თეგი: სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია. სუს-ის ცნობით, უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. „ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკა 19 აპრილს გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.

სუს-ი: ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. სუს-ის განცხადებით, ამ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება. „მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს. საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე”,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.  

სუს-ი: სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 18-19 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში აღმართეს უკანონო ინსტალაცია. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებს სუს-ი.

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს.  ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.  

პრემიერი: 7 წლის წინ სუს-ის დაფუძნებით უმნიშვნელოვანესი რეფორმა გავატარეთ

7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა; შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა. იქნება ეს ანტიტერორისტული საქმიანობა, თუ შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, კორუფციისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის და სუვერენიტეტის დაცვა. თქვენი საქმიანობის სპეციფიკა ისეთია, რომ თქვენი ყოველდღიური, ზოგჯერ მაღალ რისკებთან დაკავშირებული შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით, სამშობლოსა და ხალხის მსახურებისთვის სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „პირადად ჩემი, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურებისათვის. რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე, ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბდებით. მე ასევე მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გამოწვევები. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და არ ვრცელდება ჩვენი კონტროლი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ემატება ის საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს შიდა დესტრუქციული ძალების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამაშიც მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი როლი, რომ დროულად ხდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ყველას გვახარებს არის ის, რომ თქვენი პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა არის გულანთებული პატრიოტი, რომელიც ემსახურება და იცავს ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს და გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრებს, მაშველებსა და ექიმებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერატიული ძალების საველე სწავლება ჩატარდა

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერატიული ძალების საველე სწავლება ჩატარდა. სწავლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო. უწყების განცხადებით, საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა, რასაც სწავლების მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს. საველე სწავლებაში მონაწილეობდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 70-მდე წარმომადგენელი. სწავლებისას გამოიყენებოდა UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი, 4 ერთეული “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანა და 1 ერთეული სამედიცინო ჯავშანმანქანა “მგელი”. სუს-ის ცნობით, საველე სწავლებას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი. სწავლების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ჯავშანტექნიკა და გამნაღმველთა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს. საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სწავლება მაღალ დონეზე შეაფასეს. საწვრთნელ ოპერაციას ესწრებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის წევრები.  

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში საველე პრაქტიკული სწავლება პირველად ტარდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა საველე სწავლების ღონისძიება გახსნა და აშშ-იდან საგანგებოდ ჩამოსულ სპეციალისტებსა და სწავლებაში ჩართული უწყებების პასუხისმგებელ პირებს სიტყვით მიმართა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზასა და სხვადასხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება სწავლება, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა. სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. სწავლების შედეგად გადამზადებული სპეცსამსახურების თანამშრომლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში“. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები. სუს-ის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით და წარმატებით საქმიანობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიას შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება 19 აგვისტოს დაიხურება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.    „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.   მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.   საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე, ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იანეზის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. „ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 1999 წელს დაბადებული ფრენკ იანეზი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 27 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანის მიდიამოებში „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს.  

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ნაწილის მიმართ კი სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები გამოვიყენეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის საქმიანობის შედეგად საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები გამოიყენეს. გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის 2021 წლის ძირითადი გამოწვევები დაასახელა მისი თქმით, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი წარმოადგენდა. „სამსახურის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასარიდებლად. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან და მათთან შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს მიმდინარე პროცესების, იდენტიფიცირებული სახიფათო ტენდენციებისა და გამოკვეთილი საფრთხეების შესახებ. სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით, უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საფრთხეების და რისკების შეფასებასა და დეტალურ ანალიზს. უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  „უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. გიორგი ქუჯოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  

გრიგოლ ლილუაშვილი: იყავით მშვიდად, არ არსებობს 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში

ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში შემოსულ დიდი რაოდენობით რუს ტურისტებზე საუბრისას აღნიშნა. მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნულოვანი სტატისტიკაა. სუს-ის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იყვნენ მშვიდად და არ აჰყვნენ პანიკას. „რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-შიც, 2019-შიც. 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული საანგარიშო პერიოდში და არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი. ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, თქვენ არ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ნახოთ საზღვარზე შეკავებული ან აქედან გაძევებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ საზიანო მოქმედებებში ან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასე რომ, მშვიდად იყავით. შემოსული ტურისტების მხრიდან ნულოვანი სტატისტიკაა დანაშაულის ჩადენის, სისხლის სამართლის დანაშაულს ვგულისხმობ, ასე რომ, იყავით მშვიდად, ნუ აჰყვებით პანიკას. თუკი ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორის შემოშვება, ამას სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება. არ არსებობს, 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ი: იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის უძრავი და მოძრავი ქონებები დაყადაღდა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს ყადაღა დაედო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ მათივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებრე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და სიღნაღში მდებარე სასტუმროს. „ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკასა და 15 ცეცხლსასროლ იარაღს. ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს  

სუს-ი ქამხაძის საქმეზე: რუსული მედიით გავრცელებული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ, საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.  „2016 წლის 14 აგვისტოს მიხეილ ქამხაძე თავდაცვის ძალებიდან ზღვრული ასაკით დაითხოვეს, მისი პირადი საქმე კი, კანონის დაცვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ქ.თბილისის გლდანის რაიონული გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გადაიგზავნა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება. ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო. საქმის ფარგლებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერთიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა და მიხეილ ქამხაძის განცხადებით მათი დედნები ინახება მასთან სახლში. დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში. კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დგინდება, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. გამოძიების შუალედური შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს საფუძველი ცალსახად განაცხადოს, რომ აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიაში მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გასული სიუჟეტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. გამოძიების საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

სუს-ი: სოფელ კნოლევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი - არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს

„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პრივატულობა ძალიან მოწყვლადი საკითხია მსოფლიოში. „მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს", - აღიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებს სუს-ი.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ამის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ფაქტზე. "გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ პერმანენტულად ცხოვრობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას",- ნათქვამი ინფორმაციაში.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს,  რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.  ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.  

