თეგი: სამტრედია

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადავარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.