თეგი: სროლა

ოფიციალური კიევი: უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა

უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, სროლა დასახლება პესკისთან ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაღუპულები არ არიან. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლა იყო. დაჭრილია, სულ მცირე, 13 ადამიანი

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სამართალდამცველები იმ პირს ეძებენ, რომელმაც მეტროსადგურში ცეცხლი გახსნა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში: ბრუკლინის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს, თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან

ბრუკლინის 36 ქუჩის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს. ნიუ-იორკის პოლიცია მოგვიწოდებს თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ავრცელებს.   "საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ მამაკაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა. ცნობისთვის, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ კაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა.  

რუსეთში, საბავშვო ბაღში სროლისას ბავშვები დაიღუპნენ

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის საბავშვო ბაღში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მოროზოვმა განაცხადა. „საშინელი დანაშაული მოხდა. მე ვესაუბრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატთა კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა და 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი", - წერს პოლიტიკოსი. ასევე წაიკითხეთ: ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო  

მედია: ბუფალოში, მასობრივი სროლისას სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოს სუპერმარკეტში, მასობრივი სროლისას სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  NBC News სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, დაიღუპა კაცი, რომელმაც იარაღიდან ისროლა. სროლისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემა სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით  წერს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, ბუფალოში,Tops Friendly Market-ში ევიდა და შაშხანიდან ცეცხლი გახსნა.

ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რომასმა გახსნა, რომელიც ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. როგორც ცნობილია, დაიღუპა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.  

ჯო ბაიდენი: როცა 18 წლის ბავშვს შეუძლია, იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია

არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა. „ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გერმანიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შვალმშტადტში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ ეტაპზე სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, ამ ეტაპზე სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

ბაქო სომხეთის ტერიტორიიდან მორიგი დაბომბვის შესახებ აცხადებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მორიგი დაბომბვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ლაჩინისა და იელიჯ კალბაჯარის რაიონებში, მინკენდის დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაძაბულობა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „მიიღო ადეკვატური ზომები“. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.  

ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე, მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა  

ნორვეგიამ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა

ოსლოში, ღამის ბარში მომხდარი სროლის შემდეგ, ნორვეგიაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა. ამის შესახებ NRK იუწყება. ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.  „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

დანიაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა როგორც ცნობილია, 22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.  

დანიის პოლიცია კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლას ტერორიზმს არ უკავშირებს

დანიის პოლიციის განცხადებით, კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ტერორიზმს არ უკავშირდება. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილის ვიდეოები, რომლებიც კვირას საღამოს სოციალურ მედიაში გავრცელდა, ავთენტურია. ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც იარაღთან ერთად პოზირებს, ამბობს, რომ ფსიქოტროპული წამალი არ მოქმედებს და თვითმკვლელობის ჟესტებს იყენებდა. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ცნობისთვის, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამ დროისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სროლისას თავდამსხმელი, შენობის სახურავზე იმყოფებოდა, იუწყება CBS News. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი, ვინაიდან ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის.  

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.   

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას იაპონიის პრემიერმა მომხდარს „საზიზღარი აქტი“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს  

 შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.  

შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა

 შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.  

ლოს-ანჯელესში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს-ანჯელესის პარკში სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით NBC News იუწყება. ქალაქის სახანძრო სამსახურმა მანამდე განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა. არხმა დააკონკრეტა, რომ ინციდენტი მხარეებს შორის გარკვეულ დავამ გამოიწვია. სროლა პეკ პარკთან მოხდა, სადაც ამ დროს ავტოშოუ იმართებოდა.  

მექსიკაში, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს - დაიღუპა 13 ადამიანი

მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ, და პოლიციას დაკრძალვის ადგილზე მიუთითეს. „დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, - აცხადებენ პოლიციაში. შემთხვევის ადგილიდან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 27 ავტომატი და შაშხანა ამოიღეს.  

მედია: საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს

საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს. პოლიციამ დამნაშავის დასაკავებლად ძებნა დაიწყო.  