სუს-ის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ მერიაში, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს

2022 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გ. კ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  „გამოძიებით დადგენილია, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას  აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.  

ისრაელის საელჩო სუს-ს „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის

ისრაელის საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანი, რომლის მოკვლასაც სავარაუდოდ, საქართველო-ირანისა და პაკისტანის მოქალაქეების ჯგუფი გეგმავდა, იციკ მოშეა - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს, ჰადას მეიცადს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.   "გრიგოლ ლილუაშვილმა და ჰადას მეიცადმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.   საქართველოში ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის დროსაც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღიკვეთა. გრიგოლ ლილუაშვილმა ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში ნაყოფიერი და წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. „კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტალური ნივთმტკიცება. პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუს-ი იუწყება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი დააკავეს

სუს-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის (დაეში) წევრის დააკავების შესახებ იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ის ბაზაზე, აშშ-ის მხარდაჭერით, მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DITRA) მხარდაჭერით, მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. ცენტრის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებაში ჩართული უწყებებისთვის მობილური დაკვირვების სისტემების აწყობა, მათი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული გამართვა. ახალი ცენტრი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით და აპარატურით. „მიხარია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე უკვე მეორე, მსგავსი მნიშვნელობის ცენტრს ვხსნით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ამ ცენტრის გახსნა ემსახურება სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში აღკვეთისა და რეაგირების შესაძლებლობების განვითარება-გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ. აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, რაიან ჰარკერ ჰარისის თქმით, საზღვრის უსაფრთხოება აღნიშნული ძალისხმევის უაღრესად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ვინაიდან უზრუნველყოფს ისეთ საფრთხეებზე რეაგირებასა და პრევენციას, როგორებიცაა საზიანო ტექნოლოგიები და აქტორები, ასევე მსგავსი ხასიათის მქონე სხვა გარემოებები. ღონისძიებას საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განსავითარებლად.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნავს სუს-ი განცხადებაში.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.  

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან თურქმენეთისა და თურქეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთის მოქალაქე ჩ.რ. და თურქეთის მოქალაქე დ.თ. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნულ პირთა უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალის მიერ გაზიარებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აცხადებენ სუს-ში.  

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოშკის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნავს სუსი.  

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა. „ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და მიმოვიხილავთ გასული წელს მომხდარ ინციდენტებს. ვისაუბრებთ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოდან, ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე მუშაობდნენ ე.წ. გადასასვლელები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამით ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ. მისივე თქმით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.    

აჭარაში, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გენადი სრუმანიძე, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს.  გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.     

სუს-ი: ვრცელდება „ფეიკ ნიუსები“, თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ფეიკ ნიუსებს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს სუს-ი განცხადებაში აღნიშნავს, რომ პარლამენტში მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი. „საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება "ფეიკ ნიუსები", თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი. პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას. მოვუწოდებთ პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს. სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ქომინსის ქვეყანაში არშემოშვების თაობაზე აშშ-ის საელჩო უწყებას არ დაკავშირებია და „ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან“. „ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, რატომ არ შემოვუშვით, ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

კელი დეგნანი მარშალ ქომინსზე: ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია, ვიდრე გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან არ გააკეთა განცხადება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა. „ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან არ ისაუბრა. ჩვენ არ ვახორციელებთ მონიტორინგს, ვინ ჩამოდის ამერიკიდან, უამრავი ადამიანი ჩამოდის. ზოგი როგორც ტურისტი, ზოგიც სხვადასხვა მიზნით. თუ საელჩოს კონკრეტულმა პირმა არ მომართა დახმარებისთვის, მაშინ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის. შეიძლება, ჩამოდიოდა როგორც ტურისტი“, - აღნიშნა ელჩმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ცნობისთვის, 6 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება, არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს შორის. „არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა 7 აპრილს.  

სუს-მა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც, ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. „გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია. „ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდიანრე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკოდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“, - აცხადებს სუს-ი.  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - რამ გამოიწვია დაძაბული და ვრცელი დისკუსია ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებს სუს-ი. ამავე სოფლის მკვიდრი, დიმიტრი მამაგულაშვილი 18 აპრილს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. მამაგულაშვილი 21 აპრილს გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორაციას სუს-ი ავრცლეებს. „ახალკაცისა და მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, - წერია სუს-ის განცხადებაში. 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.  

ყველაფერი კეთდება, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს - სუს-ი

სუს-ი ქრისტინე თალაკანძისთვის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.  "ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

გამოვრიცხავთ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე - სუს-ი

ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტების და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის ინფორმაცია, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფებმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა გუშინ, 5 მაისს”, - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.  

გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე - სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციის შედეგად გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებული აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად გადაეცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო ერთიანი კონტრტერორისტული სისტემის საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, – განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ. ამასთან, ბაჩა მგელაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე არ ისაუბრებს. „საქმე არის ძალზე მასშტაბური და, შესაბამისად, ამ ღონისძიებაში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა მგელაძემ.  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 14 მაისსაც დააკავეს.  

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 11 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული, გიორგი ტერაშვილი 13 მაისს გათავისუფლდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 14 მაისსაც დააკავეს. საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს უკანონოდ დაკავებული, გიორგი მეგრელიშვილი 15 მაისს გაათავისუფლეს. ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე 15 მაისსაც დააკავეს. უკვე დღეს, 16 მაისს კი, საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მხარდამჭერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე. „კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.  

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო. სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მხარდამჭერი დააკავა „ეს საქმე დღეს დამეწერა, დაკავებულებიდან 4 პირს ვიცავ, მათ ჯერჯერობით არ შევხვედრილვარ, შესაბამისად, პოზიციებიც არ ვიცი. როგორც გამომძიებლისგანაა ჩემთვის ცნობილი, საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო. თუმცა, ზოგჯერ, ბრალის წარდგენის დროს ხსნიან „გრიფით საიდუმლოს“, ზოგჯერ, ბოლომდე რჩება", - აცხადებს ადვოკატი,  იოსებ ნატროშვილი. გამომძიებლისგან ასე ვიცი, რომ ბრალი დღეს, დღის მეორე ნახევარში უნდა წარუდგინონ. ცნობისთვის, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს.    

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს. ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ცხინვალის ციხიდან შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახის ახლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პეტრიაშვილმა ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი მოითხოვა. „ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ვიდეოზარით დარეკა, გაპარსული იყო და ნორმალურად გამოიყურებოდა, მისგან გავიგეთ, რომ არჩილ ბასანიძესაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც გვითხრა, „საზღვრის დარღვევის" ბრალდება წაუყენეს. ოფიციალურად დედამისისთვის ჯერ არავის უცნობებია. ხვალიდან წითელ ჯვარს მივმართავთ დასახმარებლად“, - განაცხადა პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა. საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-ი აცხადებს, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.  

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

სუს-ის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. „დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა. სოფელი მეჯვირსხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მეჯვრისხევის მცხოვრებლები სოფლის განაპირას ქეიფის დროს დააკავეს. ისინი ჯერ ღრომის საოკუპაციო ბაზაზე, იქიდან კი, ცხინვალში გადაიყვანეს. სუს-ის ინფორმაციით, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, ალექსი მეჯვრისხეველების დაკავებამდე ოკუპირრებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა.  

სუს-ი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშზე სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა ისაუბრა. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე. „საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ჩვენი უწყება აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტებთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რომელსაც ყოველკვირეულად მიეწოდება უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე უწყების მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში. 2022 წელს 45 დოკუმენტი გამოიგზავნა, სადაც მოცემული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყანაში და რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ანალიზი. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის და ნდობის ჯგუფის ფორმატში გამართულ არაერთ სხდომაში. გარდა ამისა, გასულ წელს სამსახურმა სათანადო რეაგირება მოახდინა პარლამენტიდან მოთხოვნილ 80 შეკითხვაზე, აქედან 36-ზე ნდობის ჯგუფის ფარგლებში“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა. რაც შეეხება სამსახურის საქმიანობის ანგარიშს, უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. „2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა“, - აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ. საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე საუბრისას ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა. „მინდა, ერთი სამწუხარო ფაქტიც გითხრათ: დღეს, დილით მოხდა ჩვენი კიდევ ექვსი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა მომხსენებელმა. ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, 2022 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო. რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე კი, 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მომხსენებელმა „ჰიბრიდული ომის“ და რბილი ძალის გამოყენების შემთხვევებზე და მათ უარყოფით გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციული კამპანიის უმთავრეს მიზანს კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ალექსი ბატიაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება კიბერუსაფრთხოებაზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე გაამახვილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის შესაბამისად, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.  

