თეგი: რუმინეთი

საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე მიიღება. მინისტრი სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში და როგორც განაცხადა, საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ძალიან მალე განიხილავს ფლორენს პარლის თქმით, რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაძაბულობის ზონაშია.  

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ

Europetime-ის ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცას პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.  ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ქვეყნის პერსპექტივაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს. ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ისე საგარეო ველს, უკრაინის კრიზისს და ასე შემდეგ. იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტა მოჰყვება? იულიან კიფუ: ვარაუდების გამოთქმა გამიჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება სიტუაციის დამაბალანსებელი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიპლომატიური გზები, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.

რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს

რუმინეთი ახალი თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენას კვლავ გეგმავს. პორტუგალიიდან და ნორვეგიიდან გამანადგურებლების შეძენის შემდეგ, რუმინეთი საჰაერო ძალების განახლებას განაგრძობს, მაგრამ ახალი თაობის მებრძოლები ექსპლუატაციაში მხოლოდ 2030 წლის შემდეგ შევა. „F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს რუმინეთის არმიას, უფრო ეფექტურად შეასრულოს მისია, თუმცა საჰაერო ძალების მოდერნიზაცია აქ არ შეჩერდება; ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი თაობის თვითმფრინავების, F-35-ის შესყიდვას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის შემდეგ. იოჰანისმა დაამატა, რომ რუმინეთმა გადაწყვიტა, განავითაროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები NATO-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. რუმინეთს ამჟამად 17 F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი ჰყავს. რუმინეთი, რომელიც NATO-ს 2004 წელს შეუერთდა, 2026 წლამდე 9,8 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. აშშ-მ F-35 - ის გამოყენებით, პირველი საბრძოლო ოპერაცია 2019 წლის მაისში ჩაატარა. კერძოდ, F-35-მა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვირაბებზე მიიტანა იერიში, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ.

რუმინეთში 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, აშშ-ის დამატებით 100 სამხედრო მოსამსხურე რუმინეთში განლაგდება. აშშ 1000 სამხედროს რუმინეთში, 2000-მდე ჯარისკაცს კი, პოლონეთში გზავნის. რუმინეთში აშშ-ის 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.

უცხოური მედია: NATO-ს შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება

NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ. ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

რუმინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგია

„ალიანსის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის არსებობა - ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის, რომელიც ქმნის ძლიერ თავდაცვას და ძლიერ შეკავებას“, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ჯარის განთავსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სავსებით აშკარაა, რომ ჩვენ გვქონდა საჭიროება, გვყოლოდა მეტი ჯარი აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის არეალში ყველა ევოლუციის გამო. ასე რომ, ამ დღეებში ამ ჯარების აქ ყოლა, რუმინეთში ჩამოსვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და გვჯერა, რომ ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს ევროპის ამ მხარეში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას, ვაგრძელებთ. ასე რომ, მჯერა, რომ რუმინეთის როლი მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან, შავი ზღვვის რეგიონში უსაფრთხოებას კი, NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები  კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო NATO-ს ახლო პარტნიორები არიან

NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები  კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა

იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვალს რუმინეთს ეწვევა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად პრესკონფერენცია. ისინი რუმინეთში მოკავშირე ქვეყნებიდან დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზას ეწვევიან. ჯარებმა, რომლებიც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან გადაიყვანოს, კოგალნიცეანუს ბაზას უნდა მიაღწიონ. სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონა ქვეყანაში 9 თებერვალს საღამოს, არადში, ნადლაჩის სასაზღვრო პუნქტზე შევიდა. თავდაცვის სამინისტრომ (MApN) განაცხადა, რომ რუმინეთში მეტი აღჭურვილობა და პერსონალი ჩავა უახლოეს პერიოდში.10 თებერვალს კრაიოვაში სამხრეთ-დასავლეთის მრავალეროვნულ ბრიგადაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები NATO- მიერ მიღებული ზომების  საჭიროებაზე მიუთითებს და რუმინეთი თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა.

რუმინეთმა MIG-21-ის ფრენები შეაჩერა

NATO-ს წევრმა რუმინეთმა სამხედრო თვითმფრინავების - MiG 21 LanceR-ის ფლოტის მოქმედება გახშირებული ავარიების გათვალისწინებით შეაჩერა და ნორვეგიიდან F-16-ების შესყიდვას დააჩქარებს. ამის შესახებ Reuters-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არ იყო დაკავშირებული რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში, რომელსაც რუმინეთთან აქვს საზღვარი. მოკავშირე ქვეყნებს ასევე ჰყავთ თვითმფრინავები განლაგებული ქვეყანაში გაძლიერებული საჰაერო მისიებისთვის, რაც  აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერების ფარგლებში, NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუმინეთმა თავისი პირველი F-16 თვითმფრინავები პორტუგალიისგან 2016 წელს იყიდა, რადგან მუშაობს ძველი ეპოქის MiG-ების ეტაპობრივად გასხვისებაზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ დააჩქარებს პროცესს ნორვეგიიდან დამატებით, 32 F-16 თვითმფრინავის შესაძენად. ბოლო ავარია მარტის დასაწყისში მოხდა, როდესაც საჰაერო პატრულირების მონაწილე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. შვიდი ჯარისკაცი გაგზავნეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, თუმცა ისინი ასევე ავარიის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციისთვის, MiG 21 - ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც შეიქმნა მიქოიანის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ, საბჭოთა კავშირში. F-16 მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აწარმოა. დაპროექტებულია  როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი და წარმატებულ მულტიფუნქციურ თვითმფრინავად ითვლება. ასევე წაიკითხეთ რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს

რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს

რუმინეთი 17 აპრილიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული გემებისთვის პორტებს დახურავს. გამონაკლისია დაშვებული გემებისთვის, რომლითაც ჰუმანიტარული ტვირთი, ან სამედიცინო დახმარების პროდუქცია გადააქვთ. რუსული გემებისთვის საკუთარი პორტების დახურვის შესახებ უკვე განაცხადა იტალიამ. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს  Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ

რუმინეთის ელჩი: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო

რუმინეთის საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს პარლამენტში მოუსმინეს. პარლამენტის ცნობით, დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. რაზვან როტუნდუმ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა რუმინეთის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ დავგმეთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის მცდელობები. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის დეკლარაციას, რომ ხაზი გაგვესვა ჩვენი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად ყოფილიყო ნახსენები როგორც საქართველო ასევე, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ კითხვარების მიწოდებას სამივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა. რაზვან როტუნდუმ საქართველოს NATO-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორი. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს NATO-ს მისიებში ჩართულობის შესახებ. დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა. „ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომელიც გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომ რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. ასევე, პატივს ვცემთ საქართველოს მიერთებას ყველა იმ რეზოლუციებისადმი, რომელიც მიმართულია ამ კონფლიქტის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს

უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ბოგდან აურესკუმ  ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების და მისი ეკონომიკური აღდგენის საკითხები განიხილეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს რუმინელ კოლეგასთან და მეგობარ ბოგდან აურესკუსთან. მე ძალიან ვაფასებ რუმინეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა“, - წერს კულება Twitter-ზე. პარასკევს, უფრო ადრე, კულებამ ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა უკრაინის საექსპორტო მარშრუტები. ამავე თემაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს

მაია სანდუ მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე: ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მეზობელ სახელმწიფო რუმინეთთან გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ხალხი მოისურვებს. „ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურთ, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში. მანამდე კი თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

რუმინეთის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

რიგი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების შემდეგ, კიევში მუშაობა რუმინეთის საელჩომაც განაახლა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა. „ძალიან მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეიდან კიევში რუმინეთის საელჩომ განაახლა თავისი საქმიანობა. რუმინეთი სრულად დგას თავისი პარტნიორი უკრაინის გვერდით, მის მამაც ბრძოლაში თავისუფლებისთვის“, - განაცხადა აურესკუმ. კიევში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ბრუნდებიან, მათ შორის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც არიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს უკრაინის და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან - ბოგდან აურესკუ

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. რუმინელი დიპლომატის თქმით, საქართველოს უკრაინის და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ რეკომენდაციები სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით, ერთდროულად მოამზადოს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ამ ქვეყნებს სჭირდებათ საგზაო რუკა რეფორმებისთვის. ამის შემდეგ უკვე პროცესში მყოფ თითოეულ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული ამ გზის გავლა. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს შესაძლებლობა არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნებზე იქნება, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან გზაზე და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით, რომ მხარი დავუჭიროთ მათ“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო.  ჯოზეფ ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.  ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო

რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას

რუმინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს 2019 წელს წამოყენებულ ინიციატივას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტის შექმნის შესახებ, რომელშიც მთავარი მოთამაშეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და თურქმენეთი. „ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში“, - აცხადებენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც დააკავშირებს რუმინეთს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.  

რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს

აზერბაიჯანული მედია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებას აპირებს. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას „რუმინეთის სტრატეგია მიზნად ისახავს არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამ კუთხით შავი ზღვა უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა არა მხოლოდ რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი პროექტების განვითარებისთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის“,- აცხადებენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

რუმინეთის პრეზიდენტმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციააზე განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად. იოჰანისის თქმით, როცა ევროპის ისტორიისთვის გარდამტეხი მომენტია, ეს არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ სტრატეგიულ და შორსმჭვრეტი პასუხს. რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყოყმანის დრო არ არის“. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „მომავალ კვირას, ევროპულ საბჭოში, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

რუმინეთმა შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვება დაიწყო

რუმინულმა კომპანია Black Sea Oil & Gas-მა (BSOG) შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვების დაწყების შესახებ განაცხადა. პირველი ნაკადი რუმინეთის გაზის გადაცემის ეროვნულ სისტემას ოთხშაბათს ნაშუადღევს მიეწოდა, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. Midia Gas Development Project-ის ფარგლებში კომპანია გეგმავს 0,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოებას მიმდინარე წელს, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური წარმოება 1 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. რუმინეთში გაზის წლიური მოხმარება დაახლოებით 10-11 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. BSOG გაზის მოპოვებას აწარმოებს გაზს ანა და დოინას გაზის საბადოებიდან, რომლებიც  ნაპირთან 126 კმ გაზსადენითაა დაკავშირებული. ანას ველი აღმოაჩინეს 2007 წელს. კიდევ ერთი დიდი ველი, დოინა, 1995 წელს. პროგნოზების მიხედვით, ისინი ათი წლის განმავლობაში იმუშავებენ. ამ საბადოების მარაგი 10 მილიარდი კუბური მეტრია. ეს არის პირველი ოფშორული გაზის პროექტი რუმინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში და ერთადერთი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.  

TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუმინეთში ყიდულობს და ყიდის

საქართველოსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ეს საკითხი, კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს Europetime-ს მოთხოვნით საქსტატიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 2022 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ბრუნვა - 2021 წლის იანვარ-აპრილი $61,411.5 ათასი; ექსპორტი - $9,880.9 ათასი; იმპორტი - $51,530.6 ათასი; ბრუნვა - 2022 წლის იანვარ-აპრილი $93,700.5 ათასი; ექსპორტი - $16,378.5 ათასი; იმპორტი - $ 77,322.1 ათასი; საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $32 მილიონითაა გაზრდილი.  რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუმინეთში - TOP 10 პროდუქტი 2021 წლის იანვარ-აპრილი -ექსპორტი სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $8,818.6 ათასი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $366.0 ათასი; ფეროშენედნობები - $ 261.1 ათასი; ყალიბები და ბოყვები; სასმხმელო ქვეშა; სასმხმელო მოდელი; ფორმები - $114.3 ათასი; ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $96.9 ათასი; ცოცხები და ჯაგრისები - $93.3 ათასი; მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად, სხვა ადგილას დაუსახელებელი - $39.9 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $16.2 ათასი; ავტოსატვირთელები - $11.5 ათასი; ინსტრუმენტები, კორპუსები და სახელურები ინსტრუმენტებისათვის მერქნისაგან - 9.7 ათასი; დანარჩენი საქონელი -$ 53.5 ათასი; 2022 წლის იანვარ-აპრილი - ექსპორტი სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $14,455.1 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $1,240.1 ათასი; ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $291.2 ათასი; ცოცხები და ჯაგრისები -$ 97.1 ათასი; ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი -$63.0 ათასი; საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $ 61.7 ათსი; კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - $17.9 ათსი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) -$17.7 ათასი; ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) - $16.4 ათასი; ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის -$15.4 ათასი; დანარჩენი საქონელი -$102 ათასი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუმინეთში ექსპორტში, მინერალური სასუქები პირველ ადილზეა, მეორეა მსუბუქი ავტომობილები, შემდეგ კი ბოსტეული. 2021 წელს საექსპორტო ათეულში მეორე მესამე ადგილზე იყო თამბაქოს ნაწარმი და ფეროშენადნობები. მიმდინარე წლის ოთხ თვეში, საქართველოდან რუმინეთში ფეროშენადნობები ექსპორტი არ განხორციელებულა.  2022 წლის იანვარ-აპრილი - $ 77,322.1 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $71,194.6 ათასი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 927.3 ათასი; ფილები მერქან-ბურბუშელისა - $766.9 ათასი; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $682.1 ათასი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $483.3 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $430.2 ათასი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) - $272.1 ათასი; პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული- $250.0 ათასი; მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $166.3 ათასი; საფრენი აპარატების ნაწილები - $142.4 ათასი; დანარჩენი საქონელი - $2,006.8 ათასი; 2021 წელი იმპორტი - $51,530.6 ათასი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $40,597.1 ათასი; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $3,199.7 ათასი; კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას- $2,142.3 ათასი; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -$831.1 ათასი; ფილები მერქან-ბურბუშელისა -$550.0 ათასი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები- $404.0 ათასი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული -$371.1 ათასი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) -$310.2 ათასი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $239.6 ათასი; პაპიროსის ქაღალდი -$206.6 ათასი; დანარჩენი საქონელი- $ 2,678.8 ათასი; საქასტატიდან მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ რუმინეთიდან იმპორტში, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორეა კოქსი და ქვანახშირი; მესამეზე კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები.  Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში განუსცხადეს, რომ არის მოლოდინი, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება.  ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ  ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.   ცნობისათვის, 17 ივნისს, ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა,   რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. 

შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს

ექსკლუზივი Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შავ ზღვაზე, საქართველოს და რუმინეთს შორის საზღვაო კავშირები ვითარდება. კერძოდ, „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს საკონტეინერო გემის მეშვეობით განახორციელებს. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მარშრუტის განვითარების წინაპირობა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ინიციატივა რუმინეთისა და თურქმენეთის ეკუთვნით. 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს „დეკლარაციისას ხელმოწერისას აქცენტი გაკეთდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტზე, რომელიც შექმნის ეფექტური ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ორი ზღვის მეშვეობით. ქვეყნის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქართული მხარე დაინტერესებულია გააღრმაოს ურთიერთობები სამივე ქვეყანასთან აღნიშნული დერეფნის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ  ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.   ცნობისათვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა,   რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.   

რუმინეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი გადაბრუნდა - მედია

ოთხშაბათს ნაშუადღევს რუმინეთის სარკინიგზო ჩიხ იასში, მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინულ მარცვლეულს გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუმინულ ტელეარხ Pro TV-ზე დაყრდნობით იუწყება. რუმინეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:20 საათზე მოხდა. მატარებელი შედგებოდა 32 „უკრზალიზნიცის“ ვაგონისგან, რომელთა წონა 733 ტონაა. ავარიის შედეგად მატარებლის 11 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა და ამობრუნდა. Pro TV-ს წყაროების ცნობით, მატარებელი რუმინეთის პორტ კონსტანცადან კრისტესტის სადგურში ბრუნდებოდა, სადაც უკრაინიდან მარცვლეული იყო დატვირთული. ავარიის წინასწარ მიზეზად რკინიგზის ცუდ მდგომარეობას ეძახდნენ, თუმცა ვაგონებთან პრობლემას არ გამორიცხავენ. რუმინეთის რკინიგზამ უარი თქვა ინფორმაციის დადასტურებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ავარიის გამო ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტების ორგანიზება დაიწყო. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დიმიტრი სენიკმა განაცხადა, რომ საზღვაო ბლოკადის პირობებში, უკრაინას ხორბლის ექსპორტისთვის ორი არხი აქვს - პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულის გავლენა შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. „რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქყეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობა. ქართული მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი“,-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვის გაზმომარაგება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩიუკამ განაცხადა, რომ საბერძნეთიდან ბულგარეთში ინტერკონექტორის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შეძლებს, უზრუნველყოს გაზის მიწოდება უკრაინასა და მოლდოვაში. ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა. „ინტერკონექტორი უზრუნველყოფს გაზის მიწოდებას როგორც ბულგარეთში, ასევე, რუმინეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას", - ხაზგასმით აღნიშნა ჩიუკაუმ.   

NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთში წვრთნები ჩატარდა

NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთის თავზე საჰაერო-საბრძოლო წვრთნები ჩაატარდა. მანევრების მიზანი თავსებადობისა და მზადყოფნის დემონსტრირებაა. ალიანსის ცნობით, კომბინირებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო NATO-ს 20-ზე მეტმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ტანკერმა და ადრეულმა გამაფრთხილებელმა თვითმფრინავმა, ასევე ჩართული იყვნენ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთდღიანი წვრთნები მოიცავდა რუმინული F-16 ტიპის მოიერიშეების, ფრანგული  და გერმანული საბრძოლო თვითმფრინავების მანევრებს, ასევე, წვრთნებში მონაწილეობდნენ აშშ-ის EA-18 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში USS Harry S. Truman-ის გადამზიდავიდან გაიგზავნა. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ ბელგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. „NATO-ს ძალების მდგრადი მზადყოფნა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე იძლევა პოტენციურ აგრესიაზე ქმედითი და საიმედო პასუხის შესაძლებლობას. ადგილობრივ რუმინულ F-16 ტიპის მოიერიშეებს შეუერთდნენ ფრანგული Rafale და გერმანული Tornado-ს წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც თავიანთი შიდა ბაზებიდან განლაგდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტი ჯარით, საზღვაო ყოფნითა და თვითმფრინავით“, - აღნიშნულია ალიანსის ინფორმაციაში.   

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რუმინეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საელჩო ინფორმირებულია.  „რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის დებულებებთან გამომდინარე მივიღეთ. რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რუმინეთის ტერიტორია ამ კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს", - განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

რუმინეთს თურქეთისგან 18 დრონის შეძენა სურს

რუმინეთმა თურქულ  Bayraktar TB2-ის შესყიდვის ინტერესი გამოხატა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 თვითმფრინავის შესაძენად პარლამენტის თანხმობა სთხოვა. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თანხმობის შემდეგ, 300 მილიონი ევროს (299,6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.    

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი შავ ზღვაში ნაღმს დაეჯახა

რუმინეთის საზღვაო ძალების ნაღმტყორცნი შეეჯახა ნაღმს, რომლის განმუხტვასაც ცუდი ამინდის პირობებში ცდილობდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ აფეთქების შედეგად 75 კაციანი ეკიპაჟი არ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამინისტრომ განაცხადა, რომ გემს შეატყობინეს ნაღმის შესახებ, რომელიც რუმინეთის შავი ზღვის პორტ კონსტანტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოძრაობდა. შავ ზღვაში ნაღმები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.   

უკრაინა, მოლდოვა და რუმინეთი თანამშრომლობის ახალ ფორმატს იწყებენ

უკრაინის, მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, თანამშრომლობის ახალ ფორმატს დაიწყებენ.  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკაციის თანახმად, ჩატარდა პირველი სხდომაც. მისივე თანახმად, მხარეებმა გააანალიზეს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე გავლენა, მათ შორის ლტოლვილთა ნაკადების მართვა, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირება, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტრანსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების დაცვა. „დღეს ოდესაში, მე ვმასპინძლობდი მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ახალი სამმხრივი ფორმატი აგვემოქმედებინა. ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და შევთანხმდით, რომ მრავალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. https://www.defense.gov/News/Releases/Release/Article/3159196/javelin-replacement-contract-awarded/  

მედია: რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი. მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს. „ჩვენი მთლიანი მოხმარება არის 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრს ვაწარმოებდით, ახლა კი წარმოება დავიწყეთ შავ ზღვაში, რითაც ამ მოცულობას კიდევ 1 მილიარდი კუბური მეტრი ემატება. ჯერ კიდევ გვჭირდება 2 მილიარდი კუბური მეტრის შემოტანა, ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, ჩვენთვის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ ქვეყნის ხელისუფლებასთან. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როცა დასრულდება, შედეგებს გამოვაცხადებთ, “- განმარტა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ .  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

რუმინეთი NATO-ს პროგრამის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და იორდანიას თავდაცვის გასაძლიერებლად $1,4 მილიონს გამოუყოფს

  რუმინეთი, NATO-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის (DCB) ფარგლებში, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და იორდანიის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად $1,4 მილიონს აშშ დოლარს გამოუყოფს. რუმინეთი სატრასტო ფონდიდან, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად $600 ათას დოლარს მოლდოვას, $400 000 უკრაინას, $300 000 საქართველოს და იორდანიას $100 000 გადასცემს. „გადაწყვეტილება შეესაბამება რუმინეთის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ინტერესებს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერის კუთხით“, - ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.  

რუმინეთი შესაძლოა, შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს

რუმინეთი შესაძლოა, წლის ბოლომდე შეუერთდეს შენგენის ზონას, ამის შესახებ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ევროპელი ლიდერების სამიტზე განაცხადა. იოჰანის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობის დროს, რუმინეთი შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს. „მაგრამ არ არსებობს გარანტიები, მკაფიოდ უნდა ვთქვა", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, შანსები ახლა  უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში, „რადგან ევროპაში ერთიანობის საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახდა იმ ომის დროს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“. იოჰანისი დარწმუნებულია, რომ ევროპის ერთიანობა მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია შენგენის ზონის ნაწილი გახდებიან. „ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, მე მჯერა, რომ ყველა ლიდერმა გააცნობიერა, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ კავშირის ერთიანობის გაძლიერება შეუძლია“, - აღნიშნა იოჰანსონმა. რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 10 წელზე მეტია ელოდება. საკითხი ევროკავშირის საბჭზე დეკემბერში უნდა გადაწყდეს.     

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან. 12 ოქტომბერს კი, პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.  

ბოგდან აურესკუ: რუსეთის მიერ გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა კიევში, რუმინეთის საელჩოდან 850 მეტრში ჩამოვარდა

10 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის ბოლო სარაკეტო დარტყმის დროს, ერთ-ერთი რაკეტა რუმინეთის საელჩოდან 850 მეტრში ჩამოვარდა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ გაავრცელა ინფორმაცია. მისივე ინფორმაციით, საელჩოს პერსონალი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. რუსეთის ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს მან მკაცრად დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმები. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  პრეზიდენტს „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ. რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ამ ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს - ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. „რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია. Ჩვენ 2019 წელს აღვნიშნეთ ქართულ-რუმინული ურთიერთიობების 300 წლისთავი, ხოლო წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქს, კოსტანცას“, - განაცხადა რუმინეთში საქართველოს ელჩმა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.  

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია

საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს „საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ისმის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი იწყებს ასევე მობილიზაციას, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც დაუშვებელია. ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის ეს არის მიუღებელი. ეს არის წარსულის ფორმა, რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა, ვინც დაიწყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა  

კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. „გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტების დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.  

კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება

რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუქარესტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს „წელს სამი ათწლეული სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობაში, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამ საერთო დეკლარაციის ხელმოწერის მეშვეობით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუმინეთსა და საქართველოში, ისე როგორც ჩვენ ეს შევათანხმეთ 2019 წელს ნიუ-იორკში. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენ ურთიერთობებს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, პირადი და ადამიანთა შორის ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც რა თქმა უნდა, გაღრმავდება ჩვენი ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, ეს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და გააუმჯობესებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ქალბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ ივნისში მიიღეთ ევროპული პერსპექტივა. რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით პოლიტიკურ სისტემაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალისხმევა მოდერნიზაციისა და დემოკრატიის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში. ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს ხდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად. ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება", - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. კლაუს იოჰანისმა ამ ფაქტს ისტორიული უწოდა. „ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტის დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

პრეზიდენტი: უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ

უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია "ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება. ეს პერსპექტივა იმის შედეგია, რაც უკრაინამ გააკეთა, მისი თავდადებული ბრძოლის შედეგია. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს, ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, ამისთვის გზა ხსნილია, შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა  

რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია

საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე". დოკუმენტი 11 ოქტომბერს ბუქარესტში გაფორმდა. რა წერია დეკლარაციაში, Europetime ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. რუმინეთი და საქართველო (შემდგომში „მხარეები“),  ეყრდნობიან რა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, 1996 წლის 26 მარტს, რუმინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დებულებებს, კვლავ ადასტურებენ რა რუმინელ და ქართველ ხალხს შორის საერთო ტრადიციებსა და ღირებულებებზე დამყარებულ, საუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, აერთიანებთ რა მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, განმტკიცებული არსებითი მნიშვნელობის ხშირი კონტაქტებით სხვადასხვა დონეზე, ინტენსიური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირებით, მზარდ სექტორულ თანამშრომლობასთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, მორგებულია და ხელს უწყობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განმტკიცებას,  კვლავ ადასტურებენ რა მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას, ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ,  ადასტურებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებისადმი განუხრელ ერთგულებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას,  ხაზგასმით აღნიშნავენ რა თავიანთ შეუქცევად მზაობას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საერთო ღირებულებები, ასევე, გაიზიარონ საერთო ხედვა ევროპაზე, რომელიც არის თავისუფალი, ერთიანი, გამყოფი ხაზების გარეშე, წარმატებული და მშვიდობიანი,  ხაზს უსვამენ რა საერთო ვალდებულებას, გააძლიერონ და ხელი შეუწყონ ევროპულ ღირებულებებს და ამ თვალსაზრისით, იხსენებენ რა, რომ რუმინეთი იყო ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, აღიარებენ რა რუმინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ, როგორც ეს აღიარებულ იქნა ევროპული საბჭოს მიერ, 2022 წლის 23 ივნისს,  კვლავ ადასტურებენ რა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროკავშირის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, თავისუფალი ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოებისათვის, აღიარებენ რა საქართველოს, როგორც პარტნიორის, საკვანძო როლს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით,  ხაზს უსვამენ რა დემოკრატიული და თავისუფალი მმართველობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას, ამასთან, კვლავ ადასტურებენ რუმინეთის მზაობას, მეგზურობა და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, უმნიშვნელოვანესი რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად, მხარს უჭერენ რა ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას და ამ მიზნით, იხსენებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლისადმი რუმინეთის შეუქცევად მხარდაჭერას, ხაზს უსვამენ რა, რომ უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში განუყოფელია და იხსენებენ რა თავიანთ ვალდებულებას, თავი შეიკავონ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი ფორმით, რომელიც შეუსაბამოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის იმ პრინციპებთან, რომლითაც ხელმძღვანელობენ წევრი სახელმწიფოები, იხსენებენ რა ვალდებულებას, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე, ასევე ყველა სახელმწიფოს განუყოფელ უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები,   ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუმინეთის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებენ რა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ უსაფრთხო და დაცული შავი ზღვის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მთლიანი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;  მაღალ შეფასებას აძლევენ რა საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს გამორჩეულ წვლილს და მის მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, კერძოდ, ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და NATO-ს მისიაში ავღანეთში, ისევე, როგორც NATO-სთან თავსებადობის მაღალ დონეს, როგორც ამას ადასტურებს საქართველოსთვის მინიჭებული „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი, ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ გამოწვევებმა და თანმდევმა ზომებმა, რომლებიც განპირობებულია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციით და დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებული მცდელობებით, ასევე მუდმივი პროვოკაციებით, გააუარესა ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ადამიანის უფლებების მდგომარეობა,    უდიდესი შეშფოთებით აფიქსირებენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა და შავი ზღვის რეგიონში არსებულმა სხვა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და კიბერ, ჰიბრიდულმა და სხვა ასიმეტრიულმა საფრთხეებმა ევროპის კონტინენტის ამ რეგიონს, ევრო-ატლანტიკურ სივრცესა და მის მიღმა, ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და გამოიწვია დესტაბილიზაცია,  ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის გაჭიანურებამ კიდევ უფრო შეზღუდა ადამიანის უფლებების დაცვა და გააუარესა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, მიაყენა რა მათ უდიდესი ადამიანური ზიანი,  აქცენტს აკეთებენ რა, მაშასადამე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოუგვარებელი კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობის საჭიროებაზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის წარმატებული ჩართულობისა და ნდობის აღდგენის გზით,  პატივს სცემენ რა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის გამორჩეულ წვლილს, რომელიც თავისთავად წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილ ღირებულ კონტრიბუციას და ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის გადამწყვეტ როლს, აღიარებენ რა საქართველოსა და რუმინეთის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ჰაბების, სტრატეგიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობას, მზად არიან რა ხელი შეუწყონ დაკავშირებადობის გაუმჯობესებას რეგიონსა და მთელს მსოფლიოში,  იღებენ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა გადაიყვანონ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში და ამ მიზნით, ადასტურებენ მზაობას:  კიდევ უფრო გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგის დინამიკა და შინაარსი, მაღალი დონის რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობით, მათ შორის, ორმხრივ თუ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საერთო ინტერესის საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, სხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო უწყებებს შორის კონსულტაციების მეშვეობით; ჩამოაყალიბონ უსაფრთხოების ყოველწლიური დიალოგი ორმხრივი ინტერესების საკითხებზე; გააძლიერონ ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და ორი ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტს შორის; გამართონ კონსულტაციები, საერთაშორისო ინიციატივებისა თუ მათი შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. გააძლიერონ თანამშრომლობა სექტორულ დონეზე, რუმინეთსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობის ხელშეწყობით, ტრანსპორტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგო-ინვესტიციების, კულტურის სფეროში და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით. მხარეები მიმართავენ ძალისხმევას, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სტრატეგიული მდებარეობა. რუმინეთი და საქართველო ხელს შეუწყობენ ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და სარგებლის მაქსიმალურად გამოყენებით.   ისინი, პრიორიტეტული წესით, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით შემდეგ საკითხებზე: შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა.  გააღრმაონ თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას და ამ პროცესში საქართველოს დახმარებას შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის, ასოცირების შეთანხმებით/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების ჩათვლით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით რეგულარული კავშირებისა და მჭიდრო კოორდინაციით, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამუშაო დონეზე, საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშეწყობით, მხარეები ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს სამომავლო ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად დამატებით შესაძლებლობებს მოიკვლევენ. მხარეები თანხმდებიან საუკეთესო სარგებელი მიიღონ „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“ პრაქტიკულ და საჭიროებებზე მორგებული თანამშრომლობის ხელშეწყობით საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის, დაკავშირებადობის გაძლიერებისა და მაღალი პროფილის საფლაგმანო პროექტების  განხორციელების გზით. გააღრმაონ თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეები გააძლიერებენ თავიანთ პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას.   რუმინეთი კვლავაც გააგრძელებს ასპირანტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების ყველა ასპექტის ჩათვლით და შემდგომი სამიტების შესაბამისად. მხარეები გააღრმავებენ კონსულტაციებს, დიალოგსა და თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ ნატოს ძალისხმევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, ალიანსის წევრების გადაწყვეტილებათა შესაბამისად. რუმინეთი და საქართველო გამოხატავენ მზაობას, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და იმ ზომების განხორციელების მიმართულებით, რომელთა მიზანია 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაძლიერება.  თავიანთ პარტნიორებთან ერთად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროატლანტიკური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში,  სანაპირო დაცვის სწავლებები, სიტუაციური ინფორმირებულობა, ინფორმაციის გაცვლა, მედეგობა და სტრატეგიული კომუნიკაცია, თანამშრომლობის შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად.  მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მოიცავს, და არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის უფრო ფართო და ეფექტიანი მონაწილეობისკენ მიმართული ძალისხმევა, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების შესასრულებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება და საოკუპაციო ხაზით დაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ჩართულობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების განხორციელება საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ (II) (საჩივარი 38263/08). ამასთან, შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მიმდინარე აგრესიული ქმედებებისა და პოლიტიკის ფონზე, მხარეები ხელს შეუწყობენ მჭიდრო თანამშრომლობას ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ როგორც ორმხრივი ფორმატების, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს მექანიზმების გამოყენებით, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარული კონტაქტებისა თუ შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით კიბერუსაფრთხოების სფეროსა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით.   კიდევ უფრო გააღრმაონ არსებული დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში. მხარეები თანხმდებიან, ახლო მომავალში, ერთობლივად შეიმუშავონ დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებსა და განსახორციელებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიული პარტნიორობა.  მხარეები მოუთმენლად ელიან მომავალ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში როგორც რუმინელი, ისე ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ.

სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს: ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები

„ძალიან დიდი როლი ითამაშა რუმინეთმა, რომ 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ჩატარდა, რომელმაც ერთ მაგიდასთან დასვა ყველა ქვეყანა, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვს, მათ შორის, საქართველო და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო და იქნება რუმინეთი“, - ამის შესახებ რუმინეთის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღეს, რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, ესეც ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან ამ დოკუმენტში დევს ჩვენი ერთობლივი მომავალი, მთელი ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაერთიანებდა აქამდე და რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ყველა მიმართულებით, ეს იქნება: ეკონომიკური, კულტურული. ეს იქნება სწორედ შავ ზღვაზე კონცენტრირებული, რადგან ეს არის ზღვა, რომელიც რეალურად საქართველოს ევროკავშირთან და ევროპასთან აერთიანებს. ეს შავი ზღვა უნდა გახდეს ნამდვილი ხიდი, რომელიც უნდა გვაახლოებდეს, ამიტომ უნდა დაიძლიოს ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება დღეს შავი ზღვის სტაბილურობას, რადგან, თუ არა სტაბილური, მშვიდობიანი შავი ზღვა, ჩვენ ვერ განვავითარებთ ყველა იმ პროექტს, რაც არსებობს ევროკავშირის მხრიდან და რომელშიც პირველ რიგში, რუმინეთი ჩვენთან ერთად მონაწილეობს. ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები, ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ხალხი და გავხადოთ ეს ფიზიკური კონტაქტები უფრო ადვილი - ეს იქნება საზღვაო მიმოსვლებით, თუ პირდაპირი ფრენებით. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ და დავინახოთ, რომ ფიზიკურად ვართ ერთმანეთთან უფრო ახლოს და ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამის საწყისია ეს განცხადება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მას დიდი მომავალი აქ. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტს და რუმინელ ხალხს, რადგან ხალხის გარეშე ეს ურთიერთობები ვერ განვითარდება და ვერ გადავა კიდევ შემდეგ ეტაპზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ორივე ქვეყნისათვის ჩვენი სამსაუკუნოვანი ისტორიისა და ჩვენი მომავლის გაგრძელებაა. გაეცანით Europetime-ის სტატიას შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს ძალიან ინტენსიური, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ. დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პრეზიდენტების მიერ - სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს და იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია, რუმინეთის მხარდაჭერა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებებში. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. რუმინეთი კვლავ და კვლავ რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად როგორც ევროკავშირში შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციებს და არის ერთგული იმ პოზიციისა, რომელიც მან განსაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან რუმინეთი თვლის, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვმდებარეობთ ერთ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში და სწორედ შავი ზღვაა ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, ევროკავშირთან და არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ევროკავშირთან. გამომდინარე აქედან, რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ. ეს არის სწორედ დაკავშირებადობა და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროექტები განხორციელდება და ჩვენი მოსახლეობა კონკრეტულად იგრძნობს იმ ბენეფიტებს, რომლებიც ექნება სწორედ ამ პროექტებს და იქნება მათი შედეგი. როგორც აღვნიშნე, რუმინეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში და რუმინეთი ყოველთვის აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ალინა გორგიუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრმა, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალ ხარისხში აყვანის საკითხი. ,,ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერიდან, გამომდინარე ახალი შესაძლებლობიდან და ახალი პროექტებიდან, რომელიც ამას მოყვება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან

10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე", დეკლარაცია გააფორმეს. საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.  ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტმა კონსტანცის პორტის ხელმძღვანელობასთან საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვების საკითხი განიხილა დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში. ასევე გაეცანით: რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს: ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივებსა და პოტენციალზე, Europetime ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. კიფუ ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.  ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივაზე? იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვა გვიწევს, გამოსავალს რაში ხედავთ? იულიან კიფუ: შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.

რუმინეთი, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად NATO-ს ფონდს $400 000 გადასცემს

რუმინეთის მთავრობა $1,4 მილიონს გადაურიცხავს NATO-ს სატრასტო ფონდებს, რომელიც ოთხი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. ამ დაფინანსებიდან უკრაინა $400 ათასს მიიღებს.  ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუმინეთი ნებაყოფლობით $1,4 მილიონს გამოყოფს NATO-ს სატრანსპორტო ფონდებში ჩვენი პარტნიორების გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. დაფინანსებას მიიღებს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და იორდანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  აღნიშნულია, რომ $400 ათასი დოლარი უკრაინისთვის NATO-ს სპეციალურ სატრასტო ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, რუმინეთი $600 ათასს გამოყოფს მოლდოვას, $300 ათასს საქართველოს და $100 ათასს იორდანიას.  როგორც Ukrinform იტყობინება, რუმინეთი გახდა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მეშვიდე წევრი, რომელიც იძიებს უკრაინაში მძიმე საერთაშორისო დანაშაულებს (JIT).  

რუმინეთი, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად NATO-ს ფონდს, $300 ათასს გადასცემს

რუმინეთის მთავრობა $1,4 მილიონს გადაურიცხავს NATO-ს სატრასტო ფონდებს, რომელიც ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. ამ დაფინანსებიდან საქართველო $300 ათასს მიიღებს.  ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუმინეთი ნებაყოფლობით $1,4 მილიონს გამოყოფს NATO-ს სატრანსპორტო ფონდებში ჩვენი პარტნიორების გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. დაფინანსებას მიიღებს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და იორდანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  აღნიშნულია, რომ $400 ათასი დოლარი უკრაინისთვის NATO-ს სპეციალურ სატრასტო ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, რუმინეთი $600 ათასს გამოყოფს მოლდოვას, $300 ათასს საქართველოს და $100 ათასს იორდანიას.   

რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა

საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. „აღინიშნა, რომ ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს. მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის უფროსი ვასილე იონესკუ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუმინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ვასილე დინკუს უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია და რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას, რაც არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, გაფორმდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მოგვიანებით, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებულად მიღებას უჭერს მხარს. რეზოლუციას ჰყავდა 547 მომხრე, 49 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ საბჭომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შედეგად, 2023 წლიდან უნდა გაუქმდეს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები. შენგენის ზონა ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისა და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს დღეს შენგენის ზონა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, გარდა ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთისა. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი ასევე შენგენის ზონაში შედიან.  

აშშ-მ ელიტარული საჰაერო-სადესანტო დივიზია ევროპაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად განალაგა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუმინეთში, 101-ე საჰაერო სადესანტო-დივიზია „Screaming Eagles“ ევროპაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად განალაგა. იუწყება CBS News-ი. Screaming Eagles (მყვირალა არწივები) არის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დანაყოფი აშშ-ში, რომელიც ნებისმიერ ბრძოლის ველზე მოქმედებისთვისაა გაწვრთნილი. რუსეთსა და NATO-ს შორის მზარდი დაძაბულობის გამო, 101-ე დივიზია მძიმე ტექნიკასთან ერთად, 80 წლის განმავლობაში პირველად, ევროპაში გადაჯგუფდა. აშშ ევროპაში საჰაერო სადესანტო ელიტარულ დივიზია, „მყვირალა არწივებს" აგზავნის ახლა დაახლოებით 4700 მედესანტე, მძიმე ტექნიკასთან ერთად, რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრშია განთავსებული“, - იუწყება CBS News-ი.  CBS News-ი ტერიტორიას ამ ფაქტის გასაშუქებლად, დივიზიის მეთაურის მოადგილე, გენერალ ჯონ ლუბასთან და პოლკოვნიკ ედვინ მატაიდესესთან ერთად ეწვია.  „80 წლის შემდეგ, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ბრუნდება ევროპაში. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, მხარი დაუჭირონ ჩვენს მოკავშირეებს და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები“, - ნათქვამი იყო NATO-ში აშშ-ის მისიის მიერ აგვისტოში გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის არმიის 101-ე დივიზია, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმის სამხედრო ოპერაციაში.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

NATO-ს წევრი რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ვასილე დინკუ თანამდებობიდან გადადგა. მანამდე ის უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩემი ჟესტი (გადადგომა) გამომდინარეობს იქიდან, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, არმიის მთავარსარდალთან“, - განაცხადა დინკუმ. ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდებოდა საერთაშორისო მოკავშირეები რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიების და მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებისთვის, რამაც გამოიწვია პრეზიდენტი კლაუს იოჰანისისა და მმართველი კოალიციის ლიდერების კრიტიკა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი კომენტარები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას. "შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ერთობლივ ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძველი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეყარა, ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრებმა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე და ამ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ამ კუთხით ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2023 წლიდან რუმინეთი უკვე მეორედ გახდება ნატო-ს საკონტაქტო საელჩო, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს

ფრანგულ MAMBA-ზე დაფუძნებულმა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემამ მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავების იმიტირებული საჰაერო თავდასხმა მოიგერია. წვრთნები 23 ნოემბერს ჩატარდა. რუტინულ გამოცდაში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა მებრძოლები, მათ შორის F-16 თურქეთიდან, ესპანური მოიერიშეები, აშშ-ს E/A 18G Growler ელექტრონული საომარი თვითმფრინავი და საფრანგეთის საზღვაო ძალების Rafale მებრძოლები, რომლებიც ავიამზიდ შარლ დე გოლიდან დაფრინავენ. ალიანსის განცხადებით, რუმინეთში 2022 წლის მაისიდან განლაგებული MAMBA აძლიერებს NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას (IAMD). „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ. „ეს მოიცავს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვნად გაზრდას მეტი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავით. ასეთი წვრთნები უზრუნველყოფს NATO-ს ძალების ერთად მოქმედების შესაძლებლობას და მზადყოფნას, უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს ნებისმიერი მიმართულებიდან“, - აღნიშნავს სპიკერი.   

რუმინეთთან და უნგრეთთან უკრაინის საზღვრებზე, საკონტროლო პუნქტები ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო არ მუშაობს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უნგრეთთან და რუმინეთთან საზღვრებზე საკონტროლო პუნქტები ამ დროისთვის არ მუშაობს.  სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა.  „ხალხისა და მანქანების რეგისტრაცია არ მიმდინარეობს სოლოტვინოს საგუშაგოზე რუმინეთის საზღვარზე და კოსინოსა და ძვინკოვის საგუშაგოებზე უნგრეთის საზღვარზე“, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ აღდგა 16 ოლქში, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ, რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.

1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა

რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 23 ნოემბერს ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს დეკლარაციას, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს გმობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიღებულია პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ჰოლოდომორს (1932-1933 წლების მიზანმიმართული შიმშილი უკრაინაში) როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, - იუწყება რუმინეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური. შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -„უკრაინელების დაუსჯელი გენოციდი მეორდება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გერმანელ პარტნიორებს მოუწოდა, აღიარონ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.

იტალიური და ესპანური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ

იტალიური საჰაერო ძალების ოთხი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რუმინეთში, მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზაზე დაეშვა. ესპანეთის საჰაერო ძალების ექვსი F-18 ტიპის თვითმფრინავი კი, ასევე რუმინეთში, ფეტესტიის საჰაერო ბაზაზე განლაგდა. იტალიური მხარის განმარტებით, აღნიშნული აქტივობა ხაზს უსვამს ალიანსის უნარს, გადაწყვიტოს და სწრაფად მოერგოს ნებისმიერ ცვლილებას საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, NATO ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვის ჩათვლით. იტალიური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინულ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისის ბოლომდე იფრენენ. ესპანური F-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები კი, გაძლიერებულ საჰაერო პატრულირებას განახორციელებენ და მხარს დაუჭერენ ალიანსის გაძლიერებულ აქტივობებს, იმუშავებენ რუმინეთისა და იტალიის საჰაერო ძალებთან ერთად და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში დაიცავენ ცას. NATO-მ გაძლიერებული საჰაერო პატრულირება მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან, კონსტანცის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ მოკავშირეთა მოიერიშე რაზმებმა, აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო პოლიციის კოლექტიური პოზიციები გააძლიერეს, რაც პოტენციურ აგრესიას ხელს უშლის. იტალია რეგულარულად უჭერს მხარს ამ მისიას როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მიმართ და მოკავშირეთა საჰაერო ძალებთან მის თავსებადობას აძლიერებს.

ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმად, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუმ, ბუქარესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუმინეთსა და საქართველოს მსგავსი ამოცანები აქვთ და რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. „საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები“, - აღნიშნა აურესკუმ.  მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა – საქართველო და უკრაინა, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება ალიანსის წევრები გახდებიან. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას. სწორედ ამიტომ, ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას, ჩვენ რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დონე, სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავზარდეთ“, – განაცხადა აურესკუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.  

აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ

17 დეკემბერს ბუქარესტში, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო ევროპის ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.    აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს. პროექტის დეტალები, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილა. „აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროპის ელექტროენერგიით მომარაგების ახალი მარშრუტის შესაქმნელად“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

ხორვატია შენგენის ზონას იანვრიდან შეუერთდება

შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა მისცა. ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდება. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews-ის ცნობით, ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.  

აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა.  SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს.  „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2022 წლის 18 ივლისს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე

შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს „შავი ზღვის ორი სანაპირო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ასე ახლოს არასდროს ყოფილა! მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგო შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. ახლა ჩვენ ვამყარებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.  

რუმინეთი გახდება ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს

რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. „ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, -  ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას ევროპაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის სფეროში. „ოქტომბერში სოფიაში ამოქმედდა საბერძნეთი-ბულგარეთის გაზსადენი. 16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და რუმინულმა Romgas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუმინეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამრიგად, აზერბაიჯანი გაზს ევროპის მეოთხე სახელმწიფოს მიაწვდის“, - განაცახდა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.   

აზერბაიჯანმა ტრანსადრეტიკული მილსადენით, რუმინეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

SOCAR-სა და რუმინულ კომპანია Romgaz S.A-ს შორის გასული წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან რუმინეთმა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა ხელშეკრულება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის გეგმურ ტრანსპორტირებას საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის გავლით (ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) კომოტინის (საბერძნეთი) გასასვლელი წერტილიდან), რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტს. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუმინეთისთვის, პირველ აპრილამდე 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.  შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს. თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს  

NATO რუმინეთში AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს განათავსებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, NATO-ს გერმანიაში ბაზირებული AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავების რუმინეთში გადაყვანა სურს. გეგმის მიხედვით, AWACS-ის თვითმფრინავები მომავალ სამშაბათს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად მდებარე ოტოპენის საავიაციო ბაზაზე განთავსდება.  აეროდრომი მხოლოდ 200 კილომეტრში მდებარეობს ევროკავშირის, NATO-ს წევრი ქვეყნისა და აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრიდან. AWACS-ი დაფუძნებულია Boeing 707-ის თვითმფრინავებზე და სოკოს ფორმის რადარის სტრუქტურის წყალობით 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე სხვა თვითმფრინავების პოვნა და იდენტიფიცირება შეუძლია.   

საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ

საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ. სტატუსის გადაცემის ცერემონია პოლონეთის საელჩოში გაიმართა. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. ბოლოს სწორედ პოლონეთი ატარებდა ამ სტატუსს, რომელსაც NATO მონაცვლეობით გასცემს. „შეხვედრა ეხება იმ ფაქტს, რომ რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო შემდგომი ორი წლის განამვლობაში შეასრულებენ ნატო-ს საკონტაქტო პუნქტის საელჩოების როლს. ნატო-ს საკონტაქტო პუნქტის საელჩოები არ არის ნატო-ს საელჩოები, არამედ ეს არის სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტი, რომელიც ავრცელებს ალიანსის ღირებულებებს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. რუმინეთისთვის ეს მეორე ვადაა. პირველად ეს როლი 2016 წელს შევასრულეთ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის ელჩმა რეზვან როტუნდუმ. დიპლომატიური კორპუსის გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თვადაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უშუალოდ ნატო-სთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი არის ის მექანიზმები, რომლებიც ადგილზე გვაქვს კონკრეტული მუშაობის თვალსაზრისით. ეს არის NATO-ს სამეკავშირეო ოფისი. გარდა ამისა, არსებობს ასეთი მექანიზმი, როგორიც არის საკონტაქტო საელჩოები. აქამდე ეს იყო პოლონეთის საელჩო, ახლა იქნებიან ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოები, რაც გულისხმობს მთელი რიგი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, რომელიც მიმართულია, როგორც ცნობადობის ამაღლების, ასევე საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით, სხვადასხვა თემატიკაზე, რომელიც ეხება უშუალოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. NATO-ს საკონტაქტო საელჩო ხელშემწყობი ორგანოა NATO-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ის ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტებისა და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.  

უკრაინამ რუმინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა განაახლა

პირველი მატარებელი, რომელიც უკრაინას რუმინეთთან დააკავშირებს, დაახლოებით 17-წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა, იტყობინება უკრაინული Unian-ი. უკრაინამ 20 კმ მოცულობის ლიანდაგის შეკეთება 2022 წლის აგვისტოში, რუმინეთის რკინიგზამ კი, დარჩენილი მონაკვეთი ექვსი თვის განმავლობაში დაასრულა. უკრაინამ ასევე შეიძინა ახალი მატარებლები, რომლებიც ომის ფონზე აწარმოეს. პირველი სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა „რახივი - დელოოე - ვალეა-ვიშეულუის“ მონაკვეთზე განხორციელდა. „მატარებლის ჩამოსვლისა და გამგზავრების განრიგი „რუმინეთის რკინიგზის“ მატარებლების განრიგზეა მორგებული. ამრიგად, „ვალეა ვიშეულუის“ სადგურზე ჩამოსულ მგზავრებს შეუძლიათ, ბუქარესტისა და კლუჟის სადგურებზე მიმავალ სხვა მიმართულებებზე გადაინაცვლონ", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.  შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენის მიზნით, „უკრაინის რკინგზამ“ 2022 წლის განმავლობაში „რახივი-დელოვოე-ვალეა-ვიშეულუის“ მონაკვეთზე 19,2 კილომეტრიანი ლიანდაგები და 12 ხიდი შეაკეთა, ასევე გარემონტდა „რახივის რკინიგზის“ სადგური, რომელიც 2011 წლიდან არ ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა რუმინეთთან საზღვარზე კიდევ ერთი მონაკვეთის შეკეთება, რომელიც დაახლოებით, 2007 წლიდან არ ფუნქციონირებდა.   

რუმინეთი აზერბაიჯანისგან გაზის დამატებით მოცულობებს მიიღებს

დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა (SOCAR) და რუმინეთის კომპანოამ (Romgaz) აზერბაიჯანიდან რუმინეთში გაზის მიწოდებაზე ხეელშეკრულება გააფორმეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო დამატებითი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში. ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიები - რომგაზი და სოკარი ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ შეთანხმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ჩვენს ქვეყანაში დამატებითი გაზი შემოვა. ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ორივე პროექტი - სამხრეთის გაზის დერეფანი და წყალქვეშა კაბელი, რომელიც განხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის - ხელშესახებ წვლილს შეიტანს ევროკავშირში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ბატონ პრეზიდენტ ალიევთან“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.   

აზერბაიჯანი და რუმინეთი შავი ზღვის გავლით ევროპაში მწვანე ენერგიის ტრანზიტს განიხილავენ

რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივნის მარიან ნეაცუს ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრისას დელეგაციამ, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მწვანე ენერგიის ტრანზიტის შესახებ გამართა დისკუსია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სამირ ვალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და რუმინეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და ხაზი გაუსვა ფართო ენერგეტიკულ დღის წესრიგს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ტრადიციული და განახლებადი ენერგიის გარდა, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესცა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკული საკითხების რეგულირება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, სამინისტროს განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს, სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს, Azerenergy OJSC და Azerishiq OJSC-ის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე განსახორციელებელი გადაწყვეტილებები. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.  დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში.   „ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში.   ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული.   ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან.   ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.

მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა

მოლდოვის პარლამენტმა ენის შესახებ კანონი მეორე და ბოლო მოსმენით მიიღო. ახლა ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში მოლდოვური ენა რუმინული გახდება. გადაწყვეტილებას პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ დაუჭირა მხარი, ოპოზიცია კი მას ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტს მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაა ხაზგასმული.  

რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ ახალი ხელშეკრულება ამოქმედდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და რუმინულ Romgaz S.A-ს შორის 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა. შეთანხმება აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდების შესახებ, 3 თებერვალს, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა. ამ ხელმოწერით SOCAR-სა და Romgaz S.A-ს შორის 2022 წლის 19 ოქტომბერსა და 16 დეკემბერს შორის გაფორმებული დოკუმენტების ქმედითობა გაგრძელდა. იმჟამინდელი შეთანხმება 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა. მიწოდების დღიური მოცულობა 4,2 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო.   

რუმინეთი: შავი ზღვის კაბელის პროექტი კასპიის ზღვასთან და ევროპაში მდებარე ქვეყნებისთვის არის შესაძლებლობა

რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ ნიკულესკუს თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპაში და კასპიის ზღვასთან მდებარე ქვეყნებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, ერთმანეთთან უკეთესად იყვნენ დაკავშირებული ამ კაბელის საშუალებით. „პროექტის ნაწილი, რომელიც გაივლის შავ ზღვას, უაღრესად მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე რთული ნაწილია. ეს იქნება ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის რეალური გამოწვევა და იმედი მაქვს, რომ კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. ამ პროექტის მთავარი მიზანია უკეთესი დაკავშირებულობა მნიშვნელოვან რეგიონებთან. რუმინეთის თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული წყაროების და ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციის გაზიარებისკენ, რათა უკეთესად ვიყოთ დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებთან“, - განაცხადა ნიკულესკუმ, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. თბილისში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის სამთავრობო უწყებების პირველი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ ნიკულესკუ. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.

NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა

რუსული გამანადგურებელი აედევნა პოლონურ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოსთვის პატრულირებდა შავ ზღვაზე, განაცხადა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მაისს და მოსკოვის „აგრესიული და საშიში“ ქცევა დაგმო. ინციდენტი შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საჰაერო სივრციდან აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მოხდა, განაცხადა სამინისტრომ. „პოლონური თვითმფრინავი პარასკევს, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, Frontex-ის რუტინულ პატრულირებაში მონაწილეობდა, როდესაც მის სიახლოვეს, Sukhoi Su-35-მა „აგრესიული და სახიფათო მანევრები“ შეასრულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. „მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვითმფრინავი მზად იყო ინტერვენციისთვის ნებისმიერ მომენტში, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა“, - განმარტავს რუმინული მხარე. საერთაშორისო მედია წერს, რომ რუმინეთის ხელისუფლება, ინციდენტის შემდგომი გამოძიების მიზნით, კონტაქტზეა პოლონელ კოლეგებთან და Frontex-თან. მისივე თანახმად, ინციდენტის დროს, რუმინული და ესპანური თვითმფრინავები NATO-ს მიერ, „წინასწარ მზადყოფნაში“ მოიყვანეს, მაგრამ პოლონელმა ეკიპაჟმა უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა. „ეს ინციდენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული მიდგომისა შავ ზღვაში“, - განაცხადა ოფიციალურმა ბუქარესტმა. სააგენტო AFP ევროპულ სასაზღვრო სააგენტო Frontex-ს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. „Let L-410 5 მაისს, პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას რუსეთის Su-35 მიუახლოვდა“, - აცხადებს თავის მხრივ, პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო და რუსეთს „აგრესიულ და სახიფათო მანევრირებაში“ სდებს ბრალს.  ინფორმაციისთვის, „The Western Black Sea 2023“ -  ერთობლივი ოპერაციაა, რომელსაც რუმინეთი ხელმძღვანელობს და მას კოორდინაციას უწევს Frontex-ი. ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი, ევროკავშირის ორ სააგენტოსთან ერთად.ის მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის, უკანონო თევზჭერისა და ზღვის დაბინძურების პრევენციას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ოპერაცია 2019 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ცნობისათვის აშშ-ის შეფასებით, NATO-ს მოკავშირეებს შორის, რუმინეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ვაშინგტონი შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას მიიჩნევს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად თვლის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის ამოქმედებას იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვის მიერ წარმოებულმა ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. ცნობილია, რომ შავი ზღვიდან რუსეთი რაკეტებს უკრაინის ქალაქებს უმიზნებს. ვაშინგტონის სტრატეგია ივნისისთვის იქნება მზად. მანამდე კი, Europetime დაინტერესდა ხსენებული თემით და შეკითხვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს.  უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. „ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები  დაბლოკეს, რამაც  ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში NATO-ს მოკავშირეების როლს. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ისედაც მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავებას რეგიონში. მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოვეს ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.  

რუმინეთი რუსეთში საელჩოს პერსონალს ამცირებს

რუმინეთის მთავრობამ აცნობა მოსკოვს, რომ ბუქარესტში საელჩოს პერსონალის 51 კაცით შემცირებას ითხოვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. ბუქარესტი რუსეთის დიპლომატიური მისიის 21 წარმომადგენლისა და 30 სხვა პერსონალის შემცირებას ითხოვს. ეს აიხსნება რუსეთის წარმომადგენლობის დონის რიცხობრივ შესაბამისობაში მოყვანის სურვილით რუმინეთის წარმომადგენლობის დონესთან რუსეთის ფედერაციაში. გასაწვევი პირებისა და თანამშრომლების არჩევანი ამ დროისთვის რუსულ მხარეს რჩება. რუსულ მხარეს ამ მოთხოვნის შესასრულებლად 30 დღე აქვს. რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 ივნისს დაიბარეს. გადაწყვეტილება ასახავს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს, რომელიც მკვეთრად შეამცირა რუმინეთმა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო.  

რუმინეთმა შესაძლოა, F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნებს უმასპინძლოს

NATO აკვირდება რუმინეთში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების ბაზის განთავსების შესაძლებლობას. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. სამმა წყარომ, რომელიც იცნობს სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხებს, Politico-ს განუცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ახლოს არიან უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამის დაწყებასთან და რომ მათი მომავალი მომზადების ერთ-ერთი ადგილი შეიძლება, რუმინეთში იყოს. პენტაგონის ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რუმინეთში თვითმფრინავის სწავლების ჩატარების ხელშეკრულების გაფორმებაზე. მათ ასევე განმარტეს, რომ დიდი ალბათობით, Lockheed Martin, კომპანია, რომელიც აწარმოებს F-16-ებს, ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. Politico-მ ასევე მოითხოვა კომენტარი რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა პირდაპირი პასუხი არ მიუღია. სამინისტრომ განაცხადა, რომ რუმინეთი მიესალმება მოკავშირეთა კოალიციის შექმნის ინიციატივას F-16-ებზე წვრთნების მიზნით და დაადასტურა, რომ რუმინეთი მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან, ევროკავშირის პარტნიორებთან, მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.  

საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან იწყება

საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება. ბორანი - „VILNIUS“ 600 საზღვაო მილს 42 საათში დაფარავს. ფოთი - კონსტანცის საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად. საწყის ეტაპზე კვირაში ერთ რეისს ქართული კომპანია - E60 Shipping Line განახორციელებს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მარშრუტის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებისთვის. კომპანიის თანახად, გემის მაღალი ნაოსნობისთვის გამოსადეგობა და მისი მნიშვნელოვანი ზომები (სიგრძე 190 მეტრზე მეტი, სიგანე – 28 მ) შტორმის პირობებშიც იძლევა რწევის მინიმიზაციის საშუალებას. ორ სატვირთო გემბანზე შესაძლებელია ერთდროულად 50 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონის და ТIR-ის 50 დიდ ტვირთიანი ავტომობილის განთავსება. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს - ექსკლუზივი შეგახსენებთ, გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს. მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.   დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.  

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 40-მდე დიპლომატმა და თანამშრომელმა რუმინეთი პირველ ივლისს, გვიან დატოვა, რადგან რუმინეთის მთავრობამ მოსკოვს, ქვეყანაში თავისი წარმომადგენლობის შემცირების ბრძანებით 8 ივნისს მიმართა. რუმინეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის შემცირება ბუქარესტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აჩვენებს.  ბრძანების ფარგლებში, მოსკოვი იძულებული იყო, გაეუქმებინა 51 პოზიცია, თუმცა რამდენიმე უკვე ვაკანტური იყო - საბოლოო ჯამში, ქვეყნის დატოვება 40 პირს, მათგან 11 დიპლომატს მოუწია. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და NATO-ს რიგმა ქვეყნებმა შეზღუდეს.  

მოლდოვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნაწილის, რუმინეთში შენახვას გეგმავს - მედია

მოლდოვის მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნახევრის შენახვას რუმინეთში გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. „სახელმწიფო საწარმო „ენერგოკომმა“ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის მარაგის 50% რუმინეთში იქნება შენახული. შეიძლება, იყოს სხვა კატეგორიის გაზის მარაგი - კომერციული მარაგი, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.  პარლიკოვის თანახმად, მთავრობა რუმინეთთან გრძელვადიან ენერგეტიკულ პარტნიორობას იმედოვნებს, მაგრამ რესპუბლიკას აქვს რამდენიმე კონტრაქტი ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში

ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლას მხარს უჭერს. Europetime-თან კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს, უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.  ვაშინგტონი აღიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც „ეს საბორნე მარშრუტები ქმნის“. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება.  „ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო. ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ხსენებულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს - ექსკლუზივი გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს.   მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.   დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.  

აშშ რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მიესალმა

ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლას მხარს უჭერს. Europetime-თან კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს, უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.  რუმინეთის ელჩი: საქართველოსთან საბორნე მიმოსვლა აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ვაშინგტონი აღიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც „ეს საბორნე მარშრუტები ქმნის“. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება.  „ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო. ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ხსენებულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს - ექსკლუზივი გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს.   მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.   დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.  

კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მკაცრად დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მდინარე დუნაის მახლობლად, რუმინეთის საზღვართან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუმინეთთან ძალიან ახლოს. ეს ბოლო ესკალაცია სერიოზულ რისკებს უქმნის შავ ზღვაში უსაფრთხოებას. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინის მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და, შესაბამისად, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე," - წერს იოჰანისი. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერა, შავი ზღვის უსაფრთხოება - ბლინკენი რუმინელ კოლეგას ესაუბრა

რუმინეთის მახლობლად რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობსკუს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოდობესკუმ განიხილეს აშშ-რუმინეთის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოება და უკრაინისა და მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს საუბარი იყო მდინარე დუნაიზე არსებულ უკრაინულ პორტზე, რომელიც რუმინეთთან ახლოს მდებარეობს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

6 რუმინული გემი უკრაინის პორტში იყო რუსეთის თავდასხმის დროს - მედია

ექვსი რუმინული ხომალდი უკრაინის პორტ რენისში იყო ორშაბათს ღამით რუსული დარტყმების დროს. უკრაინული მედია სააგენტო Mediafax-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის დროს რუმინელმა მეზღვაურებმა გაიგეს აფეთქებების ხმა პორტში, რომელიც მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურები არ დაშავებულან და არც მათი გემები დაზარალებულან. დარტყმების შემდეგ მათ სწრაფად დატოვეს პორტი და მიაღწიეს მარჯვენა სანაპიროს, სადაც რუმინეთის ტერიტორია იწყება. ცნობისთვის, დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა დაგმო რუმინეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა. ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუმინელ კოლეგასთანაც განიხილა. 24 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე დუნაიზე მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების შესანახი ტანკები. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პორტის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რუსეთის ფედერაციის ბოლო დაბომბვას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ ასევე დაგმო მომხდარი. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის" გადატანის უზრუნბელსაყოფად, ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ბუქარესტში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეგებმა რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან,“ - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც, კაბელის პროექტის განვითარება გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მისივე თანახმად, უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ. „შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით ხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს  

აზერბაიჯანი და რუმინეთი „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარების მიზნით, პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, 27 ივლისს პარვიზ შაჰბაზოვი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს, სებასტიან ბურდუჯას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში კავშირების მრავალმხრივ და ინტენსიურ განვითარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯან-რუმინეთის ენერგეტიკული პარტნიორობისთვის კასპიის ზღვა-ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. ბურდუჯამ რუმინეთში SOCAR-ის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხსენებული საქმიანობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც კავკასიის რეგიონიდან ევროპაში ენერგეტიკული „ხიდების“ მშენებლობას ითვალისწინებს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი. დაგეგმილია 1000 მგვტ სიმძლავრის და 1195 კილომეტრის სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის აშენება. ამკაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთს მიეწოდება, შემდგომ უნგრეთსა და დანარჩენ ევროპას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება. ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშო უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.

საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი“ გაიარეს

სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა საქართველოდან, რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (EEZ) დაცვის კურსი“ დაასრულეს. ერთკვირიანი სწავლება ბათუმში გაიმართა. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, სწავლებას დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სკოლის ექსპერტები და ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების, თევზჭერის, გარემოს დაცვის, ძებნა-გადარჩენის საკითხებს, ასევე, საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს. „ასევე, დიდი შედეგის მომტანი იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება,“ - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საელჩოში.  

თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეები უწყებრივი მედლით - „ღირსეული პარტნიორი“ დაჯილდოვდნენ

თურქეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეებმა, პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა და პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ სამწლიანი მისია საქართველოში დაასრულეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სამხედრო დიპლომატებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის უცხოელი ატაშეები უწყებრივი მედლებით - „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის მუშაობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით თურქეთის რესპუბლიკისგან რამდენჯერმე მიიღო გრანტი და ფინანსური დახმარება. „მნიშვნელოვანია თურქული მხარის კონტრიბუცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, მათ შორის თურქეთი რეზიდენტი ექსპერტებით ჩართულია შემდეგ ინიციატივებში: ავიაცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო-საინჟინრო და სასაზღვრო. 2022 წელს თურქეთმა NATO-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია დაიკავა და საზღვაო მიმართულებას ფარავს. რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს მისიის პერიოდში კი, განსაკუთრებით გააქტიურდა ორხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და რუმინეთში. გააქტიურდა და გაღრმავდა თანამშრომლობა წვრთნისა და განათლების კუთხით, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, რაც გამოიხატა ერთობლივ გაცვლით წვრთნებში სნაიპერული და საპარაშუტო თავისუფალი ვარდნის მიმართულებით. ცნობისთვის, რუმინეთის საელჩოს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, NATO-ს საკონტაქტო საელჩოს სტატუსი აქვს.  

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცია ოდობესკუმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუქარესტი „მჭიდრო კავშირშია უკრაინასთან, რომ ტრანზიტის გაზრდისა და დაჩქარებისთვის საუკეთესო ვარიანტები განსაზღვროს.“ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია, რუმინეთმა ახალი გადასასვლელი პუნქტები გახსნას, გაზარდოს პერსონალი რათა დააჩქაროს გემების ტრანზიტი დუნაის არხებით. რუმინეთის პორტი კონსტანცა, ამჟამად უკრაინული კომპანიებისთვის სასურველი ვარიანტია სიახლოვისა და ხარჯების გამო. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუმინეთის საგარეო უწყება: საქართველო რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენებაა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 15 წელი გავიდა. საქართველო არის ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენება. „რუმინეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდება

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ის ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“ ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

რუმინეთმა საფრანგეთისგან სამხედრო გემების შესყიდვის შეთანხმება გააუქმა - Reuters

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფრანგულ ფირმა Naval Group-ისგან ოთხი სამხედრო ხომალდის შესყიდვის გარიგება გააუქმა მას შემდეგ, რაც კონტრაქტის გაფორმების ვადები არ შესრულდა. წერს Reuters-ი. თავდაცვის ფირმა Naval Group-მა 2019 წელს რუმინულ კომპანია Santierul Naval Constanta-სთან პარტნიორობით მიიღო კონტრაქტი, რომელიც რუმინეთისთვის ოთხი ხომალდის აშენებისა და ორი არსებული ფრეგატის განახლებას გულისხმობდა. შეთანხმების ღირებულება 1,2 მილიარდი ევრო (1,32 მილიარდი აშშ დოლარი) იყო. თუმცა გარიგება შეფერხდა ჯერ იურიდიული გამოწვევების გამო და შემდეგ უკვე კომპანიებმა ვეღარ მიაღწიეს მზარდი ხარჯების შესახებ შეთანხმებას. რუმინეთის საზღვაო ფლოტი ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია სამხედრო ფილიალებს შორის. ქვეყანამ, რომელიც NATO-ს და ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2,5%-მდე გაზარდა. ქვეყანა, რომელიც 650 კმ-იან (400 მილი) საზღვარს იზიარებს უკრაინასთან, საკუთარ ტერიტოტიაზე ათავსებს აშშ-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. რუმინეთს გასული წლის მდგომარეობით, მის ტერიტორიაზე საფრანგეთის ხელმძღვანელობით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი მუდმივად ჰყავს განლაგებული.  

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის სატრანზიტო შესაძლებლობების გაორმაგებას გეგმავს

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად, 2 მილიონი ტონიდან 4 მილიონამდე გეგმავს. ამის შესახებ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სორინ გრინდეანუმ განაცხადა. მინისტრის განცხადება ქალაქ გალაცში, აშშ-ის, ევროკავშირის, მოლდოვის, რუმინეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მხარეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გზები განიხილეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ ცალმხრივად შეწყვიტა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაჩქარდეს,“ - განაცხადა გრინდეანუმ და ხაზი გაუსვა იმ ბოლოდროინდელ თავდასხმებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის პორტებზე განხორციელდა. რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg რაც შეეხება დუნაის ტრანზიტს, მინისტრის თქმით, სულინის არხი რჩება ერთადერთ სიცოცხლისუნარიან მიმართულებად და ამიტომ მისი სიმძლავრის ოპტიმიზაციაა საჭირო. „ეს ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრა მიგვიყვანს იმ ზომებამდე, რომლებსაც მივიღებთ უკრაინიდან რუმინეთის გავლით შემოსული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდის მიზნით,“ - განაცხადა მინისტრმა. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

NATO-ს საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში წვრთნებს გამართავს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი 14 აგვისტოდან საერთაშორისო წვრთნებს  - Deployex დაიწყებს წვრთნების მიზანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ჯგუფის ჯარების და აღჭურვილობის სწრაფი განლაგების უზრუნველყოფა. ასევე, წვრთნები ხელს უწყობს NATO-ს საბრძოლო ჯგუფში შემავალი ძალების თავსებადობის დონის ამაღლებას. „14-18 აგვისტოს, დაახლოებით 250 ფრანგი და ლუქსემბურგელი ჯარისკაცი და NATO-ს საბრძოლო ჯგუფის 65 ტექნიკური აღჭურვილობა რუმინეთში, Deployex-ის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - აცხადებს უწყება. NATO-ს საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში 2022 წლის მაისში შეიქმნა. NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ხელს უწყობს რუმინეთის სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას მონაწილე ქვეყნებთან - საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან (როტაციის გზით), ასევე ლუქსემბურგთან. ასევე უზრუნველყოფს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას.  

რუმინეთს უკრაინული მარცვლეულის 60%-ის ტრანზიტი სურს

ბუქარესტი იმედოვნებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 60%-ის რუმინეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი შეუძლია. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ 18 აგვისტოს გააკეთა. ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთი მუშაობს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ასევე საზღვრის გადაკვეთის პუნქტების გაუმჯობესებაზე. ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სორინ გრინდეანუმ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუმინეთი გეგმავს უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად 2 მილიონი მეტრული ტონიდან 4 მილიონამდე. Reuters-ი წერს, რომ რუმინეთის პორტი კონსტანცა უკრაინის ყველაზე დიდი ალტერნატიული გადაზიდვის გზად იქცა მარცვლეულის შეთანხმების დაშლამდეც კი. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში პორტმა 8.1 მილიონ, ხოლო 2022 წელს 8.6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეუწყო ხელი. 16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა და რუმინეთი ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე შეთანხმდნენ. მოლდოვას სურს, უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დაეხმაროს მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

უკრაინა და რუმინეთი ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე შეთანხმდნენ

უკრაინის მთავრობამ რუმინეთთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის დასავლეთ ზაკარპატიის ოლქში ახალი სასაზღვრო პუნქტის შექმნას ეხება. გადასასვლელი პუნქტი იმოქმედებს დასავლეთ უკრაინის სოფელ ბილა ცერკვასა და ჩრდილოეთ რუმინეთში სიგეტუ მარმაციეის შორის. ორ დასახლებას ჰყოფს მდინარე ტიზა, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვარს აყალიბებს. 6 ივნისს უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ევროკავშირს მიმართოს დაფინანსებისთვის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სერვისებისთვის, რაც აუმჯობესებს კავშირს მის დასავლელ მეზობლებთან. ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის ადინა ვალეანის თქმით, უკრაინის შესვლა CEF-ში, პირდაპირ გააუმჯობესებს მის კავშირს ევროკავშირთან და მთავრობას საშუალებას მისცემს, მოითხოვოს დაფინანსება ისე ინფრასტრუქტურისთვის, როგორიცაა სასაზღვრო გადაკვეთის პუნქტები. „ეს არის კონკრეტული ნაბიჯი სოლიდარობის გზების შემდგომში გასაძლიერებლად და უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა ვალეანმა. ევროკომისიამ სოლიდარობის გზების სამოქმედო გეგმა 2022 წლის მაისში წამოიწყო იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მისი პორტების ბლოკადის შემდეგ, სარკინიგზო, საავტომობილო და შიდა წყლის გზებით, უკრაინის ექსპორტისთვის ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტები შეიქმნა. მარშრუტები გაივლის უკრაინის დასავლელ მეზობლებს - რუმინეთს, პოლონეთსა და მოლდოვას. WSJ: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით მარშრუტების განვითარებაზე, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუმინეთის ელჩი: საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება, ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის კავშირებს აძლიერებს

რუმინეთის ელჩი მიესალმება მის ქვეყანასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას. ელჩის შეფასებით, რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ამოქმედება აძლიერებს კავშირს აღნიშნულ ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. რაზვან როტუნდუ ხსენებული დერეფნის პოტენციალს უსვამს ხაზს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ კონსტანცის პორტი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში  ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. „ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე ხაზის ამოქმედებით. რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს  შორის. ხსენებული დერეფნის პოტენციალი მაღალია, რადგან მას შეუძლია, უფრო ფართო რეგიონები, ასევე, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია დააკავშიროს ევროკავშირთან. კონსტანცის პორტი გვთავაზობს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბორანი გვთავაზობს მომსახურებას როგორც ტვირთისთვის, ასევე, მგზავრებისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს წერილობით კომენტარში. ცნობისთვის, აშშ საქართფელოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს ამოქმედდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში  

მედია: რუმინეთისა და შავი ზღვის თავზე NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

20 აგვისტოს რუმინეთისა და შავი ზღვის ცაზე NATO-ს რეკორდული რაოდენობის სადაზვერვო თვითმფრინავი დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია Adevarul.ro Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეთა თვითმფრინავები ოკუპირებულ ყირიმში რუსებს ყველა სატრანსპორტო საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს, რაც უკვე დიდი ხანია ხდება, მაგრამ 20 აგვისტოს რეკორდული რაოდენობის ფრენები დაფიქსირდა. როგორც მასალაშია ნათქვამი, თავდაპირველად ეს იყო ორი Boeing E-3 Sentry, რომლებიც პარალელურად დაფრინავდნენ რუმინეთის თავზე NATO 11 და NATO 12-ის აღმნიშვნელი ნიშნებით. მოგვიანებით, ცაზე შენიშნეს აშშ-ის საზღვაო ძალების Lockheed EP-3E Aries II-ს ტიპის თვითმფრინავი, კოდით XC12, რომელიც საათობით დაფრინავდა დუნაის დელტის გარშემო, ზოგჯერ კი - შავ ზღვაზე. თავის მხრივ, უკრაინის საზღვარზე პატრულირება განხორციელდა Bombardier Challenger 650 ARTEMIS-ის თვითმფრინავით, რომლებიც დიდი რაოდენობით სენსორებითა და კომპიუტერებით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას აძლევს მას, მტერი ასობით კილომეტრში აკონტოლოს.  ეს თვითმფრინავი კერძო საკუთრებაშია და მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე სამხედრო პერსონალი არ ჰყავს, პენტაგონის ექსპერტები მის სენსორებს სატელიტის საშუალებით უკავშირდებიან და მონაცემებს რეალურ დროში აგროვებენ. წყაროების თქმით, სერვისის მფლობელი კომპანიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს პენტაგონი ფარავს. ასევე შავი ზღვის თავზე დაფიქსირდა Northrop Grumman RQ-4B Global Hawk-ის დრონი - FORTE10, რომელსაც აქვს მრავალი ელექტრო-ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორი, ასევე მაღალი სიზუსტის რადარი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ერთ დღეს 100 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აკონტროლოს. თვითმფრინავების ზუსტი რეკორდული რაოდენობა წყაროს მითითებული და დაკონკრეტებული არ აქვს. ინფორმაციისთვის, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აძლიერებს, რაც მათ შორის NATO-ს წევრი რუმინეთის შეშფოთებას იწვევს. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით  

რუმინეთი და ნიდერლანდები F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ

რუმინეთმა და ნიდერლანდებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტების მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცენტრი რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება. რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სასწავლო გარემო, ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არამხოლოდ რუმინელი პილოტებისთვის, არამედ, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისთვის.  „მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16-ის თვითმფრინავების სამართავად,“ - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა. თავის მხრივ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F -16-ის ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.