მონტენეგროში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

მონტენეგროში, ქალაქ ცეტინში კაცმა გამვლელებს იარაღიდან ესროლა.  მედიის მონაცემებით, სროლის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაღუპა, ხოლო 6 ადამიანი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.  ცნობილია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელი თავის არეში დაიჭრა, სულ მცირე ორი ადამიანი - მოხუცი ქალი და კაცი - მონტენეგროს კლინიკურ ცენტრში გადაიყვანეს. პორტალ In4s-ის ცნობით, თავდამსხმელი დაიღუპა. ის 34 წლის ადგილობრივი მცხოვრები, ვუჩკო ბორილოვიჩია. სროლის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური ჩხუბი გახდა.  

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები

შვედეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ მალმოში მდებარე სავაჭრო ცენტრ Emporia-ში სროლა იყო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  თვითმხილველების თქმით, უცნობმა კაცმა მოულოდნელად ხალხის მიმართულებით იარაღიდან სროლა დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაშავდა და პოლიცია სავაჭრო ცენტრში იარაღით ხელში შევიდა. ამ დღისთვის, სავაჭრო ცენტრთან მატარებლის მოძრაობა სპეცოპერაციის გამო შეჩერდა. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლაში 15 წლის მოზარდია ეჭვმიტანილი

შვედეთის პოლიციამ, მალმაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში  მან ხალხის მიმართულებით სროლა მოულოდნელად დაიწყო.  შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად, 31 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.  Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, სროლის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციელებმა 15 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.  შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები  

კიკეთში სროლა იყო

კიკეთში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი ქალი.  დაჭრილები თბილისის კლინიკებში გადმოჰყავთ. ამასთან, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  

კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ერთი პირია იდენტიფიცირებული და შსს-მ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.  როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სამართლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  კიკეთში სროლა იყო შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილები თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.   

რუსეთში, სკოლის შენობაში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები

იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლა მოხდა, იუწყება 112. ტელეგრამის არხის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაიღუპა სკოლის დარაჯი.  შავ კოსტუმში ჩაცმული უცნობი პირი სკოლაში შეიჭრა და ბავშვებისკენ სროლა დაიწყო.  Baza Telegram-ის არხი იუწყება, რომ როდესაც უცნობმა ცეცხლი გახსნა, ბავშვები კლასებში ჩაიკეტნენ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უცნობმა სკოლის დარაჯი მოკლა, შემდეგ კი სროლა მოსწავლეების მიმართულებით დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია. REN TV-ს ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ბავშვი. ტელეკომპანია „ზვეზდა“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უცნობი, რომელმაც იჟევსკის სკოლაში იარაღიდან ისროლა დაკავებული არ არის და მას სამართალდამცველები ეძებენ.   

იჟევსკის სკოლაში სროლისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დაჭრილია 20 ადამიანი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იჟევსკის 88-ე სკოლაში მომხდარი სროლისას 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია კიდევ ზუსტდება. რუსეთში, სკოლის შენობაში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა. ადგილზე სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.  შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი სკოლაში დღეს შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით იარაღიდან ისროლა.   

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი. დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია. რუსეთში, სკოლის შენობაში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა. ადგილზე სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.  შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი სკოლაში დღეს შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით იარაღიდან ისროლა.     

მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებამ თავდასხმა მოაწყო - სრულის შედეგად, დაიღუპა 18 ადამიანი

მექსიკაში, სან მიგელ ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტში კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" თავდასხმა მოაწყო -  სროლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ყოფილი მერი, ხუან მენდოზა საკუთარ სახლში მოკლეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვითი ძალები და პოლიცია. ტერიტორიაზე თავდამსხმელს ეძებენ.  

