. პროექტი ასევე მოუწოდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს რეზოლუციის პროექტის ტექსტი კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება, შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით. EPP-ს პროექტში ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად. რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლება ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში. რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი. პროექტი მოუწდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის, საქართველოს დამსახურების და მოცემული რეზოლუციის გათვალისწინებით. მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა. წყარო - რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ. საქართველო ამ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. ქართული მხარის მიერ ინიციირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, ლიეტუვამ ბალტიკური და ნორდიკული ქვეყნების სახელით (მიუერთდნენ ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადამ CANZ-ის სახელით (კანადა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდია), იაპონიამ, იტალიამ, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, წმინდა საყდარმა და გაერო-ს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად

ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. ევროპარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. რეზოლუცია:  გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტიისთვის საქართველოს მყარი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად. გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის სფეროში მომუშავეთა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დასაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის.  მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიამფლობელობის გამჭვირვალეობას, და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა და ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება. გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას; მხარს უჭერს ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, მსჯავრის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მხრიდან გადაუდებელ აუცილებლობას, ჭეშმარიტად წინ წაიწიოს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით, რათა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს.  კატეგორიულად გმობს 5 ივლისის მოვლენებს და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. გმობს მუდმივ დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დანერგოს პრაქტიკაში, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობა.  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ქმედითი გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის. ხაზს უსვამს უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობას ჟურნალისტებისთვის, მედიამუშაკებისთვის და მედიასაშუალებებისთვის, როგორც კანონმდებლობით, ასევე, პრაქტიკაში, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთის, ბელორუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გამო. ამიტომ, მოუწოდებს საქართველოს, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმი მედიაგარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქმიანობას, მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევის ჩათვლით, ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმების მიუხედავად. აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ წუხილს გამოთქვამს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ასევე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამთავრობო მედიას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო; გმობს მედია ლანდშაფტის პოლარიზაციას, რაც მიუთითებს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციაზე. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმის წარმოებისგან. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით ციხიდან გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს. გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის ზრდის ტენდენციის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერების, განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის დაუცველი ჯგუფების ან პირების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლების და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენების მცდელობებისგან, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას. მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების ევროპულ პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას საქართველოს მედიასექტორში. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს. შენიშვნა: ანა ფოტიგამ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები, ECR), მირიამ ლექსმანმა (ევროპის სახალხო პარტია, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe), რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რასაც მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა. მისი მიხედვით, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს; მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში; ღრმად შემაშფოთებელია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.  რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა

პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მან მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.   „ვიმყოფები ბრიუსელში, აქ იტალიიდან ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.    მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულის გარდა სხვა მომავალი არ აქვს. „არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი

ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა ჰპოვა მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან

ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მოქალაქეების ევროპული მიზნების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები. ამის შესახებ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მიუთითებს. უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რაც ყველაზე დიდი გეოსტრატეგიული ინვესტიციაა“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში. ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან, გახდნენ წევრი ქვეყნები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებში. ევროპარლამენტარები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“ ითხოვენ. ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ნაწილში საუბარია, რომ საქართველოც უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ. ევროპარლამენტი რეზოლუციაში უთითებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის. რეზოლუციაში ასევე არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს და რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია. „ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ისტორიული პასუხისმგებლობა და მისცენ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რაც გულისხმობს მათთვის ევროპულ პერსპექტივის მინიჭებას“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს

ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი). მან საქართველოსთვის დეპოლარიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „მე მინდა რამდენიმე ძირითად ელემენტზე ვისაუბრო. პროექტი მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, მიაღწიონ ქვეყნის მოსახლეობის ამბიციურ ევროპულ მიზნებს. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას, რაც ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით უნდა შესრულდეს.  ანგარიშის პროექტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადაჭრას ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა დასახელებისა და დანიშვნის პროცესში, ასევე - გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რომ პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; რეზოლუციის პროექტი ასევე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების საჭიროებასა და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნაზე. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს, მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის შესახებ აღქმას“. კერძოდ, სვენ მიქსერმა ახსენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშვნა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე; „ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში არსებობდა პროგრესის ნაკლებობა, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო 75 მილიონი ევროს ტრანში, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება 2021 წლის სექტემბრისთვის. ამასთან, ანგარიშის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტიანად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება და შეშფოთებას გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ამასთან, ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა. ცნობისთვის, ეს ანგარიშის პროექტი რეზოლუაციას უნდა დაედოს საფუძვლად.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში „რეფერენდუმებს“ გმობს

რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებს გმობს და რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს. კენჭისყრისას ოთხმა ქვეყანამ - ჩინეთმა, ინდოეთმა, გაბონმა და ბრაზილიამ თავი შეიკავა, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 10 წევრმა მხარი დაუჭირა აშშ-სა და ალბანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იქნება უშიშროების საბჭოს წევრების მინიმუმ ცხრა ხმა, მუდმივი წევრების ვეტოს გარეშე. დისკუსიის დროს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ  შეერთებული შტატები "უხამსობაში" დაადანაშაულა, რადგან  უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ქმედებების კენჭისყრაზე დაყენება, რეზოლუციების განხილვის დადგენილ წესს არღვევს და ვეტოს უფლების გამოსაყენებლად, მოსკოვის პროვოცირებას იწვევს. ამის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგება გენერალურ ასამბლეაზე, სადაც არ არსებობს ვეტოს უფლება, რათა აჩვენონ, რომ მსოფლიო „ჯერ კიდევ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარესაა“. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.   