DRI-ის შეფასებით, სუს-ის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინიციატივით, ანგარიშის წარდგენის ჩანაწერი რეგლამენტში შემდეგი ჩანაწერით შეიცვალა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს“. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2021 წელის ანგარიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაზარდა და გარკვეულწილად, შეცვალა. ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. გამოწვევადაა მითითებული „უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ კონტექსტში ნახსენები არაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ანგარიშის არც ერთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავის გარდა, არაა ნახსენები რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია, რომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე არაა საუბარი ისეთ ქვეთავებში, როგორებიცაა: „დეზინფორმაცია და „ჰიბრიდული ომის“ სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ და „კიბერუსაფრთხოება“. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში, რუსეთს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მთავარ აქტორად ასახელებენ,[1] ანგარიშის დუმილი რუსეთის როლზე საქართველოში მიმდინარე ინფორმაციით მანიპულაციის ოპერაციებზე, კითხვებს იწვევს. ანგარიშის დიდი ნაწილი კვლავ გაჯერებულია ზოგადი შინაარსის ფრაზებით, სათანადო კონკრეტიკის გარეშე. თუ მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის აღწერისას ანგარიში შედარებით დეტალურია - დასახელებულია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ჰიბრიდულ ომს შეეხება, უკიდურესად ბუნდოვანი და ორაზროვანია. ანგარიშში ზოგადად მითითებულია საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ მიმართულ ქმედებებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანების მცდელობებზე და სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაფინანსებით ატარებენ, შესაბამისი ორგანიზაციების და სახელმწიფოების დასახელების გარეშე. ეს ყოველივე აჩენს კითხვას - თუ სუს-ს აქვს ინფორმაცია რომელიმე ორგანიზაციის სახელმწიფო ინსტიტუტების დამაზიანებელ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უცხო ქვეყნის დაფინანსებით ან მათი სხვაგვარი ხელშეწყობით, რატომ არ არიან ეს ორგანიზაციები დასახელებული, მაშინ როდესაც ანგარიშის სხვა თავში, მაგალითად, საჯაროა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანის ვინაობა. მიუხედავად ღიად პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკიდურესად გააქტიურებისა და მათი მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენის მცდელობისა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ამ საკითხსაც ყურადღების მიღმა ტოვებს. ტექსტის ბუნდოვანი ფორმულირების გამო, გაუგებარია, „ორგანიზაციებზე“ მითითება უბრალო სპეკულაციაა, თუ აქვს რამე რეალური საფუძველი. ბუნდოვანია, სუს-ი საფრთხედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიიჩნევს, თუ ოპოზიციის (მათ შორის საპარლამენტო) მიერ ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებში ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების რისკს. მნიშვნელოვანი იქნება, თუ სუს-ის საქმიანობის ანგარიში ამ საკითხზე ორაზროვნების სივრცეს არ დატოვებს, მით უფრო რომ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული კონტექსტი კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, თუ ვის მიიჩნევს ხელისუფლება საფრთხედ“, - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში. სუს-ი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს სუს-ი „საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეზე“, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენასა და „არსებით გამოწვევაზე“ - ანგარიში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტში, 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.  

ოკუპანტების მიერ დაკავებული 6 მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე 7 ივლისს დააკავეს.  

სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საქმეში თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.  

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულები გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. „აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,“- წერია სუს-ის განცხადებაში.  

სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უწყების განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამ ეტაპისთვის, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულები გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამის ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-მა 22 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ოძისის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.  

სუს–ი: აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. „საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს  

ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ლორთქიფანიძეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია, აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს. შოთა კახიძე ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს. გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. „სრული ბოდვაა სუსის დღევანდელი განცხადება. გიორგი ლორთქიფანიძე გამოირცხავს რაიმე სახის მონაწილებას განცხადებაში დასახელებულ პირებთან. ის 8 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა, იდევნება საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით. ეს პერიოდი ის აქტიურად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ აქვს, არანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში არ აქვს. ნაცვლად იმისა, რომ სუს-ი განმარტებებს აკეთებდეს, რა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასანქცირდა აშშ-ის მიერ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, ჩვენ ვისმენთ აბსურდულ და ცრუ ბრალდებებს,“ - განუცხადა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. გეგმის ერთ-ერთ ავტორად სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეს ასახელებს. „გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - აცხადებს სუს-ი.  

უკრაინის საგარეო უწყება სუს-ის განცხადებას პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, არ შეესაბამება რეალობას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინულმა დიპლომატიამ ცნობად მიიღო საქართველოს უშიშროების წარმომადგენლების განცხადებები, რომ უკრაინული მხარე სავარაუდოდ, ჩართული იყო საქართველოში აჯანყების მომზადებაში. „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერეოდა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას,“ - აღნიშნა ნიკოლენკომ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. გეგმის ერთ-ერთ ავტორად სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეს ასახელებს. „გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - აცხადებს სუს-ი. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია, აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს. შოთა კახიძე ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს. ადვოკატი ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.  

სუს-ის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობას გეგმავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის. აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით. დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით. ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება. ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სერბეთის სამი მოქალაქის, ჯგუფ „კანვასის“ წევრების გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, საქმის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, რადგან გამოძიების ფარგლებში საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვს შეთანხმება. მისივე თქმით, საქმე არის აბსურდული და დაკითხვაზე სასაცილო შეკითხვები დაისვა. „ბატონი სლობოდანის ინტერესებს ვიცავ. გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის აბსურდული საქმე. რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო შეკითხვები დაისვა, ამის თქმის საშუალება რომ მქონდეს, საზოგადოება ამას ცხადად დაინახავდა,“ - განაცხადა ადვოკატმა. სერბეთის კიდევ ერთი მოქალაქის ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, გამოკითხვისას ხელი მოაწერეს დოკუმენტს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არ ისაუბრონ. „თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ, ეს იქნება დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება არის დანაშაული. სახელმწიფო საიდუმლოებას უტოლებენ ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა. შეგახსენებთ, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი. სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციით, რევოლუციური სცენარისთვის, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება. „დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  

პრემიერი: მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან

„სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციული ხასიათის განცხადებაა კონკრეტული მტკიცებულებების სახით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას, თავი გამოაყენებინონ ასეთ დესტრუქციულ ძალებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „საზოგადოება სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოისმენს USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები.“ „ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში. მე ასევე მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა- განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა რა თქმა უნდა დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

CANVAS საქართველომ სუს-ის განცხადების შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა

კანვას – საქართველო სუს-ის განცხადებას აფასებს. ორგანიზაცია სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებს ზეწოლად აფასებს. „სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით. განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი  და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება. აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ. მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში,“ - ნათქვამია განცხადებაში. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებულნი არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წელს კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს,“ - განაცხადეს სუს-ში 2 ოქტომბერს.  