ბელგოროდში, სამხედრო ნაწილში სამმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 16

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბოლო საათში ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე სროლა იყო და ინციდენტის შედეგად დაიღუპა 22 და 16 ადამიანი დაიჭრა.  თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ომში წასასვლელად გამზადებულ „მოხალისეებს“, ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სროლისას 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ასევე დაიღუპნენ ის პირები, რომლებმაც მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს.  მანამდე, მომხდარზე ინფორმაცია, რამდენიმე რუსულმა წყარომ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 10-დან 22-მდე მერყეობს.  

ბაქოს ცნობით, სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა.  უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 18 ოქტომბრის საღამოსა და 19 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის დაშქესანისა და გადაბაის რეგიონების დასახლებების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

მისურის შტატის სკოლაში, სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში, სროლის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. ამასთან, თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

ირანში, მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები

ირანში შირაზში, შაჰ ჩერახის მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.  „ერთმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა პილიგრიმებს შაჰ ჩერახში", - განაცხადა ფარსის გუბერნატორის მოადგილემ ესმაილ მოჰებიპურმა. მისი თქმით, მსროლელი და კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავეს. შაჰ-ჩერახის მავზოლეუმი შირაზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და მნიშვნელოვანი რელიგიური სალოცავია. მასში განთავსებულია აჰმედისა და მუჰამედის საფლავი - იმამ რეზას ძმები - 12 იმამიდან ერთ-ერთი, რომლებსაც შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრეებად თვლიან.  

რუსეთში, კრიმსკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის, ქალაქ კრიმსკის მცხოვრებმა ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის შენობაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გარეთ გავიდა და გამვლელებს დაუწყო სროლა.  ინფორმაციას რუსული მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა სამედიცინო ცენტრის ორი თანამშრომელი და ერთი გამვლელი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც სროლის დროს სამედიცინო ცენტრთან შემთხვევით იმყოფებოდა. 1956 წელს დაბადებულმა კაცმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. პოლიცია მომხდარის გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივებს იძიებს, განაცხადეს რეგიონის შსს-ს წარმომადგენლებმა. ტელეგრამის არხები, მათ შორის 112 და Mash, წერენ, რომ იარაღიდან ვლადიმერ ჟიროვმა ისროლა, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან  სასამართლო პროცესი წააგო. განაჩენის გამოტანის შემდეგ მან ქალის შევიწროება და მუქარა დაიწყო. ტელეგრამის არხის ცნობით, ქალი სავაჭრო ცენტრში შევარდა და დახმარება სთხოვა, მაგრამ ყოფილმა ქმარმა ცეცხლი გახსნა. შემდეგ შვილთან მივიდა და სახლთან თავი მოიკლა.  

კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლა იყო. არის მსხვერპლი

კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავად თავდამსხმელს კი პოლიციამ ესროლა. ამის შესახებ AP იტყობინება. „საშინელი სურათია. ექვსი გარდაცვლილი. ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილია [სროლაში - რედ.] დანარჩენი ხუთი მსხვერპლია“, - განაცხადა იორკის რეგიონული პოლიციის უფროსმა ჯეიმს მაკსვინმა. მისი თქმით, მეშვიდე ადამიანი, რომელსაც ეჭვმიტანილმა ესროლა, საავადმყოფოშია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.   

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო და 19 ნარკოკარტელის წევრია, თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესი კი პოლიციამ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 21 პირი. როგორც „როიტერი“ წერს, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი ედება მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, „სინალოას“ ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობა. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალური ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებს.  