კულება: უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ Shahed-ის ტიპის დრონები რუმინეთის მიწაზე ჩავარდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ Shahed-ის ტიპის დრონები NATO-ს წევრი რუმინეთის მიწაზე ჩავარდა. კიევი მზადაა, საკუთარი პოზიციის დაცვის მიზნით მტკიცებულებები წარადგინოს. იუწყება Ukrinform-ი. „მჯერა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი [რუმინეთის ხელისუფლება - რედ.] ახლა სწავლობენ მომხდარის ყველა ასპექტს. აზრს მოკლებულია იმის უარყოფა, რომ იქ რაღაც ჩავარდა. ჩვენ ვაცხადებთ ავტორიტეტულად, რომ იქ ჩავარდა „შაჰედის“ დრონები. ჩვენ გვაქვს ფოტო-მტკიცებულება იმისა, რომ იქ რაღაც ჩავარდა,“ - განაცხადა კულებამ. კულებას თქმით, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში არის ტენდენცია, არ მოხდეს ესკალაია ამა თუ იმ მოვლენის ინტერპრეტაციის, რათა ისინი უშუალოდ კონფლიქტში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი" რუსეთთან. მანამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო კიევის განცხადებები, რომ რუმინეთის ტერიტორია ღამის იერიშების დროს დარტყმის ქვეშ მოექცა. სამინისტრომ განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული არც ერთი შეტევით არ შექმნილა "პირდაპირი საომარი საფრთხე" რუმინეთის ტერიტორიისთვის.  

NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა მას შემდეგ, რაც მან უკრაინის პორტს, მდინარე დუნაიზე დაარტყა. დუნაი ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ გადის. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. რუმინულმა მხარემ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ნაწილები დუნაის რუმინულ მხარეს ჩამოვარდა. მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევს ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს ფლობდა. შეგახსენებთ, 6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც მდინარე დუნაიზე მდებარეობს, დრონებით იერიში მიიტანა. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა.  

რუმინეთის პრეზიდენტი: ჩვენს ტერიტორიაზე თუ ჩამოვარდა რუსული დრონის ნამსხვრევები, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით “სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება” უნდა ჩატარდეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს. „თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ასეთი სიტუაცია სრულიად მიუღებელი იქნება და რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება,” - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ რუმინეთი NATO-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით კარგად დაცულია. ბუქარესტი NATO-ს მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN  

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს მხარდაჭერას უცხადებს

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს სოლიდარობას უცხადებს. „რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს. იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, NATO-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN NATO-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.  

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს

NATO ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები გამოწვეული იყო რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმით. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა გააკეთა. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგს,“ - განუცხადა NATO-ს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ, მოკავშირეთა საზღვრების მიმდებარედ, რისკებს უქმნის ალიანსს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს მხარდაჭერას უცხადებს რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს. იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, NATO-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN NATO-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.

რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული საჰაერო თავდასხმების მაღალი რისკების გამო, თავშესაფრები აშენდება. კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ეძლევა უფლება, თავშესაფრებისთვის შესაბამისი ადგილები დუნაის რუმინული მხარის სანაპიროზე შეარჩიოს. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს.  

აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ. წვრთნები - „Sea Breeze 23.3,“ 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება. მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში. წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.  

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების პოვნის შემდეგ, რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარა

NATO-ს წევრის ქვეყნის რუმინეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციის დროებითი რწმუნებული დაიბარა. მიზეზი ბუქარესტის მიერ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების აღმოჩენაა. „სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიულ საკითხებში, იულიან ფოტამ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით რუმინული მხარის პროტესტი გამოხატა მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან მოხდა იდენტიფიცირება უპილოტო თვითმფრინავის ზოგიერთი იმ ფრაგმენტისა, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ დრონების მსგავსია. ამავდროულად, რუმინელმა ოფიციალურმა პირმა დაგმო რუსული ძალების სისტემატური, გაუმართლებელი და ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის, რუმინეთის საზღვართან, რაც საფრთხეს უქმნის რუმინეთის მოქალაქეებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს. რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა. რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს  

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს

რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული უპილოტო თვითმფრინავის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის მიუღებელ დარღვევაზე მიუთითებს. რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა. რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს  

NATO ომში რუმინეთის „ჩათრევის რისკებს“ ვერ ხედავს

NATO ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ რუმინეთისთვის არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ის რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთვება ან კონფლიქტის გავრცელება მის ტერიტორიაზე მოხდება. „არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს, იქნება ეს რუმინეთი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო... ეს ალიანსის სიძლიერის შედეგია. ჩვენ შეკავების პირველი ელემენტი ვართ,“ - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. ჯოანას თქმით, მას ესმის იმ რუმინელების შეშფოთება, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს, რადგან მათ ომის ხმა ესმით, რაც შფოთვასა და ტკივილს იწვევს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების პოვნის შემდეგ, რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარა. შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს. რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა. რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს

უკრაინა მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობს

უკრაინელი სამხედროები მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობენ. სწავლება 11 სექტემბერს რუმინეთის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით დაიწყო. წვრთნები - „Sea Breeze 23.3,“ 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება. მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში. წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.  

რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლომდებარე სოფლებში ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში იპოვეს ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილია. ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები ნახეს, უკრაინის საზღვართან 14 კილომეტრში, ხოლო იზმაილის პორტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების IAR 330 Puma-ს ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟმა ტულჩას მაზრაში მდებარე დასახლებული პუნქტების ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში აღმოაჩინა ფრაგმენტები, რომლებიც, შესაძლოა, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის. ნამსხვრევები ათეულობით მეტრის ტერიტორიაზეა გაფანტული," - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დილით ტულჩის საგანგებო სიტუაციების ინსპექციაში ნუფარულის რაიონში ობიექტების ჩამოვარდნის შესახებ რამდენიმე სატელეფონო ზარი შევიდა, შეტყობინება დაზიანებებზე ან ხანძარზე არ შესულა. NATO ომში რუმინეთის „ჩათრევის რისკებს“ ვერ ხედავს „ეროვნული თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობის ზონებში რეალური დროის რეჟიმში საჰაერო ვითარების მონიტორინგს ახორციელებს,“ - ნათქვამია უწყების პრესრელიზში. შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს. რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა. რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები გასული კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს

რუმინეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში რუსული დრონი ჩამოაგდოს - გენერალი

რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა გეორგიცა ვლადმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჩამოაგდოს რუსული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც ქვეყნისთვის პოტენციურ საფრთხეს შექმნიან. მან განმარტა, რომ რუმინეთმა 600-მდე ჯარისკაცი და სარადარო სისტემა განათავსა დუნაის დელტაში, რუმინეთის ტერიტორიის მახლობლად, დუნაის პორტებზე რუსეთის ხშირი თავდასხმების საპასუხოდ. „ჩვენ განვათავსეთ რამდენიმე რადარი, ჩვენი თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად განვიხილეთ რუსეთის შესაძლო აგრესიასთან გამკლავების გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა გენერალმა ვლადმა. გამოიყენებდა თუ არა რუმინეთი საჰაერო თავდაცვის ძალებს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, მედიის ცნობით, ვლადმა ეს არ გამორიცხა.„საფრთხის დონიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა არსებული სამხედრო რესურსი რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა გენერალმა. შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს.  

შალვა პაპუაშვილი: რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და ველოდებით ისეთივე პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში სენატს ეწვია. როგორც შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა კოლეგა ნიკოლაე ჩუკასთან. „ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს რუმინეთში, საქართველოს შავი ზღვის გადაღმა მეზობელთან სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე-იონელ ჩუკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადების დროს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა რუმინეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ. „შეხვედრის დროს, რუმინეთის მიმართ მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების განაცხადების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო და ეფუძნება კულტურულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი საერთო ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. შემდგომში, ეს საერთო ღირებულებები სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნა, რომელიც მოიცავს საერთო ინტერესებში მყოფ ყველა მიმართულებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირებს ეთმობა. გამოვხატეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების შესახებ მზადყოფნა. ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწერეთ რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს. ხაზი გავუსვით ქართულ-რუმინული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავ ზღვაში დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად, რათა დღევანდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში, გავაძლიეროთ ევროპის მედეგობა და ენერგოდამოუკიდებლობა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის, რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ამ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და დღესდღეობით ველოდებით რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში. აღნიშნული დაგვეხმარება ჩვენ და მთელ რეგიონს, წარმატებით გავუმკლავდეთ წარსულის გეოპოლიტიკურ შეცდომებს და მტკიცედ დავადგეთ ევროპული მომავლის გზას. მადლიერები ვართ სენატში ჩვენი გულთბილი მიღებისთვის. ვაფასებთ რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას. დაე, იყოს ჩვენი საერთო წინაპრის - ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა ჩვენი მეგზური მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერთობლივი მომავლის გზაზე,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუმინეთი მზადაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის წინსვლისთვის დიალოგი გააძლიეროს

რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს,“ - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუმინეთი მზადაა, გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეუძლიათ, განიხილონ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. „მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში,“ - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.  მისივე თქმით, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს. „ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად,“ -  განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ. თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები და განაცხადა, რომ რუმინეთი გააგრძელებს მხარდაჭერას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე.  

რუსული დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინა-რუმინეთის საბორნე გადასასვლელმა მუშაობა შეაჩერა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვები პუნქტი „ორლოვკა“. მედიის ცნობით, უკრაინის დაბა ორლოვკაზე რუსული დრონით დარტყმის ამსახველი კადრები რუმინეთის ტერიტორიიდან გადაიღო მოსაზღვრე ქალაქ ისაკჩის მცხოვრებმა, რომელიც საბორნე გადასასვლელზე მუშაობს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს სამშაბათს დილით, რუმინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ისაჩეის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობა დაიხურა უკრაინის ტერიტორიაზე დაბომბვის გამო.  

იულიან კიფუ: რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, NATO-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია

რუმინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოსთვის, ეს ასე იყო გასული 20 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ კონფლიქტების პრევენციისა და დროული გაფრთხილების ცენტრის პრეზიდენტმა, იულიან კიფუმ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. „რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ეს ასე იყო გასული 20 წლის განმავლობაში. ახლა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირის კითხვარის შევსებისას და რეფორმების განხორციელებისას, როდესაც ამის თხოვნა იქნება მთავრობისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასა და მოლდოვასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაქვთ, არის საზოგადოების მხარდაჭერა. ასე რომ, რამდენ ხანსაც არსებობს საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი არგუმენტი წინსვლისთვის,“ – განაცხადა იულიან კიფუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან  

თურქული სახელმწიფო ოპერატორი BOTAS-ი რუმინეთში გაზის ექსპორტს იწყებს

თურქეთის გაზის ქსელის სახელმწიფო ოპერატორმა BOTAS-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუმინეთის OMV Petrom-ისთვის (ROSNP.BX) 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, ანკარა გაზის ექსპორტის შესაძლებლობებს აფართოებს. თურქეთი, საკუთარი გაზის მწირი წყაროებით, მაგრამ თხევადი გაზის იმპორტის ფართო ინფრასტრუქტურით, მიზნად ისახავს, ალტერნატიული მიმწოდებელი გახდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზის მცირე ბაზრებზე. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაე დაყრდნობით ავრცელებს. გაზის ექსპორტი რუმინეთში პირველ ოქტომბერს დაიწყება და დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე, ანუ წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება. ხელშეკრულება 2025 წლის პირველ კვარტალამდე იქნება ძალაში. თურქეთმა ანალოგიური ხელშეკრულებები ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა. ბოლო გარიგებით, BOTAS-ის საექსპორტო ვალდებულებები 3.3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ საექსპორტო მარშრუტის თითქმის სრული სიმძლავრეა. ანკარის შეფასებით, მაჩვენებელი შესაძლოა, ევროპელი მეზობლების გარკვეული ინვესტიციების ხარჯზე გაორმაგდეს.  

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოების პროცესს - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, დანიელა-ანდა გრიგორ-გიტმანმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მისი თქმით, გაფართოების პროცესი არის წარმატებული პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. როგორც იცით, რუმინეთი ნამდვილად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი ოჯახი ევროკავშირში, გვჭირდება მომზადება. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკა, იმისთვის, რომ მეტი წევრები მივიღოთ, თუ როგორ გავხადოთ ევროკავშირი უფრო მედეგი, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისებს, რომელიც ყველას გვაზიანებს, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რუმინეთის საზღვართან. ასე რომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ევროპის მომავალს, " - აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა IPN-ის ცნობით.  

აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით, ოთხი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი რუმინეთში, ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად განათავსა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. 2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავებზე მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს. მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.  „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა.  

Reuters: რუმინეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის საზღვართან გადააქვს

რუმინეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის საზღვართან აახლოებს. დამატებითი ზომები მოიცავს ოთხი ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განლაგებას და არასაფრენი ზონის გაფართოებას მოიცავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აღიარა, რომ რუმინელი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მდინარე დუნაის მახლობლად და უკრაინის საზღვართან „შეშინებულია." აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა  

რუმინეთი იძიებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე - მედია

რუმინეთი იძიებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე 29-30 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე ბოლო თავდასხმის დროს, იტყობინება რუმინეთის საინფორმაციო საიტი Digi24 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. სამინისტროს ცნობით, როდესაც რუსეთი უტევდა უკრაინის პორტებს მდინარე დუნაიზე, საჰაერო განგაშის სირენები გააქტიურდა რუმინეთის ახლომდებარე ქალაქ ტულჩეასა და გალათში, რადგან სარადარო სისტემებმა დააფიქსირეს არასანქცირებული ობიექტი, რომელიც ამ უკანასკნელისკენ მიემართებოდა რუმინეთის საჰაერო სივრცეში. Reuters-ი 29 სექტემბერს წერდა, რომ რუმინეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის საზღვართან აახლოებს. დამატებითი ზომები ოთხი ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განლაგებას და არასაფრენი ზონის გაფართოებას მოიცავს. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აღიარა, რომ რუმინელი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მდინარე დუნაის მახლობლად და უკრაინის საზღვართან „შეშინებულია." აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა

ზელენსკი რუმინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუქარესტში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ზელენსკი თავის რუმინელ კოლეგას კლაუს იოჰანისს შეხვდება, რათა განიხილოს შემდგომი სამხედრო თანამშრომლობა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში და ურთიერთობები მოკავშირეებთან. „უპირველეს ყოვლისა, უკრაინა მადლობას უხდის რუმინეთს მისი გულწრფელი და ფართომასშტაბიანი დახმარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვას,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტელეგრამ არხის საშუალებით. ზელენსკის ვიზიტი რუმინეთის მოსაზღვრე უკრაინის ოდესის ოლქის პორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების ფონზე შედგება. რუსული თვითმფრინავების ნამსხვრევები სულ მცირე სამჯერ იპოვეს რუმინეთში, რასაც ბუქარესტის მხრიდან უსაფრთხოების ახალი ზომების მიღება მოჰყვა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები განზრახ არ არის მიმართული რუმინეთზე, ეს "მიუღებელია," - განაცხადა კლაუს იოჰანისმა რუსული დრონის ნამსხვრევების პოვნის საკითხის კომენტირებისას.  

F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში დღეს ჩავიდა. „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: რუმინეთში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკრაინელ პილოტებს გაწვრთნიან. იქმნება პილოტების მომზადების ცენტრი. მე და პრეზიდენტმა იოჰანისმა განვიხილეთ ტრენინგის დაჩქარების გზები და შევთანხმდით, რომ უკრაინელი მფრინავების მონაწილეობით პირველ ტალღას დავიწყებთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. დღესვე უკრაინამ და რუმინეთმა მთავარ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს აფიქსირებს. მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასევე საუბარია უკრაინასა და რუმინეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე.  