დესტაბილიზაციისა და არეულობოს მოწყობის საქმეზე, სუს-მა ახალი დეტალები გაავრცელა

დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დამხობის გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე სუს-ში დეტალები გაასაჯაროეს. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებულნი არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წელს კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით. სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი. სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ, შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც. სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით. წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ,“ - განაცხადეს სუს-ში. სუს-ის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობას გეგმავს გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, საქმის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, რადგან გამოძიების ფარგლებში საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვს შეთანხმება. მისივე თქმით, საქმე არის აბსურდული და დაკითხვაზე სასაცილო შეკითხვები დაისვა. სერბეთის კიდევ ერთი მოქალაქის ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, გამოკითხვისას ხელი მოაწერეს დოკუმენტს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არ ისაუბრონ. „თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ, ეს იქნება დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება არის დანაშაული. სახელმწიფო საიდუმლოებას უტოლებენ ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა.

„კანვას საქართველოს" დირექტორი სასამართლოში გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე. მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ის, რაც სხდომაზე მოისმინა, საშიშია ადამიანის უფლებებისთვის. „მინდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე დავიწყო. ამ ყველაფრის ასე გატარება არ შეიძლება - ადგა და გრიფი მიანიჭა, არ შეიძლება. მგონია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რა ხდებოდა იქ. ჩემი შეფასებით, იქ ჩემს გამოკითხვაში არაფერი საიდუმლო არ იყო... რაც ხდებოდა, ის იყო შეურაცხმყოფელი - კითხვები, რაც იყო ჩემ მიმართ დასმული, იყო შეურაცხმყოფელი პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით... სახელმწიფომ თუ გადაწყვიტა ამ კითხვის დასმა, ეს უკვე არის დიდი პრობლემა, სახუმარო არაფერი არ არის. მე რაც მოვისმინე, იყო ძალიან საშიში ადამიანის უფლებებისთვის," - ამბობს გიორგი მელაძე. გიორგი მელაძის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 4 ოქტომბერს. გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს „კანვას საქართველო“. CANVAS საქართველომ სუს-ის განცხადების შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-მა 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია.  

პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს

პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მიმდინარეობდა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა. ანგარიშს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.  

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილიპარლამენტში წარადგენს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის ფარგლებში, სამსახური ახორციელებდა ტერორისტული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ტერორისტულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას, კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებასა და გამოწვევებზე/ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების შემადგენლობის მუდმივი მომზადება და პროფესიული განვითარება სამსახურის ერთი–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა. ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება. „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ბოლო ადგილი (ისევე როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ) დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2022 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

გრიგოლ ლილუაშვილი: ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები

სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. მისი თქით, ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. „კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა. გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. „უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა. მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი: 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები. მისი თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ანგარიშში წარმოგიდგენთ 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის მიმოხილვას. საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები“, - განაცხადა ლილუაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. „ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა. გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. „უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა. მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი: გასულ წელს დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულნი იყვნენ გარე და შიდა აქტორები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ეროვნული უსაფრთოების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ კოორდინირებულად და კომბინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას. მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ. „მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა დაზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება,“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა. ლილუაშვილის განცხადებით, „განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამსახურის მისამართით აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, იურიდიულ და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებული ბრალდებები კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების და მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმხრიდან პროაქტიულ რეჟიმში შემდგარი კომუნიკაციისა და დეტალური ინფორმაციის, მათ შორის მტკიცებულებების მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში მონაწილე მბრალდებელ შიდა და გარე ჯგუფებს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. აღნიშნული კამპანია ცალსახად წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიზნამიმართულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ მსურს, აღვნიშნო, რომ მსგავსი კამპანიები რეალურად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და ემსახურებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებას,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე: პარტნიორ ქვეყანას მოსაზრებები არ გაუზიარებია, რაც გულდასაწყვეტია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მოსამართლეთა სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ არც მის და არც სხვა უწყებას, კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. „ასე უაპელაციოდ, ყოველგვარი დეტალის გარეშე, საჯარო სივრცეში გასული ინფორმაციის თანახმად ხდებოდეს ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირების დასანქცირება, ჩვენ და არც ერთ სამართალდამცავ უწყებას კონკრეტიკა არ გაგვაჩნია. მით უმეტეს, ჩემი სამსახური მოკლებულია უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ამას შევაგროვებდით და გადავცემდით იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაფერი მიგვიღია [მტკიცებულებები]. ძალიან სავალალო ტენდენციაა, როცა პარტნიორ ქვეყანას შეგიძლია, მოსაზრებები გაუზიარო, მათ შორის, კორუფციული მიმართულებით, ამაში არ დევს არც გეოპოლიტიკური საიდუმლოება და არც ისეთი სენსიტიური საკითხები, რომ რაღაც პარტნიორობა დავაზიანოთ ან გლობალური ინტერესები, თუმცა ამას ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია," - განაცხადა ლილუაშვილმა. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები 5 აპრილს დაუწესა.  

სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-მასალას ავრცელებს

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა. სუს-ის ხელმძღვანელი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით. ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე,“ - აცხადებენ სუს-ში. გრიგოლ ლილუაშვილი: ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარცხალაძის გამოკითხვის საკითხზე მედიის შეკითხვებს, 19 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენის შემდეგ უპასუხა. მან მედიას განუცხადა, რომ ხსენებულ საკითხზე მასალას გაასაჯაროებდნენ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.  

ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურის გარდაქმნას, სულ მცირე 3 წელიწადი დასჭირდება - სუს-ის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეფასებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, როგორიც დღეს არსებობს, 2009-დან 2011 წლამდე შეიქმნა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების მიღებას. ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოში ვის უნდა ესიამოვნოს განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი პორტ-პოსტის შექმნის თაობაზე. ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, საპატრულო კატარღებსა და ასე შემდეგ, 2009-დან 2011 წლამდე შეიქმნა - მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების მიღებას. ექსპერტების გათვლებით, იმისთვის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა გარდაიქმნას, სულ მცირე სამი წელიწადი იქნება საჭირო, რათა ეს პორტი თავისი დაღრმავებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით, ამ კონდიციამდე მივიდეს. პარლამენტში იყო ერთი შეკითხვა, რომ ეს [ოჩამჩირის] პორტი საფრთხეს უქმნის ანაკლიას, ანაკლიას მარტო პორტი კი არ უქმნის საფრთხეს, ანაკლიის პროექტს მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრთხეს, წარმოიდგინეთ, ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია. რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, მძიმე ტექნიკით. ეს იყო, არის და თუკი გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის,“ - განუცხადა ლილუაშვილმა მედიას პარლამენტში, ანგარიშის წარდგენის შემდეგ. ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრასტრუქტურა, გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული. საინტერესოა, თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად ისხდნენ, თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას საერთოდ რამეზე,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. კითხვას, იგულისხმა თუ არა „გაუაზრებელ დაძაბულობაში“ 2008 წლის ომი, ლილუაშვილმა უპასუხა: „მთელი ის პოლიტიკა, რასაც მაშინ ხელისუფლება აწარმოებდა. მათ შორის მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო მოქმედებები.“ შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 6 ოქტომბერს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა  

რა გეგმა აქვს საქართველოს, თუ რომელიმე ქვეყანა ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

„არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც,“ - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მედია დაინტერესდა, რა გეგმა აქვს საქართველოს, თუ რომელიმე ქვეყანა გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. მისი თქმით, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა. „არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ. მთავრობის ხელმძღვანელობით, მისი მორეაგირე უწყებების მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი სამსახურის, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში, მოგვიწევს, მოქმედებაში მოვიყვანოთ. 100 პროცენტიანი დაზღვევა, ამის მავნე გავლენას ვგულისხმობ, საქართველოს კი არა, უდგას ძალიან ბევრ ქვეყანას რეგიონში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს. გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება კოვიდის დროს მივიღეთ. თავშესაფრების გამოყოფაც მათ შორის, თუმცა, ეს აქტუალური ხდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც," - განაცხადა ლილუაშვილმა.  

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ცნობებს ეხმაურება. ის ფაქტს სამწუხარო ინციდენტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგია. საბედაშვილის თქმით, არსებობს მცდელობა, რომ მლეთაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებულ სიახლედ შეიფუთოს საზოგადოების დაშინების მიზნით, თუმცა მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან. „სამწუხარო ინციდენტია, უბრალოდ აქაც რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები. აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, მაგრამ აქ არის საუბარი სიახლეებზე. ჩვენ, როდესაც მუდმივი, განგრძობადი ოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით, ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაფასოთ მისი დაწყებიდან დღემდე. რაც შეეხება მლეთას - ისტორია მლეთასთან დაკავშირებით არის შემდეგი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ, პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით ხდება მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში ვიბრძვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე საქართველოს მოსახლეობა შარშანაც იმყოფებოდა, შარშანწინაც და იმის წინათაც. სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შარშანაც, იმის წინაც და იმის წინა წლებშიც, ამ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოდიოდნენ ხოლმე, ჩვენ მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიებზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალევე გათავისუფლდნენ და ა.შ. სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი. ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ადგილი და ამ ადგილის დაკავების შემდეგ მოხდება სტრატეგიული გზების და ხეობების კონტროლიო - ძალიან დიდი ბოდიში, 2009 წლიდან პატრულირებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, წელს გახდა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის? ახლა?! - აცხადებს გიორგი საბედაშვილი „რუსთავი 2-თან.“ სოციალურ ქსელებში დღეს ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ჩანდა, რომ სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რამდენიმე რუსი სამხედრო სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ამბობდა, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების საოკუპაციო პატრული სამუშაოს ატარებს, რაც მათი დიდი ხნის გაცხადებული ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ „რაც ახალგორის ოკუპირება მოხდა, რუსეთის მხარემ გაავლო თავისი ე.წ. საზღვარი და იქ კვირაში ორ-სამჯერ ამოდის რუსული ჯარის პატრული.“ „მეტი არაფერი მომხდარა ახლაც. წლების განმავლობაში ასე ხდება და ვიღაცამ ეს როგორც სიახლე, ისე დადო. ამოდიან, რამდენიმე ხანი რჩებიან, ათვალიერებენ და ჩადიან უკან. ერთ ნაბიჯს აქეთ გადმოდგამენ თუ იქით გადადგამენ, ამას ვერავინ გააკონტროლებს. იქ ეს ხაზი რომ არსებობს საერთოდ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ზოგადად, მაგრამ ახლა სიახლე და განსაკუთრებულობა ეს არ არის,” – ამბობდა დეკანოზი.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერაყის მოქალაქეები ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლას ცდილობდნენ

ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. „განვიხილეთ შვიდივე შემთხვევა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა დისკუსიას. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა პოზიტიური შედეგები ვამცნოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ე.წ უკანონო ბორდერიზაცის შემთხვევევზე, „საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ბორდერიზაციის სამ ფაქტს. უკანასკელი დაფიქსირდა გუშინ. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია აღნიშნიული დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რადიო თავისუფლების ცნობით. ირაკლი ანთაძის თქმით, ისაუბრეს ასევე ე.წ. გადასასვლელებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. „გადადასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს 24 საათის განმავლობაში, რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ისევ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ კონკრეტული არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ შესაძლოა არსებული გადაადგილების რეჟიმი გაუმჯობესდეს,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. მანვე ისაუბრა ლომისის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე და საქართველოს დროშის ჩამოხნის თემაზე. „დროშის ჩამოხსნაზე შედგა დისკუსია და მიეცა პრინცუპული შეფასება, საოკუპაციო ძალების ქმედება არის ცალსახად დასაგმობი, რაც მოხდა ლომისის წმიდნა გიორგის სალოცავზე,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც ანთაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს. „როგორც თქვენთვის ცნობილია პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეკითხვაზე, რამდენად უწყობს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას ხელს, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას  

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია

სუს-ის ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ გვირგვინის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას პირველ ნოემბერს განუცხადა, რომ უკანონი პატიმრობაში სულ 7 მოქალაქე რჩებოდა.  

სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურმა სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, [ოთარ] ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით... მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება," - წერია მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ პოსტში. რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში "რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციაზე ვერ წამოაგებენ, მაგრამ საჭიროა კონსოლიდაცია და სამოქალაქო თავდაცვა „რუსული დივერსიული ჯგუფების, რუსების მოქმედებების და საინფორმაციო პროვოკაციების გარშემო.“  

სუს-ი: ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრის გამართვა დაუყონებლივ მოითხოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.“ „აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში,“ - წერს სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა  

ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. „6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული, ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“   განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით, ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას განუცხადა, რომ უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა. ანთაძის თქმით, პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. მისივე განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია კირბალის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. „ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთასორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ ოჯახში,“ - განცხადა ანთაძემ. რაც შეეხება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს. „მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეკითხვას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ანთაძემ უპასუხა, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს „ჩვენი თანამოქალაქე.“ „ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ,“ – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. რა ტერიტორიაზე მოხდა სროლა, ანთაძე ამ შეკითხვას არასწორად მიიჩნევს: “ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“ - აღნიშნა ანთაძემ. “ოქროს მოწმე“ „ოქროს მოწმე“ არსებობს და ის იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში,“ -  განუცხადა ირაკლი ანთაძემ მედიას შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ დეტალების დასადგენად, რაც ნათელს მოჰფენს „ამ უმძიმეს დანაშაულს.“ „მე შემიძლია ოპერირება მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს, რაც მოხდა სოფელ კირბალთან, მაგრამ ამ მომენტისთვის ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ, გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ოჯახში დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ,“ – აღნიშნა ანთაძემ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ. სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს „დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“   განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. „6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ამ დრომდე, უკანონო პატიმრობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 6 მოქალაქე რჩებოდა.  

ირაკლი ანთაძე: ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება უკანონო დაკავების დროს მიაყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილის სახის არეში დაზიანება აღენიშნება. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გათავისუფლდა „რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უკანონო დაკავეის დროს,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილი მომხარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხება. „რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს. ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.  

სუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

სუს-ის ინფომაციით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.“   „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.   ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვასილ ქენქაძე თავისუფალია

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასილ ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ვასილ ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.   შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   „ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალქის გარდაცვალებოს ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. როგორც უწყებაში განაცხადეს, საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა. „აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. „ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. გამომდინარე იქედან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი,” - აცხადებენ სუს-ში. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. „საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუს-ი: ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა წრე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. შესაბამის განცხადებას სუს-ი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. „მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს. ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართულნი არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

სუს-ი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა აღკვეთეს

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად, ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. „მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუვრცელებია.  

სუს-ი: სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე, მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება,“ - წერს სუს-ი.  