აშშ-ში დააკავეს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ქალაქ ნიუპორტ ნიუსში პოლიციამ დააკავა 6ი წლის დაწყებითი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მასწავლებელი პისტოლეტით მძიმედ დაჭრა. იუწყება CNN პოლიციაზე დაყრდნობით. სროლა დაწყებით სკოლაში 6 იანვარს, შუადღისას, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, - განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა სტივ დრიუმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პირველკლასელმა, რომლის სახელიც არ სახელდება, კლასში მათ შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მასწავლებელს ერთხელ ესროლა. „ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა,” - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა. პოლიცია იძიებს საქმეს და ცდილობს დაადგინოს მომხდარის ყველა გარემოება და ასევე გაარკვიოს, თუ საიდან ჰქონდა ბავშვს იარაღი. პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ ინციდენტში სხვა ბავშვები არ მონაწილეობდნენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. სტივ დრიუმ დასძინა, რომ ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, არის „გარკვეული გაუმჯობესება“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლეა, დამონტაჟებულია ლითონის დეტექტორები, მაგრამ ყველა მოსწავლეს ტესტირება არ უტარდება - ბავშვებს შემთხვევით ამოწმებენ, - წერს BBC News. შეერთებული შტატების სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სტატისტიკის მიხედვით, The New York Times-ის თანახმად, 1970 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები მსგავს ინციდენტებში სულ მცირე 16-ჯერ იყვნენ ჩართული. აქედან სამი ინციდენტი, 2011 წლიდან 2021 წლამდე, ეხებოდა ექვსი წლის ბავშვებს (ორი ასეთი ინციდენტი განიხილებოდა როგორც შემთხვევითი სროლა). ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ხუთი წლის ბავშვმა მოაწყო სროლა - ეს 2013 წელს მოხდა მემფისის სკოლაში, ტენესის შტატში.  

ლონდონში თავდასხმის შედეგად დაჭრილი 7 წლის გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია

ლონდონში, სროლის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია.  დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან.  შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა იუსტონის რკინიგზის სადგურთან ახლოს, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალი ტარდებოდა. ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა სამი ქალი და 7 და 12 წლის ბავშვები. პოლიციის განმარტებით, თავდამსხმელმა მოძრავი ავტომობილიდან გაისროლა.  თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  „გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.  

რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ

საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა სამხედროა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო ამის შესახებ საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულადაც დაგვიდასტურეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს. მანამდე მუშაობდა, ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც დაგვიდასტურეს", - თქვა გომელაურმა. ექიმი: საგარეჯოში დაჭრილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კრიტიკული მისივე ცნობით, როდესაც თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო, სახლში მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.  შს მინისტრის განხცადებით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, რა თქმა უნდა... მან კიდევ რამდენჯერმე ისროლა", - აღნიშნა გომელაურმა. მისივე თქმით, როდესაც პოლიცია ბინაში შევიდა, თავდამსხმელი დაღუპული დახვდა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.  

საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაჭრილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კრიტიკული. ამის შესახებ „მთავარ არხთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა განაცხადა.  „ცეცხლსასროლი ჭრილობით კლინიკაში შემოყვანილია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, ოთხს გაეწია სამედიცინო დახმარება და ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უტარდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის", - ამბობს ექიმი.     

შსს საგარეჯოში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ პოლიციელზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

ქობულეთში სროლა იყო

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.  როგორც ცნობილია, სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.  

ექიმი: საგარეჯოში დაჭრილებიდან ერთი ადამიანი მართვით სუნთქვაზე რჩება

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებული 24 წლის ახალგაზრდა კაცი, მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ექიმები აცხადებენ. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია ამასთან, მკურნალობა უგრძელდება კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული ქვედა კიდურებზე. მათ გაუკეთდათ ოპერაციული ჩარევა და ამ ეტაპზე მკურნალობას სტაციონარულ რეჟიმში გადიან. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

კალიფორნიაში სროლის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი, გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ბრალდებულმა ვაზისუბანში, მარკეტის მოლარეს რამდენჯერმე ესროლა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენეს. შემთხვევა 23 იანვარს ვაზისუბანში მოხდა. უწყების ცნობით, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, ბრალდებული და სუპერმარკეტის, მოლარე-ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ ბრალდებული 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაული 16-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ - ზურაბიშვილი

შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა „შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.   

კალიფორნიაში სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. სამართალდამცველების თქმით, სროლა შაბათს ღამით ბევერლი კრესტში მოხდა. შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. უწყების ცნობით, მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კალიფორნიაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.   

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაითუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.  ამასთან, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალდებული დაკავებული არ არის და მომხდარის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.  