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ფსევდორეფერენდუმებს არ აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოადგენს ამ უკრაინის რეგიონების სტატუსის შეცვლის საფუძველს. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი.  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის მცდელობას გმობს. რეზოლუციას გაეროს 193 წევრიდან, მხარი 143-მა დაუჭირა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გააუქმოს 2022 წლის 21 თებერვლისა და 29 სექტემბრის გადაწყვეტილებები ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით და „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ“ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებულად მიღებას უჭერს მხარს. რეზოლუციას ჰყავდა 547 მომხრე, 49 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ საბჭომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შედეგად, 2023 წლიდან უნდა გაუქმდეს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები. შენგენის ზონა ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისა და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს დღეს შენგენის ზონა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, გარდა ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთისა. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი ასევე შენგენის ზონაში შედიან.  

კიევი მუშაობს გაეროში წარსადგენი რეზოლუციის პროექტზე, რომლის თანახმად, უკრაინაში ომისთვის კომპენსაცია რუსული აქტივებიდან უნდა გაიცეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროში წარსადგენი რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის კომპენსაცია რუსული აქტივებიდან გაიცემა. „მე გავმართე შეხვედრა გაეროს სტრუქტურებში ჩვენი რეზოლუციის პროექტის შემუშავების თაობაზე კომპენსაციის მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას, ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანისთვის. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად გადაიხდის ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

Reuters: მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ​გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობა დაატოვებინეს

მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ​გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ Reuters წერს.  საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს სააგენტოს ცნობით, მადაგასკარის პრეზიდენტმა ენდრი რაჟოლინამ რიჩარდ რანდრიამანდრატო სწორედ აღნიშნულ კენჭისყრაზე უკრაინის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმის გამო გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ.  

დარჩიაშვილი ოპოზიციას: სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას, როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებას და მიაჩნია თუ არა, რომ რუსეთის ფედერაცია ტერორისტული სახელმწიფოა.   „სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი პოზიცია იყოს მობილიზებული და ჩვენ ამ მიმართულებითაც გექნება მომავალში კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. „ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ  ცხადდება და მისგან მოთხოვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ აწერს. ამ გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნიან, რომ რეზოლუციის დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული. ცხადია, ეს არ შეიძლება, ნამდვილი მიზეზი ყოფილიყო. ბატონო მინისტრო, თქვენ როგორ აფასებთ რეზოლუციაზე საპარლამენტო დელეგაციის დეპუტაციის ხელმოუწერლობას? - როგორ აფასებთ, არა როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე, არა პარტიული თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი ხედვით. პირადად, თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად? გეკითხებით როგორც საქართველოს მოქალაქეს - პარტიული პასუხისთვის ნუ შეწუხდებით“, - მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა როსტომ ჩხეიძემ დარჩიაშვილს. გარდა ამისა, დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს. ამიტომ, ვერ მივიღებთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დუმს. კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ, „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროექტს მხარი რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს, ათმა არამუდმივმა წევრმა - ირლანდიამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, მექსიკამ, კენიამ, განამ, გაბონმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი, თავი შეიკავეს. აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთის მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე რაიმეს „მტკიცებას“ ფიქცია უწოდა.   

კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაზე: თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს

ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო „მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის. რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ის რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება. იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა კალაძემ.  

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს, უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

საქართველო, მხარს უჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეის 94-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 14 იყო, 74-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტი უკრაინის მიერ იყო ინიციირებული. დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში და უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველა დარღვევისთვის. ამასთან დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციას გაერო-ს წევრების მიერ ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ.  

ანდრიუს კუბილიუსი: შეთანხმება მიღწეულია, ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული.   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა „ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.   მთავარი ხაზია:   „ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და ქვეყნად, რომელიც ტერორისტულ საშუალებებს იყენებს“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.   უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

დღეს, 14 დეკემბერს ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერია.  ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და პრიორიტეტების სრულად შესრულება 13 დეკემბერს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ევროპარლამენტი: ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. წერს „ინტერპრესნიუსი“. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო  ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. "[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ჩადებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც მოგვარებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს; [ევროპარლამენტი] ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემის მოგვარების რჩევას იძლევა, კერძოდ კი, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების, სისტემური გზით, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით“, - აღნიშნულია შესწორებაში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით. „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.  

რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ეს ანგარიში საქართველოსთვის ისტორიულ მომენტში მოდის 2022 წლის 3 მარტს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი ოფიციალური განაცხადის შემდეგ. ის იძლევა შესაძლებლობას, ახლოდან დავაკვირდეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების (AA) განხორციელებაში მიღწეულ საერთო პროგრესს. კომისიის შემდეგი შეფასების წინ აუცილებელი ქმედებების განხორციელება საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი უნდა იყოს. პოლიტიკური ნებაა საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებას მათი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და მისი გამოყენებაა საჭირო. განხორციელების მიმდინარე ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის მიზნისკენ. ის ეფუძნება ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს და მისი ორგანოებისა და საქართველოსთან დაკავშირებული ძირითადი წევრების საქმიანობას, რაც ასახავს ჩვენი ინსტიტუტის მჭიდრო და მუდმივ ჩართულობას საქართველოსთან“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ განაგრძოს რეფორმის პრიორიტეტები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კომისიის მოსაზრებაში და რომელიც ასახავს 2021 წლის 19 აპრილს შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. „ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს ამ პრიორიტეტების გადასაჭრელად სამუშაო პროცესის დასაწყებად და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, წარმართონ ეს პროცესი ინკლუზიურად და გამჭვირვალედ; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინადადებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი და სანდო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაგრძელდება მისივე დამსახურებითა და მისი წარმატების საფუძველზე ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესაბამისად, განსაკუთრებით დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით“. „რეზოლუცია ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - ნათქვამია დოკუმენტში.ამასთან, ევროპარლამენტის რეკომენდაციით, სისტემური გზით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, (კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის); ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით; რეზოლუცია იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის უფლება საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, უზრუნველყოს დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი; უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკაონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ საჯარო განცხადებებში; მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნახსენებია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეები.  

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა გაეწიოს, ამასთან, პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა. ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მხრივ, ლაკმუსის ტესტია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. რეზოლუციის ავტორები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. „ევროპული რეფორმების მიმართულებით ქვეყნის პროგრესი პოლიტიკის ცენტრში უნდა დაბრუნდეს”, - ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის მოწოდებით გამოდის. რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. „[რეზოლუცია]კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპული] საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის “ძალადობრივ დაპყრობას” გმობს და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბრის აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას. ევროპარლამენტის თანახმად, თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება. ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება. ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.  

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დახმარების შეტანის უზრუნველყოფის მიზნით, ე.წ. „ჰუმანიტარული პაუზისკენ“ მოუწოდებდა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნებს აქვთ თავდაცვის უფლება. რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ მათ ვეტო დაადეს აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რადგან ის არ მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, მწვანე შუქს აუნთებს ომის შემდგომ ესკალაციას. აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც და განაცხადა, რომ ნებისმიერი რეზოლუციის პრიორიტეტი უნდა იყოს პალესტინელებისა და ისრაელელების სიცოცხლის თანაბრად დაფასება. დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა ვერ მოიპოვა რუსეთის მიერ შემუშავებულმა ტექსტმაც, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა. მანამდე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ისა და რუსეთის რეზოლუციის პროექტები ვერ დამტკიცდება, ისინი შეეცდებიან შექმნან საკუთარი რეზოლუციის პროექტი ბრაზილიის მიერ შეთავაზებულ ტექსტზე დაყრდნობით, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, მაგრამ არჩეულმა წევრებმა მხარი დაუჭირეს.  

პაპუაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა მისასალმებელია. პაპუაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - თავისთავად ამ საკითხზე რეაგირება რაც არის ჩვენი მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში უკვე დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს და ეს არის სამწუხარო საბოლოო ჯამში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეზოლუციებს არ აქვთ ისეთი რეზოლუციები გამომდინარე იმისა, რომ წინა რამდენიმე რეზოლუციაში იყო დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამით ახდენენ ასეთი ინსტრუმენტების დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა სხვანაირია, ვიდრე რამდენიმე ევროპარლამენტარის თუ მთლიანად ევროპარლამენტის, ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ მკვლელობის გამოძიება. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია ამ დროს მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში ერთი, რომ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო - საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას და მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამოძიება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს იგეგმება. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს.  

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციას 468 მომხრე ჰყავდა, 99 წინააღმდეგ წავიდა. ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

ვინ არ დაუჭირა მხარი გაეროში რუსეთის რეზოლუციას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მიერ წარდგენილ რეზოლუციას კენჭი უყარა. რეზოლუციას „ბრძოლა ნაციზმთან, ნეონაციზმთან და პრაქტიკის სხვა სახეობებთან, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს,“ 118 ქვეყანა მიემხრო, 49 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი, თავი შეიკავა. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა. წინააღმდეგ მისცეს ხმა საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ავსტრიმა, ალბანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ფინეთმა, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიმა, პოლონეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მკაცრად გმობს ნაციზმის, ნეონაციზმისა და რასიზმის სხვა ფორმებს, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. მაგრამ, მისი თქმით, რეზოლუცია არის საბაბი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი აგრესიული ომის გასამართლებლად. უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თითქმის ორი წელია, რუსი სამხედროები თავს ესხმიან განურევლად ყველას, მშვიდობიან მოსახლეობას, სიკვდილით სჯიან, აწამებენ აუპატიურებენ და მასობრივად ასახლებენ მათ და ეს ყველაფერი - ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საბაბად ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია დაასახელა.