ზელენსკი: „მარცვლეულის ახალი დერეფანი“ უკრაინიდან მოლდოვის გავლით რუმინეთამდე მალე ამოქმედდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მარცვლეულის ახალი დერეფანი“ მოლდოვის გავლით რუმინეთში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მალე ამოქმედდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას, რუმინეთსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ბიზნესის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და  სახელმწიფოები ერთად ძლიერდებიან. უკრაინა-რუმინეთი-მოლდოვის სამკუთხედში ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ძალიან ძლიერი საფუძველი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების, არამედ, მთელი ევროპის განვითარებისთვის. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური განვითარება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კარგ შედეგს ამ სამკუთხედში ლოგისტიკის განვითარების თვალსაზრისით, მარცვლეულის დერეფანი უკრაინიდან მოლდოვის გავლით რუმინეთამდე მალე ამოქმედდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტ, კლაუს იოჰანისთან ერთად, ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

რუმინეთის ბაზაზე საფრანგეთის Rafale-ის ტიპის გამანადგურებლები განლაგდნენ

საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების შემადგენლობა, რომელიც დაახლოებით, 40 ჯარისკაცისგან და სამი Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისგან შედგება, ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 86-ე საჰაერო ბაზაზე (კომუნა Borcea) ჩავიდა. ფრანგი სამხედროები შეასრულებენ ერთობლივ სასწავლო მისიებს ჯარისკაცებთან და რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებთან ერთად. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ერთობლივი სასწავლო მისიები ხელს უწყობს სწრაფი რეაგირებისა და შეკავების შესაძლებლობების გაზრდას, ასევე, რუმინეთის საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს შორის თავსებადობის გაძლიერებას. 29 აგვისტოს რუმინეთმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან. F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ  

რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს - მედია

რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუმინული გამოცემა Digi24 მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს  

მოლდოვა და რუმინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

მოლდოვისა და რუმინეთის ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. წვრთნები მოლდოვის ეროვნული არმიის სამხედრო სასწავლო ბაზაზე ჩატარდება. რუმინეთი და მოლდოვა რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. გარდა ამისა, რუსეთის მუდმივი თავდასხმები პორტსა და ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში, მეზობელ მოლდოვასა და რუმინეთს საფრთხეს უქმნის.  დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს გარდა ამისა, 20 ოქტომბერს ცნობილ გახდა, რომ რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.  

რუმინეთმა უკრაინის საზღვართან ანტიდრონების სისტემა დაამონტაჟა

რუმინეთმა უკრაინის საზღვართან დუნაის დელტაზე ანტიდრონების სისტემა დაამონტაჟა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს  

რუტე: დაპირებული F-16-ები რუმინეთში, უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად 2 კვირაში იქნებიან

F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას დაჰპირდა, ორ კვირაში გადაეცემა რუმინეთს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მარკ რუტემ 30 ოქტომბერს. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის გაგრძელების ფონზე, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.“ ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უახლოეს კვირებში გადასცემს რუმინეთს F-16-ებს, რათა პილოტებმა სწავლების დაწყება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ F-16-ის შესყიდვისა და სწავლების ტემპი გაიზარდა, სავარაუდოა, რომ პირველი უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებზე წვრთნას გაივლიან, 2024 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნებიან. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. დანიამ აგვისტოს ბოლოს დაიწყო F-16-ზე რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება სკრიდსტრუპის საჰაერო ბაზაზე. ამავე ბაზაზე წვრთნას გადის ასევე 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც თვითმფრინავების მომსახურება და მათი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა დაეკისრებათ.  

Reuters: გერმანია რუმინეთში გამანადგურებლებს აგზავნის

გერმანია რუმინეთში NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიის მხარდასაჭერად, 4 გამანადურებელს გზავნის. თვითმფრინავები ნოემბრის ბოლოდან NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიას შეუერთდებიან. იტყობინება Reuters-ი 9 ნოემბერს უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით. ბერლინი რუმინეთის ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, ასევე განათავსებს 80-მდე ჯარისკაცს, რომელთაგან პირველი ნაკადი ადგილზე 9 ნოემბერს გაემგზავრება. უკრაინის დუნაის პორტებზე მოსკოვის თავდასხმების კვალდაკვალ, რუმინეთის საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში, დრონების ნამსხვრევები რამდენჯერმე იპოვეს. ბუქარესტმა ამის საპასაუხოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, ბომბის თავშესაფრები მოაწყო და დრონების საწინააღმდეგო სისტემები განათავსა.    

F16-ის უკრაინელი პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

რუმინეთი და ნიდერლანდები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. რუმინეთში, ფეტესტის სამხედრო საჰაერო ბაზაზე F-16-ის სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი ბუქარესტის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 150 კილომეტრში მდებარეობს. პილოტებისთვის სასწავლო კურსი სავარაუდოდ, ექვს თვეს გაგრძელდება. ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. ზელენსკი: ნიდერლანდების F-16-ები უკვე რუმინეთის სასწავლო ცენტრში არიან  

თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტზე, რომელსაც 2022 წელს მოეწერა ხელი. მხარეებმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში რუმინული მხარის მონაწილეობაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედროების ჩართულობის საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.  

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.   საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა.  ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში.   „შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი. ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე.   „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

დღეს, 28 ნოემბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ. კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ რეზოლუციით რუმინეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. ამავე დროს, მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რუმინეთის პარლამენტი საქართველოს ევროპული გზის წინსვლისადმი მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, „ამ სახელმწიფოს მოქალაქეების აშკარა პროევროპული ორიენტაციის გათვალისწინებით.“ რუმინეთის პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ ძალისხმევის გაგრძელებას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, რუმინეთის საკანონმდებლო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულების გაძლიერებას მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან, გაწევრიანების პროცესების წინსვლისთვის. რეზოლუციის ტექსტში საუბარია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაზე, მიიღოს გადაწყვეტილებები მის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 14 ან 15 დეკემბერს მიიღებს.

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეზოლუციის მიღებით დაუჭირა მხარი

დღეს, 28 ნოემბერს რუმინეთის პარლამენტმა მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ რეზოლუციით, რუმინეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.   ამავე დროს, მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რუმინეთის პარლამენტი საქართველოს ევროპული გზის წინსვლისადმი მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, „ამ სახელმწიფოს მოქალაქეების აშკარა პროევროპული ორიენტაციის გათვალისწინებით.“ რუმინეთის პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, რუმინეთის საკანონმდებლო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულების გაძლიერებას მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.    რეზოლუციის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან, გაწევრიანების პროცესების წინსვლისთვის. რეზოლუციის ტექსტში საუბარია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაზე, მიიღოს გადაწყვეტილებები მის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.  შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 14 ან 15 დეკემბერს მიიღებს.

რუმინეთი: ევროკავშირის გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები

საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“. უწყების ცნობით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუმინეთი როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ითვალისწინებს რა 2022 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის პრინციპებისა და მიზნების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია შავ ზღვაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციისათვის დაკავშირებადობის როლი, აგრეთვე, მისი მნიშვნელობა ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი დემოკრატიული ტრანსფორმაციის სტიმულირებისათვის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში.  ასევე ხაზგასმულია, რომ გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ევროპული ღირებულებების შესაბამისად. „რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და ასევე მოუწოდებს გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სულისკვეთება ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების მკაფიო პროევროპულ ორიენტაციას და ასევე მოლოდინს, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკომისიის რეკომენდაციების ყოვლისმომცველი და მდგრადი განხორციელებისთვის. რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მზარდი ძალისხმევის აუცილებლობაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაკავშირებადობის ყველა განზომილების განვითარების საჭიროებას რეგიონის ქვეყნებისთვის. რუმინეთის პარლამენტი გამოხატავს კანდიდატი  ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზაობას, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად,“ - აცხადებს საგარეო უწყება. შეგახსენებთ, რუმინეთის პარლამენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეზოლუციის მიღებით დაუჭირა მხარი  

თურქეთის F-16-ები რუმინეთში განლაგდნენ

თურქეთის საჰაერო ძალების 4 თვითმფრინავი რუმინეთში, NATO-ს საჰაერო მისიის ფარგლებში, პატრულირების მიზნით განლაგდა. „დაახლოებით 80 სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ეკიპაჟი და 4 F-16 თვითმფრინავი იფრენს რუმინეთის საჰაერო ძალების პილოტებთან ერთად, გაძლიერებული საჰაერო მისიის დროს, NATO-ს მეთაურობით. ერთობლივი მისია ხელს უწყობს რუმინეთისა და თურქეთის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

რუმინეთში წითელას ეპიდემია გამოცხადდა

რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ წითელას ეპიდემია გამოაცხადა. გადაწყვეტილება „წითელას შემთხვევების საგანგაშო ზრდის გათვალისწინებით მიიღეს. რუმინეთში წითელას 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - დაავადება გამოვლინდა ქვეყნის 41 ოლქიდან (რეგიონიდან) 29-ში. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მცხოვრებთა 78%-მა მიიღო ვაქცინის პირველი კომპონენტი, ხოლო ბავშვების 62%-მა ორივე კომპონენტი მიიღო. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანაში ბავშვების 78%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ვაქცინაციის უფლების მქონე ბავშვების 62%-მა მიიღო ორი დოზა. ამასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში აცრილი ბავშვების რიცხვი მცირდება.  

რუმინეთის ელჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პროექტს

საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა, რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ მხარს უჭერდა ამ პროექტს. რუმინეთის ელჩი თბილისში მიმდინარე შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. „დღეს მე დავესწარი შავი ზღვის პლატფორმის შეხვედრას. ამ პლატფორმას მესამედ ვესწრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ხვდებიან ერთმანეთს. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ უჭერდა მხარს ამ პროექტს, როგორც ალტერანტივას ტრადიციული სატრანსპორტო გზებისთვის. ჩვენი აზრით, პოტენციალი არსებობს და ის გაზრდილია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, ასევე, დერეფანს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის,“ – განაცხადა რაზვან როტუნდუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

რუმინეთი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მიესალმება

რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას კასპიის რეგიონში რესურსების განვითარებისთვის, მტკიცედ არის ერთგული სამხრეთ გაზის დერეფნის პროგრესის და გაფართოების, ევროკავშირის ახალი ბაზრებისკენ. სამინისტროს ცნობით, კასპიის რეგიონი ამჟამად სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი აქტიური მხარდამჭერია „მწვანე დერეფნის“ პროექტის, რომელიც რეგიონული პარტნიორების მიერ (აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი) ჩამოყალიბდა. გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.  

საქართველოსა და რუმინეთს შორის ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების მინისტრი ბოგდან - გრუია ივანი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების სამინისტროს შორის “ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.“ „ჩვენ რუმინეთის მხარესთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას. საუბარია, როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაკავშირების საკითხების შესწავლაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად საქართველო უკვე ახორციელებს, მონაცემთან ცენტრების შექმნასა და ამ კუთხით თანამშრომლობაზე, რასაც, რუმინეთთან ერთად, ევროკავშირიც მხარს უჭერს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. რუმინეთის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ტელეკომუნიკაციებისა და  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ხაზი გაესვა  საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, საერთაშორისო ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „მონაცემთა ცენტების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების; აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერის; საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის ციფრული დერეფნების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით; მონაცემთა ცენტრების /ღრუბლოვანი კომპიუტერული საშუალებების განვითარების ხელშეწყობის; ICT მეწარმეობის განვითარების; ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტების ხელშეწყობის; ელექტრონული კომერციის განვითარების; ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების და სხვა საკითხებზე. 

რუმინეთში გემიდან გადავარდნილი ქართველი მეზღვაური დინებამ გაიტაცა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ, რუმინეთში, გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მეზღვაური დინებამ გაიტაცა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა. რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს,” - განუცხადეს ქართულ მედიასაშუალებებს უწყებაში.  

რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ისევ ჩავარდა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დრონი, რომლის სამიზნეც დუნაის უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურა იყო, რუსეთის ბოლო თავდასხმის დროს, რუმინეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. „რუმინეთის F-16-ები და სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც NATO-ს წევრ გერმანიას ეკუთვნის, რუმინეთის საჰაერო სივრცეში აუშვეს,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. სამინისტროს განცხადებით, რუმინეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ გაშვებული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ეცემა.  

შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ

NATO-ს წევრების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები 2024 წლის 11 იანვარს, სტამბოლში, სამმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების განაღმვაა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად, ერთობლივი დანაყოფის შექმნას გეგმავდნენ.  

Rheinmetall-მა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის რუმინეთისგან მსხვილი შეკვეთა მიიღო

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის მწარმოებელ Rheinmetall-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც Oerlikon GDF 103-ის საზენიტო საარტილერიო სისტემების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. Rheinmetall-ისთვის ეს არის პირველი დიდი შეკვეთა რუმინეთიდან, NATO-დან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. დაახლოებით 328 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი მოიცავს ოთხი სისტემის მიწოდებას, ასევე ტრენინგს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა მომსახურებას. ორი სისტემის მიწოდება იგეგმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და კიდევ ორის - ​​სამი წლის განმავლობაში. რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში, უკრაინისა და უნგრეთის საზღვრებთან ახლოს, რამდენიმე თვეა, Rheinmetall-ის სერვის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამხედრო ტექნიკის მოვლა-შეკეთება მიმდინარეობს.  

რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს - ელჩი

 რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს. „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის".  

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან. ევროკომისიის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ. სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს ისტორიული მომენტი უწოდა. „დღეს ისტორიული მომენტია ბულგარეთისა და რუმინეთისთვის… და დიდი სიამაყის დღე რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. მარტის მდგომარეობით ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრები სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის. ვულოცავ ბულგარეთს და რუმინეთს,“  - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს პოზიცია შეცვალა.  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიზანიც შავი ზღვის განაღმვაა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი შეთანხმების საკითხზე მუშაობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან მიმდინარეობს. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თავად შეთანხმების კონცეფციაზე და ტექსტზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა საკითხი და მომავალ კვირას ჩემი მოადგილე იქნება სტამბულში, რომ მოაწეროს ხელი და ეს მისია მალე დაიწყება,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას

ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას. ამის შესახებ Euractiv Bulgaria-ს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ბულგარეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და შავი ზღვის განაღმვის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთშაბათს, სტამბოლში უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ოპერატიული დაგეგმვის პროცესი დაიწყება. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ჯგუფები რეგულარულად ასრულებენ განაღმვის სამუშაოს. ოქტომბერში პირველად გახდა ცნობილი, რომ სამი ქვეყანა ერთობლივი ძალების შექმნას განიხილავდა. ეს მისია NATO-ს ოპერაციად არ განიხილება, მაგრამ ეს იქნება შავი ზღვის მოკავშირეების პირველი ერთობლივი ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს  

რუმინეთის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს - Bloomberg

რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს. ამ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მის გარდა, მიშელის პოტენციურ შემცვლელად, იტალიელი მარიო დრაგი და ლუქსემბურგელი ხავიერ ბატელი სახელდებიან, თუმცა ლუქსემბურგის ყოფილმა პრემიერმა ბატელმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად.“ „მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი, ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთი შეითავსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ის უკრაინის დახმარებას მკაცრად ეწინააღმდეგება. ორბანმა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. ოქტომბერში ორბანი პირველად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.  

ევროკომისიამ რუმინეთის საპორტო ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, 126 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი დაამტკიცა

ევროკომისიამ 11 იანვარს დაამტკიცა 126 მილიონი ევროს (138 მილიონი აშშ დოლარი) ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს რუმინეთის (დუნაის პორტების) საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უკრაინის ექსპორტის გაზრდით გამოწვეული გადატვირთულობის შემცირებას. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის „სოლიდარობის გზების“ ინიციატივის გაძლიერებას - ის მიზნად ისახავს უკრაინის საექსპორტო შესაძლებლობების მხარდაჭერას, რომელიც შავ ზღვაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდა. „ეს 126 მილიონი ევროს სქემა საშუალებას მისცემს რუმინეთს, შეამციროს დუნაისა და შავი ზღვის სანაპიროების პორტებში შემოსული საქონლის უეცარ მატებასთან დაკავშირებული შეფერხებები. დახმარება პორტის ოპერატორებს დაეხმარება, გადაამუშაონ და შეინახონ რიგი საქონელი, რითაც შემცირდება რუსეთის ომით გამოწვეული ბლოკადა. უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მარგრეტე ვესტაგერმა, კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა. შავი ზღვის საზღვაო ტრანსპორტისთვის რუსეთის საფრთხის ფონზე, რუმინეთი, რომელიც უკრაინის პროდუქციის თითქმის 60%-ს ატარებს, უკრაინის ექსპორტში გადამწყვეტ როლს თამაშობს. რუმინელი და უკრაინელი ოფიციალური პირები მდინარე დუნაისა და შავ ზღვაზე რუმინეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობდნენ. დუნაის, როგორც საზღვაო მარშრუტის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ივლისში, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ დახმარება გამართლებულია, რადგან რთული იქნება პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ომის შედეგად შექმნილი რისკებისა და გაურკვევლობის გამო. ასევე გაურკვეველია, როგორი იქნება რუმინეთის გავლით უკრაინის ექსპორტის მომავალი, თუ უკრაინის შავი ზღვის პორტები ხელახლა გაიხსნება ომამდელი შესაძლებლობებით.  