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სუს-ში ბექა ვარდოსანიძის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასრულდა. პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ წევრმა სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. ვარდოსანიძის თქმით, პირი, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა, ის ადამიანი იყოს, რომელმაც პრივილეგიები დაკარგა და „გამწარებულია.“ „მე არაფერი მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ვეღარ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ბევრი ადამიანი შეიძლება, იყოს, ვისაც პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე პრივილეგიები დაკარგა და შეიძლება, გამწარებული იყოს. ცოტა სასაცილოა, ჩემი სამუშაო „მეილიდან“, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ხდება მეილების გაგზავნა. გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა,” - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ. ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, სერგო ხურციძის თქმით, ვარდოსანიძის ელექტრონული პოსტიდან შეტყობინებები გაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თითქოს ბომბი იყო კლუბ “ბასიანში”და ასევე სხვადასხვა ადგილში. „ამასთან დაკავშირებით მოხდა ბექას გამოკითხვა. მთლიანი ტექნიკა ჩამოართვეს და ისეთი ტექნიკაც, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს. მიმდინარეობს გამოძიება. კიდევ მოგვიწევს აქ მოსვლა და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებთ მონაწილეობას,” - განაცხადა სერგო ხურციძემ. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ვერ დადგინდა, თუ საიდან იყო ელექტრონული ფოსტა გაგზავნილი. გამოკითხვაზე ვარდოსანიძის ყოფნის შესახებ ინფორმაცია მედიაში შუადღისთვის გავრცელდა. სუს-ი: სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-ის ცნობით, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა საკითხები დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ „მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.“ „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 20 მარტს ჩაინიშნა,” - ნათქვამია ინფორმაციაში. „დავაყენეთ ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი, ორი მათგანი [გიორგი მელაძის და დიმიტრი კორინთელის] პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, მას ოჯახის წევრებს გავუზიარებთ. სხვა მიმართულებით, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა მათი მხრიდან მზაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ," - განუცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს. რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს ორი შემთხვევა [ზარდიანთკართან და დვანთან] იყო. როგორც ანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტრადიციული პოზიცია გააცნო: „ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ უნდა შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება, მიწის ნაკვეთებზე მუშაობა და საქონლის მწყემსვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზიარებული იქნება. ამას უახლოესი თვეები აჩვენებენ. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ნებისმიერი მძიმე ინციდენტი." შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თამაზ გინტურის მკვლელობას ეხებოდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა გინტურის მკვლელების დასჯა. თუმცა, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რუსეთის პოზიცია იყო ცინიკური, როცა კვლავ განაცხადეს, რომ ე.წ. მესაზღვრე უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. „ეს საკითხი ჩვენ მიერ დაისვა და მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოვთხოვეთ წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და ხომ არ იყვნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებულები. სამწუხაროდ, მათგან ტრადიციული პასუხი მივიღეთ, რაც თავიდანვე იყო გაჟღერებული რუსეთის მხარის მიერ, კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა, ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. იგივე პოზიცია აქვთ მკვლელობის პირველი დღიდან და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ამგვარი მოსაზრება არის აღმაშფოთებელი," - განაცხადა ანთაძემ. კიდევ ერთი თემა ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებულის, დავით გურწიევის ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გურწიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მას ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს კიდევ ერთ თანამშრომელთან (ალიკ ტაბოევთან) ერთად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. „დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში. აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე. თავისთავად ასეთი პირის დანიშვნის ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული რეაქცია. ჩვენ მოგვაქვს ფორმატის მონაწილეებთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დაცული და მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნებათ. მათ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავეს. რეაქცია იყო მხოლოდ ფორმალური. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი კონკრეტული დეტალები ჩვენს ინტერვენციაზე მათ არ წარმოუდგენიათ," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი სამუშაო შეხვედრა 20 მარტს დაინიშნა. ახალგორელმა აქტივისტმა ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად დანიშვნის“ გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციი, „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.“ უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“   „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი.            

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. „გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუს-მა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავა, რომლიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაცის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, თ. ც. პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა. „როგორც ცნობილია, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. აღნიშნულის გამო, მოქალაქეებს, რომლებიც თ.ც-ის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყალბი $9 600-ის გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. „გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ გინტურის მკვლელობაზე" - ანთაძე ერგნეთის შეხვედრის შემდეგ

„თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა,“ - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხად იღებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები ,,მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით“. „პირველ რიგში, ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, დღესაც მოვისმინეთ იგივე ნარატივი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მესაზღვრეები "მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზეც. "რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ამაზეც შედგა საკმაოდ ვრცელი დისკუსია. ჩვენს მიერ დასახელდა ის ლოკაციები, სადაც შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ამაზეც, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი, ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას, პროცესის, რასაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმება ერთ გარემოებას, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას და პირველ რიგში, სწორედ ეს გახლავთ შემდგომი იმ თანამდევი პროცესის წინამორბედი, როგორიც არის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება და ეს მსხვერპლი სახეზეა დღესაც, ჩვენი 6 თანამოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა ყოველთვის არის უცვლელი - მოხდეს, უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლება. დღეს, როგორც მოგახსენეთ, უკანონო პატიმრობაში არის ჩვენი ექვსი თანამოქალაქე, მათ უმეტესობას მისჯილი აქვს ე.წ. წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით, ერთი მათგანის საქმე არის დაბრუნებული ხელახალი ე.წ. გამოძიების მიზნით, ერთს კი, ვგულისხმობ ხეთერელს, "მისჯილი“ აქვს 1 წელი და 3 თვე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.  

სუს-მა სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვადით ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის” წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. განახლება: განცხადება გაავრცელა სს „ვიანმა“ და განმარტა, რომ მათთვის ამ სქემის შესახებ ცნობილი არ ყოფილა. რაც შეეხებათ ბრალდებულებს, კომპანიის განმარტებით, ისინი მათი თანამშრომლები არ ყოფილან.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. „საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სუს-ი „ჰავანის სინდრომზე“: არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ „არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. ინფორმაციის წყარო კი, უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი. მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არამარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ, სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის. სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის. აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში,“ ნათქვამია განცხადებაში. მილერი „ჰავანის სინდრომზე“: დაზვერვის დასკვნით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი, ახალ ინფორმაციას შევისწავლით  

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.