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

სროლა პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში - დაიღუპა 7 ადამიანი

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მასწავლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველები ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თავმდამსხმელი კაცი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის თანამშრომელი იყო. მომხდარზე სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.  

ვერაზე, გვიან ღამით სროლა იყო

ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები უცნობია.  

თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით არის აღძრული. კერძოდ, გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 19,108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.  

ბრიუსელის ცენტრში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ საფეხბურთო ფორმა ეცვათ. მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კაცი სადგურის მახლობლად, დიდი იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე ისვრის. ბელგიური მაუწყებლების ცნობით, დაღუპულები შვედები არიან. დღეს შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ბელგიის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. BBC წერს, რომ უცნობია, ისინი მატჩზე დასასწრებად იყვნენ თუ არა ბელგიაში ჩასულები. პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოფიცრები მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გზა გადაკეტეს. მან სროლის გარემოებების დაზუსტებაზე უარი თქვა. Washington Post-ი წერს, რომ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტ სიფრთხილეს იჩენენ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის გამო.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 20 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა, თუმცა BBC წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.  

პოლიციამ ბრიუსელში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაღუპვა დაადასტურა

45 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიუსელში ორი შვედი ფეხბურთის ქომაგის მკვლელობაში, სამშაბათს კაფეში, პოლიციის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა. „ბრიუსელის ტერაქტში დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ის დაიღუპა,“ - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა X-ზე. მედიის ცნობით, კაცი, რომელსაც ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ორშაბათს ღამით ბრიუსელის ცენტრში, შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში და მესამე ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრუმ ორშაბათის სროლას სასტიკი „ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. „წუხელ სამი ადამიანი გაემგზავრა მშვენიერი ფეხბურთის ზეიმზე. მათგან ორის სიცოცხლე შეეწირა სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას,“ - განაცხადა დე კროომ პრესკონფერენციაზე. „დამნაშავის სამიზნე იყვნენ შვედეთის გულშემატკივრები, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ „წითელი ეშმაკების“ („მანჩესტერ იუნაიტედი“, რედ.) ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად,“ - განაცხადა დე კროომ. ბრიუსელმა თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა პოლიციამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.  

საგარეო უწყება პრაღის უნივერსიტეტში სროლაზე: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ. „საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის,“ - აცხადებენ სამინისტროში. წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. მსროლელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა.  

პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC

ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებული პირი გაანეიტრალეს და რომ შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კარლის უნივერსიტეტში მოხდა.    Reuters-ის ცნობით, უნივერსიტეტის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ „დარჩნენ ადგილზე“.   პრემიერ მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მან გააუქმა მომავალი ღონისძიებები "ტრაგიკული მოვლენების" ფონზე.  

ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში სულ მცირე 15 ადამიანი მოკლა, სტუდენტი იყო. კიდევ 24 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, დღეს, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ. „მასობრივი სროლა არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმთან,“ განუცხადა ჟურნალისტებს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა. როგორც BBC წერს, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი შთაგონებული იყო მსგავსი ხოცვა-ჟლეტით, რომელიც საზღვარგარეთ მოხდა. თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC  

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა

პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმისას 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული პოლიციამ პრაღის კარლის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სროლა მოხდა, იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში გაისროლა, სტუდენტი იყო. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.  

ჩეხეთის შს მინისტრი: პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან

პრაღაში, უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის სამი მოქალაქე, კერძოდ, ორი - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ერთი ნიდერლანდებიდან. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა კიდევ სამი ადამიანი ქუჩაში დაჭრა. ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა.  

ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ, პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტის შენობიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს პოლიციამ შენობაში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა ქსელ X -ზე გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, ინგლისურად მოლაპარაკე კაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცდილობს, დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა. დღეს ჩეხეთში გლოვის დღე იყო. პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა 21 დეკემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 10 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

„რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა“ - ვაკეში მომხდარზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. „აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.