უკრაინა და რუმინეთი უსაფრთხოების ვალდებულებების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

უკრაინისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ორმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ დავოსში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, G7-ის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა და სახელმწიფოს მეთაურთა პოლიტიკური მრჩევლების მეოთხე შეხვედრის ფარგლებში დაიწყო.  უკრაინულ მხარეს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი, რუმინულ მხარეს კი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა წარმოადგენდა. რუმინეთი გახდა მე-9 ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ბუქარესტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი მხარდაჭერა.  

აზერბაიჯანმა რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანამ 2023 წელს რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა. კერძოდ, აზერბაიჯანმა რუმინეთში 621 947,79 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 382 756 670 დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანახმად, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15,5%-ით მეტია.  

შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდა

NATO თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ შავ ზღვაში ერთობლივი მისიის დაწყებას მიესალმა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს „ჩვენ მივესალმებით, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ერთად მუშაობენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ნავიგაციის უფრო დიდი თავისუფლებისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - წერს NATO-ს პრესსპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა. „MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. „მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი. ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

ყაზახეთსა და რუმინეთს TRACECA-ს განვითარება სურთ

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს ფლორინ სპატარუს ბრიუსელში შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციისა და საგზაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ყაზახეთის დელეგაციის რუმინეთში ვიზიტისას ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) და TRACECA-ს განვითარება განიხილეს. კარაბაევმა რუმინელი ინვესტორები მიიწვია, რათა ერთობლივად განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები ტრანსპორტის სექტორში. თავის მხრივ, ფლორინ სპატარუმ ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართ ინტერესი გამოხატა. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთიდან რუმინეთში ექსპორტმა 2.5 მილიარდი დოლარი,  ხოლო იმპორტმა რუმინეთიდან ყაზახეთში 101 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.   ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე NATO-ს მაღალი მზადყოფნის ძალების განლაგება დაუშვა

რუმინეთმა სერიოზული საფრთხის შემთხვევაში, NATO-ს რუმინეთის ტერიტორიაზე მაღალი მზადყოფნის ძალების განლაგების უფლება მისცა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს წერილით განუცხადა, იუწყება Euractiv. „ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეუძლია, გადაწყვიტოს რუმინეთის ტერიტორიაზე ძალზე სწრაფი რეაგირების ერთობლივი ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უეცარი უსაფრთხოების სერიოზული კრიზისის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს; მოახდინოს კრიზისზე რეაგირება და მისი ესკალაციის პრევენცია,“ - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში. „ამ ძალების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, 72 საათის განმავლობაში, საჭიროა წინასწარი თანხმობა მათი განლაგების ან ქვეყნის გავლით ტრანზიტის შესახებ,“ აღნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტი. რუმინეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში, მომავალ სესიაზე განიხილავს. მანამდე რუმინეთის შტაბის უფროსმა ვლად გეორგიტამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს, კრემლის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება. მისი აზრით, რუმინეთი მზად უნდა იყოს პოტენციური კონფლიქტისთვის. ამის შემდეგ რუმინეთის პრემიერ-მინისტრი სიმშვიდის შენარჩუნების მოწოდებით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი არცერთ ომში არ ჩაერთვება.  

საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება - სიიარტო

ორშაბათს, 19 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით, ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. „ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ინტერკონექტორის პროექტი უნდა გაფართოვდეს - ევროკომისარი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის პროექტთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. „ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოსა და რუმინეთს შორის, შავი ზღვის ქვეშ, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის გაყვანის ინიციატივას. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესი,“ - აღნიშნა მან აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. სიმსონმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში უკვე შედის. „ეს ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის, „გლობალური კარიბჭის ფარგლებში, ფლაგმანი პროექტია,“ აღნიშნავს სიმსონი. „ეს არის მნიშვნელოვანი პირველი პროექტი და გათვალისწინებულია უფრო ფართო მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც მოიცავს წყალბადით შესაძლო ვაჭრობას განახლებადი წყაროებიდან,“ გამარტავს ევროკომისარი. ის მიესალმა რომ უფრო მეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ამ ინიციატივას. ამასთან, ევროკომისარი მეტი ჩართულობის ინიაციატივით გამოვიდა. ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.  

რუმინეთში არასრულწლოვანებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა აკრძალულია

რუმინეთმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვას კრძალავს. ამის შესახებ Digi24 იუწყება. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. წესების დარღვევისთვის ეკონომიკურ ოპერატორებს 30 ათასი ლეის (6000 ევრო) ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია საქმიანობის იძულებითი შეჩერება. შ ეგახსენებთ, რომ დანია ემზადება შეზღუდოს თინეიჯერებისთვის დაბალალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და მზარდი პოპულარობის გამო, საღეჭ თამბაქოზე ფასები გაზარდოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა წამოიწყო მკაცრი კამპანია ოქტომბერში, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს სიგარეტის გაყიდვას ყველასთვის, ვინც 2009 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ დაიბადა.  

რუმინეთის პრეზიდენტმა NATO-ს გენმდივნობის სურვილი გამოთქვა

12 მარტს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნობა სურს. რუმინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO საჭიროებს განახლებულ ხედვას და აღმოსავლეთ ევროპამ ღირებული წვლილი უნდა შეიტანოს ალიანსის ფარგლებში მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში. „გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. მე მჯერა, რომ NATO-ს, თავის მხრივ, სჭირდება განახლებული პერსპექტივა მის მისიაზე. აღმოსავლეთ ევროპას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი NATO-ს ფარგლებში დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში," - განაცხადა იოჰანისმა. ამჟამინდელი გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგი ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ იგი დაარწმუნეს, დარჩენილიყო, რადგან წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ კომპრომისზე მის მემკვიდრესთან დაკავშირებით - გენერალური მდივნის არჩევა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. ამჟამად ყველაზე სავარაუდო კანდიდატი მარკ რუტეა, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას ასრულებს. თუმცა, მის არჩევასთან დაკავშირებით შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას უნგრეთის და თურქეთის პოზიციის, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკური გავლენის გამო, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს.   

რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება

რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე NATO-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება. ამერიკული ძალები „მიხაილ კოგალნიჩანუს ბაზას“ 1999 წლიდან იყენებენ და ამ დროისთვის იქ განლაგებულია შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ელემენტები, ასევე მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზa 2 800 ჰექტარზე განლაგდება, სადაც ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს. სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს. პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის, იქნება ახალი ასაფრენი ბილიკები, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა, ფრენის სიმულატორი, ასევე ანგარები. გარდა ამისა, იქნება ადმინისტრაციული და სოციალური შენობები, სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრი და საავადმყოფო.  

რუმინეთმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის ტრანზიტი და F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება დაამტკიცა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის ტრანზიტი დაამტკიცა. მან ასევე დაადასტურა ქვეყანაში უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ებზე.  გარდა ამისა, იოჰანისი დათანხმდა დაახლოებით 50 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას. ეს საკითხი ორშაბათს რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის ლიდერების შეხვედრაზე განიხილება. პალატაში კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ ერთობლივ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. კონკრეტულად როდის დაიწყება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა, ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია. თუმცა უკრაინული მედია წერს, რო სწავლება სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ F-16-ის პილოტების მომზადება წლის ბოლომდე დასრულდება. რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება  

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან „დრონის მსგავსი ფრაგმენტები“ იპოვეს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის მსგავსი ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან აღმოაჩინეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს „კუნძულ დიდ ბრაილაზე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შესაძლო დრონის ელემენტები აღმოაჩინეს. ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სპეციალიზებულ სტრუქტურებთან ერთად, პარასკევს, 2024 წლის 29 მარტს, სპეციალური ოპერატიული პროცედურების შესაბამისად აწარმოებს გამოძიებას მომხდარ ფაქტზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევი აღმოჩნდა. ბუქარესტის შეფასებით, რუმინეთი NATO-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით კარგად დაცულია. ბუქარესტი NATO-ს მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN  

რუმინეთის პრემიერი დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნაზე: მიმდინარეობს გამოძიება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ კომენტარი გააკეთა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების ჩავარდნის საკითხზე. მან დრონის წარმომავლობის დაზუსტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. „რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი [მსგავსი შემთხვევა] არ არის, მინდა, რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია,” - განაცხადა ჩოლაკუმ. მ ისი თქმით, დრონის ჩამოვარდნის კრატერიდან გამომდინარე, მას ფეთქებადი ელემენტები არ ჰქონდა და სხვა არეალში ჩამოვარდნის შემთხვევაშიც ზიანს არ გამოიწვევდა. ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰედის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ. ცნობისთვის, დრონი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:45 საათზე ჩამოვარდა და თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა. რუმინეთში, უკრაინის საზღვართან „დრონის მსგავსი ფრაგმენტები“ იპოვეს  

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ

ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი, 31 მარტს, ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ და გახსნეს საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობა სასაზღვრო შემოწმებების გარეშე. თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია, თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია. „ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - წერს ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის წესები გავრცელდება ოთხ საზღვაო პორტსა და 17 აეროპორტზე - ქვეყნის ოტოპენის აეროპორტი, დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად, შენგენის ფრენების უდიდეს ცენტრს წარმოადგენს. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს მან პოზიცია შეცვალა. თავდაპირველი შენგენის ხელშეკრულება 1985 წელს გაფორმდა, როდესაც ევროპის რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო ( გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ შეთანხმდა. მომდევნო წლებში ზონა ეტაპობრივად გაფართოვდა და 2007 წელს მას ყოფილი სოციალისტური ბანაკის და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.  

რუმინეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, საქართველოს გავლით ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს

რუმინეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით კონსტანცის პორტში, საქონლის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მდივანმა ადრიან ჯორჯ ფოგისმა გააკეთა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მათ მეზობლებს შორის, ისევე როგორც სხვა მსოფლიო მოთამაშეებთან, არის დადებითი ფაქტორი ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა, გზების, რკინიგზის, პორტებისა და ტვირთის გადაზიდვის ტერმინალების მშენებლობა ან მოდერნიზაცია - რეგიონის ქვეყნებს შორის ან სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ტვირთების ტრანსპორტირებას და ტრანზიტს ცენტრალურ აზიაში. რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფაში. მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას პროგნოზირებს  

Romgaz-სა და SOCAR-ს რუმინეთში, LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტირება სურთ

რუმინეთის ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მწარმოებელი Romgaz და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) კონსტანცის პორტში, ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან-იოან ბურდუჯამ განაცხადა. ბაქოში საქმიანი ვიზიტის დროს აზერბაიჯანელ კოლეგასთან პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას ბურდუჯამ აღნიშნა, რომ Romgaz-ისა და SOCAR-ის მიერ კონსტანცის პორტში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის ერთობლივი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულდა. მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების შესახებ, 2022 წელს Romgaz-მა (მემორანდუმი) SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.  პროექტი მოიცავს LNG ტერმინალის და რეგაზიფიკაციის ტერმინალის, ასევე, სხვა ობიექტებისა და სტრუქტურების მშენებლობას, რომლებიც საჭიროა კასპიის რეგიონიდან რუმინეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის. Romgaz-მა და SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა: შედეგები დადებითია და საჭირო თანხები გამოიყოფა შავი ზღვის LNG ტერმინალის დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს ოდესღაც AGRI (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების პროექტი) ერქვა. პროექტის მიზანია აზერბაიჯანული გაზის ევროპის ბაზარზე გატანა საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. პირველ ეტაპზე გაცხადებული იყო რომ: AGRI-ს პროექტის აქციონერები იყვნენ SOCAR (აზერბაიჯანი-25%), GOGC (საქართველო-25%), ROMGAZ (რუმინეთი-25%) და MVM (უნგრეთი-25%). მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთმა გამოავლინა მზადყოფნა კონსტანცის პორტში ტერმინალის მშენებლობის დასაფინანსებლად: „მიმდინარე წლის ბოლომდე დადგინდება პროექტის კომპანიის სტრუქტურა და საჭირო დაფინანსება. რუმინეთისთვის ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს, როგორც ენერგეტიკული ცენტრის პოზიციას, ხოლო ევროპისთვის ეს იქნება რუსული გაზის ახალი ალტერნატივა.“ ცნობისთვის, იულიან კიფუ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრის უკვე ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, Europetime-თან საუბრობდა : რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ AGRI-ს პროექტი საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით რუმინეთის, უნგრეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის კასპიის რეგიონიდან გათხევადებული გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად.  

რუმინეთში გაიმართება სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2024“, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

რუმინეთში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო და მოლდოვაც იქნებიან. წვრთნები რუმინეთის საზღვაო ძალების ორგანიზებით ჩატარდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სწავლება 8 აპრილიდან 21 აპრილამდე გაიმართება. მასში NATO-ს 12 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ასევე, მოლდოვა და საქართველო. 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ტექნიკა (მათ შორის, საზღვაო ხომალდები, თვითმფრინავები) ჩაერთვება შავ ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილ მანევრებში, რომლის დროსაც ისინი გაივლიან სხვადასხვა სცენარს - სამძებრო-სამაშველო ოპერაციებიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვამდე. წვრთნები ასევე ჩატარდება დუნაის დელტაში. "Sea Shield-ი" პირველად 2015 წელს ჩატარდა.  

პროპაგანდის ადგილი არ არის: რუმინეთმა ორი რუსული ფილმის ჩვენება გააუქმა

რუმინეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული ფილმის ჩვენება მას მერე, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა თითქოს რუსეთის კულტურის ხელშემწყობი ორგანიზაციის ინიციატივა, ეჩვენებინათ ფილმები, რომლებიც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი ადამიანის, საბჭოთა კოსმონავტის იური გაგარინის გაფრენის წლისთავს ეძღვნებოდა. „დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად აშკარა პროპაგანდისტული ფილმებისა, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა, რალუკა ცურკანმა. კრიტიკოსების მიერ ფილმები „გამოწვევა (2023 წელი) და „ღია კოსმოსში გასვლა“ (2027 წელი) რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებებად ითვლება.  

რუმინეთი უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, კიდევ სამ F-16-ს მიიღებს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუმინეთი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებისგან, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის კიდევ სამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგასთან, საავიაციო ბაზაზე გამართავს. გასული წლის ნოემბერში გახსნა F-16-ების ევროპული სასწავლო ცენტრი ფატესტის 86-ე საჰაერო ბაზაზე გახსნა. იმ დროს ითქვა, რომ ავიაბაზა გამოიყენებოდა რუმინელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად. რუმინეთსა და ნიდერლანდებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ბაზა უზრუნველყო საწვრთნელ მიზნებისთვის, ნიდერლანდებმა მიაწოდა მოიერიშე თვითმფრინავები, ხოლო Lockheed Martin-მა უზრუნველყო ინსტრუქტორები და ტექნიკური მომსახურება. ნიდერლანდები და დანია კოორდინაციას უწევენ ევროპულ ძალისხმევას უკრაინას F-16-ების მოპოვებაში დასახმარებლად. გასულ წელს უკრაინის მოკავშირეებმა საავიაციო კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც უკრაინას თანამედროვე F-16-ების საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწოდებდა. კოალიციას ნიდერლანდები და დანია ხელმძღვანელობდნენ.