თეგი: რკინიგზა

ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს

ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა რუსტამ გასემმა განაცხადა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს მისი თქმით, რკინიგზის ამ ხაზის არ არსებობა, სატრანზიტო გადაზიდვებში პრობლემებს შექმნის. გასემის განცხადებით, დღეს ინდოეთიდან კონტეინერები ირანის „შაჰიდ რადჯაის“ პორტში შედიან და იქიდან ხდება გემებით კონტეინერების ტრანსპორტირება, შემდეგ კი რკინიგზით ქალაქ რაშტში გადაზიდვა. საიდანაც ტვირთი ქალაქ ასტარაში იგზავნება, შემდეგ კი აზერბაიჯანის რკინიგზით ფინეთში ხვდება. ტვირთის გადაზიდვას 17-18 დღე სჭირდება. ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებმა, თეირანს მიმართეს, რომ შეიქმნას რკინიგზის ახალი მარშრუტი ირანის ტერიტორიაზე, რუსეთის მიმართულებით. „ცოტა ხნის წინ რუსეთსა და ირანს შორის 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. სხვა ქვეყნებმაც შემოიტანეს განაცხადები, ირანის გავლით საქონლის ტრანზიტზე, - განაცხადა გასემმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.  

თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს

ყაზახეთი მზადაა „მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურ აზიაში რეგიონის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ცენტრალური აზიის რეგიონის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის სეგმენტში მიზანმიმართულად იზრდება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თოყაევის თქმით, ყაზახეთი აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტს. ამსთან, ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში. „ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საშენი მასალების უწყვეტი მიწოდება“ - დააზუსტა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტაშკენტში დაამტკიცეს საგზაო რუკა, რომელიც მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება $5 მილიარდია.  

უკრაინაში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. ოფიციალური პირის ცნობით, სოფელ ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. „საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. 11 წლის ბიჭი სახლის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, ხოლო 6 წლის ბავშვი დაბომბვის დროს“, - განაცხადა ტიმოშენკომ. გარდა ამისა, მისი თქმით, დაშავებულია 31 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმა, სარკინიგზო სადგურზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.   

ჩინეთი და უზბეკეთი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ისტორიული შეთანხმება შედგა. უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამარყანდში გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ლიდერებმა განიხილეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უზბეკეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერების შემდგომი გზები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს $8 მილიარდს მიაღწია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიარდს გადააჭარბა.  ღონისძიების შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობაა $15 მილიარდი.  მოლაპარაკებების დასასრულს სი ძინპინმა მირზიოევი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია. მირზიოევმა სი ძინპინგი უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ოლი დარაჟალი დუსტლიკის“ ორდენით დააჯილდოვა.  

რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს

რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგი,(RZD) აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებთან სარკინიგზო მონაკვეთის რეშტი (ირანი) - ასტარა (ირანი) მშენებლობის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის უფროსის მოადგილემ სერგეი პავლოვმა საერთაშორისო საექსპორტო ფორუმზე „Made in Russia“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  „დიახ, „რეშტ-ასტარა“ დღეს სერიოზული დაბრკოლებაა სარკინიგზო მარშრუტის ერთ ჯაჭვში დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გვჭირდება. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანულ მხარესთან და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ მარშრუტის გასაშვებად“, - განაცხადა პავლოვმა. პავლოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის რკინიგზა, RZD Logistics-თან ერთად, უკვე იყენებს „რეშტ-ასტარას“ მარშრუტს, როგორც მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს. მხარეები ამ სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე 2016 წელს შეთანხმდნენ.   

ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ. ეს საკითხი მხარეებმა ბაქოში, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 შეხვედრაზე განიხილეს. „ნახიჩევანის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუ-სიადარიაკ-ნახჩევანი-ჯულფა სარკინიგზო პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეების პროგნოზით, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნისა და ნახიჩევანამდე რკინიგზის მშენებლობის შედეგად აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები გაფართოვდება“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  ამასთან, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში.  ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 9 თვეში ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ჯამური მოცულობა 60,2%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა - 96,3%-ითაა გაზრდილი.  

სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს

სტამბოლში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე „Logitrans-2022“ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე ისაუბრეს. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია შპს ADY Container-ი იტყობინება. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „თურქეთში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანიის თანამშრომლებმა, მონაწილეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და ახალი პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ტვირთის მფლობელი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ახალი თანამშრომლობის საფუძველი ჩაეყარა. პარტნიორებთან დისკუსიების დროს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე იმსჯელეს“, - აცხადებენ ADY Container-ის წარმომადგენლები. ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია.  სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.  ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

აზერბაიჯანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაფართოებას გეგმავს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა - 8,7 მლნ ტონამდე, აქედან 6,7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა სარკინიგზო ტრანსპორტით. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ველოდებით სატრანზიტო ტვირთის მოცულობას გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. ამიტომ ვგეგმავთ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გაფართოებას (მე-2 ფაზის მშენებლობას), ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის გაზრდას“, - განაცხადა რაჰმან ჰუმმატოვმა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს  

ყაზახეთი ჩინეთთან საზღვარზე, კიდევ ერთი სარკინიგზო გადასასვლელის გახსნას გეგმავს

ყაზახეთი ჩინეთთან მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა, ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.  მისი თქმით, სატრანზიტო ტვირთების შემდგომი გაზრდის მიზნით, მუშავდება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხი აბაის რეგიონის ურძჰარის რაიონში ბახტის რეგიონში, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი და საზღვრის გადაკვეთის ტერმინალი აშენდება. ჟუმანგარინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს 5 საერთაშორისო სარკინიგზო და 8 საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. აქედან 3 სარკინიგზო და 6 საგზაო დერეფანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ დერეფნებთანაა სინქრონიზებული.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სატვირთო გადაზიდვებმა მილიონ ტონას გადააჭარბა

2022 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიარა, ჯამში, 2017-2022 წლებში ამ ხაზით ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.  ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება „მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატვირთო მიმოსვლა ამ მარშრუტზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში. ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზის მშენებლობა BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:  რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე  

ირანი და რუსეთი რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ირანმა და რუსეთმა რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რკინიგზა 3 წელიწადში უნდა აშენდეს. ირანი: რუსეთი, რეშტ-ასტარას სარკინიგზო პროექტში ინვესტირებას გეგმავს ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილე შაჰრიარ აფანდიზადე აცხადებს, რომ რეშტ-ასტარის სარკინიგზა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია.   მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის 162 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება, რომელიც ბანდარ აბასიდან რეშტამდე და რეშტიდან ასტარამდე გადის და აზერბაიჯანის გავლით ირანს რუსეთთან და ჩრდილოეთ ევროპასთან აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ამ მარშრუტის აქტიური  განვითარება ახლა დაიწყო.   

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა

დღეიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი. „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე