თეგი: რეფერენდუმი

იპე კოფოდი: დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას

„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი.  დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ - ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „დანიშნოს „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“- ნათქვამია განკარგულების თანმდევ ინფორმაციაში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

გაგლოევის განცხადებით, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა

„სამხრეთ ოსეთის“  ახლად არჩეული მარიონეტი პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ, ის რეფერენდუმის ჩატარებას ეთანხმება, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა. ალან გაგლოევმა ადგილობრივ გამოცემას განუცახდა, რომ  რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან ბიბილოვმა იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში. ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა ამასთან, „სამხრეთ ოსეთის“  ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ადგილობრივ გამოცემასთან გამოთქვა ეჭვი, რომ ბიბილოვის განკარგულება კითხვებს აჩენს, „იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიღებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან“. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს 

ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მედიასთან განმარტება გააკეთა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული რეგიონის შეერთებისთვის მზად არის, მაშინ ე.წ. რეფერენდუმისთვის ფულს ისესხებენ. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა "ჩვენ მის [რეფერენდუმის] ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს", – თქვა გაგლოევმა.   მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად 32.5 მილიონი რუბლია საჭირო, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს 

გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა შესაბამისი დადგენილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილოვის განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდეა შეჩერებული. პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს 

წინასწარი შედეგებით, 77%-მა ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 77%-მა ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინიცირებული ცვლილებები მმართველობის ახალ მოდელს ითვალისწინებს. რეგისტრაცია 11,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელსაც ყაზახეთში უყრიან კენჭს.  მოქმედი კონსტიტუციის მესამედი, რომელიც სახალხო კენჭისყრით 1995 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, შეიცვლება, თუ მას ყაზახები დაეთანხმებიან. თოყაევის მიერ 16 მარტს წამოწყებული რეფორმა ქვეყანაში მმართველობის ახალი მოდელის შემოღებას და ახალი ეპოქის დაწყებას ითვალისწინებს, რომელიც „ახალი ყაზახეთის“ სახელით არის ცნობილი. თოყაევის განცხადებით, ქვეყანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე გადავა. ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას აუკრძალავს.

რუსეთი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შემოსაერთებლად, „რეფერენდუმს“ გეგმავს - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.  ამის შესახებ, ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.  ანგარიშის თანახმად, 11 აგვისტოს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღი გამოცხადდება. მისი თქმით, ეს მოხდება „DPR-ის " სრული განთავისუფლების" შემდეგ. მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მოსკოვის მარიონეტები უკრაინის ნაწილების ანექსიისთვის, ყალბ რეფერენდუმებს გამართავენ.   

კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება

მოსკოვმა დაავალა ოფიციალურ პირებს, მოემზადონ იმ რაიონებში, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარებოდა, მათ შორის, ხარკოვში, ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკის ნაწილებში, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირველი რეფერენდუმი შეიძლება, გამოცხადდეს ამ კვირის ბოლოს. აშშ და საერთაშორისო საზოგადოება არ განიხილავს არცერთ ასეთ „არჩევნებს“ ლეგიტიმურად“, - აღნიშნა კირბიმ. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს 25 აგვისტოს გამართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.  

თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა

თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის  „ხელმძღვანელმა“ ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა „კანონს“, რესპუბლიკაში „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ“, რომლის შედეგადაც, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შესვლის საკითხი უნდა გადაწყდეს. რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს გაიმართება. დღესვე გახდა ცნობილი, რომ „რეფერენდუმს“ ამ საკითხზე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაც გამართავს. ანალოგიურ „კანონს“ ხელი, რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმაც მოაწერა.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.  

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგერს რინკევსმა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის ფედერაციის დაგეგმილ ყალბ „რეფერენდუმებს“, რომლის გამართვაც ლუგანსკისადა დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში იგეგმება, უკრაინისთვის იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდებითა და ახალი სანქციებით დაუპრისპირდეს.   თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „როგორც ჩანს, რუსეთი წინ მიიწევს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტა ყალბი „რეფერენდების“ ორგანიზება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უარყოს ეს ნაბიჯი, ახალი სანქციები უნდა დააწესოს და უკრაინამ მეტი იარაღი უნდა მიიღოს მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, - წერს Twitter-ზე ედგერს რინკევსი.  

დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის გათავისუფლებას

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის გეგმებისა, მოაწყოს ფსევდორეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა განაგრძობს მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „ფიქტიური „რეფერენდუმი“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც არანაირი ჰიბრიდული „მობილიზაცია". რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს", - წერს მინისტრი.  ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე კულებას განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, „რაც არ უნდა თქვას რუსეთმა“.  

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ.  მიხაილო პოდოლიაკი: რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო „რეფერენდუმი“ HIMARS-ს შეაჩერებს „რუსეთის ძალები ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხერსონში გაძლიერდა ადმინისტრაციული-პოლიტიკური რეჟიმი. მიმდინარეობს  სახლების შემოწმება და ფსიქოლოგიური ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.  ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ.  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.  შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.  

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სნიგირევკაში „რეფერენდუმის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ნიკოლაევის რაიონში რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული სნიგირევკის მაცხოვრებნი ოკუპანტების „რეფერენდუმის“ წინააღმდეგ აქციაზე გავიდნენ.  უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ „ჩვენ, სნიგირევკას მცხოვრებნ, დღეს შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ რეფერენდუმის უკანონო ჩატარება ქალაქ სნიგირევკისა და მიმდებარე სოფლებში. სნიგირევსკის რეგიონი ყოველთვის იყო და იქნება უკრაინა. ჩვენ არასდროს გვინდოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა და  არც ახლა გვსურს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ.  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.  შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.  

ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა. მედია წერს, რომ იქ დღეს ე.წ. რეფერენდუმი ტარდება. „ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუჩნდა“, - წერს ფედოროვი და აღნიშნავს, რომ სხვა ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. 

სლოვაკეთში ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩაიშალა

რეფერენდუმის ჩაშლის მიუხედავად, სლოვაკეთში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პარლამენტის 4 წლით არჩევის წესი შეიცვლება, რისთვისაც საკონსიტუციო ცვლილებაა საჭირო. რეფერენდუმი ბათილად გამოცხადდა, რადგან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 27% გამოცხადდა. ბარიერის გადასალახად კი, რეფერენდუმში მონაწილეობა 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. 1993 წელს დამოუკიკდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვაკეთში რეფერენდუმი ერთხელ შედგა, როდესაც კენჭისყრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩატარდა.  ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს კვირას, საღამოს გამართავენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარების პერსპექტივებს განიხილავენ. არჩევნები შესაძლებელია, ზაფხულამდე ან შემოდგომამდე ჩატარდეს. მორიგი არჩევნები სლოვაკეთში 2024 წლის თებერვალშია დაგეგმილი. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ პრემიერ ედუარდ ჰეგერს იანვრის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ნაბიჯები გადაედგა. კაპუტოვამ მმართველი პარტია სლოვაკეთის ქაოტური გზით მართვის გამო გააკრიტიკა. ჰეგერმა მთავრობას გადადგომისკენ 2022 წლის სექტემბერში მოუწოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში "რეფერენდუმის" ჩატარება სურთ

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“, „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები „რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ. ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“. „რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხევვაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი, სულ მცირე 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.  

ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით, 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი. გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი მოსახლეობას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციაზე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას გაიანას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას უკრძალავს. რეფერენდუმი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. 1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია გაიანის ნაწილად აღიარა. მაშინ ეს დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.  

მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება 2024 წელს სურს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს კვირას გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. სანდუმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, „ეს შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ.“ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. და ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გვაქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის მოწყობა მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი იქნება მოქალაქეების ხმა,“ -განაცხადა მაია სანდუმ. მან ასევე სთხოვა მოლდოვის მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას „ევროპული ინტეგრაციის შესახებ მისიის შესასრულებლად.“  

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაეთანხმა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვის გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული. თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ქვეყნის კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება იქნება შეტანილი. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში მოლდოვის ევროპული იდენტობისა და ევროპული გზის უცვლელობის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება. ასევე, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გაჩნდება “ევროპული ინტეგრაცია.” მასში აღნიშნული იქნება, რომ მოლდოვა უერთდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს და აქტებს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების გადახედვას ითვალისწინებენ.